Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი პაისი მთაწმინდელის ორი სასწაული | PEMPTOUSIA

ღირსი პაისი მთაწმინდელის ორი სასწაული

18 September 2015

ღირსი პაისი მთაწმიდელის ხსოვნისადმი დაკავშირებით, ვაქვეყნებთ 2006 წლის 4 ივლისს, თორმეტ მოციქულთა სახელობის წმინდა ეკლესიაში, არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის მიერ წარმოთქმული სიტყვის ტექსტს.

„მინდა ვთქვა, რომ ის წმიდანები, რომლებიც დღევანდელ დღეს იქცნენ წმიდანებად, განსაკუთრებულ დიდებასა და გულღია დამოკიდებულებაში არიან ღმერთთან და ჩვენც ძალიან, ძალიან გვეხმარებიან. სამი თვის წინ ასეთი ამბავი მოხდა: ერთი მძღოლი თერმის რეგიონიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა. გზაში იგი ერთმა ბერმა გააჩერა და ჰკითხა: „ყმაწვილო, თესალონიკამდე თუ წამიყვან“? „რა თქმა უნდა, ამობრძანდით“. მძღოლი მარტო იყო. ბერი მის გვერდით დაჯდა და ეუბნება: „კოსტა, – ისე რომ მისთვის სახელი არც უკითხავს, -შენ ფილტვებზე სიმსივნის საწყისი სტადია გაქვს. საავადმყოფოში წადი და თავს უშველე“. და მაშინვე გაუჩინარდა. მძღოლი ამ ამბავმა გააოგნა. ტელეფონით ახლობლებს დაუკავშირდა და უამბო, თუ რა შეემთხვა.  მას რამდენიმე ფოტო მოუტანეს. ეკითხებოდნენ ხომ არ ამსგავსებდა რომელიმეს იმ ბერს. მან კი მამა პაისი ამოიცნო. მართლაც, წავიდა საავადმყოფოში. ექიმებმა გამოიკვლიეს და აღმოუჩინეს ფილტვებზე კიბოს საწყისი სტადია, თუმცა, თავად მას არანაირი ჩივილი არ ჰქონია. ხედავთ თუ არა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც თაყვანი სცეს უფალს, თავიანთი სიკვდილის შემდეგ ჩნდებიან და ადასტურებენ სახარების ჭეშმარიტებას.

Osios Paisios_3

ერთი სხვა ქალბატონი, რომელიც კვიპროსიდან იყო, გაემგზავრა მამა პაისის საფლავზე მის მოსალოცად. როდესაც მუხლი მოიყარა საფლავის თაყვანსაცემად, ფეხი გაუსრიალდა. ხელი ძირს დაადო, რათა თავი შეემაგრებინა. სასტუმროში რომ მივიდა, რას ხედავს, იდაყვზე მიწა აქვს მიკრული. ქალს ძალიან გაუხარდა, რადგან ეს მამა პაისის საფლავიდან წამოყოლილ კურთხევად მიიჩნია. მიწა მოაგროვა და ერთ პატარა ყუთში მოათავსა, რომელიც თან ჰქონდა. ამის შემდეგ, დაიძინა. დილით იღვიძებს და რას ხედავს, მიწაზე შროშანი ამოსულა. ვინ დარგო ის, ან ვინ მორწყა?

Osios Paisios 21

ამ ყოველივეს ჩვენ უფალი გვიგზავნის, რათა დაეჭვებისა და ურწმუნოების ხანაში ჩვენ შევძლოთ მისი მადლის პოვნა. სწორედ ამის გამო, გევედრებით, სერიოზულად მოეკიდეთ სულის ხსნის საკითხს. ჩვენი ცხოვრება გადის, ის ერთი სიზმარია. ჩვენ მივდივართ. ამ წუთისოფელში მხოლოდ და მხოლოდ სტუმრები ვართ. ისევე როგორც მივდივართ, მაგალითად ბანაკში. დავრჩებით იქ თხუთმეტიოდე დღე, მერე კი იქიდან მოვდივართ. სწორედ ასევეა ეს ცხოვრებაც. ადამიანი ტოვებს ამ სამყაროს. ნეტარი, სამგზის ნეტარი და სამგზის დალოცვილია ის კაცი, რომელიც ფიქრობს უხილავზე, თავისი სწორი ცხოვრებით იღწვის და ზრუნავს მასზე, რაც უხილავია“.  ამინ!

Σχετικά άρθρα ღირსი პაისი მთაწმიდელი
ღირსი პაისი: „მოძღვარი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თუნდაც ჯოჯოხეთში ჩავიდეს საკუთარი სულიერი შვილების გამო“ Αλέξανδρος Χριστοδούλου 18 March 2016 ბერი პაისი მთაწმიდელი მამა პაისის ქება-დიდებასა და წარდგენას არა აქვს ჩვენგან საჭიროება. მან თავისი ქრისტესმიერი სიყვარულით დაკავშირა უფალი და ადამიანები და სწორედ ამის გამო ხშირია მისი ქება უფლის ტაძარში. ღირსს პაისს იშვიათი უნარი ჰქონდა იმისა, რომ ნებისმიერი კატეგორიის, ნებისმიერი განათლებისა და სულიერი მდგომარეობის მქონე ადამიანი დაემშვიდებინა...
ერთი განსხვავებული დღესასწაული Αλέξανδρος Χριστοδούλου 16 January 2016 1977 წლის სექტემბერში ბერ* პაისისთან მივედი, ორშაბათი იყო, პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლების, ჯვართამაღლების წინადღე. დილით ადრიანად დავუკაკუნე კარზე, ბერმა კარი გააღო, ძალიან გახარებული და იდუმალი ჩანდა. „ა, კარგია, რომ მოხვედი, დიაკონო“, - მეუბნება, „ხვალ ხომ დღესასწაული მაქვს. მგალობლები მოვლენ, ზღვის ქაშაყი უკვე შევუკვეთე და მხოლოდ ე...
სასწაულებრივი გამოცხადება და დახმარება Αλέξανδρος Χριστοδούλου 19 February 2015 კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ პაფოსის მკვიდრის ბატონ ქსინარი ნიკოლაუს მონათხრობი: “პროფესიით სანტექნიკოსი ვარ. 1997 წლის ივლისის ერთ დღეს ჩემი საქმიანობა დავასრულე და სამუშაო იარაღების შეგროვება დავიწყე, რათა ისინი ავტომობილში ჩამეწყო. ბინდ-ბუნდი იყო და გარემოს კარგად ვერ ვხედავდი. მავთული იყო გაჭიმული, რომელზეც ტანსაცმელი ეკიდა, იგი სხვა მავთულზე ე...
როდესაც დიდმოწამე ეფემია ბერ პაისისთან მივიდა Αλέξανδρος Χριστοδούλου 28 January 2013 ბერი პაისი*  თავისი სენაკის ეზოში იმყოფებოდა, როდესაც იგი მისმა ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა მოინახულა. ბერი გულითადად გამუდმებით იმეორებდა: „დიდება შენდა ღმერთოს“. უეცრად ბერმა თავის სულიერ შვილს მიუგო:  „კარგი გაგებით, რომ ვთქვათ, ვიღაც სრულიად უსარგებლო გახდა“. [caption id="attachment_23990" align="aligncenter" width="454"] წმინდა არსენი და ბე...
სასწაულებრივი გამოცხადება და დახმარება Αλέξανδρος Χριστοδούλου 28 January 2013 კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ პაფოსის მკვიდრის ბატონ ქსინარი ნიკოლაუს მონათხრობი: “პროფესიით სანტექნიკოსი ვარ. 1997 წლის ივლისის ერთ დღეს ჩემი საქმიანობა დავასრულე და სამუშაო იარაღების შეგროვება დავიწყე, რათა ისინი ავტომობილში ჩამეწყო. ბინდ-ბუნდი იყო და გარემოს კარგად ვერ ვხედავდი. მავთული იყო გაჭიმული, რომელზეც ტანსაცმელი ეკიდა, იგი სხვა მავთულზე ე...
შინაარსი
სანიშნეები