Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
ეთიკა – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 ქალწულება და მონაზვნობა https://www.pemptousia.ge/2018/01/06/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%ac%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90/ https://www.pemptousia.ge/2018/01/06/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%ac%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90/#comments Sat, 06 Jan 2018 16:01:41 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51225 ქორწინების გარდა, რომელიც ზრდასრული ადამიანისათვის წარმოადგენს წესს ცხოვრებისას თავისი ბუნების შესაბამისად, არსებობს ასევე ქალწულობა, რომელიც არის ზებუნებრივი (ანუ ადამიანურ ბუნებას აღმატებული) ცხოვრების წესი. როგორც ახალ აღთქმაში, ისე წმიდა მამათა სწავლებაში, ხაზგასმულია ქალწულობის უზენაესობა ქორწინებასთან შედარებით. თუმცა, ამგვარი შეფასება არ ეხება ქალწულობას, როგორც ასეთს, არამედ ის უფრო უკავშირდება იმ შესაძლებლობებს, რომელიც თავს იჩენს მორწმუნე ადამიანში მისი სულიერი სრულყოფილების ჟამს. როგორც აღნიშნავს წმიდა იოანე ოქროპირი: „ქალწულობა თავისთავად არც კარგია ვინმესთვის და არც ცუდი, არამედ ის ადამიანში სხვადასხვა მიდრეკილების შემსუსტებლად იქცევა ხოლმე“[1].

წყარო: asceticexperience.comქალწულობის წინ წამოწევით ადამიანი ექცევა სოციალური მიზანშეწონილობისა და ბიოლოგიური კანონზომიერების მაღლა, იგი განსაკუთრებით აცნობიერებს თავის თავისუფლებასა და აბსოლუტურ მნიშვნელობას. თუმცა, ამასთანავე ქალწულობის უპირატესობა, რა თქმა უნდა, არ აკნინებს ქორწინების მნიშვნელობას. ქორწინების მნიშვნელობის შეცნობა ხაზს უსვამს ქალწულობის უპირატესობას. და პირიქით, მისი უგულებელყოფა შეურაცხყოფს ქალწულობის სიდიდეს [2]. გარდა ამისა, თავად ქალწულიც ხომ თავის არსებობას ქორწინებას უნდა უმადლოდეს. და ბოლოს, ქორწინება რომ ცუდი ყოფილიყო, მაშინ ქალწულობა სავალდებულო იქნებოდა ყველა მორწმუნისათვის და იგი არ იქნებოდა აღქმული, როგორც განსაკუთრებული და ქარიზმატული მდგომარეობა.

ჭეშმარიტ ქალწულობას წინაპირობად უდევს ნებაყოფლობითი უარის თქმა ქორწინების უფლებაზე. ქორწინებაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამიანების მიერ, ვისაც გააჩნია შესაბამისი ქარიზმა: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს“ (მათე 19, 11) [3]. ხოლო კითხვაზე, თუ ვისთვის არის ის მიცემული, შემდეგი პასუხი არსებობს: მათთვის, ვინც ისურვა და ითხოვა მისი მიღება [4]. ვინც გაუაზრებლად (ზედაპირულად) აირჩევს ქალწულობის გზას, იგი თავის თავს სერიოზულ ფსიქიკურ და სულიერ განსაცდელში აგდებს. ეს კათოლიკე (იგულისხმება საერთო, უნივერსალური) ღვაწლი მისგან მოითხოვს ზეადამიანურ ძალისხმევას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღმთის შემწეობითაა შესაძლებელი. და ბოლოს, ვინც ადგას ქალწულობის გზას და ქორწინებას არაკანონიერად მიიჩნევს, ისინი თავის თავზე ახალ სამართლებრივ ვალდებულებას იღებენ. თუმცა ქალწულობა აღემატება სამართალს, რადგან ის თავად ბუნებასაც კი აღემატება [5].  ღმერთს არ დაუწესებია ქალწულობა, მაგრამ მან ის დაადგინა, როგორც ღვაწლმოსილი მდგომარეობა. [6]. ქალწულობა, რომელიც ბუნებას აღმატებული გზაა, ამზადებს ადამიანს ზეციური სამეფოსათვის [7].

როგორც ქორწინებას, ისე ქალწულობას დიდ ყურადღებას უთმობს წმიდა პავლე მოციქული. და მიუხედავად იმისა, რომ იგი ქორწინების შესახებ ამგვარ სიტყვებს ამბობს: „საიდუმლოჲ ესე დიდი არს“ (ეფესელთა მიმართ 5, 32), აშკარა უპირატესობას მაინც ქალწულობას უთმობს, რომელსაც თავადაც იცავდა [8]. ქორწინება ადამიანს ამქვეყნიურ სამყაროსთან აკავშირებს, მაშინ როდესაც ქალწულობა დაუბრკოლებელს ხდის სულიერი თავისუფლებისაკენ მიმავალ გზას.

წმიდა გრიგოლ პალამა თავის ქმნილებაში „მონაზონი ქსენის მიმართ“ აანალიზებს იმ დაბრკოლებებს, რომელიც თან სდევს ქორწინებას და იმ ხელისშემშლელ ფაქტორებს, რომელიც ხელს გვიშლის რომ უზრუნველად და სრულყოფილად მივუძღვნათ საკუთარი თავი ღმერთს. და როდესაც იგი ერთმანეთს ადარებს ქორწინებასა და ქალწულობას ადამიანის ცხონებასთან მიმართებაში, მოკლედ აღნიშნავს: ? [9]. ქორწინებისაგან განსხვავებით, რომელიც მისი შედეგიდან, ანუ შობადობიდან გამომდინარე, ემსახურება სიკვდილს, ქალწულობა ზრდის ღობეს, რათა ის (ანუ სიკვდილი) ფართოდ არ გავრცელდეს [10], შესაბამისად, იგი წყვეტს სიკვდილზე მემკვიდრეობითი პასუხისმგებლობის გადაცემას. აქ კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ქალწული მარიამის მიერ იესო ქრისტეს დაბადების მნიშვნელობაზე. იმ შემთხვევაში, თუკი იესო ქრისტე ბუნებრივი გზით მოევლინებოდა ქვეყანას, იგი მემკვიდრეობით მიიღებდა სიკვდილზე პასუხისმგებლობას, ისევე როგორც ყველა ადამიანი. თუმცა იესო, როგორც ძე ქალწულისა, რომლის სახეშიც წყდება სიკვდილი, რომელიც მანამდე მის ყველა წინაპარზე ბატონობდა, არ იღებს მონაწილეობას სიკვდილზე პასუხისმგებლობაში, არამედ იგი ხდება ახალი ქმნადობის დასაწყისი, რადგანაც ამავდროულად, იგი უბრუნებს ადამიანს თავის თავდაპირველ, ქალწულებრივ ბუნებას [11].

რა თქმა უნდა, ქალწულობა ზღვარს უდებს სიკვდილს, თუმცა ამასთანავე, იგი არც ახალ სიცოცხლეს წარმოშობს. ეს ხდება სულიწმიდის მადლით. ისე როგორც ხორციელად შობის დროს, ადამიანს გადაეცემა ძალა, რომელიც ხრწნის დაბადებულს, ზუსტად ასევე სულით შობისას, ადამიანი მოიხვეჭს ძალას, რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს დაბადებულს [12]. როდესაც ქალწულობა მოთავსებულია ეკლესიის პერსპექტივაში, იგი სწორედ მაშინ მოიპოვებს თავის მიზანს. სწორედ ამიტომაც, ქალწულებრივ ცხოვრებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკლესიის გარეთ. ერეტიკოსები, რომელთაც ქალწულებრივად იცხოვრეს ქორწინების მიმართ არსებული ზიზღის გამო, არ არიან აღიარებულნი ეკლესიის მამების მიერ ჭეშმარიტ ქალწულებად, რადგანაც მათ არ ჰქონიათ სულიერი ქორწინება უფალ იესო ქრისტესთან [13].

[გაგრძელდება]

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/01/06/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%ac%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90/feed/ 3366
არის თუ არა უფალი იესო ქრისტე ჩვენი ცხოვრების ცენტრი? https://www.pemptousia.ge/2017/11/15/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98/ https://www.pemptousia.ge/2017/11/15/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98/#comments Wed, 15 Nov 2017 07:44:19 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51140 არის თუ არა იესო ქრისტე ჩვენი ცხოვრების ცენტრი? ჩვენი ცხოვრების თითოეულ წამს ვხედავთ თუ არა იესოს ჩვენ წინაშე, რათა მან გვაკურთხოს და მიმართულება მისცეს ყველა ჩვენს  ნაბიჯს?  ჩვენს ყოველ ქმედებასა და მოქმედებაზე ვსვამთ თუ არა კითხვას: მოეწონებოდა კი ჩვენი ასეთი საქციელი იესოს? ვივიწყებთ ჩვენს საკუთარ მეს და მზად ვართ, რომ თავი შევწიროთ ჩვენ გვერდით მყოფ ადამიანებს? შეგვიძლია რომ გაბედულად წარმოვთქვათ ის, რასაც შეუპოვარი ხმით ღაღადებდა მოციქული პავლე: „ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე“ (გალატელთა მიმართ 2. 20)?

რამდენ ჩვენგანს აქვს მინდობილი თავისი თავი, თავისი პრობლემები, თავისი წუხილი, ყოველდღიური საზრუნავი, საკუთარი ჯანმრთელობა იესო ქრისტეზე? რამდენ ჩვენგანს აქვს მოკვდინებული საკუთარი თავი ამქვეყნიური სამყაროსათვის და ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მხსნელის – იესო ქრისტეს გამო? რომელ ჩვენგანს შეუძლია იესოს შემდეგი სიტყვებით მიმართოს: მაშ ასე, ამიერიდან აღარ ვცოცხლობ მე, არამედ ჩემში ცხოვრობ  შენ, ჩემო ტკბილო უფალო იესო ქრისტე? რამდენ ჩვენგანს შეუძლია ფართოდ გაუხსნას საკუთარი გულის კარი იესო ქრისტეს, რათა ის შემოვიდეს ჩვენში და დაივანოს ჩვენს გულებში? რამდენი ჩვენგანი აძლევს ჩვენს მხსნელს – იესო ქრისტეს საკუთარი ცხოვრების საჭეს, როგორც მის სტაბილურ წარმმართველს, რათა მან მიგვიყვანოს იქ, სადაც თავად სურს და არა იქ, სადაც ჩვენ მოგვიწადინია?

თუკი მართლაც ვიცხოვრებთ ისე, რომ უფალი იესო ქრისტე ჩვენი ცხოვრების ცენტრად იქცევა, მაშინ გავაცნობიერებთ თუ რა სიღრმე და სიდიადე იმალება ქრისტესმიერ ცხოვრებაში! ამ შემთხვევაში არ იგულისხმება არც მორალური სისტემა და არც გაუცნობიერებელი რიტუალების სერია. არამედ იგულისხმება სიცოცხლეშივე სიკვდილის განცდა. წმიდა ნათლობით ყველა ჩვენგანი, ანუ ყველა ქრისტიანი, განვიცდით ჩვენში არსებული ძველი ადამიანის სიკვდილსა და ამავდროულად, ახალი სიცოცხლის აღორძინებას,  რომლის დაცვასა და შენარჩუნებას ცოდვების წინააღმდეგ ჩვენი პერსონალური ბრძოლით თუ მოვახერხებთ. თუკი ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ მივყვეთ უფლის ნებას, მაშინ ვიგრძნობთ, რომ ჩვენში იესო ქრისტეს ცხოვრება გამჟღავნდება. მაშინ შევძლებთ, რომ ჩვენი ცხოვრების ცენტრად იესო ქრისტე იქცეს და მისი მადლი ისე მივიღოთ, როგორც  ნაზი მოფერება. მაშინ უნარი მოგვეცემა იმისა, რომ შევიგრძნოთ მისი არსებობა, როგორც სიხარული, მადლი და დაუსრულებელი ბედნიერება.

სიცოცხლე, რომლის ცენტრი იესო ქრისტეა, ნიშნავს მშვიდობის, სიხარულისა და წინსვლის ძახილს. როგორ უნდა დავივიწყოთ სიმღერა, რომელიც ამბობს: „იესო ქრისტეა ის, ვინც ანიჭებს სიხარულსა და მშვიდობას“? ცხოვრება, რომლის ცენტრი იესო ქრისტეა, ნიშნავს რომ ჩვენში ცხოვრობს თვითონ უფალი იესო ქრისტე, რომ გვყვავს „ქრისტე ჩვენს გულებში“, მსგავსად წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილისა, ნიშნავს იმას, რომ იესო ჩვენი სუნთქვაა, ჩვენი სიხარულია, ჩვენი ძალაა. განა კი არსებობს ამქვეყნად უფრო სასიამოვნო რამ, ვიდრე ის, რომ მთელი წმიდა სამება მოვიდეს და დასახლდეს ჩვენს გულებში? არსებობს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე ის, რომ ჩვენს გულში ცხოვრობდეს უფალი. ამასვე გვეუბნება წმინდა იოანე ოქროპირი: „უფალი იესო ქრისტეს ჩვენში მყოფობა ნეტარად დაბადებაა მუდამ“. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი სიხარული ქრისტიანისათვის.

ცხოვრება, რომლის ცენტრი იესო ქრისტეა, ნიშნავს, რომ გვაქვს „გონებაჲ ქრისტესი“ (I კორინთელთა მიმართ 2. 16), რომ ჩვენი ფიქრები – ეს იესო ქრისტეს ფიქრებია, პირველადი და სუფთა, და არა – მეორადი და ბინძური, ჩვენი შეგრძნებები – ეს იესო ქრისტეს შეგრძნებებია, ჩვენი ზრუნვანი – ეს იესო ქრისტეს ზრუნვანია, ჩვენი სიცოცხლე კი – ეს ქრისტესმიერი ცხოვრებაა. ცხოვრება, რომლის ცენტრი იესო ქრისტეა, ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკაში ვახორციელებთ წმიდა სახარების სწავლებას, რომ ჩვენ უფლის წინაშე მართალნი ვართ, რომ ჩვენ მივეახლებით ღმერთსა და მოგვეხლება იგი ჩვენ, რომ ყოვლად ცოდვილნი ვიწმენდთ ჩვენს ხელებს და უბიწოდ ვჰყოფთ გულთა ჩვენთა ორგულნი, უფლის ძმის – იაკობ მოციქულის სიტყვების თანახმად (იაკობ 4. 8). ამისათვის გვმართებს, რომ მისი ღირსნი გავხდეთ, სხვაგვარად როგორ დასახლდება ყოვლად წმიდა ჩვენს უბადრუკ საცხოვრებელში? ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გამოვამჟღავნოთ სიყვარული და სიკეთე ყველას მიმართ. უნდა გავხდეთ სასარგებლონი, შემბრალებელნი, მოსიყვარულენი, შეგვეძლოს ერთმანეთის პატიება. როდესაც ჩვენში ცხოვრობს უფალი იესო ქრისტე, ამბობს წმიდა ნიკოლოზ კავასილა, სხვა რა უნდა გვჭირდებოდეს, რომელი სიკეთე გაგვისხლტება ხელიდან? ამისათვის აუცილებელია მხოლოდ, რომ ჩვენც დავრჩეთ მასთან ერთად. მაშინ მობინადრეც გვეყოლება და საცხოვრებელიც და ვიქნებით დალოცვილნი, როგორც ჩვენი სახლით, ისე ასეთი მობინადრის ყოლით.

[გაგრძელდება]

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/11/15/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98/feed/ 4186
თანამედროვე წმიდანებისა და ბერების მიერ მონათხრობი სასწაულებრივი ისტორიები https://www.pemptousia.ge/2017/04/25/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90/ https://www.pemptousia.ge/2017/04/25/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90/#comments Tue, 25 Apr 2017 07:10:02 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50562 წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2017/04/05/სინანული-როგორც-ეს-ვისწ/

მაშ ასე, თქვით აღსარება, როდესაც ლოცულობთ დილით, შეინანეთ თქვენი ცოდვები, და საერთოდ, მთელი დღის განმავლობაში იყავით ფხიზლად,  დაინახეთ, თუ როგორ არღვევთ იესო ქრისტეს მცნებებს უპირველეს ყოვლისა, თქვენი სურვილით, შემდეგ უკვე – თქვენი ფიქრით და ბოლოს კი – თქვენი საქმით. ამას ნიშნავს ქრისტეს სიტყვა, ფხიზლად იყავით და ილოცეთ. როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, უკვე ამის შემდგომ მიუტევებ სხვებსაც.

Gerondes 01

მაშასადამე, უპირველეს ყოვლისა, შენი ლოცვით მოიპოვებ საკუთარი ცოდვების მიტევებას, ხოლო შემდეგ კი, აუცილებელია წახვიდე სულიერ მოძღვართან, მას აღსარება ჩააბარო და უკვე ეკლესიიდან მიიღო შენი ცოდვებისა შენდობა.

ამის შემდგომ კი, შენდობას მიიღებ საღმრთო ზიარების გზით. აი, ამგვარად სრულდება ცოდვების მიტევება, სინანულით ლოცვის წარმოთქმის დროს, აღსარებითა და ღმრთაებრივი ზიარებით.

ლოცვისას მოგეტევება შენი ცოდვები იმიტომ რომ მონათლული ხარ და იმიტომ რომ ინანიებ, განა არ ვამბობთ, აღვიარებ  ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა?

აღსარების დროს ცოდვათა მიტევება მოგეცემა შენი სულიერი მოძღვრის მიერ, ხოლო ღმრთაებრივი ზიარებისას – იესო ქრისტეს მიერ, რომელიც შენთან ერთიანდება თავისი ხორცისა და სისხლის ზიარებით.

ადამიანს თავისი ცოდვები მიეტევება ნათლისღებით, აღსარებითა და საღმრთო ზიარების მიღების გზით, თუმცა ყოველივე ეს აქტიურდება მხოლოდ გულწრფელი სინანულის საშუალებით. სინანულის გარეშე ძალა არა აქვს ეკლესიის საიდუმლოებებს, რომლებიც კურნავენ ადამიანს და რომლებიც წმინდავენ მას, რადგან ყოველივე ეს ადამიანს აერთიანებს იესო ქრისტესთან.

მაშასადამე, ნათლობის, აღსარებისა და საღმრთო ზიარების საიდუმლოებანი ადამიანს სთავაზობენ ცოდვათა მიტევებას, ცოდვათა მონობიდან გათავისუფლებას და შესაძლებლობას, რომ იგი უფლის ნათლით განიწმინდოს და მიაღწიოს განღმრთობას. ლოცვის დროს სინანულით, რაც უნდა ხდებოდეს უზადოდ და მუდმივად, განუწყვეტლივ, ხდება ადამიანის განწმენდა (კათარზისი), ნათლით მოსვა და განღმრთობა, რადგან სწორედ სინანული იწვევს ცოდვის სიძულვილს და სწორედ სინანულია ადამიანის თავისუფლების  მამოძრავებელი ძალა ღმრთის სიყვარულისკენ.

განუწყვეტელი ლოცვა – უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი – ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ განუწყვეტლივ გვახსოვს ჩვენი ცოდვები და განუწყვეტლად შევთხოვთ უფალ იესო ქრისტეს მათ მიტევებას“.

წმიდა ღერონდა ანტონ გიკიზას ერთ-ერთ სულიერ შვილს (ანტონ გიკიზა იყო ღირსი პორფირის კავსოკალიველის სულიერი მოძღვარი) ჩვენამდე შემოუნახავს ღირსი პორფირის სიცოცხლის ეპიცენტრი, რაც თავისთავად გახლდათ სინანული.

– „აქ მოდიოდა ხოლმე პორფირი“, ამბობს მამა ანტონი, „რათა ის მენახა. ერთი დაადებდა ხოლმე ხელებს მეორეს ზემოდან და ასე ვამბობდით აღსარებას. ბერ პორფირის დიდი სინანული გააჩნდა. იგი სინანულით აღსავსე გარდაიცვალა“.

ღირსი პორფირის სულიერი მოძღვარი გვიმჟღავნებს ჩვენ პორფირისა და ყველა წმიდანის ქარიზმატულობის მიზეზს, რაც არის სინანული.

სინანულისადმი ღირსი პორფირის სიყვარულზე ასევე ვკითხულობთ მის მიერ სულიერი შვილების მიმართ დაწერილ ანდერძშიც.

ქვემოთ აღწერილი ამბავი მოგვითხრობს წმიდა ბერ იაკობ ცალიკისთან ურთიერთობის შესახებ.

1983 წელი უნდა ყოფილიყო, როდესაც ღირსი დავითის სახელობის წმიდა მონასტერში შევხვდით ერთმანეთს.

ვიგრძენი აღსარების თქმის საჭიროება და ზუსტად ამ დროს წმიდა ბერ იაკობ ცალიკისის წინ აღმოვჩნდი.

როდესაც ღერონდამ შენდობის ლოცვების კითხვა დაასრულა, სრულიად მოულოდნელად, თავისთავად, ისე რომ მისთვის მე არაფერი მიკითხავს, მითხრა:

„ჩემო ანდრეა, უმეტესობა სინანულის გარეშე მოდის აღსარების ჩასაბარებლად. აღსარებისას, რა თქმა უნდა, სულიერი მოძღვრის საქმეა დაეხმაროს მორწმუნეებს, რომ  მათ თავდაპირველად განიცადონ სინანული, შემდეგ კი ჩააბარონ აღსარება და მიიღონ შენდობის ლოცვა. თუმცა საღმრთო ზიარებისას ისინი იესო ქრისტეს პირისპირ დგანან და უნდა მიეახლონ მას კრძალვითა და საკუთარი ცოდვების სინანულით. უფალმა იმის ნიჭი მიბოძა, რომ ჩემთან აღსარებისათვის სინანულის გარეშე მოსულნი შავად დავინახო, ხოლო ისინი კი, ვინც სინანულით აღსავსენი მოდიან, განათებულებს ვხედავ.

ერთ დღესაც, ვხედავ, რომ ერთი ახალგაზრდა ბიჭი საღვთო ზიარების მიღებას რომ აპირებს, სულ შავითაა მოცული. როდესაც იგი წმიდა ბარძიმს მოუახლოვდა, ჩემთვის გულში ვიფიქრე: „ვინა ხარ შენ, იაკობ, რომ იგი განსაჯო?“

შეცდომა ჩავიდინე და იგი ვაზიარე! როდესაც წმიდა ნაწილები პირთან მივუტანე, დავინახე, რომ სინათლე კოვზიდან ამოვიდა და ისევ ბარძიმში დაბრუნდა.

გაოგნებული დავრჩი! ანუ სინანულის გარეშე მან ზიარება ვერ მიიღო!

უფალმა მასწავლა, რომ სინანულის გარეშე არა თუ მორწმუნეებმა არ უნდა მიიღონ ზიარება, არც თავად მღვდელმა უნდა აზიაროს ისინი, თუკი დანამდვილებით იცის, რომ სინანულის გარეშე არიან მოსულნი ზიარების მისაღებად.

სულიერ მოძღვართა უპირველესი მოვალეობაა ასწავლონ მორწმუნეებს სინანული და ცოდვათა მიტევებისათვის შესთავაზონ საიდუმლოებანი, ღმრთაებრივი ზიარება კი მხოლოდ უკვე მონანიებულთათვისაა!“.

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/04/25/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90/feed/ 3161
„სინანული, როგორც ეს ვისწავლე თანამედროვე წმიდანებისა და ბერებისაგან“ https://www.pemptousia.ge/2017/04/05/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ac/ https://www.pemptousia.ge/2017/04/05/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ac/#comments Wed, 05 Apr 2017 08:14:16 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50406 იმ პერიოდში, როდესაც ვიკვლევდით სულიერი ცხოვრებისაკენ მიმავალ გზას, გვქონდა იმის ბედნიერება, რომ ახლოს გაგვეცნო საკმაოდ ბევრი მამა თანამედროვე ბერებიდან და წმიდანებიდან.

სინამდვილეში, რომელია ის გზა, რომელიც გვკურნავს ჩვენი ცოდვებისა და ვნებებისაგან, რომლის მეშვეობით შეგვიძლია ვითხოვოთ სიყვარული, როგორც ღმრთისა, ისე ჩვენ გვერდში მყოფი მოყვასისა?

კიდეც მოვისმინეთ და კიდეც წავიკითხეთ, რომ იმისათვის, რომ  შევიყვაროთ უფალი ღმერთი მთელი ჩვენი გულით, აუცილებელია განვიცადოთ კათარზისი, გავიაროთ სინათლეში და მივაღწიოთ განღმრთობას. ყოველივე ამას გვასწავლის წმიდა სახარება, ასევე – წმიდა მამები და ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა ტრადიცია.

წმინდა მამათა მრავალი ცხოვრება წავიკითხეთ, თუმცა მიუხედავად ამისა, გვქონდა საჭიროება იმისა, რომ გვესწავლა იმ თანამედროვე წმიდა მამებისგანაც, რომლებიც ჩვენს დროში ცხოვრობდნენ. ესენი გახლდნენ: წმიდა პორფირი, წმიდა პაისი, წმიდა ღერონდა იაკობ ცალიკისი, ამფიკლიაში მდებარე დადიუს მონასტრის ბერი ამბროსი, ღერონდა იოსებ ვატოპედელი, პაპა მარკოზ მანოლისი, წმიდა ბერი ანტონ გიზელი და მრავალი სხვა.

Gerondes 01

თანმიმდევრობით მოგითხრობთ იმ საუბრების შესახებ, რაც მე ამ წმიდა მამებთან მქონდა. გადმოგცემთ ასევე, თუ რა გამიმჟღავნეს მათ თავიანთი უბრალო და პრაქტიკული ენით სინანულის საიდუმლოებაზე.

1982 წელს, რაღაც კონკრეტული პრობლემის გამო, გამიჩნდა საჭიროება იმისა, რომ  ჩემი სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, მომენახულებინა წმიდა პორფირი. მაშინ იგი მილესში მოღვაწეობდა. იქ, მანამ სანამ იმ შენობა-ნაგებობებს ააშენებდნენ, რომელთა ხილვაც დღესაა შესაძლებელი, იდგა ერთი ბარაკი, სადაც წმიდანი ცხოვრობდა და სადაც ხალხისაგან იბარებდა კიდეც  აღსარებას.

როგორც კი მამა პორფირი დავინახე, ვიგრძენი, რომ უფლის წინაშე ვიდექი. ვიგრძენი, რომ მას ვუცქერდი უფლის შიშით, რწმენითა და სიყვარულით.

– „ღერონდა, ერთი პრობლემა მაქვს“,- მივუგე მას.

-„ვიცი“,- მითხრა და გამიმჟღავნა კიდეც ჩემი პრობლემა, რაც უკავშირდებოდა ჩემს ყრმობის ასაკსა და ჩემს ოჯახს.

იმ დროისათვის უკვე დაქორწინებული ვიყავი და შვილიც მყავდა. ოჯახში წამოჭრილი სხვადასხვა ურთიერთობის შედეგად მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა გამომესწორებინა ჩემ თავში არსებული ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. თუმცა, ვხვდებოდი, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით თითქმის შეუძლებელი იყო ამ პრობლემასთან გამკლავება, რადგან ის ჩემში ჯერ კიდევ ყრმობის ასაკიდან არსებობდა.

წმიდა პორფირმა ზუსტად მითხრა, თუ რა პრობლემა მქონდა, ასევე – ის დროც და ასაკიც, როდესაც ის ვისწავლე.

ამის შემდეგ, ჩემი უძლურების შეგრძნება კიდევ უფრო გაიზარდა. წმიდანს ვკითხე:

– „რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ განვიკურნო?“

– „აღსარება უნდა თქვა“, მითხრა მან.

– „მაგრამ მე ხომ ძალიან ხშირად ვაბარებ აღსარებას ჩემს სულიერ მოძღვარს“, მივუგე.

– „ეს, რასაც შენ აკეთებ, არაა საკმარისი“, მითხრა. „აღსარება არ არის მხოლოდ ის, რომ წახვიდე შენს სულიერ მოძღვართან და გაუმჟღავნო შენი ცოდვები. აღსარება არის სინანული. ჯერ კარგად უნდა მოინანიო შენი ცოდვები, მერე კი წახვიდე და უთხრა მოძღვარს. გაიხსენე უძღები შვილის იგავი: ის ჯერ საკუთარ თავთან მივიდა, გააცნობიერა თავისი სიღარიბე და შიმშილი, იგრძნო, რომ მან დაკარგა მამის სიყვარული, გადაწყვიტა დაბრუნებულიყო თავის სახლში და იქ ეცხოვრა მსგავსად მამამისის მსახურებისა, შემდგომ კი მკვდრეთით აღდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დიდი სურვილითა და თავმდაბლობით დაბრუნდა, დარწმუნებული იყო, რომ მამა მას სიყვარულით შეხვდებოდა.

მაშინ მამამ თავის უძღებ შვილს ყოველივე მიუტევა და ბრძანა, რომ იგი შეემოსათ სამოსელი პირველით, თავისი ბეჭედი მიეძღვნათ მისთვის და მის პატივსაცემად ზუარაკი იგი ჭამებული დაეკლათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მამამ უძღები შვილი მიიღო. მიუტევა მას და განკურნა.

აი, ასე მოიქეცი, ყოველ დილით ადექი და მას შემდეგ, რაც იმ ლოცვებს წაიკითხავ, რომელთაც ჩვეულებრივად კითხულობ, შენს კანონს შეასრულებ, ან ფეხზე მდგომარე წაიკითხავ ან თუნდაც სკვნილით, შემდგომ ამისა, უთხარი იესო ქრისტეს შენი ცოდვების შესახებ ღმრთისა და იმ ადამიანთა წინაშე, რომელთაც ზიანი მიაყენე და პატიება შესთხოვე“.

– „და როგორ მივხვდე, რომ ცოდვები მომეტევა?“, ვკითხე.

– „განა არ ამბობს პავლე მოციქული, რომ სულის ნაყოფი არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, რწმენა? თუკი, ამ ყოველივეს იგრძნობ სინანულის ჟამს,  ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე მიიღე პირველი ულუფა ცოდვების მიტევებისა და მარადიული სიცოცხლისა. ანუ, როდესაც იგრძნობ უფლის არსებობას შენში, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მიგეტევა შენი შეცოდებანი!

თუმცა აქ არ ვჩერდებით. აქამდე მხოლოდ ეს ვთქვით – და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი.

იესო ქრისტე კი გვთხოვს, რომ ესეც ვთქვათ: ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, ასე არაა?“

– „ასეა“, ვუპასუხე.

– „ამ სიტყვებით იესო, რა თქმა უნდა, ამბობს, თუკი ჩვენ გულით არ მივუტევებთ მათ, ვინც ჩვენ ზიანი მოგვაყენა, არც იესო ქრისტე მოგვიტევებს ჩვენ ჩვენს ცოდვებს. მაშასადამე, უპირველეს ყოვლისა, შეინანე შენი ცოდვები და როგორც კი მიიღებ შენდობას, იგრძნობ სულიწმიდის მადლსა და შვებას, მაშინ შენც უნდა შეუნდო სხვებს.

სწორედ ეს არის ზუარაკი იგი ჭამებული, ცოდვათა შენდობა და მარადიული ცხოვრება, რაც პირველმა სწორედ უძღებმა შვილმა მიიღო თავისი მამისაგან, რადგანაც მან მოინანია და შემდეგ კი, იგი გაუნაწილა თავის მეგობრებს, ანუ სიყვარული შესთავაზა მათ, ვინც კი ზიანი მიაყენა მას და თავის გულში ისინი მტრებიდან მეგობრებად აქცია.

ყოველივე ეს შეესაბამება ასევე წმიდა სვიმეონ ახალიღმრთისმეტყველის სიტყვას, რომელიც სინანულის შესახებ წერს:

„გულმხურვალე ლოცვის შემდეგ, მუხლი მოიყარე და უთხარი შენი ცოდვები ღმერთს და თუკი, იესო ქრისტე არ მოგიტევებს შენს შეცოდებებს, თანახმა ვარ უარი ვთქვა ჩემს ცხონებაზე!“

მაშ ასე, თქვით აღსარება, როდესაც ლოცულობთ დილით, შეინანეთ თქვენი ცოდვები, და საერთოდ, მთელი დღის განმავლობაში იყავით ფხიზლად,  დაინახეთ, თუ როგორ არღვევთ იესო ქრისტეს მცნებებს უპირველეს ყოვლისა, თქვენი სურვილით, შემდეგ უკვე – თქვენი ფიქრით და ბოლოს კი – თქვენი საქმით. ამას ნიშნავს ქრისტეს სიტყვა, ფხიზლად იყავით და ილოცეთ.

საუბარი (პირველი ნაწილი) შედგა თესალონიკის წმიდა დიმიტრის სახელობის ტაძარში კონფერენციის, სახელწოდებით „მონანიების სიდიადე ადამიანის ცხოვრებაში“, ფარგლებში.

[გაგრძელდება]

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/04/05/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ac/feed/ 3595
„გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ!“ https://www.pemptousia.ge/2017/04/04/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1/ https://www.pemptousia.ge/2017/04/04/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1/#comments Tue, 04 Apr 2017 08:37:40 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50403 წინა სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2017/03/20/50282/

მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ წერს: „მრავალი კადნიერებაჲ მაქუს თქუენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქუენთჳს, სავსე ვარ ნუგეშინის-ცემითა, გარდამრევიეს სიხარული ყოველთა ზედა ჭირთა ჩუენთა“ (კორინთელთა მიმართ II ეპ. 7,4). რაც იმას ნიშნავს, რომ ვარ ნუგეშინისცემით სავსე, რომელიც მომანიჭეთ თქვენ, ისე იღვრება ჩემი სიხარული, რომ ფარავს ნებისმიერ მწუხარებას. თუმცა, საკითხავია, თუ როგორ თანაარსებობს „უმეტესი სიხარული“ „მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან“ (კორინთელთა მიმართ II ეპ. 8,2)? როგორ იღებდნენ პირველი ქრისტიანები ღმრთის სიტყვას „ჭირსა შინა მრავალსა სიხარულითა სულისა წმიდისაჲთა“ (თესალონიკელთა მიმართ I ეპ. 1,6)? ან წმიდა მოწამენი როგორ ადგებოდნენ სიხარულით მკაცრ მოწამეობრივ გზას?

Xara 01

რატომ გვმოძღვრავს შემდეგი სიტყვებით უფლის ძმა იაკობი: „ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცჳეთ პირად-პირადსა;“(იაკ. 1,2). განა შესაძლებელია შეუთანხმდეს ერთმანეთს ეს წინააღმდეგობანი და თანაარსებობდეს მწუხარება, განსაცდელი და ცდუნება სიხარულთან ერთად?

ყოველივე შესაძებელია, თუკი იესო ქრისტე არის ჩვენს ცხოვრებაში. მაცხოვრის შობის ღამეს ამ სიტყვებით მიმართა უფლის ანგელოზმა მწყემსებს: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა“ (ლუკა 2, 10), შემდეგ კი აუწყებს მათ ამ სიხარულის მიზეზს: „რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი“ (ლუკა 2, 11).

მსგავსად ამისა, როდესაც წმიდა პავლე მოციქული მოგვიწოდებს: „გიხაროდენ მარადის!“ იქვე განსაზღვრავს, რომ „უფლისა მიერ!“ (ფილიპელთა მიმართ 4,4). მაშ, სადაც არის ქრისტე, იქ გაქარწყლებულია ტკივილის სიმძიმე.

ჩვენი ეკლესიის ტრადიცია, მოწამეთა, აღმსარებელთა, ღირსთა და წმიდა მამათა ისტორია მოწმობს, რომ ყოველივე ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ „უფლისა მიერ!“, არანაირ უბედურებას არ ძალუძს ჩამოაშოროს მორწმუნე ადამიანის სული ამ სიხარულსა და წყალობას.  მორწმუნენი ცხოვრობენ და იბრძვიან იესო ქრისტეს მიერ, რომელიც მათ სულს ანიჭებს ძალას უხაროდეთ, რომ უფლის სიყვარული მათ თავიანთ ცხოვრებაში დაბრუნების საშუალებას აძლევს.

თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ წმიდა მამები მწუხარების ორ სახეობაზე საუბრობენ. ისინი განასხვავებენ ერთმანეთისაგან „ღმრთისა მიერ მწუხარებას“ და „სოფლისა ამის მწუხარებას“. პავლე მოციქული მწუხარების ამ ორ სახეს ამგვარად განმარტავს: „ღმთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულსა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმნს“ (კორინთელთა მიმართ ΙΙ ეპ. 7,10). ანუ „ღმრთისა მიერ მწუხარებას“ ადამიანი სინანულისა და ცხონებისაკენ მიჰყავს, ამიტომაც  „სიხარულია ზეცასა შინა“, უფლის ანგელოზებს შორის და სწორედ ამ სიხარულს ეზიარება ის ადამიანი, რომელიც თავის ცოდვებს მოინანიებს.

გარდა ამისა, სიხარული შეიძლება იქცეს თვითშეცნობის ნაყოფი. როდესაც გაქვს შეგრძნება იმისა, თუ ვინ ხარ, როდესაც სიყვარულს სთავაზობ შენს მოყვასს, როდესაც „გიხაროდეთ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა“ (რომაელთა მიმართ, 12.15), როდესაც ამოწმებ საკუთარ ეგოცენტრულ მიდრეკილებებს, ინარჩუნებ ურთიერთობასა და სიყვარულს სხვა ადამიანების მიმართ, მაშინ შეიგრძნობ თავისუფლებასა და სიხარულს, რადგან მოვლენებს აღიქვამ დანაკლისისა და სარგებლის გარეშე, შენი საკუთარი „ეგოს“ (მეს) ინტერესების დამოუკიდებლად.

უმეტესობა სირთულეებისა, რომლებიც დევნიან ჩვენი შინაგანი სამყაროდან სიხარულსა და სიმშვიდეს, გამოწვეულია ჩვენი ეგოიზმითა და იზოლირებით, რაც საბოლოოდ გვავსებს კიდეც მწუხარებით. ასეთ შემთხვევებში, ხშირად ყველა და ყველაფერი დამნაშავედ მიგვაჩნია ხოლმე, რადგან ნაცვლად იმისა, რომ დახმარებისათვის  მივმართოთ ღმერთს, ვითხოვოთ მისი შემწეობა, ჩვენ მარტო ვრჩებით ჩვენს პრობლემებთან და ჩიხში ვაქცევთ ჩვენში არსებულ ყოველივე სასიამოვნო და სასიხარულო გრძნობას.

ხოლო როდესაც ჩვენს სიძნელეებს მივანდობთ უფალს, მაშინ სრულიად იცვლება ვითარება, მაშინ „სავსე ვარ ნუგეშინის-ცემითა, გარდამრევიეს სიხარული ყოველთა ზედა ჭირთა ჩუენთა“ (კორინთელთა მიმართ ΙI ეპ, 7, 4). და თუკი, ჩვენი რწმენა ჩვენი მაცხოვრის – იესო ქრისტეს მიმართ არის მყარი და ურყევი, მაშინ „უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან“ (იოვანე 16, 22), რწმენით დავძლევთ ყოველივეს მარადის და „იხარებდით სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებულითა“ (პეტრე Ι ეპ. 1, 8).

ჩემო ძმებო, სიტყვა „სიხარულის“ მხოლოდ და მხოლოდ გაჟღერებაც კი ჩვენში  შინაგან ნეტარებასა და ბედნიერებას იწვევს. ადამიანის სული გამუდმებით ისწრაფვის სიხარულისაკენ, იგი გამუდმებით მის ძიებაშია! სიხარული ერთგვარი სასიამოვნო გრძნობაა გულისა, რაც ქვემოთ მოყვანილ სიტყვებშია გადმოცემული: „მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება!“ (იგავნი სოლომონისა 15, 13). ასეთი სიხარული უფალთან ურთიერთობით საზრდოობს, იგი გვანიჭებს ბედნიერებას, გამბედაობას, მშვიდობასა და სიხარულს როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოს.

სიხარული სულიწმიდის ნაყოფია, როგორც ამას წმინდა პავლე მოციქული აღწერს გალატელთა მიმართ ეპისტოლეში: „ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ“ (გალატელთა მიმართ, 5, 22-23), რომელიც მიენიჭება მათ, ვინც არის „წმიდაჲ გულითა“. ყოველი მორწმუნის პირადი ბრძოლა შემდეგ სიტყვებშია გამჟღავნებული: „წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ“ (პეტრე Ι ეპ. 16), როგორც ეს წმინდა წერილშია დაწერილი! ხოლო როცა მორწმუნის ბრძოლა ხდება „იესო ქრისტეს მიერ“, მას შედეგად მოჰყვება: „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“ (ფილიპელთა მიმართ 4, 13). ასე რომ სიხარული, რომელიც ჩვენზე იესო ქრისტესთან ურთიერთობის მეშვეობით გადმოდის, ასუსტებს ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს განცდილ მწუხარებას, რადგან სიბნელე ვერ ძლებს სინათლეში!

ჩვენი წმიდა ეკლესია საღმრთო მსახურებების მეშვეობით ლოცულობს, რათა „სიხარულმა და წყალობამ“ აღავსოს ყველა ჩვენგანის გული, რათა ყოველ კეთილ საქმეში გვქონდეს ღმრთიური სინათლე და შემწეობა, „ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მიერ“ განღმრთობისა და ცხონებისაკენ მიმავალ გზაზე.

წყარო: ათონის წმიდა მთის 2016 წლის კალენდარი, ქსენოფონტის წმიდა მონასტრის გამოცემა, ათონის წმიდა მთა.

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/04/04/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1/feed/ 2478
სიხარულის შესახებ https://www.pemptousia.ge/2017/03/20/50282/ https://www.pemptousia.ge/2017/03/20/50282/#comments Mon, 20 Mar 2017 09:15:32 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50282 წმიდა სახარება არის ჭეშმარიტი სიხარულის წმიდა წიგნი! მასში ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს ის გზავნილები, რომელიც გადარჩენის შესახებ ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ გაუმჟღავნა ადამიანს, „თავის ხატად“ შექმნილ კაცს და უჩვენა მას ის გზა, რომელიც წარუძღვება სრულყოფილებისაკენ!

ანგელოზის მიერ ღმრთისმშობლის მოკითხვა: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა…“ სხვა რას უნდა მოასწავებდეს თუ არა იმას, რომ ადამიანთა მოდგმისათვის „განქარდება მწუხარება“?

სამოთხიდან განდევნილი ადამიანი, რომელიც დაცილდა უფალს, რომელიც ჩაიძირა სასოწარკვეთილებაში, რომელმაც დაკარგა ხსნის სიხარული და დაემსგავსა სინათლისა და იმედის გარეშე მოხეტიალეს, წმიდა ქალწული მარიამის მეოხებით ნუგეშინინ იქმნა, „რამეთუ ჰპოვა მადლი წინაშე ღმრთისა“. ღმრთისმშობელი იქცა ღმრთაებრივი მადლის ჭურჭლად, რადგან ამ მიმადლებული ქალწულის სახით ზეციურმა მამამ იპოვნა სრულყოფილი ადამიანი, რომელიც „ზეციურ კიბედ“ უნდა ქცეულიყო. სწორედ ამ კიბის მეშვეობით, უფალი მიწაზე ჩამოვიდა და შესთავაზა სიცოცხლისა და ხსნის სიხარული მთელ სამყაროს.

Alogos by spiros drosos

ფოტო: სპიროს დროსოს

სწორედ ამიტომ, კვლავ გაისმა მთავარანგელოზის ხმა ჩვენი მხსნელისა და უფლის, იესო ქრისტეს შობის ღამეს. უფლის ანგელოზი ასე მიმართავს უბრალო მწყემსებს: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი…“ (ლუკა, 2. 10-11).

და მართლაც, იესო ქრისტეს დაბადებამ ჭეშმარიტად „დიდი სიხარული“ მოუტანა არა თუ მხოლოდ უბრალო მწყემსებს, არამედ ასევე – ბრძენ მოგვებს, რომლებმაც, როგორც მათე მახარებელი გადმოგვცემს: „ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად“ (მათე, 2. 10).

ქრისტეს შობამდე რვაასი წლით ადრე, ეს სიხარული წინასწარ იხილა ესაია წინასწარმეტყველმა, როდესაც ზეიმით ამბობდა: „იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად და ყველამ გაიხარეთ მისით, მისმა მოყვარულებმა! ლხენით ილხინეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც მოთქვამდა მასზე!“ (ესაია წინასწარმეტყველი, 66. 10).

წმიდა სახარების მეშვეობით ჩვენთვის ნათელი ხდება, რომ პირველმა სწორედ იოანე ნათლისმცემელმა, როგორც უფლის წინამორბედმა, გახსნა ამ დიდი სიხარულისკენ მიმავალი გზა. როდესაც ანგელოზმა აუწყა წინასწარმეტყველ ზაქარიას, რომ დაიბადებოდა მისი ვაჟი, მას ამ სიტყვებით მიმართა: „და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ“ (ლუკა, 1.14).

ასე რომ, მადლი ზეციური საჩუქარია, რომელიც იქცა სიცოცხლისა და იმედის სტიქიად მთელი სამყაროსათვის. იგი გახდა ნუგეში მწუხარეთათვის, მკურნალობა ავადმყოფთათვის, საკვები მშიერთათვის, იმედი სასოწარკვეთილთათვის, ნათელი სიბნელეში მყოფთათვის, სინანული ცოდვილთათვის, სიყვარული სიძულვილის მსხვერპლთათვის, მიტევება მტერთათვის!

ყველა ეს წინააღმდეგობა, ადამიანური ლოგიკის მიხედვით, ასევე საოცრებები მორწმუნეთათვის,  გაიცემა ღმრთიური მადლის მიერ. უფლის ამქვეყნად ყოფნის მადლმა „სამყარო უდიდესი სიხარულით აღავსო!“. ამიტომაც ჩვენი წმიდა ეკლესია ჩვენი სიხარულის მიზეზს, ანგელოზთა დედოფალს, ღვთისმშობელს შემდეგი სიტყვებით უგალობს: „თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარეო“, სხვაგან კი: „გიხაროდენ მიმადლებულო“.

ჭეშმარიტებაა, რომ იესო ქრისტე არის სამყაროს სიხარული და მშვიდობა. ამის გამო მათ, ვინც შეიყვარა უფალი იესო „უხარის ვნებათა მათ შინა თქუენთვის“, როგორც პავლე მოციქული აცხადებს კოლასელთა მიმართ (1.24). და კვლავ სიამოვნებით სრულდება სხვადასხვა ერისისაათვის მოციქულის მოწოდება: „მარადის გიხაროდენ. მოუკლებელად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ ქრისტე იესუის მიერ თქუენდა მიმართ“ (1 თესალონიკელთა მიმართ, 5.16).

კავშირი იესო ქრისტესთან არის რწმენის, იმედისა და სიხარულის კავშირი. და ამიტომაც, წმიდა და პატიოსანი მოციქული თავისი შეუცდომელი პირით უფლის სიტყვას ამგვარად გვაუწყებს: „რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს, ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს“ (იოვანე, 3. 29).

რა თქმა უნდა, მადლი ასევე არის იესო ქრისტეს აღდგომის ნაყოფი! პირველად მენელსაცხებლე დედებმა გაიგეს ქრისტეს აღდგომის მაუწყებელი სიტყვა: „გიხაროდენ!“. „და აჰა იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მოვიდეს და შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცეს მას“ (მათე, 28. 9). როდესაც მოწაფეებმა თავიანთი მაცხოვარი იხილეს მკვდრეთით აღმდგარი „ვიდრე-იგი არღა

ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა“ (ლუკა, 24. 41). შემდგომ ამისა, „იყო კურთხევასა მას იესუისსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალეიმდ სიხარულითა დიდითა“ (ლუკა, 24. 51-52). მოგვიანებით, პავლე მოციქული ამგვარი სიტყვებით წარდგება ფილიპელთა მიმართ: „გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყვი: გიხაროდენ“ (ფილიპელთა მიმართ, 4.4).

ბუნებრივია, რომ ზოგჯერ ჩვენ გვიჩნდება პროტესტი იმ უარყოფითი მოვლენების მიმართ, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება: განა შეუძლია ადამიანს უხაროდეს, როდესაც გარს ამდენი ცხოვრებისეული სირთულე, სხვადასხვა განსაცდელი, ვნებები, მოულოდნელი უბედურება და ა.შ.  ახვევია?

აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კითხვა სრულიად ბუნებრივია. მწუხარება ამქვეყნიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. „არავინ გადის თავის სიცოცხლეს მწუხარების, ტკივილისა და სევდის გარეშე“, აღნიშნავს იოანე ოქროპირი და იქვე ამატებს, რომ მხოლოდ მარადიული სიცოცხლეა „ტკივილის, მწუხარებისა და ოხვრისგან თავისუფალი!“.

მიუხედავად ამისა, ამ სამართლიან კითხვაში კვლავ ჩნდება ღმრთაებრივი გამოცხადება, იმისათვის რომ შევეგუოთ ვედრებისა და სიხარულის, ტკივილისა და უდიდესი სიხარულის თანაარსებობას.

[გაგრძელდება]

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/03/20/50282/feed/ 1940
ოჯახი – ეკლესია შინ https://www.pemptousia.ge/2016/01/11/%e1%83%9d%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9c/ https://www.pemptousia.ge/2016/01/11/%e1%83%9d%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9c/#comments Mon, 11 Jan 2016 09:39:49 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48757 [წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/?p=48738]

მესამე ვნებას სიამეთმოყვარება წარმოადგენს, რომელიც ჯაჭვის ძლიერი რგოლის მსგავსად მტკიცედ უკავშირდება წინ ჩამოთვლილ ვნებებს. ზოგადად ეს ვნება შრომისმოყვარეობის, გარჯისა და სხვათათვის სიკეთის გაკეთების უარყოფაა. იგი უკიდურესად აღმერთებს სიამეებს. სიამეთმოყვარეობის ფესვები დაცემული ადამიანის სულიერი ავადმყოფობიდან და უფლისგან დაშორებით გამოწვეული სიბნელიდან გამომდინარეობს. იგი გავლენას ახდენს ადამიანის სხეულზე, რომელიც სულიწმიდის ტაძარი და იესო ქრისტეს წმიდა „ასოთაგანია“ (კორინთელთა მიმართ I, 12:27). რადგან სიამეთმოყვარებას ქორწინებისა და მთელი ცხოვრების  მთავარ მიზნად და აზრად სიამეები მიაჩნია, მათზე ამყარებს თავის ქმედებებს. რადგან ეს ვნება გარეგნულობას და არა სიღრმისეულობას ემყარება, პირად ადამიანურ ურთიერთობებს აკნინებს და ადამიანები პიროვნების საფეხურიდან ობიექტების საფეხურამდე ჩამოჰყავს. მას ახასიათებს დაუკმაყოფილებლობისა და დროებითობის ნიშნები.

თუკი ადამიანში სიამეთმოყვარეობა დაისადგურებს, იგი მას თავის მონად და მძევლად გაიხდის და ღმრთის კურთხევასა და ეკლესიის ჭეშმარიტი თავისუფლების გზას ჩამოაცილებს. ამ ყოველივეს შედეგად იგი ურღვევ და ჭეშმარიტი სიყვარულით შეკრულ ოჯახურ კავშირს სასიკვდილო დარტყმას აყენებს, რადგან არღვევს ყოველივე კეთილშობილურს. ამ დაავადებისგან სულის მკურნალი არის შრომისმოყვარეობა და მოშურნეობა ბრძოლისა და სიკეთისადმი. თავად ჩვენი ეკლესია სულის საკურნებელი ადგილია და ახასიათებს ასკეტიზმი და შრომისმოყვარეობა. მას ადამიანი მიჰყავს საგნების აზრის სწორ გაგებამდე, როგორც ამას წმიდა მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის.

შრომისმოყვარეობა, ღვაწლი და უმთავრესად მოყვასისა და ღმრთისადმი სიყვარული გარდაქმნის ვნებებისკენ მიდრეკილ ადამიანს და განწმენდს მის სულსა და ხორცს. ამგვარად თავისუფლდება ჰეგემონი გონება, რათა სწორად შეძლოს ყველაფრის განსჯა, უბიძგოს ადამიანს სიწმიდისა და სიბრძნისაკენ და შეინარჩუნოს იგი ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნილის სიმაღლეზე.

ვნებების ეს სამი გიგანტი ბერ-მონაზვნობაში,  ქორწინებაში მყოფ და ოჯახურ წიაღში მცხოვრებ ყველა ადამიანს ებრძვის სხვადასხვა ხერხითა და მეთოდით, მაგრამ ერთი მიზნით: ადამიანს განწმენდისა და ხსნის გზაზე  შეუშალოს ხელი.

წმიდა იოანე ოქროპირი მოგვიწოდებს ოჯახი იყოს ჩვენი მეორე ეკლესია. ოჯახი, როგორც ეკლესია ოჯახში, არის ვნებათაგან სულიერი განკურნების ადგილი, რომელიც მართლმადიდებლურ წიაღში ჭეშმარიტი მრავალწევრიანი მონასტრის ფუნქციას ატარებს. თანაცხოვრება, თანაარსებობა, მეუღლეობა და ზოგადად ოჯახში ქრისტიანული თანაცხოვრება ხასიათის სიუხეშეს არბილებს, ადამიანს ხდის დიდსულოვანს და ასწავლის, რომ ქრისტესმიერი სიყვარულისა და სულიერი წინსვლის გარეშე  ოჯახური ცხოვრება არამყარ და უსაფუძვლო საძირკველზე დგას და ყოველ წამს გაქრობა ემუქრება. იგივე იოანე ოქროპირი ოჯახს საასპარეზო არენად მიიჩნევს, რადგან მის წევრებს ჭეშმარიტად უწევთ დიდი და ძნელი გზის გავლა, რომელზეც უხვადაა დაბრკოლებები, საცდურები და მწუხარებები. ამიტომაც საჭიროა, რომ ოჯახი იესო ქრისტეს რწმენის მყარ კლდეს დაეფუძნოს, რათა იგი ამქვეყნიური განსაცდელების ტალღებმა არ ჩაძირონ. ოჯახისა და ქორწინების „საიდუმლო ესე დიდ არს“, როგორც „ქრისტესთვის და ეკლესიისა“.

Oikogenia 01

მას შემდეგ რაც უფლმა იესო ქრისტემ თავი დაიმდაბლა და განკაცდა, კვებავს ადამიანებს თავისი სითბოთი და როგორც ზეციური სასიძო ეკლესიის საუკუნო ხელმძღვანელად თავად რჩება. არც ეკლესიას ძალუძს ქრისტეს გარეშე არსებობა და ქრისტეც ეკლესიის გარეშე არ აძლევს ადამიანს თავის საიდუმლოებებში მონაწილეობის საშუალებას. ამგვარად ხდება ოჯახშიც, რომელიც ვერ იარსებებს მისი წევრების გარეშე და მისი სხეული მთლიანი ვერ იქნება თუკი მას თავად არ ეყოლება ქრისტე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უფლის განსაკუთრებული და სათნო ნება-სურვილი თითოეული ჩვენთაგანის ცხონება და განღმრთობაა. ეს არის მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების მიზანი და დასასრული.   შესაბამისად, არც ოჯახური ცხოვრება და არც ბერ-მონაზვნობა არ არის თვითმიზანი, არამედ ისინი ჩვენი ცხონების საშუალებებს წარმოადგენენ.

ცხოვრება ხანმოკლე და წარმავალია და მისი შეფასება შესაძებელია იმის მიხედვით, თუ რამდენად მივყავართ საუკუნო ცხოვრებისაკენ. თუკი ოჯახს არ მიყავს ადამიანი ქრისტემდე, მაშინ ისევე როგორც თავად ამქვეყნიური ცხოვრება, ისიც  ხანმოკლე, სუსტი და დაღუპვისათვის  განწირულია. ითვლება, რომ ოჯახი აღწევს თავის მიზანს არა მისი წევრების ამქვეყნიური წარმატებებით, არა სიკვდილამდე ერთობით, არამედ მაშინ როცა მისი წევრები სიწმიდით ცხოვრობენ და განღმრთობისკენ მიისწრაფვიან. ოჯახის სხვაგვარი შეფასება ადამინაური და   საერო კრიტერიუმებით უსამართლოა და სულისშემხუთავად შემოზღუდავენ მის დანიშნულებას.

ერთ მთაწმიდელ ღირს მამას უთქვამს: „როდესაც ჩვენს ეგოიზმზე მაღლა დავდგებით, ვხდებით ჩვენი ოჯახის ჭეშმარიტი წევრები და როდესაც გავხდებით ოჯახის ჭეშმარიტი წევრები ჩვენი ეგოიზმის დაძლევით, მაშინ გავხდებით ადამის მოდგმის ოჯახის ჭეშმარიტი წევრები და მაშინ შევძლებთ უფლის წინაშე მთელი სამყაროსთვის ლოცვას. ეს სხვა არაფერია, თუ არა სულიწმიდის მადლის დავანება ჩვენს გულებში. სრულიად არ არის შემთხვევითი, რომ ეკლესიის დიდი იერარქების გარდა, ჩვენ გვყავს ოჯახებში წმინდა დედები, წმინდა მამები და გვყავს წმიდა ოჯახები. თუ  სამყაროს გამოსწორება გვსურს, მოდით თავდაპირველად საკუთარი თავი და ჩვენი ოჯახები გამოვასწოროთ.

წყარო: გამოდის ორ თვეში ერთხელ. ლიმასოლის ეპარქია, „ვედრება“, წელი მე-11-ე, ტომი 61, ივლისი-აგვისტო, 2011 წელი.

]]>
https://www.pemptousia.ge/2016/01/11/%e1%83%9d%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9c/feed/ 2674
ოჯახი – ვნებათა მკურნალი https://www.pemptousia.ge/2015/12/28/%e1%83%9d%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/ https://www.pemptousia.ge/2015/12/28/%e1%83%9d%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/#comments Mon, 28 Dec 2015 07:33:00 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48738 ქრისტიანული ცხოვრება ოჯახში ეს არის სამსახოვანი ღმრთაების ხატის ცხოვრება. ოჯახი, როგორც პიროვნებათა ერთობა, სრული სიყვარულით მოცულ წმიდა სამების ერთობას განასახიერებს, რომელშიც სამი პიროვნება საკუთარ ჰიპოსტაზს ინარჩუნებს მათი ერთობის დარღვევის გარეშე და სამი პიროვნების ერთი განუყოფელი ბუნების მსგავსად ცხოვრობს. კლასიკური ცნება „სამება ერთარსებით და ერთარსება სამებით“ სამების ღმრთიური ურთიერთობის სინატიფესა და სიზუსტეს გამოხატავს, რომელიც  იმავდროულად ყველა ჭეშმარიტი ოჯახის არქეტიპს – საწყისს წარმოადგენს. იქედან გამომდინარე, რომ ზნეობა დოგმიდან ყალიბდება, მართლმადიდებლურ ოჯახში ადამიანების კავშირი პიროვნების გადარჩენისა და სრულყოფის გზას წარმოადგენს. სიყვარულით სავსე ოჯახურ  ერთობაში, მისი ყველა წევრი ერთი სხეულის განუყოფელი ნაწილია.

Gamos 103

ეკლესიის წმიდა მამების საერთო აზრით, ოჯახის წევრთა გაყოფა და გათიშულობა თითოეულ ადამიანში შინაგანი პიროვნული განხეთქილებისა და მასში ღმრთის ხატისა და მისი პირველქმნილი მშვენიერების შერყვნის ბრალია, რასაც შედეგად მარტოობა და იზოლაცია მოსდევს მისი ყველა სამწუხარო თანმდევი მოვლენებით. ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანში ვნებები მძლავრობს, რაც ჩვენი ბუნების დაავადება და ცხონების მუდმივი მზაკვარი მტერია. ყოველი ჩვენგანის წინაშე ვნებების მტკიცე კედელია აღმართული, რომელიც უნდა გადავლახოთ, რათა ცოცხალ ჭეშმარიტ ღმერთთან, ჩვენს შემოქმედთან სიყვარულით ზიარება, ასევე ღმრთის ხატად შექმნილ ადამიანებთან და ძმებთან ერთობა შევძლოთ. ადამიანმა ეს მეტწილად საკუთარ ოჯახში უნდა შეძლოს. მასში ურთიერთობები ისეთი მჭიდრო უნდა იყოს, რომ მან, როგორც ერთმა მთლიანმა სხეულმა, ერთმა ადამიანმა უნდა იტვირთოს ყველანაირი სიმძიმე. ჩვენი წმიდანები, საკუთარი გამოცდილებიდან, ღმრთიური სიბრძნიდან და რაც მთავარია უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური სრულყოფილი ცხოვრებიდან გამომდინარე, ვნებებს სამ კატეგორიად ჰყოფენ.

უდაბნოში მარხვისას სწორედ ამ ვნებებით შეებრძოლა სატანა უფალს.  ამიტომ ითვლება ისინი უმთავრეს ვნებებად. ეს ვნებები რომ არ წარმოადგენდეს ეშმაკისეულ მზაკვრობას, ვერ განიარაღდებოდა სრულიად ეშმაკი. ეს ვნებებია პატივმოყვარეობა, თავისმოყვარება, იგივე ეგოიზმი და სიამეთმოყვარება. ამ ვნებების მიზანი ყველას და ყველაფრის დანაწევრებაა. დაწყებული ჩვენი შინაგანით, ჩვენს ირგვლივ ნადგურდება ყველაფერი, ნადგურდება ოჯახიც და მთავრდება ღმრთისა და მაცხოვრისგან ჩვენი  ჩამოშორებით. პატივმოყვარეობა და ეგოიზმი, ეს ორი ვნება ცოდვით დაცემის შემგდომი გარყვნილებისა და ცოდვის წყარო და საწყისია.  პატივმოყვარეობა  გონებას აბნელებს და ღმრთიურ ნათელს განაგდებს, რასაც ადამიანი დიდ შეცდომებამდე მიჰყავს. მასში ფატალური სასმელის მსგავსად მოქმედებს ეს ვნება და წარუმატებლობის უფსკრულამდე მიჰყავს იგი.

პატივმოყვარეობას არ შეუძლია რეალობის აღქმა. იგი ჩვენი დაავადებული ეგოისტური ფანტაზიის მიერ შეთხზულ სიცრუით სავსე სამყაროში ცხოვრობს. ეს ვნება ოჯახის წიაღში ჭირთა დათმენით, მოთმინებითა და სხვა ადამიანის რჩევის მიღების შედეგად იკურნება. თუ ადამიანი საკუთარი განსჯითა და გადაწყვეტილებებით არ დაკმაყოფილდება, არამედ დამდაბლდება და სხვის აზრსა და შეხედულებებს გაითვალისწინებს, ეგოიზმის მარწუხებიდან გათავისუფლდება და სიმდაბლეს მოიპოვებს. თავმდაბლობა ქრისტეს გულშია და მას მუდმივად თან ახლავს სიმშვიდე. ეს ორი სათნოება, თავმდაბლობა და სიმშვიდე ის საყრდენი ბოძებია, რომელთა მეშვეობითაც ოჯახმა გარეგან და შინაგან ქარ-ცეცხლსა და განსაცდელებს უნდა გაუძლოს.

ოჯახურ წრეში, სადაც ფიზიკური და სულიერი ასაკები განსხვავდება და სადაც ყველა წევრი მუდმივად ცვალებადია, სწორედ სიმშვიდეა ის შემაკავშირებელი ფაქტორი, რომელიც ოჯახის წევრებს ერთობას უნარჩუნებს  და ყველა მათგანი სრულყოფისა და სიმწიფისაკენ მიჰყავს.

შემდეგი ვნება, რომელიც წინამდებარე ვნებიდან იბადება არის თავისმოყვარება, ეგოიზმი. ეს არის ალოგიკური სიყვარული საკუთარი თავისა, საკუთარი „მე“-ს გაკერპება, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი ჩვენს ირგვლის ჩვენი სურვილისა და მოწონების მიხედვით ატრიალოს. თავისმოყვარეობა არის ყოველმხრივ გამოხატული წმიდა წყლის ეგოიზმი, რომელიც არღვევს ნებისმიერ კავშირს ადამიანის მიერ საკუთარი თავის ვერ უარყოფის გამო. ეგოიზმი შფოთსა და ახირებას ბადებს, რასაც ხშირად შედეგად ოჯახების ნგრევა მოსდევს. როდესაც  ყველა ჩვენი შეგრძნების და მოქმედების საზომი ჩვენივე პიროვნება, თავმომწონეობა და უზრუნველობაა, ადვილად ვხვდებით ამდენი განქორწინების ნამდვილ მიზეზს, რომლებიც ვითომდა შემდეგი საბაბით ხდება: „მე ის არ შემეფერება, არ მომწონს, ჩემი არ ესმის ე.ი. ვერ ვეწყობით ერთმანეთს“.

ეგოიზმი ჩვენ მკაცრსა და სასტიკს, ბრმასა და უგრძნობელს გვხდის, რადგან მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე ვფქირობთ. რაც არ უნდა შეემთხვეს ჩვენს გარშემო მყოფთ, თუნდაც ოჯახის წევრს, თუნდაც ბავშვს, გულთან არც კი მიგვაქვს. პატივმოყვარეობის წამალი, როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, თავგანწირული სიყვარულია. ეს ის სიყვარულია, რომელიც „არა ეძიებნ თავისასა“ და მოძღვრად იესო ქრისტე ჰყავს, რომელმაც თავი დადო „ცხორებისათÂს სოფლისა“ და ამგვარად აღადგინა ეკლესია. სიყვარული არის საკუთარი „მე“-სგან დაცლა და ჩვენი პიროვნების შენაწევრების საწინდარი, ვინაიდან იგია სულის ჯანმრთელი მამოძრავებელი ძალა. იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს საკუთარი „მე“-სგან გათავისუფლება და სრულყოფილების მიღწევა, საჭიროა მან სიყვარული უპირველესად  უფლისაკენ და შემდგომ უფლის მიერ ადამიანისა და მთელი სამყაროსაკენ მიმართოს. ამიტომაც აუცილებელია, ოჯახის ყველა წევრი ქრისტესმიერი ცხოვრებით ცხოვრობდეს, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა შეძლოს გაგება სიყვარულის ჭეშმარიტი აზრისა, გაიგოს თუ რომელია სწორი გზა სიყვარულისა, რათა იყოს იგი წრფელი და დაცული დაავადებული გრძნობებისა და პირადი კრიტერიუმებისაგან.

 [გაგრძელება]

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/12/28/%e1%83%9d%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/feed/ 2779
ბერმონაზვნური ფენომენის გავრცელების მიზეზები https://www.pemptousia.ge/2015/12/22/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1/ https://www.pemptousia.ge/2015/12/22/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1/#comments Tue, 22 Dec 2015 07:03:11 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48728 [წინა სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/?p=48670]

რა თქმა უნდა, სულის – ამ უმაღლესი სიკეთის ირგვლივ, რაც არის კიდეც ადამიანისათვის ერთადერთი ფასეულობა სამყაროში, ბრუნავს სამყაროს სხვადასხვა სიამე და ურთიერთობა, რაც თავის მხრივ, ზღუდავს ადამიანს და საშუალებას არ აძლევს მას, რომ ხელი შეუწყოს თავისი პიროვნულობის ყოველმხრივსა და სრულყოფილ განვითარებას. შესაბამისად, ადამიანს რჩება სულიერი შფოთით აღსავსე მკაცრი ბრძოლა, იმისათვის რომ მან თავი დააღწიოს ყოველივე იმას, რაც კი მის მდაბალ „მესთანაა“ დაკავშირებული და გაანათლოს მისი მაღალი, იდეალური „მე“, რომლის მეშვეობითაც იგი  მიაღწევს ისეთ მდგომარეობას, როცა თამამად შეძლებს უფლის წინაშე წარდგომას [5].

Monaxos 05

მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სრულყოფილი ქრისტიანის აბსოლუტურ იდეალს წარმოადგენს მონაზვნური იდეალი, როგორი სახითაც ის საბოლოოდ ჩამოყალიბდა. მორწმუნეები ბერმონაზნობის უდიდეს წარმომადგენელთა რიცხვს მიაკუთვნებდნენ იმ ქრისტიანებს, რომლებსაც სრულყოფილი რწმენა ჰქონდათ, ასევე წმიდანებსა და იმ ადამიანებს, ვისაც ცხოვრების ქრისტიანული დასასრულის სურვილი გააჩნდათ და რომლებიც თავიანთი სულების ცხონების გამო მონასტრულ ცენტრებში განმარტოვდნენ. წმიდა ქრისოსტომოსი ამგვარად ამბობს: „ვისურვებდი, საზოგადოება იმდენად კარგი ყოფილიყო, რომ არ გამხდარიყო საჭიროება იმისა, რომ უკაცრიელი ადგილებისთვის შეეფარებინათ თავი მათ, ვინც კი იქ ცხოვრობს, ხოლო მეუდაბნოები კი, რომლებიც უკაცრიელ ადგილებში ცხოვრობენ, წასულიყვნენ და ამ საზოგადოებაში ეცხოვრათ“. წმიდა ქრისოსტომოსის სურვილი იყო, რომ საზოგადოების, ქალაქებისა და სოფლების ცხოვრება სახარებისეული ჭეშმარიტებების მიხედვით შეცვლილიყო. ასკეტური ცხოვრება კი სახარების შესაბამისად  ცხოვრების საშუალებად იყო მიჩნეული, საზოგადოების აღორძინებისა და ადამიანთა ცხონებისათვის, მათი როგორც სულიერად, ისე სრულყოფილად ცხოვრებისათვის [6].

თუმცა, ამ სულიერ ბრძოლაში, იმისათვის რომ ყოველმა მებრძოლმა (მონაზვნობის მსურველმა) თავის მიზანს მიაღწიოს, აუცილებელია, განკაცებული ღმერთის ქადაგების მიხედვით, ყველამ საკუთარ თავზე დაითმინოს მანამდე არნახული და მტკივნეული განსაცდელი. უნდა დაამყაროს სრული კონტროლი თავის ნებაზე, მისწრაფებებსა და სურვილებზე. მას მოეთხოვება შორს იყოს უამრავი ამქვეყნიური სიამისაგან და ასევე მოუწევს მოსწყდეს ბევრ ამქვეყნიურ სიკეთეს. უარი უნდა თქვას ოჯახურ კავშირებზე, უნდა მოსწყდეს ცხოვრების ყოველგვარ მატერიალურ სიკეთესა და სიამოვნებას და თავი უნდა მიუძღვნას ასკეტურ ცხოვრებას – ლოცვასა და მარხვას თავისი სულიერი სრულყოფის მიზნით. უნდა მიატოვოს ერში ცხოვრება და ყველაფერი ამქვეყნიური, რათა იცხოვროს „ანგელოზთა სადარი საზოგადოების“ სულიერი გამოცდილებით, უნდა ილოცოს გამუდმებით არა მხოლოდ თავისი საკუთარი ცხონებისათვის, არამედ – მთელი ქვეყნიერების ცხონებისათვის. ყოველივე ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მისი საკუთარი, პირადი სურვილით, აუცილებლად ორგანიზებული ქრისტიანული საზოგადოების წიაღში.

თუმცა, არსებობდა ასევე სხვა გარეშე მიზეზები, განსაკუთრებით კი მესამე საუკუნის შუა ხანიდან, როდესაც ხორციელდებოდა ქრისტიანთა სასტიკი დევნა, რაც მრავალ ქრისტიანს იძულებულს ხდიდა, რომ ცხოვრების სწორედ ასეთი გზა აერჩია, გასცლოდა ქალაქებს და თავი უკაცრიელი ადგილებისთვის შეეფარებინა. ამ ფენომენმა ფართო ხასიათი განსაკუთრებით მეოთხე საუკუნიდან შეიძინა. თუმცაღა, მას შემდეგ, რაც შეწყდა ქრისტიანთა შევიწროება და სწორედ იმიტომ, რომ დევნა იქცა ქრისტიანთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ზოგიერთი ასკეტურ ცხოვრებას გაუგებრად მიიჩნევდა დევნის შედეგად მიღებული ძალადობის გარეშე. სწორედ ამგვარად გაჩნდნენ ისინი, ვინც გარკვეული მიზეზების გამო, თავიანთი საკუთარი თავის მდევნელებად იქცნენ, მთებსა და უკაცრიელ ადგილებში გაიქცნენ ან იქ დარჩენა გადაწყიტეს და საკუთარი თავი დაუმორჩილეს სიდუხჭირესა და მწუხარებას.

როგორც ვნახეთ, და რაც ცნობილია კიდეც, პირველივე საუკუნეებიდან დაწყებულმა ქრისტიანული საზოგადოების დიდი ნაწილის ეტაპობრივმა სეკულარიზაციამ სხვადასხვა მიზეზების გამო (სამყაროსთან მჭიდრო კონტაქტი, დევნა, ერესები და ა.შ) შეამცირა მორალური სიმკაცრე და საერთო სულიერება, შეცვალა ახალი საზოგადოებრივი ცხოვრება და ეკლესიის სტრუქტურა და მორწმუნეთა სულიერ ცხოვრებაში წარმოქმნა მრავალი დაბრკოლება.  ყოველივე ამას შედეგად მოჰყვა სულიერი ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობების სიმცირე და იმ ადგილების ძიება, სადაც კი იქნებოდა შესაძლებელი ეკლესიური სულიერების სიწმინდისა და სინამდვილის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, ქრისტიანთა დევნის შეწყვეტის შემდეგ, მრავალი ქრისტიანი,  რომელიც რაღაც მიზეზების და გამო, გაუგებრად მიიჩნევდა თავის ცხოვრებას დევნის გარეშე, თვითონ გახდა საკუთარი თავის მდევნელი, თავი შეაფარა მთებსა და უკაცრიელ ადგილებს და სწორედ ამგვარი გზით დაუმორჩილა თავი სიდუხჭირესა და მწუხარებას. „სისხლიანი წამების“ ნაცვლად, რაც მათ მდევნელების მხრიდან ატყდებოდათ გააფთრებულ ადამიანებთან ან გარეულ ცხოველებთან ბრძოლისას, ახლა ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე დაითმენდნენ „შეგნებულ წამებას“, რომლის დროსაც, მთელი ცხოვრება გამუდმებულად უნდა შებრძოლებოდნენ ბოროტებასა და ეშმაკს. სწორედ მას მერე იქცა კლდოვანი მთები და უკაცრიელი ადგილები განდეგილთა საცხოვრებელ ადგილებად, ხოლო შემდგომ ამისა კი უკვე – ორგანიზებული ბერმონაზნობის მოღვაწეობის ასპარეზად [7].

[გაგრძელდება]

  1. Βλ. Π. Χρήστου: Το Άγιον Όρος, εν τω παρελθόντι και τω παρόντι, «Αθωνική Πολιτεία», επί τη Χιλιετηρίδι του Αγίου Όρους», Θεσσαλονίκη 1993, σ. 21-22.
  2. Ιω. ΧΡΥΣΟΣΤΟΜΟΥ, Εις την Κ΄ προς Κορινθίους Επιστολή, Όμιλ. κε΄, δ΄, PG 61, 211 «καν την άκραν φιλοσοφίαν ασκής, των δε λοιπών απολλυμένων αμελής, ουδεμίαν κτήση παρά τώ Θεώ παρρησίαν».
  3. Μ Αθανασίου, Επιστολή προς Αμούν μονάζοντα, PG26, 1173,«… δυσκατόρθωτος οδός, όμως έχει χαρίσματα θαυμασιώτερα». Βλ. Π. Χρήστου, Το Άγιον Όρος, εν τω παρελθόντι και τω παρόντι, σ. 23.
]]>
https://www.pemptousia.ge/2015/12/22/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1/feed/ 2716
რატომ და როგორ გაჩნდა ბერმონაზნობის ინსტიტუტი https://www.pemptousia.ge/2015/12/10/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0/ https://www.pemptousia.ge/2015/12/10/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0/#comments Thu, 10 Dec 2015 08:05:10 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=48670 [წინა სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/?p=48613]

ბერმონაზვნობის წარმოშობა

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, შესაძლებელია საფუძვლიანად მივიჩნიოთ, რომ ქრისტიანული ბერმონაზნობის ფენომენის წარმოშობა ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის ბოლო პერიოდს უკავშირდება. ქრისტიანულ ეკლესიაში იგი გაჩნდა, როგორც ერთგვარი მოძრაობა და ორგანიზებული ქრისტიანული საზოგადოებიდან დაუსახლებელ ადგილებში განცალკევებით ყოფნის ტენდენცია, რაც ძალიან სწრაფად გაძლიერდა და ბერმონაზნური ცხოვრების ფორმირების ამოსავალ წერტილად იქცა. ეს სისტემა ძირითადად ჩამოყალიბდა ეკლესიისა და ქრისტიანულ საზოგადოების წიაღში, რამაც მიანიჭა მას ძლიერი ორგანული ზრდა და ხელი შეუწყო ქრისტიანობის მკაცრი მორალური საწყისების ჩამოყალიბებას. იგი თანდათან გაიზარდა, როგორც ეკლესიის ბავშვი, რომელსაც შესწევდა განვითარებისა და საჭიროების შემთხვევაში, ფხიზლად ყოფნის  უნარი.

Nobody has ever gained more in this world than a plate of food, a garment to wrap himself in and a roof over his head. This is all the material wealth that one truly needs. All other things are not directy tied to our biological existence. The contemporary man runs, runs, runs... and if you ask him why? he doesn't know why. In this photo, a heremit is praying in a tree cavity near to Vatopaidi. It is a rather common habit for monks to retreat into the woods for more quietness, stillness and better conditions for spiritual life.

წყარო: asceticexperience.com

საზოგადოებრივ ფენომენთა მკვლევარების ძალისხმევის შედეგად, შესწავლილ იქნა ეს ფენომენიც. რის შედეგადაც, ისტორიისა და სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტების მიერ გამოითქვა ბევრი და ასევე მრავალფეროვანი თეორია, რომელთაგანაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ორი მოსაზრება:

ა) პირველი მოსაზრების თანახმად, ბერმონაზნური ცხოვრების საწყისები უკავშირდება უძველეს ეპოქას, სადაც გავრცელებული იყო განსაკუთრებული და თავისებური ასკეტური ცხოვრება, როგორც ინდივიდუალური, ისე – ჯგუფური.

ბ) მეორე მოსაზრების თანახმად, ბერმონაზვნობა წარმოადგენდა ერთგვარ გამოსავალს იმ წინააღმდეგობაში, რომელიც შექმნილი იყო ქრისტიანული ერთობის წარმომადგენელი ზოგიერთი პირის მიერ, იმისათვის რომ ხაზგასმული ყოფილიყო ქრისტიანობის მჭიდრო კავშირი დანარჩენ სამყაროსთან, – კონსტანტინე დიდის მოღვაწეობიდან მოყოლებული – და რომელსაც შედეგად მოჰყვა მორალური ცხოვრების ან ქალაქებში არსებული ქრისტიანული ერთობის მორწმუნეთა სულიერების დეგრადაცია. ყოველივე ეს გამოწვეული იყო ქრისტიანობაში მრავალი ახალი რელიგიის შემოსვლით, ეკლესიის ეთიკური მორალური სიმკაცრის შერბილებით იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც მხილებულნი იყვნენ სერიოზულ მორალურ და სულიერ დანაშაულებში, ერესების წარმოშობით გამოწვეული ეკლესიური ცხოვრების უწესრიგობითა და ეკლესიის წიაღში არსებული განხეთქილებებით.

თუმცა, არც ისტორიული და არც საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ზემოთ მოხსენიებული მოსაზრებიდან არც ერთი არ არის მყარი. რადგან სამყაროში გაჩენილი ახალი რელიგია, ქრისტიანობა, კაცობრიობის ისტორიაში არ გამოჩენილა და არ შესულა მსოფლიოს ისტორიაში, როგორც ერთი პესიმისტური აღმოსავლეთური ფილოსოფია, ანდა როგორც განმხრწნელი ძალა საზოგადოებისა.

პირველი მოსაზრება უსაფუძვლოა, რადგან ისტორიულად არ ვლინდება არანაირი დადასტურება პარალელებისა აღმოსავლეთის რელიგიების ასკეტიზმსა და ქრისტიანულ ბერმონაზვნურ ცხოვრებას შორის. ეს იმიტომ რომ, ქრისტიანობას, როგორც სწავლებას არ ჰქონია და არ აქვს არანაირი საერთო  თვისება აღმოსავლეთის ფილოსოფიური სისტემებისა და რელიგიების დუალისტურსა და პესიმისტურ სწავლებებთან. და თუკი, ვინმე მაინც აღმოაჩენს ამ თვალსაზრისით რაიმე გავლენას, ლოგიკური იქნებოდა მიგვეჩნია, რომ ასეთი მოსაზრება მომდინარეობს ესეელთა ერესებიდან, რომლებიც იმ პერიოდში ერში ცხოვრობდნენ. მაგრამ არც ეს მოსაზრება შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად, რადგან მონაზვნური ასკეტიზმის პირველი ნიშნები გამოჩნდა ელინოქრისტიანულ საზოგადოებებში და არა იუდეურქრისტიანულში, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. გარდა ამისა, ქრისტიანული ბერმონაზვნობა გაჩნდა გაცილებით გვიან, უკვე მას შემდეგ, რაც ესეელთა ერთობები აღარ არსებობდა.

თუმცა, ისტორიკოსთა არც ეს მეორე მოსაზრებაა მისაღები, რადგან მეუდაბნოე მონაზვნები და აქედან გამომდინარე, ბერმონაზნობა უკაცრიელ ადგილებში გაცილებით უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე კონსტანტინე დიდი აღიარებდა ქრისტიანობას.

ამჟამად კარგადაა ცნობილი, რომ ქრისტიანობას გააჩნდა ისეთი საწყისები, რომლებიც აუცილებლად რადიკალურად განასხვავებენ მას დანარჩენი სამყაროსაგან და რომ პირველმა ქრისტიანებმა ძირითადად ამ საწყისებზე დაყრდნობით დაარეგულირეს თავიანთი ცხოვრება უმაღლეს მორალურ საფეხურზე. რა თქმა უნდა, ზოგიერთი მათგანი ადრიდანვე ისწრაფვოდა, რომ ჩამოეყალიბებინა ერთგვარი უმაღლესი მე, იდეალი მე და ამგვარად მთელი თავიანთი ყურადღება მიეპყროთ არსებითზე, ცხოვრების ცენტრზე, რომელიც არის ქრისტიანობის არსი.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ადამიანისათვის მნიშვნელოვანია ერთი სიკეთე და ეს არის მისი სული, რომლის ნამდვილი ღირებულება უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებაში მიღებული ყველა დანარჩენი სიკეთე თუ მიღწევა, მის წინაშე მთელი ეს ქვეყანაც კი მინიმალურად წარმოჩნდება. სწორედ ეს არის განკაცებული ღმერთის განსაკუთრებული და ასევე გადამწყვეტი შეტყობინება: „რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს?“ (მათე 16, 26).

[გაგრძელება]

]]>
https://www.pemptousia.ge/2015/12/10/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0/feed/ 2731