Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
მთაწმიდა – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 წმიდა ქალაქი მესოლოღი ეგებება პატიოსან სარტყელს https://www.pemptousia.ge/2017/11/20/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a6%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%92/ https://www.pemptousia.ge/2017/11/20/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a6%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%92/#comments Mon, 20 Nov 2017 08:16:48 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51177 დიდი სითბოთი, სიყვარულით და განსაკუთრებული პატივით შეეგება ეტოლიასა და აკარნანიას ეპარქია 2017 წლის 19 ნოემბერს წმიდა და პატიოსან სარტყელს. წმიდა ქალაქი მესოლოღი იყო ამ დიდი პატივის ღირსი, სადაც ვატოპედის წმიდა და დიდი სავანიდან მობრძანდა ეს უდიდესი სიწმინდე.

წმიდა სარტყელი სადღესასწაულო, სალიტანიო პატივით დაბრძანდა წმიდა სპირიდონის საკათედრო ტაძარში. დოქსოლოგია და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა კოზმამ, რომელმაც ძმური პატივით მიიღო ვატოპედის სავანის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრები თავის საძმოსთან ერთად.

მესოლოღის წმიდა ქალაქში პატიოსანი სარტყელი დაბრძანებული იქნება 22 ნოემბრამდე, საიდანაც გადაბრძანდება აღრინიოში და გაჩერდება 25 ნოემბრამდე.

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/11/20/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a6%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%92/feed/ 2993
მიიძინა პანტელეიმონის წმიდა მონასტრის საუკუნოვანმა იღუმენმა https://www.pemptousia.ge/2016/08/05/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b/ https://www.pemptousia.ge/2016/08/05/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b/#comments Fri, 05 Aug 2016 06:17:52 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49470 როგორც ცნობილი გახდა გარდაიცვალა პანტელეიმონის წმიდა მონასტრის საუკუნოვანი წინამძღვარი ბერი იერემია.

ნეტარი ბერი დაიბადა 1915 წელს როსტოვში, რუსეთი. მეორე მსოფლიო ომის დროს დაატყვევეს გერმანელებმა და 3 წელი გაატარა მათ ტყვეობაში. მოგვიანებით საბჭოთა მთავრობის მიერ გადასახლებულ იქნა ციმბირში.

მონაზვნად აღკვეცა მოხდა 1957 წელს. ათონის წმიდა მთაზე მოვიდა 70-იანი წლების დასაწყისში, მონასტრის იღუმენად არჩეულ იქნა 1979 წელს. მისი ცხოვრებას გამოარჩევდა უბრალოება, ასკეტიკა და სათნოებათმოყვარეობა.

შენდობის მსახურება აღესრულება პარასკევს 23 ივლისს/5 აგვისტოს.

მისი ლოცვა გვქონდეს!

Geron Ieremias I.M.Panteleimonos

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/08/05/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b/feed/ 2517
ბოლო წლებში მოღვაწე მთაწმიდელი სწავლული და სათნო მამები https://www.pemptousia.ge/2015/10/08/%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%ac-2/ https://www.pemptousia.ge/2015/10/08/%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%ac-2/#comments Thu, 08 Oct 2015 14:44:21 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48479 filokalikoi pateres_agioi kollivades

მთაწმიდა მისი ათას წელზე მეტი ისტორიის მანძილზე, სიბრძნისა და სათნოების დაუღალავი სახელოსნო იყო. მასში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი და დიდი ავტორიტეტის მქონე განსწავლული და სათნო მონაზვნები.

მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან მთაწმიდაზე დაიწყო დიდი აყვავების პერიოდი, რომელიც თანამედროვეობამდეც კი აღწევს. ღირსნი მამანი – აკაკი კავსოკალიველი (+1730), მეტისმეტად მკაცრი განდეგილი ასკეტი, წმიდა მაქსიმე კავსოკალიველის მიმდევარი, ბრძენი მასწავლებელი იეროთეოს ივერონელი (+ 1745), ანთიმოზ კურუკლისი (+ 1782) ეგეოსისა და იონიის კუნძულების მხიარული მაცნე, პაისი ველიჩკოვსკი (+1794) „ასკეტურ-ფილოლოგიური“ სკოლის ფუძემდებელი სოფრონ წმიდაანელი, ასკეტი ეპისკოპოსი მაკარი ნოტარასი (+1805), გიორგი რუმინეთის ჩერნიკიდან (+1806), ცნობილი ბრძენი მწერალი ნიკოდიმოს მთაწმინდელი (+1809), გამოჩენილი მასწავლებელი ათანასე პაროსელი (+1813), სოფრონ ვრაცისი ბულგარეთიდან (+1813), ცნობილი ასკეტი არსენ პაროსელი (+1877), ანტიპა მოლდოველი (+1822), თავისი მშვენიერი ბიოგრაფიით ცნობილი რუსი სილუან ათონელი (+1938) და სასწაულთმოქმედი საბა კალიმნოსიდან (+1948) – განმანათლებლობის, სწავლებისა და თავგანწირვის მნიშვნელოვანი ბირთვია.

ზემოთ ხსენებულ მამათა რიცხვს მიეკუთვნებიან სახელოვანი მთაწმიდელი ახალმოწამე მამები, რომლთა რიცხვიც მე-18 და მე-19 საუკუნეებში სამოცამდე აღწევს, მათ შორის სახელდებიან: პახუმი ახალსკიტელი (+1730), კონსტანტინე რუსი (+1742), დამასკინოს თესალიელი (+1771), სახელგანთქმული მქადაგებელი, ასევე ტაძრებისა და სკოლების დამაარსებელი კოზმა ეტოლოსი (+1779), ლუკა სტავრონიკიტელი (+1802), გერასიმე კუტლუმუსის სკიტელი (+1819), ევთიმე ივერთა სკიტელი (+1814), გედეონ კარაკალელი (+1818), აღათანგელოზ ესფიგმენელი (+1819), კონსტანტინოპოლის პატრიარქი გრიგოლ V (+1821), პავლე კონსტამონიტელი (+1824) და ჩვენთვის ცნობილი ათანასე ლიმნიოსი (+1846).

1749 წელს “ათონიადას აკადემიის” დაარსება მთაწმიდის აყვავების ახალი საყრდენი ხდება. აკადემიაში მოღვაწეობდნენ ისეთი სახელგანთქმული მასწავლებლები, როგორიცაა არასრული საშუალო სკოლის პირველი დირექტორი ნეოფიტე კავსოკალიველი, ასევე მისი მემკვიდრე არქიმანდრიტი აღაპი წმიდასაფლაველი, რომელიც თესალონიკის მახლობლად განგმირეს თურქებმა, ევგენის ვულღარისი, ქარიზმატული მასწავლებელი, ნოკოლოზ ზერტზულისი მეცოვოდან, პანაიოტი პალამასი, ათანასე პარიოსი და სხვანი. აკადემიის ზედამხედველთა და მფარველთა შორის გამოირჩეოდნენ წმიდანები – გრიგოლ V, ნიკოდიმოს მთაწმიდელი და მაკარი ნოტარასი. აკადემიის მოსწავლეთა შორის სახელდებიან ახალმოწამენი – კოზმა ეტოლოსი, კონსტანტინე იდრეოსი და ათანასე კულაკიოტისი, ასევე იქაური მოსწავლეები იყვნენ სულიერებაში მყოფნი საერონი: იოსიპე მისიადაქსი, სერგი მაკრეოსი და ეროვნული გმირი რიღას ფერეოსი. ფაქტია, რომ თურქთა ბატონობის ქვეშ მყოფი ხალხისთვის მთაწმიდა ერის გადარჩენის ერთ-ერთი შუქურა და იმედი იყო. ერის გამოღვიძების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე სტამბას, რომელიც დიდ ლავრაში დააარსა კოზმა ეპიდავრელმა (1755 წელს) და ვატოპედის მონასტერთან არსებულ სკოლას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დაწესებულებებმა გარკვეული ხნის შემდეგ ჭკნობა დაიწყო.

იმავე ეპოქაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ სახელოვანი სწავლულები, როგორიცაა მამა – იონა კავსოკალიველი, დიონისე სიატისტი, ნეოფიტე სკურტეოსი, ბართლომე კუტლუმუსელი, პახუმი ტირვავიტისი, დიონისე კარიესელი ფურნადან (+1745) ჰაგიოგრაფი და მხატვართა ხელოვნებაზე დაწერილი წიგნის ავტორი, კესარიოს დაპონდესი (+1784) ქსიროპოტამელი მონაზონი, ასევე მრავალმოგზაური მწერალი და პოეტი, დოროთე (ეველპიდე) ვატოპედელი, ნიკიფორე ივერონელი ბალახის მცველი.

მე-18 საუკუნის შუა ხანებში მთელს წმიდა მთაზე გაჩაღდა სერიოზული თეოლოგიური მსჯელობა, რომელიც შეეხებოდა გარდაცვალებულთა მოსაგონებლად აღვლენილ მსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, წმიდა უწყვეტი ზიარების მიღებასა და სხვა დეტალებს, რომლებიც მართლმადიდებლური ტრადიციის ზოგიერთი საკითხის სიზუსტეს მოითხოვდა. ხანგრძლივი მსჯელობის საბაბად იქცა წმინდა ანას სკიტეს კირიაკონის (სკიტეს მთავარი ტაძრი) მშენებლობა (1754 წელს). საქმე შეეხებოდა, თუ როდის უნდა ჩატარებულიყო კეთილის მოქმედთა და ძღვენის შემწირველთა მიმართ აღვლენილი პანაშვიდის მსახურება, შაბათს თუ კვირას. ასევე იმას, თუ რა სიხშირით უნდა მიეღოთ მონაზვნებს წმიდა ზიარება. ამგვარი მსჯელობა გახდა მონაზვნების ორ ნაწილად გაყოფის მიზეზი. მათ, ვინც დაჟინებით მოითხოვდა მოსაგონებელი (გარდაცვალებულთა) მსახურებისთვის შაბათს, ხუმრობით „კოლივადები“ უწოდეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს უკანასკნელნი ძალიან ძლიერი ნებისყოფისანი და საეკლესიო ტრადიციის ღრმად მცოდნენი იყვნენ. ისინი გაბედულად იბრძოდნენ ტრადიციის თვითმყოფადობისა და მისი ზედმეტი მინარევებისაგან განწმენდისათვის. ამრიგად, სახელწოდება „კოლივა“ (წანდილი, კოლიო) შექებად (ევფემიზმად) იქცა, ხოლო მოძრაობამ საჭირო და სასიკეთო საქმეები განახორციელა, რასაც შედეგად აღორძინება და რეფორმირება მოჰყვა. რა თქმა უნდა, ამ სიკეთის მთესველი მოძრაობის მოწინავეთა რიგებში სამი წმინდანი ფიგურირებს: მაკარი ნოტარასი, ნიკოდიმოს მთაწმინდელი და ათანასე პარიოსი. მათი თანამოაზრენი, თანმხლებნი და თანამგზავრნი სახელოვანი სწავლულები იყვნენ: ნეოფიტე კავსოკალიველი, ქრისტეფორე არტელი, აღაპი კვიპროსელი, იაკობ პელოპონისელი, პავლე უდაბნოელი, თეოდორე ესფიგმენელი და სხვა მრავალი. ბევრი მათგანი გადასახლებულნი, ემიგრირებულნი, კონტინენტურ საბერძნეთსა და მის კუნძულებზე გადავიდნენ, სადაც ათობით მონასტერი დააარსეს, რომელთა უმეტესი ნაწილი დღევანდლამდეა შემორჩენილი. ეს წმინდა მამები ხალხის საყრდენს წარმოადგენდნენ დასავლური ყაიდის მაცდურ დინებაში. სწორედ ამგვარად ვხედავთ ღირს მაკარი ნოტარასს ქიოსზე, ნიფონ ქიოსელს – სკიათოსზე, დიონისე სკიაფელს – სკიროსზე, იეროთეოსს – იდრაზე მრავალრიცხოვანი მოსწავლეებითა და მთაწმინდური ბერ-მონაზვნური წესებისა და წმინდა ტრადიციების მიმდევარი მეგობრებით გარშემორტყმულთ. მონასტრებში, რომელნიც მათ დააარსეს, თავდაუზოგავი მოღვაწეობა და მნიშვნელოვანი შემოწირულობები ჩანს. მსოფლიო პატრიარქი სინოდის გადაწყვეტილების შედეგად საბოლოოდ აგვარებს „კოლივადურ“ საკითხებს, რომლის თანახმად გარდაცვალებულთა პანაშვიდების მსახურება შესაძლებელია შემთხვევიდან გამომდინარე აღესრულოს, შესაფერისი მომზადების გავლის შემდეგ კი წმინდა ზიარების მიღება ხშირადაც შეიძლება.

ღირსნი – ნიკოდიმოს მთაწმინდელი, მაკარი ნოტარასი და ათანასე პარიოსი არიან მთაწმინდის აღორძინების თვალსაჩინო წარმომადგენლები და იმ სულის მატარებელნი, რომელიც იქ სუფევდა. საქმე შეეხება ცნობილი წიგნების ავტორებს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მათზე დამოკიდებული ადამიანების სულებზე. მათი სულიერი ნაშრომების გამუდმებით ხელმეორედ გამოცემა დღესდღეობითაც კი გრძელდება. მთაწმინდური თეოლოგიური სული გამოხატულია ”წმინდა მღვიძარეთა სიკეთისმოყვარეობის“ (1785 წლის) გამოცემით, რომელიც წარმოადგენს თეოლოგიური შინაარსის ლიტერატურის საგამომცემლო ბაზას.

წმინდა მთამ, ისეთ რთულ ეპოქაშიც კი, როგორიც თურქეთის ბატონობა იყო, მაინც შეძლო და შეინარჩუნა მუდამ ანთებული ჩირაღდანი და, რა თქმა უნდა, ხშირად ჰქონდა მისი გავრცელების სურვილი ბალკანეთისა და ჩრდილოეთის ხალხში. ამგვარად, მოსაზრებათა ცვლისა და წმინდა მთაზე საკმარისი რაოდენობის მამაკაცების ყოფნის შედეგად, წარმოიშვა მნიშვნელოვანი სულიერი და პოლიტიკური მოძრაობა. წმინდა მთის, როგორც უმაღლესი ფილოსოფიის სკოლის, სიმშვიდეში მიმდინარეობდა არა მხოლოდ ასკეტური ცხოვრება და მღვიძარება, არამედ ტარდებოდა კვლევები მდიდარ ბიბლიოთეკებში, ხორციელდებოდა იშვიათი ტექსტების მთარგმნელობითი საქმიანობა, მიმდინარეობდა ხელოვნებაში განსწავლა და ერისათვის სულიერი ძღვნისა და მსხვერპლის გადაცემა. დიდი სულისკვეთებისაა ბერი* (*გერონდა (ბერძ). – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი მოძღვარი.) პაისი ველიჩკოვსკის ნაწარმოები, რომელიც მას მთაწმინდის დატოვების შემდეგ დაუწერია. იგი გახლდათ მონაზვნური ყოფის რეფორმატორი რუმინეთსა და რუსეთში. მსგავსი საქმე შეუსრულებია მოლდოვის მონასტრებში მის მოწაფეს ღირს გიორგის ჩერნიკიდან (+1806), ღირსი სოფრონ ვრაცესი (+1813) ჰყოლია რა ასეულობით მორჩილი მონაზონი ბუქარესტში, წმინდა ანტიპა (+1882), რომელიც მოლდოვეთიდან იასიოში გამგზავრებულა და მოღვაწეობა ვალაამის მონასტერში დაუსრულებია, ასევე რუს ღირსს სილუან ათონელს (+1938), რომელიც არქიმანდრიტ სოფრონის (+1993) მიერ მრავალგზის თარგმნილი მისი ბიოგრაფიითაც კი ასწავლის მისი ნეტარი აღსასრულის შემდეგაც. კიდევ ერთხელ აშკარა ხდება წმინდა მთის საყოველთაო ბრწყინვალება.

მთაწმინდის ბერ-მონაზვნური საზოგადოება არასდროს ინახავდა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იქ არსებული სათნოების ყვავილის კეთილსურნელებას. მიუხედავად თურქეთის ბატონობის სიმკაცრისა, სიღარიბისა, გადაადგილების სიძნელისა და მრავალი საფრთხისა, თავმდაბალი მთაწმინდური სკუფია მოგზაურობდა მთელს საბერძნეთში, რათა გაევრცელებინა გადარჩენის, გათავისუფლების, ნუგეშის, გაძლიერებისა და იმედის ფხიზელი ქადაგებანი. მგზნებარე მისიონერები, როგორიცაა წმინდა კოზმა ეტოლელი, რომელიც მოწამეობით აგვირგვინებს თავის ვრცელ ქადაგებას, ღირსი ანთიმოზ კურუკლისი, რომელმაც შემოიარა კუნძულები, ააგო ტაძრები და მონასტრები, ღირსი მაკარი ნოტარასი, რომელმაც ეგეოსის კუნძულებზე შექმნა რეალური სულიერი ნეტარებისა და ამაღლების კერები. ამ საქმესვე ემსახურებოდა ასევე მისი თანამგზავრი ღირსი ათანასე პარიოსი, არსენ პაროსელი და საბა კალიმნოსიდან, რომელნიც მცირენი არიან უამრავთა შორის.

მსოფლიო პატრიარქი მღვდელმოწამე გრიგოლ V და მთაწმინდის სახელოვან ახალმოწამეთა პლეადა თავიანთი ბრწყინვალე მოწამეობრივი დასასრულით კიდევ უფრო აშკარად ასწავლიან და საზოგადოებას დიდ ძალას მატებენ.

ჩვენს საუკუნეშიც წმინდა მთა აგრძელებს თავისი საიდუმლო ძღვნის შეთავაზებას, რაც ააშკარავებს მის მაღალ მართლმადიდებლურ სიცოცხლესა და სულიერებას, რომლის ანარეკლი მის საზღვრებს გარეთაც აღწევს, რაც გამოხატულია კიდეც ასკეტური წესების, სულიერი სახეებისა და თეოლოგიური სიმაღლეების გამოკვეთით. სამყაროს, რომელსაც ჭეშმარიტება სწყურია სიზუსტესა და სიმართლეს მოუსვენრად ეძებს, ეძლევა მართლმადიდებლური, სულიერი ცხოვრებისა და სულიერი ნეტარების პიროვნული გამოცდილების ხილვის შესაძლებლობა. მრავალი ახალგაზრდა მომლოცველი დღეს შეიძლება არ აღფრთოვანდეს, მაგრამ ნამდვილად დაფიქრდება მონაზვნების ამგვარი ცხოვრების წესსზე, რომელიც დამყარებულია მოუკლებელ ღვაწლზე, თავშეკავებაზე, უბრალოებასა და მდუმარებაზე. და ამგვარად, ძირითად შემთხვევებში შესაძლებელია წმინდა მთის ერთმა მოლოცვამაც კი მას მტკიცე ცხოვრებისეული დასაყრდენი მისცეს. ეკლესიისა და ერისათვის სულიერი სიფხიზლის დიდ როლს ასრულებს მთაწმინდა თავისი თავმდაბლობითა და სულიერებით.

ჩვენს დროშიც შეგვიძლია მოვიგონოთ წმინდა მთის ის სულიერი პორტრეტები, რომელნიც უთანაბრდებიან ადრეული ეპოქების სახეებს, გადმოაქვთ მათი სულისკვეთება და ამავდროულად წარმოადგენენ იმ საყრდენს, რომელიც მათი საქმიანობის გასაგრძელებლად არის საჭირო. ისინი თავიანთი დიდი სიყვარულის გამოხატვით ცნობილი არიან: მთაწმინდაზე, მათ მონასტრებში, თავიანთ სულიერ სამწყსოში, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისთვის და უფლისათვის. არსებობდნენ კეთილის მოყვარული და მუყაითი იღუმენები აწ უკვე მიძინებული არქიმანდრიტები: სიმონი გრიგოლის მონასტრელი (+1905), ნეოფიტე სიმონოპეტრელი (+1907), რომელნიც ასევე გახლდნენ მათივე მონასტრების ახალგაზრდა აღმშენებლები, კოდრატე კარაკალელი (+1940), ათანასე გრიგოლის მონასტრელი (+1953), იერონიმე სიმონოპეტრელი (+1957), ფილარეტ კონსტამონიტელი (+1963), რომლებმაც თავი მიუძღვნეს თავიანთი მონასტრებისა და მონაზვნების სამსახურს, სერაფიმე წმინდა პავლელი (+1960), ბესარიონ გრიგოლის მონასტრელი (+1974), გაბრიელ დიონისელი (+1983), რომლებიც წარმატებით თანამშრომლობდნენ (თანამოღვაწეობდნენ) წმინდა მთის საერთო საკითხების განხილვაში, ხარალამბე სიმონოპეტრელი (+1970), ეფრემ ქსიროპოტამელი (+1983) და სხვანი.

გარდა ზემოთ მოხსენიებული გამოჩენილი მამებისა, ჩვენს საუკუნეში მოღვაწე სათნო და გამორჩეულად ნეტარი სულიერი მამები – აღმსარებელნი (მოძღვრები) ბრძანდებოდნენ: საბა (+1908) და გრიგოლი მცირე წმინდაანელი, ეგნატე კატუნაკელი (+1927), ხარიტონ კავსოკალიველი, კესარიოსი და მიქაელ აომატოსი (+1952) წმინდაანელები, ნეოფიტე, გაბრიელი (+1967), ევსტათი (+1981) და ელპიდე (+1983) კვიპროსელები და სპირიდონი (+1990) ახალსკიტელები, გრიგოლ დიონისელი, მაქსიმე კარაკალელი, ნიკოდიმოს კრეტელი კუტლუმუსის სკიტელი და სხვანი.

უდავოდ სათნოებით გამოირჩეოდნენ განსვენებული ბერები (ბერძ. გერონდა; რუს. სტარეც;): სახელგანთქმული, მკაცრი მმარხველი ხაჯიგიორგი (+1886) და დანიელ გამოქვაბულელი რუმინელი, კერასიელები, აბიმელექ კრეტელი და ცნობილი ჰიმნოგრაფი გერასიმე (+1991), მცირე წმინდაანელები, მღვიძარე და ისიქასტი კალინიკე (+1930), დანიელ სმირნელი (+1929), კატუნაკელები, ბრძენი მეუდაბნოე გერასიმე მენაგიასი (+1957), ამბაკუმი (+1978) ფეხშიშველა ლავრელი, კინოვიური (საერთო საცხოვრისის ცხოვრების ტიპი) ცხოვრების საუკეთესო წარმომადგენელი ისააკი (+1932) და ლაზარე (+1974) დიონისელები, დიდი მებრძოლი იოსებ გამოქვაბულელი (ისიქასტი) (+1959) და თეოფილაქტე წმინდანთა მეგობარი, ახალსკიტელები, გერონტი (+1958) წმინდა პანტელეიმონელი, ათანასე ივერონელი (+1973) თავმდაბალი, ღმრთისმშობლის მეგობარი, დიდი მმარხველი ევლოგი (+1948) და ენუქი (+1978) ღმრთის მადლით დაჯილდოებული რუმინელი კარიესიდან, პაპა ტიხონი (+1968) კაფსალას გამოჩენილი რუსი ასკეტი, პორფირე (+1991) წინასწარმჭვრეტი და გამჭრიახი კავსოკალიველი ბერი, რომელმაც მთაწმინდური კურთხევა ათწლეულების მანძილზე ატიკიში (საბერძნეთის ერთ-ერთი პროვინცია) გადაიტანა და პაისი მთაწმინდელი (+1994), რომელმაც ყველა მასთან პატივისცემით მისულ ადამიანს შვება მიჰგვარა. ყოველი მათგანის წვლილზე ბევრია დაწერილი.

ზემოხსენებული ბოლო ორი მამა, მათი მადლიდან გამომდინარე, ცნობილნი არიან. ბერი (ბერძ. გერონდა; რუს. სტარეც;) პორფირე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რომელსაც ჰქონდა ჭეშმარიტებით ზემოქმედებითი ძალა, ასევე სული წმინდასთან ურთიერთობის გამოცდილება, იგი ნამდვილად თავმდაბალი, უბრალო იყო, ბავშვურობა და სიწმინდე მასში ერთმანეთს გადაჯაჭვოდა. იგი გახლდათ ფსიქოანატომი, პედაგოგი და მრავალთა მრჩეველი, რომელნიც დიდი ვნებათა ღელვით მოგვითხრობენ მასთან შეხვედრების შესახებ. ასევე ბერი პაისიც გახლდათ სულთა გამოცდილი, მოთმინებით აღჭურვილი და შეუპოვარი მკურნალი, დიდ გაჭირვებაში მყოფი გარკვეული რაოდენობის ადამიანთა წინამძღოლი. მისი ხალისიანი სიტყვა, მისი მაგალითი, მისი რჩევები შეგძრავენ, მოგანიჭებენ სიმშვიდეს, კურთხევის მადლს და სულის სიგრილეს.

სწავლულ მამათა შორის მოიხსენებიან მღვდელმონაზონი თეოდორიტე ლავრელი, გერასიმე ესფიგმენელი (სმირნაკისი) მთაწმინდის შესახებ დაწერილი მისი საამაყო წიგნის გამო, ასევე ბერდიაკონი კოზმა წმინდა პავლელი (ვლახოსი), მღვდელმონაზონი ქრისტეფორე დოქიარელი (კტენასი) მთაწმინდაზე მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის გამო, ლავრელი ბერები (ბერძ. გერონდა; რუს. სტარეც;) პანტელეიმონი, ქრისოსტომი, ალექსანდრე (ევმორფოპულოსი), ექიმი სპირიდონ (კამბანაოსი), ექიმი პავლე (პავლიდისი), ალექსანდრე (ლაზარიდისი), ევლოგი (კურილასი), რომელიც მოგვიანებით კორიცას მიტროპოლიტი გახდა, იოაკიმე ივერონელი, თეოფილე, ნიკანდრე, იაკობი და არკადი ვატოპედელები და ქსიროპოტამელი ბერები პავლე, ქრისანთე და ევდოკიმე, ათანასე პანდოკრატორელი, ზოსიმე ესფიგმენელი, ნილოსი (მიტროპულოსი) სიმონოპეტრელი, საბა ფილოთეველი, ვარლაამ გრიგოლის მონასტრელი, თეოდოსი წმინდა პავლელი, იოაკიმ (სპეციერელი) ახალსკიტელი და სხვა მრავალი.

წმინდა მთის წმინდანების, იღუმენების, მოძღვრების, ბერების (ბერძ. გერონდა; რუს. სტარეც;) და სწავლულების ღვაწლი, როგორც წარსულში, ისე აწმყოშიც ასხივებს და ახდენს სასიკეთო გავლენას სამყაროზე. გარდა ძვირფასი რელიკვიებისა, მთაწმინდაზე ინახება სათნოების მრავალი საუნჯე. ის იწვევს ძალიან დიდ ინტერესს, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ სიმკაცრესთან, ერთფეროვნებასა და სიმარტოვესთან გამკლავების წესს გულისხმობს. სწორედ ამიტომ ეწოდა სამართლიანად მთაწმინდას „სულიერი მამობისა და რჩევა-დარიგებების სკოლა“ (ლექტორი ა. სტავროპულოსი). მას ასე იმის გამოც უწოდეს, რომ აქ მასპინძლობენ მრავალ სტუმარს, რომლებიც ტოვებენ აქაურობას აღსარებით, სულიერი საუბრებითა და მისიონერობით ძალამოკრებილნი. ამ რჩევა-დარიგებების მსმენელები არიან როგორც მღვდელმთავრები და მღვდლები, ისე მონაზვნები, ლექტორები, მასწავლებლები და მრავალ ძმათა შორის „მცირედნი“. მართებულადაა აღნიშნული, რომ „იმ მცირე რაოდენობის ადამიანთა სახეეზე, რომელნიც განმარტოებით ცხოვრობენ კალივებსა თუ გამოქვაბულებში, შესაძლებელია მცველების, მფარველების, სიბრძნისა და პიროვნების შემეცნების „ათლეტების“ ხილვა, და რაოდენ დასანანია, როდესაც ვჩქარობთ, რომ აღვფრთოვანდეთ თუ ისინი ინდოეთიდან ან ტიბეტიდან მოდიან, თუმცა კი იგნორირებას ვუკეთებთ მათ, ვინც ჩვენს გვერდით იღვწის“(J. Lacarriere).

ბერი პაისის მიერ აღწერილი სიტყვები ხაჯიგიორგის ბიოგრაფიიდან მიესადაგება როგორც თვითონ მას, ისე ჩვენ მიერ მოხსენიებულ მამებს და ააშკარავებს მათ კეთილ ბრძოლას სამყაროს დინების წინააღმდეგ. „განსჯით, მაგრამ რჩევას განურჩევლად ყველას აძლევს, სულებს ამხნევებს და ეხმარება გულისმიერი ლოცვით. მისი წმინდა სიცოცხლის გამო მისი სახე ასხივებს და მწუხარე სულებს ღვთიურ მადლს მოჰფენს. მისმა სახელმა ყველგან მიაღწია, ამიტომაც ყოველი მხრიდან მორბიან ადამიანები, რათა სულიერი სარგებელი მიიღონ. დილიდან საღამომდე მწუხარეთა ტკივილს აგროვებს და მათ გულებს ათბობს თავისი სულიერი სიყვარულით, რომელიც გაზაფხულის მზის ნაზ სინათლეს ჰგავს“.

მცირე წმიდაანელი ბერი აბიმელექი, როდესაც მას ეკითხებოდნენ, თუ რას აკეთებდა, პასუხობდა: „გონებას ვიცავ“. კატუნაკელი ბრმა ბერი ლეონტი ამბობდა: „ახლა ყველაფერს უკეთ ვხედავ, ყოველივეს უკეთ ვგრძნობ, ღმერთმა იმაზე უფრო ძლიერი სინათლე მიბოძა, ვიდრე მქონდა მაშინ, როდესაც ჯანმრთელი ვიყავი“. კავსოკალიველი მუდამ მომღიმარი ბერი მიქაელი წმინდანებს ესაუბრებოდა. კონსტამონიტელი წიგნების მოყვარული ბერი მოდესტე ამბობდა: „თუკი არ შევიგრძნობთ, რომ ყველა ძმა ჩვენია, ხოლო ჩვენ კი მათი ვართ, ჩვენ გულებში არასოდეს დაიდებს ბინას სულიწმიდა. ჩვენს მიდგომას მათდამი არ უნდა საზღვრავდეს მათი სულიერების ხარისხი“. ძლიერ ასკეტი კარულელი ბერი ფილარეტი ამბობდა: „ჩემო ძმებო, მთელი სამყარო მირბის და ზრუნავს თავის ცხონებაზე, მხოლოდ ჩემს, ცოდვილის, გარდა“. წლობით სნეული კუტლუმუსის სკიტეს ბერი ამბობდა: „ღმრთის ნებაა და ხშირად ასეც ხდება, რომ სხეულმა უნდა იავადმყოფოს, რათა სული გადარჩეს“. სხვა ჩვენი თანამედროვე ბრძენი ბერი კი ხშირად აღნიშნავდა: „ბუნებრივ სიმყუდროვეს თავისი წვლილი შეაქვს შინაგან სიმყუდროვეში, თუმცა, თუკი ის არ არსებობს, უნდა აიტანო ის, რაც თავს დაგატყდება, ღმერთი კი ამაზე უფრო დიდს მოგცემს. ეძებე, რომ იპოვო თუ რატომ არა გაქვს სიმშვიდე?“ და „უნდა იტანჯო, რათა სიხარული მიიღო“, „უმჯობესია სიძნელეები გქონდეს, ვიდრე გეგონოს, რომ ყველაფერი კარგადაა, სიძნელეებთან ერთად მწიფდები და მშვენიერდები…“. ბერი მიტროფანე ხილანდარელი თავის ერთ-ერთ წიგნში ბერმონაზვნურ ძღვენზე წერს, რომ ეს არის „ლოცვის გულისმიერება, სიყვარული, რომელიც მსხვერპლამდე აღწევს, პატიების მთხოველი თავმდაბლობა და ენთუსიაზმით აღსავსე კაცთმოყვარეობა“.

როდესაც წმიდანობა თანხვდება წიგნიერებას, ეს რაღაც საოცრებაა. და ის, რომ დღესაც მთაწმიდაზე აგრძელებენ არსებობას ასეთი პიროვნებები, სამყაროსათვის განსაკუთრებული წყალობაა.

მონაზონი მოსე მთაწმიდელი

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/10/08/%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%ac-2/feed/ 3572
ერთი მოლოცვის ისტორია ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში https://www.pemptousia.ge/2015/04/20/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%90/ https://www.pemptousia.ge/2015/04/20/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%90/#comments Mon, 20 Apr 2015 12:12:56 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47939 ვატოპედის სავანე ერთ-ერთი იმ პირველ მონასტერთაგანია, რომელიც 1997 წლის მარტის დასაწყისში მოვინახულე. აღტაცებული ვიყავი! იგი ძალიან ჰგავდა ციხემონასტერს. შთამბეჭდავი კოშკები, სამეფო ღირსების ფოლადის აივნები, ბიზანტიური „სიმები“ (მონაზონთა კელიების ფლიგელები), რომლებიც აგებულია „ძალზე მჭიდროდ“ და ერთმანეთთან მეტად ახლო-ახლოს, სახელოვანი თუ უსახელო ბინადრებით, რომელთაც გაბრწყინებული წმიდანები მიუძღვიან ცათა სასუფეველში! ციხესიმაგრის ფორმის ძირითადი შესასვლელი კარიბჭე, უთვალავი სამლოცველო, რომლებიც ყოველი მხრიდან ყვავილებივით ამკობენ სიწმინდეს. და თუკი რაიმეს ვიტყვით შიდა ეზოზე, მაშინ  იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეზოა ათონის წმიდა მთაზე!  ვატოპედის წმიდა და დიდი სავანე ოცდათხუთმეტ ათას კვადრატული მეტრ ნაგებობებს მოიცავს! ვატოპედის წმიდა სავანე ათონის წმიდა მთისა და მართლმადიდებლური აღმოსავლური ბერმონაზვნობის სიამაყეა.

მონასტრის აღმშენებლად და დამაარსებლად მიჩნეულია დიდი ლავრის სამი მონაზონი, რომლებიც, ქრისტეს შობიდან დაახლოებით 980 წელს, ამ ადგილას მოვიდნენ და რამდენიმე უკვე არსებული, დაცარიელებული კელიის გაერთიანების შედეგად დააარსეს მონასტერი. „სავარაუდოდ, მონასტრის სახელი მომდინარეობს ამ ადგილებში გავრცელებული უამრავი ბუჩქიდან („ვატოს“ ბერძნულად ბუჩქს ნიშნავს). ითვლება, რომ ვატოპედი ათონის წმიდა მთის მეორე ყველაზე უფრო ძველი მონასტერია დიდი ლავრის შემდეგ და  1046 წლის მთაწმიდის მეორე ტიპიკონის მიხედვით იკავებს, როგორც წმიდა მთის მონასტრების იერარქიის, მეორე ადგილს. ვატოპედის სავანეს აყვავების ხანა დაუდგა და გაძლიერდა ბიზანტიელი იმპერატორების – კომნენოსების მეფობის წლებში. თუმცაღა მოგვიანებით, მან დიდი ზიანი განიცადა კატალონიელი მეკობრეების თავდასხმებისა და ასევე ბიზანტიის გამაერთიანებლების დევნის გამო“ [1]. წმიდა მონასტრის შემწეობითა და მეთვალყურეობით 1749 წლიდან დაიწყო არსებობა „ათონიადას აკადემიამ“, ათონის წმიდა მთის საეკლესიო სკოლამ [2]. სავანის კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი) მეათე საუკუნის ბრწყინვალე ნაგებობა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელზეა მიძღვნილი, მასში შემონახული ფრესკები მეთოთხმეტე საუკუნით თარიღდება, რომელთაგან მრავალი პანსელინუს სკოლიდანაა. ვატოპედის სავანის ფარგლებში ოცი ეკვდერია განთავსებული, ხოლო ათი კი – მის გარეთ! მახსენდება ცისკრის მსახურებანი და მოკრძალებული საღმრთო ლიტურგიები ზოგიერთ მათგანში. რაც მე მაშინ და მის შემდეგ განვიცადე, ყოველივე ჩაიწერა ჩემს გონებაში, რომლებიც ძალას მაძლევენ და შესაძლოა, მომავალშიც მომცემენ საშუალებას, რომ ჩემში დანერგონ გულწრფელი პატივისცემა ათონის წმიდა მთის მიმართ, დაუოკებელი რწმენა, ჩუმი, დაფარული სურვილი ტკბილი მონაზვნური ცხოვრების, ენით აღუწერელი მადლიერება იმ მარადიული, გონიერი და მართალი წვლილის შეტანისათვის მთაწმინდურ ბერმონაზვნობაში, მართლმადიდებლურ აღმოსავლურ ბერმონაზვნობაში, რომელიც, როგორც საუკუნეების მანძილზე, ისე ახლა, გვევლინება მართლმადიდებლური აღმოსავლეთის ეკლესიისა და თეოლოგიური რწმენის „მცველად“ და დარაჯად.

ვატოპედი, „ღმრთისმშობლის საბრძანებელი“ (ჩვეულებისამებრ, ასე უწოდებენ ამ მონასტერს ათონის წმინდა მთაზე), ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შვიდი სასწაულთმოქმედი ხატითაა შემკული [3] და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, სწორედ აქ ინახება ყოვლადწმიდა ქალწულის პატიოსანი და უძვირფასესი სარტყელი [4]. გარდა ამისა, ვატოპედის სავანეში საკმაოდ დიდი რაოდენობის წმინა ნაწილებია, რომელთა შორის აღსანიშნავია იოანე ოქროპირის წმინდა თავის ქალა. ასევე, მეტად ძვირფასი საგანძურები, სახარებები, პერგამენტის გრაგნილები, დაახლოებით ოცი ათასი ნაბეჭდი წიგნი და სხვა შეუფასებელი განძი, რომელიც დღემდეა დაცული წმიდა სავანეში.  ვატოპედის არქონდარიკი (სასტუმრო მომლოცველებისათვის) უდიდესია ათონის მთაზე. მონაზონთა სტუმართმოყვარეობა კი აბრაამისას ჰგავს. ჩემზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ვატოპედის მონასტერში მრავალ ახალგაზრდა მეცნიერ მონაზონს შევხვდი, რომლებიც თითქმის მთელი მსოფლიოდან არიან. მათ უარყვეს ამქვეყნიური სამყარო, მიიღეს მდუმარება და მონაზვნურ ღვაწლში  ცხოვრობენ იმისათვის, რომ  შეხვდნენ უფალ იესო ქრისტეს, რადგან ის ძალიან შეიყვარეს!

ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის მფლობელობასა და მისი დაქვემდებარებაში იმყოფება ორი სკიტი – წმიდა დიმიტრის სახელობის და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სკიტი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „სარაი“. გარდა ამისა, ხილანდარის წმიდა მონასტერი წარმოიშვა ვატოპედის სავანის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი კელიიდან, რომელიც მეთორმეტე საუკუნეში, როგორც ხილანდარის პატარა კელია საჩუქრად გადაეცა სერბ დიდგვაროვანს სტეფანო ნემანიას და მის ვაჟს, რომლებიც შემდგომ გახდნენ ხილანდარის მონასტრის დამაარსებელნი და პირველი აღმშენებელნი. დაუვიწყარი ისტორიები! ათონის წმიდა მთაზე ყველაფერს სიწმინდესთან ახლოს მიჰყავხარ! მონაზვნების გარჯა, თითქმის განუწყვეტელი წმიდა მსახურებანი, თვით ადგილის ბუნებრივი სილამაზე ზებუნებრივი ურთიერთობებისა და ხატების ნაყოფი! ვატოპედის წმინდა და დიდი სავანე! მართლმადიდებლური მთაწმინდური იდეალის სიამაყე და საყრდენი!

ვატოპედის წმინდა მონასტრის სანაპიროზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია ლოცვის შესახებ. მონაზონთა საყვარელი თემაა ლოცვა! ის არის გზა და საშუალება, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, რომ შეინარჩუნონ „თავიანთი გონება ქრისტეში“, არიან ანთებული მსახურნი სამოთხის მოქალაქეობისა, მყოფობენ ქრისტეს საიდუმლოებებში. მონაზვნები, უძღვნიან რა თავიანთ თავს ლოცვასა და მონოლოგურ „იესო ქრისტეს ლოცვას“, შეიმცნებებენ ღმრთაებრივ გამოცდილებებს, ზეციურ კანონებს, ღმრთიურ აღმართებსა და სულიწმიდის დავალებებს. აი, ასეთია მთაწმიდა! წმიდანთა ერთი სულიერი სახელოსნო! ერთგვარი მუსიკალური სკა, სადაც მამები ფუტკართა ზუზუნის მსგავსი ტკბილად მომღერალი ხმებით დღე და ღამ უგალობენ და ადიდებენ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს.  რომ აღარაფერი ვთქვათ ღამისთევისას თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მათ ლოცვაზე! მოდით, ნება მივცეთ ელია წინასწარმეტყველის სკიტის ბერს იოაკიმეს, რათა ჩვენ ღამით ლოცვის შესახებ გვასწავლოს: „მონაზონისთვის ღამისთევის ლოცვა ერთგვარი მსხვერპლია. იგი მსხვერპლად სწირავს ძილს ლოცვისათვის, იესო ქრისტესათვის. დღისით ყოველივე უფრო ადვილია. მონაზონი კი მიილტვის სიძნელეებისაკენ. შეიძლება რაღაც გკითხოთ? ბულბულები როდის გალობენ? რა თქმა უნდა, ისინი არ გალობენ დღისით, არამედ – ღამით, ძირითადად კი გამთენიის ჟამს. ჩვენ, ვისაც ამგვარი კურთხევა გვაქვს, აქ, მონასტრების შემოგარენში მდებარე ტყეებში, უამრავი ბულბული გვყავს და ვტკბებით მათი გალობის ტკბილხმოვანებით. ირიჟრაჟებს თუ არა, შეგიძლია ნამდვილ კონცერტს მოუსმინო. ასე არიან მონაზვნებიც, რომლებიც ბულბულთა მსგავსად, დილით ადრე იღვიძებენ და იწყებენ უფლისთვის გალობას, უფლის საგალობლების თქმას. სწორედ ამგვარად უხმობდნენ გაბრწყინებული მამები საეკლესიო ჰიმნებს – უფლის საგალობლებს. გარდა ამისა, ღამე თავისი მდუმარებით კარგია ლოცვისთვის. თუმცა, არის ასევე რაღაც სხვა: არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვით სწორედ ღამით „იხსნება“ ცა. ღამით ასევე იხსნება ანგელოსთა სასმენელნი, მათ უფრო უკეთესად ესმით და უფრო უკეთესად ააქვთ ლოცვა ზეცაში. სწორედ ამიტომ დამკვიდრდა საეკლესიო ტრადიციაში ის, რომ მონაზვნები ძირითადად ღამით ლოცულობენ“ [5].

ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში ყოვლადმოწყალე უფალმა  ჩვენ ღირსნი გაგვხადა იმისა, რომ პირადად გაგვეცნო დღეს უკვე ნეტარი ბერი იოსებ ვატოპედელი. იგი მონასტერთან ოდნავ მოშორებით ცხოვრობდა. ხშირად მივდიოდით მის სანახავად მისსავე საცხოვრისში. მისი სახება არასდროს დამავიწყდება, მან ბევრ რამეზე ამიხილა თვალი ჩემი წარსულის შესახებ, სახელებით ახსენებდა ჩემი ოჯახის წევრებს და ასევე მან მომცა ერთი რჩევა-პასუხი ჩემი ცხოვრებისათვის მნიშვნელოვან ერთ-ერთ საკითხზე, რომელიც მე მაშინ მაწუხებდა. და ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ მე მისთვის ჩემი სახელის თქმაც კი ვერ მოვასწარი. სწორედ მაშინ, პირველად შევხვდი მას!

ვსაუბრობ რა ვატოპედზე, უამრავი მოგონება იჩენს თავს. იქ ჩემი პირველივე ყოფნისას განსაკუთრებით შემიყვარდა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი „მანუგეშებელი“ – „პარამითია“. მრავალ საათს ვატარებდი მის ეკვდერში. მახსოვს ყველაფერი, თუ როგორ გავენდვე და როგორ გამიზიარა თავისი მადლი! არასდროს უტკენია ჩემთვის გული! … მუხლმოდრეკილი ხშირად ვგალობდი მისი წმინდა ხატის წინ… 6].

ახლა, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ, დილაა. თითქმის მოახლოებულია განთიადი. ცოტა ბულბულები, რომლებიც ზევით გამახსენა ბერმა იოაკიმემ და ცოტა ღამის ლოცვა მონაზვნებისა…! ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელო „მანუგეშებელო“! როგორც მაშინ, 1997 წლის დასაწყისში, როდესაც შენ პირველად შეგხვდი! ღირსი გამხადე მე უღირსი იმისა, რომ მთელი ღამე,  არ შევწყვიტო გალობა შენი წმინდა ხატის წინაშე: დააცხრენ ვნებანი მრავალცოდვილისა სულისა ჩემისანი, რომელმანცა პირისაგან ქუეყანისა ყოველნი მწუხარებანი აღხოცენ, რომელ კაცთა ვნებათა აოტებ და ცოდვილთა ჭმუნვასა განუქარვებ, რამეთუ შენ ხარ ყოველთა ტვირთ-მძიმათა სიმტკიცეჲ და სასოებაჲ, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო!“[7].

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/04/20/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%90/feed/ 3600
ბერი იოსებ ისიქასტი & ათონის წმიდა მთის აღორძინება – 2 https://www.pemptousia.ge/2015/02/13/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%9c-2/ https://www.pemptousia.ge/2015/02/13/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%9c-2/#comments Fri, 13 Feb 2015 08:18:58 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47751 რა თქმა უნდა, ათონის წმიდა მთის აღდგენა-აღორძინების საქმეს ძალიან შეუწყო ხელი მთაწმიდაზე სხვადასხვა სინოდიების (მონაზონთა საძმო, თავისი წინამძღოლით) ჯგუფურმა დამკვიდრებამ, რომლებიც წმიდა მთაზე მის გარეთ მდებარე მონასტრებიდან მოვიდნენ. ეს საძმოები ათონის მთაზე ძველი მთაწმიდელი მამების მიპატიჟების შედეგად მოდიოდნენ, რომლებიც ტკივილით უცქერდნენ, თუ როგორ უკაცრიელდებოდა მათი მონასტრები. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, იმისათვის რომ შესაძლებელი გამხდარიყო მათი მონასტრებში დამკვიდრება, აუცილებელი იყო ფორმალული ბარიერების დაძლევაც. მიუხედავად ამისა, ის მონასტერი, რომელიც იწვევდა ამა თუ იმ საძმოს, წმიდა კინოტთან შეთანხმებით, ჯერ კიდევ თავს არიდებდა წესდებაში (სტატუტში) ცვლილებების შეტანას ( 112-ე მუხლი), რაც შეეხებოდა სინოდიის სულიერი მამის წლოვანებასა და მონაზვნად აღკვეცის ადგილს და ეს მას ჩამოსვლისა და იღუმენად აღზევების ნებას აძლევდა. თუმცაღა, ამგვარი სახის პრობლემები არ ჰქონიათ მთაწმიდის იმ საძმოებს, რომლებიც  მონასტრის მფლობელობიდან თანდათანობით მონასტრებად გადაიქცნენ, როგორიც გახლდათ, მაგალითად, ბერი იოსების სულიერი შვილების სინოდიები.

Gerondas Iosif Isixastis 01

ბერი იოსების პირველი თანაასკეტი – ბერი არსენი, 1967 წელს,  პაპა ხარალამპთან (პაპა – სიყვარულით ასე მოიხსენიებდნენ მამა ხარალამპის) და მის სინოდიასთან ერთად  ბურაზერიში გადავიდა, საბოლოოდ 1979 წლის სექტემბერში კი, როგორც ოცდაერთი წევრისგან შემდგარი საძმო დიონისეს წმინა მონასტერში დამკვიდრდა, სადაც პაპა ხარალამპი მონასტრის იღუმენი გახდა [12].

პაპა ეფრემი, ამჟამად ფილოთეოსის წმიდა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, 1967 წელს, თავის სინოდიასთან ერთად პროვატას სკიტის წმიდა არტემის სახელობის კელიაში მივიდა, ხოლო 1973 წელს კი, ოცდაექვსი წევრისგან  შემდგარი საძმოთი გარემოცული ფილოთეოსის წმიდა მონასტრის იღუმენი გახდა, რომელიც იდიორითმული წყობიდან კინოვიურ მონასტრად გადაკეთდა. 1979 წელს, ფილოთეოსის იმხანად გაფართოებული ძმობის თორმეტწევრიანი ჯგუფი დამკვიდრდა კონსტამონიტუს წმიდა მონასტერში. 1980 წელს, პაპა ეფრემის ერთ-ერთი სულიერი შვილი, ამჟამად უკვე ნეტარი მამა ეფრემ უმცროსი, ფილოთეოსის საძმოს ოცწევრიანი გუნდით გარემოცული,  ქსიროპოტამის წმიდა მონასტრის იღუმენი გახდა და ქსიროპოტამის მონასტერიც ასევეე კინოვიურ მონასტრად გადაკეთდა. ხოლო, 1981 წელს კი, საძმოს თორმეტწევრიანი გუნდით დაკომპლექტდა კარაკალის წმიდა მონასტერი. გარდა ამისა, ფილოთეოსის წმიდა მონასტრის ყოფილმა იღუმენმა დააარსა და ხელმძღვანელობა გაუწია დედათა თუ მამათა მრავალ მონასტერს, როგორც საბერძნეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მაგალითად, თვრამეტ მონასტერს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, რომელთა შორის მთავარი არიზონას წმიდა ანტონის სახელობის მონასტერი გახლავთ, სადაც დღესდღეობით თავადვე მოღვაწეობს.

ბერი იოსები, ამჟამად ვატოპედელი, 1975 წელს,  ყუთლუმუშის წმიდა მონასტერში დასახლდა, შემდგომში იგი იმყოფებოდა კვიპროსზე, საიდანაც, 1981 წელს, კაფსალას ხარების კელიაში დაბრუნდა იმისათვის, რომ თავის თავზე აეღო და ოცდასამი წევრისგან შემდგარი საძმოთი საბოლოოდ დაეკომპლექტებინა ვატოპედის წმიდა და დიდი მონასტერი, რომელიც ასევე იდიორითმული იყო და სრული დაშლის პირას იმყოფებოდა. 1990 წელს, მონასტერი კინოვიურად გადაკეთდა და მისი წინამძღვარი კი ბერი ეფრემი გახდა. ამჟამად მონასტერი დაახლოებით ას წევრზე მეტს ითვლის.

2001 წლის ბოლოს, 8 მონაზვნისაგან შემდგარი საძმო, რომელსაც სათავეში ფილოთეოსის წმიდა მონასტრის ყოფილი იღუმენი – ეფრემ უმცროსი ედგა, დასახლდა კარიესში, წმიდა ანდრიას სახელობის ვატოპედის სკიტში, რომელიც ამჟამად უკვე ოცწევრიან ძმობას წარმოადგენს.

ბერი იოსების სულიერ შვილთა რიცხვს მიეკუთვნება ასევე ათონის წმიდა მთის უახლესი ბერმონაზვნობის კიდევ ერთი დიდი წარმომადგენელი – მამა ეფრემ კატუნაკიელი [13]. მიუხედავად იმისა, რომ მონასტრის წესის შესაბამისად, მამა ეფრემი მორჩილებაში მამა ნიკიფორესთან იმყოფებოდა, რომელსაც ზეადამიანური მოთმინებით ემსახურებოდა, მისი სულიერი მამა და მოძღვარი იოსებ ისიქასტი გახლდათ. მცირერიცხოვანი სინოდიის გარდა, რომლის ფორმირება კატუნაკისში საკმაოდ დაგვიანებულად მიმდინარეობდა, მამა ეფრემი თავისი ისიქასტი ბერის სულისკვეთებით ხელმძღვანელობდა, მისმა პიროვნებამ ადამიანთა საკმაოდ დიდი რაოდენობა გააძლიერა და შთააგონა, რომელთაგან მრავალი მონაზვანად კი იქნა აღკვეცილი.

ბერი იოსების კიდევ ერთი სულიერი შვილი გახლდათ განდეგილი გეორგიოს ბიტკოვიჩი [14], რომელიც ექვსი თვის განმავლობაში ბერთან ერთად ცხოვრობდა და მისგან განუწყვეტელ ლოცვას სწავლობდა. შემდგომ ამისა, იგი ძველ სერბეთში გადასახლდა, თუმცა დროთა განმავლობაში სტუმრობდა ხოლმე გერონდა იოსებს. გეორგიოს ბიტკოვიჩი ბერის გვერდით იყო ასევე მისი მიძინების ჟამსაც. სწორედ ამ განდეგილმა წამოსწია წინ თავისი მასწავლებლის გამოცდილება სერბულ ბერმონაზვნობაში.

და ბოლოს, ბერი იოსებ ისიქასტის საკმაოდ მრავალმა სულიერმა შვილმა და მემკვიდრემ დააარსა და წინამძღვრობა გაუწია, როგორც საბერძნეთის სხვადასხვა მხარეში მდებარე, ისე მის საზღვრებს გარეთ არსებულ დედათა და მამათა მონასტრებს. გამოთვლილია, რომ პირდაპირი და არაპირდაპირი გზით, ბერი იოსებ ისიქასტის ფესვიდან მომდინარეობს ათასზე მეტი მონაზონი (როგორც დედები, ასევე მამები) [15].

მონაზონთა რიცხვის ზრდასთან ერთად, ისიქასტური ტრადიცია იესო ქრისტეს მონოლოგური ლოცვის ასკეზით (წარმოთქმით), რომელიც ხელახლა აღსდგა ბერი იოსების მიერ, დამკვიდრდა არა მხოლოდ იმ კინოვიებში, რომლებიც ბერი იოსების სულიერმა მემკვიდრეებმა  ჩამოაყალიბეს, არამედ ფართოდ გავრცელდა საბერძნეთისა და მის საზღვრებს გარეთ არსებულ მართლმადიდებლურ ბერმონაზვნობაში. ამ საქმეში, ისევე როგორც ბერმონაზვნობის აღორძინების მთელ პროცესში, მონაწილეობა მიიღეს ამ პერიოდის ასევე სხვა მნიშვნელოვანმა სულიერმა მამებმა, როგორებიც არიან ბერები – პაისი (აწ უკვე წმიდა პაისი მთაწმიდელი) და სოფრონი, ამჟამად შემოვიფარგლოთ იმ სულიერი მამებით, რომლებიც ამქვეყნიური ცხოვრებიდან წავიდნენ.

ბერმა პაისმა მხარი დაუჭირა ათონის წმიდა მთის მონასტრის აღორძინების პირველ მცდელობას, რომელიც 1968 წელს, სტავრონიკიტას წმიდა მონასტრის მონაზვნებით დაკომპლექტების ჟამს განხორციელდა. თუმცა, ზოგადად მისმა მოღვაწეობამ მრავალ ახალგაზრდას შთააგონა ისიქასტური სული და დაეხმარა კელიების ხელახლა აღდგენის საქმეში, ასევე იმ ისიქასტური კერიების დაარსებაში, რომლებიც დღეს ათონის წმიდა მთაზე არსებობს. გარდა ამისა, მას სწამდა, რომ „ისიქაზმისგან წარმოიშობა ეკლესიის აღორძინება“ [16]. რაც შეეხება ბერ სოფრონს, რომელმაც სილუან ათონელზე შექმნილი თავისი ნაშრომით მრავალ ახალგაზრდას უბიძგა ბერმონაზვნობისკენ, თავისი თეოლოგიით წმიდანების – სიმონ ახალი ღმრთისმეტყველისა და გრიგოლ პალამას ისიქასტური ტრადიციების ბუნებრივი გაგრძელება წარმოადგინა ჩვენს ეპოქაში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ისიქასტური ტრადიცია წარმოადგენდა კინოვიური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ელემენტს, ხოლო მეორე მხრივ, კინოვიური ტრადიცია თავისი რეგულარული (ხშირი) მსახურებებით ისიქასტურ ცხოვრებაში დამყარდა. და ბოლოს, ამ სულისკვეთებამ გავლენა ეკლესიის მრევლზეც მოახდინა, რაც აგრეთვე ბერმონაზვნობის აღორძინების ინიციატორებს უკავშირდება.

ათონის მთის ბერმონაზვნობის ამგვარ განვითარებას, რომელიც მომწიფდა საზოგადოებრივი ცხოვრების ძლიერი სეკულარიზაციის პერიოდში და ასევე ეკლესიის ხელმძღვანელობისა და ქრისტიანული ორგანიზაციების მიერ განდეგილური ბერმონაზვნობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი განკიცხვის ჟამს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცაღა ამასთან ერთად, იგი  სერიოზულ კრიტიკულ ხასიათს ატარებს. მაშასადამე, ერთი მხრივ, იგი ავლენს ისიქასტური ტრადიციის დიაქრონულ ძალას მართლმადიდებლურ სამყაროში, და განსაკუთრებით კი, ათონის წმიდა მთაზე, სადაც ყველაზე უფრო მკაცრი პირობების მიუხედავად, მას შეუძლია გადარჩენა, ხოლო მეორე მხრივ,  წინ წამოსწევს იმ საფრთხეებს, რომლებიც მის ახალ ეპოქასთან შეგუებას გულისხმობს.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ათონის წმიდა მთის ბერმონაზვნობის ბოლო დროს განხორციელებულმა აღორძინებამ სიგნალები  ახალი ისიქასტური რეფორმირების მეშვეობით გამოსცა, რომელიც განხორციელდა ბერი იოსებ ისიქასტისა და სხვა ღვაწლმოსილი ბერების თაოსნობით. ამგვარად, ისიქასტურ განახლება, რომელსაც უკავშირდება ათონის მთის ბერმონაზვნობის აღორძინება, ფლობს უფრო მეტ ფესვებს და ქმნის ფართო პერსპექტივებს.

თუმცა, მეორე მხრივ, ამ აღდგენის გამყარება უნდა მოხდეს სწრაფად ცვალებადი სამყაროს წიაღში. ყველა ახალგაზრდა მონაზონი აღიზარდა ამქვეყნიურ სამყაროში. რა თქმა უნდა, არავინ დაბადებულა ათონის მთაზე. არც ერთ მათგანს შეუცვნია ბავშვობიდან თავიანთი ამჟამინდელი ცხოვრების რითმი. ხოლო ისიქასტური ცხოვრება კი, სრულიად უცხო და საპირისპიროა იმ თანამედროვე ცხოვრების რითმებისა, რომლის წიაღშიც ახალგაზრდა მონაზვნები აღიზარდნენ. გარდა ამისა, მომლოცველებისა და მომსვლელების სიმრავლე, გრძელვადიანი  სამშენებლო სამუშაოები, გადაადგილებისა და ურთიერთობის უამრავი საშუალება, წმიდა მონასტრების განსაკუთრებულად გაზრდილი საჭიროებების დაკმაყოფილება და მომსახურება იწვევს ძლიერ ამქვეყნიურ გავლენას, ხმაურსა და ყურადღების გადატანას. შეიძლება კი, რომ ისიქასტური განახლება არ გაუცხოვდეს? როგორ შეიძლება, რომ მან, რაც მომწიფდა და დაიბადა უდაბნოს სიმშვიდეში, შეინარჩუნოს თავისი სახე თანამედროვე პრობლემატურობაში?

1963 წელს, როდესაც ათონის წმიდა მთის ბერმონაზვნური საზოგადოება თავისი ისტორიის პირველი ათასწლეულის შესრულების თარიღს ზეიმობდა, ითქვა, რომ ეს დღესასწაული წარმოადგენდა „დაკრძალვის ცერემონიალს“ და უფრო მეტიც, ათონის წმიდა მთის ბერმონაზვნობის „პანაშვიდს“. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ მთაწმიდაზე მოვლენები ადამიანის ლოგიკის წესების შესაბამისად არ განვითარებულა. და ასევე პასუხის გაცემა იმ კითხვაზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, ადამიანურ ლოგიკაზე დაყრდნობით იქნება ძალიან რთული და სავარაუდოდ უარყოფითი.

 თუმცაღა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ბაღი არ უკავშირდება ადამიანურ ლოგიკას. და სწორედ ეს რწმენა არის ძალიან ძლიერი იარაღი ათონის წმიდა მთის სახის შენარჩუნებისათვის. ამავდროულად, მისი ამოუწურავი სულიერი წყაროები, მისი სულიერი მამების განუწყვეტელი მონაცვლეობა, მისი საღმრთისმსახურებო ტიპიკონებისა და ასკეტური კანონების სიმდიდრე და სიბრძნე, რომელთაც არსებითი ზეწოლის საპირისპიროდ სთავაზობენ.  სწორედ ყოველივე ამის გამო, მორჩილებას, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მონაზვნურ სათნოებას, რელიგიურ ცხოვრებაში რეგულარულ მონაწილეობას, რაც სულიერი ცხოვრების ცენტრშია მოქცეული, იმ ტიპიკონისა და ასკეტური კანონების ერთგულად დაცვას, რომლებიც იცავენ მონასტრული ტრადიციის მარადიულობას, დღესაც კი შეუძლიათ უზრუნველყონ ისიქასტური რეფორმირების უცვლელად შენარჩუნება. რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ ამ ტრადიციის დაცვა არ უნდა გულისხმობდეს წარსულის ფოტოგრაფიულ განმეორებას, არამედ ის უნდა წარმოადგენდეს ცოცხალ აღქმასა და ტრადიციას მიმდინარე ისტორიული განვითარების წიაღში.

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/02/13/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%9c-2/feed/ 5020
ბერი იოსებ ისიქასტი & ათონის წმიდა მთის აღორძინება – 1 https://www.pemptousia.ge/2015/01/29/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%9c/ https://www.pemptousia.ge/2015/01/29/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%9c/#comments Thu, 29 Jan 2015 10:01:48 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47684 ჩვენ ვაქვეყნებთ  ნეტარი ბერის – იოსებ ისიქასტის ხსოვნისადმი (1898 წლის 2 ნოემბერი – 1959 წლის 28 აგვისტო) მიძღვნილ,  არისტოტელეს უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორის გ. მანძარიდისის მეტად მნიშვნელოვანი სტატიის პირველ ნაწილს, რომელიც შეეხება თანამედროვე ბერ-მონაზვნობის წარმომადგენლის, ამ წმიდა პიროვნების იმ განსაკუთრებულ ღვაწლს, რომელიც მან წმიდა მთაზე მონაზვნების შემცირების შეჩერების საქმეში შეიტანა და რაც დამახასიათებელი იყო ათონის საზოგადოებისათვის მის მოღვაწეობამდე.

ათონის წმიდა მთის ბერ-მონაზვნობის სტაბილური ზრდა, რაც შეინიშნება დღესაც, სტატისტიკურად შესამჩნევი გახდა 70-იანი წლების დასაწყისში. კონკრეტულად კი, ეს ფაქტი იმ სტატისტიკური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომელიც 1972 წლის ივლისში განხორციელდა და რომლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ათონის წმიდა მთის მონაზონთა რიცხვი 1 146-მდე გაიზარდა. ეს რიცხვი ერთჯერ აღემატებოდა მონაზონთა იმ რაოდენობას, რომელიც წინა წელს (კერძოდ კი 1971 წელს) გამოაქვეყნა ჟურნალმა „ირენიკონმა“ [1], რომელიც დროთა განმავლობაში გამოსცემდა ხოლმე მთაწმიდელი მონაზვნების სტატისტიკურ მონაცემებს. სწორედ მას შემდეგ, რაც ათონის საზოგადოების ბერ-მონაზონთა რიცხვის საგრძნობლად შემცირებას მოჰყვა მისი სტაბილური ზრდა, რაც მეტად შთამბეჭდავი მოვლენა იყო.

Geronda Iosif Isixastis 1

რა თქმა უნდა, ეს აღორძინება (მონაზონთა რიცხვის ზრდა) მრავალი ფაქტორით იყო განპირობებული.  მათ შორის ერთ-ერთი არის ასევე ათონის მთის გარეთ არსებული სხვადასხვა უკვე არსებული საძმოს (სინოდია, ბერძ.) ჯგუფური გადმოსახლება. თუმცა, ამას გარდა, აღნიშნული სინოდიების გადმოსახლებამდე ათონის მთაზე აღინიშნება ძლიერი პიროვნებების არსებობა, რომლებიც გამოირჩეოდნენ ძლიერი სულიერი და მორალური ბრწყინვალებით, რამაც ათონის წმიდა მთის აღმავლობას ნიადაგი მოუმზადა და გაამყარა. ამ გამორჩეულ პიროვნებებს შორის ყველაზე აღმატებულ ადგილს ბერი იოსებ ისიქასტი იკავებს. ამ უკანასკნელს დღეს მთაწმიდაზე არსებული ოცი წმინდა მონასტრიდან ექვსი მონასტერი მიიჩნევს თავის სულიერ მამად [2].

ბერი იოსებ ისიქასტი დაიბადა, გაიზარდა და მოვიდა ბერ-მონაზვნობაში სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა ბერ-მონაზვნობისა და ზოგადად ეკლესიური ცხოვრების სეკულარიზაცია და დაცემა. მისი დაბადებიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ, 1907 წელს, არქიმანდრიტმა ევსევიოს პატთოპულოსმა დააარსა თეოლოგთა ძმობა „Η Ζωή“ (სიცოცხლე), რომელიც შედგებოდა სასულიერო და საერო პირებისაგან, მის წევრებს მონაზვნური ცხოვრების ვალდებულება ჰქონდათ აღებული, ძმობა ცდილობდა ამოევსო ეკლესიის მოძღვრული საქმიანობის მნიშვნელოვანი სიცარიელე. ამ ძმობის დაარსებით აღდგა ერთგვარი ერში არსებული ბერმონაზვნობა, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენდა, როგორც საბერძნეთის, ისე მისი მიმდებარე ტერიტორიების საეკლესიო და საზოგადოებრივი ცხოვრების სვლაზე.

ამასთან ერთად, საკმაოდ დიდი რაოდენობის მღვდელმონაზონმა და მონაზონმა, რომელიც სეკულარიზაციის პროცესის გავლენის ქვეშ მოექცა, მიატოვა ის თავისი მონასტერი, რომელიც საერო ცხოვრებისგან მოშორებით მდებარეობდა და საეკლესიო მსახურებების განხორციელება ერში წამოიწყო. და ბოლოს, ამ პერიოდის განმავლობაში, საკმაო რაოდენობის მღვდელმთავარი, რომლებსაც მიუთითეს ეკლესიის მოძღვრული საქმიანობის სასიცოცხლოდ აუცილებელ სიცარიელეზე, უარყოფითად იქნა განწყობილი  განდეგილური ბერმონაზვნობის მიმართ, მაშინ როდესაც საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდი „ბერმონაზვნური ცხოვრების ორგანიზაციაში“, რომელიც  გამოიცა 1932 წელს ბერმონაზვნობის აღორძინების მიზნით, განსაზღვრავს მონაზვნობის მიზანს, რაც შემდეგში მდგომარეობს: „ღმრთის სიტყვის ქადაგების, საეკლესიო სკოლების, წმიდა აღსარების, სხვადასხვა ხელობის სწავლების… და ქველმოქმედების გაწევის მეშვეობით ერის განათლება“ [3].

რა თქმა უნდა, არ შეწყვეტილა ფილოკალიური ტრადიციის არსებობა. მან დატოვა თავისი ძლიერი კვალი, არა მხოლოდ ათონის წმიდა მთაზე, არამედ ასევე – საბერძნეთის სხვა ადგილებშიც. გარდა ამისა, „ზოის“ (სიცოცხლის) მოძრაობამ, ისევე როგორც სხვა ქრისტიანულმა მოძრაობებმა, მისგან მემკვიდრეობით საკმაოდ მრავალი ელემენტი მიიღეს [4].  განსაკუთრებულად ცოცხალი იყო ეს ტრადიცია კუნძულ პაროსზე, სადაც თავისი ბავშვობისა და სიჭაბუკის წლები გაატარა ახალგაზრდა ფრანცისკომ (Φραγκίσκος), რაც ბერი იოსების ერისკაცობის სახელი იყო. ის ფაქტი, რომ მან მონაზვნად აღკვეცის  გადაწყვეტილება მიიღო, გამოწვეული იყო იქიდან, რომ იოსები წმიდანთა ცხოვრებას სწავლობდა და ასევე – მეტად შთამბეჭდავი სიმბოლური სიზმრიდან, რომელიც მას სამეფო სასახლეებში სამსახურისთვის უხმობდა. ამგვარად, მან გადაწყვიტა უკაცრილსა და მშვიდ ადგილებში განმარტოება ასკეტური ცხოვრებისა და ლოცვისათვის, ცდილობდა მიებაძა ყველანაირი სახის წვალებაში, რომელთაც წმინდანთა ცხოვრებაში კითხულობდა. მაშინ იოსები ათონის წმიდა მთაზეც ფიქრობდა, სადაც დაახლოებით 1921 წლისათვის გაემგზავრა, როდესაც იგი ოცდასამი წლისა იყო.

იოსები ელოდებოდა, რომ სწორედ მთაწმიდაზე იპოვნიდა ისეთ სულიერ მამებს, რომლებიც ზუსტად იმ წმიდანთა სიმაღლეებს იქნებოდნენ მიახლოებულნი, რომლებზეც თავად კითხულობდა, თუმცა ვერ დაკმაყოფილდა: „როდესაც ათონის წმიდა მთაზე მოვედი“, წერს ბერი იოსები, „ვტიროდი დღე და ღამე, თუ რატომ ვერ ვიპოვნე ის, რასაც წმიდანები მოიცავდნენ ათონის წმიდა მთაში“[5]. მიუხედავად იმისა, რომ მისი სულიერი მოლოდინი საკმაოდ მაღალი იყო, ჩანს ისიც, რომ იმედგაცრუება, რაც მან მთაწმიდაზე განიცადა ობიექტურად გაუმართლებელი არ უნდა ყოფილიყო. ის ზოგადი სურათი, რომელიც ჩვენ იმ პერიოდის ათონის წმიდა მთის სულიერი მდგომარეობის შესახებ გაგვაჩნია, თუმცაღა იგი არ არის საკმარისად შესწავლილი, ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის დადებითი. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბერი სოფრონი, როგორც წმიდა პანტელეიმონის მონასტრის მონაზონი, ბერი იოსების ათონის წმიდა მთაზე მისვლიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ წერდა, რომ „გონებრივი საქმიანობა, რაც წარმოადგენს ნამდვილი მონაზვნური ცხოვრების ბირთვს, ამჟამად დეგრადაციის ზღვარზე იმყოფება“ [6].

თუმცაღა, დაახლოებით იმავე პერიოდში, წმიდა პანტელეიმონის მონასტერში იწყებს მოღვაწეობას წმიდა სილუანე, ისევე როგორც თავად ბერი სოფრონი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს, ამ წმიდა ბერთან ერთად, რომლის ცხოვრებაც მან თავადვე აღწერა, არა მხოლოდ მთაწმიდის მონაზვნობის აღორძინების საქმეში, არამედ სრულიად მართლმადიდებლური ბერმონაზვნობის აღზევების საქმეში. ამ პერიოდის ცნობილი მღვიძარე მამები, როგორც კინოვიური ცხოვრების მიმდევარნი, ისე განდეგილები არიან იერონიმე სიმონოპეტრელი, ათანასე გრიგოლის მონასტრელი, პაპა-საბა მოძღვარი, პაპა-ტიხონი, ბერი კოზმა პანდოკრატორელი, ბერი ავგუსტინე ფილოთეოსელი და ა.შ. [7]. ამასთანავე, თავად ბერი იოსებ ისიქასტი თავის ტექსტებში ასახელებს იმ ღრმადპატივცემულ ასკეტებს, რომელთაც ათონის წმიდა მთაზე გადასვლის შემდეგ შეხვდა. მაგალითად, კატუნაკში, სადაც იგი მთაწმიდაზე მოსვლის შემდეგ პირველად გაჩერდა, მან გაიცნო ყველაზე მეტად გამორჩეული ბერი დანიელი და მისი საძმოს წევრები. ამ ადგილის სხვა მნიშვნელოვანი ასკეტები იყვნენ ასევე ბერი კალინიკე ისიქასტი, რომელმაც უცნობი მიზეზების გამო უარი თქვა ბერი იოსებისთვის გაენდო „დუმილისა და ლოცვის საიდუმლოებანი“ [8], შემდგომ ამისა, ბერი დანიელისა და ექვთიმეს სულიერი მოძღვრები და სხვა მრავალი სათნო მამა. საბოლოოდ, ბერმა იოსებმა დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია განუწყვეტელ ლოცვას, რამაც უზრუნველყო მასზე ღმრთიური მადლის გადმოდინება [9].

საღმრთო მადლით უხვად დაჯილდოებული ბერი იოსებ ისიქასტი მიანიშნებს ათონის წმიდა მთის ბერმონაზვნობის აღორძინების დასაწყისზე, რომელიც სტატისტიკურად დადასტურებულია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 70-იანი წლების დასაწყისში. მისი საძმოდან, რომელიც 1953 წლიდან მისი სიცოცხლის დასასრულამდე (1959 წლამდე) ახალ სკიტიში იმყოფებოდა, გამოვიდნენ ისეთი სულიერი მამები, რომლებიც უკვე თავიანთი საძმოებით (სინოდიით) მთელ წმინდა მთაზე გაიფანტნენ.

სულისჩამდგმელი ამ მეტად სასარგებლო გაბნევისა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ათონის მთის აღორძინების საქმეში, თავად ბერი იოსები იყო.  გამოიყენა რა მეტად უჩვეულო ტაქტიკა, მან თითოეულ თავის სულიერ შვილს მისცა კურთხევა, რათა მათ თავიანთი საძმოს (სინოდიის) დაარსება შესძლებოდათ. ბერი იოსების ეს უცნაური გადაწყვეტილება არ შეიძლება არ უკავშირდებოდეს იმ პერსპექტივას, რომელიც გააჩნდა მის ნათლითმოსილ ცნობიერებას თავისი საძმოს მომავლის შესახებ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მრავალი წლის წინ, როდესაც ერთხელ, მას ერთ-ერთმა ნაცნობმა, იოანე მბიციოსმა ჰკითხა, თუ ვინ იყო ის სამი მონაზონი, რომლებიც მის ახლოს დაინახა, იყვნენ თუ არა ისინი მისი სინოდიის წევრები, მან მიუგო: „კი, ნამდვილად ასეა“, შემდეგ კი განაგრძო: „ხედავ ამ ბერებს, იანი? ე! მოვა დრო, როდესაც ისინი მონაზვნებით აავსებენ ათონის მთას“ [10]. ამგვარად, მის გარდაცვალებამდე რვა თვით ადრე, 1958 წლის დეკემბერში, ახალი სკიტის კალივებში (კალივა – ქოხი, მცირე სამონაზვნო საცხოვრებელი, რომელთაგან შედგება სკიტეები) წარმოიშვა ოთხი საძმო, რომლებიც ახალ მონაზონთა მოზიდვის პოლუსად იქცა. პარალელურად, ამ ისიქასტი მამების სახელი ახლომდებარე მონასტრებში გავრცელდა, რომელთაგან ორი, როგორც სულიერი მოძღვარი, ისე მოიხმო [11].

ათონის წმიდა მთის ბერმონაზვნობის აღორძინება არსებითად უდაბნოს სიმშვიდეში მომზადდა. გარდა ამისა, ამ პერიოდში წმიდა მონასტრების არასასურველი მდგომარეობა ხელს უწყობდა იმას, რომ როდესაც დამწყებნი მოდიოდნენ მონაზვნობაში, ისინი უპირატესობას არა მონასტრებს, არამედ პატარა სინოდიებს ანიჭებდნენ, რომელთაც სულიერი ბერები ედგნენ სათავეში და მონასტრების დანამატს წარმოადგენდნენ. თუმცაღა, ამ სინოდიების წევრთა ზრდა, რაც ამავდროულად ნიშნავდა მათ საბინაო მოთხოვნილებების ზრდას, პრობლემას უქმნიდა მათ ცხოვრებას ამ პატარა თავშესაფრებში. წინ წამოიჭრა შესაფერისი საცხოვრებელი ადგილის ძიების საჭიროება. ხოლო ასეთ ადგილებს კი დიდი სკიტები და თავად მონასტრები წარმოადგენდნენ, რომლებმაც დროთა განმავლობაში, მონაზვნებისგან დაცარიელება დაიწყეს, თუმცაღა ჰქონდათ უამრავი სივრცე საძმოთა გაზრდილი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

[გაგრძელდება]

  1. Βλ. Irénikon 44 (1971), σ. 529-30.
  2. Αναλυτικότερα για τα αίτια της ανακάµψεως του µοναχισµού του Αγίου Όρους βλ. Γ. Μαντζαρίδη, Κοινωνιολογία του Χριστιανισµού, Θεσσαλονίκη 51999, σ. 409-10.
  3. Ιερά Σύνοδος της Εκκλησίας της Ελλάδος (εκδ.), Αι Συνοδικαί Εγκύκλιοι, τοµ. Α΄ (1901-1933), Αθήναι 1955, σ. 590. Πρβλ. Α. Γουσίδη, Οι χριστιανικές οργανώσεις, Θεσσαλονίκη 31996, σ. 21 κ.ε.
  4. Βλ. Αρχιµ. Ηλία Μαστρογιαννοπούλου, Αναγεννητικό κίνηµα. Παραφυάδες των Κολλυβάδων, Αθήναι 21987, σ. 79-80.
  5. Γέροντος Ιωσήφ, Έκφρασις Μοναχικής Εµπειρίας, Επιστολή 37, Ιερά Μονή Φιλοθέου, Άγιον Όρος 62003, σ. 220.
  6. Βλ. Αρχιµ. Σωφρονίου, Αγώνας θεογνωσίας, Η αλληλογραφία Γέροντος Σωφρονίου µέ τον Δ. Μπάλφουρ, µετάφρ. Αρχιµ. Ζαχαρία, Έσσεξ Αγγλίας 2004, σ. 135.
  7. Βλ. Μοναχού Παϊσίου Αγιορείτου, Αγιορείται Πατέρες και Αγιορείτικα, Σουρωτή Θεσσαλονίκης 31994.
  8. Γέροντος Ιωσήφ Βατοπαιδινού, Ο Γέροντας Ιωσήφ ο Ησυχαστής, Ιερά Μεγίστη Μονή Βατοπαιδίου, Άγιον Όρος 62004, σ. 41.
  9. Γέροντος Ιωσήφ, Έκφρασις Μοναχικής Εµπειρίας, Επιστολή 9, σ. 90-92 και Επιστολή 37, σ. 221 κ.ε.
  10. Γέροντος Ιωσήφ Βατοπαιδινού, Ο Γέροντας Ιωσήφ ο Ησυχαστής, σ. 12.
  11. Βλ. Ιωσήφ Μ. Δ., Ο Γέρων Αρσένιος ο Σπηλαιώτης (1886-1983), Θεσσαλονίκη 2001, σ. 91.

]]> https://www.pemptousia.ge/2015/01/29/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%9c/feed/ 4531 მონაზვნური ცხოვრება – გზა სრულყოფისაკენ II ნაწილი https://www.pemptousia.ge/2014/12/24/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-4/ https://www.pemptousia.ge/2014/12/24/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-4/#comments Wed, 24 Dec 2014 07:37:20 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47577 ბერმონაზვნური ცხოვრება სრულყოფილების მაჩვენებელია. ამ სრულყოფაში, რომელიც ეკლესიის ყველა წევრს: მორწმუნეთ, საერო პირებსა და მონაზვნებს ღმრთის მსგავსად სრულყოფილებისკენ მოუწოდებს, მთელი ეკლესიაა ჩართული. „არავინ არ ხართ სრულყოფილი, მხოლოდ მამაი ჩვენი, რომელიც არის ცათა შინა~. მაგრამ, რამდენადაც მონაზვნური ცხოვრება ადასტურებს ქრისტიანული ცხოვრების რადიკალურობას, იმდენად საერო იფარგლება მისი ჩვეულებრიობით. ისე რომ, ერთი მხრივ საერო ქრისტიანთა მორალის ჩვეულებრიობა და მეორე მხრივ ბერმონაზონთა მორალის რადიკალურობა იძლევა დიალექტიკურ განსხვავებულობას (დიფერენციაციას), რომლის საბოლოო სახე დიალექტიკური დაპირისპირებაა.

Efsevios Ksiropotaminos 42

წმ. მაქსიმე აღმსარებელი მონაზვნური ცხოვრებისა და საერო ცხოვრების შედარებისას აღნიშნავს რომ, ერში მყოფთა მიღწევები მონაზვნისთვის არის წარუმატებლობა, როგორც მონაზონთა მიღწევები წარუმატებლობაა საერო პირთათვის. „საეროთა წარმატებები მონაზვნებისთვის გვამებია, ხოლო ამ უკანასკნელთა წარმატებები – გვამები პირველთათვის”.

ეს დაპირისპირება ხდება სრულყოფილ მონაზონსა და საერო ქრისტიანს შორის. მაგრამ ბუნებრივია, რომ ეკლესიის ჩვეულებრივ მდგომარეობაში ერთსა და იმავე საგნებს განსხვავებული ფუნქციები ჰქონდეთ. რაღა თქმა უნდა, ეს განსხვავება არ უნდა იყოს უკიდურესი. მაგალითად: არ შეიძლება, რომ სიმდიდრე და დიდება ერთნაირად დამღუპველად აღვიქვათ საეროთათვის და მონაზვნებისთვის. მონაზვნებისთვის ეს უკანასკნელი ყველა შემთხვევაში არის უარყოფითი, რადგან ეწინააღმდეგება მათ მიერ არჩეული ცხოვრების წესს. ხოლო, საერო ქრისტიანისთვის მათ შეიძლება დადებითი ფუნქციაც კი ქონდეთ, თუმცა დიდი რისკის ფაქტორის გათვალისწინებით. ოჯახისა და საზოგადოებრივი მოთხოვნილებების არსებობა განაპირობებს აუცილებლობებს, რომლებიც ამართლებენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი, სავალდებულოს ხდიან კაპიტალის შექმნასა თუ თანამდებობის მიღებას. ის, რასაც საერო საზოგადოებაში შეიძლება შემაკავშირებელი ფუნქცია ჰქონდეს, სამონასტროში დამანგრევლად მოქმედებს. საბოლოო შემაკავშირებელი ფაქტორი კი თვით იესო ქრისტეა.

ქრისტიანული ცხოვრება არ ეყრდნობა მხოლოდ ადამიანის მცდელობას, იგი უპირველეს ყოვლისა ღმრთის მადლზეა დაფუძნებული. ყველა სახისა თუ ხარისხის ასკეზა ერთი მიზნისკენ არის მიმართული: მოამზადოს ადამიანი, რათა მან თავისი ნება შეათანხმოს ღმრთისას და ამ გზით მიიღოს ღმრთიური მადლი. ეს კოორდინირება კი ლოცვით აღწევს სრულყოფილებას. „ჭეშმარიტი ლოცვა სულიწმიდის ძალით მიგვიძღვის ღმრთისკენ“. ეს უკანასკნელი ადამიანს მიუძღვის ღმრთის საწყისისკენ და მას როგორც რეალურ პირს შემოქმედის ხატად აჩენს.

ქრისტიანული ცხოვრების მადლი მხოლოდ მისი გარეგნული შესრულება არ არის. ის არ არის განპირობებული მხოლოდ ასკეზით, მარხვით, მღვიძარებით თუ თვითგვემით. უკანასკნელთა თვითმიზნად გახდომის შემთხვევაში ისინი დამაბრკოლებელ ხასიათს იღებენ. რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ გარეგნული მხარით, იგი მათ შინაგან არსშიც აღწევს არა იმიტომ, რომ გარეგნულად ცხოვრების უარყოფას წარმოადგენს, არამედ სულს მოაკვდინებს, ეგოიზმს აძლიერებს და საკუთარი თავის გამართლებას უწყობს ხელს.

Gamos 100

ქრისტიანული ცხოვრება უარყოფა კი არ არის, არამედ პოზიციაა, სიკვდილი კი არ არის – სიცოცხლეა, მაგრამ, ამასთანავე, არ არის მხოლოდ პოზიცია და სიცოცხლე, არამედ ერთადერთი ჭეშმარიტი პოზიცია და ერთადერთი ჭეშმარიტი სიცოცხლეა. იგი ერთადერთი ჭეშმარიტი პოზიციაა, რადგან სცილდება უარის თქმის ყველა შესაძლებლობას. არის ერთადერთი ჭეშმარიტი სიცოცხლე, ვინაიდან უკან იტოვებს სიკვდილს. უარყოფითი ფორმა, რომელსაც ქრისტიანული ცხოვრება თავის გარეგნულ მხარეში წარმოგვიჩენს, არის მისი განთავსება ადამიანის ყველა უარყოფის მიღმა იმიტომ, რომ არ არსებობს არც ერთი ადამიანური პოზიცია, რომელიც უარყოფაში არ გადაიზრდება, ასევე არ არსებობს არც ერთი მიწიერი ყოფის ფორმა, რომელიც სიკვდილით არ სრულდება. ამიტომ ეკლესია წარმოქმნის თავის პოზიციას და წარმოგვიჩენს თავის სიცოცხლეს ყოველი ადამიანის უარყოფის მიღებისა და ყველა ფორმის მიწიური სიკვდილის მტკიცებულებაში.

ქრისტიანული ცხოვრების სიძლიერე, აღდგომის მოლოდინშია. ასკეზის მიზანი კი – აღდგომის თანაზიარობაში. ბერმონაზვნური ცხოვრება, როგორც ანგელოზებრივი და ზეციური, ისტორიის მანძილზე წარმოჩინდება, როგორც მარადიული ცხოვრების წინა სახე და არის სიკვდილის შემმუსვრელი. არ ისახავს ადამიანური ელემენტის უარყოფას, არამედ უხრწნელობისა და უკვდავების ინვესტიციაა.

ბერმონაზვნები „იცავენ ადგილს“. ირჩევენ თვით შეზღუდვას, სადაც ქრისტეს მიერ მონიჭებულ სულიერ თავისუფლებას გამოკვეთენ. სიკვდილზე ფიქრობენ, რათა მეტი სიძლიერით განიცადონ „ახალი ცხოვრების“ მოახლოება. ეჩვევიან ადგილს, სადაც ქრება ადამიანი დროში, მას განიცდიან როგორც საკუთარ სხეულს და გარდაქმნიან ეკლესიად და ორიენტირდებიან ღმრთის სასუფეველზე.

მონაზვნის სრულყოფილებისკენ სვლა სტადიების მიხედვით ხდება და სამ თანამიმდევრულ უარყოფაზეა დამოკიდებული. პირველი უარყოფა ხდება ამა სოფლის სრული უარყოფით. ეს უკანასკნელი არ შემოიფარგლება მხოლოდ ამა სოფლის საგნებით, არამედ მოიცავს ადამიანებსაც, მშობლებსაც. მეორე განდგომა, გამოიხატება პირადი სურვილების უარყოფით. მესამე კი – ამპარტავნებიდან გათავისუფლებას, რომელიც იდენტიფიცირდება ამა სოფლის ძალაუფლებიდან გათავისუფლებაზე.

ამ თანამიმდევრულ განდგომებს, არა უარყოფითი, არამედ დადებითი მნიშვნელობა აქვს. ისინი, ადამიანის სრულ გახსნასა და მისი, როგორც პიროვნების, „ღმრთის ხატად და მსგავსად“ სრულყოფას ემსახურებიან. ადამიანი, როდესაც თავისუფლდება ამსოფლიური ზრუნვიდან და თავისი თავიდან, უსასრულოდ ფართოვდება. გარდაიქმნება ჭეშმარიტ პიროვნებად, რომელიც ქრისტეს მოცემული მაგალითით მთელ კაცობრიობას „შეუნდობს“. რამდენადაც, ყოველი ქრისტიანი ვალდებულია უყვარდეს ყოველი ადამიანი, თავისი მტრებიც კი. სწორედ მაშინ მასში ისადგურებს თვით ღმერთი და ეს ადამიანი იძენს ძე ღმრთისას მთელი არსებით.

სწორედ აქაა ადამიანის პიროვნების სიდიადე, რომლის სრულყოფილებისათვის უკიდურესად ძნელი ბრძოლაა საჭირო.

მონაზვნური ცხოვრება არის მუდმივი სულიერი აღმასვლის გზა. ვინაიდან „სოფელი“ ჰორიზონტალურად ვითარდება და მორწმუნენი ვალდებულებებისა და ამა სოფლის საცდურების წინაშე ცდილობენ თავი შეინარჩუნონ საეკლესიო წესწყობილებების ფარგლებში, მონაზვნობა კი მიემართება სრულიად განსხვავებული მიმართულებით, ვერტიკალურად ზემოთ, იგი გვერდს უვლის კონვენციურს და ითხოვს ყველაზე მაღალს. მოქმედებს აღმაფრენის თუ ამა სოფლიდან გამოსვლის, ცათა სასუფევლის მოპოვების მიზნით, რაც გახლავთ ეკლესიის მიზანიც.

Agios Savvas o dia Xriston Salos 18

სულიერი კიბის თავში „ქრისტესთვის სალოსნი (სულელნი)“ იმყოფებიან. მოციქული პავლე თავის თავსა და სხვა მოციქულებს ქრისტესთვის სალოსთ უწოდებს, რომლებიც ქრისტეს სიყვარულისთვის გიჟად ხატავენ თავიანთ თავს და ამ გზით ამა სოფლის ამაოებას დასცინიან. ქრისტე ამბობს, დიდების სიყვარული ღმრთის რწმენის დამაბრკოლებელია. მხოლოდ ამპარტავნების მოცილების შემთხვევაშია შესაძლებელი დაამარცხო ეს სოფელი და ქრისტეს შეუერთდე.

ქრისტიანი მონაზონთა ცხოვრებაში ხედავს მისაბაძ მაგალითს, სადაც ამ უკანასკნელთ სერიოზულად მიიღეს ქრისტიანული რწმენა და იკისრეს ვალდებულება რომელსაც ქრისტე აკისრებს ყველა ქრისტიანს. ყველას სხვადასხვა ტალანტი ჰქონდა და შეძლებისამებრ შეეცადა ასულიყო თავის სულიერ ხარისხში. ყველამ იშრომა შეძლებისდაგვარად. მათი მოქმედება არ არის ყოველთვის გასამეორებელი საეროთათვის, მაგრამ არის მიმართულების მიმცემი სრულყოფილების მხრივ. არის ყველასათვის საერთო და ბოლოვდება ღმერთთან სისრულეში.

მთაწმიდის მონაზვნობა თავისი ასკეზითა და ლოცვით ინახავს ღია ჰორიზონტებს ადამიანის სრულყოფილებისა და მისი ჭეშმარიტი აღიარებისა. ათონის მოქალაქეობა, როგორც სრული მოდელი ქრისტიანული საზოგადოებისა, ამდიდრებს მორწმუნეთა ცხოვრებას და აძლიერებს მათ სულიერ ბრძოლებს. მის არსებობას აქვს არსებითი მნიშვნელობა არა მარტო ეკლესიისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. თანამედროვე პოსტმოდერნულ საზოგადოებას, რომელიც განიცდის რღვევასა და დაბნეულობას, შეუძლია წმიდა მთაზე პოვოს სული და ძალა რომლებიც მიუძღვიან ერთობისაკენ და ადამიანის ცხოვრების აზრის შეძენისაკენ.

გეორგიოს ი. მანძარიდისი
თესალონიკის უნივერსიტეტის
თეოლოგიური სკოლის პროფესორი

]]>
https://www.pemptousia.ge/2014/12/24/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-4/feed/ 3666
მონაზვნური ცხოვრება – გზა სრულყოფისაკენ https://www.pemptousia.ge/2014/12/16/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-3/ https://www.pemptousia.ge/2014/12/16/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-3/#comments Tue, 16 Dec 2014 08:03:20 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47556 ის, რომ მონაზვნებს ეკლესიაში ცხოვრების განსაკუთრებული წესი აქვთ, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს რაღაც ახალი ზნეობაა; ეკლესია არ განიხილავს ცალ-ცალკე ზნეობას ერისკაცთა და ზნეობას მონაზონთათვის, თითქოს ერთს მეტი ვალდებულება ჰქონდეს ღმრთის წინაშე, ვიდრე – მეორეს. და საერთოდ, ქრისტიანი ჭეშმარიტად მაშინ არის მართალი, როცა მისი ცხოვრება ქრისტეს მცნებებთან თანხმობაშია, თუმცა ასეთი ცხოვრება ერში რთულზე რთულია.

pateres exo apo to Katholiko tis IMM Vatopaidiou (peri to 1905)

ის, რაც ასე ძნელია ერში, განსაკუთრებული შრომის შედეგად ხელმისაწვდომია მონაზვნურ ცხოვრებაში. მონაზვნური ცხოვრების პრინციპები სარწმუნოებაში იგივეა, რაც ყოველი მორწმუნის პრინციპები. ქრისტიანულ-ეკლესიური ცხოვრების გარიჟრაჟზევე, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა მონაზვნური სქემა, ეკლესიის გამოცდილებით მალევე გახდა ცხადი, რამდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა ქრისტესთვის ქალწულებრივ ცხოვრებას, ოჯახურ ცხოვრებასთან შედარებით.

ეს პოზიცია, რასაკვირველია, არ ეწინააღმდეგება ქორწინებას, რითაც შეიცნობა ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი ”საიდუმლო”, მაგრამ აშკარად მიუთითებს იმ უზარმაზარ სიძნელეებზე, რომელსაც აწყდება ყოველი მორწმუნე საერო ცხოვრებაში. ამიტომ, ბევრი ქრისტიანი ერიდებოდა და დღემდე ერიდება ქორწინებას, როგორც ხელშეკრულებას.

ქრისტემ სარწმუნოების საფუძველშივე ჩადო თავის უარყოფა და თვითშეწირვა: ”რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე” (მარ. 8,34). მაცხოვარი მოითხოვს ადამიანისგან სრულად, უპირობოდ თავის მიძღვნას: ”რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ან ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს” (მათ. 10,37).

დასასრულ, თავის მიცემა თავდავიწყებული და განუწყვეტელი ლოცვისადმი, მორჩილება ეკლესიის მწყემსთა, სიყვარული და დაქვემდებარება მოყვასთა მიმართ, როგორც ძირითადი სათნოებანი მონაზვნობისა, თავიდანვე კულტივირდებოდა ეკლესიის წიაღში.

მართალია, მონაზვნები და ქორწინებაში მყოფნი განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგრამ ეს არ ცვლის საყოველთაო პასუხისმგებლობას ღმრთისა და მისი მცნებების მიმართ: ”არამედ, კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს ღმრთისგან, რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ” (I კორ. 7,7). თითოეული სახე ცხოვრებისა – ოჯახური, ან მონაზვნური – შესაბამისად ექვემდებარება ღმრთის აბსოლუტურ ნებას და ორივე შემთხვევაში გარდაუვალია ასკეზა და საბრძოლო დგომა.

აქ, უპრიანია წმ. იოანე ოქროპირის სწავლება: ”თავს იტყუებ და ცდები, თუ გგონია, რომ სხვა მოეთხოვება ერისკაცს და სხვა მონაზონს, რადგან ხედავ, რომ მათგან ასხვავებს საქორწინო ხელშეკრულება. სინამდვილეში, ორივეს თანაბარი პასუხისმგებლობა აკისრიათ ღმრთის წინაშე, რადგან ორივე მოწოდებულია თანაბრად და თანაბარი საღმრთო გზა აქვთ დასაძლევი. რატომღაც, მსოფლიო განისწავლა ისე, თითქოს მხოლოდ მონაზონს ევალება იცხოვროს სიმართლით, ხოლო დანარჩენთ შეუძლიათ იცხოვრონ უდებება-მცონარებაში”. ეყრდნობა რა, კონკრეტულ სახარებისეულ ციტატებს: ”რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა” (მათ. 5,22) და ”ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა~ (მათ. 5,28), იქვე დასძენს: რომ ”როცა მაცხოვარი გვამცნობს თავის მცნებებს, ადამიანებს არ ყოფს კატეგორიებად და ეს მცნებები თანაბრად ეხებათ ქორწინებაში მყოფთაც და უქორწინებლებსაც.”

pavlos_chrysost

შესაძლებელია, რომ ეკლესია დახასიათდეს, როგორც საზოგადოება მდგმურთა და წუთისოფლის სტუმართა. ”რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ” (ებრ. 13,14).

როგორც ეგვიპტელთა მონობისაგან გათავისუფლებული ისრაელი მიემართებოდა აღთქმული მიწისკენ, განსაცდელითა და ხიფათით სავსე გზით, ისე ცოდვის მონობისგან გათავისუფლებულ ქრისტიანებს წინ უდევთ განსაცდელითა და ხიფათით სავსე გზა სასუფევლისკენ. და, ამ შემთხვევაში ეს ”გამოსვლა” არა გეოგრაფიული, არამედ საშუალებითია. თუ ღმრთისგან განდგომა და მიბრუნება მიწიერი ცხოვრებისკენ, არ გულისხმობს გეოგრაფიული ადგილმდებარეობისკენ სვლას, მაშინ, იგივე ხდება მიწიერი ცხოვრებისგან თავის დაღწევისა და ღმრთისკენ შებრუნებისასაც.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამოცდილებამ ცხადყო, რომ საზოგადოებისგან ფიზიკური სიშორე, საგრძნობლად აადვილებს მასთან სულიერ სიშორეს. როგორც ბასილი დიდი შენიშნავს: ”ცხოვრება ადამიანთა შორის, რომლებიც გულგრილებით ეკიდებიან საღმრთო მცნებათა ზუსტ დაცვას, მორწმუნეთათვის საზიანოა. როცა ადამიანი ცხოვრობს უწესო კაცთა შორის, არა მხოლოდ ვერ განიცდის პირად ცოდვებს, არამედ წარმოიდგენს, რომ გამოასწორა, მიაღწია კიდეც რამეს; რადგან ადარებს, პარალელს ავლებს თავის-თავსა და სხვებს შორის. მოგვიანებით კი, ამსოფლიური შფოთი და ზრუნვა აღმოფხვრიან კიდეც მასში ღმრთის ხსოვნასაც”.

ეს ყოველივე, არ ნიშნავს, რომ საზოგადოებისგან განრიდება ადამიანის ცხონების გარანტიაა, მაგრამ ნამდვილად წარმოადგენს ერთგვარ დადებით და დამხმარე საშუალებას. როცა ადამიანი მთელი არსებით მიეჯაჭვება ღმერთსა და მის ნებას, არაფერს ძალუძს შეეწინააღმდეგოს მის ცხონებას. ქრისტიანულ მარტომყოფობას თავიდანვე შეერწყა სიმშვიდე. აქ, იგულისხმება სიმშვიდე, როგორც შინაგანი მდგომარეობა. გარეგანი სიმშვიდე და მყუდროება საშუალებაა, რომ მიღწეულ იქნეს შინაგანი სიმშვიდე, რომელიც სრულიადაც არ გულისხმობს უძრაობასა და უმოქმედობას. გარეგან მყუდროებაში დავანებულ მონაზონს ექმნება პირობები, რათა შეიცნოს საკუთარი თავი, სძლიოს ვნებებს, განიწმინდოს გული და მიუახლოვდეს ღმერთს.

წმ. გრიგოლ პალამას მამა – კონსტანტინე – ცხოვრობდა რა ”ისიქასტური” მოსაგრეობით, იმავდროულად წარმოადგენდა ბიზანტიის საიმპერიო კარის საბჭოს წევრს კონსტანტინოპოლში. თუ, ერთის მხრივ მას, პროფესიულად ევალებოდა, რომ გულდასმით ედევნებინა თვალი იმპერიაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისათვის, მეორეს მხრივ, როგორც მორწმუნე და ”ისიქასტი”, სრულიად ეკუთვნოდა უფალს. ამიტომ წმ. გრიგოლ პალამა წერს, რომ ცხონება შესაძლებელია ყოველგან და ყველასათვის. ხოლო წმ. ნიკოლოზ კავასილა ამბობს: ”აუცილებლობას არ წარმოადგენს გარემოსა და საქმიანობის შეცვლა, უდაბნოში გასვლა, მიუჩვეველი საკვების ჭამა, ჯანმრთელობის განადგურება, რათა თავი მიუძღვნა უფალს”.

საზოგადოებიდან გასვლა და უდაბნოში განდეგილად ცხოვრება დაიწყო ქრისტეს შობიდან მესამე საუკუნეში. პალესტინის უდაბნოში მორწმუნეთა მასობრივი გასვლა და განმარტოება დაემთხვა, რომაელთა მიერ ქრისტიანთა სასტიკი დევნის პერიოდს.

მონაზვნების განსაკუთრებული მატება შეინიშნება კონსტანტინე დიდის ეპოქაში; ეკლესიაში მანამდე მისთვის უცხო, სიმდიდრე-ფუფუნების მოძალებას ვერ ეგუებოდა უბრალო მორწმუნე საზოგადოება, რომელიც ძველებურად ელტვოდა ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების სადა და ასკეტურ ტრადიციას. ამ უკმაყოფილებამ ბიძგი მისცა დიდ მონაზვნურ მოძრაობას. მონაზვნური საზოგადოებები თითქმის ერთდროულად ჩნდება ხმელთაშუა ზღვის აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვადასხვა ადგილებში: ეგვიპტეში, პალესტინაში, სინაის ნახევარკუნძულზე, სირიაში, კვიპროსზე და მოკლე ხანში მცირე აზიასა და ევროპაშიც. ასე მოაღწია მართლმადიდებლურმა მონაზვნობამ ათონის წმიდა მთამდე.

ათონური მონაზვნობის ხასიათში ჭარბად შეინიშნება აღმოსავლური ასკეტურ-მონაზვნური სულის განახლებულ-განვითარებული სახე. დღეს, ეს წმიდა ადგილი ჩვენს წინაშე წარმოდგება მონაზვნური ცხოვრების იმ განდეგილური, საზოგადო თუ საყოველთაო ტიპიკონთა მრავალფეროვნებით, რომელიც შექმნა ქრისტიანულმა მონაზვნობამ თავისი ხანგრძლივი და მძიმე ისტორიის მანძილზე.

მონაზვნური ცხოვრების გამოცდილი და უსაფრთხო ფორმა არის კინოვია (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძვნება). ამ წესით ხელმძღვანელობს ათონის წმიდა მთის ოცივე მონასტერი. კინოვიურ მცხოვრებთა მონასტრებში ყოველივე საერთოა: ჭერი, ტრაპეზი, სამუშაო, ლოცვა, საზრუნავი, სიძნელეები, ბრძოლები და გამარჯვებები. მონაზვნების წინამძღოლი და სულიერი მამა არის იღუმენი. კინოვიური მონასტერი წარმოადგენს იდეალურ ქრისტიანულ საზოგადოებას, სადაც არ არის დავა ”ჩემიასა” და ”შენიას” გამო, არამედ ყველაფერი ემსახურება საერთო მიზანსა და ძმურ სიყვარულს. აქ გამორჩეულად წინ დგას იღუმენისა და საძმოს მიმართ მორჩილება, ძმების ურთიერთსიყვარული, ურთიერთთანადგომა და სტუმართმოყვარეობა.

მიუხედავად იმისა, რომ ოცივე მონასტერი კინოვიურია, ყოველი მათგანი მონასტრის გალავნის გარეთ, მისსავე კუთვნილ მიწებზე, ფლობს მრავალ ნაგებობას, სადაც საძმოს წევრები ცხოვრობენ სხვადასხვა სახის კერძო ტიპიკონებით: კათისმა (καθισμα-დასაჯდომელი), კელია(κελλι), კალივი (καλυβι- თავშესაფარი ქოხივით), სკიტი (σκητη), ისიქასტირიო (ισιχαστηριოν- დასაყუდებელი).

კათისმები უშუალო კავშირში არიან მონასტრებთან, სადაც საძმოს წევრები პერიოდულად განმარტოვდებიან ხოლმე და ეწევიან ისიქასტურ პრაქტიკას.

კელიებსა და კალივებში მოსაგრეობენ მცირე მონაზვნური ჯგუფები, ეწევიან ისიქასტურ ცხოვრებას, სრულყოფენ მორჩილებას მოძღვრის (გამოცდილი სულიერი წინამძღოლის, გერონდა-ბერის) მიმართ, ხოლო თავს ირჩენენ მიწათმოქმედებითა და ხელსაქმით.

მთაწმიდაზე თორმეტი სკიტია. მართალია, ისინი იურიდიულად მონასტრებს ეკუთვნიან, მაგრამ შეიძლება ითქვს, რომ პატივით უძველესი მონასტრების სწორნი არინ. ისინი ფლობენ კირიაკონს (სკიტის მთავარ, საკვირაო ტაძარს), ჰყავთ თვითმმართველობა, რომლის სათავეშიც დგას მსაჯული (ე.წ.დიკეოსი). მსაჯული, სკიტის, კალივებისა და კელიების სახელით უფლებამოსილია მოლაპარაკებები აწარმოოს მონასტრის ადმინისტრაციასთან. სკიტებში სუფევს ისიქასტური ცხოვრება, კოლექტიური სულისკვეთებით. მათგანვე არჩეული მსაჯულის გარდა, სტუმრიანობა ამ სავანეებში იშვიათობაა.

ათონის წმიდა მთაზე ოდითგანვე მოღვაწეობდნენ (და დღემდე იღვწიან) მეუდაბნოენი. ამ წმიდა მთაზე მათ დაანთეს პირველი მონაზვნური ცხოვრების კერები, რომელთა გარშემოც თავს იყრიდნენ პირველი მარტომყოფლების საზოგადოებები. მოგვიანებით ამ კერების საფუძვლებზე დაფუძნდნენ დღევანდელი მონასტრები და სკიტები. შედეგად საყოველთაო და კინოვიური მონასტრები და სკიტები გახდა სამოღვაწეო ადგილები, სადაც მომზადებას გადიან მომავალი მეუდაბნოენი. მთაწმიდაზე მოქმედებს ადგილობრივი სინოდური 410-ე კანონი, რომელიც მეუდაბნოური ცხოვრების მოშურნეებს ავალდებულებს, მინიმუმ სამი წლის განმავლობაში იცხოვრონ მონასტრებში ან კელია-კალივებში, მოძღვართა მორჩილების ქვეშ.

papa Tyhon 01

ბევრი თვლის, რომ უქორწინებლობა მონაზვნური ცხოვრების საფუძველია. სინამდვილეში, უქორწინებლობა საშუალებაა, რითაც ყალიბდება მონაზვნობა.

გეორგიოს ი. მანძარიდისი
თესალონიკის უნივერსიტეტის
თეოლოგიური სკოლის პროფესორი

]]> https://www.pemptousia.ge/2014/12/16/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-3/feed/ 6139 ტკბილი მოგონებანი წმიდა გერასიმე პალადას დღესასწაულიდან https://www.pemptousia.ge/2014/05/28/%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90/ https://www.pemptousia.ge/2014/05/28/%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90/#comments Wed, 28 May 2014 07:55:42 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47076 ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში მთელი ბიზანტიური სიდიადით განხორციელდა ალექსანდრიის პატრიარქის წმიდა გერასიმე პალადას (1630-1714 წწ.) ხსენების საზეიმო დღესასწაული. ღონისძიებას უძღვებოდა პაპი და პატრიარქი წმიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა თეოდორე მეორე, მისი ყოვლადუწმიდესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს, ათონის წმიდა მთის სულიერი მოძღვარსა და მეთაურს, წარმოადგენდა მილეტის მიტროპოლიტი აპოსტოლოსი, იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენელი გახლდათ პელის ეპისკოპოსი ფილუმენი, კვიპროსის ეკლესიას წარმოადგენდა ლიდრას ეპისკოპოსი და მახერას მონასტრის წინამძღოლი ეპიფანე. ალექსანდრიის პატრიარქის გარემოცვაში იყვნენ კართაგენის მიტროპოლიტი ალექსი და ცენტრალური აფრიკის მიტროპოლიტი ნიკიფორე. დღესასწაულში მონაწილეობას იღებდა ასევე როდოსტოლის მეტად პატივსაცემი ეპისკოპოსი ქრისოსტომოს ლავრიოტისი.

Patriarxis Aleksandria Theodoros sto Agio Oros 06

ღონისძიებას ესწრებოდნენ ათონის წმიდა მთის წმიდა მონასტების შემდეგი იღუმენები: ხილანდარის წმიდა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მეთოდე, დიონისეს წმიდა მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი პეტრე, პანტოკრატორის წმიდა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გაბრიელი, სიმონოპეტრას წმიდა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ელისე, ქსენოფონტეს წმიდა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ალექსი, ზოგრაფის წმიდა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ამბროსი, ღირსი გრიგოლის წმიდა მონასტრის წინამძღარი არქიმანდრიტი ქრისტოფორე. ალექსანდრიის პატრიარქის გარემოცვაში ასევე იყვნენ ალექსანდრიის წმიდა საბა განწმენდილის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მელეტი და კვიპროსზე ალექსანდრიის პატრიარქის ეგზარქოსი ათინოდორე პაპაევრივიადისი.

ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტს დღესასწაულზე წარმოადგენდა ბერი ნიკოდიმოს წმიდაპავლელი. აღსანიშნავია, რომ თავიანთი წარმომადგენელი წმიდა მთის თითქმის ყველა მონასტერმა წარმოგზავნა. კარიესიდან მობრძანდნენ პროტატონის კარის ეკლესიის მსახურნი მამა იოაკიმ ვრახნიოტისი და მამა დავით კარეოტისი.

მსახურებას ხელმძღვანელობდა მღვდელმონაზონი ეგნატე რიღანასი და მამა პალადი, წმიდა პანტელეიმონის სახელობის სკიტის  კანონარხი.

მგალობელთა გუნდებს წინამძღოლობდნენ მამები დანიელი და სტეფანე დანიილეონის ძმობიდან, მამა დამასკინოს ახალსკიტელი, მღვდელმონაზონი ანტიპა კარეოტისი, მამა იოსები ვიღლადან, მამა სპირიდონ მცირეწმიდაანელი და გიორგი კონსტანტინუ.

დაე,  წმიდა გერასიმე პალადას მფარველობა და უფლის წყალობა არ მოგვკლებოდეს მრავალი წლის განმავლობაში ყველა ჩვენთაგანს.

]]>
https://www.pemptousia.ge/2014/05/28/%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90/feed/ 2587
ალექსანდრიის პატრიარქის ვიზიტი ათონის წმიდა მთაზე https://www.pemptousia.ge/2014/05/18/%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1/ https://www.pemptousia.ge/2014/05/18/%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1/#comments Sun, 18 May 2014 07:29:09 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47056 უნეტარეს თეოდორე პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა ახორციელებს ათონის წმიდა მთაზე ვიზიტს. ათონური ტიპიკონის თანახმად თბილი დახვედრა მოუწყვეს წმიდა კინოტის წევრებმა და მონასტრების წარმომადგენლებმა. დახვედრა შედგა დედაქალაქ კარიესში, დოქსოლოგია განხორციელდა პროტატონის ტაძარში, სადაც მის უნეტარესობას მისასალმებელი სიტყვით  მიმართა პროტოსმა.

Patriarxis Aleksandria Theodoros sto Agio Oros 01

სამადლობელ სიტყვაში უნეტარესმა თეოდორემ ისაუბრა იმ სულიერ კავშირებზე, რომელიც აქვს ათონის წმიდა მთას და გამოხატა ის დიდი სიხარული, რომ მან განახორციელა ეს ვიზიტი, რომელიც ვერ შეძლო განეხორციელებინა მისმა წინამორბედმა ტრაგიკულად გარდაცვლილმა პატრიარქმა პეტრემ.

Patriarxis Aleksandria Theodoros sto Agio Oros 02

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა მისმა მაღალუსამღვდელოესობამ მილიტოს მიტროპოლიტმა აპოსტოლოსმა გადასცა ყოვლადუწმიდესი ბართოლომეოსის გულითადი მოკითხვა და ხაზი გააუსვა ათონის წმიდა მთის მსოფლიო საპატრიარქოს კუთვნილებას. უნეტარესი თეოდორე ნაშუადღევს გაემგზავრება ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში, სადაც მიიღებს მონაწილეობას წმიდა გერასიმე პალადას ხსენების საზეიმო მსახურებაში.

Patriarxis Aleksandria Theodoros sto Agio Oros 03

Patriarxis Aleksandria Theodoros sto Agio Oros 04

Patriarxis Aleksandria Theodoros sto Agio Oros 05

 

 

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2014/05/18/%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1/feed/ 3415