Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
თეოლოგია – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება იესო ქრისტეს ფერისცვალებით ვლინდება https://www.pemptousia.ge/2017/08/23/50884/ https://www.pemptousia.ge/2017/08/23/50884/#comments Wed, 23 Aug 2017 06:33:50 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50884 წინამდდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2017/08/21/იესო-ქრისტეს-ფერისცვალე-3/

იესო ქრისტეს ფერისცვალების მეშვეობით ჩვენთვის ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება ვლინდება. უკვე ახლოდან შევიცნობთ რა ქრისტეს გაცხადებულ ბუნებას, რაც  თაბორის მთაზე, უფლის დიდებულ გარეგნობაში გამოიხატა, ამავე დროს ვსწავლობთ ჩვენს საკუთარ, ჭეშმარიტ ბუნებაზეც. ადამიანები არ წარმოვადგენთ იმას, რასაც ასე მარტივად და გულუბრყვილოდ მივიჩნევთ ხოლმე. ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება არ არის ის, რასაც რეალურად ყოველდღიური გამოცდილების საფუძველზე ვხედავთ. ყოველივე ეს ასე მხოლოდ გარეგნულად ჩანს, თუმცა ის არ არის ჭეშმარიტი, რადგან არ გამოხატავს ჩვენი მოდგმის შესახებ უფლის ნებას, როდესაც მან ადამიანი შექმნა. იქნებ, ვინმე რეალობის შესახებ საუბრობს. თუმცა, ნამდვილი რეალობა ხომ ეს სიძულვილი, შფოთვა, სიკვდილის შიში, კომპლექსები, ახლობლებისგან გაუცხოებაა? სიმართლე ის გახლავთ, რომ რეალობა არის ერთმანეთთან კამათი, შური, ადამიანებს შორის ომი და დაპირისპირება, თუმცა ისინი ღმერთმა იმისათვის შექმნა, რომ ერთმანეთის ძმები ყოფილიყვნენ. ფერისცვალების პასუხი ერთმნიშვნელოვანია: არა, ეს ყოველივე არ გახლავთ ადამიანური ბუნება, ის ბუნება, როგორიც ეს უფალს სურს და როგორადაც ის შექმნა. რეალობა ის ჭეშმარიტებაა, რომელიც სამყაროში ქრისტესთან ერთად ცოცხლად წარმოჩნდა. ის იესო ქრისტეს რეალობაა. სწორედ მან გვიჩვენა, თუ ვინ არის ჭეშმარიტი ადამიანი.

Metamorfosi tou kiriou 10

თუმცა, ჭეშმარიტი ადამიანის ყოფიერება საზოგადოებასა და ადამიანური ისტორიის ფარგლებშია ძლიერი. ამას ჩვენ ის ადამიანები გვახსენებენ, ვინც იესო ქრისტეს ფერისცვალებას ესწრებიან. ამ კონკრეტულ მომენტამდე ადამიანის სვლას მოსე და ელია გვახსენებენ. სჯულის დიდი კანონმდებელი და წინასწარმეტყველი, რომელიც ღმრთიური დიდების ცეცხლოვანი ეტლით უფალთან ახლოს ცოცხლად გადავიდა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ქრისტესკენ მიაბიჯებდნენ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მისი დიდების მოლოდინში განვლეს. მათ ახლოს კი სამი მოციქული, ეკლესიის წარმომადგენლები დგანან. სწორედ ისინი იმკიან საბოლოო დიდებას, რადგან უკვე აქედანვე, ამჟამინდელი დროიდანვე ცხოვრობენ იმ ცვლილებით, რომელიც მომავალში ყველა მორწმუნეს ელოდება. მათ უკვე აქედანვე გაუსინჯეს გემო სასწაულ ცვლილებას. სწორედ იმის გამო, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ღმრთიური ძღვენისთვის მოწამეობრივად ცხოვრება შეძლონ. სწორედ იმისათვის, რომ სუფთა ჰქონდეთ შეგრძება, რათა ამჟამინდელი ცხოვრების ცრუ სინათლით არ მოტყუვდნენ. იმის გამო, რომ სხვებს გაუნათონ გზა იმ სხივმფენი ნათლით, რომლის მშვენიერება პირველად სწორედ მათ იგემეს. მოციქულები ხედავენ იესო ქრისტეს „სხუად ფერად“, რათა მიხვდნენ, თუ როგორები იქნებიან თავად ისინი და ასევე სხვა მორწმუნეები დროის დასასრულს, როდესაც სამყაროს უფლის მეორედ მოსვლის სინათლე გაანათებს. მოსესა და ელიასათვის იესო ქრისტეს ფერისცვალება არის ჟამი მათი მოლოდინის აღსრულებისა. ხოლო სამი მოციქულისთვის და ჩვენთვის იგი არის ჟამი, როდესაც იხსნება ერთი ფანჯარა მომავალ სამყაროში.

ეს უკანასკნელი საკითხი უფრო ვრცელ განხილვას საჭიროებს. ჩვენ, ყოველდღიურად, მომავლის შესახებ ვისმენთ სხვადასხვა იდეოლოგიის შეუწყნარებელ დაპირებებს. ამ საკითხზე ჩვენი მოსაზრება, ანუ ქრისტიანული მოსაზრება, ემყარება იესო ქრისტეს ფერისცვალებას. არა თეორიებსა და სიტყვებს, არამედ – ღმერთის ერთ აპოკალიფსურ ქმედებას.

ჩვენი გზის დასასრული, როგორც ამას  ძველები და ახლები, მორწმუნეები თუ ათეისტები და უამრავი სხვა ადამიანი ადასტურებს, არ არის დამოკიდებული მატერიალურ კომფორტზე. სამი მოციქული არ იმყოფება მატერიალური კეთილდღეობის რომელიმე სიმპოზიუმზე. ამ მომენტში მათთვის არც მატერიალური კეთილდღეობა და არც ტექნოლოგიური წინსვლაა შთაგონების წყარო. მათთვის საკმარისია გააკეთონ ერთი კარავი, და ისიც არა თავიანთი თავისთვის! მათი ბედნიერება არ მდგომარეობს მატერიაში, არამედ – სულიერ სიხარულში, იმ ღმრთაებრივი და სხივმფენი ნათლის ხილვაში, რაც მათ გარს ერტყათ. სწორედ აქ ვლინდება, თუ როგორ სწორად ჰქონდათ გაგებული მათ ქრისტეში უფლის გამოცხადების მნიშვნელობა. ადამიანი ყოველ კვირა დღეს ღმრთის საუფლოსკენ მიისწრაფვის, იგი ნატრობს, რომ აღსრულდეს უფლის ნება, რომ იკურთხოს ღმრთის სახელი დედამიწაზე. ყოველივე ეს შეიძლება შეჯამდეს, როგორც უფლის დიდების გაცხადება. და ეს დიდება მოწაფეების თვალწინ გამჟღავნდა მაშინ, როდესაც მათ იხილეს სინათლე, რომელიც ქრისტეს ირგვლივ  მისი ფერისცვალების შემდეგ იდგა. სხვა რაღა უნდოდათ? მათ ხომ ყველა ადამიანური სურვილი აუსრულდათ…

ჩვენი ცხოვრების გზის დასასრულს არ გვხვდება არც ჩვენი მორალური სისრულე და არც ადამიანის პიროვნების სრულყოფა იმ მნიშვნელობით, რასაც ჩვენ მას ჩვეულებისამებრ ვანიჭებთ ხოლმე. რაღაც ამის მსგავსი აშკარად ადამიანური ოცნებაა, რომელიც ადამიანის ცრუ ილუზიებზე არის დაფუძნებული, რომ თითქოსდა მას შეუძლია სრულიად მარტო მიაღწიოს დასასრულს. თუმცაღა, იესო ქრისტეს ფერისცვალება გვიჩვენებს, რომ ასეთი გზა ვერსად მიგვიყვანს. მორალურად სრულყოფილ ადამიანებზე არ მჟღავნდება შეუქმნელი ნათელი, როგორც ჯილდო, ის არც მათი პიროვნულობის სრულყოფილებისთვის ცხადდება. როგორც თანამედროვე, ისე ძველი მორალისტების საზომის მიხედვით, ქრისტეს მოწაფეები არ არიან სრულყოფილნი. ისინი უბრალო ადამიანები არიან, რომელთაც უფალი ისეთებს იღებს, როგორებიც არიან, ერთადერთი კრიტერიუმის – მათი გულის უბრალოების მიხედვით, რომელიც ქრისტესადმი სიყვარულით ფეთქავს. სწორედ ეს გახლავთ ადამიანის ერთადერთი უნარი, რომელსაც გამუდმებით გარდაქმნის და ძირფესვიანად ცვლის  სულიწმიდა.

თუმცა, ეს ერთდროულად პასუხისმგებლობაცაა და იმედიც თითოეული ჩვენგანისათვის. იმედი იმიტომ, რომ ყოველთვის გვიცდის ჩვენ უფალი, რათა ჩვენ წინაშე თავისი შეუქმნელი ნათლის ძალით გაამჟღავნოს ახალი სამყარო, რათა ჩვენ თავისი ზეციური სამეფოს მოქალაქეებად გარდაგვქმნას.  და პასუხისმგებლობა კი იმიტომ, რომ სწორედ ღმრთისა და უფალი იესო ქრისტეს მიმართ არსებულ ჩვენს სიყვარულზეა დამოკიდებული ჩვენი ცხონება და ჩვენი მონაწილეობა ღმრთის დიდებაში.

თაბორის სინათლე არ შემოიფარგლება მხოლოდ სამი მოციქულით. სულთმოფენობის დღესასწაულიდან ბრწყინავს ქრისტეს ეკლესია და მთელ ქვეყანაზე ვრცელდება თავისი წმიდანებით. ჩვენი მოვალეობა, ჩვენი სიხარული და იმედი არის ის, რომ ღმრთიური სიდიადის ბრწყინვალება ამ ღმრთაებრივ გამოცხადებაში საკუთარი თანამონაწილეობით განვიცადოთ.

(ვას. სტოიანნოს, „ეკლესია ისტორიასა და აწმყოში“, გამომცემლობა პურნარა, თესალონიკი, გვ. 87-92).

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/08/23/50884/feed/ 1733
იესო ქრისტეს ფერისცვალება და ჩვენთვის მისი მნიშვნელობა https://www.pemptousia.ge/2017/08/21/%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94-3/ https://www.pemptousia.ge/2017/08/21/%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94-3/#comments Mon, 21 Aug 2017 07:45:24 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50874 იესო ქრისტეს ფერისცვალება არ მიეკუთვნება იმ დღესასწაულთა რიცხვს, რომელთა შინაარსი მხოლოდ რაიმე ფაქტის მოგონებით ამოიწურება. ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია, როგორც თავისი თეოლოგიური, ისე სოტერიოლოგიური შინაარსით. ეკლესიამ იესო ქრისტეს ფერისცვალება საეკლესიო კალენდარში აღდგომასა და შობას შორის არსებული პერიოდის ცენტრში მოათავსა.  საერთოდ აღსანიშნავია, რომ დროის დაახლოებით ერთი და იგივე მონაკვეთი – ოთხი თვე – აშორებს ერთმანეთისგან სამ დიდ საუფლო დღესასწაულს. იესო ქრისტეს ფერისცვალება, მის განკაცებასა და აღდგომასთან ერთად, წარმოადგენს დროში ადამიანური მოგზაურობის სულიერი გარდატეხის მომენტებიდან ერთ-ერთს. სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, თუ რატომ არასდროს მიუჩნევია ეკლესიას ფერისცვალება ერთ უბრალო სასწაულად, არამედ იგი მიიღო, როგორც იესო ქრისტეს ქმედება, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცხონებისათვის, რაც –  იესოს შობასა და მკვდრეთით აღდგომას. სწორედ ამის გამო დადგინდა ამ დღეს მარხვა, სწორედ ამის გამო აღინიშნება ეს უდიდესი დღე სამეუფეო ტროპარებით, წინა და  შემდგომი დღესასწაულებით.

Stogianos-metamorfosi

თუმცაღა, რაც არ უნდა დიდი იყოს დღესასწაული, კარგი იქნებოდა ცოტა მის მნიშვნელობაზე გვესაუბრა, რათა ჩვენს ზეიმს ჰქონდეს ერთგვარი სწორი საყრდენი და იგი არ გადაიზარდოს მხოლოდ წინაპართა წეს-ჩვეულებების დაცვად.

იესო ქრისტეს ფერისცვალება არის ერთი ეპიზოდი უფლის ამქვეყნიური ცხოვრებიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა იესოს იერუსალიმში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე, რამაც უფალი საბოლოოდ ჯვარცმამდე, შემდგომ კი, უკვე აღდგომამდე მიიყვანა. ფერისცვალებას ქრისტეს ნათლობასთან ის საერთო აქვს, რომ ამ დროს ხდება წმიდა სამების  გამოცხადება. აღდგომასთან ის საერთო აქვს, რომ ამ დროს ხდება უფლის დიდების გაცხადება. ხოლო სულთმოფენობის დღესასწაულთან კი – ის, რომ ამ დროს სრულდება სულიწმიდის შემოქმედებითი ზემოქმედება.

ფერისცვალება ეს უფლის გაცხადებაა ადამიანის წინაშე, რომელიც უფლის სწორად შეცნობის მეშვეობით ჩვენ ცხონებაში გვეხმარება, ის ასევე მოიცავს ადამიანის შეცნობასაც. სწორედ ფერისცვალების მეშვეობით ცხადდება, თუ ვინ არის იესო ქრისტე, თუმცა ამავდროულად ისიც, თუ ვინ არის ადამიანი და სად გადის ჩვენი ისტორიის გზა. სწორედ ამ სამ ასპექტს შევეხებით ჩვენს მომდევნო მსჯელობაში – თუმცა, ბუნებრივია სრულად ვერ ამოვწურავთ მის მნიშვნელობას.

ფერისცვალება გვიჩვენებს იმას, თუ ვინ არის იესო ქრისტე. იესოს შესახებ მრავალ ჩვენს თანამედროვეს გააჩნია მცდარი მოსაზრება, რომ თითქოსდა ქრისტე არის დიდი მასწავლებელი ანდა მორალისტი. თუმცა მისი ფერისცვალებით ცხადდება, რომ იგი არის უფლის ძე. მისი სახის ცვლილება, ღმრთიური სხივმფენი სინათლე, რომელიც მას გარს აკრავს, მამა ღმერთის ხმა ზეციდან, რომელიც ადასტურებს მის ღმრთიურ ბუნებას, ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩვენ შორის ცხოვრობდა, როგორც მონა, მიუხედავად იმისა, რომ მან ჩვენი სიყვარულის გამო დაითმინა ჯვარზე სიკვდილი, ერთი წამითაც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ იესო ქრისტე უფლის სიტყვაა, რომელიც განკაცდა, ასწავლა, ეწამა და აღდგა თავისი ქმნილების – ადამიანის მიმართ უდიდესი სიყვარულის გამო. რადგან ის არის ღმერთი, სწორედ ამის გამო, იგი არის ჩვენი მხსნელი. რადგან იგი ღმერთია, ამიტომაც მისი სიტყვები და მისი სიცოცხლე დაკავშირებულია მორწმუნეებთან. რადგან ის არის ღმერთი, სწორედ ამიტომ მისი ცხოვრება და მისი საქმენი წარმოადგენს ჩვენი რწმენის ცენტრს.

თუმცა, იესო ქრისტე მხოლოდ ღმერთი არ არის. იგი ადამიანია, სრულყოფილი ადამიანი, პირველი ჭეშმარიტი ადამიანი ჩვენი მოდგმის ისტორიაში. იგი ახალი ადამია, რომელიც  უფალს კვლავ ისე ესაუბრება, როგორც თავის მამას, როგორც ამას ადამი აკეთებდა სამოთხეში ყოფნისას. თუმცა, იესო ქრისტე ბევრად აღემატება ძველს – პირველ ადამს. რადგან მას გააჩნია ახალი თვისება, რისი მოპოვებაც ძველმა ადამმა ვერ შეძლო და რაც არის – ღმრთის მსგავსება. და როგორც ადამიანი – იესო ქრისტე არის უფლის მსგავსი. რადგან თავისი სრულყოფილი მორჩილების შედეგად იგი ლოგოსთან იქნა გაიგივებული თავისი ღმრთიური ბუნებით. მას ამქვეყნიური სიცოცხლის პირველი წუთიდან დაწყებული სიკვდილის ბოლო ჟამამდე თან სდევდა თავისი, როგორც ადამიანური, ისე ღმრთიური ნება. მისი ადამიანური სურვილი გაიგივებული იყო მის ღმრთიურ ნება-სურვილთან. ასე გახდა, როგორც ადამიანი ის, რაც იყო, როგორც ღმერთი: უფლის ძე. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს ცხონების შესაძლებლობას, ანუ სხვა სიტყვებით, იესო ქრისტემ გააღმრთო ჩვენი ადამიანური ბუნება.

იესო ქრისტემ თავის თავზე აიღო იმის გაკეთება, რაც ვერ შეძლო ძველმა ადამმა – ადამიანური ბუნების განღმრთობის გზით იგი ღმრთის ძედ ექცია. იესო ქრისტეს ფერისცვალების მეშვეობით ვლინდება  ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი. ღმერთი ჭეშმარიტი, რადგანაც ამას ადასტურებს ზეციური ხმა და მოსესა და ელიას გამოცხადება. ჭეშმარიტი ღმერთი, რასაც გვიჩვენებს იესოს მოწაფეთა მოქმედება და მათი შეძახილები. ჭეშმარიტი ადამიანი, როგორც ამას გვიდასტურებს მისი ბუნების ცვალებადობა, როდესაც ის თავის ღმრთაებრივ ბუნებას იღებს. ჭეშმარიტი ადამიანი, როგორიც იყო იესო ქრისტე ფერისცვალების შემდეგ და მანამდეც ჩვენ შორის.

[გაგრძელდება]

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/08/21/%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94-3/feed/ 2595
ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება იესო ქრისტეს ფერისცვალებით ვლინდება https://www.pemptousia.ge/2016/08/20/%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9c-2/ https://www.pemptousia.ge/2016/08/20/%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9c-2/#comments Sat, 20 Aug 2016 07:27:22 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49509 [წინამდებარე გამოცემა http://www.pemptousia.ge/2016/08/18/იესო-ქრისტეს-ფერისცვალე-2/ ‎]

იესო ქრისტეს ფერისცვალების მეშვეობით ჩვენთვის ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება ვლინდება. უკვე ახლოდან შევიცნობთ რა ქრისტეს გაცხადებულ ბუნებას, რაც  თაბორის მთაზე, უფლის დიდებულ გარეგნობაში გამოიხატა, ამავე დროს ვსწავლობთ ჩვენს საკუთარ, ჭეშმარიტ ბუნებაზეც. ადამიანები არ წარმოვადგენთ იმას, რასაც ასე მარტივად და გულუბრყვილოდ მივიჩნევთ ხოლმე. ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება არ არის ის, რასაც რეალურად ყოველდღიური გამოცდილების საფუძველზე ვხედავთ. ყოველივე ეს ასე მხოლოდ გარეგნულად ჩანს, თუმცა ის არ არის ჭეშმარიტი, რადგან არ გამოხატავს ჩვენი მოდგმის შესახებ უფლის ნებას, როდესაც მან ადამიანი შექმნა. იქნებ, ვინმე რეალობის შესახებ საუბრობს. თუმცა, ნამდვილი რეალობა ხომ ეს სიძულვილი, შფოთვა, სიკვდილის შიში, კომპლექსები, ახლობლებისგან გაუცხოებაა? სიმართლე ის გახლავთ, რომ რეალობა არის ერთმანეთთან კამათი, შური, ადამიანებს შორის ომი და დაპირისპირება, თუმცა ისინი ღმერთმა იმისათვის შექმნა, რომ ერთმანეთის ძმები ყოფილიყვნენ. ფერისცვალების პასუხი ერთმნიშვნელოვანია: არა, ეს ყოველივე არ გახლავთ ადამიანური ბუნება, ის ბუნება, როგორიც ეს უფალს სურს და როგორადაც ის შექმნა. რეალობა ის ჭეშმარიტებაა, რომელიც სამყაროში ქრისტესთან ერთად ცოცხლად წარმოჩნდა. ის იესო ქრისტეს რეალობაა. სწორედ მან გვიჩვენა, თუ ვინ არის ჭეშმარიტი ადამიანი.

Metamorfosi tou kiriou 10

თუმცა, ჭეშმარიტი ადამიანის ყოფიერება საზოგადოებასა და ადამიანური ისტორიის ფარგლებშია ძლიერი. ამას ჩვენ ის ადამიანები გვახსენებენ, ვინც იესო ქრისტეს ფერისცვალებას ესწრებიან. ამ კონკრეტულ მომენტამდე ადამიანის სვლას მოსე და ელია გვახსენებენ. სჯულის დიდი კანონმდებელი და წინასწარმეტყველი, რომელიც ღმრთიური დიდების ცეცხლოვანი ეტლით უფალთან ახლოს ცოცხლად გადავიდა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ქრისტესკენ მიაბიჯებდნენ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მისი დიდების მოლოდინში განვლეს. მათ ახლოს კი სამი მოციქული, ეკლესიის წარმომადგენლები დგანან. სწორედ ისინი იმკიან საბოლოო დიდებას, რადგან უკვე აქედანვე, ამჟამინდელი დროიდანვე ცხოვრობენ იმ ცვლილებით, რომელიც მომავალში ყველა მორწმუნეს ელოდება. მათ უკვე აქედანვე გაუსინჯეს გემო სასწაულ ცვლილებას. სწორედ იმის გამო, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ღმრთიური ძღვენისთვის მოწამეობრივად ცხოვრება შეძლონ. სწორედ იმისათვის, რომ სუფთა ჰქონდეთ შეგრძება, რათა ამჟამინდელი ცხოვრების ცრუ სინათლით არ მოტყუვდნენ. იმის გამო, რომ სხვებს გაუნათონ გზა იმ სხივმფენი ნათლით, რომლის მშვენიერება პირველად სწორედ მათ იგემეს. მოციქულები ხედავენ იესო ქრისტეს „სხუად ფერად“, რათა მიხვდნენ, თუ როგორები იქნებიან თავად ისინი და ასევე სხვა მორწმუნეები დროის დასასრულს, როდესაც სამყაროს უფლის მეორედ მოსვლის სინათლე გაანათებს. მოსესა და ელიასათვის იესო ქრისტეს ფერისცვალება არის ჟამი მათი მოლოდინის აღსრულებისა. ხოლო სამი მოციქულისთვის და ჩვენთვის იგი არის ჟამი, როდესაც იხსნება ერთი ფანჯარა მომავალ სამყაროში.

ეს უკანასკნელი საკითხი უფრო ვრცელ განხილვას საჭიროებს. ჩვენ, ყოველდღიურად, მომავლის შესახებ ვისმენთ სხვადასხვა იდეოლოგიის შეუწყნარებელ დაპირებებს. ამ საკითხზე ჩვენი მოსაზრება, ანუ ქრისტიანული მოსაზრება, ემყარება იესო ქრისტეს ფერისცვალებას. არა თეორიებსა და სიტყვებს, არამედ – ღმერთის ერთ აპოკალიფსურ ქმედებას.

ჩვენი გზის დასასრული, როგორც ამას  ძველები და ახლები, მორწმუნეები თუ ათეისტები და უამრავი სხვა ადამიანი ადასტურებს, არ არის დამოკიდებული მატერიალურ კომფორტზე. სამი მოციქული არ იმყოფება მატერიალური კეთილდღეობის რომელიმე სიმპოზიუმზე. ამ მომენტში მათთვის არც მატერიალური კეთილდღეობა და არც ტექნოლოგიური წინსვლაა შთაგონების წყარო. მათთვის საკმარისია გააკეთონ ერთი კარავი, და ისიც არა თავიანთი თავისთვის! მათი ბედნიერება არ მდგომარეობს მატერიაში, არამედ – სულიერ სიხარულში, იმ ღმრთაებრივი და სხივმფენი ნათლის ხილვაში, რაც მათ გარს ერტყათ. სწორედ აქ ვლინდება, თუ როგორ სწორად ჰქონდათ გაგებული მათ ქრისტეში უფლის გამოცხადების მნიშვნელობა. ადამიანი ყოველ კვირა დღეს ღმრთის საუფლოსკენ მიისწრაფვის, იგი ნატრობს, რომ აღსრულდეს უფლის ნება, რომ იკურთხოს ღმრთის სახელი დედამიწაზე. ყოველივე ეს შეიძლება შეჯამდეს, როგორც უფლის დიდების გაცხადება. და ეს დიდება მოწაფეების თვალწინ გამჟღავნდა მაშინ, როდესაც მათ იხილეს სინათლე, რომელიც ქრისტეს ირგვლივ  მისი ფერისცვალების შემდეგ იდგა. სხვა რაღა უნდოდათ? მათ ხომ ყველა ადამიანური სურვილი აუსრულდათ…

ჩვენი ცხოვრების გზის დასასრულს არ გვხვდება არც ჩვენი მორალური სისრულე და არც ადამიანის პიროვნების სრულყოფა იმ მნიშვნელობით, რასაც ჩვენ მას ჩვეულებისამებრ ვანიჭებთ ხოლმე. რაღაც ამის მსგავსი აშკარად ადამიანური ოცნებაა, რომელიც ადამიანის ცრუ ილუზიებზე არის დაფუძნებული, რომ თითქოსდა მას შეუძლია სრულიად მარტო მიაღწიოს დასასრულს. თუმცაღა, იესო ქრისტეს ფერისცვალება გვიჩვენებს, რომ ასეთი გზა ვერსად მიგვიყვანს. მორალურად სრულყოფილ ადამიანებზე არ მჟღავნდება შეუქმნელი ნათელი, როგორც ჯილდო, ის არც მათი პიროვნულობის სრულყოფილებისთვის ცხადდება. როგორც თანამედროვე, ისე ძველი მორალისტების საზომის მიხედვით, ქრისტეს მოწაფეები არ არიან სრულყოფილნი. ისინი უბრალო ადამიანები არიან, რომელთაც უფალი ისეთებს იღებს, როგორებიც არიან, ერთადერთი კრიტერიუმის – მათი გულის უბრალოების მიხედვით, რომელიც ქრისტესადმი სიყვარულით ფეთქავს. სწორედ ეს გახლავთ ადამიანის ერთადერთი უნარი, რომელსაც გამუდმებით გარდაქმნის და ძირფესვიანად ცვლის  სულიწმიდა.

თუმცა, ეს ერთდროულად პასუხისმგებლობაცაა და იმედიც თითოეული ჩვენგანისათვის. იმედი იმიტომ, რომ ყოველთვის გვიცდის ჩვენ უფალი, რათა ჩვენ წინაშე თავისი შეუქმნელი ნათლის ძალით გაამჟღავნოს ახალი სამყარო, რათა ჩვენ თავისი ზეციური სამეფოს მოქალაქეებად გარდაგვქმნას.  და პასუხისმგებლობა კი იმიტომ, რომ სწორედ ღმრთისა და უფალი იესო ქრისტეს მიმართ არსებულ ჩვენს სიყვარულზეა დამოკიდებული ჩვენი ცხონება და ჩვენი მონაწილეობა ღმრთის დიდებაში.

თაბორის სინათლე არ შემოიფარგლება მხოლოდ სამი მოციქულით. სულთმოფენობის დღესასწაულიდან ბრწყინავს ქრისტეს ეკლესია და მთელ ქვეყანაზე ვრცელდება თავისი წმიდანებით. ჩვენი მოვალეობა, ჩვენი სიხარული და იმედი არის ის, რომ ღმრთიური სიდიადის ბრწყინვალება ამ ღმრთაებრივ გამოცხადებაში საკუთარი თანამონაწილეობით განვიცადოთ.

(ვას. სტოიანნოს, „ეკლესია ისტორიასა და აწმყოში“, გამომცემლობა პურნარა, თესალონიკი, გვ. 87-92).

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/08/20/%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9c-2/feed/ 2740
უფლისადმი სიყვარული და ადამიანის თავისუფალი არჩევანი https://www.pemptousia.ge/2016/04/04/%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90-2/ https://www.pemptousia.ge/2016/04/04/%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90-2/#comments Mon, 04 Apr 2016 07:50:06 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49103 „ღმერთი სიყვარულისაჲ არს“ გვეუბნება იოანე მახარებელი (იოანე I ეპისტოლე. 4:8). მართლაც, რომ ეს უფლის საუკეთესო დახასიათებაა იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა არის ღმერთი.

წმიდა დიონისე არეოპაგელის და ეკლესიის აპოფატიკური ღმრთისმეტყველების თანახმად, ღმერთი ადამიანის მიერ შექმნილ ყველა ცნებაზე მაღლა დგას. იგი არც სულია, არც სიტყვა, არც ძალა, არც სინათლე, არც სიცოცხლე, არც არსი, არც დრო, არც მეცნიერება, არც ჭეშმარიტება, არც მეუფება, არც სიბრძნე, არც სიკეთე… (იხ. მისტიკური თეოლოგიის შესახებ, თავი V).

თუმცა, ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ შესაძლებელია, გამონაკლისი გავაკეთოთ სიტყვა „სიყვარულის“  შესახებ. ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა სიყვარული.

Agapi tou Theou 100

და მართლაც, ღმერთი, ჩვენი მამების ღმერთი, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და თუნდაც „სამართლიანად“ ადამიანური განსჯის მიხედვით არ არის დამსჯელი. იგი იმ სამართლიან მილიციელს არ ჰგავს, რომელმაც წესრიგი უნდა დაამყაროს და დაწყვრილებით უნდა აღნუსხოს ჩვენი შეცოდებანი. იგი არც სამართლიანი მოსამართლეა, რომელმაც მიუკერძოებლად უნდა განსაჯოს, რათა სიმართლე წარმოაჩინოს და სამაგალითოდ დასაჯოს დამნაშავე და აღადგინოს სამართლიანობა და დააკმაყოფილოს სამართლებრივი ნორმები.

მაგრამ ჩვენი უფალი არ არის ამდაგვარი „სამართლიანი“. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასეთი იყოს! უფალი არის ჩვენი მამა. ღმერთი „სიყვრული არს“.

ადამიანური უძლურებიდან გამომდინარე მრავალი ამ შეკითხვას შეცბუნებით სვამს:

„და რატომ არსებობს ამდენი მწუხარება, ამდენი უსამართლობა და უბედურება ამ ქვეყანაზე, თუ ღმერთი სიყვარულია?“

ამის პასუხად შეგვიძლია მოვიხმოთ ნეტარი მამის ეპიფანე თეოდოროპულუს სიტყვები:

“… ქრისტეს გარეშე სამყარო აბსურდის თეატრის მსგავსია. ქრისტეს გარეშე  არაფრის ახსნა არ შეგვიძლია: რატომ არსებობს მწუხარებანი, უსამართლობა, წარუმატებლობა, ავადმყოფობა? რატომ? რატომ? უზომოდ დიდი შეკითხვაა „რატომ“. ამის გაგება ძნელია. ადამიანს თავისი შეზღუდული ლოგიკით არ შეუძლია, ამოიცნოს პასუხი შეკითხვაზე „რატომ“. მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით ხდება ყველაფერი ახსნადი. ჩვენ გვამზადებენ საუკუნო ცხოვრებისათვის. იქნებ იქ მაინც გავხდეთ ღირსნი მივიღოთ პასუხი ზოგიერთ შეკითხვაზე „რატომ“…“ (მამა ეპიფანე თეოდოროპულუ, დიალოგი ერთ მარქსისტთან, კალამატა, 1989 წ., გვ.20).

მაშასადამე, ღმერთი არის სიყვარული და მას უყვარს ადამიანი, მისი ქმნილება. მას მუდამ სურს მასთან ერთობა: სიყვარულებრივი ერთობა საყვარელ ადამიანებთან. ადამიანსაც, როგორც პიროვნებას, შეუძლია უფლის პიროვნულად შეყვარება, ვინაიდან ჭეშმარიტი სიყვარული პიროვნებისადმი შეიძლება არსებობდეს. ცხოველები, საგნები, იდეები თუ ფილოსოფიები შეიძლება და საჭიროა ნაწილობრივ და არა სრულ ინტერესს იწვევდეს ადამიანში. და ამიტომ, თუ ამდაგვარ საკითხთა მიმართ ჩვენი უბრალო მოწონება და ინტერესი ზღვარს გადასცდება, ამ გრძნობის გადაგვარება მოხდება და იგი არავითარ შემთხვევაში ჭეშმარიტ სიყვარულში კი არა, არამედ პირიქით – ვნებასა და სულიერ უძლურებაში გადაიზრდება. ჭეშმარიტი და პიროვნული სიყვარული ღრმად შეძრავს ადამიანის გულს და მას საყვარელი ადამიანისკენ იზიდავს.

ჩვენი პიროვნული ღმერთი ფილოსოფოსთა და სკეპტიკოსთა ღმერთი კი არ არის, არმედ იგი მამათა ჩვენთა ღმერთია, რომელიც პიროვნებაა და არა იდეა.

უფალი თავისი განუზომლად დიდი სიყვარულით მისი პირადი ქმნილებისადმი, ადამიანისადმი, მის ხელთუქმნელ ქმედებებში გამოვლინდება და შედის მასთან ერთობაში, ქრისტეში სიყვარულის ერთობაში, მის ეკლესიაში.

ჭეშმარიტი და უსაზღვრო სიყვარულის წინაპირობა კი თავისუფალი ნებაა. შეუძლებელია ვინმეს სხვა ადამიანი ძალდატანებით უყვარდეს და საჭიროების გამო აკეთებდეს ამას.

წმიდა ღმერთი მოკრძალებით, მამობრივი პატივისცემითა და სიყვარულებრივი განწყობით უდგება ადამიანს, ვინადიან სურს, რომ იგი თავისუფალი იყოს, თუმცა ელოდება მის პიროვნულ თავისუფალ არჩევანს. ეს არჩევანი კი ადამიანის ცხოვრების გზაზე უფლის არჩევას, მიღებასა ან მის უარყოფაში მდგომარეობს.

ღმერთი თავად გვიახოლვდება ჩვენ და საკუთარ თავს გვიმჟღავნებს, მაშინ როცა თავისუფალი არჩევნის გზით სიყვარულით მივიღებთ მას ჩვენს ცხოვრებაში. ამ დროს ჩვენ გაგვიმჟღავნებს იგი მის მადლსა და დიდებას და ჩვენც მისი კურთხეული თანამყოფობით დავტკბებით. გამოცდილებით ვსწავლობთ, თუ რას ნიშნავს უფალთან ერთად ცხოვრება და როგორია მასთან ერთობაში ყოფნა. თუ მისგან ეს არ გაგვეხსნა, ჩვენ ჩვენდა თავად არ ძალგვიძს მისი პოვნა, მისი ამოცნობა, ჩვენი შემოქმედისა და დამბადებელისა.

ჩვენ კი ამის საწინააღმდეგოდ ვმოქმედებთ და მას უარვყოფთ და განვდევნით მას ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენ არ გვიყვარს იგი, როცა უგულებელსვყოფთ მის მცნებებს, მისი სიტყვების თანახმად: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“ (იოანე 14:21). არ ვისმენთ მის მოწოდებას და მარტონი ვრჩებით უფლის გარეშე,  უუნარონი შევიყვაროთ, ვიგემებთ რა ჩვენი გადამეტებული ეგოიზმით გამოწვეულ უიმედოდ მწარე და ძლიერ სულიერ ტკივილს.

უფალი გვაძლევს უფლებას, თავად ავირჩიოთ, გვსურს თუ არა მასთან ყოფნა. იგი ამას არ გვაიძულებს. იგი ჩვენ დელიკატურად გვეხმარება, დავძლიოთ ჩვენი ადამიანური სისუსტეები და ავირჩიოთ ჩვენი ინტერესის სფეროები. მიუხედავად იმისა ვაცნობიერებთ თუ არა ამას, ჩვენს ინტერესში სწორედ მისი პოვნა, მისი შეცნობა, მასთან ერთობა და მასთან ერთად ყოფნა შედის. სწორედ ეს არის ჩვენი ცხოვრების მიზანი, ამისათვის შეგვქმნა მან.

„და ესე არს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე“ (იოანე 17:3).

უფალს საკუთარი მიდგომა აქვს, როგორ მიუახლოვდეს თითოეული ადამიანის სულს, როგორ მიიზიდოს იგი მისკენ. იგი ადამიანის სულს აუწყებს მისი ყოფნის შესახებ, ესაუბრება მას, აძლევს შანსებს, მიზეზებს და საშუალებებს მიუახლოვდეს მას და მანაც, ამ სულმა, შეიცნოს იგი, გაიხაროს და შესთხოვოს ადამიანმა უფალს, დარჩეს მასთან.

თუ ადამიანის სული ღმრთის მადლით, მიუახლოვდება უფალს და მოისურვებს მასთან ერთობას, მაშინ უფალი მასთან იწყებს წმიდა „თამაშს“.

უფალი ხანდახან ტკბილად და ნაზად ესაუბრება მას. ამ დროს ადამიაის წმიდა სული, ღმრთიური სიყვარულისგან ფრთებს შეისხამს და აფრინდება ზეცაში და ყოველივე ამსოფლიურს დაივიწყებს.

eleutherivoulisi 101

ხან კი, უფალი მიიმალება და ფენომენალური მარტოობით შეშინებული ადამიანის სული დამწუხრებული იწყებს მის ძიებას და წმიდა სატანჯველის დათმენას.

მერე კვლავ დაინახავს ადამიანის სული უფალს. უფალი ამით მისდამი სიყვარულს ზრდის მასში და უფრო მეტად განწმედს მას, რათა უფრო ახლოს მივიდეს მასთან, ეზიაროს მას და გზა გაუკვლიოს დიდი სიხარულისა და კურთხევების გზაზე, დიდებიდან დიდებამდე.

ეს მდგომარეობა ადამიანის ცხოვრების ბოლომდე გრძელდება და ადამიანის სულის მზაობის ანალოგიურად ყოველი სული თავის უფალთან ამ სიყვარულებრივი ზიარების სიხარულში მონაწილეობს.

არსებობენ ოღონდ ისეთი სულებიც, და სამწუხაროდ არც თუ ისე ცოტა, რომლებიც (სამწუხაროდ!) არ ღებულობენ უფალსა და ღმერთს, თავიანთი ეგოიზმის, ზედმეტი თავმოყვარეობისა და სიზარმაცის გამო და მონადირებულნი არიან ეშმაკის მიერ. ასეთი ადამიანების სულები იტანჯებიან და წვალობენ ამქვეყნიური, ღმრთისაგან დაშორებული ცხოვრების ლაბირინთებში. ისინი უდარდელად ცხოვრობენ, გულგრილად ან უაზრო საუბრებსა და საქმეებში ატარებენ ცხოვრებას ან ხანმოკლე ამაო სიამოვნებებს მიეცემიან, რომლებიც ძალზე სწრაფად გადაიქცევიან სიკვდილის ტკივილად. ეს ყველაფერი მათ თავბრუს ახვევს, იმონებს და ანადგურებს საუკუნო დაღუპვისათვის.

აი ასეთი საშინელი, სულის შემძვრელი ბრძოლა მიმდინარეობს ამ ადამიანთა სულებში. ისინი ყოველ დღე, ყოველ საათს და შესაძლოა ყოველ წუთსაც კი სიცოცხლისა და სიკვდილის დილემის წინაშე დგანან:

გადადგან ნაბიჯი, გათავისუფლდნენ მონობის ამ ბორკილებისგან?

უარი თქვან საკუთარი სულის დამანგრეველ სურვილებზე?

შეუდგნენ ბრძოლას სასტიკი მტრის, ეშმაკის, კლანჭებიდან გამოსახსნელად? ღვაწლით, მღვიძარებით, ლოცვითა და თავშეკავებით დაიწყონ თუ არა ნელ-ნელა ახალი ცხოვრება წმიდა ღმერთთან დასაბრუნებლად?

თუ ჩაიძირონ სასოწარკვეთილებაში და ყოველგვარი შებრძოლებისა და შეწინააღმდეგების გარეშე მიეცნენ ამქეყნიურ ამაოებებს, დამორჩილდნენ უნებისყოფობას, უმოქმედობას და მიეცნენ სხეულით ველურ და უღმერთო ტკბობას? და ამგვარად სრულიად ამოძირკვონ ღმერთთან ერთობისა და ზიარების სურვილი?

და თუ უფლის მადლით პირველი აზრი გაიმარჯვებს და მიღებული იქნება გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება გარდაიქმნება ქმედებად, ყოფილი უძღები შვილის სული სინანულითა და შემუსვრილი გულით დაუბრუნდება მამის სახლს და ისიც ამ სიტყვებს გაიმეორებს:

„მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა…“ (ლუკა 15:21).

და ყოვლად კეთილი მამა, რომელიც მიიჩქარის მის შესახვედრად, გადაეხვევა მას, შეიყვანს მას თავის სახლში, თავის სასუფეველში და იწყება დიდი სიხარული, სულის ზეიმი, რომელიც საკუთარი მამის სიყვარულისადმი ენით გამოუთქმელი მადლიერების გამო ტირილს იწყებს.

თუ კი, ოღონდ, ეგოიზმის გამო ადამიანი არ ისურვებს მამასთან დაბრუნებას, მისი საშინელი ტანჯვა უფრო მძაფრდება. ადამიანის სული წარომოუდგენლად იტანჯება, მიუხედავად იმისა აღიარებს იგი თუ არა ამას და თუნდაც გარეგნულად სხვებს მხიარულად, კარგ განწყობაზე და კმაყოფილად ეჩვენებოდეს და თუნდაც ეს სული თავად ვერ გრძნობდეს ამას შეგნებულად.

და ეშმაკის მსხვერპლი ხდებიან ისეთი სულები, რომლებიც ადრე კარგები, სპეტაკები და სიხარულით აღსავსენი იყვნენ.

ისინი უსაძაგლესი ვნებებისა და ცოდვების ტალახში ვარდებიან, ისვრებიან სუფთა ცნობიერების მქონე სულები და უფლის ხატად შექმნილი სული ზიანდება.

ყველა ასაკის, რასისა და სქესის ადამიანი შესაძლოა სულიერად დაზიანდეს და პარალიზდეს და ამის გამო დაიტანჯოს.

ადამიანის სულის მშვენიერება შეილახება. დაესვრება და შემოეძარცვება წმიდა – ნათლობის დროს მიღებული უფლის მიერ ნაქსოვი სამოსი. მისი გონების უმთავრესი ფუნქცია – აზროვნება ჩამორჩება და დამდაბლდება. ასე ეცემიან ადამიანები, რომლებიც ზეცის დიდებისათვის შეიქმნენ. ეს ადამიანები საცოდავი სანახავები ხდებიან ჩვენი ცხონების ღვარძლიანი მტრის ხელში.

ასევე ის გარეგნული სახასიათო ნიშნები, რომლებიც მანამდე მათ ღმრთიურ წარმომავლობას მიანიშნებდა, ახლა სახეს იცვლიან:

მათი „სილამაზე“ ახლა საშინელი და საზიზღარია.

მათი „სიკეთე“ და მათი ღიმილიც არაადამიანური და ეშმაკეულად ფარისევლურია.

მათი „წესიერება“ და „დახვეწილი მანერები“ მათი დაცემულობის მატყუარა სახეა.

მათი საქმეები, სიტყვები, „კულტურა“ ეშმაკი, ზედაპირული და ცრუა. მათი ყველა მანერა და მთელი მათი არსი სიკვდილის და სულიერად გახრწნის სუნს გამოსცემს.

უფალთან არ ყოფნა მათ ცხოვრებას და მათ ამ უკულტურო „კულტურას“ დაღს ასვამს.

რამდენი ტკივილია წმიდა ღმერთის წინაშე, რომელსაც „ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაჲ “!

რამდენია ტკივილია ეკლესიის გამო!

რამდენად დიდია სულიერი ტკივილი, როცა ამ ყოველივეს გავიგებთ და როცა მათ ვხვდებით ჩვენს ირგვლივ, როცა ამას ამოვიცნობთ მრავალთა სულებში, „რომელთათვისაც ქრისტე მოკუდა“

(„ჩვენი ეპოქის განდგომილების ჟამის ქრისტეში სულიერი ბრძოლა“, მე-4-ე გამოცემა ღირსი გრიგოლის წმიდა მონასტერი, მთაწმიდა, 1998 წ., გვ.14-22).

]]> https://www.pemptousia.ge/2016/04/04/%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90-2/feed/ 3032 იესო ქრისტეს ფერისცვალება და ჩვენთვის მისი მნიშვნელობა https://www.pemptousia.ge/2015/08/20/%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91/ https://www.pemptousia.ge/2015/08/20/%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91/#comments Thu, 20 Aug 2015 06:54:25 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48311 იესო ქრისტეს ფერისცვალება არ მიეკუთვნება იმ დღესასწაულთა რიცხვს, რომელთა შინაარსი მხოლოდ რაიმე ფაქტის მოგონებით ამოიწურება. ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია, როგორც თავისი თეოლოგიური, ისე სოტერიოლოგიური შინაარსით. ეკლესიამ იესო ქრისტეს ფერისცვალება საეკლესიო კალენდარში აღდგომასა და შობას შორის არსებული პერიოდის ცენტრში მოათავსა.  საერთოდ აღსანიშნავია, რომ დროის დაახლოებით ერთი და იგივე მონაკვეთი – ოთხი თვე – აშორებს ერთმანეთისგან სამ დიდ საუფლო დღესასწაულს. იესო ქრისტეს ფერისცვალება, მის განკაცებასა და აღდგომასთან ერთად, წარმოადგენს დროში ადამიანური მოგზაურობის სულიერი გარდატეხის მომენტებიდან ერთ-ერთს. სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, თუ რატომ არასდროს მიუჩნევია ეკლესიას ფერისცვალება ერთ უბრალო სასწაულად, არამედ იგი მიიღო, როგორც იესო ქრისტეს ქმედება, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცხონებისათვის, რაც –  იესოს შობასა და მკვდრეთით აღდგომას. სწორედ ამის გამო დადგინდა ამ დღეს მარხვა, სწორედ ამის გამო აღინიშნება ეს უდიდესი დღე სამეუფეო ტროპარებით, წინა და  შემდგომი დღესასწაულებით.

Stogianos-metamorfosi

თუმცაღა, რაც არ უნდა დიდი იყოს დღესასწაული, კარგი იქნებოდა ცოტა მის მნიშვნელობაზე გვესაუბრა, რათა ჩვენს ზეიმს ჰქონდეს ერთგვარი სწორი საყრდენი და იგი არ გადაიზარდოს მხოლოდ წინაპართა წეს-ჩვეულებების დაცვად.

იესო ქრისტეს ფერისცვალება არის ერთი ეპიზოდი უფლის ამქვეყნიური ცხოვრებიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა იესოს იერუსალიმში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე, რამაც უფალი საბოლოოდ ჯვარცმამდე, შემდგომ კი, უკვე აღდგომამდე მიიყვანა. ფერისცვალებას ქრისტეს ნათლობასთან ის საერთო აქვს, რომ ამ დროს ხდება წმიდა სამების  გამოცხადება. აღდგომასთან ის საერთო აქვს, რომ ამ დროს ხდება უფლის დიდების გაცხადება. ხოლო სულთმოფენობის დღესასწაულთან კი – ის, რომ ამ დროს სრულდება სულიწმიდის შემოქმედებითი ზემოქმედება.

ფერისცვალება ეს უფლის გაცხადებაა ადამიანის წინაშე, რომელიც უფლის სწორად შეცნობის მეშვეობით ჩვენ ცხონებაში გვეხმარება, ის ასევე მოიცავს ადამიანის შეცნობასაც. სწორედ ფერისცვალების მეშვეობით ცხადდება, თუ ვინ არის იესო ქრისტე, თუმცა ამავდროულად ისიც, თუ ვინ არის ადამიანი და საც გადის ჩვენი ისტორიის გზა. სწორედ ამ სამ ასპექტს შევეხებით ჩვენს მომდევნო მსჯელობაში – თუმცა, ბუნებრივია სრულად ვერ ამოვწურავთ მის მნიშვნელობას.

ფერისცვალება გვიჩვენებს იმას, თუ ვინ არის იესო ქრისტე. იესოს შესახებ მრავალ ჩვენს თანამედროვეს გააჩნია მცდარი მოსაზრება, რომ თითქოსდა ქრისტე არის დიდი მასწავლებელი ანდა მორალისტი. თუმცა მისი ფერისცვალებით ცხადდება, რომ იგი არის უფლის ძე. მისი სახის ცვლილება, ღმრთიური სხივმფენი სინათლე, რომელიც მას გარს აკრავს, მამა ღმერთის ხმა ზეციდან, რომელიც ადასტურებს მის ღმრთიურ ბუნებას, ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩვენ შორის ცხოვრობდა, როგორც მონა, მიუხედავად იმისა, რომ მან ჩვენი სიყვარულის გამო დაითმინა ჯვარზე სიკვდილი, ერთი წამითაც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ იესო ქრისტე უფლის სიტყვაა, რომელიც განკაცდა, ასწავლა, ეწამა და აღდგა თავისი ქმნილების – ადამიანის მიმართ უდიდესი სიყვარულის გამო. რადგან ის არის ღმერთი, სწორედ ამის გამო, იგი არის ჩვენი მხსნელი. რადგან იგი ღმერთია, ამიტომაც მისი სიტყვები და მისი სიცოცხლე დაკავშირებულია მორწმუნეებთან. რადგან ის არის ღმერთი, სწორედ ამიტომ მისი ცხოვრება და მისი საქმენი წარმოადგენს ჩვენი რწმენის ცენტრს.

თუმცა, იესო ქრისტე მხოლოდ ღმერთი არ არის. იგი ადამიანია, სრულყოფილი ადამიანი, პირველი ჭეშმარიტი ადამიანი ჩვენი მოდგმის ისტორიაში. იგი ახალი ადამია, რომელიც  უფალს კვლავ ისე ესაუბრება, როგორც თავის მამას, როგორც ამას ადამი აკეთებდა სამოთხეში ყოფნისას. თუმცა, იესო ქრისტე ბევრად აღემატება ძველს – პირველ ადამს. რადგან მას გააჩნია ახალი თვისება, რისი მოპოვებაც ძველმა ადამმა ვერ შეძლო და რაც არის – ღმრთის მსგავსება. და როგორც ადამიანი – იესო ქრისტე არის უფლის მსგავსი. რადგან თავისი სრულყოფილი მორჩილების შედეგად იგი ლოგოსთან იქნა გაიგივებული თავისი ღმრთიური ბუნებით. მას ამქვეყნიური სიცოცხლის პირველი წუთიდან დაწყებული სიკვდილის ბოლო ჟამამდე თან სდევდა თავისი, როგორც ადამიანური, ისე ღმრთიური ნება. მისი ადამიანური სურვილი გაიგივებული იყო მის ღმრთიურ ნება-სურვილთან. ასე გახდა, როგორც ადამიანი ის, რაც იყო, როგორც ღმერთი: უფლის ძე. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს ცხონების შესაძლებლობას, ანუ სხვა სიტყვებით, იესო ქრისტემ გააღმრთო ჩვენი ადამიანური ბუნება.

იესო ქრისტემ თავის თავზე აიღო იმის გაკეთება, რაც ვერ შეძლო ძველმა ადამმა – ადამიანური ბუნების განღმრთობის გზით იგი ღმრთის ძედ ექცია. იესო ქრისტეს ფერისცვალების მეშვეობით ვლინდება  ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი. ღმერთი ჭეშმარიტი, რადგანაც ამას ადასტურებს ზეციური ხმა და მოსესა და ელიას გამოცხადება. ჭეშმარიტი ღმერთი, რასაც გვიჩვენებს იესოს მოწაფეთა მოქმედება და მათი შეძახილები. ჭეშმარიტი ადამიანი, როგორც ამას გვიდასტურებს მისი ბუნების ცვალებადობა, როდესაც ის თავის ღმრთაებრივ ბუნებას იღებს. ჭეშმარიტი ადამიანი, როგორიც იყო იესო ქრისტე ფერისცვალების შემდეგ და მანამდეც ჩვენ შორის.

[გაგრძელდება]

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/08/20/%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91/feed/ 3423
ხატება ადამიანისა, ვისაც უფლის იმედი აქვს https://www.pemptousia.ge/2015/05/07/%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-2/ https://www.pemptousia.ge/2015/05/07/%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-2/#comments Thu, 07 May 2015 01:16:37 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47990 რა მშვენიერი, სასიამოვნო და რაოდენ მადლმოსილია ხატება იმ ადამიანისა, ვისაც ღმრთის იმედი აქვს და სწამს, რომ უფალი მას იხსნის. იმედი აქვს მისი, რომელიც მწყალობელი, მხსნელი, კეთილი და კაცთმოყვარეა.

ჭეშმარიტად ნეტარია ადამიანი, რომელსაც უფლის იმედი აქვს! ღმერთი ყოველთვის მისი შემწეა, ხოლო მას კი არ ეშინია, რაც არ უნდა ცუდი რამ შეემთხვას სხვა ადამიანებისაგან, იმედი აქვს ღმრთისა და სიკეთეს იქმნს! მისი ყოველი იმედი ღმერთთან აახლოებს და მასვე აბარებს მთელი თავისი გულით აღსარებას. უფალი მისი სიამაყეა, მისი ღმერთია, რომელსაც დღე და ღამე უხმობს. მისი მშვენიერი პირი უფალს სადიდებელ საგალობლებს აღუვლენს, თაფლზე და სანთელზე უფრო ტკბილი მისი ბაგეები თითქოსდა იმისთვის იხსნებიან, რომ ღმერთს უგალობონ, ხოლო მისი მადლმოსილი ენა კი ღმრთის სადიდებლად მოძრაობს.

Agios Nektarios 10

მისი გული მზად არის, რომ უფალს შეჰვედროს, მისი გონება მომზადებულია იმისათვის, რომ ღმერთამდე ამაღლდეს, მისი სული კი ღმრთისკენ მიისწრაფვის და „უფლის მარჯვენა შეეწევა მას“. „უფლისა მიერ იქოს სული მისი“. ითხოვს და მიეცემა ღმრთისაგან ის, რასაც მისი გული ეძებს. ითხოვს და პოულობს მას, რაც თავდავიწყებით სწადია. ირეკდეს და გაიხსნება კიდეც მისთვის გადარჩენის კარიბჭე.

ის ადამიანი, ვისაც უფლისადმი იმედი გააჩნია, მშვიდ წყალში განისვენებს. ღმერთი ხომ მას უხვად ანიჭებს თავის წყალობას. უფლის მარჯვენით იგი თავის სვლას მართავს და ყოვლისშემძლის თითი მის მიერ გასავლელ გზებზე მიუთითებს.

მას, ვისაც უფლის იმედი აქვს, არ შეიძლება, რომ მიზანს ასცდეს. მისი იმედი არასდროს კვდება. ღმერთია მისი მოლოდინი, მისი გულის სრულყოფილი სურვილი. მთელი დღის განმავლობაში სწორედ მის გამო ოხრავს მისი გული: „უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ, მოდი და სწრაფად ჩამოაშორე ჩემს სულს ყოველგვარი საჭიროება, გაათავისუფლე ტყვეობიდან ჩემი სული! უფალო, მთელი ჩემი გულით შენ გადიდებ. შენ გეკუთვნის ყოველი სიტყვა, რაც კი ჩემი პირიდან გაიჟღერებს“.

იმ ადამიანს, ვისაც უფლის იმედი აქვს, ყველაზე აღმატებულს, თავის მხსნელს ლოცავს და აღმერთებს „მის წმიდა სახელს“. იმედი აქვს და თავისი გულის სიღრმეებიდან ღმრთისადმი ღაღადებს: „უფალო, როდის გავხდები ღირსი და თვალნი ჩემნი იხილავენ შენს ბრწყინვალებას?“

მას, ვისაც უფლისადმი იმედი გააჩნია, უხმობს უზენაესს იმისათვის, რომ მის ტაძარში შევიდეს, რათა იხილოს და იხაროს მისი სასწაულებით. ხოლო ყოვლისმპყრობელი კი გაიგონებს მისი ლოცვის ხმას.

იმ ადამიანს, ვისაც ღმრთისადმი იმედი აქვს, ტკბება სრულყოფილი სიმშვიდით. სიწყნარე იპყრობს მის გულს, ხოლო მის სულში მეფობს სრული უშფოთველობა. მას ხომ შემწედ უფალი ჰყავს, მაშ რისი უნდა ეშინოდეს? რამ უნდა დააუძლუროს? თუნდაც, მის წინააღმდეგ ომი გააჩაღონ, მაინც არ ეშინია, რადგან უფლის იმედი აქვს. თუნდაც, მაცდურმა ადამიანებმა დევნა დაუწყონ, მაინც არაფრის ეშინია, რადგან იცის, რომ ყოველივე უფლის ნების შესაბამისად ხდება. არა აქვს არც თავისი მშვილდის, არც თავისი კაპარჭის იმედი, მისი ხსნა არც მის ხმალზეა დამოკიდებული, არამედ – ყოვლისმპყრობელზე, მის უფალზე, რომელსაც შეუძლია მისი გამოხსნა იმათი ხელიდან, ვინც კი მას ებრძვის, ცოდვილის მახიდან და ქარიშხლისაგან. უფლის ძალაში მას ეჭვი არ ეპარება – „ხელთა ზედა აღიპყრან და უფალმა იხსნას იგი“.

იმ ადამიანს, რომელსაც ღმრთის იმედი გააჩნია, მშვიდად მიაბიჯებს თავისი ცხოვრების ბრძოლაში და თავის გზას ამქვეყნიურ საზრუნავზე წუხილის გარეშე განლევს. იგი განუწყვეტლივ სიკეთის ქმნაშია, მის სათნო და სრულყოფილ საქმეებს უფალი ლოცავს. დალოცვილი თესავს და თავისი გარჯის შედეგად ნაყოფსაც უხვად მოიმკის. უფლის იმედი აქვს და იმ ცდუნებებს არ ნებდება, რაც გარს აკრავს. ცხოვრებისეული განსაცდელის ჟამს კი არ ნებდება, არამედ იმედი აქვს იმისა, რომ იქ სადაც თითქოსდა მართლაც შეუძლებელია გამოსავლის პოვნა, ღმერთი მაინც უჩვენებს გზას. რწმენის საშუალებით სამართლიანობას იმედით ელოდება.

იმ ადამიანს, რომელსაც უფლის იმედი აქვს, არ გააჩნია ფულის ანდა თავისი ძლიერების იმედი, არამედ თავს იმით ინუგეშებს, რომ უფალი გაუწევს მას დახმარებას.

მას, ვისაც ღმრთისადმი იმედი გააჩნია, უფლის მიმართ რწმენით და სიყვარულითაა სავსე, იგი საკუთარი სინდისის მეშვეობით ცხოვრობს, შვილის გულწრფელობით წარდგება თავისი ზეციური მამის წინაშე და მას უხმობს, რათა მისი მეფობა დამყარდეს მიწაზე და ისევე როგორც ზეცაში, დედამიწაზეც აღსრულდეს მისი ნება.

იმ ადამიანს, რომელსაც ღმრთის იმედი აქვს, თავის თავს მთლიანად ღმერთს უძღვნის, ხოლო თავის გულს კი კეთილსა და უკვდავ ღმერთამდე ამაღლებს. უფალს უმაღლეს სიკეთესა და ცათა სასუფეველში უკვდავებას თხოვს, ყოვლისმპყრობელი კი მის თხოვნას შეისმენს.

ნეტარია ის ადამიანი, ვისაც უფლის იმედი აქვს!

(წმიდა ნექტარიოსი, „Το γνώθι σαυτόν“, გამომც. ათონი, გვ.101-104).

]]> https://www.pemptousia.ge/2015/05/07/%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-2/feed/ 3658 აღდგომა, ჯვარზე ასვლით https://www.pemptousia.ge/2015/04/10/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%97-2/ https://www.pemptousia.ge/2015/04/10/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%97-2/#comments Fri, 10 Apr 2015 05:33:53 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47921 ა) ჯვარი წინ მიუძღვის აღდგომას, დიდი პარასკევი თავის წიაღში ატარებს აღდგომის ბრწყინვალე კვირას. მწუხარებას, სევდას და სასოწარკვეთილებას სიხარული და აღდგომის სიმშვიდე ცვლის. აღდგომა ჯვრის გარეშე ვერ შეიცნობა, ხოლო აღდგომის გარეშე კი ჯვარს არა აქვს აზრი. აღდგომა ყველაზე საუკეთესოდ ჯვარს მიღმა იფარება. სწორედ ამის გამო, მართლმადიდებლური აღდგომა არის ჯვრის აღდგომა. ყოველი ადამიანი მთელი ხორცით, სულითა და რწმენით მონაწილეობს მკვდრეთით აღმდგარ უფალთან შეხვედრის ამ დიდ დღესასწაულში. მაცხოვართან ერთად გზის გავლა და ჯვარცმა ადამიანს ღმრთიური ცეცხლის მონაწილედ აქცევს და მას ქრისტესთან ზიარებული ძმების ჭეშმარიტი გაერთიანებისაკენ მიუძღვის.

Stavrosis 94

ბ) იოანე მახარებელი აღდგომის ღმრთაებრივი ლიტურგიის სახარებაში (იოვანე, 1, 1-17) გვაუწყებს, რომ ღმერთის სიტყვა იქცა ადამიანად. უფალი განკაცდა და ადამიანებს შორის დაემკვიდრა, ამგვარად გამოამჟღავნა თავისი ღმრთაებრივი დიდება. იგი ჭეშმარიტი სინათლეა, რომელიც ყოველ ადამიანს, ვინც კი ამქვეყნად იბადება, გზას უნათებს. თუმცა, იმისათვის, რომ ადამიანმა შეიცნოს ღმრთის მოსვლა, საჭიროა, თავიდანვე გაითავისოს ნათლობის გზით, სამსახოვანი ღმერთის სახელით მიღებული ღმრთიური ნათელი. ასეთ შემთხვევაში, ქრისტეს სხეულთან, ეკლესიასთან გაერთიანება და წმიდა საიდუმლოებებთან მიახლება მას აძლევს იმის საშუალებას, რომ დაიტიოს ღმრთიური ნათელი.

გ) პარალელურად, მას ასევე მოეთხოვება ხანგრძლივი ადამიანური თანხმობა და ხორცის მოკვდინების გზით გულმოდგინება. „განვწმიდოთ ჩვენი გრძნობები და აღტაცება გამოვხატოთ აღდგომის მიუწვდომელი ნათლის მიმართ“, გალობს წმიდა მეფსალმუნე. ამაში თავისი წვლილი როგორც მარხვას, სინანულს, მეტანიას, თავშეკავებას, შინაგან მწუხარებას, ასევე ნებისმიერი საქმის სიყვარულით გამოხატულ წრთვნას, სწრაფვას შეაქვს. ზოგიერთები ქრისტეს მხოლოდ როგორც ღმერთს, ისე ხედავენ. მაშინ, როდესაც სხვანი, მას მხოლოდ როგორც ადამიანს, ისე აღიქვამენ. პირველნი იესოს იმდენად შორს მოიაზრებენ, რომ ვეღარ სწვდებიან. მეორენი კი მას ღმრთაებრიობისგან ძარცვავენ და ზოგადად, ადამიანს ართმევენ განღმრთობის, პიროვნული თავისუფლებისა და სიკვდილის დაძლევის ღმრთივმომადლებულ შესაძლებლობას.

დ) თუმცა, ქრისტე, როგორც ღმერთკაცი, გვიჩვენებს სიკვდილზე გამარჯვების გზას და იქცევა „გარდაცვალებულთაგან პირველი“. ყოველ ქრისტიანს შეუძლია მის გზას მიჰყვეს. იმისათვის, რომ შეხვდეს ქრისტეს ჯვარს უნდა აცვას თავისი ვნებები. მოკლას ისინი სინანულისა და ცოდვიანი სიცოცხლის გამო დადენილი ცრემლების მეშვეობით, და აწმყო ცხოვრებაში ეზიაროს აღდგომის სიკეთეს. გულმოდგინედ დაიცვას ღმრთიური მცნებები და შეიძინოს ის სათნოებები, რომლებიც მას პიროვნული თავისუფლებისა და სიკვდილისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას მისცემენ. „და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს“ (რომაელთა მიმართ ეპისტოლე, 6, 9).

ე) აღდგომის ნათელი სამყაროზე გულუხვად იღვრება. თუმცა, იმისათვის, რომ მოხდეს ამ ნათლის ძალის შეცნობა, საჭიროა გულწრფელი გრძნობის ორგანოები და სუფთა თვალები. ხშირად, სარწმუნოებრივი სიბრმავე ხელს უშლის ამ ურთიერთობას. მაგრამ, აღდგომის ბრწყინვალე დღეს, დაე თუნდაც ბუნდოვნად, ყველა შეიგრძნობს ღმრთიური შუქის სხივს, რომელიც მის გონებასა და გულს ნათელს ჰფენს. მართლმადიდებლურ აღმოსავლურ ტრადიციაში, განმარტოების მეშვეობით, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ხალხური წეს-ჩვეულებანი, რომლებიც აცხადებენ, რომ ადამიანებს სრულიად არა აქვთ დავიწყებული ნათლობის შედეგად მიღებული ნათელი. სააღდგომო დიდი კელაპტარი, სააღდგომო მისალმება, საერთო ტრაპეზი, ქრისტესთან ერთად სიყვარულით ძმური თაყვანისცემა, საფლავების მონახულება და ა.შ. მათ შორის რამდენიმეს წარმოადგენს.

ვ) სააღდგომო დიდი კელაპტარი, რომელიც ჩვეულების მიხედვით, ნათლიის საჩუქარია, დნება, კაშკაშებსა და ანათებს, გადაეცემა რა ჯვარზე აღდგომის ქრისტიანულ ზნე-ჩვეულებას. ასევე მისალმების ფორმები – „ქრისტე აღსდგა“ და „ჭეშმარიტად აღსდგა“, უმეტეს ადგილზე რაიმე სხვა სახის მისალმებას ენაცვლება და ორმოცი დღის განმავლობაში, აღდგომის პიროვნული გამოცდილების გამოხატულებას წარმოადგენს. ამასთან, ამ წმიდა დღეებში, გარდაცვალებულთა საფლავებზე გასვლა, ხალხის იმ რწმენაზე მიუთითებს, რომ ქრისტეს აღდგომა მათ სულებს გააცოცხლებს და მთელი ადამიანურ მოდგმას აღდგომის უპირატესობას წარმოუჩენს.

ზ) თუმცა, ადამიანის მცდელობის უმაღლეს წერტილს, იმისათვის რომ იგი უფლის ვნებებისა და აღდგომის თანამონაწილე გახდეს, საჭიროა შინაგანი აუცილებლობა ღმრთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოებაში მონაწილეობის მიღებისა. საკმარისია მხოლოდ, რომ ეს მოხდეს „სუფთა შეგნების“, „ნათელი გულის“ და მოყვასის მიმართ სიყვარულის შემდეგ, მაშინ, წმიდა იოანე ოქროპირის თანახმად „ყველა ტკბება რწმენის ნადიმით. ყველა ეზიარება პატიოსნების სიმდიდრეს. არავინ ტირის თავის სულიერ შიმშილზე, რადგან გამოჩნდა საერთო სამეფო. არავინ მოთქვამს თავის შეცდომებზე რადგან შეწყნარების თხოვნა საფლავიდან გაისმა. არავის აღარ ეშინია სიკვდილისა, რადგან ჩვენ მაცხოვრის სიკვდილმა გვიხსნა. ქრისტე აღსდგა და ანგელოზნი ხარობენ. ქრისტე აღსდგა და სიცოცხლე მეფობს“. საღმრთო სჯული აღმატებულია და სიხარული ავსებს ადამიანთა გულებს!

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/04/10/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%97-2/feed/ 3494
დროის ფერიცვალებაზე https://www.pemptousia.ge/2015/01/13/%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-2/ https://www.pemptousia.ge/2015/01/13/%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-2/#comments Tue, 13 Jan 2015 12:51:16 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47611 ა) ყოველ ეპოქაში ადამიანს დროის თვლის, მისი მნიშვნელობის, კონტროლისა და განსაზღვრის სურვილი გააჩნია. გარდა ამისა, შესაძლებელი რომ იყოს, მას ასევე სურს, რომ დროის საზღვრებს აღემატებოდეს. ყოველივე ეს ჩანს, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის სხვადასხვა ძეგლებიდან, ისე – დროის შესახებ არსებული სხვადასხვა მოსაზრებებიდან. ბიბლიური სიბრძნეს მოკლებულ ხალხს შორის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიებში, წარმოიშვა დროის სიწმინდისა და მის ციკლურ ბრუნვასთან დაკავშირებული მითოლოგიური წარმოდგენები. სწორედ ამგვარად წარმოიშვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ დრო ციკლურად ბრუნავს. დროის ციკლურ ბრუნვასთან დაკავშირებულ წარმოდგენას დომინანტური ადგილი ეჭირა ასევე წარმართულ ბერძნულ აზროვნებაშიც.

The-melting-clock2-600x446

ბ) წინარე ქრისტიანულ ხანაში წარმოიშვა სხვადასხვა სადღესასწაულო ციკლები. ყოველი თვის პირველი რიცხვი, წლის პირველი რიცხვი, ბუნიობანი, დღისა და ღამის გათანაბრება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც ამა თუ იმ დღესასწაულის საფუძვლებს წარმოადგენდნენ. მაგალითად, ძველ აღთქმაში შაბათი უკავშირდება სამყაროს შექმნის მეშვიდე დღესა და უფლის დასვენებას „ყოველთაგან საქმეთა მისთაგან“, რამაც სადღესასწაულო სიმბოლიზმს დაუდო საფუძველი. რიცხვი შვიდი კვირის ციკლის წიაღში წარმოადგენს სამყაროს შექმნის სრულყოფილებისა და ამავდროულად კვირის კოსმიური დროის სიმბოლოს.

გ) თუმცა, შაბათის, როგორც უქმე დღის სარწმუნოებრივმა სტანდარტიცაზიამ, ისევე როგორც სხვა დღესასწაულებისამ, ისინი თავიანთ ჰუმანურ ღირებულებას, ფუნქციას დააცილა. სწორედ ამის გამო, კრიტიკულია უფლის სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველის მიერაა წარმოთქმული: „ახალმთვარობები და შაბათები ჯარობები ვეღარ ამიტანია! უკეთურება და დღესასწაული? თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა … სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს“ (ესაია წინასწარმეტყველი, 1, 13- მომდევნო). ეკლესიამ, შაბათი დღიდან კვირა დღეზე გადაიტანა სიმძიმის ეპიცენტრი, რომელიც კვირის პირველი დღეც არის და მეშვიდეც, რომელიც უფლის სასუფევლისა და მადლის სივრცეს გვიხსნის. რადგან კვირა დღე, რომელიც უპირველეს ყოვლისა, უფლის მკვდრეთით აღდგომის დღეა, ყოველკვირეულ აღდგომის დღესასწაულს წარმოადგენს.

დ) ქრისტიანებისათვის თვეები, წლები, საუკუნეები და ათასწლეულები ყოვლისმპყრობელი უფლის ხელთაა. სწორედ იგი მართავს დროს და მას მარადისობად გადააქცევს, რადგანაც უფალი თავად დაუსაბამო და მარადიულია. „და შენ დასაბამსა, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე, და ქმნულნი ჴელთა შენთანი ცანი არიან“, გვასწავლის წმიდა წერილი და შემდგომ ამისა აგრძელებს: „იგინი წარჴდენ, ხოლო შენ ეგო უკუნისამდე; და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ… ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არაჲ მოაკლდეს“ (ებრაელთა მიმართ, 1. 10-12).

ე) საეკლესიო კალენდარში (ეორტოლოგიონში, სადაც თვეების მიხედვითაა მოცემული წმიდანებისა და დღესასწაულების ჩამონათვალი) მეხსიერების სრულყოფილებით არის წარმოდგენილი ამ დრომდე მომხდარი ყველა ის მოვლენა, რომელსაც ხსნის ფუნქცია გააჩნია და რომელიც ისტორიის მსვლელობისას უფალმა ადამიანის გადარჩენისთვის დაუშვა. იესო ქრისტეს შობა, წინადაცვეთა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება ამ დრომდე აღინიშნება. ასევე საზეიმოდ აღინიშნება უფლის რჩეულთა, წმიდანთა, მართალთა, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, წამებულთა, მღვდელმთავართა, აღმსარებელთა, ღირსთა ხსოვნა, ისევე როგორც ახალმოწამეთა, რომლებმაც თავი გასწირეს უფლისთვის და შეიყვარეს მოყვასი თვისი ძნელბედობის ჟამს.

ვ) ეკლესიაში მჟღავნდება, თუ რა გააკეთა უფალმა თავისი ქმნილებისათვის, ასევე – ისიც, თუ რას შეუძლია მიაღწიოს ადამიანმა, როდესაც ის სულიწმიდის მადლით ბრწყინდება და ღმრთის სიყვარულითაა შთაგონებული. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები ნატრობენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში კარგად და მშვიდობიანად იცხოვრონ, დრო არ წარმოადგენს მათთვის უმაღლეს სიკეთეს. ისინი დროს მოიაზრებენ, როგორც სულიერი ბრძოლისა და წრთვნის პერიოდს, ისინი ხომ ლოცულობენ „რომ თავიანთი დარჩენილი ცხოვრების დრო სიმშვიდესა და სინანულში გაატარონ“.

ზ) აწმყო ცხოვრებაში ქრისტიანი წინასწარ ემზადება, რომ სულიწმიდის დახმარებით ღმრთიური სიყვარულის სამოთხეში შესვლის ღირსი გახდეს. მას, ვინც თავის ცხოვრებას უფლის ხელთ მიანდობს და მის მცნებებს დაიცავს, მომავლის შიში არ გააჩნია. იგი წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და წარსულში მოღვაწე წმიდანთა რწმენითაა შთაგონებული, იბრძვის, რათა აწმყო დროში კვლავ იარსებოს სიყვარულმა და ცდილობს, რომ მომავალ საუკუნო ცხოვრებასა და დიდებაში მონაწილეობის იმედი ცოცხლად დაიცვას. სწორედ მაშინ ექნება მას იმის საშუალება, რომ მიმართოს უფალს, რომელიც არის „ანი და ჵ, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული“, და მას უთხრას: „ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!“ (გამოცხადებაი, 22, 13, 20).

წყარო: გაზეთი „მაკედონია“, 29-12-2013 წელი

]]> https://www.pemptousia.ge/2015/01/13/%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-2/feed/ 3774 ზოგადი სულიერი დარიგებანი https://www.pemptousia.ge/2014/06/16/%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c/ https://www.pemptousia.ge/2014/06/16/%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c/#comments Mon, 16 Jun 2014 06:36:47 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=45051 1. ჩვენი ქმედება ზომიერებით უნდა იყოს  შემკული. ზომიერების გარეშე, ისიც კი რაც კარგია, დამღლელი და ზიანის მომტანია.

eikones

2. ვერ დაამარცხებ ცოდვას, თუ არ გაექცევი იმ მიზეზებს, საიდანაც ის წარმოიშობა. და მისი წარმოშობის უმთავრესი მიზეზებია: ბევრი დასვენება, დროის ტარება, ფული, საწინააღმდეგო სქესთან მეგობრობა, სასმელი და ა.შ. ისინი ცალკე აღებული ცოდვას არ წარმოადგენს, მაგრამ მათი ბოროტად გამოყენება ცოდვისაკენ ადვილად გვიბიძგებს. ამიტომ, ადამიანი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ ყველაფერს. ნათქვამია: „ნუ გაძღები პურით და ღვინოსაც არ მოისურვებ“. ამ გამონათქვამის აზრი კი შემდეგშია – ერთი ცოდვით დაცემას სხვა ცოდვისაკენ მივყავართ!

3. ერთადერთი ნამდვილი ბოროტება ადამიანისთვის მხოლოდ და მხოლოდ ცოდვაა. გეშინოდეთ ცოდვის. ვისაც ცოდვის ჩადენის ეშინია, მას უფალი იცავს მისი ცხოვრების გზაზე. და თუ შეემთხვევა და წაბორძიკდება რაიმე შეცოდებაზე, უფალი არ აყოვნებს და ეხმარება თავისი დიდი წყალობით!

4. ის, რასაც ამბობ და ის,  რასაც ფიქრობ დღის განმავლობაში, შესაბამის სიზმრებს ბადებს ღამის განმავლობაში. თუ მთელი დღე ლოცულობ და შენი ფიქრები კეთილია, ძილიც მშვიდი გექნება და სიზმრებიც – კარგი. თუ მთელი დღის მანძილზე უქმად მეტყველებ და ცოდვიან ფიქრებს ეთანხმები, ძილიც ცუდი გექნება და მას საცდურიც თან დაერთვის.

5. სრული ცოდვაა როცა ვინმე მას ჩაიდენს ფიქრითაც და სხეულითაც. სანახევროდ ცოდვაა როცა აზრებს აძლევ საშუალებას იფიქრო მხოლოდ ცოდვაზე. მაგრამ დაუსჯელი ისიც კი არ რჩება, ვინც თუნდაც მხოლოდ გონებით სცოდავს.

6. ეს არის უხილავი ბრძოლა: ადამიანის ბრძოლა ცოდვის დასამარცხებლად ფიქრების დონეზე, როცა რეალურად შესაძლებელია თავიდან აიცილოს ცოდვის ჩადენა.

7. სიყვარული სიმდაბლესთან ერთად ორი ფრთაა და თუ ისინი გვექნება გავხდებით „ვითარცა არწივნი ფრთოვანნი» და შევძლებთ, მივაღწიოთ მეშვიდე ცამდე! ამისათვის არ უნდა დავიზაროთ ბრძოლა ამ ორი უზენაესი სიკეთის მოსაპოვებლად.

8. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უფალი. რაც არ უნდა გქონდეს გასაკეთებელი  ან სათქმელი, ან მოსაფიქრებელი საკუთარ თავს უნდა შევეკითხოთ: „მოეწონება ეს უფალს? კარგია ეს?“ და ღმრთის ხმა, სინდისი, ჩვენს შიგნით გვიპასუხებს სათნოა თუ არა ეს მისთვის. ამისათვის, ახლაც კი, როცა იწყებთ სულიერ ბრძოლას, შემართებით შეუდექით მას, რათა მისი ბოლოც კეთილი იყოს.

*გერონდა (ბერძ.)  – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

წყარო: სტავროვუნის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი ათანასე, სტავროვუნის მონასტრის ბერი* გერმანე (1906-1982), ნათელი მხიარული და საიდუმლო თანამედროვე ეპოქის სიბნელეში, სტავროვუნის მონასტრის გამომცემლობა, ნიქოზია – კვიპროსი, მეორე გამოცემა, ოქტომბერი., 2000 წელი.

]]> https://www.pemptousia.ge/2014/06/16/%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c/feed/ 4345 აღდგომის ხატის მოკლე მიმოხილვა https://www.pemptousia.ge/2014/04/20/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b/ https://www.pemptousia.ge/2014/04/20/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b/#comments Sun, 20 Apr 2014 02:04:29 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=45747 ამ სტატიაში მართლმადიდებლური ხატის „ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის“ უმთავრესი სახასაითო ნიშნების განხილვას შევეცდებით.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს ხატი სრულიად განსხვავდება დასავლეთის ეკლესიაში დამკვიდრებული აღდგომის ხატისაგან, რომელზეც უფალ იესო ქრისტეს საფლავიდან ტრიუმფალური, დროშით ხელში ამოსვლა გამოისახება. საფლავის ირგვლივ კი შეშფოთებულ, მიწაზე დავარდნილ თავზარდაცემულ გუშაგებს გამოსახავენ.

Anastasis tou Kyriou, Adelfotis Ananaion, Skitia Agia Annis, Agion Oros 14

დასავლეთის ეკლესიის ეს ხატი ისეთ სცენას ასახავს, რომელიც არავის თვალით არ უნახავს. აღდგომის წამი დაფარული საიდუმლოა.

H eis Adou Kathodos, Toihografia Katholikou, 18os aionas, Moni Osiou Gregoriou, Agion Oros

მართლმადიდებლური მიდგომა ამ მოვლენისადმი სრულიად განსხვავებულია. იგი აღდგომის მოვლენის შედეგებს წარმოაჩენს ადამიანისა და სრულიად სამყაროსათვის.

იესო ქრისტე გამოისახება ცენტრში, შემოსილია ნათელი ფერის სამოსით და გარშემორტყმულია დიდების შარავანდედით, ხელი ჩაუჭიდავს ადამისა და ევასათვის და ისინი ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს, სადაც ისინი სამოთხეში ყოფნის დროს მცდარი არჩევნის გაკეთების გამო მოხვდნენ. ამ მოქმედებით, რომელიც საკმაოდ ენერგიულია და შეგვიძლია ფეთქებადიც ვუწოდოთ, ჩვენს ყურადღებას ამ კომპოზიციის ცენტრალური აზრი იპყრობს, რომლის არსიც მაცხოვრის მიერ ადამის ჯოჯოხეთიდან „თან ამოყვანაში“, ადამიანთა ხსნაში მდგომარეობს. საყურადღებოა, რომ ორივენი საფლავებიდან გამოდიან.

იესო ქრისტე მტკიცედ დგას ჯოჯოხეთის ბჭეთა ჯვარედინად გადაჭდობილ ორ ფიცარზე. ჯოჯოხეთის ბჭენი (კარები) იესო ქრისტემ ჯვრის ძალით შემუსრა… ირგვლივ მიმოფანტულია შელეწილი ბჭეების  გამოუსადეგარი კლიტეები და ჯაჭვები, რომლითაც მანამდე დაკეტილი იყო ჯოჯოხეთიდან გამოსასვლელი კარები. ქრისტეს ფეხქვეშ ჯოჯოხეთის შავი ფერის სკნელი მოჩანს, რომელიც უფლის აღდგომამდე ადამიანის საბოლოო სამყოფელი იყო.

იესო ქრისტეს მარჯვნივ და მარცხნივ ერთმანეთის მიჯრით ის ადამიანები არიან გამოსახულნი, რომლებიც ქრისტემდე ცხოვრობდნენ. ყველა მათგანი უფლისგან ხსნას მოელის და ამიტომაც ყველანი მისკენ არიან მიმართულნი. მათ შორის უპირველესად წმიდა იოანე ნათლისმცემელს, ასევე ძველი აღთქმის მართალთა და წინასწარმეტყველთ გამოვარჩევთ, როგორიც არის მეფე დავით წინასწარმეტყველი.

H eis Adou Kathodos, Emmnouil Tzane 17os ai., Theotokos Antivouniotissa

აღგდომის ხატის ამ კომპოზიციის უკანა ფონზე მოსჩანს ბორცვები, ზოგიერთ შემთხვევაში კი კომპოზიციის ზემოთა ნაწილში ხელში საკუთარი წინასწარმეტყველებების გრაგნილით იმ წინასწარმეტყველებს (მაგ.: დავითსა და იონას) გამოსახავენ, რომლებმაც აღდგომის უდიდესი მოვლენა იწინასწარმეტყველეს.

დასასრულს, გვსურს უფალ იესო ქრისტეს თეთრ სამოსს შევეხოთ. თეთრი სამოსი აღდგომის სიხარულის სიმბოლოა და წინასწარი განსახიერებაა ჩვენი აღდგომისაც, რომელსაც მოველით.

ათანასიოს მუსტაკისი

Anastasis tou Kyriou 11

]]> https://www.pemptousia.ge/2014/04/20/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b/feed/ 6468