Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
სახეები-პიროვნებები – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 მიიძინა ბერმა გაბრიელ ვუჩკოვიჩმა – “facebook”-ის ღერონდამ https://www.pemptousia.ge/2017/04/19/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%95%e1%83%a3/ https://www.pemptousia.ge/2017/04/19/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%95%e1%83%a3/#comments Wed, 19 Apr 2017 08:51:34 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50532 დიდი ოთხშაბათის საღმოს ღმრთივ მიიძინა არქიმანდრიტმა გაბრიელ ვუჩკოვიჩმა, რომელიც გახლდათ ლეპავინას წმიდა მონასტრის (ხორვატია) წინამძღვარი. იგი ცნობილი იყო ინტერნეტსივრცეში თავისი აქტიურობით, მოფერებით მას – “facebook”-ის ღერონდასაც ეძახდნენ.

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 01

დასაფლავება განხორციელდა აღდგომიდან მეორე დღეს, 17 აპრილს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაგრების მიტროპოლიტი პორფირე და პაკრაცის ეპისკოპოსი იოანე. მორწმუნეთა დიდი რიცხვი აცილებდა პროცესიას მონასტრის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ლეპავინას სასაფლაომდე, სადღესასწაულო გალობით “ქრისტე აღდგა” სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სადიდებლად.

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 02

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 03

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 04

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 05

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 06

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 07

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 08

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 09

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 10

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 11

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 12

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 13

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 14

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 15

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 16

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 17

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 18

საუკუნო ხსენება ღერონდა გაბრიელ!

Koi ithike P. Gavriil Vouchkovich 19

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/04/19/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%95%e1%83%a3/feed/ 2538
გრიგოლ პალამა და თანამედროვე თეოლოგია https://www.pemptousia.ge/2017/03/30/%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9a-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93/ https://www.pemptousia.ge/2017/03/30/%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9a-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93/#comments Thu, 30 Mar 2017 07:22:53 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50395 ჩვენმა ეკლესიამ დიდი მარხვის მეორე კვირა დღეს თესალონიკის მთავარეპისკოპოსის გრიგოლ პალამას, ხსენების დღე აღნიშნა. მთაწმიდელი ღირსი მამა, რომელსაც ასევე წილად ხვდა მღვდელმთავრის პატივი, ეკლესიის მიერ მოიხსენიება მარხვის მეორე კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმის კვირა დღის მომდევნო კვირას, რომელსაც ჩვენ, მართლმადიდებლები, დიდი მარხვის პირველ კვირას აღვნიშნავთ (ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს ხატების თაყვანისცემის აღდგენას). ამით ჩვენ გარკვეულწილად გვაქვს ერთგვარი გაგრძელება მართლმადიდებლობის ზეიმის კვირა დღისა, რომელსაც ასევე შეიძლება ვუწოდოთ მართლმადიდებლობის ზეიმის მეორე კვირა დღე. ეს დღესასწაული მიუთითებს წმიდა ხატების თაყვანისცემის აღდგენის კავშირზე შეუქმნელი მადლის თეოლოგიასთან, რომლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი იყო წმიდა გრიგოლ პალამა.

Agios Grigorios-palamas 11

მრავალი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ წმიდა გრიგოლისაგან, თუმცა ჩვენ აქ შევეხებით მისი სიცოცხლისა და თეოლოგიის მხოლოდ ორ სიმაღლეს: შეუქმნელი ნათლის მისტიკურ ხედვასა და მართლმადიდებლურ ასკეტიზმს. და ბუნებრივია, მეტად თვალსაჩინოა  მისტიკური და ასკეტური ცხოვრების კავშირი ევქარისტულ და ნიპტიკურ განზომილებასთან წმიდა მამის, როგორც ცხოვრებაში, ისე – მის თხზულებებში. ეჭვს გარეშეა, რომ სწორედ ეს არის მართლმადიდებლობა, თეორია და საქმე, სწორი დოგმა და სათნოებათა ქრისტესმიერი ღვაწლი, ჯვრის ბრძოლა და ადამიანის ღმრთაებრივ სულად მეტამორფოზა (გარდასახვა).

სულაც არ არის შემთხვევითი ის, რომ ეკლესია ასე განსაკუთრებულად მიაგებს პატივს წმიდა გრიგოლ პალამას და მის თეოლოგიას. დღეს, უფრო ზუსტად ბოლო ათწლეულების მანძილზე, სხვადასხვა და მათ შორის დასავლეთ საქრისტიანოს გავლენის შედეგად, ვხედავთ თუ როგორ მომძლავრდა მართლმადიდებლურ სამყაროში მრავალი ისეთი ტენდენცია, რომელიც თითქოსდა ავიწროებს ქრისტიანული ცხოვრების ასკეტიკურ და ნიპტიკურ სფეროს. სოციალური და პოლიტიკური თეოლოგია, ფემინისტური, ლიტერატურული, კულტურული და ა.შ. დინამიკურად იჩენს თავს ავანსცენაზე მრავალი პუბლიკაციისა და ღონისძიების მეშვეობით. ეჭვს გარეშეა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ ან ძირი გამოვუთხაროთ ყველაფერს ზემოთ აღნიშნულიდან. თუმცა, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს არის ის, რომ არ შეიძლება რაიმე მიეკუთვნებოდეს მართლმადიდებლურ  სამყაროს, თუკი ის არ იღებს სათავეს ევქარისტულ-ლიტურგიულისა და მისტიკური – ასკეტური ცხოვრების კავშირიდან. ყველა სხვა შემთხვევაში იგი არ სცილდება ფილოსოფიური ანთროპოლოგიის სფეროს, ცოდვას, რომელიც სამწუხაროდ ვერ აიცილეს თავიდან ჩვენმა დასავლეთელმა ძმებმა, კათოლიკეებმა და პროტესტანტებმა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამის გამო ებრძოდა დიდი პალამა კათოლიკე ვარლაამსა და დანარჩენ მსგავსად მოაზროვნეებს.

სწორედ აქ, კარგი იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ სხვაობა დასავლეთის სამყაროს ქრისტიანობასა და მართლმადიდებლობას შორის უფრო ღრმაა, ვიდრე ზოგიერთებს სურთ, რომ თავად დაინახონ და წარმოგვიჩინონ.  ბუნებრივია, მხედველობაში არ გვაქვს შუღლის საფუძველზე წარმოქმნილი განხეთქილებანი. უბრალოდ, ვხედავთ რა გრიგოლ პალამას ბრძოლას, ანუ იგივე ეკლესიის ბრძოლას, კათოლიკეებისადმი მიმართულს, არ შეგვიძლია არ გამოვავლინოთ ჩვენი დასავლეთელი ძმების „მართლმადიდებლობის“ პრობლემები და არ დავფიქრდეთ მათზე სერიოზულად.  უპირველეს ყოვლისა ხომ, მართლმადიდებლობა მჭიდროდ უკავშირდება ორთოპრაქსიას (სწორად მოქმედებას)…

რაც შეეხება მეორე საკითხს, რომლის განხილვაც გვაქვს განზრახული ჩვენს წინამდებარე სტატიაში და რაც ეხება მართლმადიდებლურ ასკეტურ ცხოვრების ღვაწლს, აქაც უნდა გამოიყოს ორი დონე. პირველი – ეს არის ასკეტური ცხოვრების კავშირი ადამიანის განღმრთობასთან. არ არსებობს განღმრთობის – უფლის ხილვისა და მასთან დაკავშირების არანაირი შესაძლებლობა ქრისტესმიერი ღვაწლისა (ასკეტური ცხოვრებისა) და სულიერი სიფხზლის გარეშე. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ არ ეგების განღმრთობა მხოლოდ ისეთი ასკეტური ცხოვრებით, რომელიც შორსაა საიდუმლო, ევქარისტიული ცხოვრებისაგან. სწორედ ამას ამბობს და გვაჩვენებს წმინდა გრიგოლ პალამა, სწორედ ეს გახლავთ რამდენიმე სიტყვით გამოთქმული მართლმადიდებლური ქრისტიანობის პემპტუსია – ქვაკუთხედი. ამაღლებული ოცნება იმისა, რომ ჩვენც ვიქცეთ უფლის მადლის ნაწილი, არ არის ფანტაზია და არც უტოპიური სწრაფვა. არამედ ეს გახლავთ ერთგვარი ონტოლოგია, ერთგვარი ჭეშმარიტება, განხორციელებული სხვადასხვა მოვლენასა თუ ისტორიაში, და თუ გნებავთ გრიგოლ პალამას სხეულის წმიდა ნაწილებში, თესალონიკში მდებარე მისივე სახელობის ტაძარში.

სხვა საფეხურს, რომელსაც აქ განვიხილავთ, კავშირი აქვს ასკეტურ ცხოვრებასთან მართლმადიდებლობასა და სხვა აღმოსავლურ რელიგიებში. ამ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან საქმე შეეხება ერთგვარ ასკეტურ ცხოვრებას, რომელსაც მივყავართ ადამიანური უზრუნველყოფილობის ნიჰილიზმის, ადამიანური თვითკმაყოფილების განადგურებისა და ჩვენი საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შეცნობის შედეგად გამოწვეული სასოწარკვეთილებისაკენ.

ამის საპირისპიროდ, აღმოსავლურ რელიგიებში ასკეტურ ცხოვრებას მოაქვს „თვითრეალიზაცია“, „დაფარული“ ძალების გამჟღავნება, რის შედეგადაც ჩვენ ყველა გულუბრყვილოდ ვართ გაოცებული გურუების ან „განმანათლებლების“ ბავშვური, ან თუნდაც, დავრიშული (ფაკირული) მიღწევებით. ეკლესიაში ასკეტურ ცხოვრებას მივყავართ უიმედობისაკენ [1]. და სწორედ მაშინ იწყება გრიგოლ პალამას ლოცვით წარმოთქმული ღაღადება მისი ასკეტური ცხოვრების პირველ წლებში, ათონის წმიდა მთაზე: „უფალო, განმინათე მე ბნელი“. და ზუსტად ამ დროს ჩამოდის უფალი თავისი ბრწყინვალე და სხივმფენი ენერგიით და ხდება ღმრთიური და ადამიანური ბუნების „შერწყმა“: „რომელთაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩუენ მოგუანიჭა. რაჲთა ამის მიერ იქმნეთ საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა, და ევლტოდეთ სოფლისა ამის გულის თქუმისა ხრწნილებასა“ (2 პეტრე, 1. 4).

სამწუხაროდ, განღმრთობის ხილვა ნელ-ნელა ქრება ჩვენი თეოლოგიიდან და ასევე ჩვენი რელიგიური განათლებიდან. ჩვენ უნდა მოვახერხოთ მისი დაბრუნება სხვადასხვა საშუალებით: მოძღვრული (პასტორალური), საგანმანათლებლო, მონასტრული, კატეხიტიკური და ა.შ. საამისო საშუალებანი არსებობენ. ის ადამიანები კი, ვინც  ამ ისიქასტურ ტრადიციებს მიჰყვებიან, არ არიან ბევრნი. მოდი, ვილოცოთ, რათა უფალმა წმიდა გრიგოლ პალამას მეოხებითა და შემწეობით მოგვივლინოს ამგვარი მასწავლებლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძლებთ და არც გვექნება ამის უფლება ვისაუბროთ მართლმადიდებლობაზე, რადგან უბრალოდ დავკარგავთ ჩვენს იდენტურობას.

 [1] არქიმანდრიტი ემილიანე სიმონოპეტრელი, ქარისმატული გზა, წმიდა ნილოს კალავრიელის ცხოვრების კვლევა, ინდიკტოსის გამომცემლობა, გვ. 144.

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/03/30/%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9a-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93/feed/ 3432
ბერი პორფირი, ერთი დაუმუშავებელი ბრილიანტი https://www.pemptousia.ge/2016/08/01/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8/ https://www.pemptousia.ge/2016/08/01/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8/#comments Mon, 01 Aug 2016 11:13:21 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49452 წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2016/07/21/უფლის-ერთი-ბავშვი/ ‎ ‎

როდესაც აკადემიკოსმა ამილკას ალივიზატოსმა გაიცნო ოცდათოთხმეტი წლის ბერი პორფირი, გაოცდა და სთხოვა ათენის არქიეპისკოპოსს – ქრისანთოსს, რომ იგი განეწესებინა ათენის პოლიკლინიკასთან არსებულ ტაძარში, რომელიც ომონიაზე მდებარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ პორფირის განათლება მხოლოდ ვაჟთა საშუალო სკოლაში ჰქონდა მიღებული. აქ მან დაჰყო 33 წელი (1940-1973 წწ.). ამ რაიონში მცხოვრები დაღლილი ხალხისათვის პორფირი სახელს ითქვამს, როგორც სულის სიო და ღმრთაებრივი ღიმილი. მას ყველა უყვარს და თავისი ნათლით ასხივოსნებს, ვითარცა უფალი, „რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა“ (მათე, 5, 45). თავს არავის არიდებს.

Osios porfirios 03

ყველას ამხნევებს და აკურთხებს. თვით საროსკიპომდეც კი აღწევს, როდესაც იმ ადგილას ხანძარი ჩნდება და აკურთხებს კიდეც მას. არაფერი აკვირვებს. სიხარულითაა სავსე. მთელი გულით უგალობს „იორდანეს წყალში მონათლულ უფალს…“ და საშინლად განაწამებ ადამიანებს უხმობს, რომ ჯვარს ემთხვიონ, რათა გამხნევდნენ და „მათ გატანჯულ სულებს“ ძალა შეემატოს. იგი ყველასათვის ერთგვარი ლოცვა-კურთხევაა, ერთი ანგელოზური სახეა, ერთი ღმრთაებრივი ბავშვია, რომელიც თამაშობს, ერთგვარი კეთილსურნელებაა, რომელიც ვრცელდება და ყოველ სულამდე აღწევს. ბერი პორფირი გაუნათლებელია, მაგრამ ყოვლისმცოდნეა. ღმრთის მიერ შთაგონებული პოეტია,   სიტყვების შემოქმედი და ადამიანთა ქომაგი. იგი ასე ამბობს: პოეტი უნდა იყო, რათა ქრისტიანი გახდე. იესო ქრისტე არ იღებს უხეშად გამოჭრილ სულებს. ამბობს: ყველაფერს ვხედავდი, ყველაფერს ვცნობდი, მაგრამ არ ვლაპარაკობდი.

ბერი პორფირი საუბრობდა გონივრულად, მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმდენს, რამდენიც საჭირო იყო იმისათვის, რომ სხვა ადამიანი – გულნატკენი ან ავადმყოფი – გაემხნევებინა. რათა მისთვის ეთქვა, თუ როგორაა ღმერთი სიყვარული. იგი საუბრობდა თავისუფლად და ამავდროულად გადმოგცემდა იმ სამოთხის ბავშვურობას, რაც მას გულის სიღრმეში ჰქონდა. ამბობდა, რომ იფიქრა და ის, რაც უნდა გაეკეთებინა: სურდა ესწავლა ფისჰარმონია. შეაკეთა ერთი ძველი რადიო, რომელიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობდა. გეხმარებოდა, რომ შენც ის გეთქვა, რაზეც ფიქრობდი. აღსარება მასთან მეგობრულ ბჭობას ემსგავსებოდა ხოლმე. სიცოცხლის ბოლო წუთამდე იგი უფლის ბავშვი იყო. ისე წარმოგიდგებოდა, როგორიც სინამდვილეში იყო. არ გამოგეცხადებოდა მორთულ-მოკაზმული. არ ეშინოდა რეალობის. არ სურდა განდიდებული ყოფილიყო ადამიანების მიერ. სურდა უფლის სახელით ყოფილიყო განდიდებული. იმ უფლის სახელით, რომელიც „წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა“ (მათე, 5,45).  აი, ასეთი იყო მამა პორფირი, რომელმაც 1991 წელს მიაბარა სული უფალს სწორედ იმ კელიაში, სადაც მონაზვნად აღიკვეცა. იგი იყო სხივმფენი არსებობა სიმართლისა და პარაკლისისა, სწორედ იმიტომ, რომ მან ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვცა უფლის ის მადლი, რომელიც მასში იყო დავანებული. მას ჩვენთვის არ გამოუფენია თავისი ცხოვრების სათნოებანი და  სრულყოფილება. მამა პორფირი ცხოვრობდა ღმრთის მადლში და თუკი იგი მოისურვებდა ყოველივე ამით განდიდებას, როგორც ღმრთის მადლით უხვად დაჯილდოებული, მოისურვებდა გაეკვირვებინა სამყარო თავისი სასწაულებით, ის შეიძლება გამხდარიყო ათანასე ეღალეოს ანდა ვინმე ცრუ წინასწარმეტყველის მსგავსი, ერთი იმათგანი, რომლებიც აწამებენ ხოლმე სამყაროს. მაგრამ ახლა, იგი არის ბერი პორფირი, დაუმუშავებელი ბრილიანტი, უფლის მომღიმარი ბავშვი, რომელიც სდევნის ჯოჯოხეთის წყვდიადსა და პირქუშობას და ეხმარება „სამყაროს, რათა შეიგრძნონ ადამიანებმა, თუ როგორ ეფერება იესო ქრისტე ყველა ჩვენგანს“.

ბერი პორფირის მადლმოსილებას არა აქვს საზღვარი. იგი ღმრთივმოსილია. ბრძენია და მშვიდი. მას აქვს, როგორც ღმრთის მადლი, ისე ბავშვური უბრალოება. ფიზიკურად არასდროს ღელავს. არასდროს ყვირის და შესაბამისად, არ გადმოსცემს იმ სიცივეს, რასაც ვგრძნობთ ხოლმე გზააბნეულთა და ცრუ წინასწარმეტყველთა მიმართ.

იგი მშვიდია. საუბრობს „წყნარად, უბრალოდ და დელიკატურად“. ადამიანური გაღიზიანების გარეშე. გადასცემს მორწმუნეებს დამაჯერებლობას. მისი ციური ღიმილის შემდეგ, ყოველივე თავის ადგილზე დგება, თავისით გვარდება. მშვიდად და უმტკივნეულოდ ნადგურდება ადამიანში მისი ძველი სახე. მასში ვნებები სახეს იცვლის, გარდაიქმნება იმ ძალად, რომელიც ეხმარება ადამიანს სულიერ წინსვლასა და სიმშვიდეში. ცხოვრობს და ქადაგებს, რომ თავმდაბლობა სულის გულია. ეგოიზმი კი სისულელეა და ავადმყოფობაა, რომელიც თავგზას უბნევს ადამიანს და მას შეცდომისკენ უბიძგებს. მისი სიტყვებია: როცა წავალ, კიდევ უფრო ახლოს ვიქნები თქვენთან. და ასეც არის.

წიგნიდან: სიკეთე გადაარჩენს სამყაროს, ივერთა წმინდა მონასტრის გამომცემლობა, ათონის წმინდა მთა.

წყარო: ლანგადას, ლიტისა და რენდინის ეპარქიის პერიოდული გამოცემა, „მართლმადიდებლური უწყებანი“, გვ. 10-11, ნოემბერი 2015 წ.  – მარტი 2016 წ..

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/08/01/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8/feed/ 3053
უფლის ერთი ბავშვი https://www.pemptousia.ge/2016/07/21/%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98/ https://www.pemptousia.ge/2016/07/21/%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98/#comments Thu, 21 Jul 2016 07:02:24 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49428 ბერი პორფირი სულიწმიდის გმირადაა შობილი. საოცრად გაბედული, როგორც მეორე კოლუმბი, უსასრულო ოკეანეში შედის იმ ახალი სამყაროს საძებნელად, რომლისკენაც მისი სული ისწრაფვის. თორმეტი წლის ასაკში მარტოდმარტო მიდის ათონის წმიდა მთაზე ისე, რომ მისმა მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იციან. ასე მიიწევს უცნობი ადგილისაკენ, საიდუმლო სიყვარულით დაკოდილი, ამ სიყვარულით აქვს ანთებული გული და ის მიუძღვის წინ.

Agios Porfirios 12

მას არავინ აგზავნის მთაწმიდაზე და იქ, არც არავინ ელოდება. ბავშვს შეუმჩნავლად იცავს „ყრმათა მფარველი“ ღმერთი. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს იგი კავსოკალივში, წმიდა გიორგის კალივში მოჰყავს და აქვე ამკვიდრებს. ამ დროს ამ კალივში ცხოვრობს ორი ბერი, უბრალო და უკმეხი მონაზვნები. ნამდვილი მთაწმიდელი მამები, რომლებიც თავიანთი სულების ყანებს ამუშავებდნენ. ცხოვრობდნენ მონასტრული ყოფით. უყვარდათ საღმრთო მსახურებანი. ლოცულობდნენ. არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ თავიანთ თავზე. სულდგმულობდნენ ამ წმიდა ადგილის ტრადიციის თანახმად, მსგავსად იმ საუკუნოვანი ხეებისა, რომლებიც ათონის წმიდა მთის მიწით  იკვებებოდნენ.

სწორედ ეს მამები იღებენ ამ თორმეტი წლის ბავშვს. არაფერს განსაკუთრებულს არ ასწავლიან. უბრალოდ მას იყვარებენ და ბავშვიც ყველაფერს თავად ხვდება, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ეუბნებიან მას სიტყვა „ყოჩაღს“. ბიჭს ატარებენ წირვა-ლოცვაზე და ერთ სკვნილსაც აძლევენ, რათა ლოცვები თქვას. ყოველივე ამის დახმარებით, ყრმა სულიერად იზრდება, მას ზრდის ბერებთან ერთად ცხოვრება, მათი ყურება და ათონის წმიდა მთის სურნელების სუნთქვა. […]

ახალგაზრდა მოწაფისათვის ყოველივე ეს ხდება მიზეზი სიხარულისა და შეცნობისა. იგი, როგორც  ღრუბელი, ისე იწოვს მადლს ფსალმუნებიდან, ხატებიდან და სკიტის მთელი გარემოდან. მას ყოველივე აოცებს და ესაუბრება: კალივში საღმრთო მსახურება, ღამისთევა კირიაკონში (სკიტის მთავარ ტაძარი), ათონის წმინდა მთის მთელი ბუნება: წყლები, ხეები, ჩიტები თუ კლდეები.

მართლაც რომ შემოგარენი არის წმინდა და უმანკო. ყმაწვილი გრძნობს ამას და მისით ცოცხლობს. მადლობას უხდის ღმერთს, რომ ამგვარ სამოთხეში მოიყვანა. აღიარებს, რომ „ჩვენი სარწმუნოება უფლის სიყვარულია, გატაცებაა, განუსჯელობაა, გულის ფანცქალია…“

ამბობს: „უნდა წავიდე, გადავიკარგო, აღარ ვარსებობდე“. სურს მათ შორის აღმოჩნდეს, ვინც არ არსებობენ, ვინც თავმდაბალნი არიან, ვინც ანგელოზთა მსგავსნი არიან. და რადგანაც ყოველივე ის, რასაც ყრმა ითხოვს ნამდვილი და გაცნობიერებულია, მისი ვედრება, რომ გადაიკარგოს, არ რჩება რეაგირების გარეშე. უფალს, რომელიც მას იფარავდა, როდესაც ის მარტოდმარტო მიუყვებოდა ათონის მთისკენ მომავალ გზას, ახლაც ესმის მისი გულის სწრაფვა. ერთ საღამოს, სკიტის მთავარი ტაძრის ჩაბნელებულ სტოაში, მანამ სანამ დაიწყებოდა საღმრთო მსახურება, მოდის ერთი „გზააბნეული“ ასკეტი, ერთი დავიწყებული მონაზონი, ბერი დიმასი, რომელიც სკიტის ზევით, ერთ ქსეროკალივში ცხოვრობს (ქსეროკალივა ეს ათონური კალივია (ქოხი), რომელსაც არ გააჩნია ჭა, ანუ სასმელი წყალი). ბერი ერთ ჩაბნელებულსა და ცარიელ ადგილზე იწყებს მეტანიების შესრულებას. თან ლოცულობს. უეცრად ხმამაღლა შესძახებს და ღმრთის დიდება აღმოხდება. ყველაფერი ნათდება და მაშინვე ცეცხლი ეკიდება პატარა მონაზონის ადვილად აალებად ქსოვილს. იგი იღებს მადლს. შფოთავს და ირხევა, თითქოს მოელვარე მეხზე დაეცაო. უეცრად ქრება და სხვა სამყაროსთან ამყარებს კავშირს. მთელი სხეულით ცახცახებს. მისი შეგრძნებები იხსნება და უხილავს ხედავს. ტირილისაგან კანკალებს. მადლის მოცულობა მის გამძლეობას აღემატება. ცრემლები ახრჩობს. საუბარი არ შეუძლია. როგორც კი მსახურება დასრულდება, ტყეში გარბის და იქ, ხმამაღლა ყვირის: დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო!

მას ზეცამ პასუხი გასცა. ყველაფერს ნათლად ხედავს, ყოველივეს შეიგრძნობს, ესმის და შორიდანვე უღებს ალღოს. ხედავს, თუ რა ხდება ადამიანის სულში. ხედავს, თუ რა ხდება დედამიწის გულში. თითქოსდა იკარგება ღმრთის უსასრულო და უსაზღვრო სიყვარულში. განა კი შესაძლებელია, რომ ესოდენ მცირეწლოვანმა ყრმამ ატაროს ესოდენ დიდი მადლი? დიახ, უფალმა იცის, თუ რასა იქმს. იგი შფოთავს უფლის სიყვარულით და აგრძელებს თავის გზას ღმრთაებრივი სიხარულის სამოთხეში. დაცურავს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სიხარულის ორმოტრიალში. ყოველივეს პოულობს. ყველა ჩვენგანს პოულობს, ისევე როგორც ერთ ადამიანს. ლოცულობს. იქ ცხოვრობს. თავს იმდაბლებს, მოულოდნელად იძირება უფლის საიდუმლოებებში და მათ ჩვენ გვამცნობს. მისი გონება ჰაერსაც კი არ იღებს. მისთვის უცხოა ყოველგვარი უშვერი სიტყვა და ქედმაღლობა. ის არის დიდი, ანუ თავმდაბალი და რჩება კიდეც ასეთად. მას არ ხიბლავს არანაირი ნიჭი ან უნარი, არამედ მხოლოდ ღმერთი, ვისგანაც ეს ნიჭი თუ უნარი გვეძლევა. მან იცხოვრა „ქრისტესა და ღმერთში დაფარული“ ცხოვრებით, რომელიც მადლით იყო სავსე. მისი სიტყვებია: „ადამიანი ქრისტესთან ერთად დაჯილდოებულია და ამგვარად მისი ცხოვრება ბოროტებას მოკლებულია. მისთვის ბოროტება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ სიკეთე – ღმერთი“.

„როდესაც კაცი ცარიელია და მასში არ არის იესო ქრისტე, მაშინ კაცში ჩნდება სხვა უამრავი რამ, რაც მას ავსებს: ეჭვიანობა, სიძულვილი, რისხვა, სევდა, წინააღმდეგობა“.

 „მას, ვინც სულიწმიდით აივსება ისევე, როგორც დოქი, აქვს უფლის შეცნობის უნარი. მისთვის უცხო არ არის წარსული, აწმყო და მომავალი. ამ ყოველივეს მას სულიწმიდა უმჟღავნებს“. იგი ღმრთივმოსილია. უფალმა, რომელმაც მას მისცა ძალა, რომ თორმეტი წლის ყრმა ათონის წმიდა მთაზე მოსულიყო, მას ასევე გამოუგზავნა ავადმყოფობა. იგი დაავადდა. აღარ შეეძლო ათონის წმინდა მთაზე დარჩენა და მის გარეთ გააგრძელა ცხოვრება. ერთხელ, ევბეაში, იგი სინას არქიეპისკოპოსმა – პორფირიმ გაიცნო და გაოცდა. ოცი წლის ასაკში მყოფი მღვდლად აკურთხა და მას სახელი პორფირი უბოძა.

[გაგრძელდება]

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/07/21/%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98/feed/ 3921
ბერი ავქსენტი გრიგოლის მონასტრელი: ასკეტური ცხოვრების უსინათლო მოძალავე https://www.pemptousia.ge/2016/06/06/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/ https://www.pemptousia.ge/2016/06/06/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/#comments Mon, 06 Jun 2016 06:59:39 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49256 წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2016/04/20/35-წელი-მონაზონ-ავქსენტი-გრ/

ბერ ავქსეტის ძალიან უყვარდა ღმრთისმსახურებანი. სანამ ლიტურგია დაიწყებოდა, კედელ-კედელ იწყებდა სიარულს, ნელა-ნელა მიუყვებოდა მას, ხან სიმღერით ლოცულობდა, ხანაც რომელიმე წმინდანის დაუჯდომელს გალობდა და ასე ჩადიოდა ეკლესიამდე.

რამოდენიმეჯერ წაბორძიკდა და წაიქცა კიდეც, თუმცა მაინც არ უთხოვია ვინმესთვის დახმარება და არც ლოცვის თქმა შეუწყვეტია. ახალგაზრდობაში, გონებითი (ანუ იესო ქრისტეს) ლოცვის ჟინით ანთებული, ღმრთისმშობლის დასაყედებელისაკენ გამგზავრებულა, რომელიც მონასტრიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზე მდებარეობდა.

ერთ თვეში ისევ უკან მობრუნებულა.

Geronda Auksentios Grigoriatis 01

როდესაც ვკითხე: „ღერონდა, უკან რატომ დაბრუნდით“? ასე მიპასუხა: „ყველაფერი მონასტრის კურთხევის გარეშე მიდიოდა და გულისთქმა მაწუხებდა. ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანებმა შეიტყვეს, რომ იქ ვიღაც ასკეტურად ცხოვრობდა და დაიწყეს ჩემთან რჩევისათვის სიარული. მე, რა თქმა უნდა, ტყეში ვიმალებოდი ხოლმე, თუმცა ამის გაკეთება ყოველ დღე, არ შემეძლო. ამიტომაც გადავწყვიტე ისევ უკან, მონასტერში დავბრუნებულიყავი, რათა აქ ისე მებრძოლა, რომ ამის შესახებ არავის სცოდნოდა.

ბერი ავქსენტის ცხოვრება მდუმარებასა და ლოცვაში გადიოდა, ეს მისთვის ჩვეულებრივი იყო, რაც შემდეგი ამბიდანაც კარგად ჩანს: ერთხელ, როდესაც მას ვემსახურებოდი, მოგვითხრობს ჩვენი ერთ-ერთი ძმა – მამა ბასილი, საღამოს ლოცვის შემდეგ, ერთმა ჩვენმა ძმამ მოისურვა იგი თავის კელიამდე მიეცილებინა. გზაში ის სხვადასხვა ამბავს უყვებოდა ღერონდას, რადგან უსინათლო ბერის გამხიარულება სურდა.

მას შემდეგ, რაც მამა ავქსენტი კელიის კარამდე მიიყვანა, ბერმა მას მკაცრი ხმით უთხრა: „მინდა უსიტყვოდ გამომყვე, რადგან ლოცვის თქმა მწადია“. თუმცაღა, მოხუცი ძალიან ხშირად მიდიოდა ხოლმე სრულიად მარტო ეკლესიაში, ეყუდებოდა კედელს და ხელის ცეცებით ხვდებოდა, თუ რა იყო მის წინ.

და რა თქმა უნდა, მარჯვენა ხელით ეყრდნობოდა კედელს, ხოლო მარცხენათი კი იფარავდა ყურს, რათა შემთხვევით არ მოესმინა ერიდან მოსული მომლოცველების საუბარი. აი, ასე საიდუმლოდ ცხოვრობდა იგი, განუწყვეტელი ლოცვით გულში – უფლის მადლით, და ღმერთთან გონებრივ ურთიერთობაში არც არაფერი გარეგანი უშლიდა ხელს.

მამა ავქსენტი ხშირად გვეუბნებოდა, რომ ეკლესიასა და საღმრთო მსახურებებზე თავისუფლებას გრძნობდა, სწორედ ამიტომაც ყველაზე პირველი მიდიოდა ტაძარში. მას შემდეგ, რაც ემთხვეოდა ყველა ხატს, როგორც გადასაადგილებელ ხატებს, ისე – ფრესკებს, თავის მუდმივ სტასიდთან დგებოდა, რომელიც საკურთხევლიდან მარჯვნივ პირველი იყო. და სანამ მეცხრე ჟამი დაიწყებოდა, თუკი იგრძნობდა, რომ ვინმე მის მახლობლად გაივლიდა, ამას ეკითხებოდა: „რომელი წმიდანის ხსენების დღეა ხვალ?“. და იმ წამიდან იწყებდა სკვნილით ლოცვას ხვალინდელი დღის წმიდანისათვის.

მსახურებათა თანმიმდევრობა ზედმიწევნით კარგად იცოდა. თუკი ვინმეს რაიმე გამორჩებოდა დაუდევრობით ან უყურადღებობის გამო, მაშინვე შეუსწორებდა და მაგალითად, ასე ეტყოდა: „დიდება მამას, ამბობს“. და თუკი, მკითხველი მაინც ვერ გაიგებდა ანდა ყურადღებას არ მიაქცევდა მის სიტყვებს, მკაცრი ხმით ეტყოდა: „ებრაელი ხარ, რომ ნახევარს ტოვებ?“.

თავის კელიაში ბერ ავქსენტის ორი პატარა მეტალის ჭურჭელი ედგა, რომელშიც უწინ სოფლის რძეს ინახავდნენ. ერთს სასმელი წყლისათვის იყენებდა, ხოლო მეორეს – ღვინისათვის. რადგან ორივე ჭურჭელი დაჟანგული იყო, ვიფიქრე, ისინი გადამეყარა და მათ ადგილას ახალი, უჟანგავი ჭურჭელი მომეტანა. ჩემი ჩანაფიქრი ღერონდასაც გავუმჟღავნე, თუმცა მისი დარწმუნება ვერ შევძელი. მას არ უყვარდა ფუფუნების საგნები.  შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმ ნივთებით, რაც აუცილებელი იყო მისთვის. ზედმეტად არავის შეწუხება არ სურდა, სწორედ ამ მიზეზით, არ უნდოდა, რომ მისთვის ვინმეს კელია გაეთეთრებინა, ან შეეკეთებინა კარი თუ ფანჯარა. იგი ახალ ტანსაცმელსაც კი არ ითხოვდა. ძველ ტანისამოსში დადიოდა, რომელიც უკვე ძონძებად იყო ქცეული.

როდესაც ვეკითხებოდი, თუ რის ჭამას ინებებდა, ასე მპასუხობდა: „რაც კი აქვთ მაგიდაზე“. არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვდა. საუზმიდან ნახევარს ინახავდა და მას შუადღისას შეექცეოდა. სწორედ ამ დროს, ჩვეულებისამებრ სვამდა ერთ ჭიქა ჩაის, რომელსაც მცირეოდენი ღვინით აზავებდა ხოლმე. ჩაიში ასევე იყრიდა საკმაო რაოდენობით შაქარსა და პატარა ნაჭერ პურსაც.

ერთხელ, კანფეტები ვუყიდე. ძალიან მოეწონა. შემდგომ კი, უკვე მამა დამიანეს სთხოვა, რომ მისთვის ასეთი კანფეტების ერთი კილო ეყიდა. როდესაც მამა დამიანემ მას დანაბარები შეუსრულა, ბერმა ავქსენტიმ სთხოვა, რომ კანფენტები დამიანეს თავის კელიაში შეენახა და ყოველ დღე მხოლოდ ორ-ორი ცალი მიეტანა მისთვის. სურვილი არ ჰქონდა, რომ საკუთარ კელიაში ზედმეტი რაღაცები ჰქონოდა, რადგან გულისთქმანი აწუხებდა.

– მამა ავქსენტი, რატომ გაწუხებთ ამ დროს გულისთქმანი?

– რატომ? იმიტომ, რომ მინდა ვილოცო, ჩემი გონება კი კანფეტებისკენ მიჰქრის!!!!

დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა ჰალვის შემთხვევაშიც. როდესაც შევამჩნიე, რომ მას ჰალვა მოსწონდა, ერთი სამკილოგრამიანი ყუთი მივუტანე. მეორე დღეს კი მითხრა:

– წაიღე შენი ჰალვა და არ მსურს, რომ სხვა დროს კიდევ მომიტანო!

აი, ამგვარ ზეწოლას ახორციელებდა იგი თავის თავზე, როდესაც ხედავდა, რომ უმნიშვნელო ადამიანურ სისუსტეს შეეძლო იგი სულიერი ანომალიის საფრთხის წინაშე დაეყენებინა. ბერი ავქსენტი ჩვენთვის საკუთარი თავის ჭეშმარიტი მოძალადე მონაზონის მაგალითი იყო.

როდესაც მამა ავქსენტი სიკვდილის პირას იმყოფებოდა და ჩვენ ვვარაუდობდით, რომ მას მხოლოდ რამოდენიმე დღის სიცოცხლეღა დარჩენოდა, სწორედ მაშინ, იგი ჩვენმა პატივცემულმა ღერონდამ მოინახულა. დიდი მარხვის დასაწყისის უკანასკნელი კვირა იყო. ღერონდას მისი გამხნევება სურდა და ბერს ასეთი რამ ჰკითხა: „შენც შეინახავ ხომ მარხვის სამ დღეს, მამა ავქსენტი?“. ხოლო სარეცელს მიჯაჭვულმა მამა ავქსენტიმ კი, რომელიც თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და მიუგო: „კი, შევინახავ, უპირველესი ღმერთია“!

ბუნებრივია, ამაზე ყველას გაგვეცინა, თუმცა ღერონდა, რომელიც ჩვენთან ერთად იღიმებოდა, უკან მობრუნდა და გვითხრა: „ეს თხოვნაა, თუკი იცოცხლებს კიდევ სამ დღეს, მარხვის პირველ სამ დღეს, მას მისი შენახვის სურვილი აქვს“. სწორედ ამ ფაქტმა გამოამჟღავნა მამა ავქსენტის ბრძოლისუნარიანობა, რომელმაც თავისი ცხოვრება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შესწირა უფლის სიყვარულსა და მისი სულის საყვარელ სიძესთან – ქრისტესთან გაერთიანებას.

[გაგრძელდება]

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/06/06/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/feed/ 3087
35 წელი მონაზონ ავქსენტი გრიგოლის მონასტრელის მიძინებიდან https://www.pemptousia.ge/2016/04/20/35-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%a0/ https://www.pemptousia.ge/2016/04/20/35-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%a0/#comments Wed, 20 Apr 2016 04:29:36 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49124 მონაზონ ავქსენტი გრიგოლის მონასტრელის – მეოცე საუკუნის ათონის წმიდა მთის ბერმონაზვნობის სიმბოლოს მიძინებიდან (1981 წლის 1-14 მარტი) 35 წლის შესრულებასთან დაკავშირებით, თანმიმდევრულად შემოგთავაზებთ ამავე მონასტრის მონაზვნის – მამა დამასკინოსის შესაბამის კვლევას.

ბერი ავქსენტი გრიგოლის მონასტრელის  (1892 – 1/03/1981)

ყოვლად ნეტარი ბერი ავქსენტი გრიგოლის მონასტრელი ჩვენი წმიდა მონასტრის სიამაყე და სამკაული გახლდათ. იგი იყო კინოვიის ასკეტი, ღმრთიური სიყვარულის არწივი, ასკეტური სინათლის მხილველი, ამქვეყნიურის მოძულე და ზეციურის მოტრფიალე ბერი. მამა ავქსენტი სინანულის მაგალითი გახლდათ. გარდა ამისა, იგი იყო საღმრთო სიბრძნის სიმდიდრე, დემონთა დამთრგუნველი, ბრწყინვალე ლოცვის ტაძარი, ამქვეყნიური ანგელოზი და ზეციური ადამიანი.

ამ თავმდაბალი სიტყვებით გავბედავ და აღვწერ ჩვენი მონასტრის ყოვლად ნეტარი ძმის – მამა ავქსენტის ყოვლადღირს სახეს. რადგან აქედანვე ვიცი, რომ ჩემი ენა უძლურია ღირსეული პატივი მივაგო ამგვარ პიროვნებებს, წინასწარ მოვითხოვ თქვენგან შენდობას.

უამრავი რამ დაიწერა იმის შესახებ, რომ ღირს მამას შესწევდა უნარი შეეცვალა მიწიერი ზეციურად, ხრწნადი კი – უხრწნელად. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ჩვენი ათონის წმიდა მთის ბერების ბიოგრაფიებს მიემატოს ნეტარი ბერი ავქსენტის ცხოვრებაც, რის გამოც, მოკლედ მიმოვიხილავ მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებულ ისტორიულ ცნობებს, მის ბრძოლებსა და მის ნეტარ აღსასრულს. ასევე ყურადღებას გავამახვილებ იმ მოვლენებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ნეტარის მიძინების შემდეგ ღმრთისა და წმიდა ბერის სადიდებლად.

Geronda Auksentios Grigoriatis 01

მამა ავქსენტი, 1892 წელს, ატიკის ელევსინის მანდრაში დაიბადა. მისი სახელი ერში იყო ათანასე კონსტანტინუ. წარმოშობით იგი ღმრთისმოსავი ოჯახიდან გახლდათ. ჯერ კიდევ ყმაწვილობის ასაკიდან შეჰყვარებია მონასტრული ცხოვრება. წმიდა მამათა ბიოგრაფიებს კი, რომელთაც ხარბად კითხულობდა, მასში ასკეტური ბერმონაზვნობის გულმოდგინება გაუღვივებიათ. ბალკანეთის ომების პერიოდში, მრავალი წლის განმავლობაში უკვე ზრდასრული ათანასე საკუთარ სამშობლოს ჯარში ემსახურებოდა. უფლის მადლით, იგი ჯარიდან უვნებელი დაბრუნებულა და მაშინვე დომბოიტუს ღირსი სერაფიმეს სახელობის მონასტერში წასულა, რომელიც მის მშობლიურ მხარესთან ახლოს ყოფილა. სწორედ იქ, იგი მცირე მონაზვნური სქემით შემოსუკა. ცოტა ხნის შემდეგ კი, უფრო მეტი სიმშვიდისა და ლოცვისათვის დალოცვილი ათონის მთისკენ აუღია გეზი.

ღირსი გრიგოლის წმიდა მონასტერში წმიდა ბერი, 1920 წელს, 28 წლის ასაკში მივიდა. სადაც, ერთი წლის შემდეგ, იგი ავქსენტის სახელით დიდსქემოსან მონაზვნად აღკვეცეს. აქედან მოყოლებული, თავის მიძინებამდე, ანუ 1981 წლის მართლმადიდებლური კვირის მღვიძარების საღამომდე, ღერონდა ჩვენს მონასტერში იწვოდა და დნებოდა, როგორც ანთებული სანთელი. იგი უნათებდა ირგვლივ ყველას საკუთარი ღმრთიური მიღწევებისა და მდიდარი გამოცდილების წყალობით. ღერონდასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ამბავს ქვემოთ ისევ მივუბრუნდებით, როგორც პატივისცემისა და სიყვარულის გადასახადს მისი წმიდა სახების წინაშე.

ბერი ისიქიოსი, ჩვენი მონასტრის ერთი მადლიანი მოხუცი, რომელიც ამჟამად 99 წლის არის და ჩვენი მონასტრის მოხუცთა თავშესაფარში იმყოფება, შემდეგს მოგვითხრობს:

ავქსენტი, ჩემი ძამიკო, დედის მუცლიდანვე წმიდანი იყო. იგი უკვე სრულყოფილი მონაზონი გახლდათ, როდესაც აქ თავისი სამშობლოს მონასტრიდან მოვიდა. ჩვენ ერთად ვმსახურობდით კატერინის მეტოქში – ვულციცაში. ის იქ სამი წლის განმავლობაში მსახურობდა, როგორც მზარეული. მაშინ როდესაც ყველა ხორცს ჭამდა, ის მას არც კი სინჯავდა და უცნაურია, რომ ყოველთვის გემრიელად ამზადებდა. იცავდა დუმილსა და ლოცვას. მეტად მშრომელი გახლდათ. ნეტავ, უფალმა ინებოს და მეც მისნაირი აღსასრულის ღირსი გამხადოს.

ზემოთ მოხსენიებული ბერი მამა ავქსენტისთან ერთად ცხოვრობდა ექვსი წლის განმავლობაში. თუმცაღა ასევე სხვა მამებს, რომლებიც ახალგაზრდობიდან მასთან იყვნენ, ბევრი აქვთ მოსაყოლი მის წმიდა პიროვნებაზე.

მამა ავქსენტს არაფერი უყვარდა ეფემერული და დროებითი სამყაროდან. მთელი მისი ყურადღება მიმართული იყო ღმრთიურ სიკეთეებზე. უკანასკნელი ოცი წლის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში, კატარაქტის გამო მას დაკარგული ჰქონდა თვალის ჩინი. მამები ურჩევდნენ, რომ ოპერაცია გაეკეთებინა, თუმცაღა მან არ გაიზიარა მათი რჩევა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ბრმად ყოფნა არჩია.

იგი მონაწილეობას იღებდა მონასტრის სხვადასხვა საქმიანობაში, მსახურობდა ეკლესიაში, მუშაობდა წისქვილში, სამზარეულოში, მეტოქებში, ბაღში თავისი სამაგალითო გულმოდგინებით, ფხიზლობდა ლოცვაში. წისქვილში მან გააკეთა ქვის სკამები, ააგო მესერი, კენჭებისგან გაწმინდა ბაღჩები და პირველად დაამუშავა იქ მიწა.

რამდენჯერმე საფრთხეშიც კი აღმოჩნდა უცნობი მონადირის ბრმა ტყვიის გამო. წყვდიადი იყო, როცა მამა ავქსენტს ბაღჩიდან გარეთ ქვები გამოჰქონდა. სწორედ ამ დროს, მონადირეს გაუვლია და უფიქრია, რომ ბუჩქებში გარეული ღორი დადიოდა. უსვრია მისთვის, თუმცაღა ღმრთის მადლით ბერი გადარჩენილა.

ბერ ავქსენტს არასდროს უცდია, რომ მონასტერში რაიმე თანამდებობა მიეღო.  იგი თავისი ყოველწლიური მსახურებითა და შეუდარებელი სიღარიბით კმაყოფილი იყო. მას კელიაში ჰქონდა მხოლოდ ერთი ხის საწოლი, ერთი მორყეული სკამი, სადაც ღამის განმავლობაში ფხიზლობდა, რამდენიმე ხატი და ერთი-ორი უამრავჯერ დაკემსილი ტანისამოსი. ჯერ ისევ ის კაბა ეცვა, რომელიც ოდესღაც თავადვე შეეკერა ტომრის ნემსითა და კანაფის ძაფით.

სამოსი იმდენად გაცვეთილი იყო, რომ დღესაც ვერ განასხვავებთ თავდაპირველ ნაჭერს შემდეგ დადებული უამრავი საკერებლებისაგან. ერთხელ მონაზონმა, ყოვლად ნეტარმა მამა ანდრეამ, იცოდა რა რომ ბერ ავქსენტის ტანისამოსი არ ქონდა და არც ითხოვდა ახალ ჩასაცმელს, ერთ საღამოს მის კელიაში შეიარა. აიღო მისი დაფლეთილი შარვალი და მის ადგილზე ახალი ჩამოკიდა.

მეორე დღეს, ბერმა ავქსენტიმ თავისი შარვალი მოიკითხა. ვერსად ნახა, თუმცა არც დაუჩივლია. ექვსი დღის შემდეგ, მამა ანდრეასის თქმით, მას მეტი არაფრის გაკეთება არ შეეძლო, გარდა იმისა, რომ წასულიყო, კვლავ აეღო ბერის ძველი შარვალი და ისევ თავის ადგილზე ჩამოეკიდა.

[გაგრძელდება]

]]> https://www.pemptousia.ge/2016/04/20/35-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%a0/feed/ 2718 ერთი რამ ბერ იოსებზე https://www.pemptousia.ge/2016/02/22/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%96%e1%83%94/ https://www.pemptousia.ge/2016/02/22/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%96%e1%83%94/#comments Mon, 22 Feb 2016 08:11:31 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48922 უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ წმიდა ადამიანების ცხოვრების სრულყოფილი სურათის შესაქმნელად, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა მონათხრობი, რომელნიც ამ წმიდანებთან ახლოს ცხოვრობდნენ და მათი თანამებრძოლნი იყვნენ ასკეტურ ცხოვრებაში.

ბერ იოსებთან ახლოს განისვენებდა და თავის სათნოებაში მტკიცდებოდა მრავალი სულიერი მამა, მათგან ორი ამჟამადაც ცოცხალია. (ჩანაწერი გაკეთებულია 2009 წლამდე) ესენი არიან:

elder-joseph-of-vatopaidi-1 s

  1. ბერი იოსებ ვატოპედელი, წარმოშობით კვიპროსელი მამა, რომელიც იღწვის ათონის წმიდა მთაზე და ხელმძღვანელობს ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის ხალხმრავალ ძმობას, როგორც მეტად ძვირფასი მოკავშირე და მარჯვენა ხელი ამავე მონასტრის იღუმენის – არქიმანდრიტ ეფრემისა.

Gerontas Efraim Filotheitis (Arizona) sml

 

2. ათონის მთის ფილოთეოსის წმინდა მონასტრის ყოფილი იღუმენი – არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეოსელი, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში მუდმივად იმყოფება ამერიკის კონტინენტზე. სწორედ იქ, უფლის ნებით, მამა ეფრემს პატივი ერგო, რომ დაეარსებინა დედათა და მამათა თვრამეტი მონასტერი. ბერმა ეფრემმა ამ მონასტრებში დააწესა ათონის წმიდა მთის ასკეტური ცხოვრების გამოცდილება, ზუსტად იმ ფორმით, როგორც ეს ჰქონდა ნასწავლი თავისი სულიერი მოძღვრის იოსებ ისიქასტისაგან.

მამა ეფრემმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი არიზონაში არსებული წმიდა ანტონის მონასტრიდან, რომელიც წარმოადგენს მისი სასულიერო მოღვაწეობის საყრდენს, გაგზავნა გულში ჩამწვდომი სიტყვა ორდღიან კონფერენციაზე წასაკითხავად. კონფერენცია ჩატარდა 2006 წლის 27-28 მაისს, “ჰეკატონტაპილიანის (ასკარიბჭიანი) ღვთისმშობლის“ წმინდა ადგილას, კუნძულ პაროსზე და მიეძღვნა ბერ იოსებ ისიქასტის ხსოვნას. იმისათვის რომ ჩვენმა მკითხველმა მიიღოს სულიერი სარგებელი, ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ სიტყვას და გულწრფელად გვწამს, რომ უფალი ღირსი იოსების შუამავლობით დაიფარავს და უგულშემატკივრებს ჭაღარა ბერს – მამა ეფრემს, რათა მან განაგრძოს თავისი მოღვაწეობა და თანამედროვე სამყაროს ხშირად მიაწვდინოს მართლმადიდებლური სიტყვა:

„ძვირფასო მამებო და ძმებო,

ქრისტე აღდგა!

თავმდაბლად ვუსურვებ ყოველ თქვენგანს ყველა კურთხევასა და ყველა სიკეთეს, მკვდრეთით აღმდგარი ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს, ჩვენი  ცხოველმყოფელი იმედისა და ჩვენი სულების მაცხოვრის შემწეობით.

თქვენო უწმინდესობავ იღუმენო, ყოვლად პატივსაცემო ბერო ქრისოსტომოს,

უმორჩილესად გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულითადი მადლობა იმისათვის, რომ პატივი დამდეთ და მომიწვიეთ მონაწილეობის მისაღებად ორდღიან კონფერენციაში, რომლის ორგანიზებაც ითავეთ პარონაქსოსის წმიდა ეპარქიის ეგიდით, მისი მაღალყოვლადღირსება მიტროპოლიტი ამბროსის ლოცვა-კურთხევითა და იმ წმიდა მონასტრის მეშვეობით, რომელსაც, როგორც გამოცდილი საჭთმპყრობელი, ისე მართავთ,  ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და შემწე.

თუმცა, ისევე როგორც წინა კონფერენციებისას, მინდა ახლაც ბოდიში მოგიხადოთ, რომ ვერ შევძელი პირადად მიმეღო კონფერენციაში მონაწილეობა. ასაკი, ავადმყოფობა და ასევე ჩემი სულიერი მოვალეობა არ მაძლევს ამგვარი გადაადგილების საშუალებას.

ახლა კი, ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ მიზნად დაისახეთ, იზრუნეთ და ორგანიზება გაუკეთეთ ამ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ყოვლად თაყვანსაცემ ჩემს წმიდა ბერს – იოსებ ისიქასტს, სწორედ იმ ადგილას, სადაც წმიდა მამა დაიბადა – კიკლადების „ათონის მთაზე“, კუნძულ პაროსზე. მადლობას ვუხდი ასევე მიტროპოლიტ ამბროსის იმ სიყვარულისათვის, რომელიც მას გააჩნია ბერ-მონაზვნობის მიმართ და გულწრფელად ვასხამ ქება-დიდებას იმ დაუღალავ ზრუნვასა და ღელვას, რომელსაც ის ამჟღავნებს თავისი სამწყსოს ლოგიკური სულიერი მომზადებისათვის. დაე, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა, რომელსაც განსაკუთრებით მიაგებენ პატივს თქვენს კუნძულზე, წყალობით გადმოგვხედონ არა მარტო ჩვენ – სულიერ მამებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც კი ფხიზლად არის დღევანდელ აგრერიგად რთულ ეპოქაში, ვისაც გულში ღმრთის შიში არ განელებია, რათა მისი სული უკვდავებით ცხონდეს.

ნება მიბოძეთ ორი სიტყვა გითხრათ და მაპატიეთ, თუკი მრავალსიტყვაობით მოგაბეზრეთ თავი და დრო წაგართვით.

ჩემი სულიერი მოძღვარი – ბერი იოსები მთელი ღამის განმავლობაში ფხიზლობდა და იესო ქრისტეს ლოცვას იმეორებდა გონებაში (გონებრივი ლოცვა). და ჩვენც – მისი მორჩილები ამასვე ვაკეთებდით. მე, სხვებთან შედარებით, ყველაზე პატარა და შესაბამისად, უჭკუოც ვიყავი. ჩემი ქოხი (კალივა) კი ბერ იოსებთან ყველაზე ახლოს იდგა, ამიტომაც ღამით, როდესაც წმიდა მამა ფხიზლობდა, მასთან მივდიოდი, რომ ჩემი გულისთქმების შესახებ მომეთხრო და აბა, როგორღა ვიფხიზლებდი. მაშინ ღერონდა იოსები მამობრივად მარიგებდა ხოლმე, მოჰყავდა მაგალითები, როგორც საკუთარი პირადი გამოცდილებიდან, ისე – ათონელი წმიდა ასკეტების – როგორც ძველების, ისე ახლების ცხოვრებიდან, მათ შორის მრავალს პირადად იცნობდა და იზიარებდა მათ სულის საცხონებელ სწავლებას.

ღერონდა იოსები შემდეგს მეუბნებოდა: უნდა იყო ქერუბიმთა და სერაფიმთა მსგავსი მრავალთვალიანი, რათა გაფრთხილდე დემონური გულისთქმებისა და ფანტაზიებისაგან. როგორც კი გამოჩნდებიან, მაშინვე უნდა შეეწინააღმდეგო მათ ლოცვით: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“, შეპასუხებითა და თვითსაყვედურით. რათა დასაწყისიდანვე თავიდან ავიცილოთ ბოროტება  გულმოდგინეობითა და მზადყოფნით. არ უნდა მივცეთ ეშმაკს იმის უფლება, რომ დაგვაბას და  ჭუჭყიანი შეგრძნებებითა და ფანტაზიებით გაგვიტაცოს.

და თუკი ჩვენ ეშმაკის თავდასხმას ამგვარად მოვიგერიებთ, ანუ მტრის პირველი შემოტევისთანავე, მაშინ ჩვენ უვნებელნი, დაუზიანებელნი და დაუმარცხებელნი დავრჩებით. სწორედ ასეთი მიდგომით მებრძოლი დაიდგამს გვირგვინს და მოიპოვებს ეშმაკზე გამარჯვებას.

გარდა ამისა, მამა იოსები ამას მეუბნებოდა: ჩემო შვილო, უნდა ვილოცოთ ჩვენი მიცვალებულებისათვის, რადგან იქ, სადაც ისინი იმყოფებიან და თუკი იტანჯებიან კიდეც, მოუთმენლად ელოდებიან ჩვენგან თუნდაც ერთ პატარა სკვნილს, ერთ მცირე ლოცვას, რათა გაიგრილონ ბაგენი სულიერი ტანჯვისაგან. ისინი ღმერთს ევედრებიან, რომ ვინმე მათი შთამომავლებიდან სასულიერო პირი გახდეს და ისინი თავის ლოცვებში მოიხსენიოს. მათ ლოცვასა და ოხვრას მათთვის სარგებელი უკვე აღარ მოაქვს, რადგან „საიქიოში არ არსებობს მონანიება“. დაე, ნუ უგულებელვყობთ მათ საშინელ ტკივილს.

დაე, ისინი მოვიხსენიოთ ჩვენს საკუთარ ლოცვებში. მოვიგონოთ მათი სახელები საღმრთო ლიტურგიის აღსრულებისას. შევევედროთ უფალს, რომ გაუგრილოს მათ გულები, და თუკი შესაძლებელია, გაათავისუფლოს ისინი ამ საშინელი ტანჯვისაგან მისი მეორედ მოსვლის ჟამს. უნდა იცოდე, რომ იესო ქრისტე ჩვენს ლოცვებს ელოდება, რათა იპოვნოს მიზეზი მათ შესაწყალებლად. და რა თქმა უნდა, ეს სულიერი წყალობა შეუდარებლად აღემატება იმ წყალობას, რასაც უფალი ჩვენ მიმართ, ანუ ცოცხალი ადამიანების მიმართ ამჟღავნებს. უნდა გახსოვდეს, თუ როგორ ელოდებიან მას საბრალო სულები!!!

აი, ამას და სხვა უამრავ სულისათვის სასარგებლო რამეს გვასწავლიდა ჩვენ ეს წმიდა ადამიანი. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან მათგან მხოლოდ მცირე რამის გამოყენება შევძელი ჩემს ცხოვრებაში, სწორედ ამის გამო, გულითადად გთხოვთ, გადარჩენის პოვნა მისურვოთ. მაშ, მინდა რომ იესო ქრისტემ წარმატებით წარმართოს ამ ორდღიანი კონფერენციის მუშაობა და უხვად დააჯილდოვოს ყოველი თქვენგანი თავისი წყალობით  იმ სიყვარულისა და  თაყვანისცემისთვის, რაც თქვენ გაგაჩნიათ ჩემი წმინდა სულიერი მოძღვრის – ბერი იოსებ ისიქასტის მიმართ, რომლის სახელსაც პატივს მივაგებთ დღეს.

პატივისცემით, დაუღალავი ლოცვა-კურთხევითა და ქრისტესმიერი სიყვარულით“.

გაგრძელდება…

წყარო: გეორგიოს ტრიანდაფილუ, წმიდა ბერი იოსებ ისიქასტი, მღვიძარე მამა და მოძღვარი (თავმდაბალი მიმოხილვა მისი ცხოვრებისა და საქმიანობის), პაროსის თაფსანონის „მირტიდიოტისის ღმრთისმშობლის“ სახელობის წმინდა ისიქასტირიონის გამოცემა. 

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/02/22/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%96%e1%83%94/feed/ 4286
მონაზონი აბიმელექ მცირეწმიდაანელი (1872 – 18 ოქტომბერი, 1966) https://www.pemptousia.ge/2015/11/16/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5-%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%ac/ https://www.pemptousia.ge/2015/11/16/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5-%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%ac/#comments Mon, 16 Nov 2015 07:56:13 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48576 Monahos Avimelex Mikragiannanitis 18.10.1966

მონაზონი აბიმელექ მცირეწმიდაანელი – სერიოზული, როგორც წინასწარმეტყველი და ტკბილი, როგორც მოციქული

ერისკაცობაში გერასიმე ბონაკისი, იოანესა და დესპინას ვაჟი, დაიბადა კუნძული კრეტის ქალაქ ხანიის აპოკორონუს ეპარქიის სოფელ ემბროსნეროსში. მისი მხურვალე რწმენა და  ადრეული ასაკიდან გამჟღავნებული ჭეშმარიტი სულიერი მოთხოვნილებანი კარგად ჩანდა იქიდან, რომ ჯერ კიდევ სულ პატარა ბავშვი, წყნარსა და უკაცრიელ ადგილებს ეძებდა, რათა იქ გულმხურვალედ ლოცვა შესძლებოდა. 1890 წელს, იგი, როგორც მოწყურებული ირემი, ისე დაეწაფა მრავალნაკადიან მთაწმინდურ წყაროს. მომდევნო წელს მონაზვნად აღიკვეცა პატიოსანი ჯვრის კელიაში, რომელიც კერასიისა და კავსოკალივის შორის მდებარეობს. იქ იგი მორჩილებდა მეტად მკაცრ ბერს – ღერონდა პახუმს. ამის შემდეგ, დაახლოებით თორმეტი წლის განმავლობაში, როგორც დაყუდებული მონაზონი იღწვოდა კარაკალის მონასტერში, წმიდა ანას სკიტის სანაპიროზე, სადაც მან ააგო ღირსი იოანე მეუდაბნოის ტაძარი, ასევე – წმიდა ბასილის სკიტში, სადაც ააგო  წმიდა ნეტართა ტაძარი. 1935 წლიდან იგი სამუდამოდ დასახლდა მცირე წმიდა ანას სკიტის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის კალივაში, რომელიც ღირსი დიონისესა და მიტროფანეს გამოქვაბულის ზემოთ მდებარეობს.

გამუდმებით ეძებდა რა სულიერ სარგებელს, მამა აბიმელექმა შემოიარა საბერძნეთის, კონსტანტინოპოლის, პონტოს, მცირე აზიისა და წმინდა ადგილების მრავალი მონასტერი. ამასობაში იგი არა მხოლოდ იღებდა, არამედ გასცემდა კიდეც სულიერ სარგებელს. აბიმელექი ჭეშმარიტი მონაზონის მაგალითი იყო. მკაცრი საკუთარი თავის მიმართ, თავშეკავებული, არაფრის მქონე, უბოროტო, არავის დამძრახავი. მას ჰქონდა აზრთა სიმწიფე და სიღრმე, არაპატივმოყვარე განათლება, მართლმადიდებლური სულიერება. ყველა ადამიანი, ვინც კი მას იცნობდა, მამა აბიმელექს ახასიათებს, როგორც ზრდილობიანს, ტკბილად მოსაუბრეს, დალოცვილს, ბრძენს, კეთილსა და გულში ჩამწვდომს. მიუხედავად სიბერისა, მან შეინარჩუნა გონების დაუზიანებლობა და სიწმინდე. იგი გახლდათ მღვიძარე მამების თანამედროვე წარმოადგენელი. გარდა ამისა, მამა აბიმელექი  წმიდა ნექტარიოსის მეგობარი და მისი პირველი ბიოგრაფი იყო. იგი ასევე მგობრობდა ა. პაპადიამანდისთან და ა. მორაიტიდისთან. როდესაც ამ უკანასკნელთ მისთვის უკითხავთ, თუ რას აკეთებდა უკაცრიელ ადგილას, მას უპასუხნია: „გონებას ვიცავ“. ხოლო როდესაც უთქვამთ მისთვის, თუ რატომ არ გამოდიოდა გარეთ, რათა სარგებელი მოეტანა ქვეყნისთვის, მას მიუგია: „ამგვარი რამ არ უთქვამს ჩემთვის ღმერთს“. როგორც ხედავთ, ეს პასუხები საკმაოდ ღრმა შინაარსის მატარებელია. მამა აბიმელექზე კრეტის ნეტარი ეპისკოპოსი ტიმოთე შემდეგს ამბობდა: „სერიოზული, როგორც წინასწარმეტყველი, ტკბილი, როგორც მოციქული, დიდი გაძვალტყავებული ასკეტი, თავისი არსებობით მან გამახსენა უდაბნოს დიდი მამები, როდესაც ისინი ღმრთიური მადლით დატვირთულნი ჩამოდიოდნენ ხოლმე…“.

ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე მამა აბიმელექი საკუთარი თავის მკაცრი მოძალადე და თავმდაბალი განდეგილი იყო. ბევრი რამ იცოდა, მაგრამ ცოტას ლაპარაკობდა. ჭეშმარიტი მონაზვნის ტიპი გახლდათ.  მრავალწლიანმა ასკეტურმა სიცოცხლემ მას მისცა სიმშვიდე, გამჭრიახობა და სიკეთე. წლების განმავლობაში ერთი გაყინული გამოქვაბული იყო მისი საცხოვრებელი ადგილი. მისი ჰიმნოგრაფია წარმოაჩენს მის ღმრთისადმი და სიკეთისადმი სიყვარულს. ცხოვრების ბოლო წლებში, თავის ერთ-ერთ წერილში იგი შემდეგს წერდა: „მინდა გაუწყო, რომ მე უკვე სიბერისა და მრავალი სნეულების გამო, რომელთაც უფალი მიგზავნის (ათასი დიდება ჰქონდეს მის სახელს) იმისათვის რომ განმწმინდოს… მრავალი ავადმყოფობით ვარ დამძიმებული, მაგრამ მადლობას ვუხდი ყველაზე მოწყალე ბატონსა და ჩემს შემოქმედს, რადგან იგი მე მასაჩუქრებს მოთმინებით, რათა დავითმინო ყოველივე ეს, როგორც ჩემი სულის წამალი. ძალა აღარ შემწევს იმისა, რომ ჩემი მოვალეობისამებრ ფეხზე ვიდგე, თუმცა ვგულისხმობ იმას, რომ მაინც არ ვჩერდები, დღე-ღამის მსახურების განმავლობაში, თუმცაღა მეტწილად დამჯდარ მდგომარეობაში ხელში ჩემი სკვნილი მიჭირავს და თავმდაბლად ვლოცულობ, შეძლებისამებრ ვცდილობ რომ ჩემი გონება უფალთან იყოს, ვლოცულობ არა როგორც მართალი, არამედ როგორც ცოდვილი, შეუჩერებლად ვეძებ ღმრთის მოწყალებას. შენც ასე გააკეთე, თუკი გსურს სამოთხეში დაიმკვიდრო ადგილი…“.

მამა აბიმელექმა სული უფალს მიაბარა 1966 წლის 18 ოქტომბერს და დატოვა ღირსეული ასკეტის სახელი. მისი შთაგონებით აღსავსე სიცოცხლე მის ჭეშმარიტ სულიერ მეგობრებს დიდ სარგებელს აძლევს.

ბიბლიოგრაფია:

1, მცირეწმიდაანელი მონაზონი გერასიმე, აბიმელექ ბონაკისი. მთაწმიდელი მონაზონი, სარწმუნოებრივი და ზნეობრივი ენციკლოპედია, ათენი 1968, ტომი მე-12, გვ. 805-806;

2, არქიმანდრიტი ქერუბიმი, ნოსტალგიური მოგონებანი ღმრთისმშობლის ბაღიდან, ატიკის ოროპოსი 1981, გვ. 178-179;

3, ანტონიო სტივაკტაკი, გერონდა აბიმელექ მონაზონი, ათონის მთის უდაბნოს ერთი ალმასი, სიტია 2000; ამავე ავტორის, კრეტელი მთაწმიდელი მონაზვნები, იერაპეტრა 2007, გვ. 33-37;

4, მღვდელმონაზონი ანტიპა მთაწმინდელი, კრეტელი მონაზონის – ბერი აბიმელექის ღმრვთისმოსაობის წყარო, ათონის მთა 2006.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, მეოცე საუკუნის მთაწმიდელი სათნო მამების დიდი ღერონდიკონი, მე-2 ტომი, 1956-1983. გვ. 761-764, მიღდონიის გამომცემლობა, პირველი გამოცემა, სექტემბერი 2011 წელი.

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/11/16/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5-%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%ac/feed/ 2802
პაპა-ხარალამბ დიონისელი, „ახალი მოწყალე“ https://www.pemptousia.ge/2015/11/07/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-2/ https://www.pemptousia.ge/2015/11/07/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-2/#comments Sat, 07 Nov 2015 07:04:10 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48558 იმ მრავალ სათნოებათაგან, რომლითაც უხვად იყო შემკული იღუმენ პაპა-ხარალამბ დიონისელის უბრალო და უმწიკვლო სული, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოწყალება. მოწყალების გაღებისას მას არ გააჩნდა საზღვარი. იგი ყველაფერს გასცემდა. მისგან არავინ წასულა ხელცარიელი. წმიდა იოანე ოქროპირის მიხედვით, არც ერთი სხვა სათნოება ისე არ აახლოებს ადამიანს ღმერთთან, როგორც მოწყალება. და ბერ პაპა-ხარალამბსაც, რომელსაც გააჩნდა წყალობის გაცემის  სათნოება,  ყველა ის ადამიანი შეუნდობს, ვისთვისაც კი მას სიკეთე გაუკეთებია და ბუნებრივია, თავად მასაც შეიწყნარებს ღმერთი. საუკუნოდ იყოს ხსენება პაპა-ხარალამბე მოწყალისა. მისი გულმოწყალების სიდიდეზე უამრავი ფაქტი მეტყველებს. პაპა-ხარალამბის მოწყალებას იმ ეპოქაში, როდესაც ბერი ცხოვრობდა, ბადალი არ ჰყოლია.  სწორედ ამიტომაც ეწოდა მას „ახალი მოწყალე“, მსგავსად წმინდა იოანე მოწყალისა.

Gerondas charalambos-ka Gerondas iiosif-vatopedinos

როდესაც ბერი პაპა-ხარალამბი თავის თანმხლებ მონაზვნებთან ერთად ბურაზერის კელიაში დასახლდა, მისმა წინამორბედმა რუსებმა მას მემკვიდრეობით საკმაოდ დიდი რაოდენობით ლირა დაუტოვეს. თუმცა პაპა-ხარალამბიმ იმის გამო, რომ ეს ფული თავისი ოფლით არ ჰქონდა მოპოვებული, თანხა სხვადასხვა მონასტრებს გაუნაწილა.

ხშირად, როდესაც ბერს დახმარებას ვინმე ღატაკი შესთხოვდა, იგი უპოვარს კელიის სალაროში, რაც კი თანხა ინახებოდა, ყველაფერს აძლევდა. ისე რომ ამის შემდეგ, საკვების შესაძენი ფულიც კი აღარ რჩებოდათ.

მამები ბოსტანს ამუშავებდნენ. ღობის გარეთ, პირდაპირ ქუჩაში ტოვებდნენ ბოსტნეულით სავსე კალათებს (გოდრებს), ისე რომ გამვლელებს საშუალება ჰქონდათ იმდენი ბოსტნეული წაეღოთ, რამდენიც მოესურვებოდათ.

პაპა-ხარალამბი როდესაც ბურაზერიში ცხოვრობდა, კაფსალადან ბევრ მამას ჰქონდა მისი იმედი. თუკი რაიმე დასჭირდებოდათ, მაშინვე მასთან მიდიოდნენ და დახმარებას სთხოვდნენ. პაპა-ხარალამბი კი სიხარულით აძლევდა მათ იმაზე გაცილებით მეტს, რასაც ისინი მისგან თხოულობდნენ. ზოგჯერ მას პირუტყვსაც სთხოვდნენ ხოლმე სხვადასხვა ბარგის გადასაზიზად, ამ დროს ბერი თავად გაეშურებოდა ხოლმე პირუტყვის შესაკაზმად. როდესაც მასთან მამები მოდიოდნენ  საღმრთო ლიტურგიაზე დასასწრებად, მსახურების დასრულებისთანავე პაპა-ხარალამბი გასასვლელისკენ მიეშურებოდა და ტაძრის კარში დგებოდა, რათა მამებს ტაძრიდან გასვლა ვერ მოესწროთ. შემდეგ კი სატრაპეზოში მიიპატიჟებდა მათ და დააპურებდა, ანდა სურსათ-სანოვაგის მარაგს გაატანდა თან. ერთხელ, ერთი განდეგილისთვის ისეთი დიდი საზამთრო მიუცია, რომ მას მისი აწევაც კი ვერ მოუხერხებია.

ერთ დღეს, პაპა-ხარალამბს იპიროსის რომელიღაც დედათა მონასტერში გაუვლია. დედებისთვის უთხოვია, რომ ცოტა ხნით მარტო დაეტოვებინათ, რათა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატთან ელოცა. შემდეგ კი იქვე, საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულით სავსე კონვერტი დაუტოვებია. დედები ძალიან აღელვებულან, თუმცა გაოცებულან კიდეც, რადგან სწორედ მაშინ მათ ამ თანხის დიდი საჭიროება გააჩნდათ.

როდესაც დიონისეს წმიდა მონასტრის წინამძღვარი გამხდარა, მოწყალება ყველასთვის გაუცია. მონასტრის კარიბჭესთან ნახავდი რიგში ჩაწყობილ ბოთლებს, ბიდონებს, შემოწნულ ბოცებს, რომელნიც მამებს უდაბნოდან ჩამოეტანათ, ახლა კი წინამძღვრის კურთხევით, ღვინით, რაკითა და ზეთით აევსოთ და ბოსტნეულთან, პურთან და სხვადასხვა სურსათ-სანოვაგესთან ერთად მეუდაბნოებს ურიგებდნენ.

დიონისეს მონასტერს ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე დიდი მეტოქი აქვს, რომელიც ათასობით ჰექტარ ტყის მასივს მოიცავს. როდესაც წინამძღვარს მისმა ერთ-ერთმა ნაცნობმა თავისი დასაყუდებელისათვის მიწის პატარა ნაკვეთი სთხოვა, პაპა-ხარალამბს მისთვის ნახევარი მიწის მიცემა მოუსურვებია.

პაპა-ხარალამბი, როგორც წინამძღვარი, ყოველ დღე აღავლენდა წირვა-ლოცვას. იმ ფულს, რომელსაც მას ზოგიერთები მსახურებისთვის აძლევდნენ, მონასტრის სალაროში კი არ ინახავდა, არამედ მოწყალებისთვის გაცემდა.

როდესაც ყველგან მოსიარულე უპოვარი ჩამოივლიდა, ეკითხებოდა მას, თუ რომელმა ზედამხედველმა (იგულისხმება მონასტრის უფლებამოსილი წარმომადგენელი) რამდენი მისცა. შემდეგ კი შეაჯამებდა ყველა ზედამხედველის მიერ მისთვის მიცემულ თანხას და დაამატებდა: „ერთი მაგდენი კი ჩემგან“.

ერთხელ, ერთ ახალგაზრდას კანონად რამდენიმე მეტანიის აღსრულება დაუწესა. ახალგაზრდას ძალიან ბევრი მოეჩვენა. „დაანებე თავი“, უთხრა მას პაპა-ხარალამბმა, „მე აღვასრულებ“. ახალგაზრდას შერცხვა და ამის შემდეგ უსიტყვოდ დაიწყო მეტანიების შესრულება.

როდესაც პაპა-ხარალამბს აღსარების ჩაბარება სთხოვა დიაკონმა დიონისე ფირფირისმა, მას შემდეგი სიტყვები უთხრა: „თუ გსურს ჩემთან მოსვლა, მაშინ ჯერ მაღაზია უნდა დაკეტო“. ბერმა დიონისემ ისმინა მისი და დაკეტა საეკლესიო ნივთების მაღაზია, რომელიც კარიესში ჰქონდა.

ოდესღაც პაპა-ხარალამბს ვიღაცამ ასეთი რამ აუწყა:  ერთი ცნობილი მღვდელი ამბობს, რომ ივერთა მონასტერში ღმრთისმშობლის კანდელი თავისით კი არ ირხევა, არამედ მას მონაზვნები არხევენო. მაშინ პაპა-ხარალამბს ასეთი პასუხი გაუცია მისთვის: „გადაეცი იმ მღვდელს, რომ  ანაფორა გაიხადოს“.

ერთხელ, მას ერთმა ნაცნობმა უთხრა, რომ პატრიარქი შენგან თხოულობს, რომ მისთვის ილოცოო.  პაპა-ხარალამბს გაუკვირდა, პირჯვარი გადაიწერა და იკითხა: „და მე საიდან მიცნობს?“. შემდეგ კი დამწუხრებულმა დაამატა: „ვაი, იმ მონაზონს, ვისაც სახელი აქვს, მაგრამ არა აქვს მადლი“.

ოდესღაც თესალონიკში, მონასტრის კონაკში (მონაზონთა ერში საცხოვრებელი სახლი) იმყოფებოდა. იმ დროს, კონაკთან ახლოს ბაზარი ყოფილა. პაპა-ხარალამბიც თავის თანმხლებ მონაზონთან ერთად ბაზარში წასულა, ყოველ წვრილ მოვაჭრესთან მიდიოდა და თავისი მოწყალე ბუნებიდან გამომდინარე, რაიმეს ყიდულობდა, რათა ამ გზით მათთვის დახმარება გაეწია. როდესაც იმ დახლის წინ ჩაუვლია, სადაც ქალის კოსმეტიკას ჰყიდდნენ, თავისი დიდი უბრალოებიდან გამომდინარე, იქაც შეჩერებულა და, თუმცა არც კი სცოდნია, თუ რა იყიდებოდა, რაღაც მაინც შეუძენია, მაშინ როცა მისი თანმხლები მონაზონი ურჩევდა არაფერი ეყიდათ, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყვნენ.

პაპა-ხარალამბი შემდეგს მოგვითხრობს: „პირველი ორი-სამი კვირის განმავლობაში, როდესაც ბერი იოსებ ისიქასტის ასკეტურ საცხოვრებელში მივედი და იქ, როგორც ერის კაცმა,  ისე დავიწყე ცხოვრება, ეშმაკი იმდენად იყო გაცოფებული, რომ დაძინებისა და ლოცვის  საშუალებას არ მაძლევდა. წავალ დასაძინებლად და აი, ეშმაკი მადგას თავზე: ზოგჯერ – როგორც ძაღლი, ზოგჯერ – როგორც ადამიანი, ზოგჯერ კი – როგორც ლომი. შიშისაგან შეძრული ფეხზე წამოვხტებოდი და ვლოცულობდი. თითქმის საერთოდ არ მეძინა, რის გამოც, ვერც დღისით ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს, ვერ ვლოცულობდი. როდესაც სულიერმა მოძღვარმა მკითხა, როგორ ხარო, მას გავუმხილე, თუ რა ხდებოდა ჩემ თავს. მან კი ასეთი რჩევა მომცა: როდესაც გძინავს და შენთან ერთი მხრიდან ეშმაკი მოდის, მაშინვე მეორე მხარეს გადატრიალდი. პირჯვარი გადაიწერე, ზურგი შეაქციე და ისიც მაშინვე გაგშორდება, ყურადღებას ნუ მიაქცევ. თანდათანობით ისწავლი მასთან ბრძოლას და შემდეგ კი, საერთოდ ვერ შეამჩნევ მას. და მართლაც,ზუსტად ასეც მოხდა“.

„მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ჩემი სურვილის მიზეზით ვიწვნიე და ვნახე, რომ სულიერი მოძღვარი მართალი იყო, ჭკუა ვისწავლე. იქიდან მოყოლებული აღარც კი ვფიქრობდი იმაზე, თუ რა გამეკეთებინა. ვასრულებდი მხოლოდ იმას, რასაც ბერი მეუბნებოდა. არაფერზე ვფიქრობდი. „პაპა, ეს გააკეთე“, მეტყოდა სულიერი მოძღვარი, „დალოცვილი იყავ“, „პაპა, იქით წადი“, „დალოცვილი იყავ“. ვიყავი მორჩილი, თითქოს პირი საერთოდ არ მქონდა. მქონდა მხოლოდ ყურები. სულიერი მოძღვარი რაიმეს მეტყოდა თუ არა, მაშინვე მივრბოდი მისი სიტყვის შესასრულებლად. მას შემდეგ, დიდი მადლი მივიღე. იქიდან მოყოლებული, რაც დავიწყე სულიერი მოძღვრისთვის და ასევე ძმებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ცხოვრება, ხშირად მეუფლებოდა მადლი. სწორედ მორჩილების გამო ავივსე მადლით“.

პაპა-ხარალამბი ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებისამებრ ძალიან ბევრს შრომობდა, აღსარებას აბარებდა, ღამეს ათევდა და უამრავ მეტანიას ასრულებდა, არაფერს ჭამდა. როდესაც პირი უშრებოდა, მხოლოდ მცირეოდენ წყალს სვამდა.

ერთ დღეს ორი მონაზონი ეწვია დიონისეს მონასტერს და თავიანთი ნაცნობი წინამძღვრის პაპა-ხარალამბის ნახვა მოითხოვა. მათ მოახსენეს, რომ წინამძღვარი თავის სამუშაო ოთახში იმყოფებოდა. როდესაც ახლადმოსულებმა მისი ოთახის კარზე დააკაკუნეს, კარი ოდნავ გაიღო, ყოვლადღირსმა წინამძღვარმა მხოლოდ თავი გამოყო, რათა დაენახა, თუ ვინ იყო მოსული და მეტად უბრალოდ და ბუნებრივად მოახსენა მათ: „კანონის დასასრულებლად ოცდახუთი მეტანიის გაკეთებაღა დამრჩა“. დაკეტა კარი, დაასრულა მეტანიები და მხოლოდ ამის შემდეგ უბრალოდ და გულითადად უხმო სტუმრებს წინამძღვრის სამუშაო ოთახში. მამები განაცვიფრა წმიდა ბერის ასკეტურმა სიზუსტემ და უბრალოებამ.

ერთხელ, პაპა-ხარალამბმა ერთ ახალგაზრდა მონაზონ-მორჩილთან ერთად წითელი თიხა მოზილა, ამ დროს ერთმა მხედარმა გამოიარა. ცხენი დაფრთხა და მხედარი მიწაზე გადმოაგდო. ძირს დაცემულმა უშვერი სიტყვებით დაუწყო გინება პაპა-ხარალამბს. თუმცა, ბერი ხმის ამოუღებლად, მშვიდად უსმენდა მის ლანძღვას.

იგი ასე ამბობდა: „პატარა გულგრილობას დიდი გულგრილობა მოაქვს, რასაც შემდეგ დაცემა მოჰყვება. მცირე ძალას კი თან სდევს დიდი ძალა, რასაც შემდეგ სიწმიდე მოაქვს“.

„ჩვენ სასულიერო პირნი, ჯოჯოხეთში მოვხვდებით იმ უამრავი ეკონომიის გამო, რასაც ვიქმთ“.

განსაკუთრებით უყვარდა ის მონაზვნები, რომლებიც ბევრ სკვნილს აკეთებდნენ. რომელიღაც მონაზონი ექვსი საათის განმავლობაში ფხიზლად მყოფობის დროს 120-ჯერ სამასს ასწრებდა.

პაპა-ხარალამბი იმდენად უმწიკვლო იყო და ცდუნებისგან ისე შორს იმყოფებოდა, რომ ასე ამბობდა: „თუნდაც ქალების გროვაში ჩამსვან დასაძინებლად, მაინც ვერაფერს ვიგრძნობ“. მას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა პოლუცია.

მისი თქმით, ხორციელი ცოდვები მას სრულიად დავიწყებული ჰქონდა. და მართლაც, იმდენად უმწიკვლო იყო, რომ როგორც სულიერმა მოძღვარმა მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ ხორციელი ცოდვებიც ხდებოდა.

როდესაც ახსარებებში მძიმე ცოდვების შესახებ ისმენდა, ჩვეული გულუბრყვილობითა და გაოცებით ამბობდა: „ეს მართალია? ყოველივე ამას სჩადიან?“.

მონასტერში ერთ-ერთი მონაზონი ხშირად იყო ხოლმე განაწყენებული წინამძღვარზე. პაპა-ხარალამბი დილაობით მივიდოდა ხოლმე მის კართან, აკაკუნებდა, მაგრამ ის თავისი სიჯიუტის გამო არ პასუხობდა. მას ვედრებით და თავმდაბლად ეუბნებოდა: „მამაო… გამიღე კარი, რათა პატიება გთხოვო, მსახურება უნდა აღვასრულო“, ამ გზით სურდა მასში სინანულის გრძნობა გაეღვივებინა.

ამგვარად ამბობდა: „ვისაც სურს უდაბნოში წასვლა, მას ცრემლები უნდა ჰქონდეს. და თუ ცრემლები არა აქვს, მაშინ ნუ წავა მარტო“.

ასევე ამბობდა: „გონება ღმრთისმსახურებისას ლოცვაზე უნდა გქონდეს მიმართული და  არა – ბგერაზე“.

პაპა-ხარალამბს ძალიან ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა, იგი საათობით ლოცულობდა ფეხზე მდგარი. საღმრთო მსახურებების დროს გამუდმებით ტიროდა, მისი სახე კი იმდენად იცვლებოდა და ანგელოზურ იერს იძენდა, რომ ვერც კი იცნობდი. მსახურების დამთავრების შემდეგ კი მისი სახე ისევ ბუნებრივ გამომეტყველებას იღებდა.

(„ასკეტური და ისიქასტური მთაწმინდური მემკვიდრეობიდან“, ათონის წმიდა მთა 2011, გვ. 655-662)

წყარო: fdathanasiou.wordpress.com

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/11/07/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-2/feed/ 2817
მღვდელმონაზონი თეოფილე პანტოკრატორელი (1882 – 10 სექტემბერი, 1969) https://www.pemptousia.ge/2015/10/21/%e1%83%9b%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%9e/ https://www.pemptousia.ge/2015/10/21/%e1%83%9b%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%9e/#comments Wed, 21 Oct 2015 11:48:10 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48505 I.M.Pantokratoros 113

მღვდელმონაზონი თეოფილეს სახელი ერისკაცობაში იყო ანტონიოს ზამაროსი. მისი მშობლები კი დიმირტი და კალიოპე გახლდათ. იგი დაიბადა 1882 წელს კიკლადების ერთ-ერთ კუნძულ კითნოსზე. ერში მეტად პატიოსანი ყოფილა, რის გამოც ყველას უყვარდა. შემდგომ კი ძალიან ბევრი სულიერი შვილი ჰყავდა და მეტად სათნო სასულიერო პირის სახელი ჰქონდა.

1961 წელს უკვე ასაკოვანი თეოფილე პანტოკრატორის წმიდა მონასტერში მოვიდა. როგორც თავად აღნიშნავდა ათონის წმიდა მთაზე მისი მოსვლის მიზეზი გახლდათ ის, რომ მას წაეკითხა და გაეგონა, რომ ღმრთისმშობლის ბაღში ყოვლადწმიდა ქალწული ყველა იმათი ფხიზელი შუამდგომელი და სანდო მეოხი იყო, ვინც კი მთაწმიდაზე მივიდოდა. მან პანტოკრატორის წმიდა მონასტერი აირჩია, რათა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ამ მონასტრის მფარველის, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „ღერონდისას“ თაყვანისცემაში გაეტარებინა.

Panagia Gerontissa, Moni Pantokratoros, Agion Oros

“ღერონდისას” ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, პანტოკრატორის წმიდა მონასტერი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ნეტარი ბერი თეოფილე ჩვენს წმიდა მონასტერში დასახლდა, იგი აქ ისე იღწვოდა, როგორც მონაზონი და როგორც მღვდელი, როგორც თავმდაბალი, მსახურებების მოყვარული, მოწყალე, კეთილშობილი, უანგარო და ყველასათვის მლოცველი“. თავისი სათნოების გამო მან ძალიან სწრაფად გაითქვა სახელი. მრავალი ადამიანი მოდიოდა მასთან შესახვედრად, მისი რჩევების მოსასმენად და მისთვის აღსარების ჩასაბარებლად. იგი ყველას ამხნევებდა, ამშვიდებდა და სამართლიანად განსჯიდა. ამბობენ, რომ როგორც სულიერი მოძღვარი, იგი იყო მშვიდი, ალერსიანი, მეგობრული და მომთმენი.

სარეცელს მიჯაჭვული მღვდელმონაზონი თეოფილე დიდი მოთმინებით შეეგება თავის აღსასრულს. მას საკუთარი ნებით ემსახურებოდა მონაზონი ანტონი კუნძული პაროსიდან. ბერ თეოფილეს  უკანასკნელ წუთამდე სრული ცნობიერება და საუკეთესო სულიერი სიცხადე ჰქონდა. მისი აღსასრული წმიდანის შესაფერისი იყო. მისი სახე ბრწყინავდა. მონაზონი იაკობი  († 2001) იხსენებდა, თუ როგორი აღტაცებით ესაუბრებოდა იგი მას უფლის დიდებაზე და თან ტიროდა სიხარულით აღსავსე. მან 1969 წლის 10 სექტემბერს მიაბარა უფალს სული, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „ღერონდისას“ შუამავლობისა და მეოხების იმედით.

 წყარო-ბიბლიოგრაფია:

პანტოკრატორის წმიდა მონასტერი, ნეკროლოღიონი (გარდაცვლილთა რეგისტრაციის წიგნი), გვ. 20; პანტოკრატორის წმიდა მონასტერი,  3.7.1977 ამალიადას წერილი ბატონი ღ. დიმიტრაკოპულოსის მიმართ.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, მეოცე საუკუნის მთაწმიდელ სათნო მამათა დიდი ღერონდიკონი, ტომი მეორე – 1900-1955 წწ., გვ. 821, მიღდონიას გამომცემლობა, პირველი გამოცემა, სექტემბერი, 2011 წელი.

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/10/21/%e1%83%9b%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%9e/feed/ 2812