Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი იაკობ ცალიკისი, თავმდაბლობის მაგალითი | PEMPTOUSIA

ბერი იაკობ ცალიკისი, თავმდაბლობის მაგალითი

24 December 2016

წინა სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2016/12/15/სიყვარულის-პატიებისა-და/

ბერი იაკობი მონაზვნად 1952 წლის ნოემბერში აღიკვეცა. როგორც მონაზონი, იგი უსიტყვო მორჩილებას ეწეოდა და წინამძღვრის კურთხევის გარეშე არაფერს აკეთებდა. ხანდახან ოთხ-ხუთ საათსაც კი უხდებოდა სიარული, რათა თავის სულიერ მოძღვარს შეხვედროდა, რომელიც თავისი ღვაწლისა და მღვდლის მოვალეობის შესასრულებლად ლიმნის კომოპოლისში იმყოფებოდა. ბერი იაკობის უმთავრეს მახასიათებლად სწორედ ის ძალადობა იქცა, რომელსაც თავისი თავის მიმართ ახორციელებდა.  ადვილად არ იწყნარებდა საკუთარ თავს. წარმოუდგენელ განსაცდელებსა და ცდუნებებში გაატარა მთელი თავისი ცხოვრება. მონასტრის უკიდურესი სიღარიბე, მისი გაყინული კელია, რომელსაც დაზიანებული საკეტები ჰქონდა და რომლის კედლებში გაჩენილი ბზარებიდან ცივი ჰაერი და ხანდახან თოვლიც კი უბერავდა, სრულიად უბრალო ნივთების, მაგალითად ზამთრის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის არქონა, იყო მიზეზი იმისა, რომ ბერი მთელი სხეულით კანკალებდა და ხშირად ავადმყოფობდა. ეწეოდა სულიერ, თუმცა უხილავ, მაგრამ აშკარა ბრძოლას სატანასთან, რომელსაც სძლევდა თავისი მორჩილებით, ლოცვით, თვინიერებითა და თავმდაბლობით. მტრებს ამარცხებდა იმ იარაღით შეიარაღებული, რომლითაც ჩვენ წმიდა ეკლესია გვამკობს: მარხვით, ფხიზლად მყოფობითა და ლოცვით.

წმიდა იაკობის ასკეტური ცხოვრება შემაძრწუნებელი გახლდათ. მის მიერ გამოყენებული საკვები იმდენად მცირე იყო, რომ მისი ცხოვრების აღმწერელი მას ჩიტის საკვებსაც კი ადარებს. ოცდაოთხ საათში მხოლოდ ორი საათი ეძინა, ისიც ცარიელ იატაკზე. მთელი ღამის განმავლობაში ლოცულობდა. თავისი ბრძოლის შესახებ ამას ამბობდა ხოლმე: „მე არაფერს ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ ამას ღმერთი სჩადის, წმიდა დავითია ჩემი მეოხი“.

gerontas-iakovos-tsalikis-96

ბერი იაკობის თქმულებად ქცეული და სრულიად გასაოცარი თავმდაბლობა გახდა კიდეც მისი ძირითადი მახასიათებელი ნიშანი. როდესაც ეშმაკეული ადამიანები მის მონასტერში მიდიოდნენ, მათში ჩასახლებული დემონები წმიდა იაკობს ჯერ შეურაცხყოფდნენ, შემდეგ კი ამას ეუბნებოდნენ: „გვინდა, რომ გაგანადგუროთ, გვინდა, რომ უგულებელგყოთ, გვინდა, რომ გაგაქროთ, მაგრამ არ შეგვიძლია, რადგან ესოდენი თავმდაბლობა გაქვს“. გამუდმებით ხაზს უსვამდა თავის გაუნათლებლობას, თავის ნაკლს, თავის თავმდაბლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ საუბრისას თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ ამბობდა: „მაპატიეთ“. მუდმივად ითხოვდა პატიებას ადამიანებისაგან და აჩვენებდა თავის მოკრძალებულობას. ერთხელ, წმიდა იაკობი წმიდა გიორგი არმას სახელობის მონასტერში მიუწვევიათ. მაშინ მონასტრის იღუმენი ჯერ კიდევ ნეტარი მამა გიორგი კაფსანისი ყოფილა. ამაზე წმიდა იაკობს ასე უთქვამს: „მამებო, მე ხომ მკვდარი ძაღლი ვარ, როგორ მოვიდე თქვენთან და ჰაერი მოგიწამლოთ?“. ყოველთვის ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ არაფერს წარმოადგენდა.

მას შემდეგ, რაც მონასტრის წინამძღოლი გახდა, ხშირად აღნიშნავდა, რომ ყოველივე ის, რაც კი მონასტერში ხდებოდა, მისი დამსახურება როდი იყო. ბერი იაკობი ასე ამბობდა: „ამ მონასტრის იღუმენი წმიდა დავითია“. როდესაც სხვა მამებთან ერთად აღავლენდა ღმრთაებრივ მსახურებას, თვითონ წმიდა ტრაპეზის კუთხეში დგებოდა და წინ სხვებს აყენებდა. როცა ეუბნებოდნენ: „ღერონდა, შეუძლებელია, თქვენ ხართ მონასტრის წინამძღვარი“, მათ ასე პასუხობდა: „არა, შვილო ჩემო, აქ იღუმენი წმიდა დავითია“.

მიუხედავად იმისა, რომ ბერ იაკობს არ უყვარდა სასულიერო წოდებანი, თავისი მორჩილებიდან გამომდინარე დასთანხმდა და 1952 წლის 18 დეკემბერს, ქალკიდის ნეტარი ეპისკოპოსის გრიგორის ხელით დიაკვნად ეკურთხა, ხოლო შემდგომ ამისა კი  – მღვდლად. ხელდასხმის რიტუალის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში მიტროპოლიტმა ბერ იაკობს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „და შენც, შვილო ჩემო, წმიდანად იქცევი. გააგრძელე შენი გზა ღმრთის მეოხებით და ეკლესია წმიდანად შეგრაცხავს“. მისი სიტყვა ერთგვარი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა. 1975 წლის 25 ივნისს, ბერი იაკობი ქალკიდის მიტროპოლიტის – ქრისოსტომოსის თაოსნობით მონასტრის იღუმენად იქნა არჩეული. მონასტრის წინამძღვარი იყო იგი სიცოცხლის ბოლომდე.

როგორც იღუმენი, ბერი იაკობი მამებისა და მონასტერში მოსული მომლოცველების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს, გულისხმიერებასა და თავაზიანობას იჩენდა. საყოველთაოდ იყო ცნობილი მისი სტუმართმოყვარეობის შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის თავაზიანობა, რასაც ბერი იაკობი ადამიანების მიმართ ამჟღავნებდა. ყოველ ადამიანს,  როგორც ქრისტეს ხატს, ისე უცქერდა და მასზე ყოველთვის ჰქონდა ერთი კარგი სიტყვა სათქმელი. ბერი იაკობის გამამხნევებელი სიტყვები, რომლებიც მაშინვე იჭრებოდა მსმენელთა გულში, იქცეოდა სინანულისა და ეკლესიის წიაღში სულიერი ცხოვრების დასაწყისად. ღერონდას ჰქონდა გამჭრიახი და წინასწარმეტყველური ნიჭი, რასაც მალავდა. ჭვრეტდა ყოველი ადამიანის პრობლემასა თუ ცოდვას და მას გონივრულად აკონტროლებდა. სულიწმიდის მადლით გაბრწყინებული, ყველას სწორედ იმ სიტყვებით ამხნევებდა, რისი მოსმენაც იმ მომენტში მათთვის საჭირო და აუცილებელი იყო. ღირსი მამა პორფირი ნეტარი ბერი იაკობის შესახებ ამბობდა: „ყურადღება მიაქციეთ. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინასწარმჭვრეტი ჩვენი ეპოქისა, თუმცა ამ ნიჭს განზრახ მალავს, რათა არ იქნეს განდიდებული“.

ღისრი დავითის სახელობის წმიდა მონასტრის მიმართ მიწერილ თავის ეპისტოლეში მსოფლიო პატრიარქი – ბართოლომეოსი შემდეგს აღნიშნავდა: „… ის, რასაც სწერდა წმიდა ქრისოსტომოსი (იოანე ოქროპირი) ანტიოქიელ წმიდა მელეტიოსზე, მიესადაგება ასევე სული წმიდის მადლით გაბრწყინებულ ნეტარ ბერს: „არა თუ იყო მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებელი, არამედ იყო ასევე სათნოების ჭეშმარიტი მასწავლებელი“.

(გაგრძელდება)

შინაარსი
სანიშნეები