მონასტრის დღესასწაულები - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაული ივერონის წმიდა მონასტერში (2016)
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სამეუფეო დღესასწაული დიდი სიხარულითა და ზეიმით აღინიშნა ივერონის წმიდა მონასტერში
წმიდა დღესასწაულს ხელმძღვანელობდა ფილადელფიის მიტროპოლიტი მელეტი, თანამწირველები გახლდნენ მიტროპოლიტნი: ლანგადას, ლიტის და რენდინის იოანე და ახალი კრინის და კალამარიას იუსტინე, ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსნი: არიანზის ბართოლომეოსი და პალმირის იოანე (ანტიოქიის საპატრიარქოდან)
დღესასწაული დაიწყო "კარიბჭის" სასწაულმოქმედი ხატის ლიტანიობით მისი სახელობის წმიდა ეკვდერიდან, სადაც დაბრძანებულია მთელი წლის განმავლობაში, მონასტრის კათოლიკონისაკენ. შესრულდა მცირე მწუხრი და წმიდა პარაკლისი