Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმინდა ანას მოზაიკური ხატი XIV ს-ის დასაწყისი | PEMPTOUSIA

წმინდა ანას მოზაიკური ხატი XIV ს-ის დასაწყისი

4 December 2012

ეს არის მცირე ზომის (25X20 სმ) ხატი, რომელზეც გამოსახულია წმინდა ანას იშვიათი ხატწერის კომპოზიცია. მარცხენა ხელში უჭირავს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, სულისშემძვრელია არსებული ერთობა, დედა ღმრთისას უჭირავს ჩვილი იესო. წმინდა ანა გამოსახულია მთელი სხეულით, ფეხთბალიშზე მდგომი, ოდნავ მიტრიალებულია მარცხენა მხარეს და უყურებს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს. მოზაიკის შემქნელი შეეცადა ფერწერით გადმოეცა სახეთა ხასიათი, ამისათვის გამოყენებული აქვს მიკროსკოპული ზომის მოზაიკის ნატეხები, რომლებიც ისე დააკავშირა, რომ გამოეკვეთა ფერთა სიღრმეები. ტანსაცმელი წარმოქმნის ფართო, ბრტყელ ნაკეცებს, რომელთა ბოლოებში იკვეთება ვერცხლისფერი მოზაიკა. ხატის უკიდურესად ქვედა ნაწილი, ზოლი დამტვრეული ხაზით, რომელიც ქმნის ცენტრალურ გამოსახულებას და ასევე წმინდანთა შარავანდედები გამშვენებულია მრავალფერადი მოზაიკით, მაშინ, როცა ზედა ნაწილში გამოყენებულია მხოლოდ ვერცხლისფერი ნატეხი. ხატი დაბრძანებულია კარგად დამუშავებულ ხის ჩარჩოში და დაფარულია ვერცხლის შესამოსელით. როგორც ხატი, ისე ჩარჩოს ვერცხლის პერანგი სავარაუდოდ შექმნილია ერთდროულად XIV ს-ის  დასაწყისში.

Ψηφιδωτή εικόνα της  Αγίας  Αννης (25Χ20 εκ.). Τέλος 13ου - αρχές 14ου αιώνα

შინაარსი
სანიშნეები