Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ვატოპედის სავანე ორგზის უდიდესია ბერძნულ სასახლეთა შორის | PEMPTOUSIA

ვატოპედის სავანე ორგზის უდიდესია ბერძნულ სასახლეთა შორის

28 January 2013

რათა კალმის ერთი მოსმით პირნათლად შევასრულოთ ამ წმინდა სავანის სიდიადის აღწერა, თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ვატოპედი არის ორგზის უდიდესი ბერძნულ სასახლეთა შორის.

Απόσπασμα από το έργο: «Περιήγησις εις τάς ιεράς μονάς του Αγίου Όρους και της Χαλκιδικής Χερσονήσου»Υπό Γ.Α. Νικολόπουλου, διευθυντού του εν Αθήναις αναγνωστηρίου.Αθήνησιν 1874.

………. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ მონასტერი ზღვის მახლობლად მდებარეობს და სანაპიროდან ცოტაოდენი მანძილით თუ არის დაშორებული, რადგან  თითქმის ზღვის ნაპირის გაყოლებაზე იკვეთება მაღალი და დაბალი სახლებით სავსე პატარა ადგილი. სანაპიროზევეა მოთავსებული მონასტრის გემების სარემონტო, სამჭედლო საამქრო, სასაპალნე საქონლის საკვები პროდუქტების დიდი საწყობი, მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი ოთახები, მეთევზეთა მშვენიერი სახლები, ტაძარი და სხვა. როგორც ნავსადგური და ასევე ნავმისადგომი არ არის მოკლებული გემების ჩამოტვირთვისა და ატვირთვისათვის საჭირო საკმაოდ კარგ და გაადვილებულ საშუალებებს.

………სანაპიროდან მონასტრის მთავარ ჭიშკრამდე ფართე საეტლე სავალი გზა მიუყვება. მონასტრის მარჯვენა მხარეს აგრეთვე არის მშვენიერი გზა, რომელიც სასეირნოდ გამოიყენება, მწვანეშია ჩაფლული და დანარჩენი სიბრტყისაგან ჩვეულებრივზე უფრო მაღალი ჭადრებითაა შემოსაზღვრული.

……….როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, ამ მონასტერს სიდიადე და სიმდიდრე კონსტანტინე დიდის მიერ ჰქონდა მინიჭებული, შემდეგ კი ის იულიანე განდგომილს გაუნადგურებია. მოგვიანებით, გაძარცვული (გაუკაცრიელებული) მონასტერი იმპერატორმა თეოდოსიმ აღადგინა. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც მშენებლობის მიზეზი თეოდოსის ვაჟი, არკადი, გახდა. უფლისწული რომიდან გემით ბრუნდებოდა, როდესაც ამ ადგილამდე მიუღწევია, ხომალდს ჩაძირვა დაუწყია და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მეოხებით  მხოლოდ მას დაუღწევია თავი გარდაუვალი სიკვდილისაგან, იგი  ბუჩქის ძირში უპოვიათ, სწორედ აქედან მომდინარეობს ვატოპედის სახელწოდებაც  (ბერძნულად βάτος  ბუჩქს ნიშნავს, ხოლო παίδιον – ბავშვს ან ყმაწვილს, აქედან ბუჩქის ბავშვი). ვატოპედის მონასტრის შესასვლელი არ არის ესოდენ დიდებული, როგორიც ესფიგმენის მონასტრისა, თუმცა, ამის გარეშეც, თვალსაჩინოა მისი სიდიადე, რადგან საკმარისი მანძილიდანაც შეიძლება შევნიშნოთ  მისი  გუმბათოვანი და ქვით მოკირწყლული სახურავი.

………მონასტერი სამკუთხედის ფორმისაა, მისი ეზო დაქანებული და მოკირწყლულია. მონასტრის ჩრდილოეთის მხარეს ლაზარეთია, იგი ერთადერთი დაწესებულებაა, რომლის ფასადი სამხრეთისკენაა მიმართული

. . . . . ლაზარეთი 25 ფართო, საკმაოდ სუფთა ოთახისგან შედგება. აფთიაქი აღჭურვილია თითქმის ყველანაირი მედიკამენტით და აუცილებელი სამედიცინო მოწყობილობით, აქ არიან  ექთნები და მომსახურე პერსონალი. პერიოდულად აქ მოღვაწეობენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე გამოცდილი ექიმები.  ეს დაწესებულება დაყოფილია საავადმყოფოდ და მოხუცებულთა თავშესაფრად.

………მონასტრის უზარმაზარი შიდა ეზოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს კათოლიკონი (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი), რომლის გუმბათები ეყრდნობა გრანიტისგან გამოთლილ დიდ ბოძს. მონასტრის სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 145 ნაბიჯია, მისი  სამივე ფრთის სიმაღლე კი, გალავანში  ქვევით  არსებული კელიებით თითქმის 150 მეტრს შეადგენს! კათოლიკონის სიდიადე (სიმდიდრე) ვერცხლისა და ოქროს ჭაღების ელვარებაშია გამჟღავნებული, სასანთლეები და კანდელები ისეთი მდიდრულია, რომ მათ დაწვრილებით აღწერას თავს ავარიდებ, რადგან ვშიშობ გაზვიადებაში (გადაჭარბებულობაში) არ ჩამითვალონ.   იგი სამი ნაწილისგან შემდგარი კომპლექსია, როგორც შიდა, ისე გარე მხარეს (კედლები) შემკულია ბრწყინვალე (მანათობელი) და სიცოცხლით აღსავსე უდაოდ ბიზანტიური ეპოქის ხატებითა და ფრესკებით.

……კათოლიკონის სტოაში აღმართულია ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც, გადმოცემის თანახმად,  ოდესღაც  ერთმა შეურაცხადმა მონაზონმა სახეზე დანა დაარტყა, ღმრთისმშობელს სისხლი წამოუვიდა, რომლის ნაკვალევი მარცხენა ლოყაზე დღესაც ატყვია. მონაზონის მარჯვენა, რომელმაც სიწმინდე შეურაცხყო, თითქმის გაუხრწნელად არის  დარჩენილი, რადგან საშინელი ცოდვის გამო ის არც მიწად იქცა და არც უკვდავად. ეზოში კათოლიკონის მოპირდაპირე მხარეს  განთავსებულია ეგრედ წოდებული დიდი სასადილო,  საერთო სატრაპეზო. მისი სიგრძე 40 ნაბიჯს უდრის, ხოლო სიგანე 18 ნაბიჯამდე აღწევს. ეს სატრაპეზო დაახლოებით 1761 წელს განაახლეს. მისი ყოველი მხარე  დიდი მოცულობის ფრესებითაა გამშვენებული. სატრაპეზოში ორ წყებად დაწყობილი 29 მარმარილოს მაგიდაა, ხოლო სიღრმისკენ, რომელიც საკურთხევლის ფორმას იმეორებს, მდებარეობს ნახევარსფეროს ფორმის მარმარილოს მაგიდა, რომელიც წინამძღვრებისთვის და მაღალი სასულიერო იერარქებისათვისაა განკუთვნილი. სასადილოს მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ძალიან დიდი სამზარეულო და ზეითუნის ზეთის საწყობები (მკითხველს თავად შეუძლია  წარმოიდგინოს, თუ რა მოცულობისაა ზეითუნის ზეთის შესანახი ჭურჭლები). ჟამნის მახლობლად,   არსებობს ფიალა , რომელიც 17 მარმარილოს კოლონითაა გარშემორტყმული!

……..აღმოსავლეთით მდებარეობს სადურგლო სახელოსნო, სადაც ათი საერო ხელოსანი და ათიც მათი შეგირდი მონაზონი მოღვაწეობს. ეს უკანასკნელნი ხელობას სწავლობენ. სადურგლო საამქროში განსაკუთრებულ ნივთებს ამზადებენ, რომლებიც მონასტრის საჭიროებისათვის არის გამიზნული. სავანის სამი მხარე (ფრთა, ფლანგი) ოთხი და ხუთი მაღალი სართულისგან შედგება! როგორ არ უნდა იყვნენ მამები ღმერთთან დაახლოვებულნი, ისინი ხომ ასეთ სიმაღლეზე ცხოვრობენ? მის ფლანგებს შორის მდებარეობს ძალზე მდიდარი და სიწმინდეებით შესაფერისად შემკული 23 შედარებით მცირე ტაძრი და ეკვდერი.

………. მონასტერი იდიორითმულია – განმარტოებითი ცხოვრების წესის მიმდევარია. მაშასადამე იღუმენთა დარბაზი (ანუ სათათბირო) არ არსებობს, არსებობს სინოდიალური დარბაზი, რომელიც არაჩვეულებრივადაა შემკული და მოიცავს იმპერატორთა და სხვადასხვა მბრძანებლის დიდი მოცულობის გამოსახულებებს. დიდმა აღფრთოვანებამ და სიხარულმა შემიპყრო, როდესაც ვიხილე მათ შუაში განთავსებული საბერძნეთის მეფის – გიორგის საყვარელი და სათაყვანებელი გამოსახულება, ასევე ჩვენი მშვენიერი და  ახაგაზრდა დედოფალი ოლგასი!

……….წამით დავიჯერე, რომ წმინდა მთა და მთელი მაკედონია დამოუკიდებელი საბერძნეთია.

……… მშვენიერი სინოდიალური დარბაზის და ასევე სხვა ოთახების შემდეგ, მდებარეობს ეგრედ წოდებული სტუმართა მისაღები ოთახი (”არხონდარიკი”), რომელიც არ გამოირჩევა სიმდიდრით, თუმცა ძალიან ფართო და საკმაოდ სუფთაა. მონასტერში სტუმრებს  უხვი და მდიდრული ტრაპეზით უმასპინძლდებიან და დასაძინებლად კი  კარგად მოწყობილ ოთახს სთავაზობენ.

……… ყოველთვის, როცა საშუალება მეძლევა, უდიდეს მადლიერებას გამოვთქვავ წმინდა მამების მიმართ, ჩემს ქებას აღემატება, თუ როგორი განურჩეველი პატივით ეგებებიან ისინი როგორც ბერძნებს, ისე ყველა სტუმარს.  მათი ყოველი ქცევიდან გამომდინარე ისინი მადლიერებას იმსახურებენ და მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საუბედუროდ მანასტერში ხშირად არ მიდიან მათი თვისტომნი. მონასტრის შვიდი მაღალი კოშკიდან ერთ-ერთში  ჩინებული ბიბლიოთეკაა განთავსებული.

………საეკლესიო ლიტერატურის და ასევე სხვა მრავალი მნიშვნელოვანი წიგნის ეს საგანძური კოშკშია განთავსებული. წიგნები 12  შუშისგან დამზადებულ თხელ ყუთშია მოთავსებული, რომელიც ფართო ოთახში თანმიმდევრობითაა დაწყობილი. ყუთებს ზედამხედველობას ორი ადამიანი უწევს. არსებობს შიდა და გარე საცავი. შიდა საცავი პერგამენტზე ხელნაწერი, მრავალრიცხოვანი საეკლესიო წიგნებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მეცხრე საუკუნემდეა დათარიღებული. ამ წიგნების უმრავლესობას შემოუნახავს მრავალრიცხოვანი, დიდი ღირებულების მქონე ხატები, რომელზეც დაკვირვება დიდ აღფრთოვანებას იწვევს, თუნდაც იმიტომ რომ ამდენი საუკუნის განმავლობაში მათ კვლავ შენარჩუნებული აქვთ მაღალი ხარისხის ცოცხალი ფერები. გარე საცავი მოიცავს  ბერძნული ფილოლოგიისა და საეკლესიო ისტორიის უამრავ ბეჭდურ გამოცემას. თხზულებათა სრული კრებულის წიგნები მოოქროვილია და კარგადაა შენახული. ბიბლიოთეკის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია მაგიდა, რომ მსურველი გაეცნოს მათთვის საინტერესო წიგნს. დახვეწილი გემოვნებით განლაგებასა და მათზე ზრუნვას თავისი  მიზეზი აქვს, ჭეშმარიტად ქების ღირსია ბერი მისი უწმინდესობა ნეოფიტე, რომელიც ასევე გახლდათ ვატოპედის მონასტრის ოფიციალური წარმომადგენელი  კარიესში. აქედან მოყოლებული მონასტრის ეს ბიბლიოთეკა ძველად და სახელოვნადაა  მიჩნეული. ახლა კი კვლავ დიად  კათოლიკონს (მთავარ, საკრებულო ტაძარი) მივუბრუბდეთ და მივყვეთ მის წმინდა ნაკვალევს, სადაც ბრილიანტით შემკულ სკივრებში წმინდნთა ძვირფასი ნაწილები ინახება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის წმინდა და პატიოსანი სარტყელი, ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილი და იასპი (იმპერატორ არკადის სასმისი). თუმცა, კვლავ უნდა აღვნიშნო, რომ ეს მართლმადიდებლური რელიქვიები მრავალფეროვან, ძვირფასი ქვასთან  ერთდ მითიურ და სულიერ  სიმდიდრეს ამზეურებს. მათი სიკაშკაშე და სიდიადე თვალის მომჭრელია.

………. ასევე ფართო პალატში ინახება  კათოლიკონის მრავალრიცხოვანი ვერცხლის ტალანტების აღჭურვილობა, მათ შორის არის წირვის შემდეგ სეფისკვერების დასარიგებლად განკუთვნილი ვერცხლის წმინდა სინები თავისი სასმისებით, რომლებიც ჩვეულებრივზე უფრო დიდი, მოოქროვილი და ბრილიანტებითაა შემკობილი. მრავალი პატიოსანი ქვით შემკული წმინდა სახარება, სხვა უამრავი  ნივთი, რომლის აღწერისთვის ადგილი არ გვეყოფა. იქ ასევე შესაძლებელია  შესამოსლების დიადი  სიმდიდრის ხილვა.

………მონასტერში განთავსებული ოთახების რაოდენობა 1600-მდე აღწევს. როგორც ხედავთ, ერთი მთლიანი ქალაქივითაა, რომელშიც განმარტოებით 400 მონაზონი მოღვაწეობს, მათ შორის ზოგიერთი მონასტრის სკოლაში სწავლობს, სხვა მონასტრის სამიწათმოქმედო სამუშაოებით არიას დაკავებული და ამ საქმიანობით ფინანსური სარგებელიც კი  მოქვს.  როგორც უკვე აღვნიშნეთ ვატოპედის მონასტერი არ არის კინოვიური – საერთო საცხოვრისის ცხოვრების ტიპის მიმდევარი,  არამედ იდიორითმულია – განმარტოებითი ცხოვრების წესის მიმდევარია. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობენ დიდგვაროვანთა წრის წარმომადგენელი მონაზვნები, რომლებიც დიდ ქონებას ფლობენ, ისინი არა მხოლოდ თავიანთ გაჭირვებულ ნათესავებს ეხმარებიან, არამედ – მრავალ უცხოსაც, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

……..მონასტერს დიდი რაოდენობით ჰყავს ხარები, ცხვრები, სხვა საქონელი და სასაპალნე ცხოველები, რომელთაც საერო ხალხი უვლის, რისთვისაც მონასტერი მათ კვებავს და ასევე ხელფასს უხდის.

…….. უპოვარნი წმინდა მთის უახლოესი სოფლებიდან პერიოდულად გროვდებიან სავანის კარიბჭესთან, რეგულარულად იღებენ თავიანთ სარგო საკვებს. მონასტერს  მამები ანტონი, იაკობი და პანკრატი მართავენ. ისინი  გონიერნი, განათლებულნი, სამშობლოს მოყვარულნი, ყოველთვის თავაზიანნი და მოსიყვარულენი არიან. ვსარგებლობ შემთხვევით და ამ წმინდა მამების მიმართ გამოვთქვავ  უსაზღვრო მადლიერებას იმ სტუმართმოყვარეობის გამო, რაც მათ ჩემს მიმართ გამოიჩინეს. ნებისმიერი სტუმარს ეს წმინდა მამები მათი ჩასვლისა და წასვლის დროს სხვადასხვა საეკლესიო საჩუქრებს  უძღვნიან როგორიცაა, მაგალითად ხატები, საუკეთესოდ დამზადებული სურნელოვანი საკმეველი, ნაკურთხი წყალი, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის კანდელის ზეთი და მრავალი სხვა . . .

 გ. ა. ნიკოლოპულოსი, მთაწმინდის წმინდა სავანეთა და ხალკიდიკის  ნახევარკუნძულის აღწერა, ათენი, 1874 წელი. 

გ. ნიკოლოპულოსი, ათენში ბერძნული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზის დირექტორი, წმინდა მთის წმინდა საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მონასტრების უბრალო მომნახველს სთავაზობს მეტად საჭირო, აღწერითი ხასიათის გზამკვლევს. ეს მონასტრებია: ესფიგმენის, ვატოპედის, კუტლუმუსის, ივერთა, ქსიროპოტამის, წმინდა პანტელეიმონის და წმინდა ანდრიას რუსული სკიტესი. მწერალი მოკლედ აღწერს არქიტექტურას, მოკაზმულობას, ისტორიულ საფუძველს, მონასტერთა შორის არსებულ მანძილს, ბუნებრივ ადგილ-მდებარეობას, სამონასტრო ტიპიკონსა და მთაწმინდელი მონაზნების ყოველდღიურ საქმიანობას. ასევე შეეხება მონასტრის მეტოქებთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხსაც. წიგნის ისტორიული ღირებულება ძირითადად მის მეორე ე.წ. „პოლიტიკურ ნაწილში“ ჩანს, სადაც განხილულია რუსთა მცდელობა, „ელინიზმის დამორჩილების“ მიზნით, წმინდა მთაზე რუსი მონაზნების დასახლებისა. უდიდესი სლავური საზოგადოება გაერთიანებულია პანტელეიმონის მონასტერში 400 რუსი მონაზონის სახით და მეორე გახლდათ წმინდა ანდრიას სკიტე, სადაც 200 რუსი მონაზონია ჩამოასახებული. მწერალი კიცხავს საბერძნეთის პოლიტიკურ მოღვაწეებს, მათ გულგრილობაში სდებს ბრალს და სიფხიზლისკენ მოუწოდებს, „რათა არ ჩაქრეს ბერძნული ცივილიზაციის ვარსკვლავი“.

მე-20 საუკუნის დასაწყისის ფოტოსურათი, ეკუთვნის მთაწმინდის ფოტოარქივს

 წყარო: აგიორიტიკესმნიმეს 

შინაარსი
სანიშნეები