Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
იმპერატორ იოანე კანტაკუზელის გარდამოხსნა – ეპიტაფია, დათარიღებული1354 წლით | PEMPTOUSIA

იმპერატორ იოანე კანტაკუზელის გარდამოხსნა – ეპიტაფია, დათარიღებული1354 წლით

4 December 2012

გარდამოხსნა – ეპიტაფია საღმრთისმსახურებო ტიპისაა. ამოქარგულია წვრილი სირმით აბრეშუმის ცისფერ ქსოვილზე, ადგილ-ადგილ კი – თავთუხისფერ, ფორთოხლისფერ, შავ და წითელ აბრეშუმზე. გამოყენებულია ე.წ გადამჯდარი გვირისტი, ვერტიკალური და მჭიდრო ძირით. მასზე გამოსახულია გარდაცვლილი ქრისტე, რომელიც შემოსილია მხოლოდ და მხოლოდ  სუდარით. სუდარის ზედა ნაწილს ეხება მაცხოვრის ჯვარცმული ხელები. გარდამოხსნის კუთხეებში ოთხი მომსახურე ანგელოზია სახით გამოსახული, რომელთაც ხელში რიპიდები უპყრიათ. მათი სახეები იდეალურ ფორმათა კეთილშობილებას გამოხატავს, ხოლო ანგელოზთა მდებარეობა (დგომის მანერა) სცენის საღმრთისმსახურებო ხასიათზე მიანიშნებს. ორნამენტის გულმოდგინედ შესრულება  ძირითადად თავს იჩენს  ფორმათაგან ცარიელ ადგილებზე, სადაც იერი გარეგნულ შთაბეჭდილებას იძლევა,  როგორც  მრავალი  მე-13 და მე-14 საუკუნეების მოქარგული ქმნილება, აქაც შესამოსელის ფონი დამშვენებულია სხვადასხვა ზომის ჯვრებით, რომელნიც მრავალფეროვან გეომეტრიულ ფიგურებში არიან განლაგებულნი ან კიდევ ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან თანაბარფოთლიანი ეკლებით. უფალის ტერფთა ქვეშ არის გარდამოხსნის – ეპიტაფიის ძღვნად მირთმევის მიმანიშნებელი წარწერა, რომლითაც  ცნობილი ხდება, რომ გარდამოხსნა იმპერატორმა იოანე VI კანტაკუზელმა ვატოპედის მონასტერს უსახსოვრა.

იმპერატორ იოანე კანტაკუზელის გარდამოხსნა – ეპიტაფია, დაახლოებით 1354 წელი 
ფრაგმენტი – იმპერატორ იოანე კანტაკუზელის გარდამოხსნა – ეპიტაფია, დაახლოებით 1354 წელი 
შინაარსი
სანიშნეები