ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება - ხილანდარის წმიდა მონასტრის დღესასწაული ათონური ტრადიციის მიხედვით დიდი სიხარულით აღინიშნა
მედღესასწაულე სერბები და ბერძნები შეიკრიბნენ, რათა პატივი სცენ "ტრიხერუსას" - სამხელა ყოვლადწმიდ ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს
ხილანდარის წმიდა მონასტერი სერბებისათვის დიდი სიმბოლურ დატვირთვას ასრულებს - განსაკუთრებული ცენტრია სულიერი წინსვლისა და განათლების საქმეში
სერბი და ბერძენი მომლოცველები მოლოდინის რეჟიმში, მათ შორისაა სერბეთის გენერალური კონსული ქალაქ თესალონიკში ბატონი სინიშა პავიჩი
ხილანდარის წმიდა მონასტრის წინამძღვრის გერონდა მეთოდეს მიერ წლევანდელი დღესასწაულის წარსამართად მოწვეულ იქნა ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვარი გერონდა ეფრემი
აქვე დავძენთ, რომ ძველი ათონური ტრადიციის თანახმად მონასტრის დღესასწაულის საზეიმო წირვას ხელმძღვანელობს მთაწმიდის სხვა მონასტრის წინამძღვარი
მიგებება მონასტერში
ქრისტესმიერი ამბორი ორ წინამძღვარს შორის
"ტრიხერუსას" - სამხელა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი
სამხელა ღმრთისმშობლის ხატი ათონის წმიდა მთაზე ჩამოაბრძანა წმიდა საბა ხილანდარელმა. ხატი ჩამოაბრძანა წმიდა საბა განწმენდილის ლავრიდან რძითმკვებავი ღმრთისმშობლის ხატთთან და წმიდა საბა განწმენდილის კვერთხთან ერთად
Далее...