Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
თურქ-ოსმალთა ოკუპაციის პერიოდი და უახლესი წლები | PEMPTOUSIA

თურქ-ოსმალთა ოკუპაციის პერიოდი და უახლესი წლები

28 January 2013

XV-XVI საუკუნეები

თურქ-ოსმალთა ბატონობა მთაწმინდაზე საბოლოოდ 1423-24 წლებში დაიწყო, რასაც, მიუხედავად მისი თვითმმართველობის მიმართ  დამპყრობლის პატივისცემისა  და მონაზნებისათვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭებისა, მისთვის უარყოფითი ეკონომიკური შედეგები მოჰყვა. წარმოქმნილი  ადმინისტრაციული რღვევების მიუხედავად, ვატოპედი მე-16 საუკუნემდეც კი ცდილობს შეეწყოს თურქ-ოსმალთა სახელმწიფოს ახალ მოცემულობას, გადაირჩინოს თავი და ამავე დროს პოვოს განვითარება.

ამგვარი პრობლემების მიუხედავად, ვატოპედი კვლავ წარმოადგენს დიდ მონასტრულ  დაფუძვნებას  და ცდილობს შეინარჩუნოს თავისი დიდება, რომელმაც, როგორც ჩანს, წააქეზა 1456 წელს ესპანეთის მეფე ალფონსო, რომ რაღაც ხერხებით ეკონომიკურად მხარში ამოდგომოდა მონასტერს. იმ სიდიადითა და სანდოობით რომელსაც ასხივებდა მონასტერი, გამომჟღავნდა, რომ მისი ფესვებიდან სულიერად იშვა მრავალი მღვდელმთავარი.  კონკრეტულად, მე-15 საუკუნის შუა ხანებიდან მრავალი ვატოპედელი მონაზონი იკავებს მაღალ საეკლესიო თანამდებობას როგორც, მაგალითად, ვატოპედელი იღუმენი მანასე, რომელიც ხდება მსოფლიო პატრიარქი მაქსიმეს სახელით, ასევე პირიქით, მრავალმა განშორებულმა მღვდელმთავარმა თავი შეაფარა ვატოპედს როგორც, მაგალითად, თესალონიკის მიტროპოლიტმა მაკარმა. ამ ხერხით მონასტერი ინარჩუნებდა კავშირებს არისტოკრატიასთან, მსგავსად ბიზანტიის პერიოდისა, თუმცა ამჟამად  საქმე შეეხებოდა არა საერო,  არამედ საეკლესიო არისტოკრატიას

ამ საქმიანობათა წყალობით მონასტერმა  შესაფერის განვითარებას მიაღწია, თუმცა ეს არ გამოხატულა  ანალოგიურ სამშენებლო საქმიანობაში. ხოლო პირიქით, მისმა ეკონომიურმა წინსვლამ ასახვა პოვა მონასტრის განძთსაცავის აღწერაზე 1596 წელს.

საბოლოოდ, როგორც ჩანს  XV-XVI საუკუნეებში შემოქმედებითი საქმიანობა მონასტერში  შედარებით ჰიპოტონიურია – მდოვრეა. თუმცა, მე-16 საუკუნის შუა ხანებში უაღრესად განათლებული და სათნო ბერის – წმინდა მაქსიმე ბერძენის (გრეკის) გამოჩენა, რომელიც მოგვიანებით რუსეთის ქრისტიანი ხალხის განმანათლებელი და საეკლესიო წიგნების სახელგანთქმული მთარგმნელი გახდა, მოწმობს, რომ ვატოპედში  საკმაოდ დიდი ცოცხალი – მებრძოლი ძალა და მნიშვნელოვანი სულიერი ცხოვრება არსებობდა.

XVI საუკუნე – 1830 წელი

მე-16 საუკუნის ბოლოდან 1821 წლამდე ვატოპედის მონასტრის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, იზრდება მისი ავტორიტეტი, ხოლო მისი სულიერი სიდიადე მთელ აღმოსავლეთში ხდება ცნობილი. რაც თავიდანვე მოწმობს, რომ ეს წინსვლა  გამომდინარეობს რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირით, ასევე დუნაისპირა სახანოებში (რუმინეთში) არსებული და განლაგებული  დიდი მეტოქეები, უმოკლეს დროში მონასტერს ფინანსურად უძლიერესსა და სახელოვანს გახდიან.

მე-17 საუკუნის შუა პერიოდიდან ამ მეტოქებს მართავენ უფლებამოსისლი წარმომადგენელი მღვდელმთავრები, რომელნიც 1768 წლიდან  ირინუპოლის და ვატოპედის მიტროპოლიტის სატიტულო სახელს ატარებენ. ისინი, გარდა მშრალი მმართველობითი მოღვაწეობისა, ეწევიან ასევე სხვადასხვა საქმიანობას, რაც ხშირად მიზნად ისახავს საბერძნეთის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, როგორც  აუცილებელ პირობას ბერძნების განათლების, გამტკიცებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში.

თურქ-ოსმალთა ბატონობის დროსაც კი ვატოპედი არამარტო რუმინეთში ფლობს მრავალ მონასტერსა და მიწებს. მთელი შემოსავალი კი ზრდის მის სიმდიდრეს, რასაც თან სდევს მისი სულიერი გავლენის გაზრდა.

მონასტრის ეკონომიური აყვავება ასევე აირეკლება მის შიგნით განხორციელებულ ფართო სამშენებლო საქმიანობაში, რომელიც შეწყდა 1821 წლის აჯანყების დროს. შენობათა აღმშენებლობის (აღდგენის), გაფართოებისა და განახლების პროცესებში და, ასევე, მხატვრული ქმნილებების შექმნა-დახვეწაში წამყვანი დიდი როლი მონასტრის იღუმენებსა და დუნაისპირა მონასტრების ყოფილ იღუმენებს მიუძღვით.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვატოპედის მონასტრის კეთილდღეობა და სახელი, თუმცა უფრო მეტად იქ მოღვაწე მამების სულიერი დონე, განმარტავს მრავალი მღვდელმთავრისა და სწავლულის მონასტერში ყოფნას, რომელნიც, ისევე, როგორც უწინ, ცდილობდნენ  ეპოვათ ქრისტიანული აღსასრული და უსაფრთხო სიბერე ამა სოფელსა შინა. მათ შორის სახელდებიან ყოფილი პატრიარქებიც, მაგალითად კონსტანტინოპოლის პატრიარქი კიპრიანე (1714 წლის შემდეგ) და ალექსანდრიის პატრიარქი გერასიმე II პალადასი (1714). ვატოპედის მონასტრის ძლიერი სულიერი მოღვაწეობა ჩანს ასევე 1748-49 წლებში ვატოპედელი მამების მიერ მონასტერთან ახლოს ათონიადას აკადემიის დაარსებით, ასევე იმავე საუკუნეში ვატოპედის წმინდა დიმიტრის სკიტეში თავი მოიყარა ”კოლივადების მოძრაობის” (XVIII ს-ში დაწყებული მარლმადიდებლური ტრადიციების დაბრუნებისა და მათი ზედმიწევნითი დაცვის მომხრეთა მოძრაობა) მონაწილეებმა.

ირინუპოლის მიტროპოლიტ გრიგოლი ვატოპედელის ბეჭედი (1802 წელი), რომელიც მართავდა ვატოპედის მეტოქებს რუმინეთში

აღსანიშნავია, რომ ვატოპედის მონასტრისთვის  არც ამ პერიოდში შეინიშნებოდა სიძნელეების სიმცირე, ეს გამოწვეული იყო ვალებითა და მეკობრეების თავდასხმებით, რომელთაც მე-17 საუკუნეში დიდი ზიანი მიაყენეს მთაწმინდას, თუმცა, ძირითადად – აჯანყებით, რომელმაც 1821 წელს იფეთქა მაკედონიაში ემანუილ პაპას თაოსნობით. აჯანყების წარუმატებელ დასასრულს რეგიონში თან მოჰყვა  დიდი ზიანი  და შურისძიებები მთელი წმინდა მთისთვის (დამატებითი გადასახადების დაწესება, მონასტერში თურქი მებრძოლების გადმოყვანა და ა. შ.), აჯანყების შედეგები ვატოპედის სავანესაც უმძიმეს ფასად დაუჯდა.

1830 წელი – XX საუკუნე

ის პრობლემები, რომლებიც 1821 წლის მაკედონიის უიღბლო აჯანყებას მოჰყვა შედეგად, 1830 წელს მთაწმინდიდან თურქთა წასვლის შემდეგ მოგვარდა. აქედან მოყოლებული ერთი საუკუნის განმავლობაში ვატოპედი ცდილობს დაუბრუნდეს თავის წარსულ სიდიადეს  საუკეთესო ძველი  ქონების  შემადგენელი ნაწილების შემომტკიცებითა და სხვა ახლის დამატების საშუალებით. ახალი აღმავლობა თავს იჩენს, როგორც აღდგენით, ისე გაფართოების მიზნით წამოწყებულ უამრავ სამშენებლო საქმიანობაში, ასევე  –  სხვა მხატვრულ და სულიერ ინტერესებში.

სავანის შიდა ნაწილის (შიდა ეზოს) ლითოგრაფიული ნაწილობრივი გამოსახულება, 1835 წელი (Davidov, 1839)

ამ პერიოდის კეთილდღეობა ამართლებს იმ დიდ ეკონომიკურ დახმარებას, რასაც ვატოპედელები უწევდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებას, მათგან აღსანიშნავია არქიმანდრიტ ანანიას თაოსნობით გაწეული დახმარება ათენის უნივერსიტეტსა და ერის დიდი  სკოლის მიმართ, ამავე დროს თავად მონასტრის შიგნით 1870 წლამდე მოქმედებდა სკოლა. ამასთანავე, მონასტრის ძირითადი ინტერესი (საბერძნეთის, ბერძენი ხალხის მიმართ) მისი სიმდიდრის სახელთან შედარებით, იყო მისი განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითიც შეინარჩუნა თავისი დიდება.  ამ თვალსაზრისით ალბათ მნიშვნელობას მოკლებულად არ უნდა ჩაითვალოს ის, რომ მონასტერში ჩატარდა ზოგადსამართლმადიდებლო კომისიის პირველი სხდომები 1930 წელს.

სავანის ძირითადი ხედი აღმოსავლეთიდან. სევასტიანოვის ფოტო (1857-1860 წწ.)

კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) ეზოს სამხრეთით განთავსებული შენობების ფოტო. სამრეკლოს მარჯვნივ შენობა არის ძველი სამზარეულო, რომელიც დაინგრა 1894 წელს (Riley 1883)

არქიმანდრიტ ანანია ვატოპედელის ბეჭედი (1859 წ.), როდესაც იგი მოლდოვის მეტოქებში მონასტრის მთავარი უფლებამოსილი წარმომადგენელი (მმართველი) იყო

 

ლითოგრაფიული დაფა (ფირფიტა), 1879 წელი

69-47

ბეჭდის ფრაგმენტი

სატრაპეზო – წინამძღვარის ტრაპეზი, სავანეში კინოვიური – საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის შემოღების და იღუმენის არჩევის დღე (29 აპრილი, 1990 წელი). მარცხნიდან: ქრისოსტომოს როდოსტოლელი, პავლე ვერიელი, გერმანე თეოდორუპოლელი, ვატოპედის მონასტრის იღუმენი – ეფრემი, ქრისოსტომოს კიტიელი, ქრისტოდულე დიმიტრიადოელი და პროტოსი თეოკლიტე დიონისელი.

შინაარსი
სანიშნეები