Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
თურქ-ოსმალური არქივი | PEMPTOUSIA

თურქ-ოსმალური არქივი

28 January 2013

ხუთი საუკუნის განმავლობაში (მე-15 საუკუნის დასაწყისიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე), მაშინ, როდესაც მთაწმინდის საზოგადოება თურქ-ოსმალთა ბატონობას განიცდიდა, სახელმწიფო დოკუმენტები  თურქულ ენაზე იწერებოდა, რასაც მოწმობს მონასტრების არქივებში შემონახული წერილობითი ძეგლები, რომელნიც შეეხება მონასტრის საკითხებსა და მის მეტოქეებს.  ვატოპედის მონასტრის თურქ-ოსმალური არქივი  ერთ-ერთი უდიდესია მთაწმინდაზე. იგი  სხვა ტიპის დოკუმენტებთან ერთად მოიცავს: შესყიდვებს, უძრავი ქონების შემოწირულობებს, ცნობებს გადასახადების აკრეფის შესახებ, ნაგებობათა აშენება-აღდგენის ნებართვებსა და სხვა.

უდიდეს ინტერესს იწვევს მონასტერში დაცული სულთნის 150 ფირმანი  (ბრძანება), რომელიც გაიცა ადმინისტრაციული და საგადასახადო საკითხებისათვის. მათ შორის უძველესი დათარიღებულია 1405 წლით (ასლის სახით), თუმცა  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სულთან მურატ II-ის ფირმანს (1425 წ), რომელშიც აღიარებულია ის განსაკუთრებული უფლებები, რომლებიც მინიჭებული ჰქონდა მეჰმედ I-ს ვატოპედისათვის. იმავე კატეგორიას მიეკუთვნება  განწესების დოკუმენტები (ბერატები) ექვსი მღვდელმთავრისა, რომელნიც მოგვიანებით, სამღვდელმთავრო მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, ვატოპედში დაეუყუდნენ.  მათ შორის გამოირჩევა ალექსანდრიის პატრიარქის – გერასიმეს განწესების დოკუმენტი (ბერატი) და გრიგოლ ანდრიანოპოლელის (წინანდელი სტრომნიცის) ორი ბერატი.

ხშირად გვხვდება ასევე „ხოჯეტები“, ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებანი ვატოპედის მონასტრის სხვადასხვა, ძირითადად  კი  ქონებრივ მოთხოვნაზე. უძველესი „ხოჯეტი“ თარიღდება 1474 წლით და შეეხება სერბეთის მთავრის გეორგი ბრანკოვიჩის ქალიშვილის – მარას მიერ ვატოპედის მონასტრისთვის შემოწირულ სახლს კონსტანტინოპოლში. 500 მათგანი შეეხება ვატოპედისათვის დაკისრებული სულებრივი გადასახადის (ხარკის) ქვითრებს. ხარკთან დაკავშირებული საბუთები მოიცავს პერიოდს 1691 წლიდან 1839 წლამდე, იმ პერიოდამდე, სანამ ამ ტიპის გადასახადი არ  გაუქმდა. ასევე დიდი რაოდენობით გვხვდება თურქ-ოსმალური ხელისუფლების მიერ დაწესებული სხვადასხვა გადასახადის (დესეტინას, წვრილფეხა რქოსანი საქონლის, ბაჟის გადასახადები და ა.შ.) გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. ამის საპირისპიროდ, მცირეა, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწყვეტები საიმპერატორო მამულების დაწვრილებითი აღწერილობიდან, რომელშიც მოიხსენიება ვატოპედის მამულები და ჩამოთვლილია ამ მხარის პოლიტიკურ-სამხედრო მმართველების განკარგულებები. გარდა ყოველივე ამისა, თურქ-ოსმალურ არქივებში დიდი რაოდენობითაა დაცული სხვა დოკუმენტები (მოწმობები, პასპორტები, წერილები და ა.შ.).

სულთან მურატ II-ის 1426 წლის ფირმანი, აღიარებულია ის უფლებები, რომელნიც მიანიჭა მთაწმინდას  მამამისმა მეჰმედ I-მა

„ქალბატონი, მთავრის ქალიშვილი“, როგორც მოიხსენიება თურქულ წყაროებში მარა, სერბი მთავრის გეორგი ბრანკოვიჩის ქალიშვილი და მურატ II-ის მეუღლე, საჩუქრად გადასცემს ვატოპედის მონასტერს სახლს კონსტანტინპოლში, 1474 წელს. საბუთი დაწერილია არაბულად. ფურცლის მეორე გვერდზე მიწერილია: „ქალბატონის გულმოწყალება  ვატოპედისათვის   ქალაქში (კონსტანტინოპოლში)“

ფირმანი ხალკიდიკის სითონიას სოფლების გადასახადებისაგან გათავისუფლების შესახებ (დეკემბერი, 1795 წელი).

ვეზირ მეხმედ ემბუ ლუმბუტის ბრძანება (ბუღიურნდი), რომლის მიხედვით, ამნისტია მიენიჭათ ვატოპედის მონასტრის მონაზნებს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს 1821 წლის აჯანყებაში და მათ ნება დაერთოთ  მონასტერში დასაბრუნებლად.

ნებართვა მონასტერში დაბრუნებისა  ვატოპედის მონასტრის 28 მონაზონს, რომელთაც მონასტერი 1821 წლის აჯანყების გამო დატოვეს.

(მარცხნივ). დამოწმებული ბრძანების ასლი მონაზონ გრიგოლის სტრომნიცის მიტროპოლიტად  დანიშვნის შესახებ, 8 აგვისტო, 1818 წელი. (მარჯვნივ) შეთანხმების ასლი თუ რა პრივილეგიები მიანიჭა მუჰამედმა სინას მთაზე მოღვაწე მონაზნებს 623 წელს.

მიტროპოლიტ გრიგოლ სტრომნიცის განწესების დოკუმენტი (ბერატი) ანდრიანოპოლელ მიტროპოლიტად, მიტროპოლიტ გერასიმეს გარდაცვალების შემდეგ.  2 ივნისი, 1830 წელი.

შინაარსი
სანიშნეები