Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მონასტერში არსებული მცირე ზომის ხატების მომონხილვა | PEMPTOUSIA

მონასტერში არსებული მცირე ზომის ხატების მომონხილვა

4 December 2012

დღეისათვის ვატოპედის მონასტერში სამი ათასზე მეტი ბიზანტიური და პოსტბიზანტიური ეპოქის ხატი ინახება. ეს ხატების ერთ-ერთი უდიდესი  კოლექციაა მსოფლიოში, რომლის სისტემური კვლევა  პირდაპირ თუ არაპირდაპირ გვთავაზობს მდიდარ ისტორიულ, კულტურულ ინფორმაციას, რაც აფართოებს ჩვენს ცოდნას არა მხოლოდ ბიზანტიური ხატწრის ხელოვნების განვითარებასთან დაკავშირებით, არამედ ასევე წარმოდგენას გვიქმნის მონასტრის ისტორიასა და, ზოგადად, მთაწმინდის ბერ-მონაზვნებზე. მრავალ მათგანს შემოუნახავს წანაწერები (ეპიგრაფები) და ქრონოლოგიები, რომლებიც მათ მხატვრულ ღირებულებასთან შეხამებით ნათელს ჰფენს მონასტრის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხს ბიზანტიის იმპერიის დიდ ცენტრებთან – კონსტანტინოპოლსა და თესალონიკთან.

ნაკრების დიდი ნაწილი ასახავს მონასტრის ურთიერთობებს მართლმადიდებლური აღმოსავლეთის ვრცელ სამყაროსთან და იმ მნიშვნელოვან სულიერ როლს, რომელიც მან შეასრულა. უძველესი ხატები, თუკი გამოვრიცხავთ საღმრთისმსახურებოს, მიეკუთვნება კომნენოსთა პერიოდს, კონკრეტულად კი – მე-12 საუკუნის მეორე ნახევარს. ვატოპედში ამ წმინდა რელიკვიების ორი დიდი ჯგუფი  ჩნდება სულიერი და ეკონომიური აყვავების ანალოგიურ პერიოდებში. პირველი განწესდა პალეოლოგოსთა ეპოქაში (1261-1453), ხოლო მეორე – პოსტბიზანტიური პერიოდის ბოლო საუკუნეებში (მე-18 და მე-19 სს.). ქრონოლოგიური და ეპიგრაფიული მონაცემების არარსებობის შემთხვევაში ხატების ქრონოლოგია და სავარაუდო წარმომავლობა განისაზღვრება  ხატწერისა და მისი შესრულების მანერის კვლევაზე დაყრდნობით. დაინტერესებული დაამოწმებს  თემების უსაზღვრო მრავალფეროვნებას, რომელიც აღწერისათვის იქნება არჩეული. საქმე ეხება ოლიგოპროსოპულ (მცირესახიანი) და პოლიპროსოპულ (მრავალსახიანი) სცენებს და წმინდანების სახის გამოსახულებებს, რომელნიც  სადღესასწაულო და წმინდანთა საეკლესიო მსახურებებს შეესაბამება. ამავე დროს ამ ხატებს გამოიყენებოდნენ საჭიროებისამებრ მოსალოცად  და საღმრთისმსახუროდ, ასევე მონაზონთა მიერ განმარტოებითი ლოცვისთვის.

შინაარსი
სანიშნეები