Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მონასტრის ხელნაწერთა მიმოხილვა | PEMPTOUSIA

მონასტრის ხელნაწერთა მიმოხილვა

4 December 2012

ვატოპედის ბერძნულ ხელნაწერთა კრებული დღესდღეობით ითვლის 2050 ნიმუშს, წმინდა დიმიტრის სკიტეს ხელნაწერების ჩათვლით. მისი შეგროვება მონასტრის დაარსების  პირველივე წლებიდან დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდა კოდიკოების მიმატებით. ისინი ან თავად ვატოპედელებმა დაწერეს (მონასტრის უშუალო შეკვეთით), ან ვატოპედელების პირადი კრებულების, შესყიდვებისა და შემოწირულობების სახით წარმოიქმნა. დროთა განმავლობაში კრებული მცირდებოდა (დანაკლისს განიცდიდა), რაც ქურდობებითა და ნიმუშების გადაადგილებებით (იშვიათად კატასტროფებითაც) იყო გამოწვეული, რის შედეგადაც ხელნაწერთა ერთი ნაწილი დღეს უცხო ბიბლიოთეკებშია განთავსებული. ნაშრომთა უდიდესი ნაწილი საღმრთისმსახურებო და თეოლოგიური შინაარსისაა (რაც ჩვეული მოვლენაა მონასტრის ბიბლიოთეკებისათვის), თუმცა არც ის ხელნაწერებია მცირე, რომელნიც ძველი ბერძნული ლიტერატურის ტექსტებს შეეხება.

მათიმატარიონ ” – გაკვეთილების კრებული, სპირიდონ ვატოპედელის ნაშრომი 1879 წლის პირველი ათწლეული
შინაარსი
სანიშნეები