Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერძნული არქივი | PEMPTOUSIA

ბერძნული არქივი

28 January 2013

ვატოპედის მონასტრის ბერძნული არქივი მოიცავს საბუთებს, საანგარიშო უწყისებს (საბუღალტრო წიგნებს), საარქივო კოდებს, წერილებსა და სხვა მასალას დაწყებული მონასტრის ცხოვრების პირველი წლებიდან  მე-20 საუკუნით დამთავრებული.  შინაარსიდან გამომდინარე,  მასალა სხვადასხვა თემას შეეხება, როგორიცაა: პრივილეგიების მოპოვება, ქონების შემადგენელი ნაწილები და მათი მართვა, ურთიერთობები მთაწმინდის სხვა სამონასტრო დაფუძნებებთან, საძმოს სახელგანთქმულ წევრთა მოღვაწეობა, შიგა ორგანიზაცია და ა.შ. მასალა ქრონოლოგიურად  სამ პირობით  პერიოდადაა  დაყოფილი:  ბიზანტიური (X-XV საუკუნეები), უახლესი (XVI-XVIII საუკუნეები) და თანამედროვე (XIX-XX საუკუნეები).

619-573

 

თესალონიკის არქიეპისკოპოს გრიგოლის წერილი (ივლისი, 1432)

618-572

მთაწმინდის დიდი სულიერი კრების საბუთი, რომელიც ეხება ვადოპედისა და წმინდა იპატიოსის მონასტრებს, აპრილი, 1056 წელი.


616-570web

615-569web

ბიზანტიური არქივი

მონასტრის ბიზანტიური საბუთების რაოდენობა 250-ს აღწევს და, შესაბამისად, მთაწმინდაზე უდიდესი კრებულია. მათ შორის უძველესია ვინმე ბიზანტიელი წარჩინებულის პასკვილის ასლი, რომელიც დათარიღებულია მე-10 საუკუნის შუახანის შემდეგი პერიოდით. ასლი გადმოგვცემს წმინდა მთის სულიერი მეთაურის, პროტოსის, 998 წლის ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება სასაზღვრო დავას ვატოპედის მონასტერსა და სხვა მონასტერს შორის. ეს უკანასკნელი დღესდღეობით აღარ ექვემდებარება მთაწმინდას. მნიშვნელოვანია ასევე საიმპერატორო და საპატრიარქო დოკუმენტები. ყველაზე ძველი საიმპერატორო საბუთია იმპერატორ ნიკიფორე III ვოტანიატის ოქროს ბულას ასლი (1080), ხოლო  უძველესი  საპატრიარქო დოკუმენტია პატრიარქ ისიდორე I-ის საეკლესიო საბუთი (1347).

და მაინც ბიზანტიური დოკუმენტების მნიშვნელოვანი სიმრავლე უკავშირდება მონასტრის  აყვავების ეპოქას (მე-13 საუკუნის ბოლო – მე-15 საუკუნის დასაწყისი) და მოიცავს პალეოლოგოსთა დინასტიის იმპერატორთა ოქროს ბულებსა და ბრძანებებს, სახელმწიფო და საეკლესიო წარჩინებულების საბუთებს, მონასტრის დოკუმენტაციასა და ა.შ.

უახლესი არქივი

მე-16 საუკუნით დათარიღებული საბუთების რაოდენობა საგრძნობლად მცირეა. რაც იმ კრიზისით აიხსნება, რომელიც თან სდევდა მთაწმინდის საზოგადოების ბიზანტიურიდან  თურქ-ოსმალთა ბატონობაში გადასვლას. გარდა ამისა, ცვლილებების შედეგად მრავალი საბუთი ოსმალ მმართველთა მიერ გაიცემოდა და  თურქულ ენაზე იყო დაწერილი. მონასტრის აღმავლობასთან ერთად XVII-XVIII საუკუნეებში იზრდება საარქივო მასალის რაოდენობაც (5000 საბუთი), რაც იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკურ აყვავებასთან ერთად მონასტერმა ოსმალეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე გაითქვა სახელი. გარდა საბუთებისა, ამ პერიოდის დოკუმენტაცია მოიცავს  ეკონომიკურ საანგარიშო უწყისებს (საბუღალტრო უწყისებს), რომელნიც მე-17 საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული უწყვეტად გაიცემოდა ვატოპედის სამდივნოდან და მონასტრის არქივშია დაცული.

თანამედროვე არქივი

მე-19 და მე-20 საუკუნეების საარქივო მასალა განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია (300. 000 საბუთი) და მოიცავს ვატოპედის ბერძნული არქივის უდიდეს ნაწილს. ეს შთამბეჭდავი რიცხვი  მონასტრის სულიერი და ეკონომიკური აყვავებით აიხსნება. ამჟამად ვატოპედი ძლიერი ორგანიზმია, რომელიც უკვე გასცდა უბრალო სამონასტრო დაფუძნების მასშტაბებს და ინარჩუნებს კავშირს უამრავ ადამიანსა თუ ორგანიზაციასთან.

მონასტრის ისტორიისა და, ზოგადად, ელინიზმისათვის, განსაკუთრებით საინტერესოა გამოჩენილი ძმების – გრიგოლი ირინოპოლელის, ანთიმოზ ვატოპედელის (რომელიც ასევე  მონასტრის არქივარიუსი იყო) და არქიმანდრიტ იაკობ ვატოპედელის მრავალრიცხოვანი პირადი არქივები. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე 210 საარქივო კოდიკოსა და 880 ეკონომიკურ საანგარიშო (საბუღალტრო) უწყისს, რომლებიც დაცულია ამ პერიოდის არქივში. კოდიკოებში ინახება ვატოპედელი მმართველებისა და წმინდა კინოტში უფლებამოსილი წარმომადგენლების  შემოსული და გასული დოკუმენტები,  მონასტრის მამასახლისების  პრაქტიკული სხდომების ასლები,  მონაზნების სიტყვები, სტუმრების (მომლოცველების) წიგნები და ა.შ. საბუღალტრო უწყისები აკინძულია ცალკეულ წიგნაკებად, ასევე კოდიკოებად და მოიცავს მთლიან პერიოდს დღევანდლამდე.

არქივის ისტორია

მონასტერში მისი ისტორიის პირველი ათწლეულების დოკუმენტების არსებობა საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ არქივი სწორედ ამ დროიდან იწყებს ფორმირებას. საარქივო მასალა, რომლის შეგროვება სწორედ ზემოთ აღნიშნული პერიოდიდან იწყება, ბიზანტიური სამონასტრო ტიპიკონის შესაბამისად, უნდა ყოფილიყო შენახული საცავსა ან ბიბლიოთეკაში. თუმცა არქივის არსებობაზე პირველ ცნობას გვაწვდის რუსი მოგზაური ვასილი ბარსკიჟი, რომელსაც 1744 წელს არქივი უნახავს საღმრთო ჭურჭლისა და ძვირფასეულობის საცავში, 1901 წელს მასალა გადაუტანიათ ღმრთისმშობლის კოშკში, სადაც დღემდე ინახება. ჩანს, მონასტრის საარქივო მასალა ბიზანტიური პერიოდისთვის უკვე საფუძვლიანად უნდა ყოფილიყო კლასიფიცირებული. სისტემური აღწერისა და კლასიფიცირების პირველი ნიშნები   მე-19 საუკუნის ბოლო წლებით თარიღდება, თუმცა ჩანს, რომ საქმე დაუსრულებელი დარჩა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ახალი წამოწყება (უდიდესი, რომელიც განხორციელდა მთაწმინდაზე) ითავა მონასტრის არქივარიუსმა – ანთიმოზმა ბერდიაკონ ბენიამინის დახმარებით. ორმა მამამ დაალაგა საბუთების ერთი დიდი ნაწილი (დათარიღებული 1645 წლითა და შემდეგი პერიოდით) ქრონოლოგიურ რიგში 150 კოდიკოდ, ძველი და უფრო მნიშვნელოვანი საბუთები კი, რომელნიც განცალკევებით გამოყვეს, განალაგეს თემატურ კატეგორიებად ენების მიხედვით (ბერძნული-თურქული), რომელნიც შესაბამის ხის ყუთებში მოათავსსეს. ამას მოჰყვა განცალკევებული დოკუმენტაციის შინაარსობრივი კატალოგების შედგენა, რაც მოგვიანებით  ვატოპედელმა ბერებმა – ალექსანდრემ და არკადიმ და იღუმენმა – თეოფილემ სრულყვეს.  საბუთების სისტემატიზაციის მოწესრიგება 1959 წლამდე გააგრძელეს მომდევნო არქივარიუსებმა, რასაც შედეგად კოდიკოების რაოდენობის 282-მდე გაზრდა მოჰყვა.

შინაარსი
სანიშნეები