კიპინას წმიდა მონასტერი გახლავთ ერთ-ერთი მნოშვნელოვანი ადგილი იპირუს მხარეში, ეს განპირობებულია მისი ადგილმდებარეობითა და შენების თავისებურებით, ძუმერკას მთების კლდეშია ნაშენები, კალლარიტეს სოფლის სიახლოვეს. (ტექსტი და ფოტო მასალა: ევაღორას მახერა)
ქტიტორთა მინაწერის მიხედვით მონასტერი დაახლოებით 1346 წელშია დასრულებული. არტას მიტროპოლიტის სერაფიმ ბიზანტინოსის ცნობით კი, მონასტერი უფრო ადრეულ პერიოდშია აშენებული. ბოლო გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ეს უნდა იყოს 1212 წელი.
მონასტრის გარე კარიბჭე
მონასტერში მოხვედრა შესაძლებელია კლდეზე გამოკვეთილი ბილიკით, ძველად კი გარემოსთან კავშირი ხორციელდებოდა ჯაჭვზე დაკიდებული მოძრავი ხიდის მეშვეობით
მონასტერი აშენებულია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელძე, მაგრამ ტაძრის დიდი დღესასწაულია "ცხოველსმყოფელი წყაროს" ხატის ხსენების დღე