Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
რელიგიური ცხოვრება – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 მოწყალება სიკვდილს ანადგურებს! https://www.pemptousia.ge/2018/07/16/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%99%e1%83%95%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93-4/ https://www.pemptousia.ge/2018/07/16/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%99%e1%83%95%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93-4/#comments Mon, 16 Jul 2018 06:54:47 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51737 მოწყალების ძალა იმდენად დიდია, რომ იგი პიროვნებას არა მხოლოდ ცოდვებისგან ათავისუფლებს, არამედ თავად სიკვდილსაც კი აცამტვერებს. და მე თქვენ გეტყვით, თუ რა გზით.

როგორ დაამარცხა სიკვდილი მან, ვინც მოწყალება გამოიჩინა? ნუ აღელდები, საყვარელო. მაგრამ გახსოვდეს, რომ მოწყალების ძალამ სიკვდილის ტირანია გააუქმა.

ცხოვრობდა ერთი ასეთი ქალი, რომელსაც ტაბითა ერქვა და რომელიც „გამოითარგმანების ქურციკ“ (საქმე 9, 36-43). მისი ყოველდღიურ საქმიანობა მოწყალება და ქველმოქმედება გახლდათ, ამის საშუალებით ის საკუთარი თავისთვის სულიერი სიმდიდრეს აგროვებდა. იგი ქვრივებს აცმევდა და დანარჩენ ქონებასაც მათ ურიგებდა. მაგრამ, მოხდა ისე რომ ტაბითა ავად გახდა და გარდაიცვალა.

Ag. Neofytos Egkleistos (toihografia 1183), Iero Egkleistras, Moni Ag. Neofytou, Pafos Kypros

თუმცა, ჩემო ძვირფასებო, ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ქალები, ვისაც კი ტაბითა ეხმარებოდა და ვინც კი მის მიერ იყვნენ შემოსილნი, გაწეული სიკეთისთვის სიკეთით შესაფერის დროს მიუგებენ. საღმრთო წერილში ვკითხულობთ, რომ ისინი მიუახლოვდნენ პეტრე მოციქულს, „ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა“ (საქმე, 9, 39). ქვრივი ქალები თავიანთ მარჩენალს ითხოვდნენ და ისე მოსთქვამდნენ, რომ მოციქულს ისინი მეტად შეებრალა.

და ამის შემდეგ, რა მოიმოქმედა ნეტარმა პეტრემ? „ხოლო პეტრე განავლინნა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუჴლნი და ილოცა. და მოექცა გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ. და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი და, იხილა რაჲ პეტრე, წარმოჯდა. ხოლო მან მისცა მას ჴელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი“ (საქმე, 9, 40-41).

იხილე მოციქულის ძალა ან უფრო სწორად, უფლის ძალა, რომელიც მასში მოქმედებდა? ნახე ამქვეყნიურ სიცოცხლეშივე თუ როგორი ჯილდო მიიღო ტაბითამ თავისი სიკეთის საზღაურად? რას მეტყვი, განა კი ამ ქალმა ისეთი დიდი რა მისცა ქვრივებს, როგორი დიდი ძღვენიც მათ აჩუქეს? ტაბითა მათ სამოსითა და საკვებით უზრუნველყოფდა, ხოლო ქვრივმა ქალებმა კი იგი კვლავ დაუბრუნეს სიცოცხლეს და დაეხმარნენ, რომ მას სიკვდილისგან დაეხსნა თავი. თუმცა კი, ქვრივმა ქალებმა კი არა, ტაბითა ჩვენმა კაცთმოყვარე უფალმა იხსნა იმ წყალობათა გამო, რომელსაც იგი სხვებს სთავაზობდა.

იხილეთ, ჩემო ძვირფასებო, წამლის ძალა? დაე, ასეთი წამალი ყველა ჩვენთაგანმა მოვამზადოთ ჩვენ-ჩვენი თავისთვის, რადგან, თუკი ის ასეთი ძლიერია, მაშ არ ყოფილა ძალიან ძვირი, არამედ ძალიან იაფიც კი. და მაშინაც კი არ შევჩერდეთ, ეს წამალი დიდ ხარჯსაც რომ მოითხოვდეს ჩვენგან. ქველმოქმედების სიდიდე ხომ ფულის რაოდენობით არ განისაზღვრება, არამედ – იმ ადამიანთა გულმოდგინებით, ვინც კი მოწყალებას გასცემს. სწორედ ამის გამო, ისიც კი, ვინც თუნდაც ერთი ჭიქა ცივი წყალი გასცა, მოწონებულ იქნება. დაე, ვისწავლოთ, რომ ყოველთა უფალი ყველასგან კარგ განწყობას მოითხოვს. ხშირად ისეც ხდება, რომ ესა თუ ის პიროვნება ძალიან დიდ მოწყალებას გაიღებს ხოლმე, თუმცა კი მას ბევრი არაფერი აბადია. და ეს მაშინ ხდება, როცა ჩანაფიქრია ძლიერი. და ამის საპირისპიროდ, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ვინმე, ვისაც ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, მისი ხასიათის წვრილმანობის გამო ისე გამოჩნდეს, თითქოსდა, მას იმათზე უფრო ნაკლები ჰქონდეს, რომელთაც სინამდვილეში მართლაც არა აქვთ ბევრი.

მაშ, მოდით ყველას ვისაც კი ამის საჭიროება აქვს უხვად გავუნაწილოთ ის სიკეთე, რაც ჩვენ უფალმა გვიბოძა. და ყველაფერი, რაც კი ჩვენ ღმერთმა მოგვცა, დაე კვლავ მას მივუძღვნათ, რათა ეს სიკეთე უფრო გაზრდილი სახით ისევ ჩვენ გადმოგვეცეს. ჩვენი უფლის გულმოწყალება ხომ იმდენად დიდია, რომ თუკი იგი მიიღებს იმას, რასაც ჩვენ გავცემთ, ნუ იფიქრებ, რომ იგივეს დაგვიბრუნებს, არამედ გვპირდება, რომ არნახული სიუხვით მოგვეზღვება. ერთი კია, თუკი ჩვენი საკუთრების გაცხადებას მოვინდომებთ, ის ღარიბებს უნდა გავუნაწილოთ, თითქოსდა, რასაც გავცემთ უფლის ხელში ვათავსებდეთ იმის იმედით, რომ ყოველივე, რაც კი ჩვენი უფლის ხელში აღმოჩნდება, მხოლოდ იმავე სახით კი არ დაგვიბრუნდება, არამედ მას უფალი ასმაგად მოგვიზღავს და ამით მთელ თავის სიკეთეს გაამჟღავნებს.

და ეს ყოველივე კვლავ რატომ მრავლდება? თუკი მოვინდომებთ, რომ უფლის მიერ ჩვენთვის ბოძებულიდან რაიმე გავცეთ, ღმრთის ხელი უკან მხოლოდ ამ სიკეთეს როდი დაგვიბრუნებს, არამედ მასთან ერთად ზეციურ სამეფოს გვიბოძებს, გვაღიარებს, გვირგვინით შეგვამკობს და განუსაზღვრელ წყალობას მოგვანიჭებს.

განა კი რაიმე მძიმესა და რთულს ითხოვს ჩვენგან? ყოველივე იმის მეშვეობით, რაც კი ზედმეტი მოგვრჩება, სურს, რომ საჭირონი გაგვხადოს. ხოლო მათ კი, ვინც უმიზნოდ და უშედეგოდ განძთსაცავში სხედან, სთხოვს ისევე გაანაწილონ თავიანთი ქონება, როგორც ეს თითოეული ჩვენთაგანისთვისაა მართებული, რათა აქედანვე მიეცეს იმის საშუალება, რომ სადღესასწაულო გვირგვინებით შეგვამკოს. იმიტომ ჩქარობს, ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღირსნი გავხდეთ დანაპირების შესრულების ხილვისა.

გევედრებით, ნუ მოვაკლებთ საკუთარ თავებს ესოდენ დიდ სიკეთეს… გვმართებს ღარიბთა საკვებისთვის გავცეთ ის, რაც უმიზნოდ გვაქვს გადანახული. ამ გზით არასოდეს აღმოვჩნდებით ჩვენი მიზნის მიღმა, არც იმ მარცხის შეგვეშინდება, რაც დედამიწაზე ხდება ხოლმე. რადგანაც ნათქვამია: „განაბნია და მისცა გლახაკთა“. მოისმინე ასევე გაგრძელება: „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა“ (ფსალმუნი 111, 9).

ო, რა მშვენიერია განბნევა! მცირე დრო დაჰყო დედამიწაზე, ხოლო მისი სიყვარული კი მუდმივი რჩება საუკუნეების მანძილზე. ამ ყოველივეთი რა ბედნიერი იქნებოდა ადამიანი?

ამიტომაც, გთხოვთ, მოდით უფლის სიყვარული მოწყალების საშუალებით მოვიპოვოთ, რათა ჩვენს შესახებაც შეიძლებოდეს ამ ყოველივეს თქმა, ანუ, რომ განაბნიეს და მისცეს გლახაკთა, თუმცა მათი სიყვარული დარჩა უკუნითი უკუნისამდე. რომ არ გვეფიქრა, რომ რაც განაბნია დაიკარგა, როდესაც თქვა განაბნია და გასცაო, ამის გამო მაშინვე დაამატა: „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა“. მათი სიმართლე, ვინც კი მოწყალებას გასცემს, უკვდავად რჩება, მარადიულად გრძელდება და არასდროს მთავრდება. ამინ!

წმიდა იოანე ოქროპირი, დაბადების შესახებ, ΝΕ΄ ΕΠΕ 4,394-404 

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/07/16/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%99%e1%83%95%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93-4/feed/ 1948
რა არის აღსარება? https://www.pemptousia.ge/2018/02/09/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/ https://www.pemptousia.ge/2018/02/09/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/#comments Fri, 09 Feb 2018 08:09:29 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51307 „რა არის აღსარება? რატომ მივდივართ აღსარებაზე? რატომ გვაქვს იმის საჭიროება რომ წავიდეთ და ვთქვათ აღსარება?“

მამა მაქსიმ ნიკოლსკი, გაერთიანებული სამეფოს საპყრობილეების მღვდელი, საუბრობს აღსარების საიდუმლოზე.

„აღსარება. რა არის აღსარება? რატომ მივდივართ და ვამბობთ აღსარებას? ჩვენ საჭიროება გვაქვს იმისა, რომ ვთქვათ აღსარება. მე მივდივარ აღსარებაზე მაშინ, როდესაც შეგნებული მაქვს, რომ ჩემი ცხოვრება  არ არის ისეთი, როგორიც მე მინდოდა რეალურად ყოფილიყო. მე გამაჩნია ერთგვარი ცნობიერება. ეს ცნობიერება, რომელიც ჩემშია, არის ღმრთის სიტყვა. ჩემი ცნობიერება მეუბნება, თუ როგორ უნდა ვიცხოვრო, თუ როგორ უნდა მოვიქცე, რა უნდა გავაკეთო. თუკი მოვუსმენდი ყურადღებით, ღრმად, მთელი ჩემი რწმენით ჩემს ცნობიერებას, ღმრთის სიტყვას, რა დიდებული იქნებოდა… თუმცა ძალიან ხშირად, როდესაც ჩემი ცნობიერება რაიმეს გაკეთებაზე მიმითითებს, მე უარს ვამბობ, ცდუნება მიპყრობს რომ სრულიად სხვა რამე გავაკეთო და იგნორირება გავუკეთო ჩემს ცნობიერებას. მსურს ბურუსით შევმოსო ჩემი ცნობიერება, რათა აღარ გავიგონო მისი ხმა, მერე კი მივდივარ და იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა. მე, მე, მე…. მე მსურს კომფორტი, მსურს კმაყოფილება, ნელნელა კი ზურგს ვაქცევ უფალს და მას ვშორდები. მერე კი ვაკეთებ იმას, რაც ვიცი რომ შეცდომაა, ცოდვაა. ხშირად ამას ვაცნობიერებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რაიმე უკვე ჩადენილი გვაქვს, რადგან ჩადენილი გვაქვს ცოდვა და ვიცით, თუ რა ცოდვები გვაქვს ჩადენილი. აი, სწორედ ამ დროს, როდესაც უკვე ჩადენილი გვაქვს ცოდვა, არის დრო იმისა, რომ ცრემლებით ან შინაგანი ცრემლებით შემოვბრუნდეთ ღმრთისაკენ და ვითხოვოთ მისგან პატიება.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველ კვირას მოდიან ეკლესიაში. შემოდიან ტაძარში ცოტა შეშინებულები, მიდიან მღვდელთან, რათა მას აღსარება ჩააბარონ. ძალიან ხშირად პირველად თავიანთი სიცოცხლის მანძილზე. შეიძლება აგერ უკვე ოცი წელიწადია, რაც არ ჩაუბარებიათ აღსარება და არ იციან საიდან დაიწყონ. მე მათ ვეუბნები: დაიწყე ბავშვობიდან, იქიდან, როდესაც ბავშვი იყავი. როგორ ექცეოდი შენს დედასა და მამას, როგორ იქცეოდი სკოლაში? ამბობდი ტყუილებს? იღებდი თუ არა იმ ნივთებს, რომლებიც შენ არ გეკუთვნოდა? რა ხდებოდა სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში, ინსტიტუტში? რას იტყვი სამსახურზე და მოგვიანებით, ადამიანებთან შენს დამოკიდებულებაზე? გაიხსენე რა გაგიკეთებია ისეთი, რაც იცი რომ არასწორი იყო. თავდაპირველად, ადამიანები იწყებენ ფიქრს და მთელი თავიანთი ცხოვრების განსჯას. შენ შეგიძლია იგრძნო, იცი რომ ეს არის ნამდვილი აღსარება, რომელიც მათი გულის სიღრმიდან მოედინება.

ხშირად ისიც ხდება ხოლმე აღსარებისას, რომ ადამიანები ფურცელზე ჩამოწერილი ცოდვების სიით მოდიან და კითხულობენ: რომ აი ესა და ეს გავაკეთე, ვაწყენინე დედაჩემს, ვცემე ჩემი შვილები, ვიმგზავრე ავტობუსით ისე რომ ბილეთი არ ამიღია. და ჩამოთვლიან ერთი მეორის მიყოლებით ამგვარ სხვა წვრილმანებს. კითხულობენ სიას და მიტევებას ელოდებიან, რაც არ არის სწორი. რადგან შენ გრძნობ, ადამიანი უბრალოდ კითხულობს რაღაც სიას თუ ადამიანი – კაცი ან ქალი, მოდის აღსარებაზე და რეალურად აცნობიერებს, რომ მას აქვს ერთგვარი დისჰარმონია თავის ცხოვრებაში.

არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ზოგჯერ მოდიან აღსარებაზე და ჩამოთვლიან იმ საქმეებს, რომლებიც ჩაიდინეს. მათ იციან რომ ეს საქმეები არ იყო სწორი. თუმცა შემდეგ ჩერდებიან და დიდხანს რჩებიან მდუმარედ, არაფერს ამბობენ. ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ ამ ადამიანებს კიდევ აქვთ რაიმე სათქმელი, თუმცაღა არ ამბობენ, ჩუმდებიან. რატომ? იმიტომ რომ რცხვენიათ. რცხვენიათ მღვდლის, რომელიც გაიგებს, თუ რას იტყვიან ისინი. ზოგჯერ მართლაც რთულია ყველაფრის თქმა. თუმცაღა, თუ ამას არ გააკეთებ, აღსარება ვერ იქნება სრულყოფილი. ეს არ იქნება დასრულებული აღსარება. თუკი ვაგრძელებთ რაიმეს დამალვას, ესე იგი, ჯერ კიდევ გვაქვს რაღაც ჭუჭყი ჩვენში. ჩვენ არ ვაბარებთ აღსარებას მღვდელს, ჩვენ აღსარებას ვაბარებთ უფალს, მაგრამ ერთი რომელიმე მღვდლის მეშვეობით. ღმერთი ჩვენ გვხედავს.

როდესაც ჩვენ ვდგავართ ტაძარში და ველოდებით ჩვენს რიგს, რათა მღვდელმა მოისმინოს ჩვენი აღსარება, ხშირად რიგი გრძელია ხოლმე და დიდხანს გვიწევს მოცდა. და იმ დროს, როდესაც ვდგავართ და ველოდებით, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ვითხოვთ უფლისაგან. ასევე ვთქვათ ლოცვები. უამრავი ლოცვა არსებობს. აუცილებლად ვთქვათ ის ლოცვა, რომელიც თავად იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოციქულებსა და ჩვენ. ჩვენი უფლის, ჩვენი მამის ლოცვა.  ჩვენი მამის მიმართ წარმოთქმულ ლოცვაში ბუნებრივია ვამბობთ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს…“ და სწორედ აქ არის გადამწყვეტი წერტილი: „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. თუკი მე არ მივუტევებ სხვებს, ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ არც უფალი მომიტევებს მე. წარმოიდგინეთ. მე არ მომიტევებს. ასეთ შემთხვევაში, მე კვლავ ვრჩები ამ სიბინძურეში, ვრჩები ამ სიბნელეში. როგორ შეიძლება უგულებელვყოთ იესო ქრისტეს ეს ახალი სწავლება. იესო ქრისტემ თავისი საქმით გვასწავლა, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. როდესაც იგი აღესრულა ჯვარზე, როდესაც ის ჯვარზე გააკრეს, მან თქვა: მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არ იციან თუ რას იქმნიან. ისინი იესო ქრისტეს მტრები იყვნენ, მაგრამ უფალი მათ არ ხედავდა, როგორც მტრებს. იესო მათ ხედავდა, როგორც უბედურ მსხვერპლთ, რომელთაც არ იცოდნენ, თუ რა გააკეთეს. ბუნებრივია, ადვილია ვილოცოთ ჩვენი ოჯახისათვის, მათთვის, ვინც ჩვენ გვიყვარს და ვისაც ჩვენ ვუყვარვართ. უფრო რთულია ვილოცოთ მისთვის, ვინც ვიცით რომ სერიოზული ბოროტება ჩაიდინა. როგორ ვილოცოთ მათთვის? ვფიქრობ ის, რაც უნდა გავაკეთოთ არის შემდეგი სიტყვების თქმა: უფალო, წყალობა ჰყავი ამ ადამიანისათვის, დაეხმარე, უფალო, რომ შენი გაიგოს და შენ დაგინახოს;  დაეხმარე მას, უფალო, რომ გაიგოს შენი სწავლება; უფალო, შენ გვაჩვენებ გზას, მაგრამ ხშირად არ მივჰყვებით ხოლმე შენს მიერ მითითებულ ბილიკს; დაეხმარე იმ ადამიანს, უფალო, და შემიწყალე მეც, შემიწყალე ჩემი ფიქრებისთვის, რომელიც ყოველგვარ ღირებულებას მოკლებულია, შემიწყალე ყველა იმ ცოდვისთვის, რომელთაც ყოველდღიურად ჩავდივარ, წყალობა მოიღე ყველა ჩვენგანისთვის, უფალო, შეგვიწყალე და გადაგვარჩინე.

აღსარების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება და ადამიანი მზად არის ზიარების მისაღებად.“

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/02/09/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/feed/ 9997
აღდგომა, ჯვარზე ასვლით+ https://www.pemptousia.ge/2017/04/14/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%97-4/ https://www.pemptousia.ge/2017/04/14/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%97-4/#comments Fri, 14 Apr 2017 01:41:24 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50522 ა) ჯვარი წინ მიუძღვის აღდგომას, დიდი პარასკევი თავის წიაღში ატარებს აღდგომის ბრწყინვალე კვირას. მწუხარებას, სევდას და სასოწარკვეთილებას სიხარული და აღდგომის სიმშვიდე ცვლის. აღდგომა ჯვრის გარეშე ვერ შეიცნობა, ხოლო აღდგომის გარეშე კი ჯვარს არა აქვს აზრი. აღდგომა ყველაზე საუკეთესოდ ჯვარს მიღმა იფარება. სწორედ ამის გამო, მართლმადიდებლური აღდგომა არის ჯვრის აღდგომა. ყოველი ადამიანი მთელი ხორცით, სულითა და რწმენით მონაწილეობს მკვდრეთით აღმდგარ უფალთან შეხვედრის ამ დიდ დღესასწაულში. მაცხოვართან ერთად გზის გავლა და ჯვარცმა ადამიანს ღმრთიური ცეცხლის მონაწილედ აქცევს და მას ქრისტესთან ზიარებული ძმების ჭეშმარიტი გაერთიანებისაკენ მიუძღვის.

Stavrosis 94

ბ) იოანე მახარებელი აღდგომის ღმრთაებრივი ლიტურგიის სახარებაში (იოვანე, 1, 1-17) გვაუწყებს, რომ ღმერთის სიტყვა იქცა ადამიანად. უფალი განკაცდა და ადამიანებს შორის დაემკვიდრა, ამგვარად გამოამჟღავნა თავისი ღმრთაებრივი დიდება. იგი ჭეშმარიტი სინათლეა, რომელიც ყოველ ადამიანს, ვინც კი ამქვეყნად იბადება, გზას უნათებს. თუმცა, იმისათვის, რომ ადამიანმა შეიცნოს ღმრთის მოსვლა, საჭიროა, თავიდანვე გაითავისოს ნათლობის გზით, სამსახოვანი ღმერთის სახელით მიღებული ღმრთიური ნათელი. ასეთ შემთხვევაში, ქრისტეს სხეულთან, ეკლესიასთან გაერთიანება და წმიდა საიდუმლოებებთან მიახლება მას აძლევს იმის საშუალებას, რომ დაიტიოს ღმრთიური ნათელი.

გ) პარალელურად, მას ასევე მოეთხოვება ხანგრძლივი ადამიანური თანხმობა და ხორცის მოკვდინების გზით გულმოდგინება. „განვწმიდოთ ჩვენი გრძნობები და აღტაცება გამოვხატოთ აღდგომის მიუწვდომელი ნათლის მიმართ“, გალობს წმიდა მეფსალმუნე. ამაში თავისი წვლილი როგორც მარხვას, სინანულს, მეტანიას, თავშეკავებას, შინაგან მწუხარებას, ასევე ნებისმიერი საქმის სიყვარულით გამოხატულ წრთვნას, სწრაფვას შეაქვს. ზოგიერთები ქრისტეს მხოლოდ როგორც ღმერთს, ისე ხედავენ. მაშინ, როდესაც სხვანი, მას მხოლოდ როგორც ადამიანს, ისე აღიქვამენ. პირველნი იესოს იმდენად შორს მოიაზრებენ, რომ ვეღარ სწვდებიან. მეორენი კი მას ღმრთაებრიობისგან ძარცვავენ და ზოგადად, ადამიანს ართმევენ განღმრთობის, პიროვნული თავისუფლებისა და სიკვდილის დაძლევის ღმრთივმომადლებულ შესაძლებლობას.

დ) თუმცა, ქრისტე, როგორც ღმერთკაცი, გვიჩვენებს სიკვდილზე გამარჯვების გზას და იქცევა „გარდაცვალებულთაგან პირველი“. ყოველ ქრისტიანს შეუძლია მის გზას მიჰყვეს. იმისათვის, რომ შეხვდეს ქრისტეს ჯვარს უნდა აცვას თავისი ვნებები. მოკლას ისინი სინანულისა და ცოდვიანი სიცოცხლის გამო დადენილი ცრემლების მეშვეობით, და აწმყო ცხოვრებაში ეზიაროს აღდგომის სიკეთეს. გულმოდგინედ დაიცვას ღმრთიური მცნებები და შეიძინოს ის სათნოებები, რომლებიც მას პიროვნული თავისუფლებისა და სიკვდილისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას მისცემენ. „და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს“ (რომაელთა მიმართ ეპისტოლე, 6, 9).

ე) აღდგომის ნათელი სამყაროზე გულუხვად იღვრება. თუმცა, იმისათვის, რომ მოხდეს ამ ნათლის ძალის შეცნობა, საჭიროა გულწრფელი გრძნობის ორგანოები და სუფთა თვალები. ხშირად, სარწმუნოებრივი სიბრმავე ხელს უშლის ამ ურთიერთობას. მაგრამ, აღდგომის ბრწყინვალე დღეს, დაე თუნდაც ბუნდოვნად, ყველა შეიგრძნობს ღმრთიური შუქის სხივს, რომელიც მის გონებასა და გულს ნათელს ჰფენს. მართლმადიდებლურ აღმოსავლურ ტრადიციაში, განმარტოების მეშვეობით, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ხალხური წეს-ჩვეულებანი, რომლებიც აცხადებენ, რომ ადამიანებს სრულიად არა აქვთ დავიწყებული ნათლობის შედეგად მიღებული ნათელი. სააღდგომო დიდი კელაპტარი, სააღდგომო მისალმება, საერთო ტრაპეზი, ქრისტესთან ერთად სიყვარულით ძმური თაყვანისცემა, საფლავების მონახულება და ა.შ. მათ შორის რამდენიმეს წარმოადგენს.

ვ) სააღდგომო დიდი კელაპტარი, რომელიც ჩვეულების მიხედვით, ნათლიის საჩუქარია, დნება, კაშკაშებსა და ანათებს, გადაეცემა რა ჯვარზე აღდგომის ქრისტიანულ ზნე-ჩვეულებას. ასევე მისალმების ფორმები – „ქრისტე აღსდგა“ და „ჭეშმარიტად აღსდგა“, უმეტეს ადგილზე რაიმე სხვა სახის მისალმებას ენაცვლება და ორმოცი დღის განმავლობაში, აღდგომის პიროვნული გამოცდილების გამოხატულებას წარმოადგენს. ამასთან, ამ წმიდა დღეებში, გარდაცვალებულთა საფლავებზე გასვლა, ხალხის იმ რწმენაზე მიუთითებს, რომ ქრისტეს აღდგომა მათ სულებს გააცოცხლებს და მთელი ადამიანურ მოდგმას აღდგომის უპირატესობას წარმოუჩენს.

ზ) თუმცა, ადამიანის მცდელობის უმაღლეს წერტილს, იმისათვის რომ იგი უფლის ვნებებისა და აღდგომის თანამონაწილე გახდეს, საჭიროა შინაგანი აუცილებლობა ღმრთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოებაში მონაწილეობის მიღებისა. საკმარისია მხოლოდ, რომ ეს მოხდეს „სუფთა შეგნების“, „ნათელი გულის“ და მოყვასის მიმართ სიყვარულის შემდეგ, მაშინ, წმიდა იოანე ოქროპირის თანახმად „ყველა ტკბება რწმენის ნადიმით. ყველა ეზიარება პატიოსნების სიმდიდრეს. არავინ ტირის თავის სულიერ შიმშილზე, რადგან გამოჩნდა საერთო სამეფო. არავინ მოთქვამს თავის შეცდომებზე რადგან შეწყნარების თხოვნა საფლავიდან გაისმა. არავის აღარ ეშინია სიკვდილისა, რადგან ჩვენ მაცხოვრის სიკვდილმა გვიხსნა. ქრისტე აღსდგა და ანგელოზნი ხარობენ. ქრისტე აღსდგა და სიცოცხლე მეფობს“. საღმრთო სჯული აღმატებულია და სიხარული ავსებს ადამიანთა გულებს!

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/04/14/%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%97-4/feed/ 3123
ჯვარი, გზა პარადოქსისა https://www.pemptousia.ge/2016/09/28/%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-3/ https://www.pemptousia.ge/2016/09/28/%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-3/#comments Wed, 28 Sep 2016 07:53:45 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49657 14/27 სექტემბერს ჩვენი ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს აღნიშნავს. გამარჯვების ტროფეის, უფლის პატიოსანსა და ცხოველსმყოფელ ჯვარს, წილად განსაკუთრებული პატივი ერგება. ეს არის სწორედ იმ სიმბოლოს მსოფლიო ამაღლება, რომელიც მარადიულ სიცოცხლეში შესვლაზე მიგვანიშნებს. სიმბოლო, რომელიც, როგორც მეფსალმუნე ამბობს, ჩვენი იმედია, გზააბნეულთა მეგზურია, ტანჯულთათვის უქარო ნავსაყუდელია, ბრძოლებში დიდება და სახელია, ჩვენი სნეულებების მკურნალია, მთელი სამყაროს უსაფრთხოებაა, ხოლო გარდაცვალებულთათვის კი აღდგომაა.

Stavros 1

განა უცნაური არ არის, რომ ერთი სიმბოლო ყოველივე ამ თვისებების გამაერთიანებელია. თუმცა, იქნებ ერთადერთი უცნაური რამ სწორედ ესაა, რაც ამ სიმბოლოსთანაა დაკავშირებული? მართლაც, განა ვის შეუძლია იმ განცვიფრების დავიწყება, ვინც კი ჩვენი რწმენის გავრცელების იმ პირველი წლების დროს, იგემა, ვინც კი მთელ მსოფლიოში მოისმინა მოციქულთა ქადაგება? ამბობდნენ, რომ ძე ღმრთისა დედამიწაზე მოვიდა, იქადაგა და მრავალი სასწაული ქმნა, ბოლოს კი იგი განსაჯეს და სამარცხვინო სიკვდილი მიუსაჯეს. ყველაზე უფრო სამარცხვინო სიკვდილი, რაც კი მაშინ იმ ეპოქასა და იმ რეგიონში არსებობდა – ჯვარზე სიკვდილი.

სწორედ ამის გამო ორჭოფობდნენ მორწმუნე ებრაელები. სწორედ ამის გამო იგდებდნენ აბუჩად კეთილ უწყებას მოაზროვნე კერპთაყვანისმცემელი ბერძნები. განა კი შესაძლებელია, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ასეთი სამარცხვინო სიკვდილით გარდაიცვალოს? როგორ შეუძლია ადამიანურ გონებას, რომ ყოველივე ეს დაიტიოს და მიიღოს?

ჩემო ძმებო, მარკოზის სახარება (მარკოზ. 8,34 – 9,1) მორწმუნეებს სწორედ ამ პარადოქსს უხსნის – გარდა ამისა, ის ასევე გამჟღავნებული იქნება მათთვისაც, ვინც ჯერ კიდევ თვითკმაყოფილებაშია ჩარჩენილი, თავისი საკუთარი ძალების მიერაა ბლოკირებული და არაფრის დანახვა არ სურს, გარდა საკუთარი თავისა. და მაშასადამე რას გვაუწყებს ის? გვეუბნება, რომ ჯვრისა და მსხვერპლის გზა არის ის გზა, რომელიც ადამიანს სამოთხისა და გადარჩენისაკენ მიუძღვის. და ის, რომ მიჰყვე ქრისტეს, იგივეა, რაც მიჰყვე მის ჯვარს და მასთან ერთად ჯვარს ეცვა. გვაუწყებს, რომ უნდა უარი თქვა შენს თავზე, შენს „მინდასა“ და სურვილებზე და ფეხდაფეხ მიჰყვე ქრისტეს წამებას.

გარდა ამისა, მასში ნათქვამია ასევე ისიც, რომ რაც უფრო მეტად მიილტვი გადარჩენისაკენ, მიჰყვები რა გარეგნულ სარწმუნოებრივ წესებსა და დაინტერესებული ხარ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავით, მით უფრო მეტი საფრთხე არსებობს იმისა, რომ შენს სულს დაკარგავ. და პირიქით: თუკი სხვებზე ზრუნვის გამო დაკარგავ შენს სულს, მაშინ მას მოიპოვებ. სწორედ ეს არის ყველაზე უფრო ძვირფასი რამ, რაც კი შეუძლია ადამიანს ამქვეყნიურ ცხოვრებაში მოიპოვოს.

პარადოქსია! თუმცა, იგი ჯვრის, მსხვერპლის, ღმრთიური სიყვარულის მიბაძვის სინათლეში მჟღავნდება, რომელმაც იმისათვის, რომ სიცოცხლე ეჩუქებინა, სიკვდილის ზღურბლს მიაღწია. და ეს ისეთი არსებითი და ძირეულია, რომ მისი უარყოფა თავად იესო ქრისტეს უარყოფის ტოლფასია. ხოლო, მან, ვისაც კი თავისი თავის მსხვერპლად შეწირვა შერცხვება, უნდა იცოდეს, რომ განკითხვის ჟამს ზეციურ სასუფეველში არ მიიღებენ.

მაშ, ჩემო ძმანო და დანო, დაე, უყოყმანოდ აღვმართოთ ჩვენი ჯვარი. თითოეულ ჩვენთაგანს ხომ თავისი საკუთარი გოლგოთა აქვს, რომელზედაც საკუთარი ჯვარი უნდა აიტანოს. მოდით, ნუ ვიწუწუნებთ და ნურც შეგვრცხვება იმ სიმძიმისა, რაც ჩვენ უფალმა დაგვაკისრა. მოდით ვიყოთ ღირსნი ამ პატივისა, რათა მოგვიანებით, ჩვენ გამო თავად უფალს არ შერცხვეს. თუმცა, ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ჯვარი არა მხოლოდ მსხვერპლი და თავის ტკივილია, არც მხოლოდ და მხოლოდ ჯილდოა ზეციურ ეზოებში – არამედ იგი ნავსაყუდელია, განკურნებაა, წყალობაა, უსაფრთხოებაა, იმედია, გზამკვლევია და აღდგომაა აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში.

წყარო: გაზეთი „დემოკრატია“, 14-9-2013 წელი

]]> https://www.pemptousia.ge/2016/09/28/%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-3/feed/ 2249 ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა https://www.pemptousia.ge/2016/04/07/%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a6%e1%83%9b-3/ https://www.pemptousia.ge/2016/04/07/%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a6%e1%83%9b-3/#comments Thu, 07 Apr 2016 05:47:03 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49106 ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ამინ!

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ბაღად წოდებულ მთაწმიდაზე დღევანდელი დღე დიდი სიხარულით აღინიშნება, განსაკუთრებით ხარობენ და ზეიმობენ წმიდა და დიდ ლავრაში, ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში და ფილოთეოსის წმიდა მონასტერში, რადგან ეს მონასტრები ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობისაა.

წმიდა და დიდი ლავრა

წმიდა და დიდი ლავრა

I.M.Vatopediou 110

ვატოპედის წმიდა და დიდი სავანე

ფილოთეოსის წმიდა მონასტერი

ფილოთეოსის წმიდა მონასტერი

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეეწიე, დაიცავი და გააძლიერე სრულიად საქრისტიანო. ამინ!

]]> https://www.pemptousia.ge/2016/04/07/%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a6%e1%83%9b-3/feed/ 2495 შენდობის კვირა https://www.pemptousia.ge/2016/03/15/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90-3/ https://www.pemptousia.ge/2016/03/15/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90-3/#comments Tue, 15 Mar 2016 06:55:31 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49034 წმიდა და დიდი მარხვის პერიოდი სავსეა სიხარულით, რადგან საღმრთო ეკლესია,  დედამიწის მთელ ზურგზე, სულიერი განახლებისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლის განხორციელებას იწყებს. უფალს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისათვის, რომ ჩვენც, როგორც ქრისტეს დიდი ეკლესიის მორჩილი წევრები, ვუერთდებით ამ საყოველთაო მადლს, რომელიც მის ეკლესიაშია გამეფებული. მხოლოდ უფლის მადლის შემწეობით  არის შესაძლებელი ჩვენი განახლების განხორციელება, ჩვენი სულიერი აღორძინება. „რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოვანე, 15, 5), ამბობს უფალი. ჩვენ გვესაჭიროება ღმრთიური მადლი, რომლითაც აღსავსეა ეს პერიოდი, რათა ვიპოვოთ ჩვენი გული, რომ მან კვლავ განაგრძოს სიცოცხლე და იგრძნოს ჩვენი მხსნელის – იესო ქრისტეს დიდი სიყვარული. ჩვენი მიახლოება ქრისტესთან და ჩვენი სიცოცხლის განახლება, რაც ჩვენს გულებში უფლის ყოფნის შეგრძნებითაა გამოწვეული, ჩვენთვის მარადიული აღდგომაა.

Agia Triada, troullos portarikiou IMMB

უფალი ჩვენს სიცოცხლეს მხოლოდ ერთ პირობას უდებს, ყოველი იმ მნიშვნელოვანი საქმისათვის, რისი ქმნაც ჩვენთან ერთად სწადია, მთელი იმ პატივისთვის, რომელსაც ჩვენ მიმართ ამჟღავნებს, რომ როდესაც სურს, თავის შვილებად მიგვიღოს. სწორედ ამ პირობას ვიმეორებთ ყოველდღე, როდესაც უფლის ლოცვას – „მამაო ჩვენოს“ წარმოვთქვამთ: „და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. იმისათვის, რომ უფალმა ჩვენი ცოდვები მოგვიტევოს, თავისი მადლი გვიბოძოს, რათა ღრმად ჩავწვდეთ ჩვენს გულს და ვიმოქმედოთ ჩვენი გადარჩენისათვის, მხოლოდ ერთ პირობას გვიყენებს: თითქოსდა, მისი თანასწორნი ვიყოთ, ისე გვეუბნება: „თუკი თქვენ მიუტევებთ ადამიანებს, მეც მოგიტევებთ თქვენ“. რა დიდ პატივს გვდებს ჩვენ უფალი!  სწორედ იმის გამო, რომ იგი მარადიული ღმერთია, ყოვლისმპყრობელია, ჩვენი შემოქმედია და ჩვენი მხსნელია. ხოლო ჩვენ კი უსუსური და დაცემისკენ მიდრეკილი არსებანი ვართ, გაუფასურებული ადამიანები.

იმისათვის, რომ ჩვენი გული ღმრთიური მადლისათვის გაიღოს, ჩვენ მოყვასს უნდა მივუტევოთ. ჩვენს გულში არც ერთი ადამიანის მიმართ არ უნდა არსებობდეს გულგრილობა. როდესაც ვინმესთან მიმართებაში შეცდომას ვუშვებთ, ყოველი მიზეზის გარეშე, უნდა ვითხოვოთ პატიება. ამგვარად ხომ ის ადამიანებიც იქცევიან, ვინც ეკლესიის გარეშე ცხოვრობენ. ხოლო ჩვენ კი, ვისაც გვსურს ქრისტეს სხეულის წევრნი ვიყოთ და ღმრთის შვილები ეკლესიის წიაღში, უფრო მეტი მოგვეთხოვება.  უფალი ამბობს, რომ როდესაც მისი საკურთხევლის წინ, მის ტაძარში მივდივართ, რათა ღმერთს ძღვენი შევწიროთ, ყველას მიმართ შემრიგებლურნი უნდა ვიყოთ. და თუკი, ვინმე ჩვენ წინააღმდეგ მტრულადაა განწყობილი და გულგრილია, მანამ, სანამ ძღვენს შევწირავდეთ, უნდა ვეცადოთ, რომ მასთან, თუნდაც შერიგება შევძლოთ. და მაინც, თუკი ვინმე, რაიმე მიზეზის გამო, გაუცნობიერებლად ჩვენს მიმართ კვლავ გულგრილი და ნაწყენია, უნდა ვეცადოთ, რომ  როგორმე შევრიგდეთ რაიმე საშუალება გამოვნახოთ. იქნებ ჩვენმა მცდელობამ ააღელვოს ჩვენი ძმა. მისი გულიც  მოლბება, გაიხსნება ღმრთიური მადლისთვის და მისი სულიერი განახლებაც დაიწყება. სწორედ მაშინ აღსრულდება ის, რასაც ჩვენგან ითხოვს უფალი. რათა ჩვენც მისი თანამონაწილენი გავხდეთ ამ დიდ საქმეში, ადამიანთა ხსნაში. სწორედ ამის გამო, მოგვცა უფალმა დარიგებანი, როგორიცაა, მაგალითად, შემდეგი: „და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“ (მათე, 5, 41) და „და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“ (მათე, 5, 40). თუკი ამგვარად მოვიქცევით, სხვებს, ჭეშმარიტად, გული აუჩუყდებათ და როდესაც მოისმენენ, რომ ჩვენ მივეკუთვნებით ქრისტეს, ვართ მისი მონები (არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ მისიანები ვართ, მისი სხეულის ნაწილები), მათაც გაუჩნდებათ სურვილი შეიცნონ ასეთი კეთილი და კაცთმოყვარე ღმერთი, რომელიც თავის მსახურებს შორის ამგვარ სათნოებასა და უანგარო სიყვარულს ამჟღავნებს.

როდესაც ჩვენი ძღვენის შესაწირად ღმერთთან მივდივართ, სინდისი ყოველი ადამიანის მიმართ შემრიგებლური უნდა გვქონდეს. სწორედ მაშინ, როცა მივდივართ, რათა განვახორციელოთ ჩვენი განახლებისთვის აღორძინებისა და სულიერი გაახლებისთვის ბრძოლა. ყოველი ჩვენგანი ქრისტეს სხეულის ნაწილია. არ შეგვიძლია ისე ვიცხოვროთ, როგორც გვსურს. ხშირად, სანამ ამას გავაცნობიერებდეთ, ვცოდავთ და ვტვირთავთ იგივე სხეულის სხვა წევრებს. მოციქული ამბობს, რომ როდესაც იტანჯება ერთი წევრი, მასთან ერთად იტანჯებიან სხვა წევრებიც და როდესაც ერთ წევრს აქვს ჯანმრთელობა, სულიერი სიჯანსაღე, იგი ამ ძალას ქრისტეს სხეულის სხვა წევრებსაც გადასცემს. პავლე მოციქულის სიტყვებით, როდესაც მივდივართ ეკლესიაში, რათა შევავსოთ და გავამჟღავნოთ ეს საოცარი სხეული, რომლის თავს თავად იესო ქრისტე წარმოადგენს, ყოველ ჩვენთაგანს მართებს, ყველაზე საუკეთესო რამ მიიტანოს, რაც კი აქვს.  ღმერთსა და მის მსახურებაში მყობ ძმებს მიუძღვნას, რაც კი საუკეთესო ძღვენი აბადია. ყოველი ადამიანი, რომელიც ეკლესიაში საღმრთო მსახურებაზე მიდის, გული სავსე უნდა ჰქონდეს სათნო განწყობითა და ცოცხალი რწმენით, მსგავსად აბრაამის რწმენისა. უნდა მიდიოდეს იქ თავმდაბლობით, სულიერი განწყობით, ღმრთისა და ყოველი ადამიანის მიმართ სიყვარულით აღსავსე. გულის სიღრმეში უნდა ატარებდეს, რაც კი საუკეთესო განწყობა და შეგრძნება შეიძლება არსებობდეს ადამიანის სიცოცხლეში და ამით ხელი შეუწყოს საღმრთო მსახურების ამ წმიდა სინაქსს (კრებას). როდესაც ყოველი ჩვენგანი ტაძარში ასეთი კარგი და სათნო განწყობით, ლოცვით, რწმენით, სინანულით სავსე გულით მივა, მაშინ შესრულდება ის, რაზეც მოციქული ამბობს, – სათნო საქმეებისაკენ მიმართული სიყვარულის შემოტევა. კერძოდ კი, შევხედავთ ერთიმეორეს და გავძლიერდებით, სიყვარულის ერთი სულის წიაღში  მყოფნი ერთმანეთს იმ საქმეებისაკენ ვუბიძგებთ, რომლებიც წვლილს შეიტანენ ჩვენი ცხონების საქმეში. სწორედ ეს არის სამოციქულო ეკლესია, რომელსაც მოციქული აღწერს.

B1G-LRU-O09-1

და მაშინ, როდესაც ამაზე ვფიქრობთ, ვხედავთ, თუ რა დამნაშავენი ვართ. რამდენჯერ მივსულვართ ეკლესიაში ბოროტი ფიქრებით აღსავსენი, ჩვენი შემთხვევითი ქმედების გამო სულიერი ტვირთით დამძიმებულნი, რომლიც არ შეეფერება ქრისტეს წევრებს.  რამდენჯერ მივსულვართ უდარდელი სულით, რაც იმ ტვირთს წარმოადგენს, რომელსაც ჩვენს თავში ვატარებთ. მივდივართ ტაძარში და ნაცვლად იმისა, რომ უფალს ძღვენი შევწიროთ, ამ წმიდა სამწყსოსათვის მიგვაქვს ჩვენი საკუთარი დანაშაულებით გამოწვეული ტვირთი, რომლითაც ეკლესიის მთლიან სხეულს ვამძიმებთ. რა დამნაშავენი ვართ ერთმანეთის მიმართ!  დამნაშავენი ვართ ღმრთის წინაშე და ვანაწყენებთ მას, დამნაშავენი ვართ მთელი კრებულის, მთელი სამწყსოს, ქრისტეს მთლიანი სხეულის მიმართ და ვანაწყენებთ მათ.

ახლა, როდესაც დიდი მარხვის ზღურბლთან ვდგავართ, გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ერთიმეორისგან პატიება ვითხოვოთ, ყველამ ერთად კი შეწყალება უფალს ვთხოვოთ, ყოველივე იმ გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ცოდვისთვის, რაც ჩაგვიდენია. ან თუკი, ერთიმეორის მიმართ მიგვიძღვის დანაშაული, ან ზოგადად, თუკი დამნაშავენი ვართ ქრისტეს ამ სასწაული, წმიდა და დიდებული სხეულის – ეკლესიის მიმართ. იმის გამო, რომ წმიდა მსახურებაში ვერ ვაცნობიერებდით ჩვენ ღმრთის წინაშე წარდგენას.

რეალურად, ჩვენ წინასწარი მომზადება დაგვეხმარება. როდესაც მიზნად ვისახავთ კვირას წარვდგეთ უფლის წინაშე, შაბათიდან მოყოლებული ამ ფიქრმა უნდა მოგვიცვას. უნდა დავიწყოთ ლოცვა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ წარმოვჩნდეთ საუკეთესოდ ღმრთის წინაშე, რათა განახლდეს ჩვენი სიცოცხლე და ტაძრიდან წამოსულებს სიხარული გვავსებდეს, უფლის წმიდა ნუგეშით ვიყოთ მთვრალნი. ძალიან ხშირად, შუაღამემდე ან მის ფარგლებს მიღმა, შაბათ დღესაც, აღსავსენი ვართ ამქვეყნიური საზრუნავით, ან თვალს ვადევნებთ ამქვეყნიურ სანახაობებს, რაც ჩვენს გონებასა და გულს უამრავი შთაბეჭდილებებით, უარყოფითი განწყობილებების გროვით ავსებს, რასაც შედეგად მოჰყვება ის, რომ ღმრთის ტაძარში ამ უდარდელი სულით აღსავსენი მივდივართ და იმით, რასაც გულით ვატარებთ, ყველა ჩვენს ძმას ვამძიმებთ. იმის მაგივრად, რომ უფლის სახლში საუკეთესო სულიერი განწყობით მივიდეთ, რითაც ხელს შევუწყობთ ჩვენს ხსნას და ასევე ჩვენს ძმებსაც გავუწევთ დახმარებას. ხედავთ, როგორ შეიძლება, დამნაშავენი ვიყოთ უფლისა და ქრისტეს იმ წმიდა სხეულის წინაშე,  რომელსაც ყოველი ჩვენგანი წარმოადგენს,  როდესაც  ჩვენ უფლის წინაშე წარდგომისას მას არ ვუძღვნით ყველაზე საუკეთესოს, რაც კი შეიძლება ჩვენს გულში გვქონდეს?

ამ მიზეზებისა და შესაძლოა, სხვა უამრავი მიზეზის გამო,  დიდი თავმდაბლობითა და დიდი შიშით უნდა ვითხოვოთ ღმრთისაგან შეწყალება, იმიტომ რომ ჩვენ მის მიმართ დამნაშავენი ვართ. გვმართებდა მის წინ უფრო უკეთესნი ვყოფილიყავით. მისთვის ყოველივე ის უნდა მიგვეძღვნა, რაც ყველაზე წმიდა, ყველაზე თავმდაბალი, ყველაზე მართალი და ყველაზე საუკეთესო არსებობს, როდესაც მის წინაშე წარსადგომად მივდიოდით. პატიება ასევე ჩვენი ძმებისგანაც უნდა ვითხოვოთ, რადგან მათ ჩვენი საკუთარი საზრუნავითა და საკუთარი დანაშაულებებით ვამძიმებთ. იმის მაგივრად, რომ მათ სიხარული, სიცოცხლე და მშვიდობა გადავცეთ, მათ ჩვენში არსებულ უზრუნველობის მძიმე სულსა და სულიერ სიმჭკნარეს ვაძლევთ. ყოველი ჩვენი შეხვედრა, როგორც ჩვენი, ისე მათი მხრიდან, სიცოცხლის საწყისი უნდა იყოს ისე, რომ, როდესაც ამას უფალი იხილავს,  სიამოვნება მიიღოს და მთელი სამწყსო დალოცოს, სულიწმიდის მადლი მოჰფინოს. და არც ერთი დამსწრე ჩვენი ძმებიდან, რომლებიც ღმრთის წინაშე არიან წარმდგარნი, არ დატოვებენ უფლის ტაძარს ისე, რომ სულიწმიდის მიერ მინიჭებული მარადიული ნუგეშის გარეშე დარჩნენ. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი უფლის წინაშე წარდგომის მიზანი.

ახლა, როდესაც უკვე დაიწყო დიდი მარხვა და მიზნად ვისახავთ უფლის წინაშე სინანულითა და ლოცვებით წარდგომას, მოდით, სიცოცხლის მთელი ძალით, რომელიც ამ პერიოდს აქვს, შევთხოვოთ უფალს, მოგვიტევოს ყველა ცოდვა, რაც მის წინაშე და ჩვენი ძმების წინაშე ჩაგვიდენია. დაე, ამ პერიოდის განმავლობაში, ღმერთმა გვიბოძოს ყოველივე ის, რაც კი საუკეთესო შეიძლება გვქონდეს, რათა გავამართლოთ ჩვენი ამ ქვეყანაზე მოვლინება და შევიგრძნოთ ქრისტეს ის სასწაული და უმწიკვლო სიყვარული, რომელიც ჩვენს გულს სიცოცხლით ავსებს. სწორედ ეს იქნება ჩვენთვის ქრისტეს აღდგომა, მარადიული აღდგომა.

Proskynoumen sou ta pathi Hriste

შევუდგეთ დიდ მარხვას და გვახსოვდეს, რომ უფალი დიდ პატივს გვდებს, დიდ შესაძლებლობას გვაძლევს იმისათვის, რომ ჩვენი სიცოცხლე განვაახლოთ, მის წინაშე წარვდგეთ, რათა მან ჩვენი გული სულიწმიდის მარადიული ნუგეშით, მისი ღმრთიური და უმწიკვლო სიყვარულით აღავსოს. მხოლოდ ეს არის ერთადერთი, რასაც შეუძლია ჩვენს სულებს სიცოცხლე შთაბეროს და აღადგინოს. ამინ.

წყარო: „მართლმადიდებლური მაცნე“ (დიდი ბრიტანეთისა და თიატირის წმიდა საარქიეპისკოპოსო რეზიდენციის ჟურნალი), თავდაპირველი ნაწილები  256-257, იანვარი-თებერვალი, 2010 წელი.

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/03/15/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90-3/feed/ 2567
დედა შვილს ლოცვით უნდა მოეფეროს https://www.pemptousia.ge/2016/03/08/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d-2/ https://www.pemptousia.ge/2016/03/08/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d-2/#comments Tue, 08 Mar 2016 06:51:36 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=49038 ბავშვის აღზრდა მისი ჩასახვისთანავე იწყება. ემბრიონს დედის მუცელში ესმის და გრძნობს კიდეც ყველაფერს. დიახ, ესმის და ხედავს დედის თვალებით. ხვდება მის ყოველ მოძრაობასა და შეგრძნებებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მისი გონება არ არის განვითარებული. მოიღუშება დედის სახე, მოიღუშება ისიც. გაღიზიანდება დედა, გაღიზიანდება ისიც. ყველაფერს რასაც დედა განიცდის – მწუხარებას, ტკივილს, შიშს, სტრესს და ა.შ. – ისიც განიცდის. თუ დედისთვის არ არის სასურველი ემბრიონი, თუ მას იგი არ უყვარს, ამას იგი გრძნობს და მის პატარა სულს ეს ტრავმად ემჩნევა, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება.

Mitera kai paidi 102

შენ გრძნობ, რომ გშია, გრძნობ, რომ თუ არ შეჭამ, შიმშილი და კანკალი აგიტანს. გეშინია, რომ წონაში დაიკლებ. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია, რასაც ახსნა აქვს. შესაძლოა არ იცნობ მამას, დედას, ხარ ჩამორჩენილი და მშიერი, ღარიბი და სუსტი. და ეს ყოველივე, სულიერი ფაქტორიდან გამომდინარე, ანალოგიურად გამოიხატულებას სხეულის სისუსტეში ჰპოვებს.

იყავით სპეტაკნი და არ გექნებათ პრობლემები თქვენს შვილებთან. მშობელთა სიწმიდე ბავშვებს მრავალი პრობლემისგან იცავს… როდესაც ისინი წესრიგს არღვევენ, პედაგოგიურ ზომებს მიმართეთ, მაგრამ მათზე ზეწოლა არ მოახდინოთ. უმთავრესად ილოცეთ. ბავშვს გვერდით მხურვალედ მლოცველი ადამიანები სჭირდება. დედა ნუ დაკმაყოფილდება შვილის ემოციური მოფერებით, არამედ იმავდროულად ლოცვითაც მოეფეროს საკუთარ შვილს.

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/03/08/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d-2/feed/ 2514
მრავლისმეტყველებისა და მდუმარების შესახებ https://www.pemptousia.ge/2016/02/19/%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b/ https://www.pemptousia.ge/2016/02/19/%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b/#comments Fri, 19 Feb 2016 08:27:23 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48921 1. წინა თავში ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ, თუ რამდენად მავნე და უბედურების მომტანია მოყვასის განკითხვა. უფრო სწორად, საკუთარ ენას ჩვენივე თავის განსასჯელად და დასასჯელად მოვიხმართ. ეს ერთი შეხედვით სულიერ ადამიანებსაც ახასიათებთ ხოლმე. წესი მოითხოვს, რომ ჩვენ ამ ცოდვის მიზეზი და კარი ვაჩვენოთ, რომლითაც ის ჩვენში შემოდის. უფრო სწორად, რომლითაც იგი გადმოდის ჩვენგან.

2. მრავლისმეტყველება ის ტახტრევანია, რომელზედაც პატივმოყვარეობას დაჯდომა და თავისმოწონება სჩვევია.

3. მრავლისმეტყველება უგუნურების ნიშანია, ბოროტის სიტყვის კარი, დაცინვის ხელმძღვანელი, სიცრუის მსახური, გულის ლმობიერების მომსვრელი, მოწყინების მომწოდებელი, სიზმრების მომასწავებელი, გონების განმაბნეველი, გულის დაცვის დამრთგუნველი, წმიდა მხურვალების გამაგრილებელი, ლოცვის დამაბნელებელი.

4. კეთილგონიერი მდუმარება ლოცვის დედაა, გაბნეული გონების მომკრებელი, ღმრთაებრივი ცეცხლის დამცველი, აზრთა გუშაგი, მტრების მეთვალყურე, გლოვის მასწავლებელი, ცრემლის მეგობარი, სიკვდილის ხსოვნის მოღვაწე, მარადიული ტანჯვის აღმწერი, მომავალი სამსჯავროს წინასწარგანმცდელი, მაცხოვნებელ მწუხარებაში წარმატების მომტანი, კადნიერების მტერი, უშფოთველი მეუღლე, მასწავლებლობის მოყვარეობის მოწინააღმდეგე, გონიერების გამამრავლებელი, სულიერ ხედვათა შემოქმედი, დაცემის მტერი, უხილავი ამაღლება.

5. ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, ის ენასაც მართავს. ხოლო მრავლისმეტყველს თავი ჯერაც ვერ შეუცვნია ისე – როგორც საჭიროა.

6. მდუმარებისმოყვარე ღმერთს უახლოვდება, მასთან საიდუმლოდ საუბრობს და ნათლდება მის მიერ.

7. იესოს მდუმარებამ შეარცხვინა პილატე, ხოლო ღმრთისმოსავი კაცის ბაგის მდუმარება ამარცხებს ამპარტავნებას.

8. პეტრე მოციქულმა თქვა სიტყვა და შემდეგ ტიროდა მწარედ, დაავიწყდა წინასწარმეტყველის მიერ თქმული: ვსთქუ, ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვსცოდო ენითა ჩემითა (ფს. 38.1) და კიდევ სიტყვები სხვა სიბრძნისა – სჯობს სიმაღლიდან მიწაზე ჩამოვარდე, ვიდრე ენისგან დაეცე (ზირ. 20.18).

9. მაგრამ არ მსურს, ამაზე ბევრი დავწერო, თუმცა ვნებათა ცბიერება ამას მომიწოდებს. მოგითხრობთ, თუ რა შევიტყვე ერთი კაცისგან, რომელიც ბაგის მდუმარებაზე მესაუბრებოდა: – მრავლისმეტყველებას აუცილებლად რაიმე კონკრეტული მიზეზი უდევს საფუძვლად: ან ბოროტი და თავშეუკავებელი ცხოვრების წესი და ჩვევები (რადგან, რამდენადაც ენა ამ სხეულის ბუნებრივი ნაწილია, რასაც შეაჩვევ, იმის გაკეთებას ითხოვს); ან – როგორც ხშირად მოღვაწეებს ემართებათ ხოლმე – ამპარტავნებისგან, ხშირად კი – ნაყროვნებისგანაც. ამიტომ ხშირად ხდება, რომ, როდესაც ზოგიერთი ძალდატანებითა და იძულებით მუცელს ალაგმავს, ენასა და მრავლისმეტყველებასაც ეშველება ხოლმე.

10. ვინც თავის ამქვეყნიდან გასვლას იხსენებდეს, მან დაამარცხა მრავლისმეტყველება, ხოლო ვინც სულიერი გლოვა მოიპოვა, ის მრავლსიტყვაობას ცეცხლივით გაურბის.

11. დაყუდების მოსურნე გმანავს თავის ბაგეს, ხოლო, ვისაც სენაკიდან გამოსვლა უყვარს, მას იქიდან მრავლისმეტყველების ვნება დევნის.

12. ვინც ციდან გარდამოსული ცეცხლის მხურვალება შეიცნო, ხალხმრავალ შეკრებებს ისე გაურბის, ვით ფუტკარი – კვამლს. რადგან როგორც ფუტკრისთვისაა საძულველი კვამლი, ასევე მათთვის ხალხმრავლობაა აუტანელი.

13. ბევრს არ ძალუძს, საგოზავის გარეშე წყალი გააჩეროს ჭირჭელში და კიდევ უფრო ცოტაა ისეთი, რომლესაც ბაგის შეუკავებლობის შეკავება შეუძლია. ღმრთის მიერ კი ყველაფერი შესაძლებელია.

წყარო: ღირსი იოანე სინელი ”კიბე ანუ კლემაქსი” სიტყვა 11 მრავლისმეტყველებისა და მდუმარების შესახებ

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/02/19/%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b/feed/ 2457
წმიდა და პატიოსანი სარტყელი ხალკიდასა და კატერინში https://www.pemptousia.ge/2015/10/23/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a7/ https://www.pemptousia.ge/2015/10/23/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a7/#comments Fri, 23 Oct 2015 10:26:48 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48510 ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წმიდა და პატიოსანმა სარტყელმა მორწმუნეთა სანუგეშოდ კიდევ ერთხელ დატოვა ღმრთისმშობლის ბაღი. ამ მძიმე დღეებში სულიერად გაამხნევებს და განამტკიცებს ხალკიდასა და კატერინის მცხოვრებთ.

Agia Zoni 102

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/10/23/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a7/feed/ 2402
ჯვარი, გზა პარადოქსისა https://www.pemptousia.ge/2015/09/28/%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-2/ https://www.pemptousia.ge/2015/09/28/%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-2/#comments Mon, 28 Sep 2015 06:50:00 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48418 14/27 სექტემბერს ჩვენი ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს აღნიშნავს. გამარჯვების ტროფეის, უფლის პატიოსანსა და ცხოველსმყოფელ ჯვარს, წილად განსაკუთრებული პატივი ერგება. ეს არის სწორედ იმ სიმბოლოს მსოფლიო ამაღლება, რომელიც მარადიულ სიცოცხლეში შესვლაზე მიგვანიშნებს. სიმბოლო, რომელიც, როგორც მეფსალმუნე ამბობს, ჩვენი იმედია, გზააბნეულთა მეგზურია, ტანჯულთათვის უქარო ნავსაყუდელია, ბრძოლებში დიდება და სახელია, ჩვენი სნეულებების მკურნალია, მთელი სამყაროს უსაფრთხოებაა, ხოლო გარდაცვალებულთათვის კი აღდგომაა.

Stavros 1

განა უცნაური არ არის, რომ ერთი სიმბოლო ყოველივე ამ თვისებების გამაერთიანებელია. თუმცა, იქნებ ერთადერთი უცნაური რამ სწორედ ესაა, რაც ამ სიმბოლოსთანაა დაკავშირებული? მართლაც, განა ვის შეუძლია იმ განცვიფრების დავიწყება, ვინც კი ჩვენი რწმენის გავრცელების იმ პირველი წლების დროს, იგემა, ვინც კი მთელ მსოფლიოში მოისმინა მოციქულთა ქადაგება? ამბობდნენ, რომ ძე ღმრთისა დედამიწაზე მოვიდა, იქადაგა და მრავალი სასწაული ქმნა, ბოლოს კი იგი განსაჯეს და სამარცხვინო სიკვდილი მიუსაჯეს. ყველაზე უფრო სამარცხვინო სიკვდილი, რაც კი მაშინ იმ ეპოქასა და იმ რეგიონში არსებობდა – ჯვარზე სიკვდილი.

სწორედ ამის გამო ორჭოფობდნენ მორწმუნე ებრაელები. სწორედ ამის გამო იგდებდნენ აბუჩად კეთილ უწყებას მოაზროვნე კერპთაყვანისმცემელი ბერძნები. განა კი შესაძლებელია, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ასეთი სამარცხვინო სიკვდილით გარდაიცვალოს? როგორ შეუძლია ადამიანურ გონებას, რომ ყოველივე ეს დაიტიოს და მიიღოს?

ჩემო ძმებო, მარკოზის სახარება (მარკოზ. 8,34 – 9,1) მორწმუნეებს სწორედ ამ პარადოქსს უხსნის – გარდა ამისა, ის ასევე გამჟღავნებული იქნება მათთვისაც, ვინც ჯერ კიდევ თვითკმაყოფილებაშია ჩარჩენილი, თავისი საკუთარი ძალების მიერაა ბლოკირებული და არაფრის დანახვა არ სურს, გარდა საკუთარი თავისა. და მაშასადამე რას გვაუწყებს ის? გვეუბნება, რომ ჯვრისა და მსხვერპლის გზა არის ის გზა, რომელიც ადამიანს სამოთხისა და გადარჩენისაკენ მიუძღვის. და ის, რომ მიჰყვე ქრისტეს, იგივეა, რაც მიჰყვე მის ჯვარს და მასთან ერთად ჯვარს ეცვა. გვაუწყებს, რომ უნდა უარი თქვა შენს თავზე, შენს „მინდასა“ და სურვილებზე და ფეხდაფეხ მიჰყვე ქრისტეს წამებას.

გარდა ამისა, მასში ნათქვამია ასევე ისიც, რომ რაც უფრო მეტად მიილტვი გადარჩენისაკენ, მიჰყვები რა გარეგნულ სარწმუნოებრივ წესებსა და დაინტერესებული ხარ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავით, მით უფრო მეტი საფრთხე არსებობს იმისა, რომ შენს სულს დაკარგავ. და პირიქით: თუკი სხვებზე ზრუნვის გამო დაკარგავ შენს სულს, მაშინ მას მოიპოვებ. სწორედ ეს არის ყველაზე უფრო ძვირფასი რამ, რაც კი შეუძლია ადამიანს ამქვეყნიურ ცხოვრებაში მოიპოვოს.

პარადოქსია! თუმცა, იგი ჯვრის, მსხვერპლის, ღმრთიური სიყვარულის მიბაძვის სინათლეში მჟღავნდება, რომელმაც იმისათვის, რომ სიცოცხლე ეჩუქებინა, სიკვდილის ზღურბლს მიაღწია. და ეს ისეთი არსებითი და ძირეულია, რომ მისი უარყოფა თავად იესო ქრისტეს უარყოფის ტოლფასია. ხოლო, მან, ვისაც კი თავისი თავის მსხვერპლად შეწირვა შერცხვება, უნდა იცოდეს, რომ განკითხვის ჟამს ზეციურ სასუფეველში არ მიიღებენ.

მაშ, ჩემო ძმანო და დანო, დაე, უყოყმანოდ აღვმართოთ ჩვენი ჯვარი. თითოეულ ჩვენთაგანს ხომ თავისი საკუთარი გოლგოთა აქვს, რომელზედაც საკუთარი ჯვარი უნდა აიტანოს. მოდით, ნუ ვიწუწუნებთ და ნურც შეგვრცხვება იმ სიმძიმისა, რაც ჩვენ უფალმა დაგვაკისრა. მოდით ვიყოთ ღირსნი ამ პატივისა, რათა მოგვიანებით, ჩვენ გამო თავად უფალს არ შერცხვეს. თუმცა, ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ჯვარი არა მხოლოდ მსხვერპლი და თავის ტკივილია, არც მხოლოდ და მხოლოდ ჯილდოა ზეციურ ეზოებში – არამედ იგი ნავსაყუდელია, განკურნებაა, წყალობაა, უსაფრთხოებაა, იმედია, გზამკვლევია და აღდგომაა აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში.

წყარო: გაზეთი „დემოკრატია“, 14-9-2013 წელი

]]> https://www.pemptousia.ge/2015/09/28/%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-2/feed/ 2226