Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
შვილო ჩემო, თუკი ყურადღებას მიაქცევ იმას, რასაც გწერ… | PEMPTOUSIA

შვილო ჩემო, თუკი ყურადღებას მიაქცევ იმას, რასაც გწერ…

28 January 2013

ასე რომ, ძალა მოიკრიბე. გამუდმებით ილოცე. პირს საერთოდ ნუ გააჩერებ. ამ გზით, შენს შიგნით ლოცვას მიეჩვევი, მერე კი მას გონებაც მიიღებს. ფიქრებში ნუ გათამამდები, რადგან ასე ხომ გასათუთდები და დაავადდები.

„გამუდმებული ლოცვა, ბუნების ძალაა“, და ნახავ, თუ რამდენ მადლს მოიპოვებ.

ადამიანის ცხოვრება, ჩემო შვილო, მწუხარებაა, რადგან ის დევნაში იმყოფება. ნუ ითხოვ სრულყოფილ ნეტარებას. უფალმა ჩვენმა ჯვრის ტარება იტვირთა და ის ჩვენც უნდა ვიტვირთოთ. და თუკი ყოველგვარ მწუხარებას დავითმენთ, უფლის შემწეობით მადლს მოვიპოვებთ. სწორედ ამის გამო უფალი იმასაც უშვებს, რომ დავმწუხრდეთ, რათა ის თავგამოდება და სიყვარული გამოსცადოს, რაც მის წინაშე გვაქვს. ამიტომაც გვჭირდება მოთმინება. მოთმინების გარეშე რეალურ ადამიანად ვერ ჩამოყალბდება, სულიერად ვერ განისწავლება, სრულყოფილებისა და სათნოების საზღვრამდე ვერ მიაღწევს.

გიყვარდეს იესო და შეუჩერებლად ილოცე, ეს ლოცვა კი მასთან მისასვლელ გზას გაგინათებს.

ყურადღებით იყავი, რათა არავინ განიკითხო. იმიტომ რომ, ამის გამო ღმერთი განგიდგება, ხოლო მადლი გაგშორდება. უფალი დაგტოვებს, რომ დაეცე, თავი დაიმდაბლო და საკუთარი შეცდომები (ცოდვები) დაინახო. ხოლო როდესაც  ადამიანს მადლი გამოსაცდელად ტოვებს, მაშინ მთლიანად ხორციელნი ვხდებით და სული ეცემა. სწორედ მაშინ შენ არ დაკარგო თავგამოდება, არამედ გამუდმებით, ხმამაღლა, იძულებით, ძალდატანებით, ძლიერი ტკივილით  ილოცე „უფალო, იესო ქრისტე,  შემიწყალე მე“. და კვლავ და ასე მრავალჯერ, გამუდმებით ერთი და იგივე. და ისე, თითქოს შენს გულში ქრისტეს  თვალნათლივ ხედავ  და მას ეუბნები: „… დიდება შენდა, დიდება შენდა, ღმერთო ჩემო“. და თუკი მოთმინებას არ დაკარგავ, კვლავ დაგიბრუნდება სიკეთე და მასთან ერთად – სიხარულიც. თუმცა კი ისევ განაგრძობენ არსებობას ცდუნება და მწუხარება, შფოთვა და ნერვიულობა.  მაგრამ კვლავ ბრძოლა, გამარჯვება და მადლიერება. და ეს ყოველივე  მანამდე ხდება, სანამ ნელ-ნელა ვნებათაგან არ განიწმინდები  და სულიერი არ გახდები…

ღვაწლი, შვილო ჩემო, გაჭირვებას მოითხოვს. მას ბრძოლა და ძლიერი შრომა სჭირდება. ის დღე და ღამე ქრისტესთვის ძახილს საჭიროებს. მისთვის აუცილებელია მოთმინება ყველანაირ ცდუნებასა და მწუხარებაში. მოითხოვს ასევე ბრაზისა და სურვილის ჩახშობას.

ძალიან დაიღლები მანამ, სანამ მიხვდები, რომ ლოცვა ყურადღებისა და მღვიძარების გარეშე დროის ფუჭად კარგვაა. იგი იმ შესრულებული სამუშაოს ტოლფასია, სადაც შრომა ანაზღაურების გარეშეა დარჩენილი. აუცილებელია ყოველ შეგრძნებას, როგორც შიგნით, ისე გარეთ, ფხიზელი მცველი – ყურადღება დაუყენო, რადგან მის გარეშე გონება და ყოველგვარი სულიერი ძალა ამაოდ და ჩვეულებრივად იღვრება, მსგავსად გამოუსადეგარი წყლებისა, რომლებიც ქუჩებში მიედინება. არავის არასოდეს უპოვნია ლოცვა ყურადღებისა და მღვიძარების გარეშე. არავის არასოდეს ღირსებია ზეაღსვლის პატივი მანამ, სანამ უპირველეს ყოვლისა, ქვევით არსებული არ უგულებელყვია.

(„მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა“, ფილოთეოსის წმინდა მონასტრის გამოცემა,  მთაწმინდა, ნაწყვეტები ახალ ბერძნულ ენაზე დაწერილი პასუხებიდან).

შინაარსი
სანიშნეები