Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ადგილი მთაწმინდის იერარქიაში | PEMPTOUSIA

ადგილი მთაწმინდის იერარქიაში

4 December 2012

პირველი საუკუნეებიდან დღემდე მთაწმინდაზე არსებული მონასტრების იერარქიას აკისრია მნიშვნელოვანი როლი ათონური საზოგადოების ჩამოყალიბებაში. უძველესი მატიანეების დამოწმებით  ვატოპედის მონასტერი იერარქიულ საფეხურზე უკანასკნელი იყო, მაგრამ მისი გაფართოების შედეგად, დაახლოებით 1040 წელს, იღუმენი ათანასე პროტატის (მთაწმინდის საეკლესიო მმართველობის ორგანო) ხელნაწერებს ხელს აწერს დიდი ლავრისა და ივერთა მონასტრის წარმომადგენლების შემდეგ. ეს მნიშვნელოვანი აღმავლობა აღიარებულია იმპერატორ კონსტანტინე VIII  მონომახის (1045) ათონურ ტიპიკონში, რომლის პარაგრაფებში გამოყოფილია ვატოპედელი იღუმენის განსაკუთრებული ადგილი, სხვა დანარჩენ მთაწმინდელ იღუმენებს შორის და მოხსენიებულია მათ სათავეში მყოფად, გამონაკლისი იყო მხოლოდ დიდ ლავრასთან დაკავშირებით, რომელიც იხსენიება პირველ ადგილას. XI ს-ის ბოლოდან ვატოპედი ეცილება  დიდ ლავრას პირველობას, საბოლოოდ კი უბრუნდება მესამე ადგილს ივერთა მონასტრის შემდეგ, რომელსაც ინარჩუნებს მთელი XII ს-ის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში 1287 წლიდან მონასტრის ემბლემაზე სამეფო ტიტულის დამატების შემდეგ, იღუმენის ხელმოწერასა და მონასტრის ხასიათში იკვეთება უპირატესობა.

Meriki apopsi Norias Kordas, Moni Vatopaidiou

ის, როგორც პირველი ლავრა მთაწმინდაზე, უმაღლეს ადგილს იჭერს მთაწმინდის იერარქიაში, რაც, შესაძლოა, განაპირობა იქ მოღვაწე მამების სიმრავლემ და დიდებამ, მაგრამ ეს დამახასიათებელი გარემოება აღარ მეორდება ბიზანტიურ პერიოდში. 1301 წელს ანდრონიკე II პალეოლოგი (1282-1328) ვატოპედის წმინდა სავანეს მთაწმინდის ერთ-ერთ პირველ  დაფუძნებად მიიჩნევს, 1362 წლიდან კი სავანე  იერარქიაში უბრუნდება მეორე ადგილს, რომელსაც ინარჩუნებს შემდგომი საუკუნეების განმავლობაში დღემდე.

შინაარსი
სანიშნეები