Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
სიმონოპეტრას წმიდა მონასტრის ქტიტორის – ღირსი სიმონის დღესასწაული | PEMPTOUSIA
დიდი ზეიმით, სიხარულითა და გულითად ატმოსფეროში აღინიშნა ღირსი სიმონ მირონმდინარეს ხსენება (28 დეკემბერი/10 იანვარი), რომელიც გახლავთ ქტიტორი სიმონოპეტრას წმიდა მონასტრისა (XIII ს.). ამ დიდი დღესასწაულის მსახურებას წინამძღოლობდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე - მიტროპოლიტი ლანგადა, ლიტის და რენტინის
მიტროპოლიტი მონასტერში მიბრძანდა შაბათ დილით, სიმონოპეტრას წმიდა მონასტრის წინამძღვარის ყოვლადღირსი არქიმანდრიტი ელისეს მიერ დახვედრა გაიმართა სულიერ და გულითად ატმოსფეროში
მცირე გამასპინძლებისას მიტროპოლიტი შეეხო სხვადასხვა სულიერ საკითხებს და მოუთხრო იმ სასწაულების შესახებ, რომლებსაც აქვს ადგილი მის მიტროპოლიაში და რომელიც თან სდევს წმიდა ახალმოწამეთა კირანნას და აკილინას წმიდა ნაწილებს
იმავე დღის მწუხრს გადაება ღირსი სიმონის ხსოვნას მიძღვნილი ღამისთევის მსახურება, სადაც დიდებული ბიზანტიური შესრულებით გალობდნენ ათონის მთის მგალობლები და თესალონიკის პანორამის წმიდა სამების მონასტრის გუნდი, ნეტარი არქიმანდრიტის სიმეონ კრაღიოპულოს სულიერი შვილები
მიტროპოლიტის თანმხლებ პირთა გარდა დღესასწაულს ესწრებოდნენ ათონის ოცივე წმიდა მონასტრის წარმომადგენლები და მომლოცველები სხვადაცხვა ქვეყნიდან
Далее...