Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in /var/www/pemptousia.ge/wp-includes/pomo/plural-forms.php on line 210

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
როდესაც დიდმოწამე ეფემია ბერ პაისისთან მივიდა | PEMPTOUSIA

როდესაც დიდმოწამე ეფემია ბერ პაისისთან მივიდა

28 January 2013

ბერი პაისი*  თავისი სენაკის ეზოში იმყოფებოდა, როდესაც იგი მისმა ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა მოინახულა. ბერი გულითადად გამუდმებით იმეორებდა: „დიდება შენდა ღმერთოს“. უეცრად ბერმა თავის სულიერ შვილს მიუგო:  „კარგი გაგებით, რომ ვთქვათ, ვიღაც სრულიად უსარგებლო გახდა“.

წმინდა არსენი და ბერი პაისი

წმინდა არსენი და ბერი პაისი

* გერონდა (ბერძ.)  – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

-ვინ, მოძღვარო?

-მშვიდად ვიჯექი ჩემს კელიაში, მოვიდა და თავი დამაკარგვინა. მშვენივრად ატარებენ დროს იქ ზევით.

-რა ხდება, მოძღვარო?

-გეტყვი, მაგრამ არავის უთხრა.

და მაშინ მას შემდეგი მოუთხრო: „ერიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, სადაც ერთ საეკლესიო საკითხზე ვიყავი წასული. სამშაბათს, დაახლოებით დილის 10 საათზე, ჩემს კელიაში ვიმყოფებოდი და ჟამნებს ვასრულებდი. კარზე კაკუნის ხმა მომესმა და ვიღაც ქალის ხმით ამბობს:  „ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთაითა …“. ვიფიქრე:

„ქალი როგორ აღმოჩნდა მთაწმინდაზე?“. სწორედ ამ დროს ჩემში ერთგვარი ღმრთაებრივი სიტკბოება ვიგრძენი  და ვიკითხე:

-ვინ არის?

-ეფემია, მიპასუხა.

ვფიქრობდი, „რომელი ეფემია? იქნებ რომელიმე ქალმა რაიმე სიგიჟე ჩაიდინა და წმინდა მთაზე კაცის სამოსით შემოვიდა? და ახლა რა ვქნა?“ კვლავ გაისმა კარზე კაკუნი. ვკითხულობ: „ვინ არის?“. „ეფემია“, – კვლავ მესმის პასუხი. ვფიქრობ და კარს არ ვაღებ. მესამედ, რომ დააკაკუნა, კარი, რომელსაც  ურდული  შიგნიდან ჰქონდა გაყრილი, თავისით გაიღო. შემოსასვლელიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა. გამოვვარდი ჩემი კელიიდან და ვხედავ ერთ მანდილით შემკულ ქალს. მას ვიღაც მოაცილებდა, რომელიც  ლუკა მახარებელს ჰგავდა და  გაუჩინარდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იყო საცდური, რადგანაც ქალი სინათლეს ასხივებდა, მიუხედავად ამისა,  მას მაინც შევეკითხე, თუ ვინ იყო.

-დიდმოწამე  ეფემია, – მიპასუხა.

-თუკი დიდმოწამე ევემია ხარ, მოდი თაყვანი ვცეთ წმინდა სამებას. რასაც მე გავაკეთებ, იგივე გაიმეორე შენც.

შევედი ეკლესიაში, გავაკეთე მეტანია და თან ვამბობდი: „სახელითა მამისათა“, გაიმეორა მეტანიის თანხლებით, გავაგრძელე  „და ძისათა“ “და ძისათა“, –  წარმოთქვა სუსტი ხმით.

-უფრო ხმამაღლა, რომ გავიგო, მივუგე და მანაც უფრო ძლიერად გაიმეორა.

მაშინ როდესაც ჯერ კიდევ შემოსასვლელში იმყოფებოდა, მეტანიას აკეთებდა პირით არა ეკლესიისაკენ, არამედ ჩემი კელიისაკენ იყო მიბრუნებული. თავდაპირველად ეს მეუცნაურა, მაგრამ შემდგომ გამახსენდა, რომ ყოვლადწმინდა სამების ერთი პატარა ქაღალდის ხატი ჩემი კელიის კარს ზევით ხეზე მქონდა მიწებებული. როდესაც მესამეჯერ  თაყვანი ვეცით – „და წმინდისა სულისათა“,  მე ვუთხარი: „ახლა კი მე შენ გცემ თაყვანს“. თაყვანი ვეცი და ფეხებსა და ფეხის თითებზე ვემთხვიე. სახეზე კი მისი ამბორი უტიფრობად  მივიჩნიე.

ამის შემდეგ წმინდანი პატარა სკამზე ჩამოჯდა, მე კი – პატარა სკივრზე. მან იმ მძიმე გაურკვევლობიდან  მიხსნა, რომელიც  (საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით) მქონდა.

შემდეგ თავის ცხოვრებაზე მიამბო. მანამდეც კი ვიცოდი, რომ არსებობდა ასეთი წმინდანი დიდმოწამე ეფემია, თუმცა მის ცხოვრებაზე არაფერი მსმენოდა. როდესაც მან თავისი წამების შესახებ მიამბო, არათუ უბრალოდ მესმოდა, არამედ თითქოს ყოველივეს განვიცდიდი და  ვხედავდი… ვკანკალებდი! პა, პა, პა!

-როგორ გაუძელი ასეთ წამებას? – ვკითხე.

-რომ მცოდნოდა, თუ რა დიდება აქვთ წმინდანებს, რაც შემეძლო ყველაფერს ვიღონებდი, რომ უფრო დიდი წამებაც კი გადამეტანა.

ამ ამბის შემდეგ სამი დღის განმავლობაში არაფრის კეთება აღარ შემეძლო. ვთრთოდი და გამუდმებით ვადიდებდი ღმერთს. არც ვჭამდი და არც არაფერი…  დღენიადაგ სადიდებელი მის ყოვლადმოწყალებას.“

ბერი თავის წერილში აღნიშნავს: „მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ვერ შევძლებ გადავიხადო ის დიდი ვალი, რაც წმინდა ეფემიას წინაშე მიმიძღვის. მაშინ, როდესაც ეს წმინდანი სრულიად უცნობი იყო ჩემთვის და ჩემს მიმართ არანაირი მოვალეობა არ გააჩნდა, ასეთი დიდი პატივის ღირსი გამხადა …”

ამ ამბის თხრობისას ბერი პაისი თავმდაბლობით აღნიშნავდა, რომ წმინდა ეფემია მას გამოეცხადა „არა იმიტომ, რომ მე ამის ღირსი ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ იმ ხანებში დაკავებული ვიყავი ისეთი საკითხით, რომელსაც კავშირი ჰქონდა ეკლესიის საერთო მდგომარეობასთან და ასევე ორი სხვა მიზეზის გამოც“.

გერონდაზე დიდი შთაბეჭდილება  მოახდინა იმან, „თუ როგორ აიტანა ესოდენ მცირე ტანის,  სუსტმა არსებამ ამდენი წამება? იტყოდი, რომ იყო ვინმე … (აქ გულისხმობდა ტანადსა და ძლიერს). ერთი წვეთი (ბეწო) იყო“.

ამ ღმრთიურ მდგომარეობაში ყოფნისას წმინდანის პატივსაცემად ფსალმუნის საგალობელის მსგავსი ერთი სადიდებელი შეთხზა: „რომელი დღესასწაულით ვუმღეროთ და ქება ვუძღვნათ ეფემიას, რომელიც ზეციური საუფლოდან ჩამობრძანდა და კაფსალაში განმარტოებულ, უბადრუკ ბინადარს ეწვია. სამგზის დაკაკუნების შემდეგ კვლავ მეოთხედაც დააკაკუნა, კარი კი სასწაულებრივად თავისთავად გაიღო და შემობრძანდა ზეციური სიდიადით, ქრისტეს დიდმოწამე,  ჩვენ ერთად  ვეცით თაყვანი წმინდა სამებას“.

და ასევე ერთი  ექსაპოსტილარიონის (ტროპარი, რომელსაც გამთენიისას გალობენ) მსგავსად, რომელიც ასე იწყება: „ქრისტეს სახელოვანო დიდმოწამე ეფემია, ღმრთისმშობლის შემდეგ შენ მიყვარხარ ძალიან ძალიან…“ (ბუნებრივია, მათ ლიტურგიული დანიშნულებისამებრ არ გამოიყენებდა და არც საქვეყნოდ გალობდა).

ჩვეულებისამებრ კვლავ გამოვიდა სუროტიში (მთაწმინდასთან ახლოს მყოფი ადგილი, იქ მისი ხელშეწყობით დაარსებულია დედათა მონასტერი, სადაც ბერია დასაფლავებული) და სულიერი დედები აზიარა ციურ სიხარულს. მისი დახმარებითა და მითითებებით მათ დაწერეს წმინდანის ხატი, იმ სახით, როგორითაც გერონდას გამოეცხადა.

ბერმა ოსტატურად შეასრულა წმინდანის ხატის ნეგატივი ფოლადის შაბლონზე, რომლის მეშვეობით  პატარა დაწნეხილი ხატები შექმნა და წმინდა ეფემიას პატივსაცემად  კურთხევის სახით მომლოცველებს ურიგებდა. ამოტვიფრისას გაუჭირდა წმინდანის მარცხენა ხელის თითების გამოსახვა. „გავწვალდი მისი ხელის ამოტვიფრვისას, მაგრამ მერე კი ერთი კარგი აზრი გამოვიტანე: „იქნებ სწორედ იმიტომ გავწვალდი, რომ საბრალო მეც დავტანჯე“.

წყარო:  მღვდელმონაზონი ისააკი, ბერი პაისი მთაწმინდელის ცხოვრება, გვერდები: 224-228. აღდგომის  კალივის  გამოცემა, კაფსალა
მთაწმინდა, 2004

 

Σχετικά άρθρα ღირსი პაისი მთაწმიდელი
ღირსი პაისი: „მოძღვარი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თუნდაც ჯოჯოხეთში ჩავიდეს საკუთარი სულიერი შვილების გამო“ Αλέξανδρος Χριστοδούλου 18 March 2016 ბერი პაისი მთაწმიდელი მამა პაისის ქება-დიდებასა და წარდგენას არა აქვს ჩვენგან საჭიროება. მან თავისი ქრისტესმიერი სიყვარულით დაკავშირა უფალი და ადამიანები და სწორედ ამის გამო ხშირია მისი ქება უფლის ტაძარში. ღირსს პაისს იშვიათი უნარი ჰქონდა იმისა, რომ ნებისმიერი კატეგორიის, ნებისმიერი განათლებისა და სულიერი მდგომარეობის მქონე ადამიანი დაემშვიდებინა...
ერთი განსხვავებული დღესასწაული Αλέξανδρος Χριστοδούλου 16 January 2016 1977 წლის სექტემბერში ბერ* პაისისთან მივედი, ორშაბათი იყო, პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლების, ჯვართამაღლების წინადღე. დილით ადრიანად დავუკაკუნე კარზე, ბერმა კარი გააღო, ძალიან გახარებული და იდუმალი ჩანდა. „ა, კარგია, რომ მოხვედი, დიაკონო“, - მეუბნება, „ხვალ ხომ დღესასწაული მაქვს. მგალობლები მოვლენ, ზღვის ქაშაყი უკვე შევუკვეთე და მხოლოდ ე...
ღირსი პაისი მთაწმინდელის ორი სასწაული Αλέξανδρος Χριστοδούλου 18 September 2015 ღირსი პაისი მთაწმიდელის ხსოვნისადმი დაკავშირებით, ვაქვეყნებთ 2006 წლის 4 ივლისს, თორმეტ მოციქულთა სახელობის წმინდა ეკლესიაში, არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის მიერ წარმოთქმული სიტყვის ტექსტს. „მინდა ვთქვა, რომ ის წმიდანები, რომლებიც დღევანდელ დღეს იქცნენ წმიდანებად, განსაკუთრებულ დიდებასა და გულღია დამოკიდებულებაში არიან ღმერთთან და ჩვენც ძალიან, ძალ...
სასწაულებრივი გამოცხადება და დახმარება Αλέξανδρος Χριστοδούλου 19 February 2015 კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ პაფოსის მკვიდრის ბატონ ქსინარი ნიკოლაუს მონათხრობი: “პროფესიით სანტექნიკოსი ვარ. 1997 წლის ივლისის ერთ დღეს ჩემი საქმიანობა დავასრულე და სამუშაო იარაღების შეგროვება დავიწყე, რათა ისინი ავტომობილში ჩამეწყო. ბინდ-ბუნდი იყო და გარემოს კარგად ვერ ვხედავდი. მავთული იყო გაჭიმული, რომელზეც ტანსაცმელი ეკიდა, იგი სხვა მავთულზე ე...
სასწაულებრივი გამოცხადება და დახმარება Αλέξανδρος Χριστοδούλου 28 January 2013 კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ პაფოსის მკვიდრის ბატონ ქსინარი ნიკოლაუს მონათხრობი: “პროფესიით სანტექნიკოსი ვარ. 1997 წლის ივლისის ერთ დღეს ჩემი საქმიანობა დავასრულე და სამუშაო იარაღების შეგროვება დავიწყე, რათა ისინი ავტომობილში ჩამეწყო. ბინდ-ბუნდი იყო და გარემოს კარგად ვერ ვხედავდი. მავთული იყო გაჭიმული, რომელზეც ტანსაცმელი ეკიდა, იგი სხვა მავთულზე ე...
შინაარსი
სანიშნეები