Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ზეითუნის ზეთის გამოსახდელი საწარმო | PEMPTOUSIA

ზეითუნის ზეთის გამოსახდელი საწარმო

4 December 2012

XIX საუკუნის მესამე მეოთხედში შექმნილი ზეითუნის ზეთის გამოსახდელი საწარმო წმინდა მთის ერთი ყველაზე დიდი და ტექნოლოგიურად საკმაოდ დახვეწილი საწარმოა. მდებარეობს სანაპირო ზოლის დასავლეთ მხარეს, ბოსტნეულის დანგრეულ საწყობთან ახლოს. XVIII საუკუნემდე ის სამონასტრო კომპლექსის შიდა მხარეს მდებარეობდა. 1319-1320 წლებით დათარიღებული ერთი კედლის წარწერა, რომელიც შემორჩენილია დღევანდლამდე და მდებარეობს კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) გარე სტოას დასავლეთ მხარეს გვამცნობს, რომ ამ პეროოდში მოხდა სავანის სატრაპეზოსა და ზეითუნის ზეთის გამოსახდელი საწარმოს განახლება, ეს უკანასკნელი შესაძლებელია გარკვეული წესით უკავშირდებოდა სატრაპეზოს. ზეთის გამოსახდელი ეს კომპლექსი დღეისათვის შედგება სამი ნაწილისაგან:

ა)  ძირითადი საწარმო, რომლის აღჭურვილობა მოიცავდა წისქვილს წყვილ დოლაბს, ტუმბოს, ჰიდრავლიკურ წნეხს, ღერძებსა და მის ასამოძრავებელ ღვედებს, ავზს – ზეთის წყლისაგან გამოსაცალკევებლად.  ჩრდილო-დასავლეთით განთავსებულია ორსართულიანი საცხოვრებელი.

ბ) წყლის მოძრაობის სისტემა, შედგებოდა ვერტიკალურად მდებარე წისქვილის ბორბლის ფრთისაგან და წყლის არხისაგან. 1930 წლამდე საწარმოს მოძრავი მექანიზმი იყო ჰიდრავლიკური, შემდეგი წლებიდან კი დაინერგა ბენზინის აგრეგატი.

გ) აღმოსავლეთ მხარეს მდებარე საშრობი ადგილი, სადაც ათავსებდნენ ზეთისხილის ახალდაკრეფილ ნაყოფს. ფოტოსურათიდან ჩანს, რომ XX  საუკუნის დასაწყისიდან საწარმო  გადახურული იყო.

წნეხის ტუმბო და წისქვილის ქვები -  სავანის ძველი ზეითუნის ზეთის  საწარმო

შინაარსი
სანიშნეები