Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მონასტრის ხეზე კვეთის ნამუშევრების მომონხილვა | PEMPTOUSIA

მონასტრის ხეზე კვეთის ნამუშევრების მომონხილვა

4 December 2012

მნიშვნელოვანია ვატოპედის მონასტერში შემორჩენილი ხეზე კვეთის ნიმუშები. მცირე კვეთის ანუ მცირე ზომის საგნების გარდა, ძირითადად ჯვრები და ტრიპტიხები, არსებობს ხის დიდი ნამუშევრები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის პოსტბიზანტიური პერიოდის ხელოვნების გარკვეულ მიმართულებაზე. შესანიშნავი და საყურადღებოა სადგულებიანი კარი, რომელიც შიდა სტოას გამოყოფს  ტაძრის მთავარი  ნაწილისაგან (1567წ.), ჩრდილოეთის სამეუფეო ტახტი, გარე სტოას ფერადი დარაბები (1793წ.), სამხრეთის სამეუფეო ტახტი (1850წ.) და ორი ანალოგია. ხეზე კვეთის განვითარებამ და გამოყენებამ შიგა საეკლესიო სივრცის გასამშვენებლად, დასაბამი მისცა ხის კანკელების გამოყენებას და მარმალილოს კანკელების უკანა პლანზე გადაწევას. ეს ჩანაცვლება სიღრმისეულად დაიწყო XIV ს-ში და უფრო გაფართოვდა ოსმალთა მართველობის ჟამს. შესაბამისად, შემთხვევითი არაა, რომ კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) და სავანის ეკვდერების კანკელები წარმოადგენენ ხის მრავალფეროვან ნიმუშებს და მათი შექმნის თარიღი მოიცავს XVII ს-იდან  XIX ს-ის დასაწყისის პერიოდს.

წმინდა ანდრიას ეკვდერის კანკელი (XVIII ს-ის ბოლო ათწლეული) – ფრაგმენტი
შინაარსი
სანიშნეები