Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
რატომ უნდა გვიყვარდეს? | PEMPTOUSIA

რატომ უნდა გვიყვარდეს?

10 May 2017

ლიმასოლის მიტროპოლიტი მეუფე ათანასე ხსნის, თუ რა არის ის ჭეშმარიტი სიყვარული, რომელზეც საუბრობდა უფალი იესო ქრისტე, რატომ უნდა გვიყვარდეს ყველა გამონაკლისის გარეშე და რას ნიშნავს აღთქმა იმისა, რომ გვიყვარდეს ჩვენი მტრებიც კი, მაშინ როდესაც იგი აღნიშნავს, რომ წმიდანებმა სწორედ თავიანთი სიყვარულის შედეგად შეძლეს რომ უფალს მიმსგავსებოდნენ, უფალი ხომ „წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა“.  

ჩანაწერი გაკეთებულია საუბრის რეჟიმში, გთავაზობთ მის ბეჭდურ შინაარს.

წინა შეხვედრების დროს აღვნიშნეთ, რომ აუცილებლად ვისაუბრებდით ისეთ დიდ თემაზე, როგორიცაა სიყვარული. რა თქმა უნდა, სიყვარული ეს ისეთი ცნებაა, რომელიც ყოველთვის ჩვენ წინ მდებარეობს. მაგრამ უკანასკნელი წლების განმავლობაში თითქოს მოდაში შემოვიდა, რომ ადამიანებმა ხშირად ისაუბრონ მასზე, თუმცა ამავდროულად ასევე მოდაშია მისი უგულებელყოფა და დაკნინება ისე, როგორც არასოდეს სხვა დროს. წინა შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ შეუძლია თუ არა ქრისტიან ადამიანს იყოს ფანატიკოსი. სახარების კვლევით, ჩვენი ეკლესიის წმიდანების ცხოვრების შესწავლითა და ზოგადად მთელი ეკლესიის გამოცდილების საფუძველზე ჩვენ ვნახეთ, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტად ქრისტიანი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქრისტესა და ეკლესიაში, იყოს ფანატიკოსი. რადგანაც ფანატიზმი იკვებება და იზრდება იქ, სადაც არის ეგოიზმი, სიძულვილი, ანტიპათია, სხვა ადამიანის უარყოფა, ფილავტია (საკუთარი თავის სიყვარული).

agapi 02 upsl

თავად სახარება დამყარებულია ადამიანის თავისუფალ ნებაზე. მისი სიბრძნე არ გადაეცემა ადამიანს ძალის გამოყენებით. იესო ქრისტემ ჩვენ გარკვევით გვითხრა, რომ იმისათვის რომ მას გავყვეთ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამის სურვილი უნდა გვქონდეს. ვისაც სურს, ის გაჰყვება, ხოლო ვისაც არ სურს, შეუძლია არც არაფერი გაითავისოს იმ სწავლებიდან, რასაც ჩვენ გვიქადაგებს უფალი იესო ქრისტე.

ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ თუკი ადამიანს სურს იყოს უფალთან ახლოს, იგი უნდა დაემსგავსოს მას. უნდა იყოს თავმდაბალი და გულით კეთილი, უნდა იყოს სიყვარულით სავსე. შესაბამისად სიყვარული, რომელიც თავმდაბლობით წარმოიშობა, არ შეიძლება ამავდროულად გაიგივებული იქნას ფანატიზმთან, რომელიც ადამიანის ეგოიზმისა და საკუთარი თავის სიყვარულის შედეგად წარმოიშობა. სწორედ ამის გამო, არ შეიძლება დავთანხმდეთ, რომ ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია, ჩვენი მართლმადიდებლური რწმენა, ჩვენი წმიდანების მართლმადიდებლური გამოცდილება მოვათავსოთ სხვა რელიგიურ ფენომენთან და იმ სხვადასხვა რელიგიურ გამოცდილებასთან ერთად, რომელიც გააჩნიათ ადამიანებს.

გვეუბნებიან, რომ ჩვენმა ეკლესიამ შეიძლება  წარმოშვას რელიგიური ფანატიზმი, რაც არის შეუძლებელი, რადგან ჩვენი ეკლესია დგას თავმდაბლობაზე, სიყვარულზე, ადამიანის პიროვნული თავისუფლების პატივისცემაზე. მაგალითად, შესაძლებელია, რომ ერესებმა  წარმოშვან ფანატიზმი და ასევე დანაშაულიც კი. რადგანაც ერესი არ არის მხოლოდ მცდარი თეორეტიკული გააზრება რწმენის რომელიმე საკითხისა, არამედ ერესი არის ასევე მცდარი ცხოვრება, ის არის არასწორი გამოცდილება, ხოლო რადგანაც არსებობენ მცდარი გამოცდილებანი, მას შედეგად მოჰყვება მცდარი ქმედებანიც. მაგალითად კათოლიკეებთან აღინიშნება ძალადობის ფენომენი, რაც საუკუნეების წინ გამოიხატა ჯვაროსნური ლაშქრობებით, რასაც ისინი აწარმოებდნენ. მართლმადიდებლურ რელიგიაში, რომელიც უშუალოდ ემყარება წმიდა მოციქულთა და ეკლესიის წმიდა მამათა გამოცდილებას, არასოდეს არ დაფიქსირებულა ამგვარი ფენომენი, რადგანაც ჯერ ერთი, რომ თავად უფალი იცავდა მართლმადიდებელ ხალხს მსგავსი დანაშაულებისაგან, მეორეც თავად მართლმადიდებლურ სარწმუნოებას არ ძალუძს წარმოშვას ამგვარი მავნებლობები.

სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობდით წინა შეხვედრისას, რომლის მიზეზი გახლდათ ჩვენ გარშემო შექმნილი ატმოსფერო. ჩვენ ვასწავლით სახარებიდან, რომ ვალდებულნი ვართ ყოველთვის გვიყვარდეს ადამიანი. უნდა გვიყვარდეს ნებისმიერი ადამიანი და არა მხოლოდ ისინი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ. რადგან იესო ქრისტე გვასწავლის: თუკი გიყვართ მხოლოდ ისინი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, მაშინ რა დიდი საქმეა ეს? ცოდვილი ადამიანებიც ხომ ამასვე ჩადიან? ქურდებს, მკვლელებს და მატყუარებსაც უყვართ ისინი, ვისაც თავად ისინი უყვართ. მხოლოდ გიჟი თუ შეიძულებს მის მოსიყვარულე ადამიანს. მაშ, თუკი გამოიჩენთ სიყვარულს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სიკეთის მეტს არაფერს გიკეთებენ, ამას არანაირი ღირებულება არ გააჩნია. იესო ქრისტე გვეუბნება, რომ გვიყვარდეს ჩვენი მტრები. სწორედ ეს არის უდიდესი საქმე და მოძრაობა სულის, რომელიც მიტევებიდან იწყება. ვთქვათ, რომელიმე ადამიანი არის ჩემი მტერი, რაც ნიშნავს, რომ მას მე ვძულვარ, ნიშნავს, რომ მან ცუდი რამ გამიკეთა, რომ ტანჯვა მომაყენა, რომ ცილი დამწამა, რომ უსამართლოდ მომექცა, მოკლედ რომ ვთქვათ, ცუდი რამ გამიკეთა და ამიტომაც არის ჩემი მტერი. ამბობ, მოდი შევეცდები, რომ ყველაფერი ვაპატიო. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. იესო ქრისტეს ჩვენთვის არ უთქვამს, რომ მივუტევოთ ჩვენს მტრებს, არამედ გვითხრა, მივუტევოთ მათ და გვიყვარდეს ისინი. და ისე ძლიერ გვიყვარდეს, როგორც გვიყვარს ჩვენი საკუთარი თავი და უფრო მეტადაც კი. მაგალითად მე არ მიყვარს ჩემი თავი, თუმცა შენი თავის მიმართ სიყვარული არ არის საზომი. შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი, ნიშნავს, რომ გიყვარდეს მოყვასი ისე თითქოს იგი ხარ შენ. მაშასადამე, შენი მოყვასი არის შენი საკუთარი თავი. ის არის არა ვიღაც სხვა, ვიღაც შენ წინ მდგომი, ვიღაც სხვა ადამიანი, არამედ ის შენ ხარ. სწორედ ამიტომაც, ქრისტე გვასწავლის, რომ გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი და გვიყვარდეს ჩვენი მტრები. ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი თანამედროვე წმიდანი – წმიდა სილუან ათონელი ამბობდა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანის ნიმუში არის ის ადამიანი, ვისაც უყვარს თავისი მტრები. უნდა იწვოდეს შენი გული შენი მტრების სიყვარულით. დაფიქრდით აბა, წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვართ, და როდესაც ფიქრობთ ამ ადამიანზე თქვენი გული იწვის, დნება მისდამი სიყვარულით. აი, სწორედ ასე უნდა გვიყვარდეს მტრებიც.  თანდათანობით კი მიაღწევ იმ ეტაპს, როცა აღარ გეყოლება მტრები. შეიძლება რეალურად გყავდეს უამრავი მტერი, მაგრამ როცა შენ ისინი გიყვარს, ვეღარ დაინახავ მათში მტრებს.

სწორედ ამიტომაც, აი, რა გააკეთა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ – როდესაც ადამიანებმა ჯვარს აცვეს იგი, იესო კვლავ მათთვის ლოცულობდა. ასევე წმიდა სტეფანესაც, რომელიც იყო ქრისტიანთა პირველი მოწამე, არ უთქვამს რომ მისი მწვალებლები იყვნენ მისი მტრები. მას ისინი უყვარდა და ამიტომაც არ სურდა, რომ ღმერთს დაესაჯა იმ ცოდვისათვის, რომელიც ჩაიდინეს. რადგანაც, ჩემო შვილნო, ყველა წმიდანის გული, იესო ქრისტეს გულის მსგავსია. ეს ადამიანები იესო ქრისტეს მსგავსი იყვნენ. სწორედ ეს არის სიწმინდისა და სათნოების საზომი.

მომავალში, როცა უფლის დახმარებით ისევ შევხვდებით, განვიხილავთ მოციქული პავლეს პირველ ეპისტოლეს კორინთელთა მიმართ, რომლის მე-13 თავის პირველი რვა სტრიქონი მიჩნეულია სიყვარულის ჰიმნად და ვნახავთ თუ რა არის სიყვარულის თვისებები. ხოლო დღეს კი განვიხილავთ, თუ რატომ საუბრობს იესო ქრისტე გამუდმებით სიყვარულზე, რატომ საუბრობს სახარება სიყვარულზე, თუ რატომაა ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი სიყვარული და როდის უნდა გვიყვარდეს.

ჩემო შვილნო, ეს მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ ადამიანი უფლის ქმნილებაა და იგი შექმნილია ღმრთის ხატად და მსგავსად. იგი ისწრაფვის, რომ გახდეს მსგავსი თავისი მამა შემოქმედისა. წმიდა წერილი, კერძოდ კი წმიდა იოანე მოციქული გვეუბნება, რომ ღმერთი სიყვარული არს.  რა არის სიყვარული? ღმერთი სიყვარული არს, თუმცა სიყვარული არ არის ღმერთი. ეს უნდა გვახსოვდეს. რადგანაც ამქვეყნიური წარმოდგენა სიყვარულის შესახებ სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს იმასთან შედარებით, რასაც ამბობს წმიდა წერილი. ის ამბობს, რომ სიყვარული არის ღმერთი. მაშინ როდესაც სახარება ამბობს, რომ ღმერთია სიყვარული. და ის, ვისაც სურს მიემსგავსოს ღმერთს და მიუახლოვდეს მას, უნდა ჰქონდეს სიყვარული. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გამოიყენება ასეთი ფორმა: ღმერთს აქვს სიყვარული. როგორც ვამბობთ ხოლმე,  მაგალითად, – ამ ადამიანს აქვს დიდი სიყვარული. ადამიანზე შეგვიძლია ამგვარად ვთქვათ, თუმცა არ შეგვიძლია ღმერთზე, რადგან ღმერთს კი არა აქვს სიყვარული, ის თავად არის სიყვარული. მაშასადამე, ამქვეყნიური აღქმა სიყვარულს აღმერთებს, მაშინ როცა სახარება ამბობს, რომ ღმერთი სიყვარული არს. ამგვარად ადამიანმა, რომელიც შექმნილია ღმრთის ხატად, იმისათვის რომ კვლავ იპოვოს თავისი თავი და თავისი მსგავსება უფალთან, რადგანაც დაცემის შედეგად დაირღვა მასში ღმრთის ხატება, კვლავ უნდა ამოქმედდეს, როგორც სიყვარული. მხოლოდ მაშინ გაჩნდება ადამიანში სულიერი სიჯანსაღე. ყოველი მოქმედება, რომელიც არ უკავშირდება სიყვარულს, ადამიანისათვის არ არის ბუნებრივი. ის არის ავადმყოფობა, არაბუნებრიობა, მავნე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საქმე უკავშირდება ბოროტებასა და მტრობას. ასეთ შემთხვევებში გვაქვს ადამიანური სახის სრული განადგურება, რადგან ადამიანი  კარგავს სიცოცხლის აზრს.

მაშ, ჩემო შვილნო, რადგანაც ღმერთი სიყვარულია და შეგვიძლია ასევე ვთქვათ, რომ ადამიანიც სიყვარულია (ღმერთი თავისი არსითაა სიყვარული, ხოლო ადამიანი – მადლით, რადგან უფლის მადლით მას შეუძლია მიემსგავსოს ღმერთს), ადამიანს შეუძლია კვლავ იპოვოს თავისი თავი, ისეთი, როგორიც ის შექმნა ღმერთმა. თუმცა ეს მიიღწევა დიდი ცხოვრებისეული ბრძოლით, რაც სრულიად არ არის ადვილი. არ არის ადვილი, რადგან ჩვენი დაცემული ბუნების ამ მთელმა მემკვიდრეობამ სრულიად გაანადგურა და სრულიად გადაასხვაფერა ჩვენი ბუნება, იმასთან შედარებით, როგორადაც ჩვენ შეგვქმნა ღმერთმა.

უფალმა შეგვქმნა თავისი ხატის მსგავსად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვმოქმედებდით, როგორც სიყვარული. უფლის სიყვარული ღმრთის მადლი იყო ადამიანზე. როცა ადამიანმა გაწყვიტა კავშირი ღმერთთან, რაც გამოიწვია დაცემამ, იგი აცდა ჭეშმარიტ გზას, შესაბამისად გზას აცდა მისი სიყვარულიც და იქცა იგი გაფუჭებულად, გახრწნილად. მაგალითისთვის, ვთქვათ, ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი. ერთი ეუბნება მეორეს: მე შენ მიყვარხარ, მაგრამ მინდა რომ შენც გიყვარდე. ეს რას ნიშნავს? ეს არის ეგოიზმი. რას ნიშნავს, მინდა რომ გიყვარდე? თუკი მე შენ მიყვარხარ, მე არ ვითხოვ შენგან იმავე გრძნობას. თუკი გიყვარვარ, ეს ძალიან კარგია, მიხარია, თუმცა შენ გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ, ეს არ უნდა ამცრობდეს ჩემს სიყვარულს, მე კვლავ მიყვარხარ და მეყვარები და არც არაფერს ვითხოვ შენგან – არც სიყვარულს, არც ყურადღებას.  სიყვარული „არა ეძიებნ თავისასა“ (კორინთელთა მიმართ I ეპ. 13, 5), წერს პავლე მოციქული. ხოლო როდესაც შენ ითხოვ შენთვის საყვარელი ადამიანისაგან უამრავ  რამეს, აქ რაღაც არ მიდის კარგად. ეს არ არის ქრისტესმიერი სიყვარული. ეს ეგოისტური სიყვარულია. დაცემამდე ადამიანს არ უყვარდა ხორციელი სიყვარულით, დაცემის შემდეგ კი ადამიანების სიყვარული უმეტესად ხორციელ და ვნებიან სიყვარულად იქცა. რაც შეურაცხყოფს ჩვენს კავშირს, როგორც ღმერთთან, ასევე – ერთიმეორესთან. ნელ-ნელა, დიდი ბრძოლით შეგვიძლია დავამარცხოთ სიამოვნებისადმი ჩვენი ლტოლვა, ჩვენი ეგოიზმი და შედეგად შეგვიძლია ვიხილოთ სულ სხვა ადამიანი ჩვენში, ღმრთის ხატის მსგავსი ადამიანი.

[გაგრძელდება]

შინაარსი
სანიშნეები