Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მონასტრის პოსტბიზანტიური მინიატურული ხელოვნების მიმოხილვა | PEMPTOUSIA

მონასტრის პოსტბიზანტიური მინიატურული ხელოვნების მიმოხილვა

4 December 2012

ვატოპედის მონასტრის საცავში ინახება  მინიატურული ხელოვნების მრავალი ნიმუში, რომელიც თარიღდება დაახლოებით მე-17 საუკუნის შუა ხანებიდან მე-19 საუკუნემდე. ამის საპირისპიროდ, მწირი რაოდენობით გვხვდება პოსტბიზანტიური ხანის პირველი საუკუნეების (მე-15-16 საუკუნეები) ქმნილებანი, რომლის მიზეზი სრულიად უცნობია, რადგან ამას ვერ მივაწერთ მხოლოდ იმ უწესრიგობას, რაც გამოწვეული იყო თურქ-ოსმალთა ოკუპაციით. დაახლოებით იმავე პერიოდიდან, კონკრეტულად კი მე-14 საუკუნიდან მე-16 საუკუნემდე, გადარჩენილია დასავლური და აღმოსავლური ხელოვნების ნიმუშების მცირე ნაწილი, რომლებიც ცნობილი იუველირებისა და სახელგანთქმული სახელოსნოების ქმნილებებია.  მე-17 საუკუნის პოსტბიზანტიური მინიატურული ხელოვნების მნიშვნელოვან სახეობათაგან გამოიყოფა ხეზე ნაკვეთი დიდი ოსტატობით მოჩუქურთმებული ჯვრები  წყლისა კურთხევისა და ლოცვითი რიტუალისათვის, რომელნიც ტრადიციულად მიჩნეულია მთაწმინდელი ბერების მიერ შესრულებულად, ასევე, ეგრეთ წოდებული კონსტანტინოპოლის საიუველირო ნაკეთობანი.  მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან ვერცხლის მჭედლობაში განავითარება პოვა ტექნიკამ, სადაც იწყება სხვადასხვა ტექნოლოგიით მინანქრის გამოყენება. მე-18 საუკუნისა და მე-19 საუკუნის დასაწყისის თურქ-ოსმალური მმართველობის გვიანდელ პერიოდის დროს მონასტერში არსებულ რელიკვიებს მრავალფეროვანი წარმომავლობა აქვს, რაც მიუთითებს მონასტრის გასხივების არეალის გაფართოებაზე და ძირითადად მეტყველებს საბერძნეთის (ელადის), მცირე აზიისა და ბალკანეთის საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მოიპოვება წყარო, რომლის მიხედვით, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გარკვეული ბერები დაკავებულნი იყვნენ ვერცხლის მჭედლობით, ასეე ამ პერიოდისათვის  საუკეთესო ქმნილებანი ძღვნად შეუწირავთ უმაღლესი წრის იუველირებს, რომლებიც პერიოდულად მთაწმინდაზე მუშაობდნენ. საერთოდ პოსტბიზანტიური მინიატურული ხელოვნების რელიკვიები გარკვეული შინაარსის წანაწერების სიმდიდრით გამოირჩევა. ისინი გვიმხელენ ოსტატების, ძღვნის შემწირველებისა და ადგილობრივი სახელოსნოების სახელებს, და ეპოქის  რყევის მემატიანეებად რჩებიან .

ნაკურთხი წყლის ფიალა, 1860 წელი
შინაარსი
სანიშნეები