Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
სამართლებრივი წყობილება | PEMPTOUSIA

სამართლებრივი წყობილება

4 December 2012

სამონასტრო ცხოვრების წესი, რომელიც მისი დაფუძვნებიდან დამკვიდრდა სავანეში, იყო  კინოვიური  (საერთო საცხოვრისის ცხოვრების ტიპი). ერთი გადმოცემის თანახმად, თვით წმინდა ათანასე ათონელმა დაადგინა ცხოვრების ეს წესი, რაც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში შენარჩუნდა კიდეც. ხოლო  XIV საუკუნის შუა წლებიდან შეიმჩნევა გარკვეული დათმობები და პრივილეგიები იმ არისტოკრატების მიმართ, რომლებიც ფინანსურ დახმარებას უწევდნენ სავანეს და შესაძლებელია ისინი მივიჩნიოთ იდიორითმული   (განმარტოებითი ცხოვრების  ტიპი) დამკვიდრების დამწყებებად.

იდიორითმული (განმარტოებითი ცხოვრების  ტიპი ) წესი, როგორც სამონასტრო მართველობის საშინაო წყობილება, პერიოდულად მოხსენიებულია XIV საუკუნის ბოლოდან და დამკვიდრდა თურქ-ოსმალური ოკუპაციის პერიოდში. 1449 წელს ვატოპედელმა მამებმა გადაწყვიტეს განმარტოებითი ცხოვრების  წესი შეეცვალათ კინოვიურიურით – (საერთო საცხოვრისის ცხოვრების ტიპი). როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებას არ მოჰყოლია რაიმე არსებითი შედეგი. არც 1547 წელს განხორცილებული ახალი მცდელობა ყოფილა ნაყოფიერი, მხოლოდ ფორმალურად მოხდა იღუმენის როლის დაფიქსირება (პატრიარქ იერემია II-ის მიერ სამონასტრო რეფორმისათვის გატარებული საერთო პოლიტიკა).

ვატოპედის წმინდა და დიდი სავანე უკიდურეს შემთხვევაში 1821 წლამდე მისდევს იდიორითმულ  (განმარტოებითი ცხოვრების ტიპი)  წესს. XVI  საუკუნეში, აღნიშნული სისტემის ჩარჩოებში მოქცეული, მონასტრის არსებით მმართველობას ახორციელებს უფლებამოსილი მმართველი, მაგრამ საუკუნის ბოლოს უფრო მნიშვნელოვანი ხდება მონასტრის მეჭურჭლეთუხუცესის ადგილი.  იღუმენი კი არის ჯეროვნად  დაფასებული, მაგრამ მას არა აქვს წინააღმდეგობის გაწევის მექანიზმი. 1740 წელს, განსაკუთრებით ვატოპედში, მეჭურჭლეთუხუცესი იწყებს სავანის თანამართველობის განაწილებას ორ თანაწინამძღვარს შორის, რომლებიც მასთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას სამწევრიან, არჩევით მართველობით კომისიაში. 1821 წელს მონასტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელი იყო გადასვლა კინოვიურ (საერთო საცხოვრისის ცხოვრების ტიპი)  ცხოვრების წესზე, მაგრამ რევოლუციის მიზეზით ეს ვერ განხორციელდა. XX საუკუნის განმავლობაში სწორედ იდიორითმული  (განმარტოებითი ცხოვრების ტიპი) წესი  შეიძლება განვიხილოთ ვატოპედის სავანის წინსვლის ნაწილობრივ შეფერხების მიზეზად. ეს წესი 1990 წელს საბოლოოდ შეჩერდა და სავანე შეუერთდა კინოვიურ  (საერთო საცხოვრისის ცხოვრების ტიპი) წესს.

შინაარსი
სანიშნეები