Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მონასტრის ქარგვის ხელოვნების მიმოხილვა | PEMPTOUSIA

მონასტრის ქარგვის ხელოვნების მიმოხილვა

4 December 2012

ოქრომკედით ქარგვის ხელობა აღმოსავლეთ საქრისტიანოს ქვეყნებში ბიზანტიის ძლიერი გავლენის შედეგად გაიფურჩქნა. იგი ხატებისა და ფრესკების მხატვრული განვითარების პარალელურად ვითარდებოდა, თუმცა ამ ხელობისათვის დამახასიათებელი თავისებურებებისა და წესების დაცვას მოითხოვდა. ამრიგად, ამ ქმნილებებში შედარებით მძაფრად იჩენს თავს ძვირფასი მოკაზმულობისა და სინათლის შეგრძნება. ვატოპედის მონასტრის საცავში ინახება უამრავი ოქრომკედით ნაქარგი ნიმუში, რომელებიც მნიშვნელოვნად ამდიდრებენ ჩვენს ცოდნას ამ უძვირფასესი შემოწირულობების ხელობისა და მე-14-დან მე-18 საუკუნემდე ოქრომკედით ქარგვის სახელოსნოების განვითარების შესახებ. სავარაუდოდ ამ ნიმუშებს უძღვნიდნენ, როგორც  საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენლები ან საეკლესიო პირები, ისე უბრალო მომლოცველებიც.  შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი კატეგორია:

საღმრთისმსახურებო შესამოსლები, რომელნიც განასახიერებენ ეპიტაფიებს – გარდამოხსნებს, საღმრთისმსახურო ან ისტორიული სახის, და ჰაერს.

სამღვდელო შესამოსლები, როგორიცაა ფილონები, ომოფორები, ოლარები, ენქერები, საბუხრები,  სარტყელები და შესაკრავები.

ოქრომკედით ნაქარგი მოსაკაზმი ჩამოსაფარებლები:  წინსაფარი,  კრეტსაბმელი და ბაირაღი.

ფრაგმენტი –  იმპერატორ იოანე კანტაკუზელის გარდამოხსნა, დაახლოებით 1354 წელი. 
შინაარსი
სანიშნეები