Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
სასწაულებრივი გამოცხადება და დახმარება | PEMPTOUSIA

სასწაულებრივი გამოცხადება და დახმარება

19 February 2015

კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ პაფოსის მკვიდრის ბატონ ქსინარი ნიკოლაუს მონათხრობი:

“პროფესიით სანტექნიკოსი ვარ. 1997 წლის ივლისის ერთ დღეს ჩემი საქმიანობა დავასრულე და სამუშაო იარაღების შეგროვება დავიწყე, რათა ისინი ავტომობილში ჩამეწყო. ბინდ-ბუნდი იყო და გარემოს კარგად ვერ ვხედავდი. მავთული იყო გაჭიმული, რომელზეც ტანსაცმელი ეკიდა, იგი სხვა მავთულზე ერთი კაუჭით იყო ჩამოკიდებული, კაუჭის ზომა დაახლოებით ორი სანტიმეტრი იქნებოდა. იარაღები შევაგროვე, ავდექი, რათა ავტომობილისკენ წავსულიყავი, უცაბ კაუჭი თვალში შემესო და როგორც  თევზი ანკესზე, ისე დავრჩი ერთ ადგილზე გაშეშებული.

 

Agioi Arsenios Kappadokis & Paisios Agioreitis 02

მთელი ჩემი ძალით ვიყვირე „მიშველეთ“. სახლის მეპატრონე ჩემსკენ გამოემართა. ასეთ მდგომარეობაში, რომ მნახა, მითხრა თვალიდან კაუჭს ამოგაძრობო. უარი ვუთხარი, რადგან შემეშინდა ამოღების დროს არ დავებრმავებინე. ვთხოვე, ჩემი ავტომობილიდან ბრტყელტუჩა მოეტანა, რათა „მავთული“ გადაეჭრა, მერე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში წავეყვანე და კაუჭი იქ ამოეღოთ.

დროის მთელ იმ შუალედში, რომელიც წასვლასა და უკან მობრუნებას მოანდომა, მე ვტიროდი და ვწუხდი, რადგან  სამი შვილი მყავდა და არ მინდოდა, რომ მათ ბრმა მამა ჰყოლოდათ.

სწორედ იმ წუთას ჩემს წინ ერთი გამხდარი კაცი გამოჩნდა, რომელიც შავი ანაფორით იყო შემოსილი. როგორც კი ეს კაცი დავინახე და პირჯვარი გადავისახე,  ვიგრძენი თრთოლა, ვიგრძენი ასევე თუ როგორ შემეხო მისი ხელი ლოყის ქვევით, ხოლო  თავი ზევით ამაწევინა და კაუჭი თვალიდან ამომივარდა.

როდესაც სახლის მეპატრონე, რომელიც ბრტყელტუჩას მოსატანად იყო წასული, დაბრუნდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში წავედით. ექიმებს  მოვუყევი თუ რა შემემთხვა, მათ გამსინჯეს, მაგრამ არ დამიჯერეს. თვალის გუგაზე ჭრილობა მქონდა. ერთგვარი მალამო დამადეს და მითხრეს, რომ სამი-ოთხი დღით თვალი აუცილებლად  შეხვეული უნდა მქონოდა.

მეორე დღეს, ერთ მაღაზიაში შესვლისას ზევით კედელზე დაკიდებულ ფოტოზე ვხედავ  სწორედ იმ ადამიანს, რომელიც იმ საღამოს ჩემს წინ გამოჩნდა. ქალბატონს, რომლის მაღაზიაშიც ვიყავი, ვკითხე თუ ვინ იყო სურათზე გამოსახული. მიპასუხა, რომ იგი ძალიან ცნობილი ბერია*, რომელსაც პაისი ჰქვია. მინდოდა ეს სურათი თან წამომეღო, რადგან ჩემთვის ის ძალიან ძვირფასი იყო. ქალბატონს შევეხვეწე მოეყიდა ის და რა ფასსაც მოისურვებდა გადავუხდიდი. მან ერთი წიგნი მომცა, სადაც მამა პაისზე იყო მოთხრობილი. ის წიგნი იმავე დღეს წავიკითხე და მას მერე, როგორც თავის დამცავი  ავგაროზი, მანქანაში მიდევს“.

*გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი

წყარო: მღვდელმონაზონი ისააკი, ბერი პაისი მთაწმინდელის ცხოვრება, გვერდები: 360-361. აღდგომის  კალივის  გამოცემა, კაფსალა, მთაწმინდა
მთაწმინდა, 2004

შენიშვნა: მსოფლიო საპატრიარქოს 2014 წლის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ბერი პაისი ჩარიცხულია წმიდანთა დასში!

 

Σχετικά άρθρα ღირსი პაისი მთაწმიდელი
ღირსი პაისი: „მოძღვარი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თუნდაც ჯოჯოხეთში ჩავიდეს საკუთარი სულიერი შვილების გამო“ Αλέξανδρος Χριστοδούλου 18 March 2016 ბერი პაისი მთაწმიდელი მამა პაისის ქება-დიდებასა და წარდგენას არა აქვს ჩვენგან საჭიროება. მან თავისი ქრისტესმიერი სიყვარულით დაკავშირა უფალი და ადამიანები და სწორედ ამის გამო ხშირია მისი ქება უფლის ტაძარში. ღირსს პაისს იშვიათი უნარი ჰქონდა იმისა, რომ ნებისმიერი კატეგორიის, ნებისმიერი განათლებისა და სულიერი მდგომარეობის მქონე ადამიანი დაემშვიდებინა...
ერთი განსხვავებული დღესასწაული Αλέξανδρος Χριστοδούλου 16 January 2016 1977 წლის სექტემბერში ბერ* პაისისთან მივედი, ორშაბათი იყო, პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლების, ჯვართამაღლების წინადღე. დილით ადრიანად დავუკაკუნე კარზე, ბერმა კარი გააღო, ძალიან გახარებული და იდუმალი ჩანდა. „ა, კარგია, რომ მოხვედი, დიაკონო“, - მეუბნება, „ხვალ ხომ დღესასწაული მაქვს. მგალობლები მოვლენ, ზღვის ქაშაყი უკვე შევუკვეთე და მხოლოდ ე...
ღირსი პაისი მთაწმინდელის ორი სასწაული Αλέξανδρος Χριστοδούλου 18 September 2015 ღირსი პაისი მთაწმიდელის ხსოვნისადმი დაკავშირებით, ვაქვეყნებთ 2006 წლის 4 ივლისს, თორმეტ მოციქულთა სახელობის წმინდა ეკლესიაში, არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის მიერ წარმოთქმული სიტყვის ტექსტს. „მინდა ვთქვა, რომ ის წმიდანები, რომლებიც დღევანდელ დღეს იქცნენ წმიდანებად, განსაკუთრებულ დიდებასა და გულღია დამოკიდებულებაში არიან ღმერთთან და ჩვენც ძალიან, ძალ...
როდესაც დიდმოწამე ეფემია ბერ პაისისთან მივიდა Αλέξανδρος Χριστοδούλου 28 January 2013 ბერი პაისი*  თავისი სენაკის ეზოში იმყოფებოდა, როდესაც იგი მისმა ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა მოინახულა. ბერი გულითადად გამუდმებით იმეორებდა: „დიდება შენდა ღმერთოს“. უეცრად ბერმა თავის სულიერ შვილს მიუგო:  „კარგი გაგებით, რომ ვთქვათ, ვიღაც სრულიად უსარგებლო გახდა“. [caption id="attachment_23990" align="aligncenter" width="454"] წმინდა არსენი და ბე...
სასწაულებრივი გამოცხადება და დახმარება Αλέξανδρος Χριστοδούλου 28 January 2013 კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ პაფოსის მკვიდრის ბატონ ქსინარი ნიკოლაუს მონათხრობი: “პროფესიით სანტექნიკოსი ვარ. 1997 წლის ივლისის ერთ დღეს ჩემი საქმიანობა დავასრულე და სამუშაო იარაღების შეგროვება დავიწყე, რათა ისინი ავტომობილში ჩამეწყო. ბინდ-ბუნდი იყო და გარემოს კარგად ვერ ვხედავდი. მავთული იყო გაჭიმული, რომელზეც ტანსაცმელი ეკიდა, იგი სხვა მავთულზე ე...
შინაარსი
სანიშნეები