Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყელის სახელობის ეკვდერი | PEMPTOUSIA

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყელის სახელობის ეკვდერი

4 December 2012

ვატოპედის წმიდა სავანის ეკვდერთა შორის ყველაზე საინტერესო ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყელის სახელობის ეკვდერია, ვინაიდან არის  ახალბერძნული კულტურის აყვავების ხანისა და წმინდა მთის პოსტბიზანტიური პერიოდის ტაძართა არქიტექტურის ნათელ ნიმუში. მიეკუთვნება ათონური ტაძრის სტილს. საკურთხეველი მოიცავს კონქს და ერთიანობაში მოქცეულია კამარის ქვეშ. ტაძრის გარე ფასადში  შთამბეჭდავია სამი გუმბათი, კედლების თაღოვანი ფორმები და ტიხრული ქვის წყობა. ინტერიერში კი საყურადღებოა მე–19 საუკუნის დასაწყისში შექმნილი ხის მოჩუქურთმებული კანკელი, სტასიდები (ერთგვარი ხის სკამი, ძირითადად გვხვდება მონასტრებში), ხის მოჩუქურთმებული კარი დამშვენებული ბიზანტიური მარმარილოს კანკელის პილასტრებით, საკურთხეველში არსებული ხელსაბანი და სხვა მრავალი უმაღლესი ხარისხის ნიმუში. ქტიტორთა მიერ გაკეთებული ეპიგრაფის (მინაწერი) თანახმად, ტაძარი აშენებულია 1794 წელს თეოფილე სოზოპოლიტის ხარჯებით  და მოხატულია 1861 წელს ნიკიფორესა და ანთიმოზის მიერ.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სარტყელის სახელობის  ეკვდერი. სამხრეთის მხარე

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სარტყელის სახელობის ეკვდერის გვერდხედი, სიგრძივი კვეთი

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სარტყელის სახელობის  ეკვდერის ზედხედი და სიგრძივი კვეთი
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სარტყელის სახელობის  ეკვდერი. კამაროვანი გუმბათი
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სარტყელის სახელობის  ეკვდერი

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სარტყელის სახელობის  ეკვდერი. სამხრეთ–დასავლეთ სვეტის კაპიტელი ხელახალი გამოყენებით, კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) კანკელის ნაწილი
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სარტყელის სახელობის  ეკვდერი.  შიდა  სვეტების საყრდენი
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყელის სახელობის  ეკვდერის სტოას ფრესკა (1860)
შინაარსი
სანიშნეები