Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/pomo/plural-forms.php on line 210

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
გარე სტოა | PEMPTOUSIA

გარე სტოა

4 December 2012

კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) ნაგებობათა კომპლექსის  დასავლეთ მხარეს უჩვეულოდ გრძელი გარე სტოაა. მისი მშენებლობის თარიღი საბოლოო პუნქტამდე უკავშირდება 1678 წელს, როდესაც აშენდა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ”მანუგეშებელის” სახელობის ეკვდერი, შემდგომ აღიმართა სტოა, საბოლოოდ კი ყოველივეს დასრულების შემდეგ 1704 წელს მოიხატა მისი შესასვლელის კედლები. საუბარია ორსართულიან ნაგებობაზე, რომლის დასავლეთი კედელი ერთიმეორეზე მიყოლებულ თაღთა წყებას მოიცავს. სტოას პირველი სართულის შვიდი თაღოვანი ჭრილიდან სამი ამოშენებულია მარმარილოს პარაპეტით და ქვის შვერილებით. მეორე სართულის ყველაზე დაბალი კოლონადა მოიცავს თხუთმეტ თაღოვან ჭრილს. ნაგებობის ორივე დონე უჭირავს  ხის  ძელოვან სახურავს. მეორე სართულის იატაკი კი მარმარილოთია  მოპირკეთებული და ხის კონსტრუქციას ეყრდნობა. გარე სტოას ჩრდილოეთ მხარეს  მდებარეობს კიბის უჯრედი, რომელიც მე–19 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, იგი მიემართება გასასვლელის მესამედან მეოთხე დონეზე. მეორე ბოლოში კი მონასტრის საათის კოშკურაა.

ლიტის  ფასადის ფრაგმენტი. კათოლიკონის მთავარი შესასვლელი გამოირჩევა სპილენძის  კარით, სახელწოდებით  ”ხიტი”
გარე სტოას  შიდა ფასადი. მარცხნივ  დაუჯდომელის ოცდაოთხსცენიანი  ფრესკა
შინაარსი
სანიშნეები