Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
ღმრთისმშობელი – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 წმიდა საბა ვიმატარი – მესაკურთხევლე https://www.pemptousia.ge/2018/05/25/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90/ https://www.pemptousia.ge/2018/05/25/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90/#comments Fri, 25 May 2018 02:29:38 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51602 წმინდა საბა ვატოპედის მონასტერში მოღვაწეობდა. ის ბერდიაკვანი გახლდათ და მისი მორჩილება საკურთხეველში მსახურება იყო. მეათე საუკუნეში, მონასტერზე არაბთა თავდასხმის დროს, მან მოახერხა ვიტამარისას იგივე საკურთხევლისას* ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის, კონსტანტინე დიდის ჯვრისა და მათ წინ ანთებული კელაპტრის წმიდა საკურთხევლის ჭაში გადაემალვა. არაბებმა წმიდა საბა დაატყვევეს და მონად წაიყვანეს კრეტაზე.

*[το βήμα (vima) ბერძნულ ენაში საკურთხეველს ნიშნავს, შესაბამისად სიტყვა „ვიმატარისა“ (Βηματάρισσα) ნიშნავს საკურთხევლისას]

სამოცდაათი წლის შემდეგ, ძალზედ მოხუცებული საბა მონობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის კვლავ ვატოპედის სავანეში დაბრუნდა. მონასტრის იმდროინდელ წინამძღვარ ნიკოლოზს მან ჭაში გადამალული სიწმინდეების შესახებ აუწყა და როდესაც ჭა გახსნეს, ნახეს წყალზე სასწაულებრივად მდგომარე ხატი და ჯვარი, რომელთა წინაშე ჩაუქრობელი  კელაპტარი ენთო.

სხვა გადმოცემით, არაბთა შემოსევის შემდეგ გაუკაცრიელებული ვატოპედის სავანე ადრიანუპოლიდან ჩასულმა ათანასემ, ნიკოლაოსმა და ანტონმა საკუთარი სახსრებით აღადგინეს. ისინი ბერად აღიკვეცნენ  და ღმრთივსათნო ცხოვრების შემდეგ იქვე მიიცვალნენ.

ეს მოხდა იმპერატორ ნიკიფორე ფოკას ზეობისას, რომელმაც გაათავისუფლა კრეტა ბარბაროსებისგან და ტყვეებიც გაათავისუფლა, რომელთა შორისაც იყო ვატოპედის მესაკურთხევლე საბა, რომელიც მონასტერში დაბრუნდა და იქ მოღვაწე საძმოს, რომელმაც არაფერი იცოდა გადამალული სიწმინდეების შესახებ (პატიოსანი ჯვრისა და დედა ღმრთისმშობლის წმიდა ხატის შესახებ, რომელსაც ქტიტორის ხატსაც უწოდებდნენ), მათი ადგილსამყოფელი ამცნო.

„ეს გადმოცემაც ჭაში წყალზე სასწაულებრივად მდგომარე სიწმინდეებისა და მათ წინ ანთებული კელაპტრის შესახებ გვიამბობს, რომელიც დიდი ხნის გასლის მიუხედავად კვლავ სასწაულებრივად ენთო. ამ სასწაულის მნახველ მონასტრის ბერებს ყველას ერთხმად აღმოხდა თურმე სიტყვები: „უფალო შეგვიწყალენ“. ჭიდან ამობრძანებულ სიწმინდეებს პატივით მიუჩინეს ადგილი. მას შემდეგ, ამ სასწაულის აღსანიშნავად ყოველ ორშაბათს, საღამოს ლოცვის შემდეგ სრულდება ღმრთისმშობლის პარაკლისი, ხოლო სამშაბათს კათოლიკონში – სავანის მთავარ, საკრებულო ტაძარში აღევლინება წირვა კოლიოს თანხლებით, რომლის შემდეგ ტრაპეზის დროს სრულდება ღმრთისმშობლის ასამაღლებლის მსახურება [რედაქციის შენიშვნა: ამ მსახურებას ბერძნულ ენაზე „იფსომა“ ეწოდება. ეს ტრადიცია მხოლოდ ათონის მთაზეა დამკვიდრებული]. ამ სასწაულის აღნიშვნის ცხრა საუკუნოვანი უწყვეტი ტრადიცია მოწმობს და ადასტურებს მის ჭეშმარიტებას.

Agios Savvas Vimataris 02

ჭაში ნაპოვნი ანთებული კელაპტარი დღემდე ჩაუქრობლად ანთია ღმრთისმშობლის ხატის წინ, მარჯვენა მხარეს. მას მონატრის ბერები თაფლის ცვილს ამატებენ, რათა მომავალ თაობებს შემოუნახონ ეს სიწმინდე. ეჭვ გარეშეა, რომ ეს ტრადიცია მანამ გაგრძელდება, სანამ მონასტერი იარსებებს.

მონასტერში დაბრუნების შემდეგ წმიდა საბას დიდი ხანი არ უცოცხლია. ბერდიაკვნობის დროს ის თავის ძველ მორჩილებას ასრულებდა. მისი სიცოცხლის ბოლო დღეები კი  განსაკუთრებული სასწაულებით ყოფილა აღსავსე.

ღმრთისმშობლის ხატი „ვიმატარისა“ („საკურთხევლისა“, “ქტიტორისა”) კათოლიკონში თვალსაჩინო ადგილზე, საკურთხეველში მაღალ კათედრაზეა დაბრძანებული, ჯვარი კი, ჩვეულებრივ წმიდა ტრაპეზის უკან. ეს ჯვარი წმიდა მოციქულთასწორ კონსტანტინე დიდს გაუკეთებინებია იმ ჯვრის ხატად, რომელიც ზეცაში უხილავს და მას შემდეგ მას იმპერატორ კონსტანტინეს ჯვარი ეწოდება. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ქტიტორის ხატს კი „ვიმატარისა“ იგივე „საკურთხევლისა“ ეწოდა“.

გ.სმირნაკის თანახმად, მონასტერზე არაბთა თავდასხმა და ბერდიაკვან საბას დატყვევება 892 წელს მომხდარა. როგორც „იაკობის მონასტრის ჯერ კიდევ ცოცხალი მეტიპიკონე მოგვითხრობს, რომელიც დაახლოებით 100 წლის არის (დაიბადა 902 წელს), ის ჭა, რომელშიც ხატი დაუმალავთ, აღსავლის კარის მარჯვნივ კარადის ქვეშ მდებარეობს. ჭის ზემოდან ფილაა გადაკრული და ამოლესილია. მასზე კი კარადა დგას, რომელშიც  სხვადასხვა შესამოსელი ინახება“.

Tris Ktitores Kia Agios Savvas Vimataris 01

წმიდა საბა მესაკურთხევლე. თანამედროვე ოქრომკერდით ნაქარგი ტილოს დეტალი ქტიტორების – ნიკოლოზის, ათანასესა და ანტონის, ასევე საბა ვიმატარის გამოსახულებით, რომლებიც ჭიდან ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „საკურთხევლისას“ ხატს ამოაბრძანებენ.

სასწაულთმოქმედი ღმრთისმშობლის საკურთხევლისას ხატის 1856 წლის ასლზე, რომელიც წმინდა დიმიტრის ტაძრის სამლოცველოში ინახება, ქ. კორიცას მომავალი მიტროპოლიტის, ვატოპედელი დოროთე ეველპიდისის მიერ გაკეთებული წარწერაა: „წყალზე დაიდგა შენთვის ტახტი, დედოფალო, კელაპტარმანათობელი მბრწყინავი ნათლით გაბრწყინებულხარ, მაგრამ მწუხარე დღეებმა მოიცვა შენი მშვენიერი სამყოფელი – ვატოპედის მონასტერი. დროთა სვლამ დაუბრუნა შენს მონასტერს წარსული დიდება და შენ კვლავ დაიკავე შენი კუთვნილი ტახტი, საიდანაც მართავ მას მაკურთხეველი ყოველი ადამიანისა, ვინც მოილოცავს შენს ხატს, რომელიც გრიგორიოს არქითიტოსის შემოწირულობით დაიწერა, რომელსაც უხვად მიჰმადლებ შენს ულევ მადლს. იანვარი, 1850. შესრულებული მათეს ხელით.“

საკურთხევლისას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ორიგინალი ხატის ოქროს პერანგზე არის 1690 წლით დათარიღებული ეპიგრაფი: „ოქრომჭედელი ნიკოლოზი ნიკოლიტიდან, 1690“.

ღირს ბერდიაკვან საბა ვიმატარის და საკურთხევლისად წოდებული სასწაულთმოწმედი ხატის შესახებ ბევრი, ერთანეთისგან მცირედით განსხვავებული გადმოცემა არსებობს. ღირსი საბა ვატოპედის წმინდანთა დასს მიეკუთვნება და ვიმატარისას ხატის პარაკლისის დროს მუდმივად მოიხსენიება. ხატის ხსენება არის ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, ვატოპედის სვინაქსარი, ვატოპედის სავანის გამომცემლობა, ათონის წმიდა მთა, 2007.

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/05/25/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90/feed/ 2300
ღამისთევის მსახურება ბერ ეფრემ ვატოპედელთან ერთად ნეა იონიას ეპარქიაში, ატიკი https://www.pemptousia.ge/2017/11/06/%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0/ https://www.pemptousia.ge/2017/11/06/%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0/#comments Mon, 06 Nov 2017 07:09:08 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51113 დიდი სიხარულით, სიყვარულით და საერო მთავრობის ხელმძღვანელთა მონაწილეობით განხორციელდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყელის გადაბრძანება ათონის წმიდა მთის ვატოპედის სავანიდან. სიწმინდე დაბრძანებულ იქნება ნეა იონიის, ლარისის და ეტოლოაკარნანიას ეპარქიებში.

3 სექტემბერს შედგა პატიოსანი სარტყელის დახვედრა ნეა იონიის მიტროპოლიაში მაღალყოვლადუსამღვდელოეს გაბრიელის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ სასულიერო დასისა და საერო ხელისუფლების წარმომადგენლები, მორწმუნე მრევლი. პატიოსან კიოტს მოაცილებდა ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი. დახვედრის ცერემონიის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დღეს 6 ოქტომბერს 20.30 საათზე წმიდა უვერცხლო მკურნალთა ტაძარში შედგება ღამისთევის მსახურება ბერი ეფრემის ხელმძღვანელობით, შემდგომი სამომლოცველო მარშრუტის გასაგრძელებლად.

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/11/06/%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0/feed/ 2629
კარიბჭის და საკურთხევლისას ღმრთისმშობელი https://www.pemptousia.ge/2017/04/18/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%91%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98-4/ https://www.pemptousia.ge/2017/04/18/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%91%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98-4/#comments Tue, 18 Apr 2017 09:12:03 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50531 ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს დიდი ზეიმით და ლიტანიობით აღინიშნება ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის “კარიბჭის” – “პორტაიტისას” ხსენების დღე ივერონის წმიდა მონასტერში.

Panagia Portaitissa 92

ასევე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს დიდი ზეიმითა და ლიტანიობით დღესასწაულობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი “საკურთხევლისა” – “ვიმატარისა” ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში.

Panagia Vimatarissa, Holy and Great Monastery of Vatopaidiou, Holy Mount Athos

ღმრთისმშობელო ქალწულო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩვენ! ამინ!

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/04/18/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%91%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98-4/feed/ 2502
ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა https://www.pemptousia.ge/2017/04/07/%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a6%e1%83%9b-4/ https://www.pemptousia.ge/2017/04/07/%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a6%e1%83%9b-4/#comments Fri, 07 Apr 2017 02:18:36 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50438 ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ამინ!

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ბაღად წოდებულ მთაწმიდაზე დღევანდელი დღე დიდი სიხარულით აღინიშნება, განსაკუთრებით ხარობენ და ზეიმობენ წმიდა და დიდ ლავრაში, ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში და ფილოთეოსის წმიდა მონასტერში, რადგან ეს მონასტრები ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობისაა.

წმიდა და დიდი ლავრა

წმიდა და დიდი ლავრა

I.M.Vatopediou 110

ვატოპედის წმიდა და დიდი სავანე

ფილოთეოსის წმიდა მონასტერი

ფილოთეოსის წმიდა მონასტერი

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეეწიე, დაიცავი და გააძლიერე სრულიად საქრისტიანო. ამინ!

]]> https://www.pemptousia.ge/2017/04/07/%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a6%e1%83%9b-4/feed/ 1980 მართლმადიდებელთა პატივისცემა ღმრთისმშობლის მიმართ https://www.pemptousia.ge/2017/03/08/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95-2/ https://www.pemptousia.ge/2017/03/08/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95-2/#comments Wed, 08 Mar 2017 08:15:14 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50198 მართლმადიდებელთა პატივისცემა ღმრთისმშობლის მიმართ

(წმ. იოანე მაქსიმოვიჩი)

მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება ღმრთისმშობელზე მოიცავს იმას, რაც ჩვენთვის წმიდა გადმოცემისა და საღმრთო წერილის მეშვეობითაა შემონახული. ეკლესია ყოველდღიურად ადიდებს ღმრთისმშობელს თავის ტაძრებში, მისგან დახმარებასა და მფარველობას ითხოვს. წმიდა მამებმა და ჰიმნოგრაფებმა მას შემდეგ, რაც შეიცნეს, რომ წმიდა ქალწულს სიხარულს ანიჭებენ მხოლოდ იმ საგალობლებით, რომლებიც მის ჭეშმარიტ სიდიადეს შეესატყვისება,  გულმხურვალედ ევედრებიან მას და მის ძეს, რათა ასწავლონ, თუ როგორ უგალობონ მათ. „გარს შემოერტყი ჩემს გონებას, ჩემო მხსნელო. რათა გავბედო და ბჭეს ცხოვრებისას, შენს ყოვლადწმიდა  დედას, ვუგალობო“. „ეკლესია ასწავლის, რომ ქრისტე ჭეშმარიტად იშვა მარადის ქალწულ მარიამის მიერ. ჩვენთვის აუცილებელია იმის შეცნობა, რომ ღმრთისმშობელი ნამდვილად უფლის მშობელია,  რათა უნებლიეთ არ ჩავვარდეთ ღმრთის გმობაში. ისინი, ვინც არ აღიარებენ, რომ წმიდა ქალწული ჭეშმარიტად ღმრთისმშობელია, არა მორწმუნედ, არამედ ფარისევლებისა და სადუკეველების მოწაფედ ჩაითვლება“.

Panagia Glykofiloussa (antigrafo) Moni Filotheou, Agion Oros

წმიდა გადმოცემით ვიცით, რომ ღმრთისმშობელი ასაკოვან იოაკიმესა და ანას ქალიშვილი იყო. იოაკიმე წარმოშობით დავითის სამეფო შთამომავლობიდან ყოფილა, ხოლო ანა კი – ღმრთისმსახურთა ოჯახიდან.  მიუხედავად  ესოდენ კეთილშობილური წარმომავლობისა, ისინი ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. თუმცა, ამ სათნო ადამიანებს ეს სულაც არ აწუხებდა. ისინი მხოლოდ  იმის გამო წუხდნენ, რომ შვილი არ ჰყავდათ და არ შეეძლოთ იმის იმედი ჰქონოდათ, რომ მათი შთამომავლები მესიას იხილავდნენ. და აი, ერთხელ, უშვილობის გამო ებრაელების მიერ აბუჩად აგდებულნი და სულიერი ტკივილით აღვსილნი,  ღმრთის მიმართ ლოცულობდნენ, იოაკიმე მთაში, სადაც მას შემდეგ განმარტოვდა, რაც მღვდელმთავარმა მას ტაძარში მსხვერპლის შეწირვის ნება არ დართო, ხოლო ანას კი თავის ბაღში, სადაც მისი უნაყოფობის გამო ტიროდა, გამოეცხადათ ანგელოზი და აუწყათ, რომ ასული დაებადებოდათ. უსაზღვროდ გახარებულებმა აღთქმა დადეს, რომ ქალიშვილს მთლიანად უფალს მიუძღვნიდნენ.

ცხრა თვის თავზე დაიბადა ასული, რომელსაც მარიამი უწოდეს და რომელიც თავისი ადრეული ბავშვობის ასაკიდან უდიდეს სათნოებას ამჟღავნებდა. როდესაც მას სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა აღთქმის თანახმად, პატარა მარიამი ზეიმით წაიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. მან აიარა მაღალი კიბეები და ღმრთის გამოცხადების თანახმად  წმიდათაწმიდასკენ გაემართა (სულიწმიდას გაჰყვა), მღვდელმთავრმა, რომელიც მას შეეგება,  ღმრთიური მადლი მიიღო, რამაც მასში დაივანა და მასთან ერთად კი – ტაძარში, რომელიც მანამდე მადლს მოკლებული იყო. ღამის გასათევად  ტაძარში ქალწულებისათვის განკუთვნილ ადგილას განთავსდა, ისე დიდხანს სწირავდა წმინდათაწმინდათაში ლოცვას, რომ შესაძლებელია ითქვას იქ ცხოვრობდა. იგი ყველანაირი სათნოებით იყო შემკული, განსაკუთრებულად უმწიკვლო ცხოვრებით გამოირჩეოდა. ყველას მიმართ მორჩილი და დამჯერებელი, არავის აწუხებდა, ერთი მკაცრი სიტყვაც კი არავისთვის უთქვამს, მეგობრული იყო ყველას მიმართ და არანაირ ბინძურ ფიქრს არ ნებდებოდა.

„მიუხედავად პატიოსანი და უმწიკვლო ცხოვრებისა, რომელიც განვლო ღმრთისმშობელმა, ცოდვამ და სიკვდილმა თავიანთი მყოფობა მასში მაინც განასახიერეს. არ შეიძლებოდა, რომ არ გამჟღავნებულიყვნენ. ეს არის ღმრთისმშობლის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის ზუსტი და სანდო სწავლება, პირველყოფილ ცოდვასა და სიკვდილთან დაკავშირებით.“

მისთვის უცხო იყო ცოდვით გამოწვეული ყოველგვარი დაცემა, „არ იყო უცხო ცოდვილთა ცდუნებები“. მხოლოდ ღმერთია უცოდველი, მაშინ როდესაც ადამიანს ყოველთვის შეუძლია  თავის თავში აღმოაჩინოს რაიმე ისეთი, რასაც გამოსწორება და სრულყოფა სჭირდება, რათა მან  უფლის მცნება აღასრულოს. „იყავით წმიდანნი, ვითარცა  მე უფალი,  ღმერთი თქვენი, წმიდა ვარ“. რაც უფრო წმიდა და სრულყოფილია ადამიანი, მით უფრო მეტად ზრუნავს თავის ნაკლოვანებაზე  და გამუდმებით თავის თავს უფრო და უფრო უღირსად მიიჩნევს.

ღმრთისმშობელმა ქალწულმა  შესწირა რა თავი მთლიანად ღმერთს და მიუხედავად იმისა, რომ იგი ცოდვის მიმართ ყოველნაირ ლტოლვას უკუაგდებდა, უფრო ძლიერად ვიდრე სხვებმა, შეიგრძნო ადამიანური ბუნების სისუსტე და ცეცხლოვანი სურვილით მხსნელისაგან წყალობას მოელოდა. შინაგანი თავმდაბლობის გამო თავს მაშინაც კი არ მიიჩნევდა ღირსად რომ მარადის ქალწულს დამორჩილებოდა, როდესაც მუცლად მხსნელს ატარებდა. წმიდა მარიამმა უფალს შეჰფიცა, რომ არასდროს დაქორწინდებოდა, რათა არაფერს მოეწყვიტა იგი ლოცვისა და ფხიზლად ყოფნისგან და რათა მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ მისთვის ეთქვა სამადლობელი. იგი დანიშნული იყო მხცოვან იოსებზე. როდესაც წმიდა ქალწულს ასაკი ტაძარში დარჩენის ნებას აღარ აძლევდა, იგი იოსების სახლში, ნაზარეთში გადავიდა საცხოვრებლად. აქ, ღმრთისმშობელს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც ქალწულს სიხარულით მის მიერ მაღალი ღმერთის ძის შობის შესახებ აუწყა: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის . . . სული წმინდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის“. მარიამმა ანგელოზის სასიხარულო უწყება თავმდაბლობითა და მორჩილებით  მიიღო. „მაშინ სული წმინდა, მისთვის ჩვეული ხერხით, ჩამობრძანდა, და როგორც თავად მას სურდა, მარიამზე გადმოვიდა და მასში დაივანა“. „როგორც ელვა ნეთელს ჰფენს ყოველივე დაფარულს, ისე ქრისტე წმენდს თავისი სამწყსოს ბუნებაში არსებულ ყოველივე დაფარულს. მან განწმინდა მარიამიც და ამის შემდეგ მოევლინა ქვეყანას, რათა ეჩვენებინა, ის, რომ იქ, სადაც არის ქრისტე, მთელი თავისი ძალით გაცხადებულია სიწმინდეც. გაწმინდა ღმრთისმშობელი, რომელიც სულიწმინდასთან ერთად იყო მომზადებული, და მაშინ, როდესაც მუცელი უმანკო შეიქმნა, იქ, იესომ დაივანა. განწმინდა ღმრთისმშობელი, როდესაც იგი სრულიად უბიწო იყო, იშვა რა მისგან იგი კვლავ ქალწულად დატოვა. არ ვამბობ, რომ წმიდა მარიამი უკვდავად იქცა, არამედ – იმას, რომ ღმრთიური მადლით გაბრწყინებულს, არ აწუხებდა ცოდვის გამომწვევი სურვილები“.  „მასში დაივანა ნათელმა, განწმინდა მისი გონება, მისი ფიქრები უმანკო გახადა, მისი ღელვა – წმიდა, კურთხეულ ყო მისი ქალწულობა“. „ის, ვინც ადამიანური ლოგიკის თანახმად  უმანკო იყო, მან (უზენაესმა) ღმრთიური მადლის მიხედვით  აქცია წმიდად“.

წმიდა მარიამს არავისთვის უთქვამს ანგელოზის გამოცხადებაზე, მაგრამ იოსებს თვით ანგელოზმა  გაუმხილა  სულიწმიდის მიერ მარიამის სასწაულებრივი მუცლადღების შესახებ, შემდეგ კი მწყემსებს ეუწყათ ანგელოზთა ზეციური მწყობრის სიმრავლის თანხლებით ქრისტეს შობაზე. მწყემსებმა, რომლებიც მივიდნენ, რათა თაყვანი ეცათ ახალშობილისთვის, გაამხილეს, თუ როგორ ესმათ მათ იესოზე. უწინ უსიტყვოდ ჰქონდა რა დათმენილი ვარაუდი, ქალწული მარიამი ახლაც მდუმარედ უსმენდა და გულში ინახავდა გამოთქმებს, რომელიც  მისი ვაჟის სიდიადეს შეეხებოდა. ორმოცი დღის შემდეგ წმიდა მარიამმა სიმეონ მიმრქმელის მიერ აღვლენილი სადიდებელი ლოცვა და წინასწარმეტყველება მოისმინა, რომელმაც მსგავსად ორლესული მახვილისა გამსჭვალა მისი სული. მოგვიანებით იხილა, თუ როგორ მიიწევდა წინ იესო სიბრძნეში. უსმენდა მას, თუ როგორ ასწავლიდა თორმეტი წლისა ტაძარში და ყოველივეს თავის გულში ინახავდა.

Panagia to Semeio, Rosia

მიუხედავად იმისა, რომ იყო მიმადლებული, ჯერ არ ჰქონდა მთლად გაცნობიერებული თუ რა იყო მხსნელის მისია  და მისი ვაჟის სიდიადე. ებრაული წარმოდგენები მესიაზე მისთვის ნაცნობი იყო და ბუნებრივი გრძნობები მას შვილის გამო ღელვას აიძულებდა, ცდილობდა აერიდებინა იმ საქმიანობებისგან და საფრთხეებისგან, რომელნიც შესაძლებელია  გადაჭარბებულნიც კი  ჩანდნენ.

ამრიგად, დასაწყისში უნებლიედ გრძნობდა, რომ მის ვაჟს რაღაც მფარველობდა, რომელიც მას სულიერის ხორციელზე აღმატებულებას განუცხადებდა. „სწუხდა რა საკვირველია საკუთარი დედის პატივზე, თუმცა უფრო მეტად – სულის ცხონებაზე და ადამიანთა ცხონებაზე, რომელთა გამოც იყო ხორცშესხმული“. ღმრთისმშობელი ხვდებოდა ყოველივე ამას, ღმრთის სიტყვას უსმენდა და მას იცავდა. თუმცა ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანს, ჰქონდა მსგავსი გრძნობები ქრისტეს მიმართ იგი მოთმინებით ზიდავდა დედობრივ ტკივილს, როდესაც ხედავდა, რომ სდევნიდნენ მის შვილს და მოზეიმე კი განიცდიდა აღდგომის დღეს, შესაბამისად იყო სულთმოფენობისას ამ მაღალთა შინა ძალის გარდამოსვლისას. სულიწმიდამ, რომელიც მასზე გარდამოვიდა მას ყოველივე შეასწავლა და  „ყოველგვარი სიმართლისკენ გაუძღვა“. ამრიგად განათლებულმა უფრო და უფრო მეტი ენთუსიაზმით დაიწყო ზრუნვა, რომ განეხორციელებინა ყოველივე, რაც კი  თავისი ვაჟისა და მხსნელისაგან ჰქონდა გაგონილი, რათა მასთან აღსვლა და სამუდამო ყოფნა შეძლებოდა.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიწიერი სიცოცხლის დასასრული მისი სიდიადის დასაწყისი აღმოჩნდა. „შემკული ღმრთიური მადლით“ დგას და კვლავაც იდგება, როგორც განკითხვის დღეს, ისე მერმე მასსა ჟამსა, თავისი ვაჟის ტახტის მარჯვენა მხარეს. მასთან ერთად იმეფებს და იქნება მის მიმართ გულწრფელი, როგორც ხორციელად  მისი  დედა და ერთი სულის მქონე, რომელმაც შეასრულა უფლის ნება და ასწავლა სხვებსაც.  მოწყალე და სიყვარულით სავსე, ამჟღავნებს თავის სიყვარულს შვილისა და უფლის მიმართ, ასევე – სიყვარულს ადამიანთა მოდგმის მიმართ. სწორედ ამიტომ ყველას შუამავლობას უწევს მწყალობელის წინაშე და ამქვეყნიური საქმეებით დაკავებული, ეხმარება ადამიანებს.

ქრისტიანთა მოდგმის ქომაგს განცდილი აქვს მიწიერი ცხოვრების ყველანაირი სიძნელე, სწორედ ამიტომაც ხედავს ის ყოველ ცრემლს, ესმის ყოველი ოხვრა და მის მიმართ წარმოთქმული ვედრება.  მასთან განსაკუთრებით ახლოს არიან ისინი, ვინც ვნებათა წინააღმდეგ ომში იღწვიან და მგზნებარედ ოცნებობენ ღმრთაებრივ სიცოცხლეზე. ასევე შეუცვლელი ქომაგია მიწიერ საზრუნავთა დროსაც. „ყოველთა მწუხარეთა სიხარულო, მეოხო ჩაგრულთაო და მშიერთა საკვებო,  უცხოთა სავედრებელო და ბრმათა საყრდენო, უძლურთა  მომნახველო,  ტანჯულთა, მფარველო და სასო, ობოლთა მეოხო, უფროსად კურთხეულო დედაო ქრისტეს ღმრთისა, მაცხოვრისა ჩუენისაო“. „ქრისტიანეთა იმედო, შემწე და ნავსაყუდელო“. „გვიშუამდგომლე დაუძინებელო ღმრთისმშობელო“, „ქვეყნიერების ძლევამოსილო მეოხო“. „ სამეფო სკიპტრით აღჭურვილი დღე და ღამე იყავ ჩვენი მეოხი მის წინაშე“.

არ არსებობს გონება ან სიტყვები, რომელთაც შესწევთ ღმრთისმშობლის სიდიადის გადმოცემა.  წმიდა ქალწული იშვა ცოდვილ ადამიანურ მოდგმაში, მაგრამ, იქცა „უპატიოსნესა ქერუბიმთასა და აღმტებით უზეშთაესსა სერაბიმთასა“.

წყარო: წმ. იოანე მაქსიმოვიჩი, „ღმრთისმშობლის პატივისცემა მართლმადიდებელ ეკლესიაში“ გამომცემლობა მირიობიბლოსი, გვ. 83-91

]]> https://www.pemptousia.ge/2017/03/08/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95-2/feed/ 3599 შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა https://www.pemptousia.ge/2016/09/21/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a3-3/ https://www.pemptousia.ge/2016/09/21/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a3-3/#comments Wed, 21 Sep 2016 04:41:57 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49648 მართლმადიდებელი ეკლესია 8/21 სექტემბერს აღნიშნავს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის და მარადის ქალწულ მარიამის შობას.

შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგჳბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დაჴსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.

იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ჴრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანა-მდებობისაგან ბრალთასა ჴსნილი ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა.

 Genesion Theotokou 49

Genesion Theotokou 75

ღმრთისმშობელო ქალწულო შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩუენ!

]]> https://www.pemptousia.ge/2016/09/21/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a3-3/feed/ 2093 დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას https://www.pemptousia.ge/2016/07/15/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1-3/ https://www.pemptousia.ge/2016/07/15/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1-3/#comments Fri, 15 Jul 2016 08:15:11 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49426 ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

ყოველთა მორწმუნეთა სამოსელო უხრწნელებისაო, ღმრთივმიმადლებულო უბიწოო, მოანიჭე სამღვდელო სამოსელი შენი, დაფარე სამოსელად კაცთა, ვინაცა დიდებასა მისსა ვდღესასწაულობთ სურვილით და გიგალობთ შენ წადიერად, უსძლოო: გიხაროდენ ქალეულო, ქრისტიანეთა სიქადულო.

Agia kvarti

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/07/15/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1-3/feed/ 2144
კარიბჭის და საკურთხევლისას ღმრთისმშობელი https://www.pemptousia.ge/2016/05/03/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%91%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98-3/ https://www.pemptousia.ge/2016/05/03/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%91%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98-3/#comments Tue, 03 May 2016 15:33:38 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49155 ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს დიდი ზეიმით და ლიტანიობით აღინიშნება ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის “კარიბჭის” – “პორტაიტისას” ხსენების დღე ივერონის წმიდა და დიდ მონასტერში.

Panagia Portaitissa 92

 

ასევე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს დიდი ზეიმითა და ლიტანიობით დღესასწაულობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი “საკურთხევლისა” – “ვიმატარისა” ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში.

Panagia Vimatarissa, Holy and Great Monastery of Vatopaidiou, Holy Mount Athos

ღმრთისმშობელო ქალწულო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩვენ! ამინ!

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/05/03/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%91%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98-3/feed/ 2368
შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა https://www.pemptousia.ge/2015/09/21/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a3-2/ https://www.pemptousia.ge/2015/09/21/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a3-2/#comments Mon, 21 Sep 2015 07:04:59 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48403 მართლმადიდებელი ეკლესია 8/21 სექტემბერს აღნიშნავს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის და მარადის ქალწულ მარიამის შობას.

შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგჳბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დაჴსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.

იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ჴრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანა-მდებობისაგან ბრალთასა ჴსნილი ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა.

 Genesion Theotokou 49

Genesion Theotokou 75

ღმრთისმშობელო ქალწულო შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩუენ!

]]> https://www.pemptousia.ge/2015/09/21/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a3-2/feed/ 2549 დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას https://www.pemptousia.ge/2015/07/15/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1-2/ https://www.pemptousia.ge/2015/07/15/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1-2/#comments Wed, 15 Jul 2015 13:28:48 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48209 ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

ყოველთა მორწმუნეთა სამოსელო უხრწნელებისაო, ღმრთივმიმადლებულო უბიწოო, მოანიჭე სამღვდელო სამოსელი შენი, დაფარე სამოსელად კაცთა, ვინაცა დიდებასა მისსა ვდღესასწაულობთ სურვილით და გიგალობთ შენ წადიერად, უსძლოო: გიხაროდენ ქალეულო, ქრისტიანეთა სიქადულო.

Agia kvarti

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/07/15/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1-2/feed/ 2596