Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბალუკლის ცხოველმყოფელი წყაროს წმიდა მონასტერი. არქიტექტურა, შენობები და მონუმენტები | PEMPTOUSIA
კონსტანტინოპოლის გალავნის ოდნვ მოშორებით მდებარეობს საპატრიარქო და სტავროპეგიალური ბალუკლის ცხოველმყოფელი წყაროს წმიდა მონასტერი. ისტორიული მონასტრის სახელწოდება წარმოდგება თურქული სატყვისაგან "ბალიკ" (ნიშნავს თევზს). კომპლექსი შედგება მონასტრისაგან, ეკლესისაგან და წმიდა წყაროსაგან.
559 წელს იმპერატორმა იუსტინიანემ სამკურნალო წყაროს გამოყენებით გამოჯანმრთელების ნიშნად აღადგინა ტაძარი წმიდა სოფიას ეკლესიის მშენებლობიდან მორჩენილი მასალით. მიწისძვრის შედეგად დანგრეული ტაძარი მეორედ აღადგინა ირინი ათინეამ. მესამეჯერ აღდგენილ იქნა იმპერატორ ვასილი მაკედონელის მიერ. მოგვიანებით გადაწვეს ბულგარელთა მეთაურის სიმეონის ბრძანებით. მეოთხეჯერ აღდგენილ იქნა რომანოზ ლაკაპინოსის მიერ.
კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ტაძარი განადგურდა, წმიდა წყარო კი დაიკარგა. მოგვიანებით ქრისტიანებს ნებას რთავენ აღმოაჩინონ წმიდა წყარო და განაახლონ მცირე სამლოცველო. 1825 წელს დანგრეულ იქნა გენიცარების მიერ, 1827 წელს კი აღმოჩენილ იქნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი, გამოსახული ცხოველმყოფელი წყაროს თავზე. 1830 წელს სულთანმა ნება დართო აღედგინათ (მეხუთეჯერ) იმ სახით, როგორიც დღესაა შემორჩენილი. ხუთი წლის შემეგ კი განახლებულ იქნა პატრიარქ კონსტანტინე I-ის მიერ .
ცხოველმყოფელი წყაროს ეზოში მდებარეობს იერარქთა საფლავები
ასევე დიდ აღმშენებელთა
და პატრიარქთა...
წმიდა წყარო მდებარეობს ტაძრის სარდაფში, გადმოედინება მარმარილოთი ნაშენი აუზიდან, ითვლება, რომ წყალი წმიდაა, ნაკურთხია. აქედან მთელ მართლმადიდებელ სამყაროში გავრცელდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ცხოველმყოფელი წყაროს სახელობის ხატის ტიპი.