Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მონაზვნობა, მონასტრები, მონაზვნები | PEMPTOUSIA

მონაზვნობა, მონასტრები, მონაზვნები

30 January 2013

როდესაც სამყარო იცვლება, ეს  მონაზვნურ ცხოვრებაზეც აისახება. მონაზვნობის არსი კი ყოველთვის უცვლელი უნდა იყოს. საყოველთაო გაუღმრთოების ჟამს მართლმადიდებლური ბერმონაზვნობის დაკნინება დაუშვებელია.

2_1

ეკლესიური მორალი მუდამჟამ უცვლელი უნდა რჩებოდეს. მონაზვნურ იდეალებში  წვლილის შეტანის და მისი მთავარი აზრის შენარჩუნების სურვილი არ უნდა გაქრეს. ეს სურვილი უნდა იყოს მომნიჭებელი ღვაწლის, თავშეკავებისა და სიმდაბლის სულისა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ადამიანთა ცხოვრებაში. მონაზვნობა, თავისი განვითარების უმაღლეს ეტაპებზე, ეკლესიის სხეულს განსაკუთრებულ დიდებას მატებდა. დღეს კი ხალხი მას ზედმეტად, მოძველებულად, უსარგებლოდ და ზოგჯერ საზიანოდაც კი მიიჩნევს.
ეკლესიური ადამიანებიც კი ახალგაზრდების მონასტერში წასვლას კრიტიკულად უყურებენ, იმ არგუმენტით, რომ საზოგადოებას ისინი სხვა მხრივ უფრო გამოადგებიან. ნასწავლი, განათლებული და ნიჭიერი ახლაგაზრდის მონასტერში ცხოვრება და მისი იქ გამოკეტვა ბევრს მცდარად მიაჩნია. მონაზვნობა კი სუფთა საეკლესიო ინსტიტუტია და მის წიაღში მრავალი წმინდანი გამოჩენილა. უდაბნოსა თუ მონასტრებში მოღვაწე მრავალი გაბრწყინებული მამის ასკეტურმა ცხოვრებამ, ისიხაზმმა და ლოცვამ ამგვარი ანუ მონაზვნური, ცხოვრების უზენაესობა და მნიშვნელობა გამოაჩინა და მას ანგელოზთა სწორი ცხოვრება ჰქვია.
ქრისტეს ნათლით განბრძნობილი მონაზვნები ყოველთვის განაბრძნობდნენ სამყაროს, იოანე კიბისაღმწერლის მსგავსად. სწორედ მონასტრის კელიებიდან და უდაბნოს გამოქვაბულებიდან მიიღო ეკლესიამ ის წმინდა ბერები, რომლებიც მისი წიაღის წინა რიგებში მოღვაწეობენ.  მონასტრის წიაღში დაიბადა და საზრდო პოვა ისიხასტურმა თეოლოგიამ და მართლმადიდებლური დოგმების დაცვამ. ეკლესიამ კი უჩინოდ და დაფარულად მოღვაწე, თავმდაბალი ბერები საპატრიარქო ტახტებსა და რჩეულ პოზიციებზე განაწესა. მონაზვნობამ მოციქულთა, ჰიმნოგრაფთა, მწერალთა და მქადაგებელთა  მნიშვნელოვანი სახეები შვა. ისინი საუბრობენ სახარების სიღრმეების შესახებ. მონაზვნები თავიანთი ჩუმი ცხოვრებისეული მაგალითით გვესაუბრებიან. მატერიალისტურ და ამქვეყნიურ აზროვნებას ისინი მართლმადიდებლურ სულიერებას უპირისპირებენ, რაც განწმენდაში, განბრძნობასა და განმღრთობაში მდგომარეობს. ბოროტების საწინააღმდეგოდ ისინი  კეთილი საქმეების კეთების მაგალითს გვაჩვენებენ, ნაყროვანების ნაცვლად – თავშეკავებისა,  სიმდიდრის მოხვეჭის სურვილის ნაცვლად – უქონლობისა. მონაზონი სიცოცხლის ბოლომდე მორჩილებისა და სინანულში სრულყოფილების მოსაპოვებლად იბრძვის. მონაზვნები იბრძვიან ასევე ეგოიზმის, ვნებებისა და ბოროტების აღმოსაფხვრელად.
ნიკოდიმოს მთაწმინდელის თანახმად, მონასტრები ცხონების ნავსადგურებს, კეთილი საქმეების სახელოსნოსა და სიწმინდის სავანეებს წარმოადგენენ. მონასტრების დაკომპლექტება მორჩილი, მომთმენი, მშვიდი, თვინიერი, ღმრთისმოშიში და კაცთმოყვარე მონაზვნებისაგან ხდება. მონაზვნობა ცოდვით დაცემამდელი „პირველქმნილი სიკეთის“, განღმრთობისა და სიწმინდის მიღწევისაკენ მიილტვის. ამა სოფელს განშორებული ცხოვრება „ღმრთაებრიობას განიცდის“, განელტვის ვნებებს, ტკბება „ღმრთიური თრობით“ და „ღმრთიური სიყვარულით“. ეზიარება ღმრთიურ სიბრძნეს, ტკბება სულიერი აზრებით, ლოცულობს, განიცდის საკუთარ ცოდვებს და ხარობს ღმრთიური საჩუქრებით, რაც მას სიხარულის, იმედისა და უშიშარობის სახით მიეცემა. დროთა განმავლობაში მონაზვნის ნება ღმრთის ნებას ემთხვევა. მონაზონი მუდამჟამ საკუთარი ეგოიზმის, თავმომწონეობის, ვნებებისა და პატივმოყვარეობის წინააღმდეგ იბრძვის.
მთაწმინდაზე, სადაც ქალებს ფეხის დადგმა ეკრძალებათ, ყველაზე დიდ პატივს ღმრთისმშობელს მიაგებენ. მთაწმინდელ მამებს ძალზედ უყვართ მარადის ქალწული, ყველაზე მოკრძალებული და ყველაზე თავმდაბალი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი. დედა ღმრთისა მათ ზოგიერთ უთანხმოებებს, მისი უმნიშვნელო დეტალებით, ითმენს და იმედით შეჰყურებს მათ გამოსწორებას. პატიოსანი მამები კი ყველას ღმრთისმოსავი ცხოვრებისაკენ  მოუწოდებენ და  უბიძგებენ. დღეს მონაზვნობაში აღმა სვლის ეტაპია, ხოლო ცივილიზაციაში – დაცემის ხანა. ზოგიერთი არ ცნობს, ებრძვის უფალს და გულგრილია ღმრთის მიმართ. სხვები კი კვლავ თაყვანს სცემენ უფალს და დიდი სიყვარულიდან გამომდინარე კვლავ მონასტებისაკენ მიეშურებიან.
მონასტრები კი შეგვიძლია ბუდეებს, წყაროებსა და ფიჭას  მივამსგავსოთ. ისინი მშვენიერ ადგილებშია აშენებული, იმ სივრცეებში სადაც შესაძლებელია მათი ღმრთის მოწიწებით მოლოცვა. მონასტრები სულიერი საზრდოს მიღების ადგილებია, სულიერების სასწავლებლები და ღმრთისმოსაობის სახლებია. დედათაა თუ მამათა, ახალია თუ ძველი მონასტერი, მრავალი თუ ცოტა ბერმონაზვნით,  წარმოადგენს იმ შუქურას, რომელიც მებრძოლთა სახლებს ანათებს და რომელიც შთააგონებს, ლოცავს და აძლიერებს მათ.

მაკედონია, 27/05/2012
წყარო: აგიორიტიკესმნიმეს

შინაარსი
სანიშნეები