Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php:230) in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
თანამედროვეობის დიდი მამები – PEMPTOUSIA https://www.pemptousia.ge Tue, 30 Jul 2019 07:59:01 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.8 დოქიარის წმიდა მონასტრის იღუმენი ბერი გრიგოლი გარდაიცვალა https://www.pemptousia.ge/2018/10/24/%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1/ https://www.pemptousia.ge/2018/10/24/%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1/#comments Wed, 24 Oct 2018 07:19:36 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51948

76 წლის ასაკში გარდაიცვალა დოქიარის წმიდა მონასტრის იღუმენი ბერი გრიგოლი.

ერობაში ემანუილ ზუმის, წარმოშობით იყო კუნძულ პაროსიდან, გახლდათ ათენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მთაწმიდაზე მოსვლამდე მოღვაწეობდა კუნძულ პაროსზე და პატმოსზე წმიდა მამების ფილოთეოს ზერვაკოს და ამფილოქე მაკრისის მეთვალყურეობით. განაგებდა მირტას და პრუსუს მონასტრებს კარპენისში. ამის შემდეგ გგამორჩეულ იქმნა დოქიარის წმიდა მონასტრის იღუმენად, რომელიც აღადგინა და წარმატებით განაახლა.

ტკბილი სამოთხე ჩვენო ძვირფასო ბერო!

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/10/24/%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1/feed/ 2930
თანამედროვე წმიდანებისა და ბერების მიერ მონათხრობი სასწაულებრივი ისტორიები https://www.pemptousia.ge/2018/07/19/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-2/ https://www.pemptousia.ge/2018/07/19/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-2/#comments Thu, 19 Jul 2018 09:14:46 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51743 წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2018/07/17/სინანული-თანამედროვე-წმ/

მაშ ასე, თქვით აღსარება, როდესაც ლოცულობთ დილით, შეინანეთ თქვენი ცოდვები, და საერთოდ, მთელი დღის განმავლობაში იყავით ფხიზლად,  დაინახეთ, თუ როგორ არღვევთ იესო ქრისტეს მცნებებს უპირველეს ყოვლისა, თქვენი სურვილით, შემდეგ უკვე – თქვენი ფიქრით და ბოლოს კი – თქვენი საქმით. ამას ნიშნავს ქრისტეს სიტყვა, ფხიზლად იყავით და ილოცეთ. როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, უკვე ამის შემდგომ მიუტევებ სხვებსაც.

Gerondes 01

მაშასადამე, უპირველეს ყოვლისა, შენი ლოცვით მოიპოვებ საკუთარი ცოდვების მიტევებას, ხოლო შემდეგ კი, აუცილებელია წახვიდე სულიერ მოძღვართან, ჩააბარო  მას აღსარება და უკვე ეკლესიიდან მიიღო შენი ცოდვებისა შენდობა.

ამის შემდგომ კი, შენდობას მიიღებ საღმრთო ზიარების გზით. აი, ამგვარად სრულდება ცოდვების მიტევება, სინანულით ლოცვის წარმოთქმის დროს, აღსარებითა და ღმრთაებრივი ზიარებით.

ლოცვისას მოგეტევება შენი ცოდვები იმიტომ რომ მონათლული ხარ და იმიტომ რომ ინანიებ, განა არ ვამბობთ, აღვიარებ  ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა?

აღსარების დროს ცოდვათა მიტევება მოგეცემა შენი სულიერი მოძღვრის მიერ, ხოლო ღმრთაებრივი ზიარებისას – იესო ქრისტეს მიერ, რომელიც შენთან ერთიანდება თავისი ხორცისა და სისხლის ზიარებით.

ადამიანს თავისი ცოდვები მიეტევება ნათლისღებით, აღსარებითა და საღმრთო ზიარების მიღების გზით, თუმცა ყოველივე ეს აქტიურდება მხოლოდ გულწრფელი სინანულის საშუალებით. სინანულის გარეშე ძალა არა აქვს ეკლესიის საიდუმლოებებს, რომლებიც კურნავენ ადამიანს და რომლებიც წმინდავენ მას, რადგან ყოველივე ეს ადამიანს აერთიანებს იესო ქრისტესთან.

მაშასადამე, ნათლობის, აღსარებისა და საღმრთო ზიარების საიდუმლოებანი ადამიანს სთავაზობენ ცოდვათა მიტევებას, ცოდვათა მონობიდან გათავისუფლებას და შესაძლებლობას, რომ იგი უფლის ნათლით განიწმინდოს და მიაღწიოს განღმრთობას. ლოცვის დროს სინანულით, რაც უნდა ხდებოდეს უზადოდ და მუდმივად, განუწყვეტლივ, ხდება ადამიანის განწმენდა (კათარზისი), ნათლით მოსვა და განღმრთობა, რადგან სწორედ სინანული იწვევს ცოდვის სიძულვილს და სწორედ სინანულია ადამიანის თავისუფლების  მამოძრავებელი ძალა ღმრთის სიყვარულისკენ.

განუწყვეტელი ლოცვა – უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი – ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ განუწყვეტლივ გვახსოვს ჩვენი ცოდვები და განუწყვეტლად შევთხოვთ უფალ იესო ქრისტეს მათ მიტევებას“.

წმიდა ღერონდა ანტონ გიკიზას ერთ-ერთ სულიერ შვილს (ანტონ გიკიზა იყო ღირსი პორფირის კავსოკალიველის სულიერი მოძღვარი) ჩვენამდე შემოუნახავს ღირსი პორფირის სიცოცხლის ეპიცენტრი, რაც თავისთავად გახლდათ სინანული.

– „აქ მოდიოდა ხოლმე პორფირი“, ამბობს მამა ანტონი, „რათა ის მენახა. ერთი დაადებდა ხოლმე ხელებს მეორეს ზემოდან და ასე ვამბობდით აღსარებას. ბერ პორფირის დიდი სინანული გააჩნდა. იგი სინანულით აღსავსე გარდაიცვალა“.

ღირსი პორფირის სულიერი მოძღვარი გვიმჟღავნებს ჩვენ პორფირისა და ყველა წმიდანის ქარიზმატულობის მიზეზს, რაც არის სინანული.

სინანულისადმი ღირსი პორფირის სიყვარულზე ასევე ვკითხულობთ მის მიერ სულიერი შვილების მიმართ დაწერილ ანდერძშიც.

ქვემოთ აღწერილი ამბავი მოგვითხრობს წმიდა ბერ იაკობ ცალიკისთან ურთიერთობის შესახებ.

1983 წელი უნდა ყოფილიყო, როდესაც ღირსი დავითის სახელობის წმიდა მონასტერში შევხვდით ერთმანეთს.

ვიგრძენი აღსარების თქმის საჭიროება და ზუსტად ამ დროს წმიდა ბერ იაკობ ცალიკისის წინ აღმოვჩნდი.

როდესაც ღერონდამ შენდობის ლოცვების კითხვა დაასრულა, სრულიად მოულოდნელად, თავისთავად, ისე რომ მისთვის მე არაფერი მიკითხავს, მითხრა:

„ჩემო ანდრეა, უმეტესობა სინანულის გარეშე მოდის აღსარების ჩასაბარებლად. აღსარებისას, რა თქმა უნდა, სულიერი მოძღვრის საქმეა დაეხმაროს მორწმუნეებს, რომ  მათ თავდაპირველად განიცადონ სინანული, შემდეგ კი ჩააბარონ აღსარება და მიიღონ შენდობის ლოცვა. თუმცა საღმრთო ზიარებისას ისინი იესო ქრისტეს პირისპირ დგანან და უნდა მიეახლონ მას კრძალვითა და საკუთარი ცოდვების სინანულით. უფალმა იმის ნიჭი მიბოძა, რომ ჩემთან აღსარებისათვის სინანულის გარეშე მოსულნი შავად დავინახო, ხოლო ისინი კი, ვინც სინანულით აღსავსენი მოდიან, განათებულებს ვხედავ.

ერთ დღესაც, ვხედავ, რომ ერთი ახალგაზრდა ბიჭი საღვთო ზიარების მიღებას რომ აპირებს, სულ შავითაა მოცული. როდესაც იგი წმიდა ბარძიმს მოუახლოვდა, ჩემთვის გულში ვიფიქრე: „ვინა ხარ შენ, იაკობ, რომ იგი განსაჯო?“

შეცდომა ჩავიდინე და იგი ვაზიარე! როდესაც წმიდა ნაწილები პირთან მივუტანე, დავინახე, რომ სინათლე კოვზიდან ამოვიდა და ისევ ბარძიმში დაბრუნდა.

გაოგნებული დავრჩი! ანუ სინანულის გარეშე მან ზიარება ვერ მიიღო!

უფალმა მასწავლა, რომ სინანულის გარეშე არა თუ მორწმუნეებმა არ უნდა მიიღონ ზიარება, არც თავად მღვდელმა უნდა აზიაროს ისინი, თუკი დანამდვილებით იცის, რომ სინანულის გარეშე არიან მოსულნი ზიარების მისაღებად.

სულიერ მოძღვართა უპირველესი მოვალეობაა ასწავლონ მორწმუნეებს სინანული და ცოდვათა მიტევებისათვის შესთავაზონ საიდუმლოებანი, ღმრთაებრივი ზიარება კი მხოლოდ უკვე მონანიებულთათვისაა!“.

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/07/19/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-2/feed/ 2474
სინანული – თანამედროვე წმიდანებისა და ბერებისაგან https://www.pemptousia.ge/2018/07/17/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9b/ https://www.pemptousia.ge/2018/07/17/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9b/#comments Tue, 17 Jul 2018 06:27:54 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51740 იმ პერიოდში, როდესაც ვიკვლევდით სულიერი ცხოვრებისაკენ მიმავალ გზას, გვქონდა იმის ბედნიერება, რომ ახლოს გაგვეცნო საკმაოდ ბევრი მამა თანამედროვე ბერებიდან და წმიდანებიდან.

სინამდვილეში, რომელია ის გზა, რომელიც გვკურნავს ჩვენი ცოდვებისა და ვნებებისაგან, რომლის მეშვეობით შეგვიძლია ვითხოვოთ სიყვარული, როგორც ღმრთისა, ისე ჩვენ გვერდში მყოფი მოყვასისა?

კიდეც მოვისმინეთ და კიდეც წავიკითხეთ, რომ იმისათვის, რომ  შევიყვაროთ უფალი ღმერთი მთელი ჩვენი გულით, აუცილებელია განვიცადოთ კათარზისი, გავიაროთ სინათლეში და მივაღწიოთ განღმრთობას. ყოველივე ამას გვასწავლის წმიდა სახარება, ასევე – წმიდა მამები და ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა ტრადიცია.

წმინდა მამათა მრავალი ცხოვრება წავიკითხეთ, თუმცა მიუხედავად ამისა, გვქონდა საჭიროება იმისა, რომ გვესწავლა იმ თანამედროვე წმიდა მამებისგანაც, რომლებიც ჩვენს დროში ცხოვრობდნენ. ესენი გახლდნენ: წმიდა პორფირი, წმიდა პაისი, წმიდა ღერონდა იაკობ ცალიკისი, ამფიკლიაში მდებარე დადიუს მონასტრის ბერი ამბროსი, ღერონდა იოსებ ვატოპედელი, პაპა მარკოზ მანოლისი, წმიდა ბერი ანტონ გიზელი და მრავალი სხვა.

Gerondes 01

თანმიმდევრობით მოგითხრობთ იმ საუბრების შესახებ, რაც მე ამ წმიდა მამებთან მქონდა. გადმოგცემთ ასევე, თუ რა გამიმჟღავნეს მათ თავიანთი უბრალო და პრაქტიკული ენით სინანულის საიდუმლოებაზე.

1982 წელს, რაღაც კონკრეტული პრობლემის გამო, გამიჩნდა საჭიროება იმისა, რომ  ჩემი სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, მომენახულებინა წმიდა პორფირი. მაშინ იგი მილესში მოღვაწეობდა. იქ, მანამ სანამ იმ შენობა-ნაგებობებს ააშენებდნენ, რომელთა ხილვაც დღესაა შესაძლებელი, იდგა ერთი ბარაკი, სადაც წმიდანი ცხოვრობდა და სადაც ხალხისაგან იბარებდა კიდეც  აღსარებას.

როგორც კი მამა პორფირი დავინახე, ვიგრძენი, რომ უფლის წინაშე ვიდექი. ვიგრძენი, რომ მას ვუცქერდი უფლის შიშით, რწმენითა და სიყვარულით.

– „ღერონდა, ერთი პრობლემა მაქვს“,- მივუგე მას.

-„ვიცი“,- მითხრა და გამიმჟღავნა კიდეც ჩემი პრობლემა, რაც უკავშირდებოდა ჩემს ყრმობის ასაკსა და ჩემს ოჯახს.

იმ დროისათვის უკვე დაქორწინებული ვიყავი და შვილიც მყავდა. ოჯახში წამოჭრილი სხვადასხვა ურთიერთობის შედეგად მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა გამომესწორებინა ჩემ თავში არსებული ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. თუმცა, ვხვდებოდი, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით თითქმის შეუძლებელი იყო ამ პრობლემასთან გამკლავება, რადგან ის ჩემში ჯერ კიდევ ყრმობის ასაკიდან არსებობდა.

წმიდა პორფირმა ზუსტად მითხრა, თუ რა პრობლემა მქონდა, ასევე – ის დროც და ასაკიც, როდესაც ის ვისწავლე.

ამის შემდეგ, ჩემი უძლურების შეგრძნება კიდევ უფრო გაიზარდა. წმიდანს ვკითხე:

– „რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ განვიკურნო?“

– „აღსარება უნდა თქვა“, მითხრა მან.

– „მაგრამ მე ხომ ძალიან ხშირად ვაბარებ აღსარებას ჩემს სულიერ მოძღვარს“, მივუგე.

– „ეს, რასაც შენ აკეთებ, არაა საკმარისი“, მითხრა. „აღსარება არ არის მხოლოდ ის, რომ წახვიდე შენს სულიერ მოძღვართან და გაუმჟღავნო შენი ცოდვები. აღსარება არის სინანული. ჯერ კარგად უნდა მოინანიო შენი ცოდვები, მერე კი წახვიდე და უთხრა მოძღვარს. გაიხსენე უძღები შვილის იგავი: ის ჯერ საკუთარ თავთან მივიდა, გააცნობიერა თავისი სიღარიბე და შიმშილი, იგრძნო, რომ მან დაკარგა მამის სიყვარული, გადაწყვიტა დაბრუნებულიყო თავის სახლში და იქ ეცხოვრა მსგავსად მამამისის მსახურებისა, შემდგომ კი მკვდრეთით აღდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დიდი სურვილითა და თავმდაბლობით დაბრუნდა, დარწმუნებული იყო, რომ მამა მას სიყვარულით შეხვდებოდა.

მაშინ მამამ თავის უძღებ შვილს ყოველივე მიუტევა და ბრძანა, რომ იგი შეემოსათ სამოსელი პირველით, თავისი ბეჭედი მიეძღვნათ მისთვის და მის პატივსაცემად ზუარაკი იგი ჭამებული დაეკლათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მამამ უძღები შვილი მიიღო. მიუტევა მას და განკურნა.

აი, ასე მოიქეცი, ყოველ დილით ადექი და მას შემდეგ, რაც იმ ლოცვებს წაიკითხავ, რომელთაც ჩვეულებრივად კითხულობ, შენს კანონს შეასრულებ, ან ფეხზე მდგომარე წაიკითხავ ან თუნდაც სკვნილით, შემდგომ ამისა, უთხარი იესო ქრისტეს შენი ცოდვების შესახებ ღმრთისა და იმ ადამიანთა წინაშე, რომელთაც ზიანი მიაყენე და პატიება შესთხოვე“.

– „და როგორ მივხვდე, რომ ცოდვები მომეტევა?“, ვკითხე.

– „განა არ ამბობს პავლე მოციქული, რომ სულის ნაყოფი არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, რწმენა? თუკი, ამ ყოველივეს იგრძნობ სინანულის ჟამს,  ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე მიიღე პირველი ულუფა ცოდვების მიტევებისა და მარადიული სიცოცხლისა. ანუ, როდესაც იგრძნობ უფლის არსებობას შენში, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მიგეტევა შენი შეცოდებანი!

თუმცა აქ არ ვჩერდებით. აქამდე მხოლოდ ეს ვთქვით – და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი.

იესო ქრისტე კი გვთხოვს, რომ ესეც ვთქვათ: ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, ასე არაა?“

– „ასეა“, ვუპასუხე.

– „ამ სიტყვებით იესო, რა თქმა უნდა, ამბობს, თუკი ჩვენ გულით არ მივუტევებთ მათ, ვინც ჩვენ ზიანი მოგვაყენა, არც იესო ქრისტე მოგვიტევებს ჩვენ ჩვენს ცოდვებს. მაშასადამე, უპირველეს ყოვლისა, შეინანე შენი ცოდვები და როგორც კი მიიღებ შენდობას, იგრძნობ სულიწმიდის მადლსა და შვებას, მაშინ შენც უნდა შეუნდო სხვებს.

სწორედ ეს არის ზუარაკი იგი ჭამებული, ცოდვათა შენდობა და მარადიული ცხოვრება, რაც პირველმა სწორედ უძღებმა შვილმა მიიღო თავისი მამისაგან, რადგანაც მან მოინანია და შემდეგ კი, იგი გაუნაწილა თავის მეგობრებს, ანუ სიყვარული შესთავაზა მათ, ვინც კი ზიანი მიაყენა მას და თავის გულში ისინი მტრებიდან მეგობრებად აქცია.

ყოველივე ეს შეესაბამება ასევე წმიდა სვიმეონ ახალიღმრთისმეტყველის სიტყვას, რომელიც სინანულის შესახებ წერს:

„გულმხურვალე ლოცვის შემდეგ, მუხლი მოიყარე და უთხარი შენი ცოდვები ღმერთს და თუკი, იესო ქრისტე არ მოგიტევებს შენს შეცოდებებს, თანახმა ვარ უარი ვთქვა ჩემს ცხონებაზე!“

მაშ ასე, თქვით აღსარება, როდესაც ლოცულობთ დილით, შეინანეთ თქვენი ცოდვები, და საერთოდ, მთელი დღის განმავლობაში იყავით ფხიზლად,  დაინახეთ, თუ როგორ არღვევთ იესო ქრისტეს მცნებებს უპირველეს ყოვლისა, თქვენი სურვილით, შემდეგ უკვე – თქვენი ფიქრით და ბოლოს კი – თქვენი საქმით. ამას ნიშნავს ქრისტეს სიტყვა, ფხიზლად იყავით და ილოცეთ.

საუბარი (პირველი ნაწილი) შედგა თესალონიკის წმიდა დიმიტრის სახელობის ტაძარში კონფერენციის, სახელწოდებით „მონანიების სიდიადე ადამიანის ცხოვრებაში“, ფარგლებში. 

[გაგრძელდება]

]]>
https://www.pemptousia.ge/2018/07/17/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9b/feed/ 2380
ღირსი პაისი მთაწმიდელი ზიარებამდე მარხვის შენახვის აუცილებლობაზე https://www.pemptousia.ge/2017/12/23/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%96/ https://www.pemptousia.ge/2017/12/23/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%96/#comments Sat, 23 Dec 2017 08:23:29 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=51211 ღირსი პაისი მთაწმიდელის წერილი თავისი სულიერი შვილის მიმართ

სტომიუს წმიდა მონასტერი, 16-11-60 (?)

ჩემო ქრისტესმიერო ძმაო პ., უფლის მიერ იხარე სამარადჟამოდ. მივიღე თქვენი წერილი, თუმცა პასუხი მაშინვე არ მომიწერია. აზრად მქონდა საქმის გამო იოანინაში ჩამოსვლა და ვფიქრობდი, საშუალება მომეცემოდა და პირადად გნახავდი. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე, რომ კარგი იქნებოდა ცოტა რამ მომეწერა თქვენს წერილში თქვენს მიერ  მოხსენიებული მაკრაკის შესახებ. რა თქმა უნდა, მაკრაკის მე არ ვიცნობდი, თუმცაღა მსმენია მის საშინელ ცდომილებათა შესახებ. ბევრს არც მის მიმდევრებს (ანუ დანარჩენ ცდომილებს) ვიცნობ, თუმცა მათ შორისაა ბატონი ხ.კ., რომლის შესახებაც აღნიშნავს ჟურნალი „ათონის მთის ბიბლიოთეკა“ („აღიორიტიკი ვივლიოთიკი“), სადაც მას მკაცრად აკრიტიკებს მამა ფილოთეოზ ზერვაკოსი. ჩემო ძმებო, გარდა იმისა რომ ღმრთაებრივი ზიარების შესახებ არსებული საკითხის ირგვლივ წარმოიშვა დიდი სკანდალი, კერძოდ კი, ის, რომ მას სურდა ყოველდღიურად მიეღო ზიარება, მიუხედავად იმისა რომ მიირთმევდა ხორცს, მინდა გაცნობოთ ასევე მისი სხვა ცდომილების შესახებაც: მას შეუსრულებია ლოცვა ერთ-ერთ სასტუმროში, იმისათვის რომ რომელიღაც უცხოელისათვის უფალს გაენათებინა გონება და ლოცვა დაუწყია შემდეგი სიტყვებით: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და…“. უცხოელს მისთვის უკითხავს: „ალბათ თქვენ მღვდელი ბრძანდებით“? ხოლო მას კი უპასუხნია: „და ვინ არის მღვდელი? და რა არის ეკლესია? მე ჩემ თავს ანგელოზად შევიგრძნობ და ა.შ.“ მაშინ როდესაც ჩვენ, მონაზვნები, რომლებიც ანგელოზური სქემით ვართ შემოსილნი, ვიწყებთ ამგვარად: „ლოვცითა წმიდათა მამათა ჩუენთაითა“, ისინი იწყებენ ამ სიტყვებით: „კურთხეულ არს ღმერთი“, თავს უფრო აღმატებულად შეიგრძნობენ და ა.შ.

რაც შეეხება სხვა საკითხს, რომლის შესახებაც მწერდით, რომ თითქოსდა წმიდა კანონები არაფერს გვაუწყებენ იმის შესახებ, რომ აუცილებელია მარხვა საღმრთო ზიარების მიღების წინ, რაშიც ეჭვი არ მეპარება, თუმცაღა წმიდა კანონები გვაუწყებენ ერთგვარ მომზადებაზე. რა მომზადება უბრძანა ღმერთმა მოსეს, როდესაც მისგან უნდა მიეღო ცნებები?  სხვადასხვა მომზადებასთან ერთად, განა არ უბრძანა უფალმა მოსეს მარხვა?

როდესაც შეიქმნა წმიდა კანონები, იმ ხანად ჯერ კიდევ შუა მოწამეობის პერიოდი იყო, ამიტომაც წმიდა მამებს მარხვა არ დაუწესებიათ, რადგანაც ელოდებოდნენ თავის რიგს ქრისტიან მოწამეთა შორის, თუმცაღა არ იცოდნენ, რომ ეს რომელ დღეს მოხდებოდა. სწორედ ამან განაპირობა მარხვის არ დაწესება, რადგანაც რთული იყო გამუდმებით მარხულობა. სწორედ იმ ეპოქაში აღსრულდა დავით მეფსალმუნის წინასწარმეტყველური სიტყვა „რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი“ (რომაელთა მიმართ 8, 36). „ყველაზე მნიშვნელოვანი მრავალ სათნოებათაგან არის განსჯა“, ამბობს წმინდა ისააკ ასური. თუმცა, მოგვიანებით მოღილასა და კრიტოპულუს  წამება მოიხსენიებს მარხვას, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს. ყოველ შემთხვევაში, მთაწმინდელი მამები მაკრაკის მიმდევრებს ძალიან სდევნიან, თითქოსდა ასეთი გამოთქმაც კი გავრცელდა: „ფრესკაზე მაკრაკის მიმდევარი წმიდანიც რომ დაინახო, ისიც წაშალე“.

ყოველივე ეს იმიტომ  მოგწერეთ, რომ გაგეცნოთ ჩემი შინაგანი მე, რადგანაც მიჩვეული ვარ ვთქვა ის, რაც კი ჩემს გულშია. რაც შეეხება კავშირს, რომელიც აქვს მამა ა-ს მაკრაკის მიმდევრებთან, ჩემთვის უცნობია, თუ რა მიზანს ემსახურება იგი.  თავდაპირველად, ჰიტლერსაც ხომ ჰქონდა კომუნისტებთან კავშირი, იმ მიზნით, რომ ყველა მათგანისათვის მიეგნო და შემდგომ გასწორებოდა. ყოველ შემთხვევაში, მე მამა ა გულში მყავს. ვლოცულობ, რომ უფალმა გაუნათოს გონება ყველას ამ სამყაროში და ისინიც დაადგნენ ჭეშმარიტების შეცნობის გზას.

დასასრულ, იესო ქრისტესა და ღმრთისმშობლის უამრავ ლოცვას გიგზავნით.

თქვენი ქრისტესმიერი ძმა პაისი, ყველაზე უღირსი და ცოდვილი მონაზონი

წყარო: ღერონდა პაისი მთაწმიდელი, სწავლებანი და მიმოწერანი, გვ. 265-267, იესო ქრისტეს მეტამორფოზის გამომცემლობა, მილესი, 2007 წელი.

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/12/23/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%96/feed/ 3091
თანამედროვე წმიდანებისა და ბერების მიერ მონათხრობი სასწაულებრივი ისტორიები https://www.pemptousia.ge/2017/04/25/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90/ https://www.pemptousia.ge/2017/04/25/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90/#comments Tue, 25 Apr 2017 07:10:02 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50562 წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2017/04/05/სინანული-როგორც-ეს-ვისწ/

მაშ ასე, თქვით აღსარება, როდესაც ლოცულობთ დილით, შეინანეთ თქვენი ცოდვები, და საერთოდ, მთელი დღის განმავლობაში იყავით ფხიზლად,  დაინახეთ, თუ როგორ არღვევთ იესო ქრისტეს მცნებებს უპირველეს ყოვლისა, თქვენი სურვილით, შემდეგ უკვე – თქვენი ფიქრით და ბოლოს კი – თქვენი საქმით. ამას ნიშნავს ქრისტეს სიტყვა, ფხიზლად იყავით და ილოცეთ. როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, უკვე ამის შემდგომ მიუტევებ სხვებსაც.

Gerondes 01

მაშასადამე, უპირველეს ყოვლისა, შენი ლოცვით მოიპოვებ საკუთარი ცოდვების მიტევებას, ხოლო შემდეგ კი, აუცილებელია წახვიდე სულიერ მოძღვართან, მას აღსარება ჩააბარო და უკვე ეკლესიიდან მიიღო შენი ცოდვებისა შენდობა.

ამის შემდგომ კი, შენდობას მიიღებ საღმრთო ზიარების გზით. აი, ამგვარად სრულდება ცოდვების მიტევება, სინანულით ლოცვის წარმოთქმის დროს, აღსარებითა და ღმრთაებრივი ზიარებით.

ლოცვისას მოგეტევება შენი ცოდვები იმიტომ რომ მონათლული ხარ და იმიტომ რომ ინანიებ, განა არ ვამბობთ, აღვიარებ  ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა?

აღსარების დროს ცოდვათა მიტევება მოგეცემა შენი სულიერი მოძღვრის მიერ, ხოლო ღმრთაებრივი ზიარებისას – იესო ქრისტეს მიერ, რომელიც შენთან ერთიანდება თავისი ხორცისა და სისხლის ზიარებით.

ადამიანს თავისი ცოდვები მიეტევება ნათლისღებით, აღსარებითა და საღმრთო ზიარების მიღების გზით, თუმცა ყოველივე ეს აქტიურდება მხოლოდ გულწრფელი სინანულის საშუალებით. სინანულის გარეშე ძალა არა აქვს ეკლესიის საიდუმლოებებს, რომლებიც კურნავენ ადამიანს და რომლებიც წმინდავენ მას, რადგან ყოველივე ეს ადამიანს აერთიანებს იესო ქრისტესთან.

მაშასადამე, ნათლობის, აღსარებისა და საღმრთო ზიარების საიდუმლოებანი ადამიანს სთავაზობენ ცოდვათა მიტევებას, ცოდვათა მონობიდან გათავისუფლებას და შესაძლებლობას, რომ იგი უფლის ნათლით განიწმინდოს და მიაღწიოს განღმრთობას. ლოცვის დროს სინანულით, რაც უნდა ხდებოდეს უზადოდ და მუდმივად, განუწყვეტლივ, ხდება ადამიანის განწმენდა (კათარზისი), ნათლით მოსვა და განღმრთობა, რადგან სწორედ სინანული იწვევს ცოდვის სიძულვილს და სწორედ სინანულია ადამიანის თავისუფლების  მამოძრავებელი ძალა ღმრთის სიყვარულისკენ.

განუწყვეტელი ლოცვა – უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი – ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ განუწყვეტლივ გვახსოვს ჩვენი ცოდვები და განუწყვეტლად შევთხოვთ უფალ იესო ქრისტეს მათ მიტევებას“.

წმიდა ღერონდა ანტონ გიკიზას ერთ-ერთ სულიერ შვილს (ანტონ გიკიზა იყო ღირსი პორფირის კავსოკალიველის სულიერი მოძღვარი) ჩვენამდე შემოუნახავს ღირსი პორფირის სიცოცხლის ეპიცენტრი, რაც თავისთავად გახლდათ სინანული.

– „აქ მოდიოდა ხოლმე პორფირი“, ამბობს მამა ანტონი, „რათა ის მენახა. ერთი დაადებდა ხოლმე ხელებს მეორეს ზემოდან და ასე ვამბობდით აღსარებას. ბერ პორფირის დიდი სინანული გააჩნდა. იგი სინანულით აღსავსე გარდაიცვალა“.

ღირსი პორფირის სულიერი მოძღვარი გვიმჟღავნებს ჩვენ პორფირისა და ყველა წმიდანის ქარიზმატულობის მიზეზს, რაც არის სინანული.

სინანულისადმი ღირსი პორფირის სიყვარულზე ასევე ვკითხულობთ მის მიერ სულიერი შვილების მიმართ დაწერილ ანდერძშიც.

ქვემოთ აღწერილი ამბავი მოგვითხრობს წმიდა ბერ იაკობ ცალიკისთან ურთიერთობის შესახებ.

1983 წელი უნდა ყოფილიყო, როდესაც ღირსი დავითის სახელობის წმიდა მონასტერში შევხვდით ერთმანეთს.

ვიგრძენი აღსარების თქმის საჭიროება და ზუსტად ამ დროს წმიდა ბერ იაკობ ცალიკისის წინ აღმოვჩნდი.

როდესაც ღერონდამ შენდობის ლოცვების კითხვა დაასრულა, სრულიად მოულოდნელად, თავისთავად, ისე რომ მისთვის მე არაფერი მიკითხავს, მითხრა:

„ჩემო ანდრეა, უმეტესობა სინანულის გარეშე მოდის აღსარების ჩასაბარებლად. აღსარებისას, რა თქმა უნდა, სულიერი მოძღვრის საქმეა დაეხმაროს მორწმუნეებს, რომ  მათ თავდაპირველად განიცადონ სინანული, შემდეგ კი ჩააბარონ აღსარება და მიიღონ შენდობის ლოცვა. თუმცა საღმრთო ზიარებისას ისინი იესო ქრისტეს პირისპირ დგანან და უნდა მიეახლონ მას კრძალვითა და საკუთარი ცოდვების სინანულით. უფალმა იმის ნიჭი მიბოძა, რომ ჩემთან აღსარებისათვის სინანულის გარეშე მოსულნი შავად დავინახო, ხოლო ისინი კი, ვინც სინანულით აღსავსენი მოდიან, განათებულებს ვხედავ.

ერთ დღესაც, ვხედავ, რომ ერთი ახალგაზრდა ბიჭი საღვთო ზიარების მიღებას რომ აპირებს, სულ შავითაა მოცული. როდესაც იგი წმიდა ბარძიმს მოუახლოვდა, ჩემთვის გულში ვიფიქრე: „ვინა ხარ შენ, იაკობ, რომ იგი განსაჯო?“

შეცდომა ჩავიდინე და იგი ვაზიარე! როდესაც წმიდა ნაწილები პირთან მივუტანე, დავინახე, რომ სინათლე კოვზიდან ამოვიდა და ისევ ბარძიმში დაბრუნდა.

გაოგნებული დავრჩი! ანუ სინანულის გარეშე მან ზიარება ვერ მიიღო!

უფალმა მასწავლა, რომ სინანულის გარეშე არა თუ მორწმუნეებმა არ უნდა მიიღონ ზიარება, არც თავად მღვდელმა უნდა აზიაროს ისინი, თუკი დანამდვილებით იცის, რომ სინანულის გარეშე არიან მოსულნი ზიარების მისაღებად.

სულიერ მოძღვართა უპირველესი მოვალეობაა ასწავლონ მორწმუნეებს სინანული და ცოდვათა მიტევებისათვის შესთავაზონ საიდუმლოებანი, ღმრთაებრივი ზიარება კი მხოლოდ უკვე მონანიებულთათვისაა!“.

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/04/25/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90/feed/ 3162
„სინანული, როგორც ეს ვისწავლე თანამედროვე წმიდანებისა და ბერებისაგან“ https://www.pemptousia.ge/2017/04/05/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ac/ https://www.pemptousia.ge/2017/04/05/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ac/#comments Wed, 05 Apr 2017 08:14:16 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50406 იმ პერიოდში, როდესაც ვიკვლევდით სულიერი ცხოვრებისაკენ მიმავალ გზას, გვქონდა იმის ბედნიერება, რომ ახლოს გაგვეცნო საკმაოდ ბევრი მამა თანამედროვე ბერებიდან და წმიდანებიდან.

სინამდვილეში, რომელია ის გზა, რომელიც გვკურნავს ჩვენი ცოდვებისა და ვნებებისაგან, რომლის მეშვეობით შეგვიძლია ვითხოვოთ სიყვარული, როგორც ღმრთისა, ისე ჩვენ გვერდში მყოფი მოყვასისა?

კიდეც მოვისმინეთ და კიდეც წავიკითხეთ, რომ იმისათვის, რომ  შევიყვაროთ უფალი ღმერთი მთელი ჩვენი გულით, აუცილებელია განვიცადოთ კათარზისი, გავიაროთ სინათლეში და მივაღწიოთ განღმრთობას. ყოველივე ამას გვასწავლის წმიდა სახარება, ასევე – წმიდა მამები და ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა ტრადიცია.

წმინდა მამათა მრავალი ცხოვრება წავიკითხეთ, თუმცა მიუხედავად ამისა, გვქონდა საჭიროება იმისა, რომ გვესწავლა იმ თანამედროვე წმიდა მამებისგანაც, რომლებიც ჩვენს დროში ცხოვრობდნენ. ესენი გახლდნენ: წმიდა პორფირი, წმიდა პაისი, წმიდა ღერონდა იაკობ ცალიკისი, ამფიკლიაში მდებარე დადიუს მონასტრის ბერი ამბროსი, ღერონდა იოსებ ვატოპედელი, პაპა მარკოზ მანოლისი, წმიდა ბერი ანტონ გიზელი და მრავალი სხვა.

Gerondes 01

თანმიმდევრობით მოგითხრობთ იმ საუბრების შესახებ, რაც მე ამ წმიდა მამებთან მქონდა. გადმოგცემთ ასევე, თუ რა გამიმჟღავნეს მათ თავიანთი უბრალო და პრაქტიკული ენით სინანულის საიდუმლოებაზე.

1982 წელს, რაღაც კონკრეტული პრობლემის გამო, გამიჩნდა საჭიროება იმისა, რომ  ჩემი სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, მომენახულებინა წმიდა პორფირი. მაშინ იგი მილესში მოღვაწეობდა. იქ, მანამ სანამ იმ შენობა-ნაგებობებს ააშენებდნენ, რომელთა ხილვაც დღესაა შესაძლებელი, იდგა ერთი ბარაკი, სადაც წმიდანი ცხოვრობდა და სადაც ხალხისაგან იბარებდა კიდეც  აღსარებას.

როგორც კი მამა პორფირი დავინახე, ვიგრძენი, რომ უფლის წინაშე ვიდექი. ვიგრძენი, რომ მას ვუცქერდი უფლის შიშით, რწმენითა და სიყვარულით.

– „ღერონდა, ერთი პრობლემა მაქვს“,- მივუგე მას.

-„ვიცი“,- მითხრა და გამიმჟღავნა კიდეც ჩემი პრობლემა, რაც უკავშირდებოდა ჩემს ყრმობის ასაკსა და ჩემს ოჯახს.

იმ დროისათვის უკვე დაქორწინებული ვიყავი და შვილიც მყავდა. ოჯახში წამოჭრილი სხვადასხვა ურთიერთობის შედეგად მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა გამომესწორებინა ჩემ თავში არსებული ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. თუმცა, ვხვდებოდი, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით თითქმის შეუძლებელი იყო ამ პრობლემასთან გამკლავება, რადგან ის ჩემში ჯერ კიდევ ყრმობის ასაკიდან არსებობდა.

წმიდა პორფირმა ზუსტად მითხრა, თუ რა პრობლემა მქონდა, ასევე – ის დროც და ასაკიც, როდესაც ის ვისწავლე.

ამის შემდეგ, ჩემი უძლურების შეგრძნება კიდევ უფრო გაიზარდა. წმიდანს ვკითხე:

– „რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ განვიკურნო?“

– „აღსარება უნდა თქვა“, მითხრა მან.

– „მაგრამ მე ხომ ძალიან ხშირად ვაბარებ აღსარებას ჩემს სულიერ მოძღვარს“, მივუგე.

– „ეს, რასაც შენ აკეთებ, არაა საკმარისი“, მითხრა. „აღსარება არ არის მხოლოდ ის, რომ წახვიდე შენს სულიერ მოძღვართან და გაუმჟღავნო შენი ცოდვები. აღსარება არის სინანული. ჯერ კარგად უნდა მოინანიო შენი ცოდვები, მერე კი წახვიდე და უთხრა მოძღვარს. გაიხსენე უძღები შვილის იგავი: ის ჯერ საკუთარ თავთან მივიდა, გააცნობიერა თავისი სიღარიბე და შიმშილი, იგრძნო, რომ მან დაკარგა მამის სიყვარული, გადაწყვიტა დაბრუნებულიყო თავის სახლში და იქ ეცხოვრა მსგავსად მამამისის მსახურებისა, შემდგომ კი მკვდრეთით აღდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დიდი სურვილითა და თავმდაბლობით დაბრუნდა, დარწმუნებული იყო, რომ მამა მას სიყვარულით შეხვდებოდა.

მაშინ მამამ თავის უძღებ შვილს ყოველივე მიუტევა და ბრძანა, რომ იგი შეემოსათ სამოსელი პირველით, თავისი ბეჭედი მიეძღვნათ მისთვის და მის პატივსაცემად ზუარაკი იგი ჭამებული დაეკლათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მამამ უძღები შვილი მიიღო. მიუტევა მას და განკურნა.

აი, ასე მოიქეცი, ყოველ დილით ადექი და მას შემდეგ, რაც იმ ლოცვებს წაიკითხავ, რომელთაც ჩვეულებრივად კითხულობ, შენს კანონს შეასრულებ, ან ფეხზე მდგომარე წაიკითხავ ან თუნდაც სკვნილით, შემდგომ ამისა, უთხარი იესო ქრისტეს შენი ცოდვების შესახებ ღმრთისა და იმ ადამიანთა წინაშე, რომელთაც ზიანი მიაყენე და პატიება შესთხოვე“.

– „და როგორ მივხვდე, რომ ცოდვები მომეტევა?“, ვკითხე.

– „განა არ ამბობს პავლე მოციქული, რომ სულის ნაყოფი არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, რწმენა? თუკი, ამ ყოველივეს იგრძნობ სინანულის ჟამს,  ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე მიიღე პირველი ულუფა ცოდვების მიტევებისა და მარადიული სიცოცხლისა. ანუ, როდესაც იგრძნობ უფლის არსებობას შენში, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მიგეტევა შენი შეცოდებანი!

თუმცა აქ არ ვჩერდებით. აქამდე მხოლოდ ეს ვთქვით – და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი.

იესო ქრისტე კი გვთხოვს, რომ ესეც ვთქვათ: ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, ასე არაა?“

– „ასეა“, ვუპასუხე.

– „ამ სიტყვებით იესო, რა თქმა უნდა, ამბობს, თუკი ჩვენ გულით არ მივუტევებთ მათ, ვინც ჩვენ ზიანი მოგვაყენა, არც იესო ქრისტე მოგვიტევებს ჩვენ ჩვენს ცოდვებს. მაშასადამე, უპირველეს ყოვლისა, შეინანე შენი ცოდვები და როგორც კი მიიღებ შენდობას, იგრძნობ სულიწმიდის მადლსა და შვებას, მაშინ შენც უნდა შეუნდო სხვებს.

სწორედ ეს არის ზუარაკი იგი ჭამებული, ცოდვათა შენდობა და მარადიული ცხოვრება, რაც პირველმა სწორედ უძღებმა შვილმა მიიღო თავისი მამისაგან, რადგანაც მან მოინანია და შემდეგ კი, იგი გაუნაწილა თავის მეგობრებს, ანუ სიყვარული შესთავაზა მათ, ვინც კი ზიანი მიაყენა მას და თავის გულში ისინი მტრებიდან მეგობრებად აქცია.

ყოველივე ეს შეესაბამება ასევე წმიდა სვიმეონ ახალიღმრთისმეტყველის სიტყვას, რომელიც სინანულის შესახებ წერს:

„გულმხურვალე ლოცვის შემდეგ, მუხლი მოიყარე და უთხარი შენი ცოდვები ღმერთს და თუკი, იესო ქრისტე არ მოგიტევებს შენს შეცოდებებს, თანახმა ვარ უარი ვთქვა ჩემს ცხონებაზე!“

მაშ ასე, თქვით აღსარება, როდესაც ლოცულობთ დილით, შეინანეთ თქვენი ცოდვები, და საერთოდ, მთელი დღის განმავლობაში იყავით ფხიზლად,  დაინახეთ, თუ როგორ არღვევთ იესო ქრისტეს მცნებებს უპირველეს ყოვლისა, თქვენი სურვილით, შემდეგ უკვე – თქვენი ფიქრით და ბოლოს კი – თქვენი საქმით. ამას ნიშნავს ქრისტეს სიტყვა, ფხიზლად იყავით და ილოცეთ.

საუბარი (პირველი ნაწილი) შედგა თესალონიკის წმიდა დიმიტრის სახელობის ტაძარში კონფერენციის, სახელწოდებით „მონანიების სიდიადე ადამიანის ცხოვრებაში“, ფარგლებში.

[გაგრძელდება]

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/04/05/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ac/feed/ 3595
ბერი იერონიმე სიმონოპეტრელის თავმდაბლობისა და მოთმინების სათნოებანი https://www.pemptousia.ge/2017/03/23/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a2-3/ https://www.pemptousia.ge/2017/03/23/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a2-3/#comments Thu, 23 Mar 2017 09:22:56 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50296 წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2017/03/13/50273/

1902 წელს ბერი იერონიმე ქმნის ღირსი ეფრემ ასურისადმი მიძღვნილი საგალობელის სიტყვებსა და მელოდიას და ასევე ამთავრებს რამდენიმე სხვა დაუსრულებელ საგალობელს, მათ შორის წმიდანების – ნეოფიტესა და იოანიკესადმი მიძღვნილ დაუჯდომელებს,  რომელთა სახელებსაც ატარებდნენ მისი სულიერი მოძღვრები, ასევე – წმიდა სოფრონის, კუნძული კრეტის 99 წმიდანის, წმიდა იერონიმესა და წმიდა მარია მაგდალინელისადმი მიძღვნილ საგალობლებს. იგი ჰიმნოგრაფიის გზით ღმრთის დიდებას აგრძელებს დევნილობის ჟამსაც ანტონ დიდისადმი მიძღვნილი მავედრებელი კანონით, წმიდანებისადმი – მინას, ვიქტორისა და ვიკენტის, პავლეს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, სერგისა და ბაკქოსის – დაუჯდომელი საგალობლებით, ასევე ავსებს სხვა წმიდანთა საგალობლებს, რომელთა წმიდა ნაწილები სიმონოპეტრას მონასტერშია დაბრძანებული. იესო ქრისტეს, ღმრთისმშობლისა და სხვადასხვა წმიდანისადმი მიძღვნილი მავედრებელი კანონებს და ლოცვებს ასრულებს, და უპირველეს ყოვლისა კი, გულწრფელად და გულითადად მონაწილეობს ყოველდღიურ ღმრთისმსახურებებში და შეუწყვეტელად ლოცულობს. ბერი იერონიმეს ღვაწლიდან კიდევ ბევრი რამ არის ჩვენთვის შეუცნობი.

Tapinosi 02

მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, 1914 წლის თებერვალში ბერ იერონიმე აირჩიეს ზედამხედველად და მონასტრის სულიერ მოძღვართა საბჭოს (ღერონდიასის) წევრად. მრავალი საზრუნავისა და მოგზაურობის მიუხედავად, მას არასდროს ავიწყდებოდა თავისი მონაზვნური ვალდებულებანი. სკვნილით ხელში იყო ქუჩაში, გემბანსა თუ მატარებელში.

როდესაც მონასტრის იღუმენი – მამა იოანიკე მძიმე ავადმყოფობით იტანჯებოდა, ბერი იერონიმე ერთ-ერთი უპირველესი იყო მათ შორის, ვინც მის გვერდით იდგა. 1919 წლის 7 დეკემბერს, მან თავის მეორე სულიერ მოძღვარს (ღერონდას) დაუხუჭა თვალები. მამა იოანიკეს უკანასკნელი სურვილი იყო, რომ მონასტრის წინამძღვრობა მის საყვარელსა და ღირსეულ სულიერ შვილს – მამა იერონიმეს დაკისრებოდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თავის სიცოცხლეში იერონიმე არასდროს არაფერს ითხოვდა. მუდამ მოთმინებით ელოდა და უარყოფდა ყოველგვარ პატივსა და გამორჩეულ მდგომარეობას.  მრავალი წლის განმავლობაში მას სთხოვდნენ, რომ მღვდელი გამხდარიყო, თუმცა ამაზეც კი იგი უარს ამბობდა.

ბერი იერონიმე, როგორც მონასტის იღუმენი (1920-1931 წწ.)

1920 წლის 2 იანვრის ოქმში მამა იერონიმე მონასტრის წინამძღვრობის კანდიდატად მოიხსენიება. იმავე წლის 11 აპრილს, კასანდრიის მიტროპოლიტის – ირინეოსის მიერ იგი დიაკვნად და მღვდლად არის ხელდასხმული, ხოლო 12 აპრილს კი, მას არქიმანდრიტად და სულიერ მოძღვრად აკურთხებენ. 18 აპრილს, მენელსაცხებლე დედათა კვირას, მამათა ერთობლივი გადაწყვეტილების თანახმად, ბერ იერონიმეს მონასტრის წინამძღოლობას დააკისრებენ.

წინამძღვრობის პირველი თვეების განმავლობაში, მამა იერონიმე კვლავ იძულებულია სხვადასხვა საქმის გამო ხშირად დატოვოს მონასტერი. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს იგი ჩადის პირეის ნავსადგურში, სადაც ნაცვლად იმისა რომ გაემგზავროს ამაღლების მეტოქში, რაც იყო კიდეც მისი მიზანი, სხვა გემზე ადის, რომელიც კუნძული ეგინასაკენ მიემგზავრება. სწორედ იქ ხვდება იგი უკვე დასნეულებულ წმიდა ნექტარიოსს, რომელსაც 1898 წლიდან, წმიდანის მიერ მათი მონასტრის პირველად მონახულების ჟამიდან იცნობდა. იქიდან მოყოლებული მათ შორის მჭიდრო სულიერი კავშირი არსებობდა, ამ ურთიერთობის განახლებას კი ხელს უწყობდა ბერი იერონიმეს ათენში ხშირი ყოფნა.

ერთხელ, წმიდა სამების დღესასწაულის წინა დღით, მონასტერში წინა სადღესასწაულო სამზადისი იყო. უკვე სნეულებისაგან დასუსტებულ წმიდა ნექტარიოსს უჭირდა ღამისთევის მსახურებაზე დასწრება. მონაზვნებს მისთვის უკითხავთ, უნდა დაერეკათ თუ არა ზარები. წმიდანს კი ასეთი პასუხი გაუცია მათთვის: „დარეკეთ ზარები და მამაც მოვა“. როგორც კი გაისმა ზარების რეკვის ხმა, ბერმა იერონიმემ ფეხი შედგა მონასტერში. „აკი გითხარით, რომ მამაც მოვიდოდა და თანაც მთაწმიდელი იღუმენი“-, მიუგო მათ წმიდანმა. ღამისთევის შემდეგ, წმიდანს უთხოვია მამა იერონიმესათვის, რომ მას შემოევლო მონაზონთა ყველა კელია, რათა ისინი დაელოცა (კუნძულ ეგინაზე, სადაც მონასტერი მდებარეობს, მის გარშემო გორაკებზე მრავალი ეკვდერი და მონაზოთა კელიებია). ბერი იერონიმე არ დამორჩილებია უფლის მღვდელმთავრის  ნებას და მონასტრიდან მალულად წასულა. როდესაც მოგვიანებით იგი ამ ამბის შესახებ ჰყვებოდა, თვალებზე ცრემლმორეული ამას ამბობდა: „ვინ ვიყავი მე წმიდანის წინაშე…“. მიუხედავად ამისა, მას ყოველთვის ახსოვდა წმიდანის ეს თხოვნა და გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, 1957 წელს, წასულა და დაულოცია მონაზონთა კელიები.

ბერ იერონიმოსს 1920 წლის 11 ოქტომბერს, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საავადმყოფოში მოუნახულებია წმიდა ნექტარიოსი მისი წმიდანის ხსენების დღეს.

1921 წლის აგვისტოში, წმიდა კინოტი ბერ იერონიმეს ნიშნავს ხუთი წევრისაგან შემდგარი კომიტეტის წევრად, რომელსაც ეკისრება ათონის წმიდა მთის საერთო მდგომარეობის რუქის შედგენა.

ადმინისტრაციული ვალდებულებები და მასზე დაკისრებული დიდი პასუხისმგებლობა ბერ იერონიმეს ხელს არ უშლიდა, რომ დიდი დრო არ დაეთმო მონასტრის წინამძღოლობისა და თავის საძმოს მოვალეობებისათვის. იგი ხდება მონაზონთა თანამორჩილი. მათთან ერთად გათენებას ეგებება ფურნეში ცომის ზელით, ზამთარში მათთან ერთად ხვეტს თოვლს ეზოებიდან, ბაღებში ეგებება შებინდებას, ღამ-ღამობით კი რეცხავს ტანსაცმელს. ამგვარი საქციელით იგი თავის ძმებს თავმდაბლობისა და შრომისმოყვარეობის მაგალითს აძლევდა. ძველად, მის სულიერ მოძღვარსაც სწორედ ასე უსწავლებია მისთვის, თუ როგორ უნდა შეესრულებინა მასზე დაკისრებული ვალდებულებანი.

[გაგრძელდება]

 

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/03/23/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a2-3/feed/ 2863
ბერი იერონიმე სიმონოპეტრელის შეუწყვეტელი სულიერი ბრძოლა https://www.pemptousia.ge/2017/03/13/50273/ https://www.pemptousia.ge/2017/03/13/50273/#comments Mon, 13 Mar 2017 05:30:27 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50273 წინამდებარე სტატია იხილეთ:   http://www.pemptousia.ge/2017/02/17/ბერი-იერონიმე-სიმონოპეტ-2/

მამა იერონიმეს პატივისცემა, მოწიწება, მონასტრისა და თავისი ზედამხედველების მიმართ სრულყოფილი მორჩილება ღრმა სიბერემდე გაჰყვა. მონასტრისათვის მსახურებისას მოპოვებულმა დიდმა წარმატებებმა, მასზე დაკისრებულ მოვალეობათა კეთილად დასრულებამ და რაც მთავარია, მისმა პატიოსნებამ, სიკეთემ და სათნოებამ ბერი იერონიმე ყველასათვის საყვარელ და პატივსაცემ მამად აქცია, თუმცა მეორე მხრივ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევები, იგი აქცია შურისა და უღირსების სამიზნედ. მათ მდაბალ საქციელზე ბერ იერონიმეს პასუხი ყოველთვის დუმილი და მოთმინება იყო.

მონასტერში, მამა იერონიმეს კელიაში მთელი ღამის განმავლობაში ანთებული იყო ლამპა. ძველი მამები ჰყვებოდნენ, რომ არასდროს უნახავთ იგი წამოწოლილი. რა დროსაც არ უნდა მისულიყავი მასთან, ან ფეხზე მდგარი დაგხვდებოდა, ანდა სკამზე ჩამომჯდარი. სკამზევე ეძინაო ამბობდნენ, რადგან ძალიან ბევრი ძილი ამცირებსო უფლისადმი ჩვენს სიყვარულს. იერონიმეს დილიდანვე მსახურებაზე ხედავდნენ: იგი ან თავის სტასიდს იყო დაყრდნობილი (სტასიდი ბერძ. ერთგვარი სკამი, ძირითადად გვხვდება მონასტრებში), ან გალობდა, კითხულობდა და კანონარქის მოვალეობას ასრულებდა. ერთ-ერთი ბერი იხსენებს: „ჩვენ გვამოწმებდა, ამიტომაც მივდიოდი და უკანა სტასიდებთან ვდგებოდი, რათა არ დამენახა, იმიტომ რომ მრცხვენოდა საკუთარი თავის“. მამა ევთიმიოსი ამბობდა, რომ  მარხვის პერიოდებში მამა იერონიმე საკუთარი თავის მოძალადე იყო. კინოვიური (საერთო) ტრაპეზის გარდა იგი არასოდეს არაფერს ჭამდა. თუკი მონასტერში იმყოფებოდა, არასდროს აკლდებოდა ყოველდღიურ მსახურებებს. ტრაპეზისას თავის წილ საკვებს ბოლომდე არც კი ასრულებდა. როდესაც ერიდან მონასტერში ბრუნდებოდა, მრავალი დღის განმავლობაში მხოლოდ ზეთს იღებდა, რათა გამოესყიდა თავისი მცირეხნიანი არყოფნა, და რამდენია კიდევ სხვა, ჩვენთვის უცნობი მისი საიდუმლო ღვაწლი…

fisi 01

მოგზაურობიდან დაბრუნებული არც მონასტერში წყვეტდა მუშაობას. მიწერ-მოწერა ჰქონდა სამდივნოსთან, თავის კელიასთან, აწესრიგებდა ბიბლიოთეკას, იკვლევდა არქივს, მსახურებდა ტაძარში, მონაწილეობას იღებდა საერთო სამუშაოებებში. არც ერთ მოვალეობას (საქმეს) არ თვლიდა დამამცირებლად და ამიტომაც აღამაღლა იგი უფლმა.

1910 წელს, ექვსი თვის განმავლობაში იგი იმყოფებოდა ათენში ამაღლების სახელობის მეტოქში, როგორც მნე. თავისი წერილებით ცდილობდა დაერწმუნებინა მონასტერი, რომ არ გაეყიდა ეს მეტოქი. ვარაუდობდა, რომ მომავალში მეტოქი აყვავდებოდა და დიდ ნაყოფს გამოიღებდა, რაც ცოტა ხანში ახდა კიდეც. პირველად სწორედ აქ გაიცნო მამა იერონიმემ ეკლესიის ღმრთისმოსავი მსახურნი, რომელნიც მოგვიანებით კიდევ უფრო მეტნი გახდნენ და კეთილი ნაყოფიც გამოიღეს.

1911 წელს იერონიმე კვლავ ბრუნდებოდ ათონის წმიდა მთაზე, გზაში ხომალდის დაღუპვას სასწაულებრივად გადაურჩა. თავის ერთ-ერთ წერილში იგი ამ გადარჩენას ღმრთის განგებას მიაწერს.

ბერ იერონიმეს მეტად ეხმარებოდა და დიდ ძალას აძლევდა ეკლესიის წმიდანებთან ურთიერთობა. წმიდა დიმიტრისთან მისი კავშირისა და წმიდანის მიერ მისი განკურნების შესახებ უკვე მოვისმინეთ. გარდა ამისა, მას ასევე განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა წმიდა იოანე ღმრთისმეტყველთან. იერონიმეს პატარაობიდანვე თიაქარი აწუხებდა. თავს უფრთხილდებოდა, თუმცა ეს ძალიან რთული იყო. როგორც თავადვე წერს: „იგი სრულიად შეუმჩნევლად განიკურნა ყოველგვარი წამლისა და ოპერაციის გარეშე“. მისი განკურნება 26 სექტემბერს წმიდა იოანეს ხსენებისადმი მიძღვნილ ღამისთევისას მომხდარა. „მას შემდეგ რაც პირჯვარი გადავიწერე და შევთხოვე წმიდანს, დავდექი სტასიდთან და დავიწყე გალობა უფალო ვამბობდი. იმავე წამს ვიგრძენი, რომ თიაქარი გაქრა და მას შემდეგ აღარც შევუწუხებივარ. სასწაულებრივად განვიკურნე წმიდა ღმრთისმეტყველის შემწეობით, რომლის სასწაულებრივ წყალობასა და შემწეობას სიხარულით ვღაღადებ, ვადიდებ რა უფალს, რომელიც სასწაულებს ახდენს თავისი წმიდანებისათვის. ჩემი განკურნება 1897 წელს მოხდა“. ბერ იერონიმეს წმიდა იოანე ღმრთისმეტყველი სხვა დროსაც – კიდევ ერთი ღამისთევისას გამოეცხადა და იგი იხსნა თამამი და უწმინდური გულისთქმათაგან. მას შემდეგ, ბერი აღარ შეუწუხებია აღარც ვნებას და აღარც მსგავს გულისთქმებს.

როგორც ეს წინათაც აღვნიშნეთ, მამა იერონიმეს სიყვარული წმიდანების მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ უფალმა იგი ღირსი გახადა, მის მიძინებამდე ცოტა ხნით ადრე გაეცნო ღირსი ასკეტი წმიდანი ქიოსელი პართენიოსი, ასევე წმიდა ნექტარიოსი, წმინდა საბა ნეოსი კალიმნოსიდან და წმინდა ნიკოლაო პლანა.

წმიდანებთან ამგვარმა ძლიერმა მეგობრობამ პოეტური გამოხატულება ჰპოვა იმ ნიჭის სახით, რაც მას უბოძა უფალმა – რომ ეგალობა და შეექმნა საგალობელნი. 1893 წელს, ბერად აღკვეციდან სულ მცირე დროის გასვლის შემდეგ, 22 წლის მამა იერონიმე ქმნის „რვა საგალობელს (კანონს) ღირსი და ღმერთშემოსილი ჩვენი მამის – სიმონ მირონმდინარის მიმართ“, რომელშიც ხოტბას ასხამს მათ, ვინც 1891 წელს გაჩენილი ხანძრის დროს გარდაიცვალა. 1896 წელს, იგი თხზავს სავედრებელ საგალობელს (კანონს) მონასტრის წმიდანებისადმი – სიმონ მირონმდინარისა და მარია მაგდალინელის მიმართ, რომელიც მოგვიანებით, 1924 წელს მათ სამრევლო მსახურებებთან და ღირსი სიმონის 8 საგალობელთან (კანონთან) ერთად გამოიცა.

[გაგრძელდება]

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/03/13/50273/feed/ 2236
ბერი იერონიმე სიმონოპეტრელი: მორჩილების პირველი წლები https://www.pemptousia.ge/2017/02/17/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a2-2/ https://www.pemptousia.ge/2017/02/17/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a2-2/#comments Fri, 17 Feb 2017 06:23:31 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50157 წინამდებარე სტატიას გთავაზობთ: http://www.pemptousia.ge/2017/02/01/ბერი-იერონიმე-სიმონოპეტრ/

ბერი იერონიმე – მონაზონი ათონის წმიდა მთაზე (1888-1920 წწ.)

პატარა იოანე აღწევს ათონის წმიდა მთამდე, იწერს პირჯვარს და მადლობას სწირავს ღმრთისმშობელს. აქ, მისი სიყვარული ყოვლადწმიდა ქალწულის მიმართ კიდევ უფრო იზრდება და გარდაცვალებამდე ყოველთვის, როცა კი გაიგებდა ან იტყოდა მის სახელს, ცრემლები სდიოდა თვალთაგან. იმ პერიოდში, როდესაც იოანე წმიდა მთაზე მოდის, ათონს დაახლოებით ათი ათასი მონაზონი ჰყავს. 1888 წლის 3 ოქტომბერს, ჩვიდმეტი წლის იოანე ღმრთის დიდების ღაღადებით შედის კეთილსურნელოვან ადგილას, გაივლის სიმონოპეტრას მონასტრის კარიბჭეს, რათა მიბაძოს უფლის წმიდანთა წმიდა ღვაწლს, ხოლო ამავე წლის 28 ოქტომბერს კი ხდება მორჩილი (ეწერება დოკიმოლოღიონში).

როგორც თავად წერს: „მიმიღო ყოვლად პატივსაცემმა იღუმენმა,  მარადშესაქებმა ღერონდამ – არქიმანდრიტმა ნეოფიტოსმა, რომელიც წარმოშობით ერეთრეის ალაცატიდან იყო … მე განმაწესეს, როგორც მორჩილი, კანონის თანახმად დახმარება უნდა გამეწია ყველა იმ მსახურების დროს, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მომიწოდებდნენ“.

I.M. Simonospetras 27

ცხოვრება, რომელიც იოანემ მთაწმიდაზე დაიწყო, ჰგავდა იმ ათასობით მონაზონის ცხოვრებას, რომელიც მასზე ადრე ცხოვრობდა ამ წმინდა მთაზე.  ეს იყო უფლის მოგონებით გაჟღენთილი, საიდუმლო  ცხოვრება, რომელიც აღსავსეა ყოველდღიური მრავალსაათიანი მსახურებებით, ხშირი ღამისთევებით, რეგულარული მარხვით. კანონი, მორჩილება, აღსარება, ღმრთაებრივი ზიარება. და ყოველივე ამასთან ერთად, ყოველდღიურად აგრძელებს იმ ცხოვრებას, რომელიც დაწყებული ჰქონდა თავის სამშობლოში – ყოველივე ზედმეტის უარყოფა. ამავდროულად იწყებს წმიდა წერილის, ასკეტი მამების ცხოვრების,  სვინაქსარების კვლევას და ცრემლებით ასველებს თითოეულ გვერდს.

იოანე თავის ერთ-ერთ პირველ მორჩილებას აღასრულებდა კარიესში კონაკძისთან (ათონის წმიდა მთის მონასტრის წარმომადგენელი, რომელიც ცხოვრობს კონაკში, კარიესში მდებარე სახლში, სადაც ცხოვრობენ სხვა მონასტრების წარმომადგენლები), მონასტრის წარმომადგენლობაში, როგორც წარმომადგენლის დამხმარე  პირი.  ორი წლისა და ექვსი თვის შემდეგ, ავადმყოფობის გამო, იგი ისევ მონასტერში ბრუნდება. შემდგომ ამისა, მას მცირე დროით აგზავნიან დაფნიში და ასევე რამდენიმე თვით ლემნოსის მეტოქში, სადაც ასრულებს მნის მოვალეობას. მონასტრის თავკაცების მიმართ გამოხატული მორჩილება მის თავმდაბლობაზე მეტყველებს.

ოთხ-ნახევარწლიანი მორჩილების შემდეგ, 1893 წლის ბზობის კვირა დღეს, იოანე  დიდსქემოსან მონაზვნად აკურთხეს და სახელად იერონიმე უწოდეს. 15 ივნისს, თავისი მფარველი წმიდანისა და მეოხის ხსენების დღეს, იგი ყოველთვის განსაკუთრებული პატივით აღნიშნავდა. ბერად აღკვეცის შემდეგ, მისთვის ახალი და უფრო დიდი ბრძოლები იწყება. იერონიმეს შესახებ ღერონდა შემდეგს წერს: „უფრო მეტ საწვავს ხარჯავდა კითხვისას, ვიდრე წყალს, რომელსაც სვამდა. ყოველთვის მდუმარე იყო, რადგან შინაგანი ჭვრეტის წყურვილი ჰქონდა. ძალიან ხშირად, როდესაც მარტო იყო, ცრემლები მდინარესავით მოედინებოდა მის თვალთაგან. არასდროს მიუახლოვდებოდა ცეცხლს, რაც არ უნდა ძლიერი სიცივე ყოფილიყო. არასდროს აძლევდა თავის სხეულს დასვენების საშუალებას, მხოლოდ მჯდომარე თუ ჩაიძინებდა მცირე ხნით.  ადამიანის ენას არ ძალუძს გადმოსცეს მისი სიღარიბე. სწორედ ეს მონაზონი იყო მონასტრის საყრდენი. მცირე საქმეების გადაწყვეტის დროსაც კი, მას ეკითხებოდნენ რჩევას. ეს თავმდაბლობით გამორჩეული ადამიანი მონასტრის სიამაყე გახლდათ“.

თანდათან მამა იერონიმეს ბრძოლის დამფასებელი ძმები  სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობენ მის სიახლოვეში ყოფნას. მასთან აგზავნიან მორჩილებს, რათა მათ გააცნოს მონასტრული სული. მამა იერონიმე მათ მეტად თავაზიანად ესაუბრება. ერთ-ერთი ნეტარი ღერონდა, რომელიც მაშინ მორჩილი იყო, წერს, თუ რა უთხრა მას მამა იერონიმემ: „აქ იმისათვის მოხვედი, რომ ბერი გახდე? კარგად იფიქრე ამაზე? მონაზვნური ცხოვრება უმწიკვლოთათვის ვარდია… როდესაც დაასრულებ იმ მსახურებებს, რომელიც შენ მოგანდეს, შენს ოთახში განმარტოვდები და სკამზე ჩამოჯდები, იქ, შენივე ნებით დაიწყებ თვითგვემას. დაფიქრდები იმაზე, რომ შენთვის არც ერთი ადამიანი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელმაც თავის თავზე აიღო მთელი ადამიანური მოდგმის ცოდვა. ამის შემდეგ კი შენ წინ გადაიშლება უხილავი ომი. როდესაც წარმოთქვამ ჩვენი ტკბილი უფლის – იესო ქრისტეს სახელს, ყურადღება მიაქციე შენს შეგრძნებათა ყოველი კუთხე-კუნჭულით, რომელიც კი ღაღადებს უფლის სახელს, რომ არ მოვიდეს ეშმაკი და ამპარტავნებისა და სიამაყის საშუალებით არ მოგწყვიტოს ღმრთის სიყვარულს“.

ახალგაზრდა მონაზონი იერონიმე ხდება მონასტრის მდივანი, ამ მოვალეობას იგი ასევე ასრულებდა  მას შემდეგ, რაც მონასტრის წინამძღვარი გახდა. შემდგომ ამისა, მას აკისრებენ მონასტრის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის რთულ მოვალეობას. რის გამოც იძულებულია ხშირად დატოვოს ათონის წმიდა მთა, რათა შეხვდეს სხვადასხვა პირს და განახორციელოს სხვადასხვა საქმე. საკმაოდ ადრეული ხანიდან იერონიმეს აკისრებენ  მეტად საპასუხისმგებლო და შრომატევად  მოვალეობას – გზავნილებს მეტოქებში. იგი თავდაუზოგავად, სამაგალითო მორჩილებით ასრულებს თავის წინამძღვართა ნებას, საკმაოდ დიდ დროს ატარებს მონასტრის კედლებს გარეთ, დაკავებულია ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმეებით, მიუხედავად ამისა, ერთი წუთითაც არ კარგავს მონასტრული ცხოვრებისადმი თავის მოწოდებას ანდა უფალთან შინაგანი ურთიერთობის საჭიროებას.

[გაგრძელდება]

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/02/17/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a2-2/feed/ 2854
ბერი იერონიმე სიმონოპეტრელი (1871-6/1/1957), 60 წელი მისი მიძინებიდან https://www.pemptousia.ge/2017/02/01/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0/ https://www.pemptousia.ge/2017/02/01/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0/#comments Wed, 01 Feb 2017 09:34:02 +0000 https://www.pemptousia.ge/?p=50106 ბავშვობის წლები (1871-1888 წწ.)

ბერი იერონიმე დაიბადა 1871 წელს მცირე აზიის კრინის ეპარქიაში, სოფელ რეიზ-დერეში. მისი მშობლები, მამა ნიკოლაო დიაკოღიორღი და დედა მარია, ღარიბი, მაგრამ მეტად ღმრთისმოსავი ადამიანები იყვნენ.

მისი სოფელი მხოლოდ ქრისტიანებით ყოფილა დასახლებული. ეს ადგილი ალაცატიდან ხუთი კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა, ხოლო ზღვიდან კი ორნახევარი კილომეტრით იყო დაშორებული. სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიწათმოქმედებას, ძირითადად კი მევენახეობას ეწეოდა. მათი უმეტესობა წარმოშობით კუნძული კრეტადან და პელოპონესიდან ყოფილა.

ბერი იერონიმესათვის ნათლობისას იოანე დაურქმევიათ. როდესაც პატარა იოანეს სკოლაში დაუწყია სიარული, იგი მეტად კარგი მოწაფე ყოფილა. თანაკლასელთაგან საზრიანობითა და გონიერებით გამოირჩეოდა, იმდენად რომ, თურმე რაღაც პერიოდის განმავლობაში, მას როგორც კი დაუმთავრებია დაწყებითი კლასები, მასწავლებელს ახლომდებარე დასახლებაში გაუგზავნია მასწავლებლად.

Gerondas Ieronymos-Simonopetritis 5

მალე სოფლის ეკლესია პატარა იოანეს ცხოვრების ცენტრად ქცეულა. სწორედ იქ ჰპოვა ის, რასაც მისი სული ეძებდა. უფლის სიხარული და კურთხევა, რაც მასზე ღმრთაებრივი მისტერიების აღსრულების, ლოცვისა და მსახურების ჟამს გადმოდიოდა. უყვარდა საღმრთო მსახურებანი, თავად სასულიერო პირნი, მგალობელნი, ღამისთევანი, სალოცავები. ფსალმუნთა კითხვაში ეხმარებოდა მედავითნეებს, ხოლო საკურთხეველში კი – მღვდლებს. ჯერ კიდევ პატარა იყო, თუმცა თავისი სიმშვიდით, სერიოზულობითა და მოწიწებით დიდი ჩანდა.

სიღარიბეში აღზრდილს პატარაობიდანვე განცდილი ჰქონდა, თუ რა იყო დუხჭირი ცხოვრება, რომელიც მოგვიანებით, როგორც მონაზონმა, ნებაყოფლობით აირჩია და ერთგულად მიჰყვა მის გზას. ძალიან ცოტა რამ ვიცით ბერის ბავშვობის შესახებ. დედამისმა მასზე დიდი სიყვარულის ცოცხალი კვალი დატოვა. სწორედ დედისგან მოისმინა პირველად წმიდანთა ცხოვრება, ისწავლა რა იყო მარხვა, ლოცვა, ღმრთის სიყვარული. წმიდანები ადრეული ასაკიდანვე გამხდარან მისი მეგობრები. ახლობლებს სულ უფრო და უფრო ხშირად ეკარგებოდათ თვალთაგან პატარა იოანე, თუმცა იცოდნენ, რომ სამლოცველოებში შეიძლებოდა მისი პოვნა. ორგზის განკურნა იგი წმიდა დიმიტრიმ. ერთხელ, როდესაც საშინლად სტკიოდა ფეხები, ხოლო მეორედ კი, როცა ჩუტყვავილა შეეყარა. ორივე შემთხვევის დროს, იოანემ 40 დღე დაჰყო და იმარხულა წმიდანის სახელობის ტაძარში.

ერთ საღამოს, მის დას შემთხვევით გაუგონია, თუ იოანე როგორ უგალობდა ღმრთისმშობელს. დილით კი ძმისთვის უკითხავს: „იცი ღმრთისმშობლის საგალობელი?“, „არა“, უპასუხნია იოანეს. „მაშინ სწორედ ახლა მოგეცა შემთხვევა, რომ ისწავლო“, უთქვამს დას ძმისთვის. „შვიდი წლიდან ზეპირად ვიცოდი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საგალობელი“, მოგვიანებით ამბობდა ხოლმე ღერონდა.

ბერი იერონიმე დედის დიდი რწმენა მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, მან მონაზვნის სქემა ჩაიცვა, რაც ბავშვობიდანვე უყვარდა და მელანიას სახელით მონაზვნად აღიკვეცა, ასევე მონაზვნად აღიკვეცა იოანეს ძმა, მაქსიმეს სახელით. მონაზვნის სამოსელით შეიმოსა მისი სამი და – მაგდალინა, მელანია და კასიანე. მათგან ორი მანამდე ქორწინებაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, მონაზვნის სქემები ჩაიცვეს მისმა ნათესავებმა, ზოგმა ათონის წმიდა მთაზე, სხვებმა კი – საბერძნეთის სხვადასხვა კინოვიაში.

თორმეტი წლის ასაკში იოანე სამ სხვა ახალგაზრდასთან ერთად კუნძულ ქიოსზე, სახელგანთქმულ ღერონდასთან – წმიდა პართენთან წასულა. ბერი პართენი სულ მუდამ მოხრილი იყო. მისი სხეული მთლიანად დაფარული ყოფილა, იმდენად რომ არც სახე და არც ხელები არ უჩანდა. ცხოვრობდა მღვიმეში იმ მონასტერთან ახლოს, რომლის დამაარსებელიც თავად იყო და მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. ბერმა ახალგაზრდები მიიღო და თითოეულ მათგანს სახელით მიმართა, მიუხედავად იმისა რომ პირველად ხედავდა მათ. შემდეგ კი, ახალგაზრდებს სათითაოდ უთხრა, თუ რა გზას დაადგებოდნენ მომავალში. ასკეტმა ბერმა იოანეს დიდი სიხარულით აუწყა, რომ იგი მონასტრულ ცხოვრებას გაჰყვებოდა.

მოგვიანებით მამა იერონიმე დაწერს: „ჭაბუკობის პერიოდში ვფიქრობდი, თუ როგორ შევძლებდი უფლის გახარებას. ავირჩიე მონაზვნის კეთილი და ღმრთივ სასურველი ცხოვრება, რადგან ის ყველაზე მეტად შეეფერება იმას, რაც ღმრთისმოსაობითა და მორჩილებით მიჰყვება უფალს, რომელიც ამბობს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“ (მათე 11. 28). რადგანაც მივიღე მამის კურთხევა, ჩემი მშობლების სურვილი და ბუნებრივია, უფლის ჯვარი, როგორც დაუმარცხებელი იარაღი, წავედი ათონის წმიდა მთაზე, რადგან ის მივიჩნიე ჩემი მიზნისა და გადაწყვეტილების აღსრულების საუკეთესო ადგილად“.

მამამ გამგზავრების წინ ასე დალოცა შვილი: „წადი და დაე, ნუღარ დაბრუნდები“. ეს სიტყვები იმიტომ თქვა, რომ ხშირად ამ მიზნით წასულთა შორის ზოგიერთი ცოტა ხნის გასვლის შემდეგ ისევ უკან, თავის სამშობლოში ბრუნდებოდა. მამას სურდა, რომ მისი ვაჟი ძლიერი, მხნე და მტკიცე ყოფილიყო.

(გაგრძელდება)

]]>
https://www.pemptousia.ge/2017/02/01/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0/feed/ 2722