Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკვდერი | PEMPTOUSIA

წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკვდერი

4 December 2012

შუაბიზანტიური პერიოდის წლებში კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) სტოას სამხრეთით დაემატა წმიდა ნიკოლოზის სახელზე ნაკურთხი ეკვდერი, რომელიც შედგება ტაძრის მთავარი ნაწილისაგან და სტოასგან. ტაძრის მთავარი ნაწილი ათონური სტილის შეკვეცილი ნიმუშია, სამკონქიანი, დარბაზული, ჩრდილოეთი მხარე ებჯინება კათოლიკონის საკურთხეველს და კედელზე ღრმად დახურულ თაღში აქვს ფორმაშეცვლილი ნიში. გუმბათს რიგრიგობით გასდევს ფართო და ვიწრო გვერდები, რომელთაც ბოლოში მცირე ზომის სვეტები აქვთ. სტოა მაღალი და სამგვერდიანია, დაფარულია სამი მხარე, სამხრეთ კედელი შევსებულია არკით. სინათლე ძირითადად შემოდის სარკმლებიდან და საკურთხეველისა და სტოას ღიობებიდან. გარეგნულად  ეკვდერი წარმოქმნის ძვირფას შენაწევრებას, შერწყმას კათოლიკონთან და მთაწმინდაზე არსებული  ბიზანტიური სტილის  ტაძრების ერთ–ერთი უნატიფესი ნიმუშია. მიუხედავად პროპორციული განსხვავებისა, შენობა გამოირჩევა მომიჯნავე კათოლიკონთან  მისგავსების ტენდენციით.

წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკვდერის  და საათის კოშკურის სამხრეთის ხედი
წმიდა ნიკოლოზი მისივე სახელობის ეკვდერში
ქრისტე – ყოვლისმპყრობელი წმიდა ნიკოლოზის სახელობის  ეკვდერის  გუმბათზე 
შინაარსი
სანიშნეები