Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი იერონიმე სიმონოპეტრელის შეუწყვეტელი სულიერი ბრძოლა | PEMPTOUSIA

ბერი იერონიმე სიმონოპეტრელის შეუწყვეტელი სულიერი ბრძოლა

13 March 2017

წინამდებარე სტატია იხილეთ:   http://www.pemptousia.ge/2017/02/17/ბერი-იერონიმე-სიმონოპეტ-2/

მამა იერონიმეს პატივისცემა, მოწიწება, მონასტრისა და თავისი ზედამხედველების მიმართ სრულყოფილი მორჩილება ღრმა სიბერემდე გაჰყვა. მონასტრისათვის მსახურებისას მოპოვებულმა დიდმა წარმატებებმა, მასზე დაკისრებულ მოვალეობათა კეთილად დასრულებამ და რაც მთავარია, მისმა პატიოსნებამ, სიკეთემ და სათნოებამ ბერი იერონიმე ყველასათვის საყვარელ და პატივსაცემ მამად აქცია, თუმცა მეორე მხრივ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევები, იგი აქცია შურისა და უღირსების სამიზნედ. მათ მდაბალ საქციელზე ბერ იერონიმეს პასუხი ყოველთვის დუმილი და მოთმინება იყო.

მონასტერში, მამა იერონიმეს კელიაში მთელი ღამის განმავლობაში ანთებული იყო ლამპა. ძველი მამები ჰყვებოდნენ, რომ არასდროს უნახავთ იგი წამოწოლილი. რა დროსაც არ უნდა მისულიყავი მასთან, ან ფეხზე მდგარი დაგხვდებოდა, ანდა სკამზე ჩამომჯდარი. სკამზევე ეძინაო ამბობდნენ, რადგან ძალიან ბევრი ძილი ამცირებსო უფლისადმი ჩვენს სიყვარულს. იერონიმეს დილიდანვე მსახურებაზე ხედავდნენ: იგი ან თავის სტასიდს იყო დაყრდნობილი (სტასიდი ბერძ. ერთგვარი სკამი, ძირითადად გვხვდება მონასტრებში), ან გალობდა, კითხულობდა და კანონარქის მოვალეობას ასრულებდა. ერთ-ერთი ბერი იხსენებს: „ჩვენ გვამოწმებდა, ამიტომაც მივდიოდი და უკანა სტასიდებთან ვდგებოდი, რათა არ დამენახა, იმიტომ რომ მრცხვენოდა საკუთარი თავის“. მამა ევთიმიოსი ამბობდა, რომ  მარხვის პერიოდებში მამა იერონიმე საკუთარი თავის მოძალადე იყო. კინოვიური (საერთო) ტრაპეზის გარდა იგი არასოდეს არაფერს ჭამდა. თუკი მონასტერში იმყოფებოდა, არასდროს აკლდებოდა ყოველდღიურ მსახურებებს. ტრაპეზისას თავის წილ საკვებს ბოლომდე არც კი ასრულებდა. როდესაც ერიდან მონასტერში ბრუნდებოდა, მრავალი დღის განმავლობაში მხოლოდ ზეთს იღებდა, რათა გამოესყიდა თავისი მცირეხნიანი არყოფნა, და რამდენია კიდევ სხვა, ჩვენთვის უცნობი მისი საიდუმლო ღვაწლი…

fisi 01

მოგზაურობიდან დაბრუნებული არც მონასტერში წყვეტდა მუშაობას. მიწერ-მოწერა ჰქონდა სამდივნოსთან, თავის კელიასთან, აწესრიგებდა ბიბლიოთეკას, იკვლევდა არქივს, მსახურებდა ტაძარში, მონაწილეობას იღებდა საერთო სამუშაოებებში. არც ერთ მოვალეობას (საქმეს) არ თვლიდა დამამცირებლად და ამიტომაც აღამაღლა იგი უფლმა.

1910 წელს, ექვსი თვის განმავლობაში იგი იმყოფებოდა ათენში ამაღლების სახელობის მეტოქში, როგორც მნე. თავისი წერილებით ცდილობდა დაერწმუნებინა მონასტერი, რომ არ გაეყიდა ეს მეტოქი. ვარაუდობდა, რომ მომავალში მეტოქი აყვავდებოდა და დიდ ნაყოფს გამოიღებდა, რაც ცოტა ხანში ახდა კიდეც. პირველად სწორედ აქ გაიცნო მამა იერონიმემ ეკლესიის ღმრთისმოსავი მსახურნი, რომელნიც მოგვიანებით კიდევ უფრო მეტნი გახდნენ და კეთილი ნაყოფიც გამოიღეს.

1911 წელს იერონიმე კვლავ ბრუნდებოდ ათონის წმიდა მთაზე, გზაში ხომალდის დაღუპვას სასწაულებრივად გადაურჩა. თავის ერთ-ერთ წერილში იგი ამ გადარჩენას ღმრთის განგებას მიაწერს.

ბერ იერონიმეს მეტად ეხმარებოდა და დიდ ძალას აძლევდა ეკლესიის წმიდანებთან ურთიერთობა. წმიდა დიმიტრისთან მისი კავშირისა და წმიდანის მიერ მისი განკურნების შესახებ უკვე მოვისმინეთ. გარდა ამისა, მას ასევე განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა წმიდა იოანე ღმრთისმეტყველთან. იერონიმეს პატარაობიდანვე თიაქარი აწუხებდა. თავს უფრთხილდებოდა, თუმცა ეს ძალიან რთული იყო. როგორც თავადვე წერს: „იგი სრულიად შეუმჩნევლად განიკურნა ყოველგვარი წამლისა და ოპერაციის გარეშე“. მისი განკურნება 26 სექტემბერს წმიდა იოანეს ხსენებისადმი მიძღვნილ ღამისთევისას მომხდარა. „მას შემდეგ რაც პირჯვარი გადავიწერე და შევთხოვე წმიდანს, დავდექი სტასიდთან და დავიწყე გალობა უფალო ვამბობდი. იმავე წამს ვიგრძენი, რომ თიაქარი გაქრა და მას შემდეგ აღარც შევუწუხებივარ. სასწაულებრივად განვიკურნე წმიდა ღმრთისმეტყველის შემწეობით, რომლის სასწაულებრივ წყალობასა და შემწეობას სიხარულით ვღაღადებ, ვადიდებ რა უფალს, რომელიც სასწაულებს ახდენს თავისი წმიდანებისათვის. ჩემი განკურნება 1897 წელს მოხდა“. ბერ იერონიმეს წმიდა იოანე ღმრთისმეტყველი სხვა დროსაც – კიდევ ერთი ღამისთევისას გამოეცხადა და იგი იხსნა თამამი და უწმინდური გულისთქმათაგან. მას შემდეგ, ბერი აღარ შეუწუხებია აღარც ვნებას და აღარც მსგავს გულისთქმებს.

როგორც ეს წინათაც აღვნიშნეთ, მამა იერონიმეს სიყვარული წმიდანების მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ უფალმა იგი ღირსი გახადა, მის მიძინებამდე ცოტა ხნით ადრე გაეცნო ღირსი ასკეტი წმიდანი ქიოსელი პართენიოსი, ასევე წმიდა ნექტარიოსი, წმინდა საბა ნეოსი კალიმნოსიდან და წმინდა ნიკოლაო პლანა.

წმიდანებთან ამგვარმა ძლიერმა მეგობრობამ პოეტური გამოხატულება ჰპოვა იმ ნიჭის სახით, რაც მას უბოძა უფალმა – რომ ეგალობა და შეექმნა საგალობელნი. 1893 წელს, ბერად აღკვეციდან სულ მცირე დროის გასვლის შემდეგ, 22 წლის მამა იერონიმე ქმნის „რვა საგალობელს (კანონს) ღირსი და ღმერთშემოსილი ჩვენი მამის – სიმონ მირონმდინარის მიმართ“, რომელშიც ხოტბას ასხამს მათ, ვინც 1891 წელს გაჩენილი ხანძრის დროს გარდაიცვალა. 1896 წელს, იგი თხზავს სავედრებელ საგალობელს (კანონს) მონასტრის წმიდანებისადმი – სიმონ მირონმდინარისა და მარია მაგდალინელის მიმართ, რომელიც მოგვიანებით, 1924 წელს მათ სამრევლო მსახურებებთან და ღირსი სიმონის 8 საგალობელთან (კანონთან) ერთად გამოიცა.

[გაგრძელდება]

შინაარსი
სანიშნეები