Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
გამოხსნა და გათავისუფლება | PEMPTOUSIA

გამოხსნა და გათავისუფლება

30 January 2013

არა ადამიანში, არამედ, მხოლოდ ერთადერთი გზით, ღმერთკაცში „გვაქვს ჩვენ გამოხსნაი“ ცოდვისაგან, სიკვდილისა და ეშმაკისაგან. რატომ? იმიტომ, რომ მან „მხოლოდშობილმა“ გვიჩვენა და ცხადყო ადამიანის სხეული ცოდვის გარეშე. ფაქტია, რომ ეშმაკსა და სიკვდილს ცოდვით, გამონაკლისის გარეშე, ყველა ადამიანი  დამონებული ჰყავს. მაშინ, როდესაც ღმერთკაცის სხეული ცოდვის გარეშეა და სწორედ ამის გამო, ეშმაკსა და სიკვდილს მის წინაშე ძალა არ შესწევთ. რადგან იესო აღდგა და თავისი აღდგომით დაამარცხა სიკვდილი, გზა გაუხსნა ყველა „სხეულს“  აღდგომისა და მარადიული სიცოცხლისაკენ. იგი არის უფალი, როგორც საფლავში მისი „გარდაცვალებული“ სხეულით, ისე მისი სულით, რომლითაც ჩავიდა ჯოჯოხეთში, იგი მხსნელია, რომელიც თითქოს ეუბნება ეშმაკს: აი, ჩემი „გარდაცვალებული“ სხეული. მისი სიკვდილი იმის მაჩვენებელია, რომ მას  ნამდვილად ადამიანური ბუნება აქვს. აი, ჩემი სული, რომელიც ჩემთან ერთადაა ჯოჯოხეთში. ხედავთ, რომ ჩემს სხეულსა და ჩემს სულში უმცირესი ცოდვაც კი არ არსებობს. იგი სრულიად უცოდველი და წმინდაა და სწორედ ამის გამო არ ძალგიძთ მისი დაბრკოლება არც სიკვდილის და არც ჯოჯოხეთის „მონობაში“. ჩემი სხეული შეუცოდველი, თავისი „უცოდველობით“, ღმრთაებრივი სისუფთავითა და მისი სიწმინდით გამოიხსნის ადამიანურ ბუნებას ცოდვისგან, სიკვდილისა და ეშმაკისაგან,  მათი მონობისგან გააათავისუფლებს ადამიანებს და ყოველ ადამიანურ „ქმნილებას“ გაუხსნის გზას აღდგომისა და მარადიული სიცოცხლისაკენ.

„რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოხსნაი სისხლითა მისითა“. რატომ „სისხლითა მისითა“? იმიტომ რომ მისი სხეულის სისხლი „დადგინდა“, იქცა ღმრთაებრივად და მისმა ღმრთაებრივმა „მნიშვნელობამ“ იხსნა ადამიანური ბუნება  სიკვდილისაგან. და მაინც რატომ? იმიტომ, რომ მისი სხეულის სისხლი ღმრთაებრივი და სიცოცხლის მომნიჭებელია, იგი მარადიულად  ასეთად დარჩა, მისი სხეული კი ეკლესიაა. და ჩვენ „გუაქვს გამოხსნაი სისხლითა მისითა“ იმიტომ, რომ ვიცხოვროთ მის სხეულში, ეკლესიის წიაღში, ვიცოცხლოთ მისი ყოვლად წმინდა და სიცოცხლის მომნიჭებელი სისხლით. მაინც რატომ? იმიტომ რომ ამ წმინდა და სიცოცხლის მომნიჭებელი სისხლით ვეზიარებით ღმრთიურ ევქარისტიას (ვიღებთ წმინდა ზიარებას) და უფალი იესო გამოჩნდა და გადაიქცა ჩვენს სიცოცხლედ, ჩვენს უშეცდომო ცხოვრებად, ჩვენს უკვდავებად,  ჩვენს სიწმინდედ, ჩვენს ხსნად, ჩვენს განმღრთობად. „რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოხსნაი სისხლითა მისითა და მოტევებაი ცოდვათა ჩუენთაი სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა“, იმიტომ, რომ მისი ღმრთაებრივი, ყოვლად სუფთა და შეუფასებელი სისხლი ჩვენი ცოდვების გამო დაიღვარა. მისი სისხლის „დაღვრის“ შემდეგ არც ერთი ადამიანური ცოდვა არ დარჩენილა შენდობის გარეშე, უპატიებელი. რამდენადაც დიდია „სიმდიდრე“ ქრისტეს მადლისა, იმდენად დიდია მისი სისხლის ძალა. ამ უძვირფასესისა და სიცოცხლის მომნიჭებელი სისხლის მეშვეობით ყველას შეუძლია იპოვოს „გამოხსნაი“ და პატიება თავის ცოდვათა, ყველას, ვინც კი „გაერთიანდება“ ქრისტესთან, ყველას ვინც კი დაფუძვნდება,  შედის უფალთან ერთობაში მის „მთლიან“,  მის ღმერთკაცურ სხეულთან და რაც არის ეკლესია.

(წმინდა იუსტინე პოპოვიჩი, „წმინდა პავლეს  ეფესელთა მიმართ ეპისტოლე“).

 

 

Σχετικά άρθρα თავისუფლება
გამოხსნა და გათავისუფლება Αλέξανδρος Χριστοδούλου 5 May 2017 არა ადამიანში, არამედ, მხოლოდ ერთადერთი გზით, ღმერთკაცში „გვაქვს ჩვენ გამოხსნაი“ ცოდვისაგან, სიკვდილისა და ეშმაკისაგან. რატომ? იმიტომ, რომ მან „მხოლოდშობილმა“ გვიჩვენა და ცხადყო ადამიანის სხეული ცოდვის გარეშე. ფაქტია, რომ ეშმაკსა და სიკვდილს ცოდვით, გამონაკლისის გარეშე, ყველა ადამიანი დამონებული ჰყავს. მაშინ, როდესაც ღმერთკაცის სხეული ცოდვის გარეშე...
წმიდა მოღვაწენი, რომელნიც უფლის საზღაურით დაჯილდოვდნენ Αλέξανδρος Χριστοδούλου 12 December 2014 ძვირფასო მკითხველნო, ვაგრძელებთ საინტერესო საუბრების გამოქვეყნებას. ამჯერად შემოგთავაზებთ ათონის წმიდა მთის სიმონოპეტრას წმიდა მონასტრის ყოფილი წინამძღვრის - არქიმანდრიტ ემილიანე სიმონოპეტრელის საუბარს. (საუბარი მიმდინარეობს კუნძულ კვიპროსზე) ჩემო საყვარელნო, შემიძლია გითხრათ რომ სიტყვა კვიპროსი არის ისეთი მნიშვნელობის, რომელიც ადამიანებს იზიდა...
შინაარსი
სანიშნეები