უფალთან შერწყმული წმინდანის ცხოვრება

30 January 2013

ნეტარი  ბერის თეოკლიტე დიონისელის მონათხრობი

იშვიათად არის შესაძლებელი ვინმემ იპოვოს უმაღლესი იდეების ისეთი მასწავლებლები, რომელთაც ეს იდეები ცხოვრებაში უკვე აქვთ გამოცდილი. ჩვეულებრივ, ადამიანები იმ თეორიებს ასწავლიან, რომელიც მათ თავად არა აქვთ გამოვლილი, ამიტომაც ისინი ხალხის სარკაზმის ობიექტები ხდებიან ხოლმე. სახარების სწავლებაზე უფრო უმაღლესი სწავლება არ არსებობს. და სწორედ აქ, სახარების მასწავლებელთათვის თავს იჩენს დილემა. თუ რომელ მათგანს შესწევს ძალა, რომ უფლის სწავლება თავის ცხოვრებაში განახორციელოს? და განა შესაბრალისი ქმნილება არ არის ის, ვინც თვითონ არ განიცდის და ისე გვაუწყებს უფლის ჭეშმარიტებას, რომელიც, ბუნებრივია, სწორედ იმის გამო ისწავლება, რომ სიცოცხლეში იქნას განხორციელებული?

მხოლოდ უფლის წმინდანებს შესწევთ ძალა, რომ თეორია და საქმე სრულად შეუფარდონ ერთმანეთს. ისინი თავიანთი ქმედებებითა და სრულყოფილი საქმეების მეშვეობით ასწავლიან. და ის, რასაც ამბობენ, მათი გულის სრულყოფილი ცხოვრებიდან არის გამოსული. და მსგავსად თავიანთი უფლისა, როგორც წმინდა ლუკა წერს: „რომელთა იწყო იესო ყოფად და სწავლად“, ამგვარად მათაც: „აღიღეს ჯვარი თვისი და შეუდგნენ ქრისტესა და ქმნეს სწავლანი…“.

სული წმინდის „ნაყოფით“ უხვად დაჯილდოებულმა წმინდა ნექტარიოსმაც თავისი ცხოვრება განსაკუთრებულ მოღვაწეობაში განვლო. იგი სიყვარულით ასწავლიდა, როგორც ზეპირსიტყვიერად, ისე წერით. ჩვენ არ გაგვაჩნია მისი ზეპირსიტყვიერი, ქადაგებებითი სწავლება. თუმცა, გვაქვს მისი წერილობითი სწავლებანი. ჩვენი ღმრთიური მამის ტექსტები ცოდნის მშრალ გადმოცემას კი არ წარმოადგენენ, არამედ – მისი მთლიანობის შიგნიდან გადმოდინებულ ცოდნაა. მკითხველი გრძნობს, რომ როდესაც წმინდანი სათნოების ძალასა და თვისებებს აღწერს, იგი არაფერს გადმოსცემს და აღწერს თავისი პირადი გამოცდილების  გარდა. იგი წარმოაჩენს ცხოვრების იმ ნირს, რომლითაც თავად ცხოვრობს.

ტექსტები, რომელიც წმინდა ნექტარიოსმა შეადგინა, არ მოიცავს თეორიული სწავლების კრებულს, არამედ მისი გულის ძგერას, საკუთარ თავს ხატავს  თვითჩაღრმავებისა და თვითშემეცნების შემდეგ, როგორიც წარმოდგება  სულიერი რყევების ხმის მოსმენის შემდეგ, რაც ღმრთაებრივი სინათლის სახებით აიხსნება და რომელმაც მისი სული  წარმოდგენილი აზრითი თვალით გაანათა.

არ უნდა გამოგვრჩეს, რომ  თავისი წმინდა სულიერი ცნობიერებისა და ღრმა თავმდაბლობის მეშვეობით, რომელიც მთელ მის ფსიქო-სულიერ სამყაროს მოიცავდა, წმინდანის ცდუნება ვერ მოახერხა ვერც მისმა სულიერმა ღირებულებამ  რწმენითი სასწაულების მიმართ, ვერც იმ ეპოქისათვის მისმა უმნიშვნელოვანესმა ცოდნამ, ვერც მისმა ქმნილებებმა ან კიდევ ადამიანთა პატივისცემამ და მღვდელმთავრის წოდებამ.

ჰქონდა რა შეუცდომელი და სულიერი კრიტერიუმები, იბრძოდა, რომ სათნოებითა და სულიწმინდის მადლით მიმსგავსებოდა ღმერთს, რადგან მან თავისი სულიერი გამოცდილების მეშვეობით უწყოდა, რომ რწმენის თეოლოგიური სათნოებების, იმედისა და უმთავრესად კი სიყვარულის გარეშე, სული ჩამორჩება და უძლურდება იმისათვის, რომ ეზიაროს სიყვარულის ღმერთს. თუმცა, მხოლოდ სათნოება არ კმარა იმისათვის, რომ იყო უფლის მატარებელი პიროვნება. იგი აგრძელებდა ღმერთთან ერთობას სუფთა და მოუწყვეტელი ლოცვის საშუალებით, რაც მას ენით აღუწერელი სიხარულით ავსებდა.

სხვაგვარად, რომ ვთქვათ ეკლესიაზე, მივყვეთ წმინდა მოციქული პავლეს სწავლების საერთო აღიარებას: „ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე ვითარცა რვალი, რომელი იხრინ, გინა წინწილანი, რომელი ხმობედ. და მაქუნდეს ღათუ წინაისწარმეტყუელებაი და უწყოდი ყოველი საიდუმლოი და ყოველი მეცნიერებაი მაქუნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოებაი ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე . . . და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაივე სარგებელ არს ჩემდა“ (1 კორინთელთა მიმართ, 13, 1-8). და ღმრთიური მამა არასოდეს შეცდომილა (ჩავარდნილა ხიბლში): არც თავისი მეცნიერებითა და ენების ცოდნით – ის კარგად ფლობდა ფრანგულსა და ლათინურს – არც თავისი თანდაყოლილი თუ შეძენილი ნიჭით, რომელიც მრავალზე ახდენდა შთაბეჭდილებას და არც თავისი სასწაულთმოქმედებებით, რომელიც  აღტაცებას იწვევს…. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ღმრთის დარი მასწავლებლის ენა სწორედ იმ სტილისაა, რომლითაც წერდა და საუბრობდა იმ ეპოქის განათლებული საზოგადოება და რომელსაც ბერძენი ბავშვები  სკოლებში სწავლობდნენ. მაგრამ, ბუნებრივია, რომ დღეს თეოლოგიური (საღვთისმეტყველო) პირობები არ არის გამოყენებული, და არც – ფსიქოლოგიური. თუმცა, ამის გამო არ შემცირევბულა ეკლესიის ანთროპოლოგიური, დოგმატური და სულიერი სწავლების ზუსტი, პატერიკული და გამომსახველობითი პირობები. დასასრულ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ მისი ქმნილების „შეიცან თავი შენი“ ტექსტებიც კი ხსნიან სამყაროს უდიდესი პრობლემის კვანძს: ადამიანის პრობლემას, რომელიც იტანჯება ამ დიალექტიკური სამყაროს წიაღში და რომელიც თავისი თავის გარეთ ეძებს მისი პრობლემებისაგან გათავისუფლებას, მაშინ, როდესაც პრობლემა თავად მასშია (ადამიანში),  ის ერთი და იგივეა (პიროვნება).

სატანამ მოახერხა, რომ ადამიანის ყურადღება გაეტეხა, მისი პიროვნული ზრუნვა სულიერის გასაძლიერებლად მის ფსიქიურ სნეულებებზე გადაეტანა. მოახერხა ასევე მისი ცდუნება და მისი გზის წინდაუხედავ ექსტრავერტულ მოხეტიალედ გარდაქმნა, მისი გადაქცევა გონებრივ და ემოციურ მაწანწალად, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ადამიანმა არ იცის „ვინაი მოვალს და ვიდრე ვალს“, მიათრევს თავის დაღლილსა და მერყევ ნაბიჯებს აქა და იქ, ჩრდილებზე ტრაგიკული მონადირე, „უძღები შვილი“, შორს თავისი მამისეული სახლიდან, რომელიც თავად ადამიანშივეა და რომელიც ქრისტესთანაა გაერთიანებული.

რატომაა, რომ როდესაც ქრისტე სულს რწმენის, იმედის, სიხარულის, სიყვარულის ძალით ავსებს, რომელიც ათრობს ადამიანს და მას „ყველა მშვენიერზე უფრო მშვენიერად, ყველა მდიდარზე უფრო მდიდრად და ყველა იმპერატორზე უფრო ძლევამოსილად“ აქცევს, შეუძლებელია, რომ ასეთი ადამიანი გაებას დაუსრულებელი მეტოქეობის, პრეტენზიებისა და უფლებების სივრცეში, მომხვეჭელობის სახეობის მახეში, იმ დროს, როდესაც იგი, როგორც  ჭეშმარიტი შვილი უფლისა, იკვებება ზესიკეთით, რომელიც ჩვენ ყოვლად ტკბილმა უფალმა გვიბოძა.

რა თქმა უნდა, წმინდა ნექტარიოსი ჩვენს ეპოქაში ახალს არაფერს გვაუწყებს. აი, უკვე ოცი საუკუნეა, რაც  ძღვენი, სიკეთე (წყალობა), სიმართლე აქ განკაცებულმა სიტყვამ, ლოგოსმა, მოგვიტანა. მაგრამ მაშინ რატომ ვართ ესოდენ მადლიერნი  ჩვენი ყოვლად ტკბილი მამის მიმართ? იმიტომ, რომ ისეთ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ, როგორც ქრისტიანები, საფრთხეში ვიმყოფებით, რათა  ორიენტაციასთან ერთად ჩვენი რწმენაც არ დავკარგოთ, რადგან რწმენით არ ვცხოვრობთ, იგი მოდის, როგორც „წვიმა მატყლსა ზედა“ თავმდაბლობის უტყვი გამოხატულებით, რათა კვლავ სიხარულით გვაუწყოს თავისი გამოცდილების ქმედებისა და სულიწმინდის მადლით განათებული მოსაზრებების მეშვეობით ჩვენი ყოვლად წმინდა რწმენის სიდიადეზე. და ეს იმიტომ, რომ იგი იყო „ხორციელად მოსრული“. თუმცა „ხვედრის შემდეგ“, მის ჩვენს მნათობად მდუმარედ გარდასახვის (გარდაცვალების) შემდეგ, იგი მთელი სამყაროს მაშტაბით თავისი სასწაულებით გამაყრუებლად ხმაურობს და ღმერთამდე  მაღლდება, თავისი დანაპირების თანახმად – „რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი – ამაღლდეს“.

წყარო: წმინდა ნექტარიოს სასწაულთმოქმედი, იპაკოის გამომცემლობა.
ხელახლა გამოიცა: პირეას წმინდა მიტროპოლიის (ეპარქიის) ყოველთვიური ჟურნალიდან „პირეას ეკლესია“, მე-19 წელი, გვერდის ნომერი 209-ე, ნოემბერი, 2009.

Σχετικά άρθρα წმიდა ნექტარიოსი
ხატება ადამიანისა, ვისაც უფლის იმედი აქვს Αλέξανδρος Χριστοδούλου 11 May 2016 რა მშვენიერი, სასიამოვნო და რაოდენ მადლმოსილია ხატება იმ ადამიანისა, ვისაც ღმრთის იმედი აქვს და სწამს, რომ უფალი მას იხსნის. იმედი აქვს მისი, რომელიც მწყალობელი, მხსნელი, კეთილი და კაცთმოყვარეა. ჭეშმარიტად ნეტარია ადამიანი, რომელსაც უფლის იმედი აქვს! ღმერთი ყოველთვის მისი შემწეა, ხოლო მას კი არ ეშინია, რაც არ უნდა ცუდი რამ შეემთხვას სხვა ადამიანებ...
წმიდა ნექტარიოსის ცხოვრების მოკლე მიმოხილვა Αλέξανδρος Χριστοδούλου 1 December 2015 ჩვენი წმინდა მამა ნექტარიოსი 1846 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა თრაკიის სილივრიაში. მისი მშობლები - დიმო და მარია კეფალა, ღარიბი, თუმცა ღმრთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ. მისი ნათლობის სახელი ანასტასი გახლდათ. პატარაობიდანვე დიდ ღმრთისმოშიშობასა და სწავლისადმი ღრმა სიყვარულს ამჟღავნებდა. როდესაც დედამ მას 50-ე ფსალმუნი შეასწალა,  დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა შ...
წმიდა ნექტარიოსი და ვატოპედის წმიდა და დიდი სავანე (I ნაწილი) Αλέξανδρος Χριστοδούλου 18 August 2014 ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის არქივში აღმოჩენილ იქნა კუნძლ ეგინას მცხოვრებთა საყვარელი წმიდანის, პენდაპოლიის მიტროპოლიტის - წმიდა ნექტარიოს კეფალასის 11 გამოუქვეყნებელი წერილი. ამ სტატიაში სწორედ ამ წერილებს წარმოვადგენთ. ასევე მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო და მადლობა გადავუხადო: ა) მის მაღალღირსებას ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის იღუმე...
წმინდა ნექტარიოსის ცხოვრების მოკლე მიმოხილვა Αλέξανδρος Χριστοδούλου 10 February 2013 ჩვენი წმინდა მამა ნექტარიოსი 1846 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა თრაკიის სილივრიაში. მისი მშობლები - დიმო და მარია კეფალა, ღარიბი, თუმცა ღმრთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ. მისი ნათლობის სახელი ანასტასი გახლდათ. პატარაობიდანვე დიდ ღმრთისმოშიშობასა და სწავლისადმი ღრმა სიყვარულს ამჟღავნებდა. როდესაც დედამ მას 50-ე ფსალმუნი შეასწალა,  დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა შ...
შინაარსი
სანიშნეები