Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ვატოპედის მონასტერი, 1767 წლის სპილენძის გრავიურა | PEMPTOUSIA

ვატოპედის მონასტერი, 1767 წლის სპილენძის გრავიურა

4 December 2012

შთამბეჭდავია შესრულებული გრავიურა ვატოპედის მონასტრის თემაზე. სპილენძის გრავიურის შუა ნაწილში გამოსახულია მონასტრის შენობების კომპლექსი, ბაღი და მის გარშემო არსებული გარემო. გამოსახულების ქვედა ნაწილი ეთმობა ზღვას, რომელიც იალქნიანი გემებითა და პატარა ხომალდებითაა სავსე, ხოლო მარჯვნივ განირჩევა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ”საკურთხევლისას” ლიტანიობა.  ზედა ნაწილის თითოეულ მხარეს სცენას პატარა წარმოდგენების ორი წყვილი ავსებს, რომელნიც მონასტრის ისტორიას უკავშირდებიან. გრავიურის ქვედა ნაწილში მოთავსებული ერთი ვრცელი მინაწერი მიგვანიშნებს მისი შემწირველის მღვდელმონაზონ გაბრიელ ვატოპედელის სახელს და გვაუწყებს, რომ ქმნილება შესრულებულია ვენაში 1767 წელს. რეალურად საქმე ეხება უძველეს ნიმუშს, რომელიც დღესდღეობით ინახება ვატოპედში და შექმნილია თავად მონასტრის თემაზე. მინაწერში აღნიშნულია „მეორე სპილენძის გრავიურა“ და გვაუწყებს, რომ კონკრეტული გრავიურა არის უფრო ძველი ნამუშევრის განმეორება (ასლი). სავარაუდოდ, ეს უკანასკნელი უნდა იყოს 1744 წლით დათარიღებული ანალოგიური  ქმნილება, რომელიც  გამოშვებულია ვენაში  და ინახება წმინდა პარასკევა სიატისტას ტაძარში.


ვატოპედის  მონასტერი – 1767 წლის სპილენძის გრავიურა (ვენა)

შინაარსი
სანიშნეები