Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
„ნურაფრის გამო დაკარგავთ იმედს“ | PEMPTOUSIA

„ნურაფრის გამო დაკარგავთ იმედს“

28 January 2013

ჩვენი ცხოვრების მიზანია გავხდეთ სრულყოფილნი და წმინდანნი. შევიქნათ ღმრთის შვილებად და ზეციური სამშობლოს მემკვიდრეებად. მოდით დავფიქრდეთ, იქნებ  ცხოვრების აწმყო მიზეზით, ვკარგავთ მომავალს, იქნებ, ცხოვრებისეული წუხილი, დარდი და საზრუნავი გვავიწყებს ჩვენი სიცოცხლის მიზანს.

ag-nektarios

თავისთავად მარხვა, მღვიძარება და ლოცვა ვერ გამოიღებს სასურველ ნაყოფს, რადგან ისინი არ წარმოადგენენ ჩვენი ცხოვრების მიზანს, არამედ იმ საშუალებებს, რომლითაც შესაძლებელია მიზნის მიღწევა.

აავსეთ თქვენი ლამპრები სათნოებით. იბრძოლეთ, რათა თავი დააღწიოთ სულის ვნებებს. გაიწმინდეთ  გული ყოველგვარი ჭუჭყისაგან და შეინახეთ ის უმწიკვლოდ, რათა მოვიდეს და თქვენში დაიდოს ბინა უფალმა, რათა მოგეფინოთ სულიწმინდის მადლი და მოგენიჭოთ ღმრთიური წყალობა.

ჩემო საყვარელო შვილებო, მთელი თქვენი საქმიანობა და ზრუნვა ამას მიუძღვენით. ეს იყოს თქვენი მიზანი და უწყვეტი სწრაფვა. ყოველივე ამას ევედრეთ უფალს. ყოველდღიურად შეჰღაღადეთ ღმერთს თქვენს გულებში და არა მის მიღმა. და როდესაც  იპოვნით შემოქმედს, შიშითა და კრძალვით შეჩერდით, როგორც ქერუბიმები და სერაფიმები, რადგან თქვენი გული ღმერთის საბრძანებელ ტახტად იქცა. მაგრამ, იმისათვის, რომ სამყაროს მბრძანებელი იპოვოთ, თავი მიწამდე დაიმდაბლეთ, რადგან უფალი არ ცნობს ქედმაღლებს, ხოლო თავმდაბალნი უყვარს და მათ გულებში შედის.

თუკი სათნოებებისთვის იღვწი, ღმერთი ძალას შეგმატებს. ბრძოლაში კი თავს იჩენს ჩვენი სისუსტეები, ნაკლი და შეცდომები. ის ჩვენი სულიერი მდგომარეობის სარკეა. ვისაც არ უბრძოლია, მას ვერ შეუცვნია თავი.

ყურადღების გარეშე ნუ დატოვებთ თუნდაც მცირე შეცდომებს. თუკი დაუდევრობის გამო რაიმე ცოდვაში ჩავარდებით, იმედს ნუ დაკარგავთ, არამედ სასწრაფოდ ადექით და მუხლებში ჩაუვარდით უფალს, რომელსაც შესწევს  თქვენი წელში გამართვის ძალა.

ჩვენში ღრმადაა ფესვგადგმული სისუსტეები, ვნებები და შეცდომები, მრავალი მათგანი მემკვიდრეობითაცაა მიღებული. ამ ყოველივესგან მოწყვეტა შეუძლებელია მკვეთრი მოძრაობით, არც მოუთმენლობითა და ღრმა მწუხარებითაა შესაძლებელი, არამედ – მოთმინებით, შეუდრკელობით, დაჟინებით, ლოდინით, მზრუნველობითა და ყურადღებით.

გადაჭარბებული მწუხარება გულზვიადობაში (სიამაყეში) იმალება. სწორედ ამის გამოა ის დამღუპველი და საშიში, ხშირად კი ბოროტის მიერაა გამახვილებული, რათა მებრძოლის სვლა შეაჩეროს.

გზა, რომელსაც სრულყოფილებისკენ მივყავართ, გრძელია. უფლისადმი ილოცეთ, რათა ძალა შეგმატოთ. მოთმინებით შეეწინააღმდეგეთ ყოველ დაცემას, სწრაფად წამოდექით და გაიქეცით, თქვენი დაცემის ადგილას ტირილითა და მოთქმით, უნუგეშოდ, ნუ შეჩერდებით, მსგავსად ბავშვებისა.

იფხიზლეთ და გაფრთხილდით, რათა გადაურჩეთ ცდუნებას. იმედს ნუ დაკარგავთ, თუკი ძველ ცოდვებზე ისევ და ისევ დაეცემით. მრავალი მათგანი ჩვენი ცოდვისადმი მიდრეკილი ბუნებითა და ჩვეულებითაა გამოწვეული. მათი დამარცხება დროის სვლითა და გულმოდგინეობითაა შესაძლებელი.  ნურაფრის გამო დაკარგავთ იმედს.

ატიკის ოროპის პარაკლიტეს წმინდა მონასტრის ბროშურათა სერიიდან „მამათა ხმა“
წყარო: ორთოდოქსფაზერს 

შინაარსი
სანიშნეები