Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
პემპტუსია | PEMPTOUSIA

პემპტუსია

პემპტუსია მეხუთე ელემენტი

მეხუთე ელემენტი πεμπτη ουσια quinta essentia

ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს იონიიდან მიაჩნდათ, რომ ბუნებაში არსებობს ოთხი სტიქია ანუ ოთხი ელემენტი: ”მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი”. ამ ოთხეულს არისტოტელემ მიამატა ეთერი, რომელიც შეადგენს მეხუთე ელემენტს (πεμπτηουσια ბერძ.) ანუ პემპტუსიას (πεμπτουσια ბერძ.)

არისტოტელეს მიხედვით ეს ნივთიერება არის მრავალმხრივი: დაუბადებელი, უბერებელი, უხრწნელი, მარადიული, არა მზარდი, უცვლელი, მდებარეობს ცის ზედა სივრცეში, უმაღლეს ადგილას, სადაც ცხოვრობს თვით ღმერთი.

გვიანდელი ანტიკური ხანის ბერძენმა ფილოსოფოსებმა (ალექსანდროს აფროდისიევსი, სიმბლიკი და სხვ.), ბიზანტიური პერიოდის მოღვაწეებმა, როგორც იოანე ფილოპონოსი, ასევე სხვა მრავალმა დასავლელმა მკვლევარმა გაამდიდრა და შეასწორა არისტოტელეს მიერ წამოჭრილი ეს თეორია.

ყოველივე ამის შედეგად მეხუთე ელემენტი ანუ ”პემპტუსია”, πεμπτη ουσια ანუ ”πεμπτουσια” ბერძნენთა აზრით და  ”quinta essentia” (კვინტაესენცია, ლათ.) დასავლელთა აზრით წარმოადგენს ყველა სუბსტანციის ძირითად ნივთიერებას, ანუ არის ის ბირთვი რომლის გარშემოც ყალიბდება მისი არსებობა.

რელიგია-მეცნიერება-კულტურა

შესაძლებლობა საზოგადოების სხვადასხვა აღმოცენებული პრობლემის გადასაჭრელად, ასევე მიმდინარე პროცესები ადამიანთა შემეცნების განვითარებაში, მეცნიერება და ტექნოლოგია ყოველთვის ვითარდება ეპოქის მოთხოვნილებების შესაბამისად. ხელოვნება, რომელიც ემსახურება სილამაზეს, საზოგადოებრივი და სამოქალაქო ინსტიტუტები, რომლებიც ყალიბდება უდიდესი თანამშრომლობის მისაღწევად, ყოველივე ეს არის ყოვლისშემძლე ღერძი, რომლებზეც წარმოიქმნებიან ცივილიზაციები.

ქვეყნიერების არსებობა ბუნებრივი მოვლენაა, ყველა წარმონაქნმა მიანიშნა ადამიანს რომ ეძებნა შემოქმედი, რელიგიათა ფენომენის წარმოშობამ განსაზღვრა ადამიანის სულის სწრაფვა უფლისაკენ, ადამიანის ქვეყნიერებაზე გამოჩენის პირველივე მომენტიდან. მოგვიანებით ის ჩაწვდა იმ ღრმა განსაზღვრებას, რომელსაც კავშირი აქვს მის ფსიქიკასთან, სინდისთან, უკვდავებასთან, სწავლა-განათლებასთან, ჰუმანურობასთან, კეთილშობილურ ხასიათთან და სიბრძნესთან, ასევე ღრმა განსხვავებას სათნოებასა და ბოროტებას, კეთილგონიერებასა და უგუნურობას, სიმხდალესა და სიმამაცეს, სამართლიანობასა და უსამართლობას შორის, იყო ფიზიოლოგიური შექმნილიყო სხვადასხვა ეთიკური და საზოგადოებრივი ღირებულება, რომელიც განსაზღვრავდა ძირითად ცხოვრების როლს ადამიანთა საზოგადეობაში და ასევე ხელოვნებაში.

ძველმა ბერძნებმა მათი სოციალური ორგანიზებულობისა და აღზრდის  საშუალებით ადვილად გვერდი აუარეს შიმშილის მოთხოვნილებასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას, ძირითადად დაკავებული იყვნენ კულტურით, ხელოვნებითა და მეცნიერებით. კულტურაში გამოყვეს შინაგანი, სულიერი სრულყოფილების მნიშვნელობა. სიმართლის ძიება,როგორც აბსოლიტური არსებული მოვლენა ძალიან მძაფრი იყო მათთვის, ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა „უცნობი ღმერთისათვის“ ქონდათ შექმნილი  საკურთხეველი.

განკაცებულმა ღმრთის სიტყვამ პოვა შესაბამისი მადლიანი ნიადაგი ადამიანის მისწრაფებაში მშვენიერების, სიკეთის, სიმართლისა და მარადისობისაკენ, რომელიც მოვიანებით იძენს ფართო ზომებს, სახელად ქრიატიანობა-მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა არასოდეს არსებობდა როგორც კულტი ან სექტა, არ იყო ადამიანის სულის მოძრაობა ღმრთისაკენ, არამედ იყო ჭეშმარიტი ღმერთის, იესო ქრისტეს, აღმოჩენა ადამიანისაგან. დამახასიათებელი შტრიხი ელინური კულტურის დასაწყისშივე წარმოადგენდა უცხოსა და ახლის შეზავებას, ასიმილაციას, შერწყმასა და ფერისცვალებას.

ძირითადი საწყისი მართლმადიდებლობისა არის პიროვნული საწყისი – ჰიპოსტასი  ღმერთში და ადამიანში. ღმერთი არის სამპიროვანი ერთარსება, ჰიპოსტასები საერთო მნიშვნელობით, განცალკევებული და განსაკუთრებული ხასიათებით. ადამიანი, რომელიც არის ღმრთის ხატი, არის თავისუფალი და განსაკუთრებული, როგორც პიროვნება. მართლმადიდებლობა არ ავიწროებს ადამიანებს, ის მათ   კრავს და და აერთიანებს, არ ყლაპავს ეროვნულობას, არ მოითხოვს ადამიანთა ბრბოდ გადაქცევას,  არამედ ყველა ერს ეხმარება მათთვის დამახასიათებელი კულტურული ნიშან-თვისების შენარჩუნებაში.

მართლმადიდებლობამ წარმოქმნა კულტურა, დახმარება გაუწია ხელოვნებას, მუსიკას, ხატვას, ენათმეცნიერებას, ლიტერატურასა და არქიტექტურის განვითარებას, წარმოქმნა ადამიანისთვის სასარგებლო საღმრთო პერსპექტივა.

მართლმადიდებლობამ ხელი შეუწყო მეცნიერების განვითარებას. არასოდეს ქონია მასთან აზრთა სხვადასხვაობა, რადგან მართლმადიდებლურ ტრადიციაში დავანებულია განსხვავება შემომქმედ და არაქმნილ ცოდნებს შორის.  დასავლეთის განმმარტებელმა თეოლოგებმა განავითარეს ერთიანი მეთოდოლოგია შემოქმედისა და არაქმნილის დასაახლოვებლად, მაშინ როცა მართლმადიდებელი აღმოსავლეთის მამები მისდევდნენ ორმაგ მეთოდოლოგიას, განსაკუთრებით აღსანიშნავია წმინდა გრიგოლი პალამა, რომელიც უარყოფს ღმრთიური ცოდნის  დიალექტურ მეთოდს, მაგრამ აღნიშნადა მის სარგებლობას მეცნიერებისათვის და დოგმატების ფორმულირებას შემეცნების საშუალებით, რომელსაც  გადმოცემს თვითონ დიალექტიკა.

მეცნიერების საქმიანობა არის შემეცნების მნიშვნელობის და ქმედების არსის განსაზღვრა, მაშინ როცა მართლმადიდებელი თეოლოგია თავაზობს ადამიანს ემპირიულ შენეცნებას არაქმნილი ღმერთისა და არსებათა შემოქმედის შესახებ და ზიარებას ღმრთიურ ენერგიებზე.

მეცნიერება დაკავებულია კითხვით ”როგორ”, მაშინ როცა მართლმადიდებელი თეოლოგია – ”ვინ” და ”რატომ”.

მეცნიერება თავაზობს ადამიანს შეცნობას, რომელიც მუდამ ვითარდება და განიცდის ევოლუციას, მაშინ როცა მართლმადიდებელი თეოლოგია თავაზობს ადამიანს არსებობის ჭეშმარიტ გზას:  ერთობას ღმერთთან და  არაქმნილი ღვთიური მადლის შეგრძნებას.

დასავლეთში შეჯახება მეცნიერებასა და თელოგიას შორის მოხდა აღორძინების (XIVს.) ეპოქის შემდეგ, ძირითადად კი – განმანათლებელთა (XVIIIს.) ეპოქის და მეცნიერების განვითარებისას, რადგან დასავლელმა ქრისტიანობამ თანდათან დაკარგა ესქატოლოგიური ორიენტირი, შეიძინა მიწიერი ხასიათი, გაწყვიტა მართლმადიდებელ აღმოსავლეთის გადმოცემასთან კავშირი და სეკულარიზება განიცადა. ამრიგად, შეიარაღებულმა ამქვეყნიური ძალაუფლებით, დასაბამი მისცა ინკვიზიციას, ნადირობას გრძნეულებზე, ინდულგენციას, სიკვდილს კოცონზე დაწვით და სხვა მრავალ აკრძალვებს, და ამით გამოხატავდა ეგრეთწოდებული ”სახარებისეული” სიყვარულის აზრს. ამასთანავე დასავლური ქრისტიანობა უთანხმოებაში მოვიდა ბევრ მეცნიერთან, რომლებმაც ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო უარყო დასავლური საეკლესიო ორგანიზაცია.

მართლმადიდებლობა – არ არის რელიგიური ფილოსოფია და არც აზრთა წესი, არამედ  – აღმოჩენა და ცხოვრებაა, რომელიც დაფუძვნებულია ღმრთიურ გადმოცემაზე, (საღმრთო გამოცდილებაზე) მართლმადიდებლური თეოლოგია არის სათნოებათმოყვარე და პატერიკული, არის მათი ვინც ”შუენიერ სიკეთითა უფროის ძეთა კაცთასა”  დათეოლოგიაა ”მამათა ჩვენთა”.

დღეს ვცხოვრებთ მესამე ათასწლეულის დასაწყისში, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მძლავრმა განვითარებამ, განსაკუთრებით საინფორმაციო და  ბიოტექნოლოგიების, წარმოქმნა გაურკვეველი და ორაზროვანი გარემო.

თანამედროვე მეცნიერების პერსპექტივა განსკუთრებით განმაცვიფრებელია სამედიცინო, გენური ინჟინერიის და ნანოტექნოლოგიების სფეროში, ასევე გამოვეთილია პროგნოზირება და დღემდე უკურნებელი დაავადებებისაგან გამოჯანმრთელება, ასევე  გაიოლებულია საცხოვრებელი პირობები. მეორეს მხრივ კი ამ ტექნოლოგიების გაუაზრებელი მოხმარება ემუქრება ჩვენს პლანეტას ეკოლოგიური და ბიოლოგიური კატასტროფით.

დაჟინებული მოთხოვნა მეცნიერების მიმართ არის ის რომ ”გონს მოეგონ”, გაინათლონ გონება და მოემსახურონ ადამიანებს და არა საკუთარ ინტერესებს!

ტრადიციის ეპოქა უკვე წარსულია, მოდერნისტული (გვიანდელი XIX ს და ადრეული XX ს) ეპოქის რაციონალურმა აზროვნებამ, მეცნიერებმა და პოლიტიკოსებმა ესტაფეტა გადასცეს პოსტმოდერნიზმის (XX ს-ის მეორე ნახევარი) ეპოქას. პოსტმოდერნისტული ადამიანი  მიმართული არის არა სიწმინდის, შემეცნების და სიბრძნისაკენ, არამედ – ინფორმაციის, კეთილდღეობის, აბსურდისა და სანახაობისაკენ. შესაძლებელია პოსტმოდერნისტული ეპოქა დახასიათდეს რაიციონალიზმის, დაქუცმაცებულობის, მორალური სხვადასხვაობის, პესიმისტური სურვილებით ისტორიისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ, გლობალიზაციის და ცხოვრების სტილის ჰომოგენიზაციით, ამასთანავე ვხედავთ რომ მოდერნისტული ეპოქის მიერ შემოთავაზებული ”ღმერთის სიკვდილის” პერიოდიდან დღეს ”ვუბრუბდებით ღმერთს”. შესაძლებელია საზოგადოებრივი მაგალითი განიცდის დეგრადირებას, ზიანდება კანონიერი საფუძველი,  შეიმჩნება  ცხოვრების ხარისხის უდავო დაქვეითება, მაგრამ თანამედროვე ადამიანი, მცხოვრები მრავალკულტურულ და პლურალისტულ გარემოში, შეუპოვრად  ცდილობს საკუთარი პიროვნების აღმოჩენას.

თანამედროვე ეპოქის პოსტმოდერნისტულ ადამიანს დაკარგული აქვს ”პიროვნების” ცნება. ”მეხუთე ელემენტი”, პემპტუსიას, მისთვის დამახასიათებელი სათნოებათმოყვარე სულით, არსებობით ინრერნეტ სივრცეში, სურს ხელი შეუწყოს ადამიანს მისი მთავარი ცხოვრებისეული დანიშნულების, ონტოლოგიური შინაარსის, პიროვნების დაუშრეტელი საიდუმლოების, აპოფათიური გაურკვევლობის საიდუმლოს და ქრისტეში ესქატოლოგიური  ერთობის შემეცნებაში, პიროვნებისა რომელიც არის  ღმრთის ხატი. ყოვლადწმინდა სამების მშვენიერებიდან დასაბამი აქვს ადამიანის მშვენიერებას, საბოლოოდ კი ”მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს”.

სარედაქციო ჯგუფი მადლობას უხდის სტატიების ავტორებს უანგარო თანამშრომლობისათვის. ავტორი პასუხისმგებელია სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებაზე. რედაქცია იტოვებს უფლებას სტატიის რედაქტირებაზე, შინაარსის შეუცვლელად.

ელექტრონული ჟურნალის ყველა ენაზე გამოცემას, გავრცელებას და განვითარებას უზრუნველყოფს კვლევის, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობების გადარჩენისა და დაგეგმარების „წმინდა მაქსიმე ბერძენის სახელობის ინსტიტუტი“.

შინაარსი
სანიშნეები