Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი პაისი მთაწმინდელის ორ სასწაულზე | PEMPTOUSIA

ბერი პაისი მთაწმინდელის ორ სასწაულზე

28 January 2013

ბერი* ეფრემ ვატოპედელის ქადაგება ლონდონის თორმეტ მოციქულთა სახელობის წმინდა ტაძარში 2006 წლის 4 ივნისს:

*გერონდა (ბერძ.)  – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

„მინდა აღვნიშნო, რომ იმ წმინდანებს, რომელნიც წმინდანებად ჩვენს თანამედროვეობაში დადგინდნენ დიდება, დიდი გულახდილობა აქვთ ღმერთთან და ისინი ძალიან გვეხმარებიან. სამი თვის წინ შემდეგი რამ მოხდა: ერთი მძღოლი თერმის რეგიონიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა. იგი ერთმა მოხუცებულმა მონაზონმა გააჩერა და ჰკითხა: „ყმაწვილო, თესალონიკამდე გამიყოლებ?“. „რა თქმა უნდა, მობრძანდით“ – უპასუხა მძღოლმა. ის მარტო იყო. მონაზონი მის გვერდით დაჯდა და უთხრა: „კოსტა, -მიუხედავად იმისა, რომ მას არ იცნობდა – ფილტვებზე სიმსივნის საწყისი სტადია გაქვს. საავადმყოფოში წადი და მის შეჩერებას მოასწრებ“.  და მაშინვე გაუჩინარდა. მძღოლი გაოგნდა. რამდენიმე ნაცნობს გადაურეკა და უამბო რაც შეემთხვა. მას რამდენიმე ფოტოსურათი მოუტანეს და ჰკითხეს, რომელიმე მონაზონი ხომა არ იყო; მან მამა პაისი ამოიცნო. მძღოლი მართლაც წავიდა საავადმყოფოში. გამოკვლევების შედეგად ექიმებმა ფილტვებზე სიმსივნის საწყისი სტადია დაუდგინეს, მაშინ, როდესაც ავადმყოფი ტკივილს საერთოდ არ გრძნობდა. ხედავთ? ეს ადამიანები, რომელნიც ღმრთის წმინდანები არიან, სიკვდილის შემდეგაც ჩნდებიან და სახარების ჭეშმარიტებას ისევ  ადასტურებენ

Geron Paisios 81

ერთი ქალბატონი კვიპროსიდან გაემართა, რათა მოელოცა მამა პაისის საფლავზე. თაყვანისცემისას, მუხლმოყრილს ფეხი დაუსხლტა, ხელს დაეყრდნო, რათა თავი შეეკავებინა. როდესაც სასტუმროში მივიდა, ხედავს, რომ მას იდაყვზე მიწა შერჩენია. გახარებულმა მიიჩნია, რომ ეს მამა პაისის საფლავიდან წამოყოლილი ლოცვა-კურთხევის მაუწყებელი იყო. მიწა მოაგროვა და პატარა ყუთში მოათავსა, რომელიც თან ჰქონდა. შემდეგ დაიძინა. დილით, როდესაც გაიღვიძა ხედავს, რომ მიწაზე შროშანია ამოზრდილი. ვინ დარგო ის, ან ვინ მორწყა?

ამ დაეჭვებისა და ურწმუნოების ხანაში ყოველივეს ჩვენ უფალი გვაძლევს, რათა  მისი მადლი შევიცნოთ. სწორედ ამის გამო, გევედრებით, სერიოზულად მოეპყარით სულის ცხონებას. ჩვენი ცხოვრება მიიჩქარის. ის ერთი სიზმარია. მივდივართ, აქ სტუმრები ვართ. ისევე, როგორც მივდივართ ხოლმე დასასვენებლად, დავრჩებით  თხუთმეტი დღე და შემდეგ გავემგზავრებით. სწორედ ასეა ცხოვრებაც. ადამიანი მიდის ამ წუთისოფლიდან. ნეტარია, სამგზის ნეტარი და სამგზის ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც უხილავზე ფიქრობს, ფიქრობს და იღწვის  თავისი სწორი ცხოვრებით იმისათვის, რაც არ ჩანს“.

შინაარსი
სანიშნეები