Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
სასწაულთმოქმედი ხატები – წმინდა ნაწილები | PEMPTOUSIA

სასწაულთმოქმედი ხატები – წმინდა ნაწილები

4 December 2012

მთაწმინდაზე ძალიან ბევრი სასწაულთმოქმედი ხატი და უამრავი წმინდა ნაწილია. სასწაულთმოქმედი ხატების უმეტესობა არის ყოვლადწმინდა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. წმინდა მთის ადმინისტრაციულ ცენტრ კარიესში მდებარე პროტატის ტაძარში  შეხვდებით  „ღირს არსის“ ხატს,  ივერთა მონასტერში  –  ”ივერიის ღმრთისმშობელს” –  ”პორტაიტისას”, დოქიარის მონასტერში – ”მსწრაფშემსმენელს”, ხილანდარის მონასტერში – ”სამხელიანს” –  ”ტრიხერუსას” და კიდევ მრავალ მათგანს სხვადასხვა  მონასტერში.  ამასთანავე ყოვლადწმინდა და მარადის ქალწულ მარიამის სასწაულთმოქმედი ხატების დიდი ნაწილი  დაბრძანებულია ვატოპედის წმინდა და დიდ სავანეში:  1) ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, ” საკურთხევლისა”  – ”ქტიტორისა” 2) ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, ”მანუგეშებელი” 3) ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი,  ”დაჭრილი” 4) ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, ”შემხმიანებელი” 5) ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი ”ზეთის აღმომჩენი” – ”ელეოვრიტისა” 6) ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი ”ნატყვიარევი” 7) ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, ”ყოველთა დედოფალი” – ”პანტანასა”.

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელის ხატი ”საკურთხევლისა” ან ”ქტიტორისა” მდებარეობს სავანის კათოლიკონის (მონასტერის მთავარი, საკრებულო ტაძარი) საკურთხეველში მაღალდასაჯდომელის კედელზე  და მასთან დაკავშირებულია შემდეგი გადმოცემა. მეათე საუკუნეში, როდესაც არაბებმა დაიპყრეს მონასტერი, ბერდიაკონ საბამ მოახერხა ხატის გადამალვა საკურთხევლის კედელში  კონსტანტინე დიდის ჯვართან ერთად.

მან ასევე მოახერხა და ამ სიწმინდეების წინაშე განათავსა ანთებული კანდელი. საბოლოოდ ბერდიაკონი საბა ტყვედ გაგზავნეს კუნძულ კრეტაზე, მაგრამ 70 წლის შემდეგ, როდესაც უკვე ღრმად მოხუცებული ტყვეობიდან გათავისუფლდა  და მონასტერში დაბრუნდა, მოუწოდა ნიკოლოზს, მონასტრის იღუმენს, გაეხსნათ და ენახათ  საკურთხეველში ის საიდუმლო კედელი, სადაც მათ, წყლის ზედაპირზე (ამოტრიალებული სახით ზევით) ნახეს ხატი და ჯვარი,  კანდელი კი კვლავ ანთებული იყო.

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი „მანუგეშებელი“ დაბრძანებულია გარე სტოაში, მარცხნივ მდებარე მისივე სახელობის ეკვდერში. კედლების მოხატვის პერიოდში ხატი  ჩამოხსნეს კათოლიკონის (მონასტერის მთავარი, საკრებულო ტაძარი) გარე სტოადან (ამ პერიოდამდე ხატი წარმოდგენილი იყო ფრესკის სახით, მდებარეობდა მარჯვნივ მდებარე ნიშში). მე-14 საუკუნით დათარიღებაულ თქმულების მიხედვით არსებობს ტრადიცია, რომელიც  უკავშირდება დღეს, როდესაც მონასტრის წინამძღვარი მონასტრის გასაღებს გადასცემს დარაჯს, ამ დროს მას შემოესმება ხატის რჩევა-დარიგება,  მონაზვნებს იმ დღეს არ უნდა გაეღოთ კარიბჭე და უნდა გამაგრებულიყვნენ სავანის გალავანზე, რათა მოეხერხებინათ მეკობრეების მოგერიება. მსგავსი რჩევა-დარიგება განმეორდა. როდესაც იღუმენი ხატისკენ შემობრუნდა,  წმინდა ჩვილმა გაიშვირა, გაიგრძელა ხელი, რათა პირზე მიეფარებინა ღმრთისმშობლისათვის, მაგრამ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი შეაჩერებს, დაიჭერს ქრისტეს ხელს, მოაბრუნებს სახეს  წინამძღვრისკენ, და კვლავ აუწყებს  მოსალოდნლი საფრთხის შესახებ. ამის შემდგომ ბერები სწრაფად მოახერხებენ მეკობრეების მოგერიებას, რომლებიც უკვე გარშემორტყმულნი იყვნენ მონასტერს. ამ დროიდან მოყოლებული მონაზვნები, დიდი მადლიერებითა და სინანულით ინახავენ   ხატის წინაშე მუდმივად ანთებულ კანდელს, ყოველდღიურად უგალობენ  და აღავლენენ ვედრებას.

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი ”დაჭრილი” მოხატულია წმინდა დემეტრეს ეკვდერის სტოაში, მდებარეობს კარიბჭის მარჯვენა მხარეს  (მე-14 საუკუნე. ეს ეკვდერი მოქცეულია კათოლიკონის საერთო კომპლექსში, განთავსებულია სტოას მარცხნივ) , ტრადიციის მიხედვით, ერთი ეკლესიის მსახური (ეკლესიასტიკოსი) თავის მორჩილებიდან  გამომდინარე ხშირად  აგვიანებდა  სატრაპეზოში მისვლას. ერთ დღესაც ტრაპეზარმა მას უარი უთხრა  საკვების მიცემაზე.

იგი მშიერი დაბრუნდა ეკლესიაში, აღშფოთებული, გულისწყრომით შემოტრიალდა ხატისკენ, გააპროტესტა მის მიმართ უსამართლობა და გონებადაბინდულმა  სახეში დანა დაარტყა. მყისიერად ჭრილობიდან სისხლმა დაიწყო დენა. თავად მონაზონი კი დაბრმავდა და უგონოდ დაეცა. ამის შემდეგ მან დაიკავა ხატის მოპირდაპირე მხარეს ადგილი და სამი წლის განმავლობაში  ჩურჩულით, ევედრებოდა ღმრთისმშობელს შენდობას. საბოლოოდ დედაღმრთისამ შეიწყალა და შეუნდო მას, დაუბრუნა მხედველობა, მაგრამ გამოყო სასჯელი იმ ხელზე, რომლითაც დაჭრა იგი.  როდესაც მონაზონი გარდაიცვალა და მოხდა გვამის ექსგუმაცია, სხეული იყო გახრწნილი, ხოლო მარჯვენა ხელი, ნიშნად სასჯელისა დარჩა შავი და გაუხრწნელი.  ხელის ეს ნაწილი დღემდე შენახულია მონასტრის კათოლიკონში (მონასტერის მთავარი, საკრებულო ტაძარი).

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი ”შემხმიანებელი” არის  სტოაში არსებულ ფრესკა, რომელიც მდებარეობს სტოადან ტაძრის მთავარ ნაწილითან დამაკავშირებელ გასასვლელში.  ხატის სახელი მომდინარეობს ყოვლადწმინდა დედუფალის პასუხიდან იმპერატორის მეუღლე პლაკიდიასათვის,  თეოდოსი დიდის ქალიშვილისთვის.

თქმულების მიხედვით, ერთხელ პლაკიდია, გაკადნიერდა დადგა ფეხი წმინდა მთის მიწაზე და შეეცადა შესულიყო მონასტრის კათოლიკონში (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) პატარა კარის მხრიდან. მას ხატისგან შემდეგი სიტყვები შემოესმა:  რა გინდა აქ, ვინ არის მონაზვნების ტერიტორიაზე  მოსული ქალი?  იდექი იქ სადაც დგახარ და ნაბიჯი არ დაძრა ადგილიდან. შეშინებულმა პლაკიდიამ დატოვა  მონასტერი და ნიშნად საინანულისა თავისი ხარჯით სწორედ იმ ადგილას ააგო წმინდა დემეტრეს სახელობის ეკვდერი.

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი ”ზეთის აღმომჩენი” – ”ელეოვრიტისა”  თარიღდება მე-14 საუკუნით, აღმოჩენილ იქნა მონასტერში არსებულ ზეთის შესანახ საწყობში და მისი სახელიც დაკავშირებულია შემდეგ სასწაულთან. ერთხელ, როდესაც მონასტერში ზეთის დეფიციტი იყო,   ”დოქიარი” – მეკუჭნავე – პასუხისმგებელი პირი ზეთის შესანახ სათავსოებზე, ღირსი გენადი, გასცემდა ზეთს მხოლოდ განსაკუთრებულ აუცილებლობის შემთხვევაში (კერძოდ ხატების კანდელებისათვის).

თუმცა მონასტრის მზარეულმა ეს ფაქტი გააპროტესტა წინამძღვართან,  ღრმად იყო დარწმუნებული ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მოწყალებისაზე, იღუმენის კურთხევით კი ზეთის  განაწილება საძმოს წევრებისათვისაც დაიწყეს. ამის შემდეგ ღირსმა გენადიმ მისი საცავში ერთ-ერთ მისვლისას დაააფიქსირა, რომ ზეთი იღვრებოდა ჭურჭლებიდან  და ამავდროულად უახლოვდებოდა სათავსოში შესასვლელ კარს.

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი ”ნატყვიარევი” გამოსახულია მონასტრის მთავარი კარიბჭის (გალავანში არსებული კარი, საიდანაც მოხვდები მონასტერში) ზემოთ არსებულ პატარა ფანჯარა/კარში. 1822 წლის აპრილში, როდესაც თურქეთის ერთ-ერთი გარნიზონი მოვიდა მონასტერში მის დასარბევად, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ღმრთისმშობლის მარჯვენა ხელში  ტყვია ესროლა ხატს.  ამის შემდეგ ჯარისკაცს დაუბნელდა გონება და სავანის წინ ზეთისხილის ხეზე   თავი ჩამოიხრჩო. ამ ფაქტის მომსწრე დანარჩენი მხედრობა  შეშინებული გაეცალა იქაურაობას. ამგვარად იხსნა ყოვლადწმინდა დედუფალმა სავანე აოხსებისაგან.

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი ”ყოველთა დედოფალი” – ”პანტანასა” თარიღდება მე-17 საუკუნით. აღმოჩნილ იქნა კათოლიკონში (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) მარცხენა მხარეს განთავსებულ ხატებთან. პირველი აღსრულებული  სასწაული დაკავშირებულია ახალგაზრდა კაცთან,  რომელიც გატაცებული იყო შავი მაგიით. როდესაც ეს ადამიანი შევიდა ტაძარში და მივიდა ხატთან, რათა თაყვანი ეცა, დედაღმრთისას სახე გაუნათდა და იგი ძლიერად დაანარცხა მიწაზე.  ამ სასწაულმა გამოაფხიზლა ახალგაზრდა და შეცვალა თავისი ცხოვრების წესი, რომლითაც მანამდე იყო შეპყრობილი. ამ ხატს მიეწერება ასევე შველა, კურნება მრავალი კიბთი დაავადებული, დატანჯული ადამიანისა.

ჭეშმარიტი ხატება დევს იმ ადამიანში რომელსაც ეს ხატი გამოსახავს. ჭეშმარიტი ხატება მარადის ქალწულისა ასახულია ღმრთისმშობელშივე. ეს   არის ის რაც აკურთხებს და განამშვენებს ხატს. ძველი წმინდა ხატები, არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურება ისინი, არასოდეს მიიჩნევიან უარყოფილ, გამოუსადეგარ ნიმუშად, არამედ დიდი პატივითაა გადადებული შესანახად, ძლიერ დაზიანებულთ კი წვავენ ფერფლად ან ასევე გამოიყენებენ მირონის კურთხევისას. ხშირად, როდესაც გამოსახულება ხატზე შეუმჩნეველი, გაუფერულებული ან განადგურებულია, მას კვლავ იყენებენ ხელახალი მხატვრობისათვის. ხეს, ან ზედაპირს, რაზეც უშუალოდ არის  შესრულებული მხატვრობა,  იყენებენ იმავე ან სხვა ხატის დასაწერად. გადარჩენილია ძალიან ბევრი, მათ შორის  ბევრი სასწაულთმოქმედი ხატი, დათარიღებული უძველესი პერიოდით, რომლებიც დღევანდელობამდე შემონახულია როგორც ახალი, ახლადშესრულებული ფერწერა ან როგორც განახლებული ნიმუშები.

არ არსებობს  რაიმე საქმე ქვეყანაზე, რომელიც განცალკევებულია უფლისაგან, ეს არის მისი მოღვაწეობა და მონაწილეობა  შემოქმედებითი და წინასწარ განსაზღვრული ენერგიით. ზოგჯერ, ხატება, რომელიც წარმოადგენს სახეს საღმრთო ადამიანისა, არის წარმოდგენილი ობიექტი პატივისცემისა და ავსებული და გაჯერებულია ღმრთაებრივი ენერგიითა და სიმშვენიერით. თუმცაღა მხოლოდ ეს არ არიის განსხვავებულობა მისი ბუნებისა, არამედ მისი საოცარი დამოკიდებულება წარმოდგენილი ადამიანებისადმი. ხატი არ ამჟღავნებს მის ბუნებას, არამედ მასზე აღმწერლები გამოხატავენ მის ზეაღმატებულ მდგომარეობას. სწორედ ამიტომ ვუძღვნით ჩვენ დიდი პატივსა და მოწიწებას ყოვლადწმინდას. ყოველი ხატი ღმრთისმშობელისა არის შექმნილი ხატად  და ასლად მარადის ქალწულ მარიამისა. ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ ვკითხულობთ თუ ვის მიეწერება, მიეკუთვნება დედაღმრთისას ხატის შექმნა.  სხვა აღწერილობის მიხედვით  გარეგნულად ხატი არის ხის, მეტალის, დახატული ან სხვა მასალისგან შექმნილი. თუმცა ის გამოკვეთილი სინათლე, რომელიც მოდის ქმნილებისგან, ეს არის გამოვლინება, განასახიერება და სწორედ პირველსახე მარადის ქალწული მარიამისა.

ხატზე მოქმედებს და მისგან მომდინარეობს  დიდი მადლი რომელსაც ის ასხივებს. ამ თვალსაზრისით არ არსებობს და არასწორია მკაფიო განსხვავება სასწაულთმოქმედ და არასასწაულთმოქმედ ხატებს შორის. თუმცა ზოგიერთი ხატისაგან აშკარა მადლი გამოსჭვივის, ეს დაკავშირებულია რომელიმე კონკრეტულ სასწაულთან და ხშირადაც აღასრულებს მას.

მადლმოსილი ხატები ხშირად მიავლინებენ დიდ ლოცვა-კურთხევას წმინდა ხატების შემქმნელებზე. ძალიან ხშირად ქრისტიანულ ტრადიციაში ფართოდ აღიარებულია ახლო, მჭიდრო დამოკიდებულება მლოცველსა და წმინდა ხატების შემქმნელს შორის.

შეიძლება ითქვას, რომ ხატმწერები ხატის შექმნისას  მასში დებს თავიანთ ლოცვას და გამოსახავენ მადლიან ქმნილებას. მიუხედავად ყველაფრისა, ის დიდი მადლი, რომელიც იფრქვევა გამოსახული წმინდა ხატებიდან, საბოლოოდ მიგვიყვანს მადლმოსილების წყაროსთან საიდანაც იგი გამოსჭვივის –  ღმერთთან!  სწორედ ის აღავლენს სასწაულებს, განურჩევლად იმისა, რომ თხოვნა-ვედრება მიმართული იყო რომელიმე კონკრეტული წმინდანისაკენ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ადამინის დამოკიდებულება ცოცხალ ხატებასთან, ის ღია რწმენა, რომელიც ეხმარება მას ღმერთთან დამოკიდებულებში.

საეკლესიო სამართლიანობას აქვს უმაღლესი ხარისხი. იგი განუყოფელია ადამიანისაგან და შექმნილია როგორც ნათელი გამოვლინება უფლისა. ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი ხატში გამოხატული წმინდანებისა არის ის, რომ  წარმოგვიდგება როგორც ხელშესახები არსება. მიუხედავად იმისა, რომ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი და ასევე სხვა წმინდანები, გამოსახავენ უფლის ქმნილებას. ადამიანის სიახლოვე ღმერთთან დაფუძნებულია ხატში. ქრისტე არის ხატი ყოვლადუხილავი ღმერთისა. ადამიანი არის ცოცხალი პირველსახე მსგავსი უფლისა. თუ შეიძლება ითქვას ღმერთისა და ადამიანის   ურთიერთდამოკიდებულება არის ცოცხალი, პირადული და ჭეშმარიტი. სწორედ ამიტომ მართლმადიდებლობა გაიგივებულია ჭეშმარიტ ხატებთან და სწორედ ამიტომ აღნიშნავენ დღესასწაულობენ და ზეიმობენ ხატებზე გამოსახული წმინდანების მიძინებასა თუ მათ აღდგინებას.  მორწმუნესათვის საკმარისია სწორად შეხედოს ხატს და იმოქმედოს, იხელმძღვანელოს მისი დედანის  მიხედვით.

მართლმადიდებლობის გაიგივება ჭეშმარიტ ხატებთან წარმოაჩენს თავის იდენტიფიკაციას ნამდვილ სახესთან ანუ ერთპიროვნულ უფალთან რომელიც აერთიანებს ორ ბუნებას ღვთიურს და ადამიანურს. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უზენაესი ჭეშმარიტებაა სამსახოვანი უფალი: უხილავი უფალი მამაღმერთი, ძეღმერთი, რომელიც არის ხატი ყოვლადუხილავი უფლისა, და სულიწმინდა, რომელიც როგორც ხატი ძეღმერთისა, და ადამიანი მისთვის მინიჭებული სახოვნებით შექმნილია ხატად უფლისა.  ადამიანი მწიფდება როგორც იპოსტასი, როდესაც იგი მიუახლოვდება, შეიგრძნობს სამსახოვანი უფლის ჭეშმარიტებას  ადამიანის მიერ შექმნილი ხატების საშუალებით.

სწორედ ამიტომ გვავქს ჩვენ  უფალი იესო ქრისტეს ხატები, ასევე ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისა და სხვა წმინდანებისა. ამდენად, ადამიანი რომელიც ფლობს სხეულს მაგრამ არ შეუძლია პირდაპირი დაკავშირება სულიერ სამყაროსთან, ხელმძღვანელობს ამ ფიზიკური კავშირით უფალთან (ხატების თაყვანისცემით).

ნამდვილი ხატება განსხვავდება მისი პირველსახისაგან თავისი სახოვანი განმასხვავებელი ნიშნებით. ამიტომ მათ აქვთ თავისი, საკუთარი სახელები. ნამდვილი ხატება მამაღმერთისა არის ძეღმერთი და ნამდვილი ხატება ძეღმერთისა არის სულიწმინდა. მეორეს მხრივ, ხელოვნების ნიმუში განსხვავდება თავისი პირველსახისგან  თავისი ბუნების მიხედვით და არა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ღირებულება მის გარეშე. სახელწოდება ხელოვნების ნიმუში და პირველსახის დასახელება არის იგივე, სახელი ქრისტეს ხატისა არის ქრისტე, დედაღმრთისასი არის დედაღმრთისა და ა.შ. დედანი ხატის მიმართ მიგებებული პატივი და თაყვანისცემა წინააღმდეგობაში ვერ მოვა ნამდვილ ხატებასთან, რადგან ჩვენი ლოცვა-ვედრება შეისმინება უფლის მიერ. წმინდა ხატისადმი პატივისცემა, პირდაპირაა მიმართული მის პირვანდელ სახესთან – ხატებასთან და ასევე პირდაპირ მიემართება მისადმი აღსრულებული შეურაცხყოფაც. სასწაული, რომელთანაც მონასტრის ორი სასწაულთმოქმედი ხატია დაკავშირებული, გვევლინება ბოროტად მოსარგებლეთა თითით საჩვენებელ სასჯელად. ჩვენი ქალბატონი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი ”დაჭრილი” დასჯის მასზე ხელის აღმმართველს, დამჭრელს. როდესაც იგი გულწრფელად მოინანიებს, ღმრთისმშობელი მისცემს ნებას მიტევებისას, შეურაცხმყოფელი ქმედება კი დარჩება როგორც შავად მოსილი ლაქა, გაუხრწნელი ხელი.  ჩვენი ქალბატონი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი ”ნატყვიარევი” საშინელ დამნაშავეს დიდ სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს. ამ მხრივ, არა მხოლოდ მონასტერი გათავისუფლდა, არამედ შეურაცხყოფა გაუტოლფასა სიძულვილს. საუფლო ქველმოქმედება არ აუქმებს ღვთაებრივ წესრიგს.

მართლმადიდებელი ეკლესია ასევე დიდ პატივს (უფრო მეტს თუ არა) მიაგებს წმინდა რელიქვიებს, რომლებიც წარმოადგენენ ხელშესახებ საფუძველს, მტკიცებულებას ისტორიული წმინდა სამყაროს არსებობისა. ვატოპედის წმინდა და დიდი სავანე მდიდარია წმინდა ნაწილებით. აღწერილია და დათვლილია ათასობით წმინდა ნივთი და ნაწილი და შესაბამისად სავანის გარშემო კი 150 სამლოცველო-ეკლესიაა მიძღვნილი ამ წმინდანთა სახელებზე.

მათ შორის განსაკუთრებული სიამაყით  იკავებს ადგილს წმინდა იოანე ნათლისმცემელის თითი,   თავის ქალები წმინდნთა:

წმინდა გრიგოლი ღმრთისმეტყველისა

წმინდა იოანე ოქროპირისა

 დიდმოწამე მერკურისა და მოწამე ფლოროსისა

და ანასტასი სპარსისა, ასევე სავანის ახალი აღმშენებლებისა: ნიკოლოზისა, ათანასესი და ანტონისა და ახლადგამოჩენილი სასწაულთმოქმედისა ევდოკიმესი და სხვათა. წმინდა თავის ქალის ნაწილი პირველმოწამე სტეფანესი, მღვდელმოწამე მოდესტესი, ქალწულმოწამე პელაგიასი, თეოდოსიასი კონსტანტინოპოლელი მოწამისა, მღვდელმოწამე ხარალამბისა, წმინდანთა სერგისა და ბაკხოსისა, თეოდორე სტრატილატისა, ფლორესი, არეთასი და სხვათა. გარდა ამისა, სავანე ფლობს მარჯვენა ხელს მოციქული ანდრიასი და წმინდა მაკრინესი, წმინდა პანტელეიმონისა, წმინდა ტრიფონის და წმინდა პროკოფისა. წმინდა ფეხს მოციქული ბართლომესი და დიდმოწამე პარასკევასი, წმინდა პანტელეიმონისა, წმინდა თეოდორე ტირონისა, მღვდელმოწამე ერმოლაოსისა და  მარჯვენა ხელის ფრაგმენტს წმინდა დიდმოწამე ეკატერინესი  და სხვათა.

წმინდანები  სულიწმინდის მატარებელნი იყვნენ და არიან  არა მარტო ამ საუფლოში არესებობის ჟამს, არამედ მათი სიკვდილის შემდგომაც.  სულიწმინდის მადლი რჩება წარუხოცლად და წარუშლელად მათი სხეულის თითოეულ ორგანოზე და არა ცალკეულა რომელიმე ნაწილზე. წმინდა რელიქვიებს ცალსახად არ აქვს დედანი, ისევე როგორც წმინდა ხატებას, მაგრამ  ხელშესახებელად რჩება ყოველი წმინდა ნაწილი მათი სხეულისა. წმინდა ნაწილებისადმი მიძღვნილი დიდი პატივი და მოწიწება, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია თავად წმინდანებისადმი დიდ სიყვარულთან და პატივისცემასთან. კიდევ ერთხელ ეს დიდება  მიმართულია მათი მადლმოსილებისადმი.  წმინდა ნაწილებს ჩვენ არ გამოვყოფთ, არ ვანსხვავებთ თავად წმინდანთა პიროვნებისგან, ის ცალკეულად ატარებს თავის განსაკუთრებულ  მადლს, რომელიც ცხოვრობს წმინდანის კურთხეულ სხეულის ნაწილებში. როდესაც მორწმუნე რწმენით, გულწრფელად და უმანკო გულით თაყვანს სცემს და ქედს იხრის წმინდანთა წმინდა ნაწილების წინაშე ეს დიდი მადლი გადმოდის, გადმოსახლდება მასში.

მართლმადიდებელი ეკლესია ეთაყვანება თითოეულ იმ საგანს, რომელიც დაკავშირებულია ქრისტეს მიერ აღსრულებულ საქმეებთან, ისევე როგორც წმინდანთა პირად მფლობელობაში მყოფი რაიმე ნივთი, ისეთი, რომელთაც რაიმე სახის შეხება ჰქონია მათ სიცოცხლეში ან გარდაცვლილ სხეულთან. ნამდვილად არსებითია, რომ მათაც საღმრთო, წმინდა რელიქვიას ვუწოდებთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ნივთები ასოცირდება ძალიან საყვარელ, გასაფრთხილებელ ობიექტებთან, ინახება დიდი მოწიწებით, პატივისცემითა და სიყვარულით.

სავანეში შენახული და დაცული წმინდა ნივთებსა და ნაწილებისათვის ადგილის მინიჭება უპირატესობის  მიხედვით  ძალიან რთულია, მაგრამ მაინც განსაზღვრულია შემდეგნაირად:

ფრაგმენტი ცხოველმყოფელი ხის ჯვრისა და ლერწამი მაცხოვრისა, ვნებული იესო ქრისტესი.

ამის შემდეგ მოდის ღმრთისმშობლის წმინდა და პატიოსანი სარტყელი,

ერთ-ერთი უიშვიათესი სიწმინდე მისი მიწიერი ცხოვრებისა. გადმოცემის მიხედვით, წმინდა სარტყელი დედაღმრთისამ თვითონ გააკეთა აქლემის ბეწვისგან. იმპერატორ ლეო VI ბრძენის მეუღლემ ზოიამ, დიდი მადლიერების გამოხატვით, მეუღლის სასწაულებრივად განკურნაების აღსანიშნავად, ოქროს ძაფით მოქარგინა სარტყელი და ასე საოცრად, სასწაულებრივად გადარჩა და მოაღწია ჩვენს დრომდე.  მაგრამ დღეისათვის იგი დაყოფილია სამ ნაწილად. თავდაპირველად პატიოსანი სარტყელი ინახებოდა იერუსალიმში და შემდეგ კონსტანტინოპოლში,  სადაც მე-12 საუკუნეში მანუელ I კომნენოსის (1143-1180) მეფობის დროს 31 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყელის პატივსაცემად დაწესდა ოფიციალური დღესასწაული. საბოლოოდ, იოანე VI კანტაკუზელმა (1347-1355), რომელსაც განსაკუთრებით, გამორჩეულად უყვარდა ვატოპედის მონასტერი, უსახსოვრა სავანეს ეს რელიქვია, ამას ადასტურებს იქ დაცული არაერთი საბუთი. იმ დროიდან, წმინდა სარტყელი  ვატოპედში ინახება. ამჟამად ჩაბრძანებულია ვერცხლის ზარდახშაში, რომელზედაც ამოტვიფრულია უფრო გვიანდელი თარიღი და მონასტრის გამოსახულება. მის ქვედა მარჯვენა მხარეს, ოსტატმა გამოსახა შემწირველის, იმპერატორ კანტეკუზელის ფიგურა, წარწერით, რომელიც გვიყვება მის მიერ სავანისათვის შეწირული საჩუქრის შესახებ. უთვალავია წმინდა სარტყელის მიერ აღსრულებული სასწაული, მისი მნიშვნელობა შეუფასებელია ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელთან კავშირის გამო. ღმრთისმშობელს  უდიდესი მადლი  და  ის სასწაულთმოქმედი ძალა აქვს, რომელიც სხვადასხვა სახით გადაეცემა მორწმუნეებს.

შინაარსი
სანიშნეები