მანუგეშებელი ღმრთისმშობელის სასწაულმოქმედი ხატის კანონიკური ასლის დახვედრა: ორშაბათს ნაშუადღევს შედგა ჩინებული და ამაღელვებელი დახვედრა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელის მანუგეშებელი ხატის ასლის, ორიგინალი დაცულია ათონის წმიდა მთაზე, ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში. (ფოტო: არტის წმიდა მონასტრის, www.imartis.gr)
წმიდა ხატის დახვედრაში მონაწილეობა მიიღო კულტურულმა საზოგადოებამ "პრამანდამ", რომლის ახალგაზრდა წევრები ეროვნულ სამოსებში გამოწყობილნი საზეიმოდ მიაცილებდნენ ხატს ტაძრის შესასვლელამდე.
ხატი ჩამოაბრძანა ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ეფრემმა, სავანის სხვა მამებთან ერთად. სამხედრო მანქანაზე დაბრძანებული სამწყობრო მსვლელობით მიაცილეს ახალაღდგენილ წმიდა მაქსიმე ბერძნის სახელობის ეკლესიასთან, სადაც დახვდნენ მაღალუსამღვდელოესნი: არტას მიტროპოლიტი ეგნატე და მესოგია ლავრეოტიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ეპარქის სასულიერო დასთან და ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად.
მისასალმებელ სიტყვაში არტას მაღალუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა არქიმანდრიტ ეფრემს ამ დიდი საჩუქრისათვის და მათი მიტროპოლიის კურთხევისათვის. ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ხატის შემომწირველს ბატონ ნეარხოს პანაგის, რომელმაც საკუთარი ფინანსური შესაძლებლობით შეძლო კანონიკური ხატის დაწერა, რომელიც დღეიდან გაამშვენებს წმიდა მაქსიმე ბერძნის ტაძრის შესასვლელს და მოევლინე მფარველად ქალაქ არტას.
ვატოპედის წმიდა სავანის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ეფრემმა თავის სიტყვაში გულითადი მადლობა გადაუხადა მაღალუსამღვდელოეს მიტროპოლიტ ეგნატეს მოწვევისათვის და ესეთი ამაღელვებელი დახვედრისათვის. აღნიშნა იმ სულიერი ერთობის შესახებ, რომელიც აკავშირებს ვატოპედის სავანეს ქალაქ არტასთან, წმიდა მასიმე ბერძნის მეშვეობით, რომელიც დაიბადა ქალაქ არტაში და მონაზვნურ ცხოვრებას ეწეოდა ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში, რუსეთის წმიდა მიწაზე გამგზავრებამდე. დაუმატა რომ ეს წმიდა ხატი შექმნილია დიდი მოწიწებითა და ღმრთისმოშიშებით, ხატწერისას რასაკვირველია ფერთა გამაში გამოყენებულ იქნა წმიდა მაქსიმეს წმიდა ნაწილებიდან აღებული მტვერი.
საბოლოო სოტყვა წარმოთქვა ხატის შემომწირველმა ბატონმა ნეარხოს პანაგიმ, ნამ გამოხატა ის სიხარული და კმაყოფილველმა რომ განხორციელდა მისი დიდი ხნის სურვილი და მანუგეშებელი ღმრთისმშობლის ხატის ასლი იმყოფება წმიდა მაქსიმეს სამშობლოში.