Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მარმარილოს კანკელი | PEMPTOUSIA

მარმარილოს კანკელი

4 December 2012

ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის კათოლიკონს (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) ძველთაგანვე ამშვენებდა მარმარილოს კანკელი, რომლის შექმნა თარიღდება მონასტრის დაარსებისა და ტაძრის აღმშენებლობის პერიოდით, 972–985 წლები. მე–18 საუკუნის მეორე ნახევარში ის შეიცვალა ხის მოჩუქურთმებული ახალი კანკელით. ძველი კანკელიდან პირვანდელ ადგილზე შემორჩა მხოლოდ კვარცხლბეკი და აღსავლის კარის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე სკიროსული მარმარილოს ორი პატარა საყრდენი. დანარჩენი ნაწილები გადანაწილდა ვატოპედის სავანის სხვა ნაგებობებში, რომლებიც აშენდა მე–18 საუკუნის ბოლოსა და მე–19 საუკუნის შუა წლებამდე არსებულ მონაკვეთში, ზოგი მათგანი კი განახლდა. კონკრეტულად, არქიტრავის ორი ნაწილი, როგორც სამეუფეო კარის ჩარჩოს პილასტრები, ამყოლები განთავსდა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის  სარტყელის ეკვდერში.

ძველი კანკელის სხვა ორი ნაწილი გამოყენებულია სატრაპეზოს სამხრეთ და აღმოსავლეთ შესასვლელის ჩარჩოების კარნიზებად. ზემოთხსენებული ეკვდერის (ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის  სარტყელის ეკვდერი) გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, რომელიც ასევე კანკელის ნაწილებია. ოთხი პარაპეტი რომელიც დღესაც კათოლიკონის გარე სტოას ბურჯებს ამშვენებს, შემოფარგლულია ირიბად მოჭრილი პარაპეტის გვირგვინით, რომელიც სავარაუდოდ უძველეს კანკელს ეკუთვნის. მარმარილოს ეს ნაწილები ძირითადად შემკულია გეომეტრიული და მცენარეული დეკორით, ჩაწერილი წრეებში ან ინტეგრირებული მართკუთხედ ფორმებში ფოთლოვანი ჯვრების კომბინაციით. დეკორის შესასრულებლად გამოყენებულია ტექნიკური ნაირსახეობა (ჩაზნექილი პრიზმული ფორმის, პერფორირებული და სიბრტყითი კვეთა). პირვანდელი კანკელის საყრდენი ბურჯებითა და კვარცხლბეკზე დარჩენილი ნაკვალევით შესაძლებელია წარმოდგენა შევიქმნათ მის კომპოზიციაზე, რომელიც განთავსებული ყოფილა საკურთხევლის გამყოფი კედლების დასავლეთი ფასადის წინ და უწყვეტად იყო გადაჭიმული შენობის ჩრდილოეთიდან სამხრეთ კედლამდე. ჩანს, რომ იგი წარმოადგენდა წმინდა მთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანკელს, როგორც ფორმით, ისე კვეთის დეკორის ხარისხით.

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სარტყელის ეკვდერი. კანკელის არქიტრავის ორი ნაწილი, მისი ხელახალი გამოყენებისას შეერთებულია სამეუფო კარის ჩარჩოსთან

კათოლიკონი. კანკელის ორი მსგავსი პარაპეტიდან ერთერთი, ხელმეორედ გამოყენებულია გარე სტოას ბურჯის დეტალებად, მთავარი ხედი შემკულია თანაბარი რომბებით

კათოლიკონი. კანკელის სხვა ორი პარაპეტი, ხელმეორედ გამოყენებულია გარე სტოას ბურჯებში, კესონები მთავარ ხედზე მოიცავს გეომეტრიულ დეკორს

შინაარსი
სანიშნეები