Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მართლმადიდებელთა პატივისცემა ღმრთისმშობლის მიმართ | PEMPTOUSIA

მართლმადიდებელთა პატივისცემა ღმრთისმშობლის მიმართ

30 January 2013

მართლმადიდებელთა პატივისცემა ღმრთისმშობლის მიმართ

(წმ. იოანე მაქსიმოვიჩი)

მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება ღმრთისმშობელზე მოიცავს იმას, რაც ჩვენთვის წმინდა გადმოცემისა და საღმრთო წერილის მეშვეობითაა შემონახული. ეკლესია ყოველდღიურად ადიდებს ღმრთისმშობელს თავის ტაძრებში, მისგან დახმარებასა და მფარველობას ითხოვს. წმინდა მამებმა და ჰიმნოგრაფებმა მას შემდეგ, რაც შეიცნეს, რომ წმინდა ქალწულს სიხარულს ანიჭებენ მხოლოდ იმ საგალობლებით, რომლებიც მის ჭეშმარიტ სიდიადეს შეესატყვისება,  გულმხურვალედ ევედრებიან მას და მის ძეს, რათა ასწავლონ, თუ როგორ უგალობონ მათ. „გარს შემოერტყი ჩემს გონებას, ჩემო მხსნელო. რათა გავბედო და ბჭეს ცხოვრებისას, შენს ყოვლადწმინდა  დედას, ვუგალობო“. „ეკლესია ასწავლის, რომ ქრისტე ჭეშმარიტად იშვა მარადის ქალწულ მარიამის მიერ. ჩვენთვის აუცილებელია იმის შეცნობა, რომ ღმრთისმშობელი ნამდვილად უფლის მშობელია,  რათა უნებლიეთ არ ჩავვარდეთ ღმრთის გმობაში. ისინი, ვინც არ აღიარებენ, რომ წმინდა ქალწული ჭეშმარიტად ღმრთისმშობელია, არა მორწმუნედ, არამედ ფარისევლებისა და სადუკეველების მოწაფედ ჩაითვლება“.

წმინდა გადმოცემით ვიცით, რომ ღმრთისმშობელი ასაკოვანი იოაკიმესა და ანას ქალიშვილი იყო. იოაკიმე წარმოშობით დავითის სამეფო შთამომავლობიდან ყოფილა, ხოლო ანა კი – ღმრთისმსახურთა ოჯახიდან.  მიუხედავად  ესოდენ კეთილშობილური წარმომავლობისა, ისინი ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. თუმცა, ამ სათნო ადამიანებს ეს სულაც არ აწუხებდა. ისინი მხოლოდ  იმის გამო წუხდნენ, რომ შვილი არ ჰყავდათ და არ შეეძლოთ იმის იმედი ჰქონოდათ, რომ მათი შთამომავლები მესიას იხილავდნენ. და აი, ერთხელ, უშვილობის გამო ებრაელების მიერ აბუჩად აგდებულნი და სულიერი ტკივილით აღვსილნი,  ღმრთის მიმართ ლოცულობდნენ, იოაკიმე მთაში, სადაც მას შემდეგ განმარტოვდა, რაც მღვდელმთავარმა მას ტაძარში მსხვერპლის შეწირვის ნება არ დართო, ხოლო ანას კი თავის ბაღში, სადაც მისი უნაყოფობის გამო ტიროდა, გამოეცხადათ ანგელოზი და აუწყათ, რომ ასული დაებადებოდათ. უსაზღვროდ გახარებულებმა აღთქმა დადეს, რომ ქალიშვილს მთლიანად უფალს მიუძღვნიდნენ.

ცხრა თვის თავზე დაიბადა ასული, რომელსაც მარიამი უწოდეს და რომელიც თავისი ადრეული ბავშვობის ასაკიდან უდიდეს სათნოებას ამჟღავნებდა. როდესაც მას სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა აღთქმის თანახმად, პატარა მარიამი ზეიმით წაიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. მან აიარა მაღალი კიბეები და ღმრთის გამოცხადების თანახმად  წმინდათაწმინდასკენ გაემართა (სული წმინდას გაჰყვა), მღვდელმთავრმა, რომელიც მას შეეგება,  ღმრთიური მადლი მიიღო, რამაც მასში დაივანა და მასთან ერთად კი – ტაძარში, რომელიც მანამდე მადლს მოკლებული იყო. ღამის გასათევად  ტაძარში ქალწულებისათვის განკუთვნილ ადგილას განთავსდა, ისე დიდხანს სწირავდა წმინდათაწმინდათაში ლოცვას, რომ შესაძლებელია ითქვას იქ ცხოვრობდა. იგი ყველანაირი სათნოებით იყო შემკული, განსაკუთრებულად უმწიკვლო ცხოვრებით გამოირჩეოდა. ყველას მიმართ მორჩილი და დამჯერებელი, არავის აწუხებდა, ერთი მკაცრი სიტყვაც კი არავისთვის უთქვამს, მეგობრული იყო ყველას მიმართ და არანაირ ბინძურ ფიქრს არ ნებდებოდა.

„მიუხედავად პატიოსანი და უმწიკვლო ცხოვრებისა, რომელიც განვლო ღმრთისმშობელმა, ცოდვამ და სიკვდილმა თავიანთი მყოფობა მასში მაინც განასახიერეს. არ შეიძლებოდა, რომ არ გამჟღავნებულიყვნენ. ეს არის ღმრთისმშობლის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის ზუსტი და სანდო სწავლება, პირველყოფილ ცოდვასა და სიკვდილთან დაკავშირებით.“

მისთვის უცხო იყო ცოდვით გამოწვეული ყოველგვარი დაცემა, „არ იყო უცხო ცოდვილთა ცდუნებები“. მხოლოდ ღმერთია უცოდველი, მაშინ როდესაც ადამიანს ყოველთვის შეუძლია  თავის თავში აღმოაჩინოს რაიმე ისეთი, რასაც გამოსწორება და სრულყოფა სჭირდება, რათა მან  უფლის მცნება აღასრულოს. „იყავით წმინდანნი, ვითარცა  მე უფალი,  ღმერთი თქვენი, წმინდა ვარ“. რაც უფრო წმინდა და სრულყოფილია ადამიანი, მით უფრო მეტად ზრუნავს თავის ნაკლოვანებაზე  და გამუდმებით თავის თავს უფრო და უფრო უღირსად მიიჩნევს.

ღმრთისმშობელმა ქალწულმა  შესწირა რა თავი მთლიანად ღმერთს და მიუხედავად იმისა, რომ იგი ცოდვის მიმართ ყოველნაირ ლტოლვას უკუაგდებდა, უფრო ძლიერად ვიდრე სხვებმა, შეიგრძნო ადამიანური ბუნების სისუსტე და ცეცხლოვანი სურვილით მხსნელისაგან წყალობას მოელოდა. შინაგანი თავმდაბლობის გამო თავს მაშინაც კი არ მიიჩნევდა ღირსად რომ მარადის ქალწულს დამორჩილებოდა, როდესაც მუცლად მხსნელს ატარებდა. წმინდა მარიამმა უფალს შეჰფიცა, რომ არასდროს დაქორწინდებოდა, რათა არაფერს მოეწყვიტა იგი ლოცვისა და ფხიზლად ყოფნისგან და რათა მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ მისთვის ეთქვა სამადლობელი. იგი დანიშნული იყო მხცოვან იოსებზე. როდესაც წმინდა ქალწულს ასაკი ტაძარში დარჩენის ნებას აღარ აძლევდა, იგი იოსების სახლში, ნაზარეთში გადავიდა საცხოვრებლად. აქ, ღმრთისმშობელს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც ქალწულს სიხარულით მის მიერ მაღალი ღმერთის ძის შობის შესახებ აუწყა: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის . . . სული წმინდაი მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ; ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის“. მარიამმა ანგელოზის სასიხარულო უწყება თავმდაბლობითა და მორჩილებით  მიიღო. „მაშინ სული წმინდა, მისთვის ჩვეული ხერხით, ჩამობრძანდა, და როგორც თავად მას სურდა, მარიამზე გადმოვიდა და მასში დაივანა“. „როგორც ელვა ნეთელს ჰფენს ყოველივე დაფარულს, ისე ქრისტე წმენდს თავისი სამწყსოს ბუნებაში არსებულ ყოველივე დაფარულს. მან განწმინდა მარიამიც და ამის შემდეგ მოევლინა ქვეყანას, რათა ეჩვენებინა, ის, რომ იქ, სადაც არის ქრისტე, მთელი თავისი ძალით გაცხადებულია სიწმინდეც. გაწმინდა ღმრთისმშობელი, რომელიც სული წმინდასთან ერთად იყო მომზადებული, და მაშინ, როდესაც მუცელი უმანკო შეიქმნა, იქ, იესომ დაივანა. განწმინდა ღმრთისმშობელი, როდესაც იგი სრულიად უბიწო იყო, იშვა რა მისგან იგი კვლავ ქალწულად დატოვა. არ ვამბობ, რომ წმინდა მარიამი უკვდავად იქცა, არამედ – იმას, რომ ღმრთიური მადლით გაბრწყინებულს, არ აწუხებდა ცოდვის გამომწვევი სურვილები“.  „მასში დაივანა ნათელმა, განწმინდა მისი გონება, მისი ფიქრები უმანკო გახადა, მისი ღელვა – წმინდა, კურთხეულ ყო მისი ქალწულობა“. „ის, ვინ ადამიანური ლოგიკის თანახმად  უმანკო იყო, მან (უზენაესმა) ღმრთიური მადლის მიხედვით  აქცია წმინდად“.

წმინდა მარიამს არავისთვის უთქვამს ანგელოზის გამოცხადებაზე, მაგრამ იოსებს თვით ანგელოზმა  გაუმხილა  სული წმინდის მიერ მარიამის სასწაულებრივი მუცლადღების შესახებ, შემდეგ კი მწყემსებს ეუწყათ ანგელოზთა ზეციური მწყობრის სიმრავლის თანხლებით ქრისტეს შობაზე. მწყემსებმა, რომლებიც მივიდნენ, რათა თაყვანი ეცათ ახალშობილისთვის, გაამხილეს, თუ როგორ ესმათ მათ იესოზე. უწინ უსიტყვოდ ჰქონდა რა დათმენილი ეჭვი (ვარაუდი), ქალწული მარიამი ახლაც მდუმარედ უსმენდა და გულში ინახავდა გამოთქმებს, რომელიც  მისი ვაჟის სიდიადეს შეეხებოდა. ორმოცი დღის შემდეგ წმინდა მარიამმა სიმეონის მიერ აღვლენილი სადიდებელი ლოცვა და წინასწარმეტყველება მოისმინა, რომელმაც მსგავსად ორლესული მახვილისა გამსჭვალა მისი სული. მოგვიანებით იხილა, თუ როგორ მიიწევდა წინ იესო სიბრძნეში. უსმენდა მას, თუ როგორ ასწავლიდა თორმეტი წლისა ტაძარში და ყოველივეს თავის გულში ინახავდა.

მიუხედავად იმისა, რომ იყო მიმადლებული, ჯერ არ ჰქონდა მთლად გაცნობიერებული თუ რა იყო მხსნელის მისია  და მისი ვაჟის სიდიადე. ებრაული წარმოდგენები მესიაზე მისთვის ნაცნობი იყო და ბუნებრივი გრძნობები მას შვილის გამო ღელვას აიძულებდა, ცდილობდა აერიდებინა იმ საქმიანობებისგან და საფრთხეებისგან, რომელნიც შესაძლებელია  გადაჭარბებულნიც კი  ჩანდნენ.

ამრიგად, დასაწყისში უნებლიედ გრძნობდა, რომ მის ვაჟს რაღაც მფარველობდა, რომელიც მას სულიერის ხორციელზე აღმატებულებას განუცხადებდა. „სწუხდა რა საკვირველია საკუთარი დედის პატივზე, თუმცა უფრო მეტად – სულის ცხონებაზე და ადამიანთა ცხონებაზე, რომელთა გამოც იყო ხორცშესხმული“. ღმრთისმშობელი ხვდებოდა ყოველივე ამას, ღმრთის სიტყვას უსმენდა და მას იცავდა. თუმცა ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანს, ჰქონდა მსგავსი გრძნობები ქრისტეს მიმართ იგი მოთმინებით ზიდავდა დედობრივ ტკივილს, როდესაც ხედავდა, რომ სდევნიდნენ მის შვილს და მოზეიმე კი განიცდიდა აღდგომის დღეს, შესაბამისად იყო სულთმოფენობისას ამ მაღალთა შინა ძალის გარდამოსვლისას. სული წმინდამ, რომელიც მასზე გარდამოვიდა მას ყოველივე შეასწავლა და  „ყოველგვარი სიმართლისკენ გაუძღვა“. ამრიგად განათლებულმა უფრო და უფრო მეტი ენთუსიაზმით დაიწყო ზრუნვა, რომ განეხორციელებინა ყოველივე, რაც კი  თავისი ვაჟისა და მხსნელისაგან ჰქონდა გაგონილი, რათა მასთან აღსვლა და სამუდამო ყოფნა შეძლებოდა.

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიწიერი სიცოცხლის დასასრული მისი სიდიადის დასაწყისი აღმოჩნდა. „შემკული ღმრთიური მადლით“ დგას და კვლავაც იდგება, როგორც განკითხვის დღეს, ისე მერმე მასსა ჟამსა, თავისი ვაჟის ტახტის მარჯვენა მხარეს. მასთან ერთად იმეფებს და იქნება მის მიმართ გულწრფელი, როგორც ხორციელად  მისი  დედა და ერთი სულის მქონე, რომელმაც შეასრულა უფლის ნება და ასწავლა სხვებსაც.  მოწყალე და სიყვარულით სავსე, ამჟღავნებს თავის სიყვარულს შვილისა და უფლის მიმართ, ასევე – სიყვარულს ადამიანთა მოდგმის მიმართ. სწორედ ამიტომ ყველას შუამავლობას უწევს მწყალობელის წინაშე და ამქვეყნიური საქმეებით დაკავებული, ეხმარება ადამიანებს.

ქრისტიანთა მოდგმის ქომაგს განცდილი აქვს მიწიერი ცხოვრების ყველანაირი სიძნელე, სწორედ ამიტომაც ხედავს ის ყოველ ცრემლს, ესმის ყოველი ოხვრა და მის მიმართ წარმოთქმული ვედრება.  მასთან განსაკუთრებით ახლოს არიან ისინი, ვინც ვნებათა წინააღმდეგ ომში იღწვიან და მგზნებარედ ოცნებობენ ღმრთაებრივ სიცოცხლეზე. ასევე შეუცვლელი ქომაგია მიწიერ საზრუნავთა დროსაც. „ყოველთა მწუხარეთა სიხარულო, მეოხო ჩაგრულთაო და მშიერთა საკვებო,  უცხოთა სავედრებელო და ბრმათა საყრდენო, უძლურთა  მომნახველო,  ტანჯულთა, მფარველო და სასო, ობოლთა მეოხო, უფროსად კურთხეულო დედაო ქრისტეს ღმრთისა, მაცხოვრისა ჩუენისაო“. „ქრისტიანეთა იმედო, შემწე და ნავსაყუდელო“.  „გვიშუამდგომლე დაუძინებელო ღმრთისმშობელო“, „ქვეყნიერების ძლევამოსილო მეოხო“. „ სამეფო სკიპტრით აღჭურვილი დღე და ღამე იყავ ჩვენი მეოხი მის წინაშე“.

არ არსებობს გონება ან სიტყვები, რომელთაც შესწევთ ღმრთისმშობლის სიდიადის გადმოცემა.  წმინდა ქალწული იშვა ცოდვილ ადამიანურ მოდგმაში, მაგრამ, იქცა „უპატიოსნესა ქერუბიმთასა და აღმტებით უზეშთაესსა სერაბიმთასა“.

წყარო: წმ. იოანე მაქსიმოვიჩი, „ღმრთისმშობლის პატივისცემა მართლმადიდებელ ეკლესიაში“ გამომცემლობა მირიობიბლოსი, გვ. 83-91

შინაარსი
სანიშნეები