Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
გამომცემელის არჩევანი – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 წმიდა გერასიმე პალადას გარდაცვალებიდან 300 წლის იუბილე https://www.pemptousia.ge/2014/11/13/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%92/ https://www.pemptousia.ge/2014/11/13/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%92/#comments Thu, 13 Nov 2014 07:33:30 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47388 L 31 sinx_Page_1

]]>
https://www.pemptousia.ge/2014/11/13/%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%92/feed/ 2506
დადება პატიოსნისა სარტყელისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა https://www.pemptousia.ge/2014/09/13/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%94/ https://www.pemptousia.ge/2014/09/13/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%94/#comments Sat, 13 Sep 2014 06:00:50 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46214 31 აგვისტოს / 13 სექტემბერს ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში დიდი ზეიმით აღინიშნება სავანის ერთ–ერთი მთავარი დღესასწაული – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის  წმიდა და პატიოსანი სარტყელის დღე. აქ უკვე რამდენიმე საუკუნეა დიდი მოწიწებით ინახავენ ამ წმიდა რელიქვიას.

ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელო და სარტყელო უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად გიან მარადის, რამეთუ შენ ზედა გონებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა, ამისთჳს გევედრებით: მშვიდობა სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ღმრთის შემწყნარებელი მუცელი შენი, ღმრთისმშობელო, რომელი შეიცვა პატიოსანმან სარტყელმან შენმან, არს სიმტკიცე ქალაქისა შენისა უბრძოლველისა, და საუნჯე კეთილთა მოუკლებელი, მხოლოო მშობელო, მარადის ქალწულო.

პატიოსნისა სარტყელისა შენისა დადებასა დღესასწაულობს დღეს ტაძარი შენი, ყოვლად საგალობელო, და ლმობიერად გიხმობს შენ: გიხაროდენ ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო.

Kytion Timias Zonis 89

]]>
https://www.pemptousia.ge/2014/09/13/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%94/feed/ 2719
ალექსანდრიის პატრიარქის ვიზიტი ათონის წმიდა მთაზე https://www.pemptousia.ge/2014/05/18/%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1/ https://www.pemptousia.ge/2014/05/18/%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1/#comments Sun, 18 May 2014 07:29:09 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47056 უნეტარეს თეოდორე პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა ახორციელებს ათონის წმიდა მთაზე ვიზიტს. ათონური ტიპიკონის თანახმად თბილი დახვედრა მოუწყვეს წმიდა კინოტის წევრებმა და მონასტრების წარმომადგენლებმა. დახვედრა შედგა დედაქალაქ კარიესში, დოქსოლოგია განხორციელდა პროტატონის ტაძარში, სადაც მის უნეტარესობას მისასალმებელი სიტყვით  მიმართა პროტოსმა.

Patriarxis Aleksandria Theodoros sto Agio Oros 01

სამადლობელ სიტყვაში უნეტარესმა თეოდორემ ისაუბრა იმ სულიერ კავშირებზე, რომელიც აქვს ათონის წმიდა მთას და გამოხატა ის დიდი სიხარული, რომ მან განახორციელა ეს ვიზიტი, რომელიც ვერ შეძლო განეხორციელებინა მისმა წინამორბედმა ტრაგიკულად გარდაცვლილმა პატრიარქმა პეტრემ.

Patriarxis Aleksandria Theodoros sto Agio Oros 02

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა მისმა მაღალუსამღვდელოესობამ მილიტოს მიტროპოლიტმა აპოსტოლოსმა გადასცა ყოვლადუწმიდესი ბართოლომეოსის გულითადი მოკითხვა და ხაზი გააუსვა ათონის წმიდა მთის მსოფლიო საპატრიარქოს კუთვნილებას. უნეტარესი თეოდორე ნაშუადღევს გაემგზავრება ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში, სადაც მიიღებს მონაწილეობას წმიდა გერასიმე პალადას ხსენების საზეიმო მსახურებაში.

Patriarxis Aleksandria Theodoros sto Agio Oros 03

Patriarxis Aleksandria Theodoros sto Agio Oros 04

Patriarxis Aleksandria Theodoros sto Agio Oros 05

 

 

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2014/05/18/%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1/feed/ 3415
ილია II – სააღდგომო ეპისტოლე https://www.pemptousia.ge/2014/04/22/%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-ii-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94/ https://www.pemptousia.ge/2014/04/22/%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-ii-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94/#comments Tue, 22 Apr 2014 20:40:31 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=47003 სააღდგომო ეპისტოლე

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II სააღდგომო ეპისტოლე.

Patriarxis Ilia II 115 sml

,,წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვივნეს,

სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს” (ფს. 84,10).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო და დედანო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, სასულიერო და საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

აღდგომის მადლითა და სიხარულით აღვსილი ვადიდებთ უფალს და თქვენ ყოველთა გულითადად გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

აღსრულდა!

აღსრულდა ის, რაც განჩინებული იყო უწინარეს საუკუნეთა!

,,ვნებითა მით შენითა, ქრისტე, ვნებათაგან განვთავისუფლდით და აღდგომითა შენითა ხრწნილებისაგან ვიხსენით, უფალო, დიდება შენდა!”

49 დღე ემზადებოდნენ მორწმუნენი ამ ზეიმის შესახვედრად.

შვიდი კვირის განმავლობაში ყველანი ვცდილობდით სულიერი კიბით ზესვლას, რათა ძალისამებრ ჩვენისა მომზადებულნი ვზიარებოდით პასექის სიხარულს, რომლის სადიდებელად ენა ამაოდ დაშვრება, რადგან ადამიანური მეტყველება უძლურია, გადმოსცეს ღმრთის სიყვარულის ის საოცარი გამოვლინება, რისი მომსწრე და მხილველიც კაცთა მოდგმა 1981 წლის წინ გახდა.

აღდგომა, ეს არის ნეტარ მარადისობასთან ზიარების, წარუვალი სიკეთისა და სიხარულის მაუწყებელი დღე.

,,სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?

სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?” (I კორ, 15,55).

ქრისტე აღდგა! გიხაროდეთ!

გარდა იმისა, რომ მაცხოვარმა ჩვენმა ბოროტება შემუსრა, თითოეულ ჩვენგანს უჩვენა გზა ხსნისა, უჩვენა მაგალითი ცხოვრებისა, ისეთი სიცოცხლისა, რომელიც ჭეშმარიტ ბედნიერებასთანაა დაკავშირებული. ბედნიერება, ეს არის ის ცნება, ის მდგომარეობა, რომელსაც ესწრაფვის ყველა ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნისა და ერის წარმომადგენელია იგი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ბედნიერებას ესა თუ ის პიროვნება სხვადასხვანაირად აღიქვამს. მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ ზოგნი ამას ღმერთთან სიახლოვეში ხედავენ, ზოგნი კი, მის გარეშე მოიაზრებენ.

ამ გაორებას სათავე სამოთხეში დაედო.

ღმერთთან ერთობის პერიოდში ადამი და ევა აქ უზრუნველად ცხოვრობდნენ, მაგრამ, როდესაც მათ, საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად განდიდების მიზნით, უფლის დარიგება უგულებელყვეს, ქვენა მიდრეკილებებს გაუხსნეს კარი და თვითონაც და მათი შთამომავლობაც გაორდა:

კაენის სულის მქონეთ ღმერთს ზურგი აქციეს და დაემონნენ ეგოისტურ ზრახვებს, ამბიციას, ხორციელ და გრძნობად მოთხოვნილებებს: ისინი ცდილობენ აქ, ამ წუთისოფელში, მიიღონ შესაძლო პატივი, სიმდიდრე, სიამოვნება… იმქვეყნიური ცხოვრებისა კი ან არ სწამთ, ან ამ თემაზე საკუთარი წარმოდგენა აქვთ და ყველაფერს სათავისოდ განსჯიან.

აბელ-სეითის გზით მავალნი კი ბედნიერებას მხოლოდ უფლის წიაღს უკავშირებენ.

მათთვის მიწიერი ცხოვრება, ეს არის სამოთხიდან განდევნილთა ადგილი, ის დრო და სივრცე, სადაც ადამიანმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს თავისი ხვედრი და შეამზადოს თავისი მარადიული მომავალი.

ასეთი პიროვნებებისათვის ადამიანური ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო შემოქმედის ამ სიტყვებშია გაცხადებული: ,,შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნებაჲ. მეორე არის: შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი” (მარკოზი 12, 30-31).

პირველი მცნება გულისხმობს ღმრთისადმი ისეთ სიყვარულს, რომელიც ყველაზე ძლიერი უნდა იყოს ჩვენში.

– როგორ მივხვდეთ, ვართ თუ არა ამ განწყობით?

– შემოქმედზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავისი და არაფრის სიყვარული და ამასთან, ყოველივე ჩვენს თავზე მოწევნული, – სიხარული თუ განსაცდელი, – უნდა მივიღოთ მადლიერებით.

– განა თუნდაც მშობლების ან შვილებისადმი გამორჩეული სიყვარული სწორი არ არის?

– ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა, გულმხურვალე, თავგანწირული სიყვარულის რელიგიაა და, ბუნებრივია, ახლობლებისადმი დიდი სითბოსა და მზრუნველობის გამოჩენა არა თუ კარგია, ჩვენი ვალდებულებაა. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენც, ჩვენს მშობლებსა და მათ წინაპართ, ისევე როგორც ჩვენს შვილებს და მათ შთამომავლებს, სიცოცხლეც და სხვა ყოველივე სიკეთეც უფლისაგან მოგვეცა. იგი არის ყველაზე დიდი მშობელი, ყველაზე დიდი ახლობელი ყველასათვის, ყველაზე მართალი და გულწრფელი გულშემატკივარი, იმედი და ნუგეშინისმცემელი ჩვენი.

ამიტომაც, როცა, თუნდაც, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საჭიროა ჩვენთვის.

– მაგალითად, შვილის გარდაცვალებაც?

– რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ტკივილია და ბოლომდე ღმრთის განგებულებას ვერავინ ჩაწვდება. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ვხედავ იმ აზრს, რომ უფალს ადამიანი თუნდაც ახალგაზრდა, გაყავს ამ ქვეყნიდან მისი ცხონებისათვის საუკეთესო პერიოდში. და, ბუნებრივია, იგი ცათა შინაც შესაფერის ადგილს დაიმკვიდრებს; ხოლო ის ტკივილი, რაც მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს მიეყენებათ, კიდევ ერთხელ დააფიქრებთ მათ სიცოცხლის საზრისზე, მთავარ ღირებულებებზე, ცხოვრების წესზე, ზესთასოფელზე. . .. ყოველივე ეს კი იწვევს ფერისცვალებასა და უკეთესობისაკენ მათ შეცვლას. ანუ, ფაქტობრივად, ეს ახალგაზრდები მიზეზნი ხდებიან თავისი ახლობლების სულიერი გადარჩენისაც, რაც უდიდესი მადლია იმ ქვეყნად წასულთათვისაც და აქ მყოფთათვისაც;

ხოლო თუ ამ ხალხს ასეთმა განსაცდელმაც ვერ უშველა, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათს გულებში უფლის ადგილი არც არასოდეს იქნება.

– და რაკი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მითუმეტეს ჩვენს დროში, განსაცდელებით ამიტომ ვართ სავსენი?

– ეს, მართლაც ასეა. დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხლტეს.

ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, თუმცა თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ.

თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად ,,ბოჭავს” ადამიანს და ,,თავისუფლებას” აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ. აჩვენებენ სადიზმითა და სექსოპათიით გაჯერებულ ფილმებს და თან ,,გართობის” მიზნით სხვადასხვა ,,შოუსა” და გადაცემებში ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, რათა, მათი თქმით, ხალხი ,,განკურნონ ნევროზისა და ფობიებისაგან.”

ეს მეთოდიკა ისეთი ფორმით ინერგება, რომ ზოგჯერ თვით ამ ,,სპექტაკლების” მონაწილეთაც არ ესმით, სინამდვილეში რას ემსახურებიან და რატომ აქვთ ასეთი დაკვეთები. ვითომ ორიგინალობის და სიახლის შემოტანის სურვილით აკეთებინებენ ამას, სინამდვილეში კი საყოველთაო ურწმუნოებასა და ეშმაკეულ ცნობიერებას ამკვიდრებინებენ, რითაც, რა თქმა უნდა, ღმერთს განარისხებენ:

,,ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ (მათე 18,6, 18,7) – ბრძანებს უფალი.

ბუნებრივია, ადამიანის ისედაც სუსტ ბუნებას უჭირს გაუძლოს ბოროტის ამდენ მახეს. ამიტომაც, სახეზე გვაქვს საყოველთაო დაცემა და ამ ფონზე არც მართლმადიდებლები არიან განსხვავებულ მდგომარეობაში. მათ შორისაც გახშირდა სიცრუე და ღალატი, ეგოისტური მიდგომები, უარის თქმა ოჯახურ ვალდებულებებზე, გულგრილობა. ყოველივე ეს კი სულიერ სამყაროში იწვევს სერიოზულ რღვევებს, რასაც ზოგიერთი გრძნობს, მაგრამ არ რეაგირებს, ზოგიერთი კი ვერც აცნობიერებს და აგრძელებს ცოდვასთან კავშირს.

მაგრამ თუ უფალს ეს ადამიანი უყვარს და არა ჰყავს მიტოვებული, მასზე ღმრთისაგან დაეშვება განსაცდელი (ან განსაცდელები), რათა იგი გამოფხიზლდეს და დაფიქრდეს თავის მდგომარეობაზე.

ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მოხდება გაცნობიერება დანაშაულისა და მისი გამოსყიდვა.

მე პირადად არაერთი ადამიანი მინახავს გულწრფელი აღსარებითა და ზიარებით მძიმე სენისაგან განკურნებულნი, ასევე რთული და, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან თავდახსნილნი; ეს ხომ დასჯა არ არის! იგი უფსკრულიდან ჩვენი ამოყვანაა, ჭუჭყისაგან ჩვენი გათავისუფლებაა.

ამიტომაც განსაცდელი მადლიერებით უნდა მივიღოთ.

ამასთან, ჩვენს თავში უნდა გავაძლიეროთ მებრძოლი სული, არ შევეგუოთ დაცემას, რამდენჯერაც არ უნდა შეგვემთხვას იგი, და ყოველთვის უნდა მოვძებნოთ ძალა ვნებათა დასათრგუნად, ასადგომად და გზის გასაგრძელებლად.

,,სასუფეველი ცათაჲ იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი,” (მათე 11,12.). ანუ სასუფეველი ცათა საკუთარ თავთან ჭიდილით, – ცოდვათა დაძლევით მოიპოვება და ვინც ამ ომში გაიმარჯვებს, ის დაიმკვიდრებს მას.

ვიმეორებ, ეს დაპირისპირება დღეს განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს. ბოროტი თავგამოდებით იბრძვის და ჩვენც თავგამოდებით გვმართებს დავიცვათ ჩვენი მეობა, ჩვენი სული, ჩვენი ღირებულებები.

მაცხოვარი ჭეშმარიტ ქრისტიანებს თავისიანებსა და რჩეულებს უწოდებს და ასე მოიხსენებს: ,,ვიცნი ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ” (იოანე 10,14).

როგორი დიდი წყალობაა, უფალს მიაჩნდე თავისიანად!

მე მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს, რომელმაც ბოლო პერიოდში მრავალი განსაცდელი გადაიტანა, – არ შედრკეთ! ეს ტკივილი, ეს მწუხარება სწორედაც ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ამიტომაც გვწვრთვნის შეცოდებათა გამო.

– მართალია, სხვათა მსგავსად ჩვენც რთულ დროში გვიწევს ცხოვრება და ეს გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მრავალი ტაძარი აიგო, ეკლესიები სავსეა ხალხით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს. სხვაგან ასეთი პროცესები არ არის, თუმცა ისინი ჩვენზე უკეთ არიან. ჩვენ რა დავაშავეთ, რომ გამოცდის და განსაცდელების პერიოდი ასეთი ხანგრძლივი და მძიმე აღმოჩნდა?

– ჯერ ერთი, ვისაც ბევრი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. ჩვენს ხალხთან მიმართებაში სწორედ ეს ვითარებაა. ამასთან, მართალია, საზოგადოებაში დიდი დადებითი ძვრები მოხდა, მაგრამ მთავარი ნაკლოვანებები ჯერ კიდევ არ არის გამოსწორებული.

თითოეულმა ჩვენგანმა (ამჯერად ვგულისხმობ მხოლოდ მორწმუნეთ, მათ შორის სასულიერო პირებსაც) ჩავიხედოთ სულში და პირუთვნელად შევაფასოთ ჩვენი განწყობები და დამოკიდებულებები.

ვფიქრობ, ცოტანი არიან ისეთნი, რომელთა გულის ტახტზე უფალია დაბრძანებული. უმეტესი ნაწილი კი ძირითადად, სიტყვით და ნაწილობრივ კი, საქმითაც ღმრთის მადიდებელია, მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის მინდობილი ღმერთს.

ეს ჰგავს იმ პიროვნების მდგომარეობას, რომელმაც ცურვა არ იცის, ზღვის სანაპიროზე მხოლოდ ფეხს ისველებს და ზღვაში ცურვის სიყვარულზე კი საუბრობს.

რა თქმა უნდა, ათეისტური აზროვნებისაგან ხალხი მალევე ვერ განთავისუფლდება და ზემოთქმული ამის შედეგიც არის, მაგრამ უკვე დადგა დრო, მთავარი სულიერი ორიენტირების გასწორებისა; ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, მთელი ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი ვედრება ამაო იქნება, რადგან არასწორად აღვლენილი ლოცვა ჰაერში განიბნევა და შედეგს ვერ გამოიღებს.

ჩვენი ცხოვრება, ჩვენი საქმიანობა, აზრი და ფიქრიც კი, შესაძლებლობისამებრ, ღმერთით უნდა იყოს განმსჭვალული და სწორებას მუდამ მასზე უნდა ვახდენდეთ. ასეთი დამოკიდებულება სასიცოცხლოდ აუცილებელი არის თითოეული ჩვენგანისთვის.

მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, თავი დავიცვათ ცოდვისაგან და მივუახლოვდებით იმ მდგომარეობას, რაც დაცემამდე იყო შემოქმედსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის, – შევცურავთ უფლის სიყვარულის ოკეანეში და აღვივსებით მისი მადლითა და წყალობით.

ვინ არის მოყვასი და რატომ არის მისი სიყვარული ჩვენი გადარჩენისათვის, ასევე, აუცილებელი პირობა?

– მოყვასია ყველა, ვინც კი ცხოვრების გზაზე გხვდება. დაწყებული შენი ოჯახის წევრებიდან, ახლობლებიდან და მეგობრებიდან და დამთავრებული უცნობი, მაგრამ შენთან შეხებაში მყოფი პიროვნებებით; რა თქმა უნდა, ამათ რიცხვში შედიან ის ადამიანებიც, რომელთაც ჩვენ მტრებს ვუწოდებთ.

ახლობლებისა და ჩვენი მოყვარული ადამიანების სიყვარული რომ აუცილებელია, გასაგებია. ეს გრძნობა იმდენად ბუნებრივად მკვიდრობს ჩვენში, რომ აქ მოვალეობაზეც კი ლაპარაკი არ არის, ეს ჩვენი მოთხოვნილებაა.

ჩვენი ხალხის ხასიათის წარმოსაჩენად ორ მომენტს გავიხსენებ: თუკი ქვეყანამ გაუძლო ბოლო ოცი წლის დუხჭირ ცხოვრებას, ეს სწორედ მეგობრების, მეზობლების, ნათესავების ერთსულოვნებით მოხდა. უბრალო ადამიანები, თვითონაც არას- მქონენი, მასზე გაჭირვებულთ უშურველად უნაწილებდნენ თავის ლუკმას, რაც ბუნებრივად, დაუყვედრებლად ხდებოდა.

ეს ხომ გმირობის ტოლფასია!

თქვენ იცით, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და მოვუწოდებ უცხოეთში წასულ ქართველებს, დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ ეძიონ საშუალებები დასაქმებისა, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფასო ამ ადამიანების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების, თავდადება, როგორც თავისი შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ.

მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს, რომ როგორმე ფიზიკურად გადაერჩინათ თავისი საყვარელი პიროვნებები.

ეს მოყვასის მიმართ შეწირული მსახურებაა.

– ჩვენს ურთიერთობებში დიდი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ცოდვას ვეხებით და წყენა და გულისტკენა ჩნდება. როგორ მოვიქცეთ?

– ცოდვის პირველი უცილობელი წამალი სინანულია.

თუ შენ ხარ დამნაშავე, ბუნებრივია, ბოდიში უნდა მოიხადო, აღიარო დანაშაული, მიხვიდე მასთან, ვისაც გული ატკინე და სთხოვო პატიება. ეს შენი ვალდებულებაა. თუმცა ადამიანებს ზოგჯერ უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა და პატივმოყვარეობის დაძლევა, რაც ფრიად სამწუხაროა.

– როგორ ვიგრძნოთ, გულით ვაპატიეთ, თუ არა სხვას დანაშაული?

– პატიება ნიშნავს არა მარტო იმას, რომ სამაგიეროს არ მიაგებ მას, არამედ იმასაც, რომ დაფარავ და არ განაცხადებ შენი შემცოდის ცოდვას. უფრო მაღალი საფეხური კი გულისხმობს იმ მდგომარეობას, როდესაც ამ ადამიანს შენ სიკეთით უპასუხებ.

– შეიძლება ნაკლებად შემცოდეს შეუნდო, მითუმეტეს, თუ იგი შენდობას ითხოვს, მაგრამ როგორ შევიყვარო მტრები, ისინი, რომელნიც უსამართლოდ, საშინლად გვექცევიან?

– ცოდვა, რა თქმა უნდა, არ არის ის, თუ ასეთ დამნაშავეს სამართლებრივ ფარგლებში პასუხს მოთხოვ, მაგრამ ეს ურთიერთობის შედარებით დაბალი დონეა.

საერთოდ კი, შენ უნდა მოინდომო, მას აუხსნა საქმის რეალური ვითარება, რომ გაღიზიანება დაიძლიოს; მაგრამ თუ ეს ქმედება ამაო გამოდგა, იგივე ახლა სხვათა საშუალებით გააკეთე; ხოლო თუ შედეგი ამ შემეთხვევაშიც ვერ მიიღე, ეცადე ღმრთის სადიდებელად დაითმინო ცილისწამება, რითაც შენს სხვა მრავალ ცოდვას აღხოცავ და სულიერადაც ამაღლდები; მაშინ ,,მტრის” შხამიანი ქმედებების მიღმა დაინახავ, რომ შენი შეურაცხმყოფელი, ფაქტობრივად, თავისი ნებით წირავს თავს შენი განწმენდისათვის და ამასთან, უღირსი საქციელის გამო, საკუთარ თავს გაუცნობიერებლად, ღმრთის რისხვას უმზადებს.

განა რა უნდა იყოს ამაზე მეტი სასჯელი მისთვის! შენ კი, თუ გონიერი ხარ, ასეთ პიროვნებაში დიდ კეთილისმყოფელს აღმოაჩენ, შეიბრალებ და შეიყვარებ მას.

ასე რომ, ჩვენი პირადი მტრის შეყვარება შესაძლებელია!

გავიხსენოთ მამა გაბრიელი (ურგებაძე),  – აღმსარებელი და სალოსი.

მოგეხსენებათ, სალოსობის ინსტიტუტი, ძველი დროიდანვე იყო ცნობილი მართლმადიდებლობაში, მაგრამ ამ გზით მავალნი ძალიან ცოტანი იყვნენ;

ისინი ყველას დასანახად ისე იქცევიან, რომ თავის არარაობას გაუსვან ხაზი და სხვათა თვალში დამცირდნენ. ანუ სალოსები მარტო კი არ ითმენდნენ შეურაცხყოფას, არამედ საზოგადოებაში ხელს უწყობდნენ მათზე უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რათა ყველასაგან ფარული, დიდი ღვაწლი ლოცვისა ეტვირთათ არა მარტო ცალკეული პიროვნებისა და ერისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.

ასე იცხოვრა მამა გაბრიელმაც, – დაიმდაბლა თავი და ამიტომაც ამაღლდა.

არანაკლები მადლმოსილება აქვთ ბეთანიელ ბერებსაც, – არქიმანდრიტებს: გიორგი მხეიძესა და გიორგი-იოანეს(მაისურაძეს) და XX ს-ში გაბრწყინვებულ სხვა წმიდანებს (აღარაფერს ვამბობთ წინა საუკუნეებში მოღვაწე სხვა წმიდანებზე).

– გამოდის, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის მტერი არ არსებობს?

– მტერი არსებობს და მისი სახელი არის ბოროტი სული, ეშმაკი, რომელიც თავისი მიზნების განსახორციელებლად იყენებს ცალკეულ პიროვნებებს, განსაკუთრებით ურწმუნოთ. აი, ვინ უნდა გვძულდეს და მოვიძაგოთ. მისი გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანები კი, – გვიყვარდეს და გვებრალებოდეს, როგორც სნეულნი და ვეცადოთ, ვუმკურნალოთ მათს წყლულებს.

არსებობს ასეთი მოკლე ლოცვა:

ღმერთო, აცხოვნე (უნდა ითქვას მაჭირვებელთა სახელი) და მისი ლოცვით მეც მაცხოვნე, – ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა.

მაგრამ, მოგეხსენებათ, წამლობა ხშირად მწარეა, თუმცა მისი მიღება აუცილებელია ჩვენი გამოჯანმრთელებისთვის. ასეა ცხოვრებაშიც, სიყვარული არ ნიშნავს ყოველივეს პატიებას, დაუსჯელობას. უფალიც ხომ გვწვრთნის დანაშაულთა გამო! ამიტომაც, ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული არ ნიშნავს უმოქმედობას, რომ ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ღირსების დაცვა და პატივმოყვარეობა, თავდაცვა და ძალადობა, სიმართლის თქმა და განკითხვა, მხილება და დაბეზღება, დათმენა და სისუსტე.

შეუძლებელია, შენი სახელმწიფოს მტრების მიმართ იყო გულგრილი და არ დაიცვა ქვეყანა, მისი წარსული და მომავალი როგორც სიტყვით, ისე ფიზიკურადაც.

შეუძლებელია, სიწმინდის ტოლფასად ცოდვის აღიარებას გაიძულებდნენ და ეს დაუშვა.

შეუძლებელია, მეგობარს, ზოგადად ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ან თუნდაც უსამართლოდ ეპყრობოდნენ და თანადგომა არ გაუწიო მას.

უკიდურესობები არაფერში არ ვარგა, მით უმეტეს, აზროვნებაში. ამ სფეროში უკიდურესობებს მივყავართ ან ფანატიზმამდე, ან ფსევდო-ლიბერალიზმამდე. ორივე გადახვევაა ჭეშმარიტებიდან და, ამდენად, მიუღებელიც.

პიროვნების სწორად ჩამოყალიბება დამოკიდებულია ოჯახში აღზრდაზე. ეს გარემო, სასწავლებელთან და ეკლესიასთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდის ფორმირებაში.

კომუნისტური რეჟიმის პირობებში ბევრი რამ დამახინჯდა, გაუკუღმართდა, მათ შორის, შვილებისადმი სიყვარულიც. მშობლები თავისი გაგებით უფრთხილდებიან მათ და ცდილობენ, ჰქონდეთ საუკეთესო ჩასაცმელი, არაფერი ეტკინოთ, არ ეწყინოთ, არ დაიღალონ, არამედ გაერთონ და ისიამოვნონ… ანუ უქმნიან სასათბურე პირობებს და თავისდაუნებურად ბავშვებში ეგოისტურ სულს აღაზევებენ.

ეს არის გაუცნობიერებელი მტრობა შვილების მიმართ!

ასეთი დამოკიდებულების შედეგად ახალგაზრდა უსუსური ხდება, არა აქვს შინაგანი სიმტკიცე, ხშირად იჩენს სიმხდალეს, მუდმივად ეძებს საყრდენს და სხვაზეა დამოკიდებული, დაქვეითებული აქვს აზროვნებაც და სიცოცხლისუნარიანობაც; ამასთან, არის ამბიციური და ,,მე”-ზე ორიენტირებული.

ეს ყველაფერი სხვადასხვა ეკონომიური შესაძლებლობის მქონე ფენაში სხვადასხვა სახით ვლინდება, თუმცა დიდ ნაწილში ერთი საერთო მდგომარეობა შეიმჩნევა, _ არსებულით დაკმაყოფილება, უინიაციტივობა და მიშვებულობა.

ხშირია შემთხვევები, როცა მათ ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ ეზარებათ ვითარების გამოსწორებისათვის ზრუნვა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფნიც, ზედმეტად თავს არ იწუხებენ, რადგან არა აქვთ ძიების სურვილი. ეს მოსწავლეები და სტუდენტები ამთავრებენ რა სასწავლებელს, ამთავრებენ ურთიერთობას წიგნთან და მხოლოდ ინტერნეტის თამაშებით იქცევენ თავს.

ბევრი მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად; ამასთან, თუ ერთხელ არ გაუმართლა მცდელობამ, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და იწყებს ცხოვრების კიბეზე კიდევ უფრო დაღმა დაშვებას. ამიტომაც გამრავლდა ნარკომანია, ლოთობა, ქურდობა, მკვლელობა, აღვირახსნილობა… ეს ყველაფერი არასწორი აღზრდის შედეგია.

ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად უნდა აღვზარდოთ და, პირველ რიგში, ღმრთის სიყვარული და იმედი შთავუნერგოთ; იმედი იმისა, რომ თუ სწორად იცხოვრებენ, მარტონი არასოდეს იქნებიან და პრობლემებს უფლის შეწევნით აუცილებლად გადალახავენ.

ამასთან, პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრებისადმი და, საერთოდ, ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვარს და სხვისი სიხარულით გახარებას, უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას, რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა, შრომასა და წიგნის კითხვას; ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.

ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვა აუცილებელია ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად, რომ საჭიროების შემთხვევაში თავიც დაიცვას და სხვაც, ამასთან, გაარჩიოს, სად არის შავი და სად – თეთრი, რა არის კარგი და რა – ცუდი პირადად მისთვის, მისი ოჯახისათვის, ახლობლებისა და ქვეყნისათვის, რომ თავის შინაგან სამყაროში იგრძნოს სილაღე, თავისუფლება, სიძლიერე და სიყვარულით აღვსილი ამ თვისებების სხვათათვის გამზიარებელი იყოს სიცოცხლის ბოლომდე.

ამ მიზნის მისაღწევად დედ-მამამ პირადი მაგალითი უნდა უჩვენონ და, ამავე დროს, ურთიერთპატივისცემითა და შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ.

ქართველი ქალი ყოველთვის იყო ოჯახის დედა-ბოძი და დღესაც, ემანსიპაციის პირობებში, ისევ მან უნდა შეძლოს მთავარი გამაწონასწორებლი როლის შესრულება ოჯახში და ყველა წევრის ჩაბმა მომავალი თაობის სწორად აღზრდის პროცესში (აქ იგულისხმება ოჯახური საუბრები, საინტერესო თემების განხილვა და სხვა).

სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბავშვები დაიცვას მავნე ზეგავლენებისაგან, შესთავაზოს სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი და ამასთან სკოლიდანვე შეაჩვიონ პატარები ანალიტიკურ აზროვნებას; უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ საინტერესო წიგნებს და გაარჩევენ მათ, დაწერენ თავისუფალ თემებს და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხზე.

ახალგაზრდებმა და, საერთოდ, ნებისმიერმა პიროვნებამ, ღრმა აზროვნების განსავითარებლად საჭიროა იკითხონ როგორც სასულიერო წიგნები, ისე მხატვრული, ფილოსოფიური, ისტორიული, ფსიქოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურა; ამის გარეშე მათი ხედვის დიაპაზონი ვიწრო იქნება და ვერ გააკეთებენ სწორ არჩევანს.

ისინი უნდა აკონტროლებდნენ თავის ფიქრებს, უნდა იცოდნენ, სად არის ოქროს შუალედი, სად უნდა დაედოს ზღვარი მათს აზროვნებას, რომ უფლისაგან მონიჭებული არჩევანის უფლება და თავისუფლება ბოროტის მსახურებად არ აქციონ. თუ ეს განხორციელდა, მაშინ მშობლებს შეუძლიათ ჩათვალონ თავისი ვალი შვილებისა და სამშობლოს წინაშე აღსრულებულად.

დაახლოებით ასეთია მორწმუნის დამოკიდებულება ბედნიერებისადმი.

ყოველივე ზემოთქმული კი ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენ ვისწავლოთ იმ გზებით სიარული, რომელიც ნამდვილ ბედნიერებასა და სიყვარულს გვაზიარებს და რწმენით, ჭეშმარიტებით, სიწმინდით, სიკეთითა და სიხარულით აღგვავსებს.

ამ მადლს არცერთი ეპოქა არ მოიცავდა სრულად, მაგრამ არც ისეთი დრო ყოფილა ოდესმე, რომ სრულად განძარცვლი ყოფილიყო იგი ამ წყალობათაგან.

დღესაც, ტექნიკის განვითარებისა და მისი ბატონობის პერიოდში, ამბიციურობის, ცრუ ჰუმანიზმის, ნელ-თბილი რწმენისა და ბოროტთან საიდუმლო გარიგების ხანაში, კვლავ გვესმის აღდგომილი მაცხოვრის იმედისმომცემი და განმამტკიცებელი ხმა:

,,მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა” (მათე 28,20)!

მაშ, ვისი მეშინოდეს, ან ვისგან შევძრწუნდე?

მართალია, ბოროტი ძალა გამუდმებით გვებრძვის, მაგრამ მასზე განუზომლად ძლიერი და დაუსაბამოა ღმერთი, რომელიც მუდამ ჩვენთან არის და დღესაც სააღდგომო ტრაპეზზე გვიხმობს: ქართველებს, ოსებს, რუსებს, აფხაზებს, ბერძნებს, იეზიდებს, უდიებს, ასირიელებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, უკრაინელებს… როგორც მესამე, ისე მეთერთმეტე ჟამის ქრისტიანებს.

მაშ, რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა; რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა ამას უფლისასა… და ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა… რამეთუ აღსდგა ქრისტე და დაირღვა ჯოჯოხეთი; აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიც არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

ილია II

აღდგომა ქრისტესი 2014,

20 აპრილი.

]]>
https://www.pemptousia.ge/2014/04/22/%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-ii-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94/feed/ 3837
როგორ დავიცვათ ჩვენი სულიერი ტაძრის სიწმინდე? (I ნაწილი) https://www.pemptousia.ge/2014/04/04/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a/ https://www.pemptousia.ge/2014/04/04/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a/#comments Fri, 04 Apr 2014 11:22:06 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46970 მოუსმინეთ ქრისტეს დიდი მოციქულის – წმიდა პავლეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვან და აუცილებელ სიტყვებს:

„არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ“ (კორინთელთა მიმართ I ეპ. 3, 16-17).

Stauros 002

ეს საოცარი სიტყვებია. როდესაც მათ ვისმენთ ან პირველად ვკითხულობთ, ისინი გვანცვიფრებენ, გვაოცებენ და ჩვენში შიშს იწვევენ, რადგან, განა კი შესაძლებელია, რომ ჩვენ – ესოდენ უწმინდური და უღირსი არსებები ღმრთის ტაძარს წარმოვადგენდეთ? როგორ შეეძლო მოციქულს ასეთი რამის წარმოთქმა? დიახ, დიდ მოციქულს შეეძლო და ამის თქმის უფლებაც ჰქონდა, რადგან ყოველი ქრისტიანი, ვინც კი წმიდა ნათლობის ემბაზიდან გამოდის, რეალურად სული წმიდის ტაძარი ხდება. ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებათა შედეგად სული წმიდა მკვიდრდება ადამიანში და მისი სხეული სული წმიდის ტაძრად იქცევა.

მიუხედავად ამისა, ადამიანი არ კარგავს თავისუფლებას. მას შესაძლებლობა აქვს ან შეინახოს სული წმიდის ეს უდიდესი მადლი, როგორც უძვირფასესი განძი, რომელიც საიდუმლოებათა შედეგად მოიპოვა, და პატივი სცეს თავისი ტაძრის სიწმიდეს, ან კი, ასევე შეუძლია უგულებელჰყოს და დაივიწყოს იგი. გარდა ამისა, მას აქვს შესაძლებლობა, რომ ჩაიდინოს დიდი ცოდვაც კი, რაც მისი სხეულის ტაძრისთვის დამღუპველი იქნება. ეს უკანასკნელი ძალიან საშიშია, რადგან, როგორც მოციქული პავლე ამბობს: „რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან“ (კორინთელთა მიმართ I ეპ. 3, 17). უფალი მკაცრად სჯის იმ ადამიანს, ვინც  ღმრთის ტაძარს ანადგურებს.

მაშასადამე, ჩვენ, ჩვენი გონებისა და გულის მთელი ძალისხმევით, ყოველთვის უნდა დავიცვათ სული წმიდის ის მადლი, რომელიც ნათლობისა და მირონცხების დიდი საიდუმლოების შედეგად გვებოძა. როგორ მივაღწიოთ ამას? როგორ დავიცვათ ჩვენი სულის ტაძრის სიწმიდე? იმისათვის, რომ ამას ჩავწვდეთ, მოდით თავდაპირველად გავიაზროთ, თუ რა იცავს და რა ანადგურებს ერთ რომელიმე ხელთქმნილ ტაძარს, რომელიც უსულო მასალისგან – ქვისგან ან ხისგანაა აგებული, და მაშინ უფრო ადვილად გავიგებთ, თუ რა გზით ნადგურდება ჩვენი სხეულის სიწმიდე.

ტაძრის შენობა წმიდად იქცევა იმ ღმრთისმსახურებებისა და საიდუმლოებების შედეგად, რომელიც მასში აღევლინება, და უპირველეს ყოვლისა კი, ღმრთაებრივი ზიარების დიდი საიდუმლოს შედეგად. გარდა ამისა, – ათასობით მორწმუნის ევქარისტიების, ლოცვების, მეტანიებისა და ცრემლების შედეგად. ღმრთის სახლი კურთხეულია ასევე ღმრთისმსახურებებისას წმიდა წერილის კითხვითა და ქადაგებებით.

რა ბილწავს და რა ანადგურებს ხელთქმნილ ტაძარს? როდესაც მასში აღარ სრულდება ყოველდღიური მსახურებანი და აღარ აღესრულება ღმრთაებრივი ზიარების ყოვლად წმიდა საიდუმლო, სწორედ მაშინ ნადგურდება ხელთქმნილი ტაძარი. ეკლესია უკაცრიელდება და ლოცვის სახლის მაგივრად მძარცველების მღვიმედ გადაიქცევა, ივსება ობობებით, ღამურებითა და სხვადასხვა სიბინძურით. სწორედ მაშინ კარგავს იგი თავის სიწმიდეს. სულის სიღრმემდე შეძრულნი ვართ იმის გამო, რომ ჩვენს დღეებში კეტავენ და შეურაცხყოფენ ეკლესიებს.

მიუხედავად ამისა, თუნდაც არ მოხდეს ეს საშინელი მოვლენა და გაგრძელდეს მათში ღმრთისმსახურებების აღვლენა, ტაძარი შებილწულია და გაუკაცრიელებულია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანების სახელი ჰქვიათ,  სინამდვილეში კი ისინი არ არიან ქრისტიანები. მცირე არ არის იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ტაძარში უწმიდური გულით მოდიან და სწორედ იმ დროს, როდესაც სრულდება გასაოცარი და უსისხლო მსხვერპლშეწირვა, ერთმანეთში საუბრობენ ან ადგილებს იცვლიან, ხან კი ერთმანეთს მუჯლუგუნებს ურტყამენ და ჩხუბობენ კიდეც.  ესეც ტაძრის შეურაცხყოფა და განადგურებაა. დაე, დაფიქრდნენ ეს ადამიანები პავლე მოციქულის შიშის მომგვრელ სიტყვებზე: „რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან“.

ზუსტად იმავე ხერხით, რა ხერხითაც იკურთხევა ან წაიბილწება ხელთქმნილი უფლის სახლი, იკურთხევა ან ნადგურდება ჩვენი სხეულის ტაძარიც, რომელშიც სული წმიდაა დავანებული. ჩვენი სულისა და სხეულის ტაძარი ყოველთვის უნდა იწმინდებოდეს ისეთი ცხოვრებით, რომელიც იესო ქრისტეს მცნებებს ემორჩილება. მთელ ჩვენს ცხოვრებას საფუძვლად უნდა ჰქონდეს ქრისტეს ღმრთაებრივი კანონი, მისი ღმრთაებრივი სწავლება. და თუკი, ამგვარად ვიცხოვრებთ, თუკი, ჩვენი ძირითადი მიზანი ზეციურ სასუფეველში დამკვიდრება იქნება, მაშინ ყოველთვის ვიქნებით სული წმიდის ჭეშმარიტი და მარადიული ტაძრები.

 [გაგრძელება იქნება]

]]> https://www.pemptousia.ge/2014/04/04/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a/feed/ 3182 ღირსი ეფრემ ასური, ღმრთისმოსაობის მასწავლებელი & ღმრთაებრივი მადლის მფლობელი – I ნაწილი https://www.pemptousia.ge/2014/02/14/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1/ https://www.pemptousia.ge/2014/02/14/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1/#comments Fri, 14 Feb 2014 08:08:31 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46849 ეფრემ საკვირველი, როგორც მას სიმეონ მეტაფრასტი უწოდებდა, მესოპოტამიის ქალაქ ნიზიბიაში ან მის შემოგარენში დაიბადა მე-4 საუკუნის პირველ წლებში (306 წელს). მისი მშობლები ღარიბები იყვნენ. მისმა წინაპრებმა, იმპერატორი დიოკლიტიანეს მეფობის დროს, იმპერიის აღმოსავლეთ ეპარქიებში გაჩაღებული დევნის პერიოდში, სამსჯავროს წინაშე აღიარეს ქრისტე. „ჩემი წინაპრები წამებულნი იყვნენ“, წინაპრების გახსენებისას ამბობდა წმიდანი. თავისი წინაპრების ამ კეთილ აღიარებას ღირსი ეფრემი აღნიშნავს, როგორც ქრისტეს მიმართ სიყვარულის საოჯახო წვლილს და თავს ვალდებულად თვლიდა, რომ თავადაც მათ კვალს გაჰყოლოდა. ბავშვობიდან, როგორც თავად აღიარებს, მამებისგან „ქრისტეს შესახებ“ სწავლობდა. მისი მშობლები „მას უფლის შიშს უნერგავდნენ“. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ღირსი ეფრემის განათლების ხანგრძლივობისა და სახეობის შესახებ, ძალიან სარწმუნოა ვარაუდი იმის შესახებ რომ ბავშვობის წლებიდან მოყოლებული იგი „ქრისტეს შესახებ“ ეუფლებოდა ცოდნას წმიდა იაკობის მზრუნველობით, რომელიც მოგვიანებით ქალაქ ნიზიბიის დიდი მღვდელმთავარი გახდა.

Osios efraim o siros 01

თუმცაღა წმიდანის ახალგაზრდობის პერიოდში, მისი გამოუცდელობისა და დაუფიქრებლობის მიზეზით, იგი შეცდომაში იქნა შეყვანილი და იზიარებდა მცდარ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ყოველივე ამ სამყაროში შემთხვევითობის შედეგად ხდება და არ არსებობს არანაირი საღმრთო განგებულება, რომელიც მართავს და განაგებს სამყაროს. მას შემდეგ, რაც ეფრემი უარს ამბობს უფალზე, ამ მცდარი აზრის გამო უყურადღებო და უგუნურ ახალგაზრდას საშინელი განსაცდელი ატყდება თავს, რაც იმის საფრთხეს ქმნიდა, რომ მასში სრულიად აღმოფხვრილიყო ღმრთიური განგებისადმი რწმენა. თუმცა, უფლის სიკეთე არ ტოვებს „რჩეულ ჭურჭელს“. განსაცდელთან ერთად მას გამოსავალსაც უჩვენებს. რა თქმა უნდა, იმდენად გადამრჩენელია ის გამოცდილება, რომელიც ღირსმა ეფრემმა შეიძინა ამ განსაცდელისაგან, რომ იგი ხშირად უბრუნდება ამ განსაცდელს სწორედ იმისათვის, რომ დახმარება გაუწიოს ძმებს, რომლებიც უფლისგან ხსნას ითხოვენ.

წმიდანი თავის სიტყვაში „საკუთარი თავის კონტროლი…“ მოიხსენიებს საშინელ განსაცდელსა და ღმრთიური ნების სასწაულ ჩარევას. უფალი უშვებს, რომ მიუხედავად მისი უდანაშაულობისა, იგი ცხვრების ქურდობაში დაადანაშაულონ და დააპატიმრონ ორ სხვა ასევე უდანაშაულო ადამიანთან ერთად. ეფრემი შვიდი დღის განმავლობაში დაპატიმრებულია, ხოლო მერვე დღეს, იგი ხედავს სიზმარში ვიღაცას, რომელიც მას თავმდაბლობისა და სინანულისაკენ და განგებულების მიმართ ნულოვანი წინააღმდეგობისაკებ მოუწოდა.

მოვლენებმა, რაც ამის შემდეგ მოხდა, ისე გააკვირვა წმიდანი, რომ მან არა თუ მხოლოდ უარყო ის მცდარი აზრი, რაც მანამდე ღმრთიური განგებულების შესახებ გააჩნდა, არამედ მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება მიეტოვებინა ამქვეყნიური ცხოვრება და გამგზავრებულიყო იმ მთებისკენ, სადაც განდეგილები იმყოფებოდნენ. სწორედ იქ გახდა იგი წმიდა იაკობის მოწაფე, რომელიც გამოცდილი იყო სულიერ და ასკეტურ ცხოვრებაში. წმიდა იაკობმა, როგორც ნიზიბიის მღვდელმთავარმა, ნიკეას მსოფლიო კრებაზე (325 წელს) თან წაიყვანა თავისი გამორჩეული მოწაფე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ცხრამეტი წლის იყო. წმიდა იაკობის მითითებებით, მორჩილმა მუშაკმა, წმიდა წერილზე მსჯელობა დაიწყო, რათა ჭეშმარიტი რწმენისთვის ებრძოლა და ნიზიბიის სასწავლებელში ხალხისთვის ესწავლებინა.

წმიდანის ბიოგრაფიის აღმწერელნი ამ ფაქტზე დიდი აღტაცებით საუბრობენ. ღირსი ეფრემი ძალიან ახალგაზრდა იწყებს თვითუარყოფის გზით სულიერ ბრძოლას, რის შედეგადაც აღწევს უმწიკვლობას და სიწმინდეს და იქცევა სული წმიდის მადლით აღსავსე ჭურჭლად. მცირე დროის გასვლის შემდეგ, იგი ეზიარება მონასტრული ფილოსოფიის სულს, რასაც წინ არ უძღვოდა ხანგრძლივი მსახურება მორჩილებასა და ასკეტურ ცხოვრებაში. ისტორიკოსი სოზომენოსი აღნიშნავს წმიდანის უეცარ და გასაოცარ წარმატებებზე ასურეთის განათლების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ წმიდა ეფრემს არ მიუღია განათლება აღმოსავლეთის (ანტიოქიის, ალექსანდრიისა და ა.შ) გამოჩენილ სკოლებში და არ შეუსწავლია იმ ეპოქის საერო სიბრძნე, რაც მაშინ მნიშვნელოვანი იყო, იგი ხდება ღმრთიური სიბრძნის თანამონაწილე და ივსება სწავლების მადლით.

წმიდანი თავადვე აღიარებს იმ წყალობაზე, რაც მას ხვდა წილად. თხრობისას ის ასევე გვიმჟღავნებს იმ ხილვას, რაც მას ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პატარა ასაკის იყო: „ვიხილე ვაზი, რომელსაც უხვად ესხა ყურძნის მტევნები და ჩემს ენაზე იზრდებოდა. ეს ვაზი ისე გაიზარდა, რომ ჩემი პირიდან გარეთ გამოვიდა, ხოლო მისი ყლორტები კი ისე იზრდებოდნენ სიმაღლეში, რომ მათ მთელი დედამიწა დაფარეს. ვაზზე მრავალი ჩიტი იყო, ისინი გარშემო უფრენდნენ მცენარეს და ყურძნის მტევნებს ეძალებოდნენ. და რაც უფრო მეტი ჩიტი ჭამდა მის ნაყოფს, მით უფრო და უფრო მრავლდებოდნენ ყურძნის მტევნები“.

ღირსი ეფრემის სახეზე შესამჩნევია ამ მადლის ენერგია. იგი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხდება ჭეშმარიტი სიბრძნის მაღალი მცნებებისა და ცნობების მფლობელი და სიტყვის სიცხადითა და ბრწყინვალებით, აზრთა სიმდიდრითა და სისწორით აღემატება თავისი დროის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან და სახელოვან მასწავლებლებს. სოზომენოსის მიხედვით, წმიდა ბასილი დიდი აღფრთოვანებული იყო ამ კაცის განათლებით და ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე აღიარებდა, რომ ღირისი ეფრემი თავის ეპოქაში მოღვაწე ყველა სწავლულს აღემატებოდა.

თუმცა, ღირსი ეფრემი მხოლოდ ღმრთისმოსაობის მასწავლებელი არ ყოფილა, ის ასევე ქრისტეს მცნებების კეთილი მსახური და მუშაკი იყო. იმდენად დიდი იყო მისი სიყვარული უფლის სამწსოს მიმართ, რომ ყოველთვის მხურვალე სურვილით ტოვებდა სიმყუდროვისა და ასკეტური ცხოვრების ადგილს, როდესაც ამის აუცილებლობა დგებოდა.

იულიანე განდგომილის (361-363) მოკლე მეფობის წლებში იწყება სპარსელების შემოსევები მესოპოტამიის მიმართულებით. ქალაქი ნიზიბია ალყაში ექცევა მეფე საპორ II დიდის მიერ (309-379). წმიდანი მონაწილეობას იღებს ქალაქის სასწაულ თავდაცვაში, ეხმარება და ამხნევებს ხალხს. 363 წელს, წმიდა იაკობის სიკვდილის შემდეგ, ნიზიბიის მთავარპისკოპოსი სპარსელებს უვარდებათ ხელში, განადგურებულია ის სასწავლებელიც, სადაც ასწავლიდა წმიდა ეფრემი, ამ დროს მრავალი ნიზიბიელი ტოვებს მშობლიურ ქალაქს და ედესაში მიემგზავრება, რომელიც როგორც წმიდანი ამბობდა „კურთხეულია უფლის მიერ მისი მოწაფეთა ბაგეთა მეშვეობით“. მათთან ერთად ნიზიბიას ტოვებს წმიდა ეფრემიც, რომელიც გრიგოლ ნოსელის ცნობით, ორი მიზეზის გამო მიემგზავრება ედესაში: რათა თაყვანი სცეს მოციქულ თადეოსის წმიდა ნაწილებს და შეხვდეს ბრძენ კაცს, რათა ამ შეხვედრის დროს ცოდნის ნაყოფით დატკბეს. ევაღრიოსი იუწყება, რომ ღირსი ეფრემის ედესაში გამგზავრების ერთ-ერთი მიზეზი იყო „მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის“ თაყვანისცემა, რომელიც სწორედ იქ ინახებოდა.

მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ღირსმა ედესაში დაყო, იგი ხელფასის გამომუშავების მიზნით აბანოების მეპატრონესთან მუშაობდა, რათა მისი შენახვა ძმებსა და ეკლესიას არ დასწოლოდა ტვირთად, ხოლო როდესაც შესაძლებლობა ეძლეოდა ადგილობრივებს უფლის სიტყვას უქადაგებდა. ამის შემდეგ, იგი ერთი სახელოვანი ბერის – იულიანეს რჩევით, ასკეტურად ცხოვრების მიზნით ედესის ერთ-ერთ უკაცრიელ მთაზე განმარტოვდა. თუმცა, არ გასულა დიდი დრო და ბერ იულიანეს ხილვის საშუალებით ეუწყა, რომ წმიდა ეფრემი იყო ერთადერთი თავის თანამოქალაქეთა შორის, რომელზეც ადამიანებისათვის სწავლების მადლი იყო გადმოსული.

]]> https://www.pemptousia.ge/2014/02/14/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1/feed/ 3346 ანგელოზები ქრისტიანულ ხელოვნებაში https://www.pemptousia.ge/2014/01/16/%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%ae%e1%83%94/ https://www.pemptousia.ge/2014/01/16/%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%ae%e1%83%94/#comments Thu, 16 Jan 2014 17:04:32 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46742 წმიდა წერილში, წმიდა მამების გადმოცემებსა და ჩვენი ეკლესიის ჰიმნოგრაფიაში ანგელოზებს, გარდა იმისა რომ ღმერთს უგალობენ და მის ნება-სურვილებს გვაუწყებენ, ასევე უამრავი სხვა თავისებურება გააჩნიათ. დედამიწაზე არსებულ ყველა რელიგიას ჰყავს ანგელოზები, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ქრისტიანული ხელოვნება გახლავთ ის დარგი, რამაც ანგელოზებს მათი ძირითადი ხატწერა და შინაარსი მიანიჭა.

aggelos1

ანგელოზი, ქრისტიანულ ხელოვნებაში, თავის სარბიელს, სავარაუდოდ თეოდოსი დიდის ბრძანებით, რომის კურიიდან ნიკეს ქანდაკების გატანის შემდეგ (381 წელს) იწყებს და აქედან მოყოლებული, განასახიერებს ნიკეს, ირისის, ეროსის, ქრონოსის, ქარებისა და გამარჯვების თითქმის ყველა დანარჩენი სიმბოლოს თვისებას. ამასთან, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საიმპერატორო ხატწერის უკვდავყოფის საქმეში. თუკი, ქრისტეს შობიდან მე-4 საუკუნეში, ზოგიერთ გამოსახულებაზე ანგელოზები ფრთების გარეშე არიან წარმოდგენილნი, თითქმის იმავე ეპოქიდან, დაწყებული იუსტინიანეს მეფობიდან იმპერიის არსებობის მანძილზე, მათ ნიკეს მსგავსად გამოსახავენ: სარტყლით, საიმპერატორო ფეხსაცმლით, კვერთხითა და სკიპტრით. ისინი ხდებიან მხოლოდ და მხოლოდ ყოვლისმპყრობელისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საპატიო მცველები და მაღალი თანამდებობის პირნი, რომლებიც მარადიულად მათ ტახტთან ახლოს იმყოფებიან, ქრისტიანულ-რომაული იმპერიის ამქვეყნიური სამეფო კარისა და დედოფლის წარჩინებულთა მსგავსად.

ღმრთისმშობლის მახლობლად ანგელოზები ყოველთვის პატივისცემით აღსავსენი და მოწიწებით დგანან, ხელები დაფარული აქვთ ან კიდევ, ჟესტიკულაციური უწყებით გამოხატავენ მისადმი ერთგულებას. ძირითადად ანტიკური ყაიდისამებრ არიან შემოსილნი: ქიტონითა და ჰიმატიონით (ზედა კაბა), ანდა იმპერიის ხანისთვის დამახასიათებელი სამოსი აცვიათ და დიდებული ტახტის ირგვლივ ტრიალებენ, სადაც ყოველთა მეუფეა დაბრძანებული.

ღმრთისმშობელთან მიმართებაში ანგელოზთა როლი დროთა განმავლობაში ფართოვდება. ყოვლადწმიდა ქალწულის ხარების ჟამს ისინი ღმრთიური ნების მაუწყებელნი და დიაკონნი არიან, „წმიდათაწმიდაში“ – პაწაწინა ღმრთისმშობლის აღმზრდელნი და მცველნი, ქრისტეს საპატიო ყარაული, გარდაცვალებულ სულთა გამცილებელნი, ცოდვილთა დამსჯელნი, დიაკონნი და მსახურნი, ღმრთისმშობლის ყარაული, მისი თანმხლებნი ზეცაში და ხალხი, რომელიც ეგებება და ადიდებს დედოფალს მისი მიძინებისა და ზეცაში აყვანის ჟამს, მსგავსად იმ ხალხისა, რომელიც გამარჯვებულ ნამდვილ იმპერატორს ქალაქში (კონსტანტინოპოლში) მისი ტრიუმფალური შესვლის დროს ესალმება.

თუმცა კი, აღსანიშნავია, რომ ღმრთისმშობლის მახლობლად ანგელოზთა თითქმის ყველა გამოსახულებაში დომინირებს იმპერიული ხატწერა. ანგელოზთა ვალია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საპატიო დაცვა და ერთადერთი დედოფლისა და მის დედობრივ კალთაში დავანებული კანკაცებული ლოგოსის თაყვანისცემა.

]]>
https://www.pemptousia.ge/2014/01/16/%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%ae%e1%83%94/feed/ 3202
“ყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილების აღზრდას!“ https://www.pemptousia.ge/2013/12/27/%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%94/ https://www.pemptousia.ge/2013/12/27/%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%94/#comments Fri, 27 Dec 2013 07:55:03 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46669 „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი, გინა დანი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ცოლი, გინა შვილნი, გინა აგარაკნი ჩემთჳს და სახარებისა ამისთჳს, უკუეთუ არა მოიღოს ასი წილი აწ ჟამსა ამას სახლი და ძმანი და დანი, მამაჲ და დედაჲ და შვილნი და აგარაკნი შემდგომად დევნისა და საუკუნესა მას მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (მარკოზი 10, 29-30).

xristos-paidia

უფლის ეს სიტყვა უტყუარია. საკუთარი გამოცდილებით გარწმუნებთ, რომ როდესაც ჩემი საკუთარი შვილები დავტოვე და მათი აღზრდა ღმერთს მივანდე, უფალს მათზე ზრუნვა არ შეუწყვეტია. ჩემი შვილები სწორად აღიზარდნენ და ვფიქრობ, რომ თავად მე ვერც კი შევძლებდი მათ ესოდენ კარგად აღზრდას. და ღმერთმა მე ასჯერ უფრო მეტი შვილები მომცა. ყველა თქვენგანის თავი მიბოძა. თქვენი გულები მაჩუქა, რადგანაც ვიცი, თუ რაოდენ გიყვართ ჩემი თავი და მეც თქვენს სიყვარულს ჩემი მხურვალე სიყვარულით ვპასუხობ. მართლაც, ძალიან ბევრი შვილი მიბოძა უფალმა! …

თქვენი შვილები აუცილებლად განათლებულები უნდა იყვნენ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მათი განათლება და აღზრდა არ უნდა იყოს შემოფარგლული მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული სიბრძნით, ამა სოფლის სიბრძნით. დაე, ისინი, იმავდროულად,  ზესიბრძნესა და ყველაზე უმაღლეს ჭეშმარიტებას დაეუფლონ. ისწავლონ უფლის კანონი და ქრისტეს მცნებები. დაე, ისწავლონ ღმრთისმოსაობა, რათა ყოველთვის ახსოვდეთ უფალი და სწორი ქრისტიანული გზა. მხოლოდ მაშინ არ დაიკარგებიან თქვენი შვილები ადამიანური სიბრძნის გზებზე, მხოლოდ ამგვარად, და მიუხედავად ყველაფრის ყოველთვის ექნებათ  ქრისტიანული სიბრძნე და უფლის შეცნობის უნარი. მაშასადამე, სწორედ ამგვარი გზით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები.

მოვა დრო და ღმრთის წინაშე პასუხი მოგეთხოვებათ იმ ცუდი მაგალითების გამო, რასაც თქვენს შვილებს აძლევთ, იმ ჩხუბის გამო, რომელიც მათ წინაშე ხდება, იმ ფუჭი ყბედობის გამო, რომელიც მათ ესმით და შემდეგ იმეორებენ. თუკი თავად თქვენ ამ ყოველივეს სჩადიხართ, მაშინ თქვენმა შვილებმა რა უნდა ისწავლონ თქვენგან?

სანამ პირზე რძე არ შეშრობიათ, ანუ სანამ ჯერ კიდევ პატარები არიან, გვმართებს დავიწყოთ მათი აღზრდა, რადგან ბავშვები მხოლოდ ძალიან პატარა ასაკში იოლად ითვისებენ ზნეობით სწავლასა და მონდომებას. ამ დროს მათი სულები რბილ ცვილს ჰგავს, სადაც ყოველი თქვენი სიტყვა ან ქმედება, კარგი თუ ცუდი მაგალითი, კეთილი თუ სამარცხვინო სიტყვა თავის ნაკვალევს ტოვებს.

„ჩვილ ყლორტს საითკენაც მიაბრუნებ იქითკენ დაიხრება, ახალი ჭურჭელი კეთილსურნელებას გამოსცემს თუ აყროლდება, იმაზეა დამოკიდებული, თუ შიგ რას ჩაასხამ – სურნელოვან სითხესა თუ ჭუჭყს“ (წმიდა ტიხონ ზადონელი).

დედა, შვილისათვის ყველაზე საყვარელი არსება, სიყვარულისა და სინაზის წყარო, ქრისტეს ხატის წინაშე მლოცველი დგას. ბავშვი ხან დედას უცქერის, ხან კი – იესოს ხატს და არ საჭიროებს ბევრ ახსნა-განმარტებას იმისათვის, რომ გაიგოს, თუ რას ნიშნავს ეს. აი, სწორედ ეს არის მისი პირველი, ღმრთის შეცნობის უსიტყვო გაკვეთილი. ეს არის ღმრთისმოსაობის პირველი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გაკვეთილი. სწორედ ამგვარი მაგალითები შეგიძლიათ და გმართებთ კიდეც, რომ ხშირად მისცეთ თქვენს შვილებს.

დედისათვის არ არსებობს ბავშვების აღზრდაზე უფრო დიდი მოვალეობა და უფრო წმიდა საქმე, რომლის გამო იგი ღმრთის წინაშე აგებს პასუხს. და თუკი, ამ საქმეს უგულისყუროდ მოეკიდებით, მაშინ უფლის წინაშე მოგიხდებათ პასუხის გაცემა. ტანჯვა ამქვეყნიური ცხოვრებიდანვე დაიწყება, თქვენი შვილების შემხედვარენი ცხარე ცრემლებს დაღვრით და ოხვრა აღმოგხდებათ.

მაშ, „ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი“ (მათე, 18, 10). იზრუნეთ თქვენს შვილებზე, შეეცადეთ, რომ მათთვის ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების მაგალითი იყოთ და უფლის ლოცვა-კურთხევა არ მოგაკლდებათ არც თქვენ და არც თქვენს შვილებს უკუნითი უკუნისამდე.

(„წმიდა ლუკა ყირიმელის ქადაგებანი“, გამომც. „მართლმადიდებლური სკა“, თესალონიკი).

]]>
https://www.pemptousia.ge/2013/12/27/%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%94/feed/ 3922
ბერი პორფირი კავსოკალივიელი https://www.pemptousia.ge/2013/12/01/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98/ https://www.pemptousia.ge/2013/12/01/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98/#comments Sun, 01 Dec 2013 01:01:06 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=45826 ომონიის მოედნის წმიდანი (1906-02/12/1991)

[შენიშვნა: მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით 2013 წლის 1 დეკემვერს წმიდანთა დასში ჩარიცხულ იქნა ბერი პორფირი და ეწოდა წმიდა პორფირი კავსოკალივიელი  ხსენების დღედ დადგენილ იქნა 2 დეკემბერი.

ომონია, (ბერძნ. Ομόνοια) – საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ერთ-ერთი რაიონი, რომლის ცენტრშიც მდებარეობს იმავე სახელწოდების – ომონიის მოედანი.]

ger-porfyrios-kafsokalyvitis-11

მამა პორფირი 1906 წელს კუნძულ ევბეაზე, კარისტიის სოფელ აგიოს იოანისში დაიბადა. მისი ნათლობის სახელი ევანგელოსი იყო. სკოლაში მხოლოდ ორი წელი ისწავლა. მასწავლებლის ავადმყოფობამ და მისი ოჯახის სიღარიბემ იგი იძულებული გახადა სწავლა მიეტოვებინა და ეშრომა. იგი იმ მცირერიცხოვან შინაურ პირუტყვს მწყემსავდა, რომელიც ოჯახს ჰყავდა. მოგვიანებით, დაახლოებით 9 წლის ასაკში, მან მუშაობა დაიწყო თავისი რაიონის ქვანახშირის საბადოში, შემდეგ კი – მისი ოჯახის ნაცნობის მაღაზიაში, პირეაში. ოჯახის რჩენის მიზნით მამამისიც იძულებული გამხდარა სამუშაოდ პანამის არხზე წასულიყო.

პატარა, რვა წლის მწყემსს, ხელში წმიდა იოანე კალიველის ცხოვრება ჩაუვარდა, რომელიც მარცვალ-მარცვალ ჩაუკითხავს. ამ წმიდანს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია პატარა ევანგელოსზე და მისი მიბაძვის სურვილიც გასჩენია. იგი თორმეტი წლის ასაკში მალულად, მარტო წავიდა ათონის წმიდა მთაზე.  გემზე თავის მომავალ მოძღვარს და სულიერ მამას, მღვდელმონაზონ პანტელეიმონს შეხვდა, რომელიც ათონის მთაზე კავსოკალივიის  წმიდა გიორგის სახელობის კელიაში მოღვაწეობდა.

მას და მის სულიერ ძმას მონაზონ იოანიკეს ახალგაზრდა მორჩილი დიდი სიხარულით, უსიტყვოდ ემორჩილებოდა ყველაფერში. რამდენიმე წელიწადში იგი ღირსი შეიქნა მონაზვნად აღკვეცილიყო და რეალურად შეეცნო სულიერი ცხოვრების საიდუმლოებანი.

იესო ქრისტეს და მოძღვრების დიდი სიყვარულისა და მორჩილების, ასევე სულიერი მოღვაწეობის გამო მან უფლისგან დიდი მადლი მიიღო. ახალგაზრდა იყო, როდესაც მას წინასწარი ჭვრეტის ნიჭი მიეცა. უფლის მადლის მოქმედებით ის წარსულს, აწმყოს და ზოგჯერ მომავალსაც ხედავდა.

ger-porfyrios-kafsokalyvitis-12

„ჩემს სულიერ შვილებს მე ყოველთვის ვუსურვებ, რომ შეიყვარონ ყოვლისშემძლე უფალი, რომელსაც ძალუძს ღირსი გაგვხადოს მის ამქვეყნიურ ხელთუქმნელ ეკლესიაში შესვლისა. აი, აქედან უნდა დავიწყოთ, უნდა ვიკითხოთ საეკლესიო საგალობლები, წმიდა წერილი და ჩვენი წმიდანების ცხოვრება და ვისურვებდი, რომ თქვენც ასე მოიქცეთ. მე უფლის მადლით შევეცადე უფალს მივახლოებოდი და ვისურვებდი, რომ თქვენც იმავეს ეცადოთ.“

ათონის წმიდა მთაზე ცხოვრების დროს 18 წლისა იგი პლევრიტით დაავადდა. ამის გამო მოძღვრებმა იგი ათონიდან ერში, ერთ მონასტერში სამკურნალოდ გაგზავნეს. ეს მონასტერი კუნძულ ევბეაზე მდებარეობდა. იქ მან სინას მთის მთავარეპისკოპოსი პორფირი გაიცნო. როდესაც ეს მღვდელმთავარი დარწმუნდა, რომ ახალგაზრდა ბერს უფლის მადლი იფარავდა, 20 წლის ასაკში მას მღვდლად ხელი დაასხა.

ცოტა ხნის შემდეგ ეპარქიის მიტროპოლიტის კურთხევით უფლისაგან წინასწარ ხედვის ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა მამა პორფირი მორწმუნეთა სამსახურში ჩადგა. ამ ნიჭის წყალობით ახალგაზრდა მღვდელმონაზონი და სულიერი მოძღვარი, მამა პორფირი, ადამიანებს ბოროტის მახეთაგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. მისი დახმარებით ადამიანები ახერხებდნენ გაეგოთ თუ რა ხდებოდა მათ სულებში. მისი რჩევა-დარიგებებით იგი იცავდა მათ, რომ არ გაბმულიყვნენ მკითხავთა სიცრუვის მახეში, რომლებიც ჯადოს მოხსნის მიზნით მათ ფულს ძალავდნენ. მამა პორფირის შემწეობით ადამიანები ზუსტად გებულობდნენ თავიანთი ფიზიკური სნეულებების შესახებ, იკურნებოდნენ მათგან და მათი გამომწვევი მიზეზებისგან. მისი დახმარებით ასევე ადამიანები ზოგადად ერკვეოდნენ ისეთ საკითხებში, რომელთა ცოდნაც მათ ცხოვრებაში დაეხმარებოდა.

1940 წელს მამა პორფირი ათენში სოკრატეს ქუჩაზე მდებარე პოლიკლინიკის ტაძარში დანიშნეს მღვდლად. ეს ტაძარი ომონიის მოედნის ახლოს მდებარეობდა. აქ მან 33 წელი იმსახურა, იღებდა აღსარებებს სნეულებისაგან და სხვა ადამიანებისაგან და რჩევა-დარიგებებს აძლევდა მათ. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ის ავადმყოფები, რომლებიც მისგან დახმარებას ითხოვდნენ, უფლის მადლითა და მისი ლოცვით განკურნებულან. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყოველნაირად ცდილობდა დაემალა თავისი ღმრთივბოძებული ნიჭი, მან მაინც გაითქვა სახელი მორწმუნეთა ერთ ვიწრო წრეში, რომელიც თანდათანობით იზრდებოდა.

1950 წელს პაპა პორფირიმ იქირავა ქ. ათენის პენდელის რაიონში კალისიაში მდებარე წმიდა ნიკოლოზის მიტოვებული ტაძარი, სადაც 1978 წლამდე მსახურობდა. 1979 წელს დამკვიდრდა ოროპოსის [ატიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლება] მახლობლად, ატიკის სოფელ მილესიში, სადაც კანონიერი ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყო მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრის მშენებლობა. აქ იგი ღებულობდა  ყველანაირი გაჭირვების მქონე ხალხს, პასუხობდა ტელეფონის ზარებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით. იგი ყველას რჩევა-დარიგებას აძლევდა, ყველასთვის ლოცულობდა, იღებდა აღსარებებს და კურნავდა ადამიანებს როგორც სულიერად, აგრეთვე ძალიან ხშირად ფიზიკურადაც.

1991 წლის ივნისში, მან გარდაცვალების ჟამის მოახლოება იგრძნო. მას არ სურდა, რომ პატივით დაეკრძალათ, ამიტომ ათონის წმიდა მთაზე კავსოკალივიის წმიდა გიორგის კელიას მიაშურა, სადაც ის 70 წლის წინათ მონაზვნად აღიკვეცა. 1991 წლის 2 დეკემბერს, 4:31 საათზე მან სული უფალს მიაბარა, რომელიც ასე ძლიერ შეიყვარა ცხოვრებაში. იგი იქვე უბრალო ბერულ საფლავში დაკრძალეს. მის დაკრძალვას მონასტრის საძმოს რამდენიმე წევრი ესწრებოდა მხოლოდ, ვინაიდან მან უდიდესი თავმდაბლობის გამო ასეთი რამ დაიბარა, რომ მისი გარდაცვალება მხოლოდ მისი დასაფლავების შემდეგ გაეხმაურებინათ. დღეს იმ საფლავში სხვა ბერის ცხედარი განისვენებს. მამა პორფირის ნეშტის ადგილსამყოფელი კი, მისი  ანდერძის თანახმად ამჟამად  უცნობია.

ბერი პორფირის დახასიათება

მამა პორფირის ძირითადი დამახასიათებელი თვისებები მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იყო უსაზღვრო თავმდაბლობა, იესო ქრისტეს და მოყვასის სრული სიყვარული, ეკლესიასთან ერთობის გრძნობა და მისი სრული მორჩილება ქრისტეში. მას ახასიათებდა ყველასთან სრული ერთობა და განცდა უკვდავებისა და შიშისაგან და ამქვეყნიური ჯოჯოხეთისაგან თავისუფლებისა. ამასთანავე, აუტანელი ტკივილებისას მას ახასიათებდა უდრტვინველი მოთმინების უნარი, ბრძნული განსჯის უნარი, წარმოუდგენელი წინასწარ ჭვრეტის უნარი, უსაზღვრო სურვილი ცოდნის მიღებისა, ცოდნის საოცრად დიდი დიაპაზონი, რომელიც უფლის მადლის ნაყოფი და საჩუქარი იყო და არა შედეგი განათლებულობისა, უსაზღვრო შრომისმოყვარეობა, მუდმივი თავმდაბლობა და ამ მიზეზის გამო შედეგიანი ლოცვა, მოულოდნელობებით სავსე და მართლმადიდებლური. მას არ ახასიათებდა ფანატიზმი, მისი რჩევა-დარიგებანი ყოველთვის ამართლებდა, მისი სწავლებანი მრავალმხრივი იყო. მამა პორფირი ღრმად ღმრთისმოსავი იყო, მისი წირვა-ლოცვები კი –  მადლიანი. იგი ძალიან ცდილობდა, რომ მისი მრავალმხრივი მსახურება დაფარული ყოფილიყო.

არსებითი მახასიათებელი ნიშნები

როდესაც შევეცადეთ ჩავღრმავებოდით იმ არსებით მახასიათებელ ნიშნებს, რომლებსაც მოიცავდა მამა პორფირის პიროვნება, შემდეგ დასკვნამდე მივედით: პირველი იყო ეკლესიაში დამკვიდრება არსებითად და არა ფორმალურად.  მეორე – მისი უსაზღვრო სიყვარული იესო ქრისტესი და მასში მოყვასისა, რასაც თან ახლდა წმიდა თავმდაბლობა. მესამე – ქრისტეში მისტიკური სიხარულის განცდა და მეოთხე – ქრისტეში უკვდავების განცდა…

ger-porfyrios-kafsokalyvitis-14კავსოკალივიის წმია გიორგის სახელობის სენაკი, სადაც მონაზვნად აღკვეცის პირველ წლებში ცხოვრობდა ბერი პორფირი და სადაც გარდაიცვალა 1991 წლის 2 დეკემბერს. 

ბერი პორფირის რამდენიმე გამონათქვამი ქრისტიანის სულიერი ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით:

– როდესაც ბნელ ოთახში ხარ ნუ დაუწყებ სიბნელეს განდევნას. ასე ვერაფერს გახდები. გააღე სარკმელი და შემოუშვი სინათლე, მაშასადამე მიუძღვენი საკუთარი თავი ქრისტეს სიყვარულს და მაშინ დიდი ძალისხმევის გარეშე განიდევნება სიბნელე.

– როდესაც ცუდი ფიქრი, მელანქოლიური აზრი მოდის, შიში და განსაცდელი შენს შეპყრობას ლამობს, ნუ შეებრძოლები მათ და ნუ ეცდები მათ განდევნას. ხელები გაუშალე ქრისტეს სიყვარულს და იგი ჩაგიხუტებს შენ და ეს ყოველივე თავად განქარდება.

– როდესაც შენი სულის ბაღი ეკალ-ბარდებით (ვნებებით) არის სავსე, ნუ შეეცდები მათ ამოძირკვას და ნუ დაიზიანებ თავს და მათთან ჭიდილში ნუ დაისვრები. საკუთარი თავი მთელი ძალით შენი სულის ყვავილებს მიუძღვენი, მორწყე ისინი და მაშინ ის ეკალ-ბარდები თავისით გახმება. საუკეთესო ყვავილი კი ქრისტეს სიყვარულია. თუ მას მორწყავ და იგი გაიზრდება, ყველა ეკალ-ბარდი გახმება.

ger-porfyrios-kafsokalyvitis-18

კავსოკალივია, 1993 წელი. ბერი პორფირის საფლავი. „და შემდეგ? სხვა არაფერი. და როცა ასე ჩაქრება ჩემი ცხოვრება, სიხარულით აღსავსე, ცოტაოდენი ხის ტოტები რომ მოეცათ ჩემთვის, ჩემი უკანასკნელი სარეცლის გასამზადებლად“.

წყარო: გეორგიოს არვანიტისი, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, ბერი პორფირი კავსოკალივიელი, გვ.134-139, ტომი მე-20 -ე, ჟურნალი პემპტუსია, 2000 წლის აპრილი – ივლისი.

გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

ფოტოსურათები წარმოდგენილია სტატიის ავტორის არქივიდან.

]]>
https://www.pemptousia.ge/2013/12/01/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98/feed/ 6231
ახალი სწრაფმავალი გემი იერისოდან ათონის წმიდა მთის მიმართულებით https://www.pemptousia.ge/2013/09/17/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%98/ https://www.pemptousia.ge/2013/09/17/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%98/#comments Tue, 17 Sep 2013 20:52:50 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=46314 Taxiplio apo ti Ieriso 1

მთაწმიდის ხაზების ახალი თანამედროვე სწრაფმავალი გემი “პანაღია” არსებითად გახსნის მთაწმიდის ჩრდილოეთ კარიბჭეს, რადგანაც მისი სიმყარე და მდგრადობა საშუალებას იძლევა შესრულდეს ყოველი მარშუტი რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი.

ძალიან ხშირად სტრიმონიკის ყურის ბობოქარი ზღვა აბრკოლებს მომლოცველებს, რომლებიც მიემართებიან ხილანდარის, ვატოპედის, პანტოკრატორის, ივერონის, სტავრონიკიტას და დიდი ლავრის წმიდა მონასტრებისაკენ. აქედან დაწყებული უკვე შესაძლებელია საკმარისი დროის დაზოგვა.

ახალი სწრაფმავალი გემი Ε/Γ-Δ/Ρ “პანაღია” აღჭურვილია ევროპული და ბეძნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი საშუალებით.

ტექნიკური მახასითებლები Ε/Γ-Δ/Ρ “პანაღია”

გემის ტიპი:    Ε/Γ-Δ/Ρ*                    *სამგზავრო განრიგით

ხომალდის სარეგისტრაციო ნავსადგურის ჟურნალი : იერისო 156

მთლიანი წყალწყვა:                                                24,67 კორი

სუფთა წყალწყვა:                                                   15,94 კორი

სიგრძე:                                                                     23,90 მეტრი

სიგანე:                                                                     6,08 მეტრი

სიმაღლე:                                                                2,10 მეტრი

ზამთრის პროტოკოლით :                                  93 მგზავრი

ზაფხული პროტოკოლი:                                     130 მგზავრი

ძრავი:                                                                     CATERPILLAR  (2 x 1345)

სიჩქარე:                                                                  20 მილი

Taxiplio apo ton Ieriso 2

Taxiplio apo ton Ieriso 3

Taxiplio apo ton Ieriso 4

]]>
https://www.pemptousia.ge/2013/09/17/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%98/feed/ 3432