Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
სიბრძნე და სიტყვა – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 სიტყვა ახალ წელთან დაკავშირებით https://www.pemptousia.ge/2019/01/01/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95-6/ https://www.pemptousia.ge/2019/01/01/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95-6/#comments Tue, 01 Jan 2019 08:19:48 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51981 ფრიად საინტერესოა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის წმიდა იოანე ოქროპირის სიტვა ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

ეშმაკურმა გამხიარულებამ, სიცილ-ხარხარმა, ბილწსიტყვაობამ, ცეკვა-თამაშმა და სასაცილო მასხარაობამ, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა, დაატყვევა ჩვენი ქალაქი… ყველაზე მეტ წყენას მაყენებენ თამაშობები, რომელნიც სასტუმროებში იმართება, აღსავსენი თავშეუკავებლობითა და დიდი უღირსებით; – უღირსებით, რამეთუ მით თავშექცეულნი ყურადღებას აქცევენ დღეს, მკითხაობენ და ფიქრობენ, რომ თუ ამ თვის პირველ დღეს მხიარულებასა და სიამოვნებაში გაატარებენ, მაშინ მთელი წელიწადი მათთვის ასევე ჩაივლის. თავშეუკავებლობით კი იმიტომაა აღსავსე, რომ ქალნი და კაცნი გათენებისას პირთამდე ავსებენ ჭიქებს ღვინით და უზომოდ თვრებიან (ნეტარი ავგუსტინე მოგვითხრობს, რომ ამ დღეს დათრობა მათთვისაც აუცილებელი იყო, ვინც ღვინოს საერთოდ არ სვამდა).

თუკი შენ გსურს, ამ თვის პირველი დღიდანაც სარგებლობა მიიღო, მაშინ ასე მოიქეცი: როდესაც წლის ბოლოს მიაწევ, მადლობა შესწირე უფალს, რომ მიგაწია წელიწადების ამგვარ წრებრუნვას, გულისშემუსვრილებით, გამოთვალე წლები შენი სიცოცხლისა, საკუთარ თავს უთხარი: დღეები მიფრინავენ, წლები ილევა… რა სიკეთე გვაქვს გაკეთებული?.. ესრეთ სიბრძნისმეტყველებდე თვეთა დასაწყისში, ამას მოიგონებდე წელიწადთა წრებრუნვაში… დღეებს ყურადღებას აქცევდე, ქრისტიანულ სიბრძნეს არ შეეფერება, ეს წარმართული ცდომილებისათვის არის დამახასიათებელი… მართლაც, ქრისტიანისათვის გასაკვირველი და მიუტევებელია, განსაკუთრებულ კეთილდღეობას ელოდოს მთელი წლისაგან იმისდა მიხედვით, თუ როგორ შეხვდება ახალ წელს, ავიწყდება რა, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება და კეთილდღეობა დროთა ბრუნვაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღმრთის ნებაზე და ჩვენი საქმიანობის ხასიათზე; მიუტევებელია ახალ წელს ხმაურიანი ღრეობით შევხვდეთ საღამოდან გვიან ღამემდე, რაც პირწმინდად წარმართული ჩვეულებაა და სამარცხვინოა ღმრთისმოსავი ქრისტიანისთვის… ამგვარი რამ არა მარტო ღმრთისმოსაობის არქონაზე მიუთითებს, არამედ ქრისტიანობასა და ეკლესიასაც ეწინააღმდეგება.

]]>
https://www.pemptousia.ge/2019/01/01/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95-6/feed/ 1810
სინანულისათვის https://www.pemptousia.ge/2018/12/20/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-3/ https://www.pemptousia.ge/2018/12/20/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-3/#comments Thu, 20 Dec 2018 11:08:06 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51979 სინანულისათვის

1. სინანული იმედის ასული და სასოწარკვეთის დაძლევის ნაყოფია.

2. მონანული შეურცხვენელი მსჯავრდებულია.

3. სინანული უფალთან შერიგებაა, იმ კეთილ საქმეთა აღსრულების საშუალებით, რომლებიც ჩვენს წარსულ ცოდვებს უპირისპირდება.

4. სინანული სინდისის განწმენდაა.

5. სინანული ნუგეშისცემის კარია – პირადი ნების დამარცხებითა და უარყოფით.

6. სინანული ყოველგვარი ტანჯვის ნებით დათმენაა.

7. მონანული ისაა, ვინც საკუთარ სასჯელს თვითონვე მოიპოვებს.

8. სინანული სტომაქის მკაცრი მოზღუდვაა და სულის ღრმა გრძნობით დაწყლულება.

9. სინანული ღმერთთან დამაახლოვებელი და ცოდვათაგან განმაშორებელია.

10. შეიკრიბეთ, უფლის განმარისხებელნო, და მოდექით, მოდით და ისმინეთ, რასაც გადმოგცემთ: ერთად შეიყარენით და იხილეთ, რაც უფალმა ჩემი სულის განსასწავლად მიჩვენა. პატივი მივაგოთ და მოვათავსოთ ამ სიტყვაში პირველ რიგში დამცირებული, მაგრამ პატივსაცემი მოღვაწეების ამბები. ყველა, ვინც რაიმე მოულოდნელი ცოდვით ვართ დაცემული, ვისმინოთ, დავიმარხოთ და აღვასრულოთ ის, რასაც შევიტყობთ. წამოდექით და განმტკიცდით, დაცემით მოანანულნო. ყურად იღეთ, ძმანო ჩემნო, ეს სიტყვები; ყური მომაპყარით ყველამ, ვისაც გსურთ, ჭეშმარიტი მოქცევით შეურიგდეთ უფალს.

11. შევიტყვე მე, უძლურმა, იმ თავმდაბალ მსჯავრდებულთა სასწაულებრივი და არაჩვეულებრივი მდგომარეობის და სიმდაბლის შესახებ, რომლებიც იმყოფებიან განსაკუთრებულ სავანეში, რომელსაც დილეგი ეწოდება. დილეგი ზემოხსენებულ მამას, მნათობთა მნათობს ექვემდებარებოდა. ამიტომ, როდესაც ჯერ კიდევ მის სავანეში ვიმყოფებოდი, ვითხოვე იმ ადგილის ხილვის ნება მოეცა. დიდმა მამამ დაუთმო ამ თხოვნას, რადგან ჩემი დამწუხრება არ სურდა. ამგვარად, როდესაც მონანულთა სავანეში მივედი – ამ ჭეშმარიტად მტირალთა ქვეყანაში, ვნახე ის, რაც ჭეშმარიტად, თუ კადნიერი ნათქვამი არ იქნება, თავკერძა ადამიანის თვალს არ უხილავს და უძლურ ყურს არ უსმენია, ის რაც ზარმაცის გულში ადგილს ვერ იპოვის – ე.ი. ისეთი საქმეები და სტიყვები, რომელთაც ღმრთის სათნოყოფის ძალა შესწევთ: ისეთი ვარჯიში და ღვაწლი, რომელსაც შეუძლია, მისი კაცთმოყვარება მოსდრიკოს. ვნახე, რომ ზოგიერთი იმ უდანაშაულო მსჯავრდებულთაგანი დილიდან ღამემდე ღია ცის ქვეშ იდგნენ და ფეხის შეუძვრელად საცოდავად ირყეოდნენ, რადგან ბუნება ძილს ითხოვდა მათგან, მაგრამ ისინი თავს მოსვენების ნებას არ აძლევდნენ, არამედ საკუთარ თავს აყვედრიდნენ და უპატიობითა და ლანძღვით ავსებდნენ. სხვები ლმობიერად იცქირებოდნენ ცისკენ და იქიდან მოთქმითა და ტირილით შეწევნას ითხოვდნენ. სხვები ლოცვად იდგნენ და საკუთარი ხელები ავაზაკებივით უკან გაეკრათ. მათი მწუხარე სახეები მიწისკენ იყო დადრეკილი. თავი უღირსად მიაჩნდათ, რომ ცისთვის ეცქირათ. აზრთა უღირსების და სინდისის ქენჯნის გამო არ იცოდნენ, რა ეთქვათ და სიტყვა როგორ დაეძრათ. ღმრთისადმი რომელი ლოცვა აღევლინათ, და, საერთოდ, როგორ და საიდან დაეწყოთ ლოცვა. ამიტომ სული და გონება უსიტყვოდ წარედგინათ უფლისთვის და თითქოს წყვდიდითა და მწარე უიმედობით იყვნენ აღსავსენი. სხვები მიწაზე, ძაძაზე და ნაცარზე ისხდნენ, სახეს მუხლებს შორის მალავდნენ და შუბლს მიწას ურტყამდნენ. სხვები განუწყვეტლივ იცემდნენ მკერდში, საკუთარი სულის ძველ მდგომარეობასა და ცხოვრების ბიწიერებაზე მოუხმობდნენ. ზოგიერთი მათგანი ცრემლით ალტობდა მიწას. ხოლო ისინი, ვისაც ცრემლი არ ჰქონდათ, თავს იგვემდნენ. ზოგი დასტიროდა საკუთარ სულს – როგორც მიცვალებულს, რადგან სულიერი დაძაბულობის გადატანა არ შეეძლო. ზოგი გულში მოსთქვამდა და ხმას ბაგეებიდან არ უშვებდა. ზოგჯერ კი, როცა თმენა შეუძლებელი ხდებოდა, მოულოდნელად ამოიქვითინებდა. იქ ვნახე, რომ ზოგიერთი მათგანი ძლიერი მწუხარებისგან გაშმაგებულიყო. მრავალს მოთქმისგან ხმა წართმეოდა, სრულ წყვდიადში ჩაძირულიყვნენ და თითქოს სრულად უგრძნობელნი გამხდარიყვნენ – ნებისმიერი მიწიერი მოვლენის მიმართ. გონებით სიმდაბლის სიღრმისათვის მიეღწიათ და მწუხარების ცრემლით იშრობდნენ თვალებიდან გარდამომდინარე ცრემლებს. სხვები ჩაფიქრებულნი ისხდნენ, მიწაზე მიკრულები და ლომების მსგავსად აქნევდნენ თავებს, გულსა და სტომაქის სიღრმიდან ღრიალებდნენ და გოდებდნენ. ზოგი მათგანი ღმრთივსასოებით ცოდვათა სრულ მიტევებას ითხოვდა და ამისთვის ლოცულობდა. ხოლო სხვები გამოუთმელი მორჩილებით თავს მიტევებისათვის უღირსად თვლიდნენ და ამბობდნენ, რომ ღმრთის წინაშე რაიმე გასამართლებელი არ ჰქონდათ. სხვები ღმერთს ევედრებოდნენ, რომ ტანჯვა აქ – მიწაზე დაეთმინათ და შეწყალებულნი იქ ყოფილიყვნენ, კიდევ სხვები, სინდისის ქენჯნით მონანულნი, ოღონდაც ტანჯვას არ მისცემოდნენ და არც სასუფეველს ითხოვდნენ. მათივე თქმით, მათთვის ესეც საკმარისი იქნებოდა. მე იქ დამდაბლებული, შემუსვრილი და ცოდვის ტვირთის სიმძიმით იმდენად დაბეჩავებული სულები ვნახე, რომლებიც თავიანთი სიტყვებითა და მოთქმით ღმრთისადმი ქვასაც კი მოალმობდნენ. – ვიცით – ამბობდნენ მიწაზე გართხმულნი – ვიცით, რომ ჭეშმარიტად ყოველგვარი ტანჯვისა და წამების ღირსნი ვართ, რადგან არ შეგვიძლია, ჩვენი აურაცხელი ვალი გადავიხადოთ, თუნდაც ჩვენთვის სატირლად მთელ სამყაროს მოვუხმოთ. ამიტომ, მხოლოდ იმას ვითხოვთ, იმას გევედრებით და იმ წყალობას ვეძებთ, რომ ნუ გულისწყრომით შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მასწავლი მე. (ფს. 6.2) ნუ დაგვსჯი შენი მართალი მსჯავრით, არამედ – მოწყალებით. ჩვენთვის საკმარისია, უფალო, რომ შენი სასტიკი სასჯელისგან და უცნაური მიტევების თხოვნას ვერც გაგიბედავთ. ან როგორ გავბედავთ, როცა აღთქმა უმანკოდვე შევინახეთ, არამედ შევბილწეთ იგი მაშინ, როცა შენი კაცთმოყვარება უკვე გამოცდილი გვქონდა და ცოდვათა მიტევება მივიღეთ! – აქ შეიძლება, გვენახა სრული აღსრულება დავითის სიტყვებისა, როდესაც ვნახავდით იმ ტანჯულებს, რომლებიც „მარადღე მწუხარე“ ვიდოდნე და „თეძონი“ მათნი „აღივსეს ნაგვემთაგან“ და არც განკურნების იმედი ჰქონდათ (ფს. 37, 6-7); დავიწყე მე ჭამად პური ჩემი… სასუმელი ჩემი ტირილითა განვზავი… ნაცარი ვითარცა პური ვჭამე… შეჰხმნეს ხორცნი ძვალთა ჩემთა და მე ვითარცა თივა განვხემ (ფს. 101, 4-11). ამ სიტყვების გარდა მათგან ვერაფერს ისმენდით: – ვაი ჩვენდა, ვაი ჩვენდა, სამართლიანად დავისაჯეთ, შეგვიწყალე, მეუფეო! – ზოგიერთი ამბობდა: – შეგვიწყალე, შეგვიწყალე, – ხოლო ზოგი საბრალოდ იძახდა: – გვაპატიე, გვაპატიე, მეუფეო, თუკი ეს შესაძლებელია. ზოგიერთს ენა ალმოდებული ჰქონდა და ძაღლივით პირიდან გადმოვარდნოდა, ზოგი პაპანაქებაში იხრუკავდა თავს, ზოგი კი სიცივეში იყინებოდა. ზოგი მცირეოდენ წყალს იღებდა და მერე აღარ სვამდა, რათა წყურვილისგან არ მომკვდარიყო. ზოგი ცოტაოდენ პურს მიიღებდა და მერე შორს გაწევდა. ამბობდა, რომ ადამიანური საჭმლის ღირსი არ იყო, რადგან პირუტყვივით მოიქცა. სად შეამჩნევდი მათ ბაგეზე ღიმილის კვალს? სად იყო აქ ამაოდმეტყველება? მათ ისიც კი არ იცოდნენ, თუ იყო მრისხანება კაცთა შორის, რადგან ცრემლმა მათში ყოველგვარი მრისხანება დააცხრო. სად იყო იქ შეპასუხება და დღესასწაული? ან კადნიერება, ან სხეულის სიამოვნება, ან პატივმოყვარეობის კვალი? სად არის რამენაირი ტკბობის იმედი, ან – ფიქრი ღვინოზე, ან ხილი, ან მოხარშული საკვები? ან პირის დატკბობა. ამ ცხოვრებაში ყოველივე ამის იმედი მათი უკვე გამქრალიყო. სად იყო ზრუნვა მათი რაიმე მიწიერზე? სად იყო განკითხვა ადამიანთა ცხოვრებისა? არსად ჩანდა! ასეთი იყო ყოველთვის მათი საუბარი უფალთან, მათი ხმობა: ერთნი მკერდში ხელს იცემდნენ, თითქოს ზეციური კარბჭის წინაშე იდგნენ და ღმერთს ესიტყვებოდნენ: – განგვიღე ჩვენ, მსაჯულო, განგვიღე ჩვენ! – ჩვენი ცოდვებით დავგმანეთ ეს კარი, განგვიღე ჩვენ. – ამბობდნენ სხვები, განხდა-მეა სული ჩვენი წყალსა მას წინადაუდგრომელსა (ფს. 123,5)? სხვა ამბობდა: შეგვიწყალებს კი უფალი, ბოლოსდაბოლოს? მოაღწევს კი როდისმე მისი ხმა ჩვენთან, გამომწყვდეულებთან და ბნელში მყოფებთან (ეს. 49,9), ვინც სინანულის ჯოჯოხეთში ვიტანჯებით? შეწყალებულნი ვართ, მიაღწია ჩვენმა გოდებამ უფლის ყურთასმენას? ყოველ მათგანს თვალწინ გამუდმებით ჰქონდა სიკვდილი და ამბობდა: – რა გველის? როგორი სასჯელი გველოდება? როგორი იქნება ჩვენი აღსასრული? ამ ბნელი და დამცირებული დამნაშავეებისათვის არსებობს შენდობა? განა შესაძლებელია, რომ ჩვენი ლოცვა უფალთან მივიდეს? თუ ის ღმრთის მართლმსაჯულების მიერ შეურაცხყოფილი და შერცხვენილი დარჩება. და თუ მაინც მიაღწია იქამდე, რამდენად შეიწყნარებს მას ღმერთი? რა წარმატებას მიაღწევს? რა სარგებლობას მოიტანს? რამდენად გასჭრის? რადგან ის უწმიდური ბაგით – უწმიდური სხეულისგანაა ამოთქმული და დიდი სიმტკიცე არა აქვს. მთლიანად შეარიგებს უფალთან, თუ მხოლოდ – ნაწილობრივ. ჩვენი სულიერი წყლულების ნახევარი თუ მაინც განიკურნა? ნამდვილად მძიმეა ეს წყლულები და მათი მკურნალობა დიდ შრომასა და ოფლს მოითხოვს? ჩვენი მფარველი ანგელოზები მოგვიახლოვდნენ თუ ისევ შორს არიან ჩვენგან? ვიდრე ისინი არ მოგვეახლებიან, მთელი გარჯა უანყოფოა და წარუმატებელი. რადგან ჩვენს ლოცვას არც კადნიერების ძალა შესწევს, არც სიწმინდის ფრთები აქვს და უფალთან ვერ მიგვიყვანს, თუ თვით მფარველი ანგელოზები არ მოგვიახლოვდებიან, აიღებენ მას და უფალს არ მიართმევენ. ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდნენ და გაურკვევლობაში მყოფნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: – „იქნებ“ – ამბობდნენ ჩვენი ძმები ნინევიელები – კიდევ შეინანოს ღმერთმა. (იონა. 3,9) განა ამ უდიდესი სატანჯველისგან მაინც არ გვიხსნის იგი? ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული და თუ იგი გაგვიღებს ზეციური სასუფევლის კარს, კარგია და კეთილი, მაგრამ, თუ არა – მაშინ კურთხეულია ღმერთი ჩვენი, რომელმაც ის სამართლიანად დაგვიხშო. მაგრამ ჩვენ რეკას სიცოცხლის ბოლომდე არ შევწყვეტთ. შეიძლება, სწორედ ჩვენი ამგვარი დაჟინების გამო გაგვიღოს იგი. შემდეგ ისინი კვლავ აფხიზლებდნენ ერთმანეთს: – ვისწრაფოთ, ძმებო, ვისწრაფოთ, რადგან ჩვენ უძლიერესი მოსწრაფება გვმართებს, რადგანაც ჩვენს კეთილ ძმებს ჩამოვრჩით, ვისწრაფოთ და არ დავინდოთ ეს ბილწი, ბოროტად ვნებული ხორცი ჩვენი. მოვაკვდინოთ ის, როგორც თვითონ მოგვაკვდინა. ასეც იქცეოდნენ ეს ნეტარი მსჯავრდებულები. მათი მუხლები მოდრეკისგან სრულიად გადაყვლეფილი იყო, თვალები – ცრემლით დამწვარი და ჩაცვენილი, წამწამები დასცვევნოდათ, ხოლო ღაწვები დაწყლულებული და ცრემლის სიმრავლით წამონთებული, სახე – მილეული და ფერმკრთალი – მკვდრისგან რომ ვერ განასხვავებდით. მჯიღები სტკიოდათ და დასველებოდათ სისხლის წყაროთი, დარტყმებისას მკერდიდადნ რომ გადმოდიოდა. სად იყო იქ გამზადებული სარეცელი? სად იყო სუფთა და ახალი შესამოსელი? თითოეულის სამოსელი ძველი, დახეული და მკბენარით სავსე იყო. სად მოვიდოდა მათ მწუხარებასთან ეშმაკეულის ბოროტი ტანჯვა ან მიცვალებულის ჭირისუფლის, ან ტუსაღთა, ან კაცის კვლისთვის მსჯავრდებულთა მოთქმა-ტირილი? ჭეშმარიტად, მათი უნებური ტანჯვა-წამება არაფერია იმ ნებსით სასჯელთან, ისინი რომ ითმენდნენ, ძმანო, გევედრებით, არ იფიქროთ, რომ ჩემი მონათხრობი – იგავებია. ისინი ხშირად ამ დიდ მსაჯულს ევედრებოდნენ, ე.ი. თავის მწყემსს, ამ საოცარ ანგელოზს კაცთა შორის და არწმუნებდნენ, რომ მათთვის ხელებზე და ქედზე რკინა და ჯაჭვი დაედო, ხოლო ფეხებზე მისჯილთა მსგავსად ბორკილები ჩაეცვათ და კუბოს კარამდე არ მოეხსნათ ისინი. მაგრამ ზოგჯერ ისინი თვითონვე ამბობდნენ უარს კუბოზე. მე არ შემიძლია, მათი ეს ჭეშმარიტად გულისამაჩუყებელი სიმდაბლე და ღმრთისადმი სიყვარული, გულისშემუსვრილება და სინანული დავფარო. როდესაც ეს კეთილი მოქალაქენი უფალთან მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან, რათა მართლმსაჯულის წინაშე წარმდგარიყვნენ, მაშინ სიკვდილის წინაშე მყოფი ბევრი მათგანი მამასახლისის საშუალებით ევედრებოდა და სთხოვდა ამბას, რომ ის ადამიანის მსგავსად, ჩვეულებრივ კი არ დაეკრძალა, არამედ, როგორც პირუტყვი ან მდინარის დინებისთვის გაეტანებინა, ან მინდვრად მხეცების საჭმელად დაეგდო, რასაც ეს გონიერი მნათობი ხშირად ასრულებდა კიდეც და ყოველგვარი პატივის ფსალმუნთა გალობის გარეშე ბრძანებდა მათ გარე განგდებას. მაგრამ რა საშინელი და გულისამაჩუყებელი იყო მათი უკანასკნელი წუთების ხილვა. როცა მსჯავრდებულნი დაინახავდნენ, რომ რომელიმე მათგანს სიკვდილი მიუახლოვდა, გარს შემოერტყმოდნენ, ვიდრე ჯერ კიდევ გონზე იყო და წყურვილით, ტირილითა და სურვილით მეტად საწყალობელი სახეებით და საბრალო ხმით ეკითხებოდნენ: – რაო, ძმაო და თანამპყრობელო? როგორ ხარ? რას იტყვი? მიაღწიე თუ არა იმას, რასაც ამგვარი შრომით ეძებდი? განგეღო კარი მოწყალებისა, თუ კვლავ სამსჯავროში ხარ მიცემული? მიემთხვიე თუ არა სასურველ მიზანს? გეუწყა რაიმე გადარჩენის შესახებ, თუ ჯერ კიდევ არა გაქვს მყარი იმედი? მოიპოვე თავისუფლება, თუ შენი ზრახვები ჯერაც ირყევა და ეჭვქვეშ ხარ? შენი გული სულ ცოტათი მაინც განათლდა თუ სიბნელითა და სირცხვილით არის ისევ დაფარული? გაისმა შენს არსებაში ხმა: ცოცხალ იქმენ (იოან. 5,14), ან მიგეტევებენ შენ ცოდვანი შენნი (მათ. 9,2) ან სარწმუნეობამან შენმან გაცხოვნა შენ? ხომ არ გესმა ეს სტიყვები: მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს (ფს. 9,17), ან შეუკრენით მაგას ხელნი და ფეხნი (მათ. 22,13), ან კიდევ: ბოროტეული… უფლის დიდებას არად ჩააგდებს (ეს. 26,10)? რას გვეტყვი, ძმაო, გევედრები, მოკლედ გვითხრა, გევედრებით, რომ ჩვენც შევიტყოთ, თუ რა მდგომარეობაში ვიქნებით, რადგანაც შენი დრო ამოიწურა და ამქვეყნად აღარასოდეს დაბრუნდები. ამაზე ზოგიერთი მომაკვდავი პასუხობდა: კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვა ჩემი და არცა წყალობა მისი ჩემგან (ფს. 65,20). სხვები ამბობდნენ: კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა მიმცნა ჩვენ ნადირად კბილთა მათთა (ფს. 123,6); სხვები კი მწუხარებით წარმოსთქვამდნენ: წყალთამცა ვიდრე დამნთქესა ჩვენ, სანამ ჰაერის საზვერეებს გავივლიდეთ (ფს. 123,3)? „მოიხსენე, უფალო“ შრომანი „მონათა შენთაი“ (ფს. 88.50). მეორე ამბობდა: „ნეტავი ისე ვიყო, როგორც იმ წარსულ თვეებში, როცა ღმერთი მფარავდა მე, როცა მისი ლამპარი მინათებდა“ გულს (იობ. 29,2-3)! ასე იმიტომ ამბობდნენ, რომ კადნიერება ჯერაც არ ჰქონდათ, არამედ შორიდან ხედავდნენ, თუ რა ხდებოდა იმ სატანჯველში. სხვები უფრო მწარედაც ამბობდნენ: – ვაი სულს, რომელმაც არ დაიცვა აღთქმა წმინდად, ის მხოლოდ ახლაღა შეიცნობს, თუ რა არის გამზადებული მისთვის. – ყოველივე ეს რომ ვისმინე და ვნახე მათგან, ლამის სასო წარმეკვეთა. ვიცოდი ჩემი უგულისხმობა და მათ ტანჯვას ვადარებდი. როგორი იყო მთელი ეს ადგილი და ან მათი საცხოვრებელი!.. მყრალი, ბინძური და ჭაობიანი. სამართლიანად ეწოდებოდა მას დილეგი და მსჯავდებულთა საპყრობილე. ამ სამყოფელის შეხედვაც კი ტირილს მოგანდომებდა და სინანულს აღგიძრავდა. მაგრამ ის, რაც ვიღაცისთვის უსიამოვნო და არასასურველია, სასიამოვნო და მისაღებია მათთვის, ვინც სათნოებათა სიმაღლიდან დაეცა და სულიერ სიმდიდრეს მოაკლდა. რადგან, როდესაც სულმა ღმრთის წინაშე თავდაპირველად კადნიერება დაკარგა, უვნებლობის იმედი წაერთვა და სიწმიდის ბეჭედი შემუსრა, როდესაც ნება მისცა ნიჭთა საუნჯე მიეტაცებინათ მისგან, ღმრთაებრივი ნუგეშინისცემისგან გაუცხოვდა და უფლის მცნება განაგდო და სულიერ ცრემლთა კეთილი ცეცხლი დაშრიტა, მაშინ, ამის მოგონებით განგმირული და მოწყლული, მან არა მხოლოდ ზემოაღწერილ შრომას იდებს თავს საკუთარი თავის მოკვდინებასაც ესწრაფის, თუკი მასში ღმრთისადმი სიყვარულისა და შიშის თუნდაც მცირედია შემორჩენილი. ჭეშმარიტად ასეთნი იყვნენ ეს ნეტარნი, რადგან როცა ამაზე მსჯელობდნენ და იმ სიმაღლეს უმზერდნენ, საიდანაც დაეცნენ, ისინი ამბობდნენ: სადა არს წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელნი იგი უჩვენენ სულსა ჩვენსა ჭეშმარიტებითა შენითა. (ფს. 88,49). ამგვარად იხსენებდნენ ისინი საკუთარ წარსულ სათნოებებს, ტიროდნენ მათზე – როგორც გარდაცვლილ ყრმებზე და ამბობდნენ: – სად არის ლოცვის სიწმინდე, სადაა მისი კადნიერება, სადაა ტკბილი ცრემლები – ამ მწარე ცრემლების ნაცვლად, სად არის ყოვლად სრულყოფილი სისუფთავისა და განწმენდის იმედი, სადაა ლოცვის კეთილი მოქმედების იმედი ჩვენში? ყოველივე ეს დაიღუპა და გაუჩინარდა, თითქოს არასოდეს ყოფილიყოს – წავიდა და გაქრა“. ზოგიერთი მათგანი ცრემლისღვრით წარმოთქვამდა ამ სიტყვებს და ლოცულობდა იმისთვის, რომ დაბრმავებულიყვნენ და ყველასათვის საბრალონი ყოფილიყვნენ. ზოგი სიმახინჯეს ითხოვდა, რომ მომავალ სასჯელს განშორებოდა. ჰოი, ძმებო, მე, როდესაც მათ ტირილს ვუმზერდი, თავი მავიწყდებოდა და გონება აღტაცებაში მოდიოდა. უკვე აღარ შემეძლო, თავი შემეკავებინა. მაგრამ დავუბრუნდეთ საგანს. დილეგში 30 დღე დავყავი და დიდ სავანეში ამ დიდებულ მოძღვართან დავბრუნდი. მან შეამჩნია, რომ თავს აღარ ვეკუთვნოდი და უდიდესი სიბრძნით მიხვდა კიდეც ჩემი შეცვლის მიზეზს. მან მითხრა: – რაო, მამა იოანე, ნახე იმ მოღვაწეთა შრომანი? – მე მივუგე: – ვნახე, მამაო და გავოცდი და მოვიხიბლე ამ დაცემული და მოტირალი ადამიანებით უფრო მეტად, ვიდრე მათით, ვინც არ დაცემულა და არც თავს დასტირის, რადგან ისინი დაცემის შემდეგ განმტკიცებული აღდგომით აღდგებიან. – ჭეშმარიტად ასეა. – თქვა მან. შემდეგ მისმა ბაგემ, რომელმაც სიცრუე არ იცოდა, ამგვარი რამ მიამბო: – ათიოდე წლის წინ – თქვა მან – მე აქ მეტად მოშურნე და მოღვაწე ძმა მყავდა, როდესაც მის სულიერ მხურვალებას ვხედავდი, ვძრწოდი და ეშმაკის შურისა და მეშინოდა, რათა მას სწრაფი მდინარეების გამო ფეხი არ წაეკრა ქვისთვის, რაც ხშირად ემართებათ სწრაფად მავალთ. ასეც მოხდა. გვიან საღამოს იგი ჩემთან მოვიდა და გაშიშვლებული ჭრილობა მიჩვენა. ითხოვდა კურნებას და სულის უდიდეს შფოთს გამოხატავდა. მაგრამ, როდესაც ნახა, რომ ექიმი უმკაცრესი კანონის დადებას არ აპირებდა (რადგან იგი ნამდვილად წყალობას იმსახურებდა), მიწაზე დაემხო, მკურნალის ფეხებს მისწვდა, მხურვალე ცრემლით მორწყო და დილეგში წასვლა ითხოვა. იგი მოსთქვამდა: – იქ წაუსვლელობა შეუძლებელია! ბოლოს დაარწმუნა მკურნალი, რომ გულმოწყალება სიმკაცრით შეეცვალა, რაც სნეულთა შორის მეტად იშვიათი და განსაცვიფრებელია. დაუყოვნებლივ მონანულებთან გაემგზავრა და მათი თანამზრახველი და თანამოწმე გახდა. იგი ღმრთის სიყვარულით მოწყლული გულით მერვე დღეს მიიცვალა და ითხოვა, რომ არ დაეკრძალათ. მაგრამ მე იგი აქ გადმოვასვენე და – როგორც ღირსეული – მამათა შორის დავფალი, რადგან შვიდდღიანი მონობის შემდეგ, მერვე დღეს იგი გამოიხსნა და თავისუფლება მოიპოვა. ერთ ადამიანს ეუწყა, რომ ჩემი – ცოდვილის – ფეხთა ქვეშ განრთხმულმა ვიდრე წამოდგებოდა, მან ცოდვათა მიტევება უკვე მიიღო. გასაოცარი არაფერია, რადგან გულში სახარებისეული მეძავის სარწმუნოება დაიდო და მასავით მტკიცე სასოებით ალტობდა იგი ფეხთა ჩემთა. უფალი ამბობს, რომ მორწმუნეებისათვის ყველაფერი შესაძლებელია (მათ. 9,23).

12. მინახავს უწმინდური სულები, რომლებიც ხორციელი სიყვარულის ვნებით იწვოდნენ, მაგრამ შემდეგ სინანული მოიპოვეს და რადგან სიყვარულის გამოცდილება ჰქონდათ, მთელი ტრფობა ღმრთისკენ მიმართეს. ყოველგვარი შიში უკუაგდეს და ღმრთის სიყვარულს მისწვდნენ. ამიტომ მახარებელი კი არ ამბობს, შეეშინდა ფრიადო, არამედ – შეიყვარაო ფრიად (ლუკ. 7, 47) და შეძლო, რომ ბოროტი და უწმინდური სიყვარული საღმრთო და წმიდა სიყვარულით განედევნა.

13. ვიცი, საყვარელო ძმებო, რომ იმ ტანჯულთა შესახებ ჩემს მიერ მონათხრობი ამბები ზოგს დაუჯერებლად მოეჩვენება, სხვებს იმედის დაკარგვად, კიდევ სხვებს – სასოწარკვეთილების მომასწავებლად, მაგრამ მამაცი კაცი ამ სიტყვების მიერ ცეცხლოვან ისრებს მიიღებს და გულში საღმრთო შურს დაიდებს, ხოლო უძლური საკუთარ უძლურებას შეიცნობს და თვითგანქიქების საშუალებით მორჩილებას მოიხვეჭს და პირველის კვალს შეუდგება. მაგრამ არ ვიცი, შესძლებს თუ არა, წამოეწიოს მას. დაუდევარს კი ჩემი ნათქვამის მოსმენა საერთოდ არ სჭირდება, რათა იგი სასოწარკვეთილებას არ მიეცეს და ისიც არ დაიღუპოს, რასაც აკეთებს. და მაშინ ახდება სიტყვა სახარებისა: რომელსა არ აქუნდეს გულმოდგინება, რომელიღა იგი აქუნდეს, მოვეეღოს მისგან (მათ. 25,29).

14. როცა ჩვენ უსჯულოების უფსკრულში ჩავცვივდებით, იქიდან გამოსვლას ვეღარ შევძლებთ, თუ მონანულის სიმდაბლის სიღრმეს არ გამოვცდით.

15. სხვაა მონანულის სიმდაბლე, რომელიც მწუხარებითაა სავსე და სხვაა სინდისის ქენჯნა მათი, ვინც ჯერ კიდევ ცოდვაშია და სულ სხვაა, ნეტარი და მდიდარი სიმდაბლე, რომელიც ღმრთის განსაკუთრებული განგებულებებით მკვიდრდება სრულქმნილებაში.

16. ამ მესამე სახის სიმდაბლის დამატებით ახსნას აღარ შევუდგები, რადგან ჩვენი გარჯა ამაო იქნება. პირველის ნიშანი უპატიობის დათმენაა.

17. ხშირად ძველი ჩვევები მასაც აწამებს, ვინც საკუთარ ცოდვებს გლოვობს და ამაში საოცარი არაფერია.

18. ხოლო მათ ბედი და დაცემა, ვინც უდებებაში იმყოფება, ჩვენთვის დაფარული და გონებისთვის მიუწვდომელია, თუ დაუდევრობისგან რაგვარი ცოდვები შეიძლება შეგვემთხვეს, რომელი – აზრების მეშვეობით, ხოლო რომელი – ღმრთის დაშვებით.

19. თუმც ვიღაცამ მითხრა მე: რომ, თუ ჩვენ ღმრთის დაშვებით ვვარდებით ცოდვაში, მაშინ სწრაფადვე წამოვდგებით და ცოდვას ზურგს შევაქცევთ. რადგან ის, ვინც დაცემას უშვებს, არ ინებებს, რომ მწუხარების ეშმაკი დიდხანს გვტანჯავდეს. თუ ჩვენ დავეცემით, მაშინ პირველ ყოვლისა ამ ეშმაკის წინააღმდეგ უნდა შევიჭურვოთ; რადგან იგი ლოცვის დროს წარმოსდგება ჩვენ გვერდით და ღმრთისადმი ჩვენი ძველი კადნიერების გახსენებით ცდილობს, ლოცვას მოგვწყვიტოს.

20. ნუ შეძრწუნდები, თუნდაც ყოველდღიურად ეცემოდე და ღმრთის გზას ზურგს ნუ შეაქცევ, არამედ მამაცურად იდექი და შენი მფარველი ანგელოზი შენს ამ მოთმინებას უეჭველად დააფასებს.

21. როდესაც ჭრილობა ჯერ კიდევ ახალი და ცხელია, განკურნება უფრო ადვილია; ხოლო ძველი უყურადღებოდ მიტოვებული და მიშვებული ჭრილობების განკურნება ძნელია. რადგან ისინი კურნებისათვის უმეტეს შრომას ითხოვენ.

22. ზოგიერთი ჭრილობა დამყაყების გამო სრულიად განუკურნებულია, მაგრამ ღმრთისა მიერ ყოველდღე შესაძლებელ არს (მათე. 19,26).

23. ჩვენს დაცემამდე ეშმაკები ღმერთს კაცთმოყვარედ წარმოგვიდგენენ. დაცემის შემდეგ კი – სასტიკად.

24. როდესაც დაეცემი, ნუ მოუსმენ მათ, ვინც ამბობს: მთავარია, დიდად არ შევცოდო, ეს კი არაფერი. ხშირად მცირე ძღვენი მსაჯულის დიდ გულისწყრომას დააცხრობს.

25. ვინც ჭეშმარიტად თავისი ხსნისთვის ზრუნავს, იგი ყოველ დღეს, როდესაც საკუთარ ცოდვებს არ გლოვობს, დაკარგულად მიიჩნევს, თუნდაც ამ დღეს რაიმე კეთილი საქმე აღასრულოს.

26. ვინც საკუთარ ცოდვებს არ გლოვობს, არ უნდა ელოდოს, რომ ამ ქვეყნიდან განსვლისას თავისი შეწყალების შესახებ ეუწყება რაიმე.

27. ერში და (ერის სულით) მცხოვრებნი ამგვარი უწყებისგან უცხონი არიან; განსაკუთრებით კი – პირველნი; თუმცა ზოგიერთნი, რომელნიც მოწყალების საქმეს აღასრულებენ, ამქვეყნიდან განსვლისას შეიტყობენ თავის ხვედრს.

28. იცოდე, ძმაო, ვისთანაც სულიწმიდაა, ცოდვათა ბორკილებისგან თავისუფალია.

29. ვისთანაც სრული სიმდაბლეა, მან ცოდვის წყევლა დაამარცხა, ვინც შორსაა სიმდაბლისგან, თავს ნუ მოიტყუებს, თითქოს ცოდვას დასძლია.

30. ვინც თავის ცოდვებს გლოვობს, სხვას ნუ განიკითხავს და დაცემას ნუ აბრალებს.

31. ძაღლი, რომელსაც ნადირი დაკბენს, კიდევ უფრო მწარდება მის მიმართ და ტკივილი შეუჩერებლად აყეფებს მას.

32. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სინდისმა ჩვენი მხილება არ შეწყვიტოს, რადგან თუკი იგი აღარ გვამხელს – არა იმიტომ, რომ მობეზრდა მხილება.

33. ცოდვათა მიტევების ნიშანი ისაა, რომ ადამიანი გამუდმებულად თავს ღმრთის მოვალედ გრძნობს. ვინც საკუთარ ცოდვებს დასტირის, მან არ იცის ტირის თუ არა, ან დაეცა თუ არა სხვა, ამიტომ იგი სხვათა განსჯას არ შეუდგება.

34. არაფერია, ღმრთის მოწყალების სადარი, არაფერია მასზე დიდებული. ამიტომ სასოწარკვეთილებაში მყოფი თავს ნებით იღუპავს.

35. ვისაც სიმდაბლე აქვს და ცოდვათა გამო ტირის, მას სიკვდილამდე ვერ დასძლევს სიზარმაცე. ამ ორის გარეშე კი თავს ნურავინ მოიტყუებს.

36. ჯეროვანი სინანულის ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი საკუთარ თავს თვლის ყოველგვარი ხილული და უხილავი მწუხარების ღირსად, რაც მას შემთხვევია და – კიდევ უფრო მეტისაც.

37. მოსე, მას შემდეგ, რაც მაყვლოვანში ღმერთი იხილა, კვლავ ეგვიპტეში დაბრუნდა – ანუ წყვდიადში, სადაც გონიერი ფარაონის (ანუ ბოროტი ძალის) თიხა იზილებოდა. მაგრამ შემდეგ ის კვლავ მაყვლოვანში შემობრუნდა და – არა მხოლოდ მაყვლოვანში, არამედ ღმრთისმხილველობის მთაზე ავიდა. ვისაც ეს იგავი ესმის, სასოწარკვეთა არასოდეს მოიცავს.

38. სრულად გაღატაკდა მართალი იობი, მაგრამ შემდეგ უმეტესი სიმდიდრე შეიძინა.

39. ზარმაცებს მონაზვნობაში შესვლისას დიდი დაცემანი შეხვდებათ ხოლმე. ბოროტი გადარჩენის ყოველგვარ იმდეს სტაცებს მათ და აიძულებს იფიქრონ, რომ უფსკრულიდან მხოლოდ ამოსვლაც კი საკმარისია ნეტარების მისაღწევად.

40. იცოდე, რომ ამის შემდეგ იმ გზით კი არ უნდა ხვიდოდე, რომელზეც დაეცი, არამედ – სხვა, უფრო მოკლე გზით.

41. მე ვნახე ორნი – ერთნაირი გზით მავალნი, ისინი ერთდროულად მიდიოდნენ უფლისკენ, ერთი მოხუცი იყო და ღვაწლით აღმატებული, მეორე კი – მოწაფე. წინა რბიოდა უადრეს მოხუცებულისა, და მოვიდა პირველად საფლავად სიმდაბლისა. (იოანე 20,4).

42. ყველა, განსაკუთრებით კი დაცემულნი, უნდა ფრთხილობდნენ, რომ საკუთარ გულში უღმერთო ორიგენეს სნეულება არ შეეპაროთ, რადგან მისი საძაგელი სწავლება, რომელიც ღმრთის კაცთმოყვარებას ქადაგებს, ტკბობისმოყვარე ადამიანებისთვის მეტად საამურია.

43. „ზრახვასა შინა“ და უფრო მეტად სინანულში იშვება ცეცხლი – ლოცვა, რომელიც შეწვავს ნივთიერება (ცოდვას).

49. სახედ, მაგალითად, წესად და სინანულის ხატად შენთვის ზემონახსენები მსჯავრდებულები იყვნენ; და მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში არ დაჭირდება სხვა წიგნი, ვიდრე არ გამობრწყინდება ქრისტე – ძე ღმრთისა და უფალი, სინანულით აღდგომის ჟამს.

წყარო: ღირსი იოანე სინელი ”კიბე ანუ კლემაქსი” სიტყვა 5 ჭეშმარიტი სინანულის შესახებ, ასევე იმ წმიდა მსჭავრდებულთა ცხოვრება, რომლებიც დილეგში იყვნენ წარგზავნილნი

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/12/20/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-3/feed/ 1927
ღმერთი გვცდის, მაგრამ კიდეც გვწყალობს https://www.pemptousia.ge/2018/08/03/%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%aa%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%99%e1%83%98%e1%83%93/ https://www.pemptousia.ge/2018/08/03/%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%aa%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%99%e1%83%98%e1%83%93/#comments Fri, 03 Aug 2018 08:43:49 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51801 როდესაც ცხოვრება სავსეა მრავალგვარი პრობლემით, ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ღმერთის ყოველი რისხვა და წყევლა მასზეა მოწეული. მაგრამ როგორც კი გადაივლის ეს განსაცდელი, დაინახავს, რომ ღმერთის სასწაულებრივი მზრუნველობა მას იცავს ყველა უმნიშვნელო წვრილმანში, ყველა არსებულ ასპექტში.

ათასწლოვანი გამოცდიელბა, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემა, გვეუბნება: როდესაც ყოვლადმოწყალე ღმერთი ხედავს სულიერ რწმენას, რომლითაც ადამიანი მისი მადლით მოღვაწეობს, როგორც ეს ვიცით წმიდა იობ მრავალვნებულის შემთხვევაში, მას ისეთ სიღრმეებსა და სიმაღლეებზე აიყვანს, რომლებიც მიუწვდომელია სხვებისათვის.

რაც უფრო ახლო და ძლიერია ადამიანის სიყვარული და  მინდობა უფლის მიმართ, მით უფრო დიდი იქნება მისი განსაცდელის ზომა და გამოცდილების სისრულე, რომელმაც შესაძლებელია უმაღლესს მწვერვალსაც კი მიაღწიოს. მაშინ ნათელი ხდება, რომ უკვე მიუახლოვდა იმ ზღვარს, რომლის იქითაც ადამიანური ბუნების მქონეს არ შეუძლია გადალახვა.

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/08/03/%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%aa%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%99%e1%83%98%e1%83%93/feed/ 2201
ულმობელობის შესახებ https://www.pemptousia.ge/2018/04/17/%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91/ https://www.pemptousia.ge/2018/04/17/%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91/#comments Tue, 17 Apr 2018 06:40:02 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51549 ულმობელობის შესახებ, რომელიც გულისა და გონების მოკვდინებაა
– ჯერ კიდევ ხორცის სიკვდილამდე

1. ულმობელობა, როგორც ხორციელი ასევე სულიერი, არის მოკვდინება გრძნობისა, ის ხანგრძლივი სნეულებისა და დაუდევრობის შედეგად იშობა.

2. უტკივილობა გულისა ესაა დაუდევრობის ბუნებად გარდაქმნა, გონების სიბრმავე, ბოროტ ჩვევათა მშობელი, გულმოდგინეობის დამაბრკოლებელი, ღვაწლის მახე, ლმობირების არმცნობელი, სასოწარკვეთილების კარი, დავიწყების დედა, რომელიც ღმრთის უშიშობას შობს და შობის შემდგომ საკუთარი მშობელის დედად იქცევა.

3. უგრძნობელი უგუნური ბრძენია, მასწავლებელი, რომელმაც საკუთარ თავს განსჯის, მჭერმეტყველი თავისი თავის წინააღმდეგ რომ ქადაგებს, ბრმა – მხედველობას რომ ასწავლის, წყლულებათა განკურნების შესახებ საუბრობს და ამასთან საკუთარ თავს გამუდმებით სწყლავს და სწამლავს, ვნებას შეაჩვენებს და მისთვის მავნებელ საკვებს კი თავს არ ანებებს. ვნებათაგან განსაკუთრებისთვის ლოცულობს და დაუყოვნებლივ საქმით აღასრულებს მათ. ამისათვის საკუთარ თავს კი ურისხდება, მაგრამ საკუთარი სიტყვისა არ რცხვენია უბადრუკს. – ბოროტად ვიქცევიო, – მოსთქვამს და გულმოდგინებით აგრძელებს ავ საქმეთა ქმნას. მაგით ვნების წინააღმდეგ ლოცულობს, ხოლო საქმით მას ემორჩილება. სიკვდილის შესახებ ბრძნადმეტყველებს და ისე ცხოვრობს, თითქოს უკვდავებისთვის იყოს დაბადებული. სულისა და სხეულის გახსნებაზე ოხრავს და თავად ისე თვლემს, თითქოს მარადიული არსებობა ჰქონდეს მინიჭებული. თავშეკავებაზე ლაპარაკობს და ნაყროვანებას ესწრაფვის. უკანასკნელი სამსჯავროს შესახებ კითხულობს და თავად აღზევდება ამპარტავნებით. მღვიძარებაზე საუბრობს და მაშინვე ძილს მიეცემა. აქებს ლოცვას და ისე გაურბს მას, ვითარცა მახვილს; მორჩილებას ამკობს და თავად ურჩობს. უვნებელთ ადიდებს და თვით არ რცხვენია, რომ ძონძების გამო ავმეხსიერობს და დაობს. აღშფოთებული მრისხანებს და შემდეგ კვლავ საკუთარი მრისხანება აღაშფოთებს: და კვლავ და კვლავ ძლეული საკუთარ მდგომარეობას ვერ გრძნობს. გამძღარი შეინანებს და ცოტა ხნის შემდეგ გაძღომას გაძღომაზე დაურთავს. მდუმარებას შენატრის, მაგრამ მას მრავალსიტყვაობით ადიდებს. მოკრძალებას ასწავლის, მაგრამ ხშირად სწორედ მისი სწავლებისას შფოთავს. ცოდვილი ძილისგან გამოფხიზლებული მოსთქვამს, მაგრამ თავს მოიდრეკს თუ არა, კვლავ ვნებას ეძლევა. განსჯის სიცილს და სიცილითვე ასწავლის გლოვას. სხვათა წინაშე განიკითხავს საკუთარ ამპარტავნებას და ამ განკითხვით დიდებას ეძიებს. ვნებით უცქერს მშვენიერ სახეებს და უმანკოებაზე მეტყველებს. ერში იმყოფება და განდეგილობას აქებს; იმას ვერ ხვდება, რომ ამით საკუთარ თავს ვნებს. მოწყალეთ ადიდებს, ხოლო ღატაკებს აძაგებს. ყოველთვის საკუთარ თავს ამხელს, მაგრამ გონს მოსვლა არ შეუძლია.

4. ბევრი ისეთი მინახავას სიკვდილისა და საშინელი სამსჯავროს ხსენებაზე ცრემლს რომ ღვრის, შემდეგ კი თვალზე ცრემლშეუმშრალი სატრაპეზოდ ისწრაფის. განვუცვუფებრივარ იმას, თუ მათი მბრძანებელი ნაყროვანების მყრალი ვნება, რომელიც ხანგრძლივი ულმობელობითაა განმტკიცებული, როგორ ახერხებს დასძლიოს თვით ცრემლიც.

5. ჩემი უძლურების შესაბამისად ავხსენი ამ უგუნური და დაუნდობელი, გაქვავებული და სასტიკი ვნების მზაკვრობა, მაგრამ მის შესახებ ფართო მსჯელობა განზრახული არა მაქვს. იგი, ვინც უფლის მიერ უძლიერესია და შეუძლია, ამ ვნებით გამოწვეულ წყლულებზე შესაფერისი წამალი დაიდოს, ნუ დაიზარებს და აღასრულოს ეს საქმე. მე არ მრცხვენია, რომ ამასთან დაკავშირებული ჩემი უძლურება ვაღიარო, რადგან შეპყრობილი ვარ მის მიერ და მისი ხერხებისა და ცბიერების საკუთარი ძალით შეცნობას ვერც შევძლებდი, თუ არა თვით მისივე აღიარება. როდესაც იგი ღმრთის შიშით და განუწყვეტელი ლოცვით სასტიკად ვტანჯე, მხოლოდ ამის შემდეგ აღიარა ამ მოღალატემ და ბოროტმოქმედმა: – ყოველგვარი იმ სიკეთის, რაც სიმხნევითა და გულმოდგინებით იშობა, რადგან მათი მოკვდინება მამისგან ვისწავლე. მე სიცილის დედა ვარ, მე ვარ ძილის მშობელი და სიმაძღრის მეგობარი, მე ცრუ ღმრთისმოსაობის მოყვარული ვარ, როდესაც მამხილებენ, არ ვწუხვარ და არც ვინმეს სწავლებას შევისმენ.

როდესაც ყოველივე ეს მოვისმინე მე უბადრუკმა და გამაკვივრვა ამ შეშლილის სიტყვებმა, მისი დედის სახელი ვიკითხე. ის კი ამბობდა: – მე ერთი სახით არ ვიშობი, არამედ მრავალნაირი და დაუცხრომელია ჩემი შობა. მე ძალას სიმაძღრე მაძლევს, დრო ამაღორძინებს, ბოროტი ჩვეულება განმამტკიცებს და ვისაც იგი აქვს, ჩემგან ვერ გათავისუფლდება. მხოლოდ მაშინ, თუ მარადის მღვიძარებას საუკუნო სასჯელზე ფიქრს შეურთებ, მცირეოდენ შვებას იგრძნობ და მიხვდები, თუ ვინ არის დედაჩემი, რომლისგანაც ვიშობი და მასთან წამოიწყებ ბრძოლას, რადგან ყველაში ერთი და იგივე დედა არ მშობს.

საფლავებთან სიახლოვეს ილოცე ხშირ-ხშირად და მიცვალებულთა სახეები გულში წარუშლელად აღიბეჭდე. თუ ყოველივე ამას შენს გულში მარხვის კალმით არ გადაიწერ, უკუნითი უკუნისამდე ვერ დამამარცხებ.

წყარო: ღირსი იოანე სინელი ”კიბე ანუ კლემაქსი” სიტყვა 18 ულმობელობის შესახებ რომელიც გულისა და გონების მოკვდინებაა – ჯერ კიდევ ხორცის სიკვდილამდე 

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/04/17/%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91/feed/ 2078
სიტყვა ახალ წელთან დაკავშირებით https://www.pemptousia.ge/2018/01/01/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95-5/ https://www.pemptousia.ge/2018/01/01/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95-5/#comments Mon, 01 Jan 2018 09:35:55 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51217 ფრიად საინტერესოა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის წმიდა იოანე ოქროპირის სიტვა ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

Ag. Hrysostomos, Agia Sofia Konstanytinoupolis

ეშმაკურმა გამხიარულებამ, სიცილ-ხარხარმა, ბილწსიტყვაობამ, ცეკვა-თამაშმა და სასაცილო მასხარაობამ, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა, დაატყვევა ჩვენი ქალაქი… ყველაზე მეტ წყენას მაყენებენ თამაშობები, რომელნიც სასტუმროებში იმართება, აღსავსენი თავშეუკავებლობითა და დიდი უღირსებით; – უღირსებით, რამეთუ მით თავშექცეულნი ყურადღებას აქცევენ დღეს, მკითხაობენ და ფიქრობენ, რომ თუ ამ თვის პირველ დღეს მხიარულებასა და სიამოვნებაში გაატარებენ, მაშინ მთელი წელიწადი მათთვის ასევე ჩაივლის. თავშეუკავებლობით კი იმიტომაა აღსავსე, რომ ქალნი და კაცნი გათენებისას პირთამდე ავსებენ ჭიქებს ღვინით და უზომოდ თვრებიან (ნეტარი ავგუსტინე მოგვითხრობს, რომ ამ დღეს დათრობა მათთვისაც აუცილებელი იყო, ვინც ღვინოს საერთოდ არ სვამდა).

თუკი შენ გსურს, ამ თვის პირველი დღიდანაც სარგებლობა მიიღო, მაშინ ასე მოიქეცი: როდესაც წლის ბოლოს მიაწევ, მადლობა შესწირე უფალს, რომ მიგაწია წელიწადების ამგვარ წრებრუნვას, გულისშემუსვრილებით, გამოთვალე წლები შენი სიცოცხლისა, საკუთარ თავს უთხარი: დღეები მიფრინავენ, წლები ილევა… რა სიკეთე გვაქვს გაკეთებული?.. ესრეთ სიბრძნისმეტყველებდე თვეთა დასაწყისში, ამას მოიგონებდე წელიწადთა წრებრუნვაში… დღეებს ყურადღებას აქცევდე, ქრისტიანულ სიბრძნეს არ შეეფერება, ეს წარმართული ცდომილებისათვის არის დამახასიათებელი… მართლაც, ქრისტიანისათვის გასაკვირველი და მიუტევებელია, განსაკუთრებულ კეთილდღეობას ელოდოს მთელი წლისაგან იმისდა მიხედვით, თუ როგორ შეხვდება ახალ წელს, ავიწყდება რა, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება და კეთილდღეობა დროთა ბრუნვაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღმრთის ნებაზე და ჩვენი საქმიანობის ხასიათზე; მიუტევებელია ახალ წელს ხმაურიანი ღრეობით შევხვდეთ საღამოდან გვიან ღამემდე, რაც პირწმინდად წარმართული ჩვეულებაა და სამარცხვინოა ღმრთისმოსავი ქრისტიანისთვის… ამგვარი რამ არა მარტო ღმრთისმოსაობის არქონაზე მიუთითებს, არამედ ქრისტიანობასა და ეკლესიასაც ეწინააღმდეგება.

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/01/01/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95-5/feed/ 2103
მრავლისმეტყველებისა და მდუმარების შესახებ https://www.pemptousia.ge/2017/06/02/%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-2/ https://www.pemptousia.ge/2017/06/02/%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-2/#comments Fri, 02 Jun 2017 06:50:17 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50667 1. წინა თავში ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ, თუ რამდენად მავნე და უბედურების მომტანია მოყვასის განკითხვა. უფრო სწორად, საკუთარ ენას ჩვენივე თავის განსასჯელად და დასასჯელად მოვიხმართ. ეს ერთი შეხედვით სულიერ ადამიანებსაც ახასიათებთ ხოლმე. წესი მოითხოვს, რომ ჩვენ ამ ცოდვის მიზეზი და კარი ვაჩვენოთ, რომლითაც ის ჩვენში შემოდის. უფრო სწორად, რომლითაც იგი გადმოდის ჩვენგან.

2. მრავლისმეტყველება ის ტახტრევანია, რომელზედაც პატივმოყვარეობას დაჯდომა და თავისმოწონება სჩვევია.

3. მრავლისმეტყველება უგუნურების ნიშანია, ბოროტის სიტყვის კარი, დაცინვის ხელმძღვანელი, სიცრუის მსახური, გულის ლმობიერების მომსვრელი, მოწყინების მომწოდებელი, სიზმრების მომასწავებელი, გონების განმაბნეველი, გულის დაცვის დამრთგუნველი, წმიდა მხურვალების გამაგრილებელი, ლოცვის დამაბნელებელი.

4. კეთილგონიერი მდუმარება ლოცვის დედაა, გაბნეული გონების მომკრებელი, ღმრთაებრივი ცეცხლის დამცველი, აზრთა გუშაგი, მტრების მეთვალყურე, გლოვის მასწავლებელი, ცრემლის მეგობარი, სიკვდილის ხსოვნის მოღვაწე, მარადიული ტანჯვის აღმწერი, მომავალი სამსჯავროს წინასწარგანმცდელი, მაცხოვნებელ მწუხარებაში წარმატების მომტანი, კადნიერების მტერი, უშფოთველი მეუღლე, მასწავლებლობის მოყვარეობის მოწინააღმდეგე, გონიერების გამამრავლებელი, სულიერ ხედვათა შემოქმედი, დაცემის მტერი, უხილავი ამაღლება.

5. ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, ის ენასაც მართავს. ხოლო მრავლისმეტყველს თავი ჯერაც ვერ შეუცვნია ისე – როგორც საჭიროა.

6. მდუმარებისმოყვარე ღმერთს უახლოვდება, მასთან საიდუმლოდ საუბრობს და ნათლდება მის მიერ.

7. იესოს მდუმარებამ შეარცხვინა პილატე, ხოლო ღმრთისმოსავი კაცის ბაგის მდუმარება ამარცხებს ამპარტავნებას.

8. პეტრე მოციქულმა თქვა სიტყვა და შემდეგ ტიროდა მწარედ, დაავიწყდა წინასწარმეტყველის მიერ თქმული: ვსთქუ, ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვსცოდო ენითა ჩემითა (ფს. 38.1) და კიდევ სიტყვები სხვა სიბრძნისა – სჯობს სიმაღლიდან მიწაზე ჩამოვარდე, ვიდრე ენისგან დაეცე (ზირ. 20.18).

9. მაგრამ არ მსურს, ამაზე ბევრი დავწერო, თუმცა ვნებათა ცბიერება ამას მომიწოდებს. მოგითხრობთ, თუ რა შევიტყვე ერთი კაცისგან, რომელიც ბაგის მდუმარებაზე მესაუბრებოდა: – მრავლისმეტყველებას აუცილებლად რაიმე კონკრეტული მიზეზი უდევს საფუძვლად: ან ბოროტი და თავშეუკავებელი ცხოვრების წესი და ჩვევები (რადგან, რამდენადაც ენა ამ სხეულის ბუნებრივი ნაწილია, რასაც შეაჩვევ, იმის გაკეთებას ითხოვს); ან – როგორც ხშირად მოღვაწეებს ემართებათ ხოლმე – ამპარტავნებისგან, ხშირად კი – ნაყროვნებისგანაც. ამიტომ ხშირად ხდება, რომ, როდესაც ზოგიერთი ძალდატანებითა და იძულებით მუცელს ალაგმავს, ენასა და მრავლისმეტყველებასაც ეშველება ხოლმე.

10. ვინც თავის ამქვეყნიდან გასვლას იხსენებდეს, მან დაამარცხა მრავლისმეტყველება, ხოლო ვინც სულიერი გლოვა მოიპოვა, ის მრავლსიტყვაობას ცეცხლივით გაურბის.

11. დაყუდების მოსურნე გმანავს თავის ბაგეს, ხოლო, ვისაც სენაკიდან გამოსვლა უყვარს, მას იქიდან მრავლისმეტყველების ვნება დევნის.

12. ვინც ციდან გარდამოსული ცეცხლის მხურვალება შეიცნო, ხალხმრავალ შეკრებებს ისე გაურბის, ვით ფუტკარი – კვამლს. რადგან როგორც ფუტკრისთვისაა საძულველი კვამლი, ასევე მათთვის ხალხმრავლობაა აუტანელი.

13. ბევრს არ ძალუძს, საგოზავის გარეშე წყალი გააჩეროს ჭირჭელში და კიდევ უფრო ცოტაა ისეთი, რომლესაც ბაგის შეუკავებლობის შეკავება შეუძლია. ღმრთის მიერ კი ყველაფერი შესაძლებელია.

წყარო: ღირსი იოანე სინელი ”კიბე ანუ კლემაქსი” სიტყვა 11 მრავლისმეტყველებისა და მდუმარების შესახებ

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/06/02/%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-2/feed/ 2452
ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ https://www.pemptousia.ge/2017/05/02/%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%98-3/ https://www.pemptousia.ge/2017/05/02/%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%98-3/#comments Tue, 02 May 2017 15:30:18 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50586 რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი. და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ. ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი. (მათე. 6.14-21)

ORIGINAL SIN2

ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით. უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე. ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.(გალატელთა მიმართ ეპისტოლე 5.22-6.2)

saint_paul

მოგვმადლოს უფალმა სიმტკიცე, სიმხნევე და შეუდრკელობა, რათა მოვიმუშაკოთ ყოველნი სათნოებანი ესე. ამინ!

]]> https://www.pemptousia.ge/2017/05/02/%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%98-3/feed/ 2450 თანამედროვე წმიდანებისა და ბერების მიერ მონათხრობი სასწაულებრივი ისტორიები https://www.pemptousia.ge/2017/04/25/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90/ https://www.pemptousia.ge/2017/04/25/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90/#comments Tue, 25 Apr 2017 07:10:02 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50562 წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2017/04/05/სინანული-როგორც-ეს-ვისწ/

მაშ ასე, თქვით აღსარება, როდესაც ლოცულობთ დილით, შეინანეთ თქვენი ცოდვები, და საერთოდ, მთელი დღის განმავლობაში იყავით ფხიზლად,  დაინახეთ, თუ როგორ არღვევთ იესო ქრისტეს მცნებებს უპირველეს ყოვლისა, თქვენი სურვილით, შემდეგ უკვე – თქვენი ფიქრით და ბოლოს კი – თქვენი საქმით. ამას ნიშნავს ქრისტეს სიტყვა, ფხიზლად იყავით და ილოცეთ. როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, უკვე ამის შემდგომ მიუტევებ სხვებსაც.

Gerondes 01

მაშასადამე, უპირველეს ყოვლისა, შენი ლოცვით მოიპოვებ საკუთარი ცოდვების მიტევებას, ხოლო შემდეგ კი, აუცილებელია წახვიდე სულიერ მოძღვართან, მას აღსარება ჩააბარო და უკვე ეკლესიიდან მიიღო შენი ცოდვებისა შენდობა.

ამის შემდგომ კი, შენდობას მიიღებ საღმრთო ზიარების გზით. აი, ამგვარად სრულდება ცოდვების მიტევება, სინანულით ლოცვის წარმოთქმის დროს, აღსარებითა და ღმრთაებრივი ზიარებით.

ლოცვისას მოგეტევება შენი ცოდვები იმიტომ რომ მონათლული ხარ და იმიტომ რომ ინანიებ, განა არ ვამბობთ, აღვიარებ  ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა?

აღსარების დროს ცოდვათა მიტევება მოგეცემა შენი სულიერი მოძღვრის მიერ, ხოლო ღმრთაებრივი ზიარებისას – იესო ქრისტეს მიერ, რომელიც შენთან ერთიანდება თავისი ხორცისა და სისხლის ზიარებით.

ადამიანს თავისი ცოდვები მიეტევება ნათლისღებით, აღსარებითა და საღმრთო ზიარების მიღების გზით, თუმცა ყოველივე ეს აქტიურდება მხოლოდ გულწრფელი სინანულის საშუალებით. სინანულის გარეშე ძალა არა აქვს ეკლესიის საიდუმლოებებს, რომლებიც კურნავენ ადამიანს და რომლებიც წმინდავენ მას, რადგან ყოველივე ეს ადამიანს აერთიანებს იესო ქრისტესთან.

მაშასადამე, ნათლობის, აღსარებისა და საღმრთო ზიარების საიდუმლოებანი ადამიანს სთავაზობენ ცოდვათა მიტევებას, ცოდვათა მონობიდან გათავისუფლებას და შესაძლებლობას, რომ იგი უფლის ნათლით განიწმინდოს და მიაღწიოს განღმრთობას. ლოცვის დროს სინანულით, რაც უნდა ხდებოდეს უზადოდ და მუდმივად, განუწყვეტლივ, ხდება ადამიანის განწმენდა (კათარზისი), ნათლით მოსვა და განღმრთობა, რადგან სწორედ სინანული იწვევს ცოდვის სიძულვილს და სწორედ სინანულია ადამიანის თავისუფლების  მამოძრავებელი ძალა ღმრთის სიყვარულისკენ.

განუწყვეტელი ლოცვა – უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი – ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ განუწყვეტლივ გვახსოვს ჩვენი ცოდვები და განუწყვეტლად შევთხოვთ უფალ იესო ქრისტეს მათ მიტევებას“.

წმიდა ღერონდა ანტონ გიკიზას ერთ-ერთ სულიერ შვილს (ანტონ გიკიზა იყო ღირსი პორფირის კავსოკალიველის სულიერი მოძღვარი) ჩვენამდე შემოუნახავს ღირსი პორფირის სიცოცხლის ეპიცენტრი, რაც თავისთავად გახლდათ სინანული.

– „აქ მოდიოდა ხოლმე პორფირი“, ამბობს მამა ანტონი, „რათა ის მენახა. ერთი დაადებდა ხოლმე ხელებს მეორეს ზემოდან და ასე ვამბობდით აღსარებას. ბერ პორფირის დიდი სინანული გააჩნდა. იგი სინანულით აღსავსე გარდაიცვალა“.

ღირსი პორფირის სულიერი მოძღვარი გვიმჟღავნებს ჩვენ პორფირისა და ყველა წმიდანის ქარიზმატულობის მიზეზს, რაც არის სინანული.

სინანულისადმი ღირსი პორფირის სიყვარულზე ასევე ვკითხულობთ მის მიერ სულიერი შვილების მიმართ დაწერილ ანდერძშიც.

ქვემოთ აღწერილი ამბავი მოგვითხრობს წმიდა ბერ იაკობ ცალიკისთან ურთიერთობის შესახებ.

1983 წელი უნდა ყოფილიყო, როდესაც ღირსი დავითის სახელობის წმიდა მონასტერში შევხვდით ერთმანეთს.

ვიგრძენი აღსარების თქმის საჭიროება და ზუსტად ამ დროს წმიდა ბერ იაკობ ცალიკისის წინ აღმოვჩნდი.

როდესაც ღერონდამ შენდობის ლოცვების კითხვა დაასრულა, სრულიად მოულოდნელად, თავისთავად, ისე რომ მისთვის მე არაფერი მიკითხავს, მითხრა:

„ჩემო ანდრეა, უმეტესობა სინანულის გარეშე მოდის აღსარების ჩასაბარებლად. აღსარებისას, რა თქმა უნდა, სულიერი მოძღვრის საქმეა დაეხმაროს მორწმუნეებს, რომ  მათ თავდაპირველად განიცადონ სინანული, შემდეგ კი ჩააბარონ აღსარება და მიიღონ შენდობის ლოცვა. თუმცა საღმრთო ზიარებისას ისინი იესო ქრისტეს პირისპირ დგანან და უნდა მიეახლონ მას კრძალვითა და საკუთარი ცოდვების სინანულით. უფალმა იმის ნიჭი მიბოძა, რომ ჩემთან აღსარებისათვის სინანულის გარეშე მოსულნი შავად დავინახო, ხოლო ისინი კი, ვინც სინანულით აღსავსენი მოდიან, განათებულებს ვხედავ.

ერთ დღესაც, ვხედავ, რომ ერთი ახალგაზრდა ბიჭი საღვთო ზიარების მიღებას რომ აპირებს, სულ შავითაა მოცული. როდესაც იგი წმიდა ბარძიმს მოუახლოვდა, ჩემთვის გულში ვიფიქრე: „ვინა ხარ შენ, იაკობ, რომ იგი განსაჯო?“

შეცდომა ჩავიდინე და იგი ვაზიარე! როდესაც წმიდა ნაწილები პირთან მივუტანე, დავინახე, რომ სინათლე კოვზიდან ამოვიდა და ისევ ბარძიმში დაბრუნდა.

გაოგნებული დავრჩი! ანუ სინანულის გარეშე მან ზიარება ვერ მიიღო!

უფალმა მასწავლა, რომ სინანულის გარეშე არა თუ მორწმუნეებმა არ უნდა მიიღონ ზიარება, არც თავად მღვდელმა უნდა აზიაროს ისინი, თუკი დანამდვილებით იცის, რომ სინანულის გარეშე არიან მოსულნი ზიარების მისაღებად.

სულიერ მოძღვართა უპირველესი მოვალეობაა ასწავლონ მორწმუნეებს სინანული და ცოდვათა მიტევებისათვის შესთავაზონ საიდუმლოებანი, ღმრთაებრივი ზიარება კი მხოლოდ უკვე მონანიებულთათვისაა!“.

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/04/25/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90/feed/ 3161
„სინანული, როგორც ეს ვისწავლე თანამედროვე წმიდანებისა და ბერებისაგან“ https://www.pemptousia.ge/2017/04/05/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ac/ https://www.pemptousia.ge/2017/04/05/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ac/#comments Wed, 05 Apr 2017 08:14:16 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50406 იმ პერიოდში, როდესაც ვიკვლევდით სულიერი ცხოვრებისაკენ მიმავალ გზას, გვქონდა იმის ბედნიერება, რომ ახლოს გაგვეცნო საკმაოდ ბევრი მამა თანამედროვე ბერებიდან და წმიდანებიდან.

სინამდვილეში, რომელია ის გზა, რომელიც გვკურნავს ჩვენი ცოდვებისა და ვნებებისაგან, რომლის მეშვეობით შეგვიძლია ვითხოვოთ სიყვარული, როგორც ღმრთისა, ისე ჩვენ გვერდში მყოფი მოყვასისა?

კიდეც მოვისმინეთ და კიდეც წავიკითხეთ, რომ იმისათვის, რომ  შევიყვაროთ უფალი ღმერთი მთელი ჩვენი გულით, აუცილებელია განვიცადოთ კათარზისი, გავიაროთ სინათლეში და მივაღწიოთ განღმრთობას. ყოველივე ამას გვასწავლის წმიდა სახარება, ასევე – წმიდა მამები და ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა ტრადიცია.

წმინდა მამათა მრავალი ცხოვრება წავიკითხეთ, თუმცა მიუხედავად ამისა, გვქონდა საჭიროება იმისა, რომ გვესწავლა იმ თანამედროვე წმიდა მამებისგანაც, რომლებიც ჩვენს დროში ცხოვრობდნენ. ესენი გახლდნენ: წმიდა პორფირი, წმიდა პაისი, წმიდა ღერონდა იაკობ ცალიკისი, ამფიკლიაში მდებარე დადიუს მონასტრის ბერი ამბროსი, ღერონდა იოსებ ვატოპედელი, პაპა მარკოზ მანოლისი, წმიდა ბერი ანტონ გიზელი და მრავალი სხვა.

Gerondes 01

თანმიმდევრობით მოგითხრობთ იმ საუბრების შესახებ, რაც მე ამ წმიდა მამებთან მქონდა. გადმოგცემთ ასევე, თუ რა გამიმჟღავნეს მათ თავიანთი უბრალო და პრაქტიკული ენით სინანულის საიდუმლოებაზე.

1982 წელს, რაღაც კონკრეტული პრობლემის გამო, გამიჩნდა საჭიროება იმისა, რომ  ჩემი სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, მომენახულებინა წმიდა პორფირი. მაშინ იგი მილესში მოღვაწეობდა. იქ, მანამ სანამ იმ შენობა-ნაგებობებს ააშენებდნენ, რომელთა ხილვაც დღესაა შესაძლებელი, იდგა ერთი ბარაკი, სადაც წმიდანი ცხოვრობდა და სადაც ხალხისაგან იბარებდა კიდეც  აღსარებას.

როგორც კი მამა პორფირი დავინახე, ვიგრძენი, რომ უფლის წინაშე ვიდექი. ვიგრძენი, რომ მას ვუცქერდი უფლის შიშით, რწმენითა და სიყვარულით.

– „ღერონდა, ერთი პრობლემა მაქვს“,- მივუგე მას.

-„ვიცი“,- მითხრა და გამიმჟღავნა კიდეც ჩემი პრობლემა, რაც უკავშირდებოდა ჩემს ყრმობის ასაკსა და ჩემს ოჯახს.

იმ დროისათვის უკვე დაქორწინებული ვიყავი და შვილიც მყავდა. ოჯახში წამოჭრილი სხვადასხვა ურთიერთობის შედეგად მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა გამომესწორებინა ჩემ თავში არსებული ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. თუმცა, ვხვდებოდი, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით თითქმის შეუძლებელი იყო ამ პრობლემასთან გამკლავება, რადგან ის ჩემში ჯერ კიდევ ყრმობის ასაკიდან არსებობდა.

წმიდა პორფირმა ზუსტად მითხრა, თუ რა პრობლემა მქონდა, ასევე – ის დროც და ასაკიც, როდესაც ის ვისწავლე.

ამის შემდეგ, ჩემი უძლურების შეგრძნება კიდევ უფრო გაიზარდა. წმიდანს ვკითხე:

– „რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ განვიკურნო?“

– „აღსარება უნდა თქვა“, მითხრა მან.

– „მაგრამ მე ხომ ძალიან ხშირად ვაბარებ აღსარებას ჩემს სულიერ მოძღვარს“, მივუგე.

– „ეს, რასაც შენ აკეთებ, არაა საკმარისი“, მითხრა. „აღსარება არ არის მხოლოდ ის, რომ წახვიდე შენს სულიერ მოძღვართან და გაუმჟღავნო შენი ცოდვები. აღსარება არის სინანული. ჯერ კარგად უნდა მოინანიო შენი ცოდვები, მერე კი წახვიდე და უთხრა მოძღვარს. გაიხსენე უძღები შვილის იგავი: ის ჯერ საკუთარ თავთან მივიდა, გააცნობიერა თავისი სიღარიბე და შიმშილი, იგრძნო, რომ მან დაკარგა მამის სიყვარული, გადაწყვიტა დაბრუნებულიყო თავის სახლში და იქ ეცხოვრა მსგავსად მამამისის მსახურებისა, შემდგომ კი მკვდრეთით აღდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დიდი სურვილითა და თავმდაბლობით დაბრუნდა, დარწმუნებული იყო, რომ მამა მას სიყვარულით შეხვდებოდა.

მაშინ მამამ თავის უძღებ შვილს ყოველივე მიუტევა და ბრძანა, რომ იგი შეემოსათ სამოსელი პირველით, თავისი ბეჭედი მიეძღვნათ მისთვის და მის პატივსაცემად ზუარაკი იგი ჭამებული დაეკლათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მამამ უძღები შვილი მიიღო. მიუტევა მას და განკურნა.

აი, ასე მოიქეცი, ყოველ დილით ადექი და მას შემდეგ, რაც იმ ლოცვებს წაიკითხავ, რომელთაც ჩვეულებრივად კითხულობ, შენს კანონს შეასრულებ, ან ფეხზე მდგომარე წაიკითხავ ან თუნდაც სკვნილით, შემდგომ ამისა, უთხარი იესო ქრისტეს შენი ცოდვების შესახებ ღმრთისა და იმ ადამიანთა წინაშე, რომელთაც ზიანი მიაყენე და პატიება შესთხოვე“.

– „და როგორ მივხვდე, რომ ცოდვები მომეტევა?“, ვკითხე.

– „განა არ ამბობს პავლე მოციქული, რომ სულის ნაყოფი არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, რწმენა? თუკი, ამ ყოველივეს იგრძნობ სინანულის ჟამს,  ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე მიიღე პირველი ულუფა ცოდვების მიტევებისა და მარადიული სიცოცხლისა. ანუ, როდესაც იგრძნობ უფლის არსებობას შენში, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მიგეტევა შენი შეცოდებანი!

თუმცა აქ არ ვჩერდებით. აქამდე მხოლოდ ეს ვთქვით – და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი.

იესო ქრისტე კი გვთხოვს, რომ ესეც ვთქვათ: ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, ასე არაა?“

– „ასეა“, ვუპასუხე.

– „ამ სიტყვებით იესო, რა თქმა უნდა, ამბობს, თუკი ჩვენ გულით არ მივუტევებთ მათ, ვინც ჩვენ ზიანი მოგვაყენა, არც იესო ქრისტე მოგვიტევებს ჩვენ ჩვენს ცოდვებს. მაშასადამე, უპირველეს ყოვლისა, შეინანე შენი ცოდვები და როგორც კი მიიღებ შენდობას, იგრძნობ სულიწმიდის მადლსა და შვებას, მაშინ შენც უნდა შეუნდო სხვებს.

სწორედ ეს არის ზუარაკი იგი ჭამებული, ცოდვათა შენდობა და მარადიული ცხოვრება, რაც პირველმა სწორედ უძღებმა შვილმა მიიღო თავისი მამისაგან, რადგანაც მან მოინანია და შემდეგ კი, იგი გაუნაწილა თავის მეგობრებს, ანუ სიყვარული შესთავაზა მათ, ვინც კი ზიანი მიაყენა მას და თავის გულში ისინი მტრებიდან მეგობრებად აქცია.

ყოველივე ეს შეესაბამება ასევე წმიდა სვიმეონ ახალიღმრთისმეტყველის სიტყვას, რომელიც სინანულის შესახებ წერს:

„გულმხურვალე ლოცვის შემდეგ, მუხლი მოიყარე და უთხარი შენი ცოდვები ღმერთს და თუკი, იესო ქრისტე არ მოგიტევებს შენს შეცოდებებს, თანახმა ვარ უარი ვთქვა ჩემს ცხონებაზე!“

მაშ ასე, თქვით აღსარება, როდესაც ლოცულობთ დილით, შეინანეთ თქვენი ცოდვები, და საერთოდ, მთელი დღის განმავლობაში იყავით ფხიზლად,  დაინახეთ, თუ როგორ არღვევთ იესო ქრისტეს მცნებებს უპირველეს ყოვლისა, თქვენი სურვილით, შემდეგ უკვე – თქვენი ფიქრით და ბოლოს კი – თქვენი საქმით. ამას ნიშნავს ქრისტეს სიტყვა, ფხიზლად იყავით და ილოცეთ.

საუბარი (პირველი ნაწილი) შედგა თესალონიკის წმიდა დიმიტრის სახელობის ტაძარში კონფერენციის, სახელწოდებით „მონანიების სიდიადე ადამიანის ცხოვრებაში“, ფარგლებში.

[გაგრძელდება]

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/04/05/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ac/feed/ 3595
შიშისათვის https://www.pemptousia.ge/2017/03/16/%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-3/ https://www.pemptousia.ge/2017/03/16/%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-3/#comments Thu, 16 Mar 2017 05:55:46 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50280 შიშისათვის

1. შიში ამპარტავნული სულის ბავშვური ჩვეულებაა.

2. შიში სარწმუნეობისგან გადახვევაა – მოულოდნელი ჭირის მოლოდინია.

3. მშიშარა უბედურებას წინასწარ წარმოიდგენს.

4. მშიშარა თავის გულს წარმოდგენილი შიშით მუსრავს.

Fovos 1

5. შიში იმედს გვიკარგავს.

6. ამპარტავანი სული შიშის მონაა, რადგან საკუთარი თავის იმედზეა და როდესაც რაიმე ხმას გაიგონებს, ძრწის.

7. მგლოვიარე და მგრძნობიარე გულმა შიში საერთოდ არ იცის, ხოლო ამპრტავანი შიშისგან კრთის, რადგან უფალი სამართლიანად მოუვლენს მას ამპარტავნებას, რომ სხვებიც შეშინდნენ და სიმდაბლე ისწავლონ.

8. ყველა მშიშარა ამპარტავანია, მაგრამ ყველა უშიშარი მდაბალი არ არის, რადგან ავაზაკები და საფლავის მბზარავები ადვილად არ კრთიან.

9. სადაც შიში გიპყრობს, იმ ადგილას ღამით მისვლას ნუ დაიზარებ, რადგან თუკი ეშმაკს დაუთმობ, ეს დასაგმობი და ბავშვური თვისება შეგაბერდება.

10. გზას რომ გაუდგები, ლოცვით შეიარაღდი და როდესაც მიხვალ, ხელი აღუპყარ უფალს და ჰგვემე მტერი იესო ქირსტეს სახელით, რადგან ცის ქვეშ და მიწის პირზე ამაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს.

11. როდესაც ამ სენისგან გათავისუფლდები, ადიდე მხსნელი, რადგან თუკი მადლობას შესწირავ, საუკუნოდ დაგიცავს იგი.

12. ჩვენი გლოვის შესაბამისად წარიდევნება იგი და როცა გლოვა შემოგვაკლდება, შიში ძლიერდება.

13. „შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეძრწუნდა“ (იობ. 4,15). – ამბობდა ელიფაზი მტრის ამ მზაკვრობის შესახებ და ამასვე ვამბობ მეც.

14. ზოგჯერ ჯერ სულს იპყრობს შიში, ზოგჯერ კი – ჯერ ხორცს, ხოლო მეორეს ამ ვნებას იგი გადასცემს, რომელიც პირველად მიიღებს მას.

15. როდესაც ხორცი შეძრწუნდება და სული კი შიშს არ მიიღებს, მაშინ ამ სენისგან გათავისუფლება ადვილია, მაგრამ თუ ყოველთვის – მოულოდნელ უბედურებასა და ოცნებას – შემუსვრილი გულით უშიშრად ვიტვირთავთ და არაფრად ჩავაგდებთ, მაშინ ჭეშმარიტად დაგვიტოვებია შიში.

16. არც ღამის სიბნელე და არც ადგილის უდაბურება არ აძლევს ჩვენზედ ძალას ეშმაკს, არამედ – სულის უნაყოფობა და ზოგჯერ კი ეს ღმრთის დაშვებითა და მისი განგებულებით ჩვენს განსასწავლად ხდება.

17. ვინც ღმრთის მონაა, მას მხოლოდ თავისი მეუფისა ეშინია, ხოლო ვისაც მეუფის შიში არა აქვს, მას საუკუთარი ჩრდილიც აშინებს.

18. როდესაც ბოროტი სული ესხმის თავს კაცს, მაშინ მისი ხორცი შიშობს, ხოლო, როდესაც ანგელოზი მიდის მასთან, სული სიმდაბლით ხარობს; ამიტომ, როდესაც ამ საშუალებით შევიცნობთ ღმრთის ანგელოზის მოსვლას, უნდა ვიჩქაროთ და სალოცავად წავიდეთ, რადგან კეთილი მცველი მოგვევლინა უფლისაგან, რომლისა არს დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წყარო: ღირსი იოანე სინელი ”კიბე ანუ კლემაქსი” სიტყვა 21 შიშისათვის

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/03/16/%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-3/feed/ 2664