Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
წმიდანნი – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე https://www.pemptousia.ge/2018/11/08/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a-6/ https://www.pemptousia.ge/2018/11/08/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a-6/#comments Thu, 08 Nov 2018 07:46:30 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51959 მართლმადიდებელი ეკლესია 26 ოქტომბერს/8 ნოემბერს აღნიშნავს დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის, მირონმდინარეს ხსენების დღეს.

შემწე დიდი გპოვა შენ ჭირთა შინა სოფელმან თესალონიკემან, ღვაწლით შემოსილო მხედარო უფლისაო დიმიტრი, მომსრველო უღმრთოთა წარმართთაო და ხელის აღმპყრობელო ქრისტიანეთაო, რომელმან ამპარტავნებაჲ უსჯულოისა ლეოსი დაამხუ, და ბრძოლასა შინა ნესტორ განაძლიერე, აწცა ღმერთშემოსილო, ქრისტესა ღმერთსა, ევედრე მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

სისხლთა შენთა ნაკადულითა დიმიტრი, ეკლესია ღმრთისა პორფიროვან ჰყავ, რომელმან მოგცა შენ ძლევაჲ უძლეველი, დაიცევ ქალაქი შენი უბრძოლველად, რამეთუ შენ ხარ სიქადულ მისსა.

Agios Demetrios 18

Agioi Georgios & Demetrios, Moni Megistis Lavras (Maties ston Atho)

დიდმოწამე გიორგი და დიდმოწამე დიმიტრი, ათანასე დიდის ლავრა

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/11/08/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a-6/feed/ 2482
ღირსი მამა გაბრიელი, სალოსი და აღმსარებელი(†1995) https://www.pemptousia.ge/2018/11/02/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d/ https://www.pemptousia.ge/2018/11/02/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d/#comments Fri, 02 Nov 2018 07:22:02 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51955 მართლმადიდებელი ეკლესია 20 ოქტომბერს/ 2 ნოემბერს დღესასწაულობს ღირსი მამა  გაბრიელის, სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღეს.

ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

მიუწვდომელ არს მოწყალებაჲ მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაჲ განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაჲ განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაჲ თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა.

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/11/02/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d/feed/ 3200
დიდმოწამე მარინე https://www.pemptousia.ge/2018/07/30/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94-4/ https://www.pemptousia.ge/2018/07/30/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94-4/#comments Mon, 30 Jul 2018 11:18:17 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51794 მართლმადიდებელი ეკლესია 17/30 ივლისს აღნიშნავს წმიდა დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს.

ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

ბრწყინვალედ განაშუენე ლამპარი შენი სისხლითა ზეთითა ბრძენთა მათთანა ქალწულთა,  სიძისა მომლოდნელთა, ქალწულთა შორის დიდებულო მოწამეო მარინე, მეოხ-გვეყავ ჩუენ.

ქალწულებისა სიკეთითა განშვენებულმან, ქალწულო, და წამებისა ღვაწლითა გვირგვინოსანმან, მარინე, სისხლითა ღვაწლთათა სხურებულმან, და კურნებათა საკვირველებითა განბრწყინვებულმან, კეთილ-მსახურებით მიითვალენ, მოწამეო, ძლევისა ნიჭნი ღვაწლთა შენისათანი.

agia-marina-andros-05

წმიდაო დიდმოწამე მარინე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/07/30/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94-4/feed/ 1837
წმიდა თეოფილე მირონმდინარე https://www.pemptousia.ge/2018/07/25/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c-3/ https://www.pemptousia.ge/2018/07/25/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c-3/#comments Wed, 25 Jul 2018 09:16:55 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51750 წმიდა თეოფილე  მაკედონიის ქალაქ ზიხნიში დაახლოებით 1460 წელს ღმრთისმოსავი, სათნო და კეთილი მშობლების ოჯახში დაიბადა. მან თავის სამშობლოშივე შეისწავლა ანბანი და იქვე გამოამჟღავნა მის მიმართ ძლიერი სიყვარული. თანდათანობით თეოფილემ თავის სწავლა-განათლებას უფრო დიდი ყურადღება დაუთმო, ცოტა ხნის შემდეგ კი, უკვე წმიდა წერილით დაინტერესდა და მისი კვლევა შეძლო. რა თქმა უნდა, ასევე დახელოვნდა კალიგრაფიაში და მოგვიანებით, საუკეთესო კალიგრაფი გახდა.

Agios Theophilos mirovlitis. 01jpg

„უარყო რა სამშობლო, ნათესავები, სიმდიდრე და უამრავი ამქვეყნიური ამაოება, მონაზვნად აღიკვეცა. ცოტა ხნის შემდეგ, მან ჯილდოდ სასულიერო ხარისხის  მიიღო. შემდგომ ამისა უამრავი ადგილი შემოიარა, სადაც საკუთარი სიტყვითა და თავისი ცხოვრების მაგალითით ასწავლიდა და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა ქრისტიანებს“. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მან გაიცნო და სულიერად დაუახლოვდა რენდინის ეპისკოპოსს – მეტად სათნო და კეთილმსახურ აკაკის, რომელიც მღვდელმთავრად წმიდა ნიფონის მიერ იქნა ხელდასხმული, როდესაც იგი თესალონიკის მიტროპოლიტი იყო (1482-1486 წლებში). სწორედ აკაკის მეშვეობით დაუკავშირდა წმიდა ნიფონს წმიდა თეოფილე.

აუცილებელია აქვე მოკლედ და შესავლის სახით აღვნიშნოთ, რომ წმიდა ნიფონის დიდი პიროვნება, გარდა მისი ორი დიდმოწამე მოწაფისა – მაკარისა (+1507) და იოასაფის (+1516), ასევე ჩვენ მიერ ზემოთ მოხსენებული წმინდა თეოფილესი, უკავშირდება მთაწმიდელ წმიდანთა სხვა პიროვნებებსაც, როგორებიც არიან, მაგალითად, დიდმოწამე ბერი იაკობი, იაკობ დიაკვანი და მონაზონი დიონისე (+1519), რომლებიც მოწამეობრივად აღესრულენ ადრიანუპოლში, ასევე თესალონიკის მიტროპოლიტი თეონა (+1541-2), ღვიძლი ძმები აფსარადები – თეოფანე (+1544) და ნექტარიოსი (+1550), რომლებიც  მეტეორის ვარლაამის მონასტრის აღმშენებლები იყვნენ და მაქსიმე ბერძენი ვატოპედელი (+1556).

1486 წელს წმიდა ნიფონმა, როდესაც ის კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო, სხვადასხვა ცნობების მიღების გამო, თავისი ნდობით, სიბრძნითა და სათნოებებით აღჭურვილი თეოფილე თავის თანამოაზრე ბერთან – ეპისკოპოსს აკაკისთან ერთად ეგვიპტეში წარგზავნა, რათა საკუთარი თვალით ენახათ მათ ის სასწაულები, რომლებიც ალექსანდრიის პატრიარქმა – იოაკიმმა მოახდინა. ცნობილია რომ იოაკიმმა ლოცვით გადაადგილა მთა დურ დაგი, ხოლო შემდეგ კი, იუდეველებისა და მუსულმანების მოთხოვნის შესაბამისად, საწამლავი დალია, თუმცა უვნებლად გადარჩა. პატრიარქმა იოაკიმმა „წმიდანი მეტად შეიყვარა და პატივი სცა როგორც ბრძენსა და სათნოს“. წარგზავნილებმა დაადასტურეს მომხდარი სასწაულები, როგორც ჭეშმარიტად აღსრულებული და გაემგზავრნენ სინას ღმრთივკურთხეული მთისკენ, იერუსალიმისა და დამასკოსაკენ.  იერუსალიმში ყოფნის დროს, ეპისკოპოს აკაკის რაღაც სენი შეეყარა და გარდაიცვალა. თეოფილემ იგი დაკრძალა, რის შემდეგაც, იგი ალექსანდრიის, იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქების წერილებთან ერთად კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. იმის გამო, რომ წმიდა ნიფონი ამ დროს უკვე აღარ იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი, თეოფილემ წერილები მის მემკვიდრეს – პახუმს გადასცა, რომელიც მისი თანამემამულე გახლდათ.

პატრიარქმა პახუმმა „დიდად გაიხარა, როგორც მისმა თანამემამულემ, დალოცა და აკურთხა თეოფილე, სთხოვა დარჩენილიყო საპატრიარქოში დახმარებისათვის, რადგანაც იგი თავისი სიბრძნითა და სათნოებით მეტად საჭირო პიროვნება გახლდათ. მაშინ წმიდანმა ისმინა პატრიარქის თხოვნა და მასთან დარჩა. სწორედ აქედან გამომდინარე დაინიშნა იგი დიდი ეკლესიის ნოტარიუსად და ექსარქოსად. ყველასაგან საყვარელი და პატივცემული რამოდენიმე ხანს იმყოფებოდა ამ თანამდებობაზე“.

თუმცა, თეოფილეს სიმშვიდისა და მყუდროების მოყვარული სული ვერ პოულობდა ნუგეშს პატივსა და დიდებაში. მან არად ჩააგდო ამქვეყნიური დიდება და ათონის წმიდა მთას მიაშურა, რათა იქ, ღმრთის დიდება შეეგრძნო. წმიდა და ღმრთისგან კურთხეულ ათონის მთაზე „პირველად ის ვატოპედის მონასტერში მივიდა. იმ დროისათვის იქ იმყოფებოდა მესიმნის წმიდა ეპისკოპოსი, დაემკვიდა მასათნ ერთად სიმშვიდითა და თავმდაბლობით.

ვატოპედის სავანიდან (ზუსტად არ ვიცით, თუ რამდენ ხანს დაჰყო მან ვატოპედში, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არც თუ მცირე დრო იყო), 1511 წელს, თეოფილე გადავიდა ივერთა მონასტერში, სადაც ძირითადად ხელნაწერთა გადაწერითა და კალიგრაფიით იყო დაკავებული. აქ იგი გამოცდილი ბიბილიოგრაფი გახდა. მისი საკმაოდ დიდი რაოდენობის ნაშრომი, დაახლოებით ოცდაათი, ძირითადად ლიტურგიკული შინაარსის მქონე ტექსტები ინახება ამჟამად ივერთა მონასტრის მდიდარ ბიბლიოთეკაში.  ხმა მის სათნოებაზე აქედან შორს გავრცელდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა – თეოკლიტემ თეოფილე თავისთან იხმო იმ მიზნით, რომ იგი თესალონიკის მიტროპოლიტად ეკურთხა. თავმდაბალმა მთაწმინდელმა გაიაზრა რა, თუ რისთვის იხმობდა მას პატრიარქი, მიატოვა სამღვდელოება, რათა დაწინაურებისთვის თავი აერიდებინა. იგი დიდსქემოსან მონაზვნად აღიკვეცა, მოიმიზეზა ავადმყოფობა და უძლურება და 1522 წელს, ივერთა მონასტერში თორმეტწლიანი ცხოვრების შემდეგ, რაც კოდექსთა წიგნში მისი საკუთარი ხელითაა ჩაწერილი კალივაში განმარტოვდა, კერძოდ კი იოანე ნათლისმცემლის სახელობის კელიაში, ყოვლად სათნო ყოფილ იღუმენ დიონისე ივერიელთან ახლოს. რამოდენიმე ხნის შემდეგ, იგი გადავიდა კარიესში, მეტად სათნო ბერის – კირილეს საძმოში. იქ მან მჭიდრო სულიერი კავშირი დაამყარა ღმრთისმოსავ პროტოსთან სერაფიმესთან, „ღირს არსის“ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის თაყვანისმცემელთან და მგალობელთან. მოგვიანებით, თეოფილე მისი ბიოგრაფი გახდა და მასზე ასეთი რამ დაწერა: „ათონის წმიდა მთის პროტოსი სერაფიმე, იღუმენთა იღუმენი და მამათა მამა, საპატრიარქოს დიდი  დამხმარე“.

ღმრთის სადარმა თეოფილემ, ეძიებდა რა უფრო დიდსა და ნამდვილ სიმშვიდეს, მიატოვა კარიესიც და გადავიდა კაფსალის შორიახლო მდებარე ისიქასტურ ადგილას, რომელიც პანტოკრატორის მონასტრის საკუთრება იყო. მან თავისი სულიერი ძმის – პროტოს სერაფიმეს დახმარებით, მიიღო წმიდა ბასილის კელია, რომელიც აღადგინა. მასთან ერთად კელიაში იყო ასევე ერთი მონაზონი, რომელსაც სახელად ისააკი ერქვა. თეოფილეს ხშირად სტუმრობდა პროტოსი სერაფიმე, რომლის დროსაც ისინი ერთმანეთს სულიერ გამოცდილებასა და ზნეობრივ სწავლებას უზიარებდნენ.

ღმრთისმოსავი თეოფილე როგორც ადრე, ამჯერად კი მოუკლებლივ იღწვოდა გონიერ ლოცვაში, წარმოთქვამდა იესო ქრისტეს ლოცვას. წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი, რომელიც მოგვიანებით იმავე ადგილებში ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას, სადაც წმიდა თეოფილე, ამგვარად წერს: „მას შემდეგ, რაც წმიდანი განმარტოვდა, იწყო მან იესო ქრისტეს ლოცვის გონებაში წარმოთქმა, რომელიც აღემატებოდა გარეთა ფილოსოფიის თეორიას… წმიდა თეოფილეს გააჩნდა გამუდმებითი საქმე, სიმშვიდეში მყოფი განუწყვეტლივ ლოცულობდა და მთელი თავისი გონებითა და გულში წარმოთქმული შინაგანი (საიდუმლო, ფარული) სიტყვით მთელი თავისი სულის სურვილითა და სიყვარულით ეძიებდა უფალს სწორედ ამ ლოცვის წარმოთქმით: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“, მღვიძარე სულიერი მამების სწავლების შესაბამისად. იესო ქრისტეს ლოცვის გონებაში წარმოთქმით, წმიდა ლოცვით, წუხილითა და წრფელი ცრემლებით, რაც სწორედ იესოს ლოცვის გულში წარმოთქმის შედეგად ჩნდება, მისი გული ვნებებისაგან განიწმინდა, განეშორა მას ბოროტ გულისთქმათა თავდასხმანი და გათავისუფლდა იგი ცუდი აღქმისაგან. მან მოიპოვა თავმდაბლობა, სიკეთე, სიმშვიდე და სხვა სათნოებანი. მასში აღენთო ღმრთაებრივი ცეცხლი და სიყვარული მოყვასის მიმართ…

ღმრთიური სიყვარულით ანთებული თეოფილე უკვე აღარ იყო თავის თავთან, არამედ ის თავის საყვარელ ღმერთთან იყო. იგი უკვე სხვას აღარაფერს აქცევდა ყურადღებას, გარდა თავისი უფლის – იესო ქრისტესი,… მიაღწია რა უფლის გონებით ჭვრეტას და გამდიდრდა რა ზებუნებრივი ჯილდოებით, იგი ღირსი გახდა ღმრთიური ნათლისა. მან არა მხოლოდ შეცნობისა და აზრითი წარმოსახვის უნარი შეიძინა, არამედ ასევე უნარი – მომავლის ჭვრეტისა. და მალე, ასე ვთქვათ, ვითარცა უხორცო იგი ანგელოზად იქცა“.

წმიდა თეოფილემ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი სიკვდილი, დაწერა რწმენის აღიარება, საკუთარი ხელით დაწერილი ანდერძი, ზეთი იცხო, პატიება ითხოვა ყველასაგან და თავადაც ყველას აპატია, მიიღო ღმრთაებრივი ზიარება, მთელი სულითა და გულით მადლობა გადაუხადა უფალს, ხოლო თავის საყვარელსა და დამჯერ მოწაფეს შემდეგი რამ შესთხოვა:  „როდესაც გარდავიცვლები, არავის უთხრა ამის შესახებ, ნურც დაკრძალვის წეს-ჩვეულებებს აღასრულებ, მხოლოდ თოკი გამომაბი ფეხებზე, გამათრიე და ტყეში, ერთ უკაცრიელ ადგილას დამტოვე, რათა იქ მხეცებმა შემჭამონ. თუმცა, აღასრულე საღმრთო მსახურება და იმდენი პანაშვიდი გადამიხადე, რამდენსაც შეძლებ“. წმიდანს თავისი უსაზღვრო თავმდაბლობის გამო, არ სურდა, რომ თუნდაც სიკვდილის შემდეგ, მისთვის პატივი მიეგოთ. თეოფილეს უკანასკნელი სიტყვები იყო: „უფალო იესო ქრისტე, გულთბილად შეხვდი ჩემს სულს“.

კარგმა მორჩილმა ყოველივე ისე შეასრულა, როგორც ეს მას თავისმა წმიდა ბერმა უთხრა და მისი პატიოსანი ნეშტი ტყის უკაცრიელ ადგილას დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეკითხებოდნენ წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელის შესახებ, იგი მაინც არ ამჟღავნებდა. როდესაც, როგორც იქნა, მიაკვლიეს წმიდანის სხეულს, პანტოკრატორის მონასტერს სურდა მისი შენახვა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ მონასტერში დარჩენილიყო მხოლოდ და მხოლოდ წმიდანის ხელი, რომელიც დღემდე არსებობს, ხოლო სხეული კი თეოფილეს მორჩილისთვის – ისააკისთვის გადაეცათ. ისააკმა წმიდა ნეშტი წმიდა ბასილის სახელობის ეკლესიაში დაასვენა. სწორედ ამის შემდეგ, თეოფილეს სხეულმა მირონის დენა იწყო, რის გამოც წმიდანს მირონმდინარე ეწოდა. ამის შესახებ, წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი შემდეგს წერს: „ეს სასწაული, რომელიც უფალმა ჩვენი მამის – ღირსი თეოფილეს  სხეულის წმიდა ნაწილებზე დაუშვა, არ არის მცირე და უმნიშვნელო, არამედ დიდი და გასაოცარია, რადგანაც მირონის დენის სასწაული იშვიათად თუ დაიშვება უფლისგან ზოგიერთ წმიდანზე. რადგან წამებულთა და ღირსთა მრავალი წმინდა სხეული არსებობს, თუმცაღა მათ არ სდით მირონი, რადგან მირონის დენა ეს არის უსაზღვრო სისუფთავის, ქალწულობისა და უბიწოების ერთგვარი დასტური და სარწმუნო ნიშანი. ეს ფაქტი ადასტურებს არა მარტო გონების ბოროტების სნეულებათაგან გათავისუფლებას, არამედ ნიშნავს ასევე გონების გაწმენდას არასუფთა გულისთქმათაგან. და თუკი, სულიწმიდის მადლი არ ჩასახლდება ცოცხალი ადამიანის მთელ გონებაში, სულსა და გულში და შესაბამისად, მისი სხეულის თითოეულ ნაწილში, იმისათვის რომ განწმიდოს იგი და გაანათლოს ძვლიდან ტვინამდე (სულით ხორცამდე), შეუძლებელია სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეულმა კეთილსურნელება გამოსცეს“.

სერაფიმე პროტოსის ბიოგრაფია განავრცო წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელმა, რომელიც არის ასევე მისი მსახურების შემთხზველი. წმიდა თეოფილე ითვლება მე-16 საუკუნის ათონის წმიდა მთის ხელნაწერების ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ გადამწერად. ამ საქმიანობით იგი თავისი სიცოცხლის ბოლომდე იყო დაკავებული. წმინდა თეოფილეს ხსენების დღე არის 8 ივლისი.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, ვატოპედის სინაქსარი.

გამომცემლობა: ვატოპედის წმიდა და  დიდი სავანე, ათონის მთა, 2007 წელი.

]]> https://www.pemptousia.ge/2018/07/25/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c-3/feed/ 1912 წმიდა იოანე რუსი https://www.pemptousia.ge/2018/06/30/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98-4/ https://www.pemptousia.ge/2018/06/30/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98-4/#comments Sat, 30 Jun 2018 10:40:11 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51668 ღმრთის მადლით ეკლესიის ახლადმოვლენილი წმიდანი, ახალი აღმსარებელი, წმიდა იოანე რუსი, იმ წმიდა ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც ცხოვრების გზა თავიანთი სისპეტაკით ან სინანულით, ან კი ორივეთი ერთად განვლეს. მათ თავიანთი მჩაგვრელების თანხლებით განუწყვეტელი წამების მეორე ფორმა გაიარეს, რომელსაც შედეგად იგივე ნეტარი დასასრული მოჰყვება. წამების სხვა ფორმებთან მიმართებაში ეს ფორმა სიყვარულისა და პასუხისმგებლობის იმავე სისრულის მატარებელია. სწორედ ამიტომ, ძველებთან შედარებით მხოლოდ დროის განსხვავებულობის გამო, მათ „წმიდა“ და „ახალი აღმსარებელი“ ეწოდებათ.

Ioannis-o-Rosos 100

წმიდა იოანე დაიბადა მცირე რუსეთის ერთერთ სოფელში დაახლოებით 1690 წელს. მისი მშობლები ღმრთისმოშიში და მორწმუნე ადამიანები იყვნენ. მცირე ასაკიდან მან დედის რძესთან ერთად შეითვისა მართლმადიდებლური სული და ისწავლა წმიდა წერილი. წმიდა იოანემ მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის დიდ ომში (1710-1711), რომელიც რუსეთისათვის მარცხით დასრულდა. თავად იოანე თათრებმა ტყვედ ჩაიგდეს, ხოლო მოგვიანებით კი, ცხენოსანი ჯარის ოსმან დიდი ავტორიტეტის მქონე მეთაურს მიჰყიდეს. ტყვედ ჩავარდნილი მისი თანამემამულეებისაგან განსხვავებით, რომლებმაც მაჰმადიანობა მიიღეს, იოანე იესო ქრისტეს მიმართ თავისი რწმენის ერთგული დარჩა და გაბედულად აღიარა თავისი სარწმუნოება. მისი თქმით: „ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანადვე მინდა მოვკვდე…“. იოანეს ამ გულწრფელობამ და აღიარებამ მას ახალი აღმსარებელის სახარებისეული სახელი მიანიჭა.

წმიდანის შეურყეველი რწმენა და ღმრთისადმი არსებული ძლიერი სიყვარული მის თავმდაბლობაში, შრომისმოყვარეობასა და მოთმინებაში გამოიხატებოდა. იგი საქონელთან ერთად ბაგაში ცხოვრობდა, წარმოუდგენელი მოთმინებით ადიდებდა ღმერთს და ლოცულობდა. მაშინაც კი, როდესაც მას პატარა საცხოვრებელი ბინა შესთავაზეს, იოანემ მაინც ბაგაში ყოფნა არჩია, სადაც თავის სხეულს ტანჯვას აყენებდა. თუმცა, ამ ასკეტურმა ყოფამ იგი სულიწმიდის სურნელებით უზრუნველჰყო. სწორედ ამ ბაგაში, მას ყოველდღიური კავშირი ჰქონდა უფალთან, ხოლო წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სტოაში კი ასრულებდა ღამისთევებს. წმიდა იოანეს ცხოვრება ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ჯვარცმას და აღსასრულამდე ქრისტეს მორჩილებას იმეორებდა. ემსახურებოდა ხალხს, ისევე როგორც ღმრთის განკაცებული ძე ემსახურებოდა ადამიანს. ყოველივე ეს ეკლესიის ამ პერსპექტივიდან გამომდინარე უწევდა წინააღმდეგობას და შესამჩნევი ხდებოდა, როგორც ღმრთიური ნათლის მიმღები, როგორც სულიწმიდის მადლით სავსე.

იოანეს გამოჩენა ჭეშმარიტი ლოცვა-კურთხევა იყო, რამაც მრავალი სიკეთე მოიტანა. მისი ლოცვა იმდენად ძლიერი იყო, რომ სასწაულებს ახდენდა. მიჰყვებოდა რა შემდეგს „და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ“ (მათე, 21, 22), როგორც ამას ქრისტე თავის მოწაფეებს დაჰპირდა. მისი სასწაულთმოქმედი ლოცვა შემდეგი შემთხვევით გამჟღავნდა: ერთხელ, მისმა ბატონმა მექაში მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. საკმაოდ დიდი ხნის გასვლის შემდეგ, მისმა მეუღლემ ნათესავებსა და ქმრის წარჩინებულ მეგობრებს სუფრა გაუშალა, რათა გამხიარულებულიყვნენ და ესურვათ, რომ მისი ქმარი მოგზაურობიდან საღ-სალამათი დაბრუნებულიყო სახლში. როგორც ყოველთვის, იოანე სტუმრებს სუფრასთან ემსახურებოდა. იმ კერძებს შორის, რომლებიც სუფრაზე მოიტანეს, იყო ასევე აღას (ბატონი) საყვარელი საჭმელი – ფლავი. სწორედ მაშინ, ოჯახის დიასახლისს ქმარი მოაგონდა და იოანეს უთხრა: „რა სიამოვნებას მიიღებდა, გიუვან, შენი ბატონი, აქ, რომ ყოფილიყო და ჩვენთან ერთად მიერთვა ეს კერძი!“. იოანემ დიდი სურვილითა და უბრალოებით მოითხოვა ფლავით სავსე თეფში და თქვა, რომ გაუგზავნიდა თავის ბატონს მექაში. დამსწრეებმა მოისმინეს რა მისი სიტყვები, სიცილი დაიწყეს, იფიქრეს, რომ იოანეს ფლავის შეჭმა ან რომელიმე ღარიბი ოჯახისთვის მისი მიცემა სურსო. წმიდა იოანემ თეფში ბაგაში წაიღო. მუხლმოდრეკილმა ლოცვა დაიწყო და ღმერთს შესთხოვა, რომ მას მისი თხოვნა შეესრულებინა. და მართლაც, თეფში მის თვალთაგან გაქრა, იგი დაბრუნდა სუფრასთან და დიასახლისს აცნობა, რომ კერძი გააგზავნა მექაში. თუმცა, პასუხად მოქეიფეთა სატირული კომენტარები და სიცილი მიიღო. მათი გაოცება, რა თქმა უნდა, დიდი იყო, როდესაც რამდენიმე დღეში დაბრუნდა აღა და თავის ბარგთან ერთად თეფშიც მოიტანა, რომელიც დამახასიათებელი ოჯახური გერბით იყო აღბეჭდილი. აღას თხრობით, ჯერ კიდევ, რა თქმა უნდა, ცხელი ფლავი, მექაში, თავის ოთახში აღმოაჩინა, თუმცა, ვერ გაერკვა, თუ როგორ მოხვდა ის იქ. ვინც ეს ისტორია მოისმინა, სახტად დარჩა, ხოლო მეუღლემ კი უამბო აღას, თუ რა მოხდა. ამ ამბის შემდეგ, გავრცელდა ხმა იოანეს სამართლიანობისა და ღმრთისადმი სიყვარულის შესახებ და მან ყველას პატივისცემა მოიპოვა.

რამდენიმე წლის შემდეგ, 1730 წლის 27 მაისს, წმიდა იოანე ავად გახდა და იგრძნო რა სიცოცხლის დასასრულის მოახლოება, მოითხოვა უკანასკნელად მიეღო წმიდა ზიარება. ამ მიზნით მან სთხოვა მღვდელს, რომ მასთან ბაგაში მოსულიყო. თუმცა, თურქების ფანატიზმით შეშინებულმა მღვდელმა სიწმინდეების ბაგაში წაღება ვერ გაბედა და ღმრთიური ნათლით შთაგონებულმა ასეთი რამ მოიფიქრა: წმიდა ნაწილები ვაშლში მოათავსა და ასე მოახერხა წმიდა იოანეს ზიარება. ცოტა ხნის შემდეგ, წმიდანმა სული თვისი უფალს მიაბარა. მისი სიცოცხლე სინანულის უნარით იყო აღსავსე და მან უფლისა და ადამიანების პატივისცემა მოიპოვა, სხვა სარწმუნოების მქონე მისი ბატონისაც კი. იგი უფლისთვის წამებული იყო და სწორედ ამიტომ მიიღო „ცხოვრების გვირგვინი“. დაკრძალვიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ზეციური გზით აღმოაჩინეს მისი უხრწნელი და სურნელოვანი სხეული. 1733 წელს ეს წმიდა სხეული ეკლესიის საღმრთისმსახურო ცხოვრებაში, როგორც აღდგომის მაუწყებელი, ისე შევიდა.

უფალმა წმიდა იოანე განსაკუთრებულად განადიდა და მას პატივი დასდო, როდესაც რამდენიმე ეგზოგენური ფაქტორის მიუხედავად მისი სხეული გაუხრწნელი და ხელუხლებელი დარჩა: მისი საფლავის ბუნებრივი ფლექსია, თურქების ფანატიზმი, რომლებმაც 1832 წელს მისი დაწვა სცადეს, და თუნდაც, მცირე აზიის კატასტროფის შემდეგ, მოსახლეობის გაცვლის პროცესში, მისი სხეულის თავგადასავლებით აღსავსე გადაბრძანება კაბადოკიიდან ევიას ნეო პროკოპიოში.

ექსგუმაციის შემდეგ, იოანეს გაუხრწნელი და კეთილსურნელებით აღსავსე წმიდა სხეული, თავდაპირველად, ჯერ კლდეში ნაკვეთ წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადააბრძანეს, მოგვიანებით – წმიდა ბასილი დიდის სახელობის ახლადაგებულ ტაძარში, ბოლოს კი მის სახელზე აგებულ ეკლესიაში დაიდო ბინა. მისი სხეული ლარნაკზეა დასვენებული, სადაც ათასობით მომლოცველი და სნეული მიდის, რათა მისი დალოცვა მოიპოვოს. წმიდა იოანეს სახელი ცნობილია მთელ კაბადოკიაში, კონიასა და ანკარაში და არა მხოლოდ ქრისტიანებს შორის, არამედ – თურქ-ოსმალებს შორისაც, როგორც „ყულე გიოვანი“, რაც ტყვე იოანეს ნიშნავს. როგორც ქრისტიანები, ისე თურქები, წმიდანის კანდელიდან როგორც მის ლოცვა-კურთხევას იღებდნენ ზეთს, მისი წმიდა სხეულიდან კი პატარა ბამბას, ჯერაც ატარებდნენ მის ქუდსა და ქამარს და სასწაულებს თავიანთი რწმენით უყურებდნენ. იოანეს წმინდა სხეულს აკლია მარჯვენა ხელი, რომელიც ათონის წმიდა მთაზე წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერშია დასვენებული.

1824 წლის ოქტომბერში, საბერძნეთისა და ქემალისტური თურქეთის მოსახლეობის იძულებითი გაცვლის საფუძველზე, იოანეს წმიდა ნეშთი აღმოჩნდა იმ გემზე, რომელსაც დევნილები ევიაში მიჰყავდა. ქალკიდის მაშინდელი მიტროპოლიტის გრიგოლისა და ქალაქის წარჩინებულთა თანდასწრებით, ქალკიდის ნავსადგურზე მოხდა მისი წმიდა სხეულის გადმობრძანება. ახალი პროკოპიოსის მოსახლეობამ წმიდა ნეშთი თავიანთ სოფელში გადააბრძანა და წმინდა ელენესა და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში დაასვენა, სადაც 1951 წლის 27 მაისამდე დარჩა. სწორედ მაშინ, მისი ნეშთი ვერცხლის ლარნაკით, რომელიც წმიდა იოანეს ცხოვრებისა და მისი სასწაულების მომცველი სცენებით იყო შემკული, მის სახელზე ახლადაგებულ წმიდა ტაძარში გადააბრძანეს. ყოველდღიურად ამ ტაძარში მოსალოცად სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მორწმუნე მიდის, რათა მათ წმიდანის ლოცვა-კურთხევა მიიღონ.

წმიდა იოანე რუსის სახელობის წმიდა ტაძარში უამრავი ხატი ინახება, ზოგიერთი მათგანი დევნილების მიერაა ჩამოტანილი მცირე აზიიდან. ერთ-ერთი მათგანია წმინდა იოანე რუსის უძველესი ხატი, რომელიც დაახლოებით 1790 წელს უნდა ეკუთვნოდეს და პოსტბიზანტიური ხატწერის ნიმუშს წარმოადგენს. მასზე გამოსახულია ახალგაზრდა ასაკში მყოფი წმიდანი.

წყარო: „წმიდა იოანე რუსი“, არქიმანდრიტი ქრისოსტომოს ტრიანდაფილუ (აწ ქალკიდის მიტროპოლიტი), წმინდა მაცნე, მომლოცველების I გამოცემა „წმიდა იოანე რუსი“, ქალკიდა, 2000 წ.

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/06/30/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98-4/feed/ 2173
ღირსი სერაფიმე საროველი, სასწაულთმოქმედი https://www.pemptousia.ge/2018/01/15/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-3/ https://www.pemptousia.ge/2018/01/15/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-3/#comments Mon, 15 Jan 2018 09:50:43 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51274 მართლმადიდებელი ეკლესია 2/15 იანვარს აღნიშნავს ღირსი სერაფიმეს, საროველი სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს.

სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადე­ბე­ლითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოჲ მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამის­თვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოჲ ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.

Agios Serafeim tou Sarof 18

]]> https://www.pemptousia.ge/2018/01/15/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-3/feed/ 2736 წმიდა ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი https://www.pemptousia.ge/2017/12/19/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c-%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%99/ https://www.pemptousia.ge/2017/12/19/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c-%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%99/#comments Tue, 19 Dec 2017 08:04:39 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51206 მართლმადიდებელი ეკლესია 6/19 დეკემბერს აღნიშნავს წმიდა ნიკოლოზის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს.

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

მირონით გამო წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსნენ უბრალონი სიკუდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

Agios Nikolaos Myron o Thavmatourgos 01

Ag. Nikolaos Myron

Ag. Nikolaos therapevei tous astheneis. Toihografia Lites Monis Osiou Gregoriou

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/12/19/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c-%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%99/feed/ 2679
წმიდა გრიგოლ პალამა https://www.pemptousia.ge/2017/03/12/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9a-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90-3/ https://www.pemptousia.ge/2017/03/12/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9a-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90-3/#comments Sun, 12 Mar 2017 00:31:57 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50272 დიდი მარხვის მე-2 კვირადღეს მართლმადიდებელი ეკლესია დიდებით აღნიშნავს თესალონიკის მთავარეპისკოპოსის წმიდა გრიგოლი პალამას ხსენების დღეს.

Agios Grigorios Palamas 56

მართლმადიდებლობის სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო და მოძღვარო, მონაზონთა სამკაულო, ღმრთისმეტყველებისათვის მბრძოლო უბრძოლველო, საკვირველთმოქმედო გრიგოლ, თესალონიკისა სიქადულო, მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო, მარადის ცხოვრებად სულთა ჩუენთა.

საღმრთოსა და ყოვლადბრძენსა ორღანოსა მას ღმრთისამეტყუელსა, რომელმან გონიერებითა მოიპოვე სიბრძნე იგი უპირველესი და მდგომარე არს წინაშე მისა, და აწ ჩუენცა უღაღადოთ: წარგვიმართე, მამო ყოვლადსაკვირველო, მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო.

წმიდა გრიგოლი პალამა და მისი წმიდა ოჯახი

წმიდა გრიგოლი პალამა და მისი წმიდა ოჯახი

წმიდაო გრიგოლ პალამა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის!

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/03/12/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9a-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90-3/feed/ 2574
ღირსი შიო მღვიმელი https://www.pemptousia.ge/2017/02/23/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-3/ https://www.pemptousia.ge/2017/02/23/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-3/#comments Thu, 23 Feb 2017 08:29:04 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50179 ღირსი შიო მღვიმელი ერთ-ერთი იყო იმ  ცამეტ ასურელ მამათაგან – ღირსი იოანე ზედაზნელი, აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი, რომლებიც უფლის განგებულებით და ღირსი იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით   VI საუკუნეში დიდებით შემოვიდნენ საქართველოში. გააძლიერეს, განამტკიცეს და შემოიკრიბეს ერი და ბერი, დააარსეს მრავალი მონასტერი და მათი მტკიცე, დაუღალავი, უანგარო მუშაკობით მრავალი ახალნერგი აღძრეს უფლის ერთგულებასა და სიყვარულში.

Agoii Ioanis Zedazneli kia 13 asureli mama

მართლმადიდებელი ეკლესია ყველიერი კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს! ღირსი მამის წმიდა საფლავი მისი მიერ დაარსებულ შიომღვიმის მონასტერში  მდებარეობს.

Monasteri Shio mgvime

შიომღვიმის მონასტერი

 

Agios Sio o Spilaiotis (6os ai.) 01

”მისი წმიდა ლოცვით, უფალო, იესო ქრისტე შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ!”

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/02/23/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-3/feed/ 2898
დიდმოწამე ბარბარე https://www.pemptousia.ge/2016/12/17/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-3/ https://www.pemptousia.ge/2016/12/17/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-3/#comments Sat, 17 Dec 2016 00:25:57 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49992 მართლმადიდებელი ეკლესია 4/17 დეკემბერს აღნიშნავს წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს.

ქალწულებითა გამშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.

ბარბარესა წმიდასა პატივს ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.

სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანისეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.

Agia Megalomartys Varvara 561

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/12/17/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-3/feed/ 2381